შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვერსად წახვალ (6)


13-01-2016, 23:37
ავტორი neka
ნანახია 3 293

* * * * * * *
_მართ, როგორ ხარ?
_მარიშ რავიცი გოგო, ვარ რა, შენ რას შვრები?
_არ გახსოვს ხო? -გულში საშინლად გამჭრა, რა დამავიწყდა?
_ხდება რამე? დავიღუპე მარიშ?
_გოგო დღეს გვანცას დაბადების დღეა, დამირეკა და ორივე ჩემთან გაჩნდითო, 5-ზე რესტორანში გველოდება
_აუ, ხო იცი შენკიდე, რო მავიწყდება ეს დაბადების დღეები, კარგი და რა ვქნათ, რა ვუყიდოთ?
_მოვიფიქროთ რამე
_გოგო მომისმინე, ლევანი თუ იქნება ხო იცი ვერ წამოვალ, ეგ უნდა გავარკვიო რა...
გაგნიძე ლევანი ჩემი კურსელი იყო, ძაან ვუყვარდი, არაფერს მიშავებდა, მაგრამ სულ ცდილობდა ჩემთან სიახლოვეს, მიუხედავად იმისა, რომ იმედები სამუდამოდ გადავუწურე, არ მინდოდა მისი ნახვა, განსაკუთრებით ასეთ ვითარებაში.
_მაშინ გვანცას დაურეკე და კითხე
_ხო ეგრე ვიზამ
ოთხი სრულდებოდა, გასასვლელად ვემზადებოდი, ნატაშკას შევურბინე ორი წუთით
_ნატაშ ჩემი კურსელის დაბადების დღეზე მივდივარ, მაგრამ ზუსტად არ ვიცი, უნდა დავაზუსტო ლევანი იქნება თუ არა, შარის თავი არ მაქვს
_კარგი შენ როგორც იტყვი, მანქანით მიდიხარ?
_არა, მარიშკას ძმა გაგვიყვანს და აქითაც ის მოგვიყვანს, ამ დროს ბიჭებიც ნატასთან ყოფილნან, ლევანზეც ყველაფერი გაუგიათ, ნატასთან ვიყავი ისე დავურეკე მარიშკას გავიგე, რომ ლევანი არ იყო დაპატიჟებული... ამოვისუნთქე..
_კარგი ნატაშ, წავედი ახლა სალონში და მერე რესტორანში
_დაგირეკავ თუ რამეა ბიჭები გამოგაკითხავენ
_არა, არ იქნება საჭირო -ჯერაც არ ვიყავი შეჩვეული მათ, ნატას გადავეხვიე და წამოვედი.
მოკლედ მოვედით, ყველაფერი კარგად იყო, ჩვენი საჩუქარი გვანცას ძალიან მოეწონა, მერე ცოტახანში ჩემთან მოვიდა და დალაპარაკება მთხოვა.
_მართა რაღაც უნდა გითხრა, გოგო ხომ იცი რომ ძალიან გაფასებ, მინდოდა დღეს ჩემთან ყოფილიყავი, ამის გამო ტყუილის თქმა მომიწია, ლევანიც უეჭველი მოვა, სხვანაირად არ გამოვიდოდა და მაპატიე რა.
_რაა? რას მეუბნები ხვდები ვაბშე? ხო გკითხე არაა? გვანცა ხო იცი როგორი ტიპიცაა ეგ ბიჭი, ახლამოვა და დამიწყებს უაზრობებს, ის შემთხვევა არ გახსოვს არაა?
_მახსოვს გოგო, მაგრამ დამპირდა არაფერს ვიზამო
_რა? ესეიგი იცის აქ რომ ვიქნები, აუ არ ველოდი შენგან ამას
ამას წინაზე, ერთ-ერთი ჩემი კურსელის დაბადების დღეზე ვიყავით, ვიღაც უცნობი გამომელაპარაკა, ხელზე მაკოცა, კომპლიმენტი მითხრა, თურმე ლევანიც ხედავდა.. უცებ მოვარდა და უცნობს ჩხუბი დაუწყო, საქმე იქამდე მივიდა, რომ უცნობი საავადმყოფოში აღმოჩნდა, მე და ლევანი კიდე პოლიციაში.... მე არაფერს მიშავებდა... სხვას კიდე ყველაფერს.. არ მინდოდა ეს საღამოც ისეთივე უსიამოვნებით დასრულებულიყო, ამიტომ წამოსვლა ვარჩიე...
_მარიშ ხო ხედავ არა, აქ ვერ დავრჩები -ამ დროს ისიც მოვიდა და ეგრევე მნახა კიდეც
_ხო მაგრამ რითი წახვალ?
_ფეხით, მანქანით მაინც წამოვსულიყავი, სანამ შენები მოვლენ ვერ მოვიცდი...
_ჭკვიანად რა მართუს, დამირეკე რომ მიხვალ
წამოვედი ისე, რომ გვანცასთვის არც კი შემიხედავს, ფეხით მინდოდა სიარული, ფიქრი... ყველაფერი რა რთულად იყო... აქედან დიტო, რომლისაც ყოველ წუთას მეშინოდა, იქიდან კიდე ლევანი, რომლისაც ჩემი მიზეზით სხვებს ეშინოდათ, მაგარ შარში ვიყავი მოკლედ.. ამ ყველაფერს კი ჩემს ცნობიერებაში გაურკვეველი კახი დაემატა, გოგოების მოყვარული, ვინ იცის რამდენი ყავდა გამოცვლილი, ყველას გართობის მიზნით უყურებდა. მოკლედ საოცარია რა ტელეფონიც დაიცალა და გამომერთო, მარიშკასაც ვერ დავურეკავდი... ცოტა ხნით იქვე ბაღში ჩამოვჯექი, რა ლამაზი იყო ღამის თბილისი, ლამპიონები... ვერ ვგრძნობდი დრო როგორ გადიოდა.
მარიშკამ იცოდა მართას ამბავი, ანერვიულდა ტელეფონი რომ გამორთული ქონდა, ნატასთან დარეკა
_ნატა, მარიშკა ვარ_ხო მარიშ
_მართა არ მოსულა?
_რაა? მართა იქ არ არის? -სპიკერი ჩართო ნატამ
_წავიდა იკვე კარგა ხანია, ლევანი მოვიდა რესტორანში, გვანცას მოვუტყუებივართ, ეს კიდე ხო იცი რა ტიპიცაა... გაბრაზებული წამოვიდა, ვურეკავ და ტელეფონი გამორთული აქვს
_აუ რას მეუბნები, სულ რაღაც ხიფათშია რა ეს გოგო... - ბიჭებიც ნატასთან იყვნენ, ანერვიულდნენ... განსაკუთრებით კახი, ტელეფონი ნატას გამოართვა..
_მარიშ მომისმინე, შენ არ მიცნობ ალბათ, ახლა გაარკვიე ლევანი სად არის, რესტორანში თუა ვაბშე?
_ლევანი აქ არის კი, ახლახანს ვხედავდი
_კარგი, მაინც სად წავიდოდა რას ფიქრობ
_მართლა არაფერი ვიცი, თუ სადმე წავიდოდა ასეთ დროს მშვიდ და მყუდრო ადგილებში უყვარს ყოფნა, სადაც არავინ იცნობს
_წავედით -თქვა კახიმ, - ან იყავით მე წავალ მოვძებნი
_არა ტო, ჩვენც გამოგყვებით
_არა, არა დარჩით და მე წავალ მარტო.
მანქანა გამოაქროლა და რესტორნისკენ მიმავალ გზას დააწვა, შუქნიშანთან როცა გააჩერა, მართაც დაინახა... მტკვრის მარჯვენა სანაპიროსთან იდგა ხიდთან ზურგით...
_მართა- გადასძახა, ვერ გაიგო, გადავიდა მანქანიდან...
_მართა გაიყინო გინდა? შემოვიხედე სასწრაფოდ, ვერაფრით ვერ მოვედი აზრზე, აქ რას აკეთებდა...!
_აქ რა გინდა კახი?
_შენ რას აკეთებ აქ? სეირნობ ისე უდარდელად ხო? ტელეფონი გათიშული გაქვს ხვდები ალბათ, მაინც გკიდია სხვა ინერვიულებს თუ არა.. არა?
ძალიან მომთხოვნი და მკაცრი იყო...
_თუ იმას ფიქრობ, რომ მარტო ნატაზე ვნერვიულობთ? ჩაჯექი მანქანაში!
_ზედმეტი ხო არ მოგდის? -ვუთხარი მე
_ზედმეტი? ჩაჯექი და მერე ვილაპარაკოთ. -მეც ჩავჯექი
_ჩვენ კარგი დაგვიკიდე, მაგრამ ნატა და მარის რაღას ერჩოდი, ერთი ეგოისტი გოგო ხარ, საკუთარი თავის გარდა არავინ განაღვლებს
_ხო, მართალი ხარ კახი, მარტო ჩემი თავი მიყვარს, მაგიტომაც ვარ ასე მარტო, მარეტო ჩემი თავი რომ მიყვარდა მაგიტომ წამოვედი იქიდან, ლევანს საშუალება გავუზარდე იმისა რო მკიდევ დაეჭრა ვინმე ჩემს გამო, სწორი ხარ ვერაფერს გეტყვი...
ამ სიტყვებმა დააფიქრა ალბათ, შემომხედა აზრიანი თვალებით... რა საოცრად უხდებოდა გაბრაზება.... ახლა ნამდვილად დავასკვენი, რომ მარტო ნატაზე არ უნერვიულიათ იმ დღეს... ბიჭებთან გადარეკა
_კაროჩე ნუ ნერვიულობთ, ჩემთანაა, ცოტა ხანში მოვალთ
_რა ცოტა ხანში, ახლავე წავიდეთ
_ახლ აუკვე ძაან გეჩქარება ხო?
_დავიღალე კახი - საცოდავი თვალებით შევხედე, მგოონი მოვალბე.. მისი თაფლისფერი თვალები შემომანათა, სხვანაირად მიყურებდა...
_ლევანი ვინ არის?
_არის ერთი, არავინ გადასარევი....
_უფრო კონკრეტულად -წინ იყურებოდა... წარბი აწია
_ჩემი კურსელი, რომელსაც ვუყვარვარ
_რამდენს უყვარხარ?
_მე ყველას ვუყვარვარ კახი, ყველას... -გაეცინა
_ეგ კარგია ალბათ ხო? და შენ ვინ გიყვარს მართა.
_ო, ეგ რთული საკითხია კახი... -შევხედე ჩემებურად, მანაც შემომხედა ჩვეულად...
_ესეიგი?
_ესეიგი ის, რომ რთულად მიყვარდება, ან კიდე სიყვარული სხვანაირად მესმის...
_საინტერესოა -თქვა ნიშნისმოგებით. მერე ვიღაცამ დაურეკა
_გისმენ, არა ახლა არა, არ მცალია, რო გეუბნები ისე იქნება ყველაფერი, ზედმეტს ნუ ლაპარაკობ.. -და გათიშა
_ყველას ასე ელაპარაკები?
_ყველას არა, ზოგიერთებს, რა არ მოგწონს?
_არა არაფერი...
_ხო და ძაან კაი, ისე ზედმეტი კითხვები რო არ უნდა დასვა არ გასწავლეს? -გამიკვირდა ასეთი კითხვა, ვეცადე კარგად მეპასუხა...
_ყველაფერს რასაც გასწავლიან, ასრულებ კახი?
_შეძლებისდაგვარად მართა!
_ხო და ჩემს შესაძლებლობებს აღემატებოდა, ასე ჩათვალე
_მე ეგრე ჩავთვლი, მაგრამ გაგიჭირდება... ყველაფერზე პასუხს ვერ მიიღებ
_ასე კუსავით როდემდე უნდა ვიაროთ? -ისე გაეცინა, მეგონა მინებს ჩაამტვრევდა...
_ოო, მაპატიე მართა, ყველა შენსავით ხო არ ურევს...
_ხო მართალი ხარ, ყველას სად შეუძლია
_მოკლედ მართა, აწი იცოდე რო, ტელეფონი სულ ჩართული უნდა გქონდეს და აცადო სხვები არ ანერვიულო, ხო გაიგე?
_შევასრულებ მისიას?
_კარგია.
ნოვედითროგორც იქნა...ნატა გარეთ მელოდებოდა, ვიცოდი რასაც იზამდა, გაძლება მომიწევდა...
_დღეს აპატიე ჩემი ხათრით -უთხრა კახიმ, გამიკვირდა, ისევ გააგრძელა...
_ბოდიში მოიხადა და არ ღირს -თვალები მოვჭუტე და ალმაცერად შევხედე
_მართა, რატო გინდა მანერვიულო?
_კაი მაპატიე რა, ასე რატო აზვიადებ, ისეთი არაფერი მომხდარა
_ისეთი არაფერი ხო? იქიდან გაბრაზებული გამოვარდი და მერე სადღაც დაიკაკრგე.... -კახი წავიდა, ჩვენ ზევით ავედით, ნატა კი აგრძელებდა...

------
შეაფასეთ კახის პიროვნება (მაინტერესებს თქვენი დამოკიდებულება) <3 #ნეკა



№1  offline წევრი natia-natia

Kargi biichia momwons

 


№2  offline წევრი eki_eka_ake

Va magaria da axali tavi male iqneba? Wina tavshi kargad vixalise :D

 


№3  offline წევრი neka

eki_eka_ake
Va magaria da axali tavi male iqneba? Wina tavshi kargad vixalise :D

ვეცდები მალე ავტვირთო ❤️ მიხარია რომ მოგწონს

natia-natia
Kargi biichia momwons

❤️❤️❤️

 


№4 სტუმარი ქ.ტ

აიი ასეთი ბიჭები მომწონს wink აუ მალე დადეე <3

 


№5  offline წევრი სალი-სალი

ძალიან მომწონს. გთხოვ გააგრძელე რაა.. უკვე ძალიან ძალიან შემიყვარდა ეს მოთხრობა

 


№6  offline წევრი neka

სალი-სალი
ძალიან მომწონს. გთხოვ გააგრძელე რაა.. უკვე ძალიან ძალიან შემიყვარდა ეს მოთხრობა

სალი გამახარე ძალიან ❤️❤️❤️

ქ.ტ
აიი ასეთი ბიჭები მომწონს wink აუ მალე დადეე <3


მიხარია, რომ მოგწონს, ვეცდები მალე ავტვირთო ხოლმე ❤️

 


№7 სტუმარი ქ.ტ

ველოდებიიი
neka
სალი-სალი
ძალიან მომწონს. გთხოვ გააგრძელე რაა.. უკვე ძალიან ძალიან შემიყვარდა ეს მოთხრობა

სალი გამახარე ძალიან ❤️❤️❤️

ქ.ტ
აიი ასეთი ბიჭები მომწონს wink აუ მალე დადეე <3


მიხარია, რომ მოგწონს, ვეცდები მალე ავტვირთო ხოლმე ❤️

ველოდეებიი,დღეს იმედია დედეებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent