მიყვარხარ,გახსოვდეს ამას ვერ წაგართმევენ (8)
საღამოს დავიშალეთ, მგზავრობისგან ყველა დაღლილები ვიყავით,მე და ნუცას 10 საათზე უკვე გვეძინა.გამეღვიძა,დილის 9საათზე, ნუცას ეძინა და არ გავაღვიძე ტელეფონში დაჩის მესიჯი დამხვდა:ხვალ მაქსიმუმ 10ზე გამაღვიძე გიო და ვაჩე ჩამოდიან.შორტები და ზედა უცბად ჩავიცვი,მოვწესრიგდი, ქვემოთ ჩავედი,ნინო ნუცას დედა ბლინებს აცხობდა -დილა მშვიდობისა(ანა) -ვა ანა რა ადრე ამდგარხარ,როგორ გეძინა(ნინო) -ძაან მაგრად,ნუცას ჯერ ძინავს(ანა) -მიდი გააღვიძე ჩამოდით მზადაა უკვე საუზმე(ნინო) მაღლა ავედი ნუცას წამწამებზე ხელს ვუსმევ,ყველაზე მეტად ვერ იტანს,მაგას ურჩევნია სახეში ურო ჩაარტყა -ანა გაეთრიე თორე მწარედ მოგხვდება(ნუცა) -მიდი მიდი ჩაიცვი ვისაუზმოთ და დაჩისთან გადავიდეთ(ანა) -მე გამანებე თავი არ მინდა პლიაჟზე გავალ(ნუცა) -კაი როგორც გინდა,მე მეგონა გიგას ნახვა გინდოდა(ანა) -გიგას ყოველდღე დავინახავ ისედაც მთელი ზაფხული(ნუცა) ნუცა მალევ ადგა, შავი კუპალნიკი ჩაიცვა, ზემოდან გადასაცმელი და ზღვაზე გასასვლელად მოემზადა,ჯერ ქვემოთ ჩავედით ბლინები ვჭამეთ და დავიშალეთ,მე დაჩისთან წავედი ნუცა ზღვაზე გავიდა.დაჩის სახლში შევედი, დიდი სახლი იყო, ირგვლივ ჩემოდნები ეყარა, ტაფაზე დამწვარი კვერცხი იდო გვერდით პურის ნამცეცები ეყარა,მაღლა ავედი ბიჭებს ოთახი ღია ქონდათ და შევედი, ორივეს ეღვიძა, საწოლში იწვნენ და მობილურში იყურებოდნენ -დილა მშვიდობის(ანა) -ვა ანუშკები, ჯიგარი ხარ რო მოხვედი(გიგა) დაჩი ეგრევე წამოდგა და ჩაცმა დაიწყო,გიგა არ დგებოდა ისევ იწვა,მალევე ჩაიცვა ტანსაცმელი, მომიახლოვდა წელზე ხელი შემომხვია, ოთახიდან გამიყვანა კარებიც მიიხურა,კედელზე მიმაკრო და მაკოცა -მომენატრე(დაჩი) -დიდი ხანია არ გინახივარ(ანა) -დღეს სულ ჩემთან იყავი (დაჩი) -ვიქნები(ანა) სახლში კარები გაიღო და გიო შემოვიდა -ალაჰუ აკბარ ხალხო,ძლივს მოვაღწიეთ(გიო) -ჩვენი ბიჭები ჩამოსულან(გიგა) ყველა გადავკოცნე,ბიჭებმა ოთახები გადაინაწილეს -ეხლა საუზმეს გავაკეთებ და სანამ სამზარეულოდან გამოვალ აი ეს ოთახი ასე არ უნდა დამხვდეს -მივალაგებთ აბა რას ვიზავთ(დაჩი) -აუ კაი რა მეღადავები, თქვენ მიალაგეთ მე ანას ვეხმარები საჭმლის მომზადებაში(გიგა) გიგა სამზარეულოში შემოვიდა,დგას და მიყურებს -რა გინდა?(ანა) -შენი დაქალი სადაა,არ მითხრა იმ გამო.... ბიჭებთან არისო შენთან ბოდიში(გიგა) -რომც იყოს შენ რა რო?(ანა) -აუ ისინი რაღაცას ეტყვიან, მერე ამას გული უნდა ეტკინოს და ისევ ჩვენი საცემები იქნებიან, მეზარება მეტი კი არაფერი(გიგა) -ნუ ღელავ გიგა, ნუცა ზედმეტს არავის შეარჩენს(ანა) -ხო ვიცი, ძლიერის როლს თამაშობს თორე ისე კარგად შეარჩენს, ეგ ჩვენთანაა დიდ გულზე(გიგა) -ზღვაზე გავიდა, აქ არ წამომყვა გიგას ყურებას ზღვას ვუყურო მირჩევნიაო(ანა) გიგამ ცალყბად გაიცინა და სამზარეულოდან გავიდა -სად მიდიხარ ბიჭო მოდი მოგვეხმარე,რო იცოდე შენი არეულია (გიო) -ზღვაზე გავალ რა მგონი გუშინ სათვალეები დამრჩა,მალე მოვალ(გიგა) -აუ მეც მოგაძებნინებ რა მაინც არაფერს ვაკეთებ(ვაჩე) პლიაჟზე ვაჩემ სათვალის ძებნა დაიწყო,გიგამ ნუცა შეამჩნია და მისკენ წავიდა -სად მიდიხარ ბიჭო სად დაკარგე აბა?(ვაჩე) გიგა წამოწოლილ ნუცას თავზე დაადგა და ჩრდილით ნუცას სხეულს დაეფარა -ნუ მიჩრდილავ გიგა ზაგარს ვიღებ(ნუცა) -აი ამ დილაადრიან გაიღვიძე იმიტო რომ ზაგარზე წამოწოლილიყავი,არ დაგეზარა?(გიგა) -შენ მაღვიძარა დააყენე იმიტომ რომ გამოხვიდე ამ დროს და ნერვები მომიშალო?(ნუცა) -წავედი მე წყალში შევალ,წამოხვალ?(გიგა) -არა(ნუცა) გიგა ზღვაში თავით გადახტა და შორს გაცურა,ვაჩე ნუცას მიუჯდა გვერდით -ნუცა სათვალე არ გინახავს გიგასი?(ვაჩე) -არ მინახავს, და ჯობს არც შემხვდეს, სადმე შემთხვევით ფეხი რო არ დავაბიჯო(ნუცა) -აი სულ რატო ჩხუბობთ თქვენ ორი გამუდმებით(ვაჩე) -იმიტომ რომ თავხედია(ნუცა) ნუცამ ზღვას გახედა, თვალებით გიგას ეძებდა, მერე წამოდგა ცოტა აღელვებული იყო -ვაჩე გიგას ხედავ სადმე?(ნუცა) -ვერა ეგრე იცის ხოლმე ამოყვინთავს სადმე(ვაჩე) ნუცა ფეხზე ადგა ზღვაში ოდნავ შევიდა და აქეთ იქით იყურებოდა -ვაიმეე ვაჩე არ ჩანს,ცურვა თუ იცის საერთოდ გავგიჟდები ეხლა ვერ ვხედაავ ხო არ დაიხრჩო(ნუცა) უკვე ვაჩეც ანერვიულდა,მერე მალევე დაწყნარდა -რატო დგახარ მოდი გთხოვ შევიდეეთ მალე(ნუცა) ნუცა წყალში შევიდა ჩაყვინთავდა ამოყვინთავდა თან საშინლად ღელავდა -რას აკეთებ ნუცა რამე დაკარგე(გიგა) ნაპირიდან გიგას ხმა მოისმა -არა ვიფიქრე ცოტას გავცურავდი(ნუცა) წყლიდან ეგრევე ამოვიდა,გიგა ტანზე მიშტერებოდა და თავიდან ფეხებამდე ათვალიერებდა, პირსახოცი მოიფარა და სველი თმები ისე გადაიგდო გვერდით გიგას სახეში მოახვედრა -აუ რა იყო თმა გაქვს თუ მათრახი სახე დამესერა(გიგა) თქვა და თვალების ხამხამი დაიწყო -აუ ნუცა მოდი ნახე რა თვალებში რაღაც ჩამივარდა(გიგა) -აბა მანახე(ნუცა) ნუცა გიგასთან ახლოს მივიდა, თვალზე დააკვირდა, გაეღიმა -ვაიმე რვაფეხა გაზის თვალზე(ნუცა) -ოო გადი რაა ნერვებს მიშლი(გიგა) -მოიცა არ გინდა ამოგიღო?(ნუცა) -აღარ(გიგა) -წავედით ვაჩე ჩვენ უმადურობას ვერ ვიტანთ(ნუცა) ნუცამ ვაჩეს მხარზე ხელი გადახვია და სახლისკენ წავიდა,გიგა გაბრაზებული სახლში დაბრუნდა -რა იყო ბიჭო ვერ იპოვე სათვალე?(გიო) -ვერა,აუუ რა კაია მშიოდა ანა მიყვარხარ რა(გიგა) -წავედი მე სახლში თორე მომკლავს ნუცა და საღამოს კიდე გავერთიანდეთ,ნუცასაც წამოვიყვან დავაძალებ(ანა) გიგას თვალი ჩავუკარი და სახლში წავედი,სახლამდე დაჩიმ მიმაცილა -გიგა ბიჭო შენ ნუცა მოგწონს და რამე ხო?(გიო) -რა მომწონს მასეთი ანჩხლი არ მომეწონება არასოდეს(გიგა) -კაი ჩვენ მაინც ნუ გვატყუებ კი არ ჩაგიშვებთ(ვაჩე) -კაი რას გატყუებთ,სერიოზული ურთიერთობა არ მინდა, ნუცაც არა ისეთი გოგო არასერიოზული ურთერთობა დაიჭიროს ვინმესთან(გიგა) -მაიცა ეხა ნახეთ,აუ შენ ძმობას ვფიცავარ მაგრა მომეშვა მე მეგონა შენც მოგწონდა(ვაჩე) -რაა?მეეეც მომწონდა რას ნიშნავს?გიგა) -მაგრა მომწონს ძაან მაგარი გოგოა(ვაჩე) -ხო არ გააფრინე ბიჭო(გიგა) გიგა უეცრად წამოენთო სულ დავიწყებოდა ორი წუთის წინ რაც ილაპარაკა ,ბიჭებს გაეცინათ -არა რა მოგწონს გიგა ვაფშე,ვის ატყუებ, გიყვარს მგონი(გიო) -აუ გააჯ... რა(გიგა) -შეგიყვარდა ბიჭო?(ვაჩე) -აუუ ხო რავიცი(გიგა) გიგას ამის გაფიქრებაზე და გააზრებაზე გაეღიმა -აუუუუუუ,ჩვენიი ბიჭი შეყვარებულიააა პირველი სიყვარული ყველაზე ტკბილია რო იცოდე(გიო) -ეეხლა მომისმინეთ, ეს რომ ნუცამ გაიგოს ყველას დაგხოცავთ თვითონ ზუსტად ვიცი არ ვუყვარვარ,ამიტომ ცოტა ხანი არ ვეტყვი არაფერს,თავს შევაყვარებ უეჭველი(გიგა) -რა გამოვტოვე რა ხდება(დაჩი) დაჩი ოთახში შემოვიდა -გიგას ნუცა უყვარს(ვაჩე) -კაი ერთი(დაჩი) -იცოდიი?(გიო) -ვხვდებოდი,მოკლედ დღეს საღამოს გოგოები უნდა წავიყვანოთ ბათუმში,კარგად გავერთობით(დაჩი) -კაი იდეაა ხო იცი(გიო) როცა მოსაღამოვდა დაჩიმ მომწერა:მალე ჩაიცვით და ქვემოთ ჩამოდით ბათუმში მივდივართ,ბათუმში წამოსვლა ნუცასაც უნდოდა თხოვნა არ დამჭრდა ისე წამოვიდა,მე ჯისნსის შორტები და შავი ზედა ჩავიცვი ნუცამ ჯისის იუბკა და თეთრი ზედა ჩაიცვა, გავემზადეთ და ქვემოთ ჩავედით,ეზოსთან ორი მანქანა იდგა, ერთში გიგა და დაჩი იჯდნენ მეორეში ვაჩე და გიო,გიგას და დაჩის ჩავუჯექით საჭესთან გიგა იჯდა,ნუცა ჩაჯდა თუ არა რემენი გაიკეთა,მთელი გზა მარტო მე და დაჩი ვლაპარაკობდით მანქანაში სიმღერებს ვუსმენდით ჩაირთო Mark Lower ft. Scarlett Quinn - Bad Boys Cry სიმღერა,ვიცოდი ნუცას საყვარელი სიმღერა იყო და გამეღიმა გიგამ სიმღერას აუწია მე ნუცას შევუბრუნდი და ვუთხარი -ნუცა შენი სიმღერაა(ანა) -ვისი სიმღერა?(გიგა) -ნუცას ერთ ერთი საყვარელი სიმღერაა(ანა) -გიგასიც(დაჩი) ბათუმში მალე ჩავედით, მთელი ბულვარი ფეხით მოვიარეთ, ტირში ბიჭები გოგოებს ვეჯიბრებოდით, ბიჭებმა მოგვიგეს და სათამაშოები დაიტოვეს, გიგა და გიო პინგვინიან სათამაშოს ვერ იყოფდნენ,ყოველთვის როცა ბიჭებთან ვარ ბოლო ამოსუნთქვამდე ვიცინი, მე და ნუცას ნაყინიც გვიყიდეს, გიგამ ნუცას სპეციალურად ნაყინი თმის ბოლოებზე წაუსვა -ბოლოჭამიებს აქრობს, ნუცა არ მეჩხუბო,შენთვის კარგი მინდა(გიგა) -გიგა მალე გაიქეცი(გიო) ნუცა გიგას დასდევდა მერე დაიღალა და თავი გაანება,ჯეოსელის სანაპიროზე ხალხი ფილმს უყურებდა ჩვენც გადავწყვიტეთ გავჩერებულიყავით ცოტა ხანი, დავისვენებდით endless love გადიოდა მე და დაჩი ერთად ვიჯექით ვაჩე და ნუცა ერთად გიო და გიგა ერთად,გიგა ფილმს არა უფრო ნუცას და ვაჩეს აკვირდებოდა,ნუცა და ვაჩე რაღაცას თამაშობდნენ ფილმის ყურებაში ხელს გვიშლიდნენ და ბოლო ხმაზე იცინოდნენ,დაჩის ფილმის ყურება რო მობეზრდა წამოწვა და თავი ჩემს კალთაზე დადო,მე დავხედე, თვალებში მიყურებდა, გამეღიმა და ცხვირზე ვაკოცე,თავზე პატარა ბავშვივით ვეფერებოდი,დაჩი გაინაბა და ჩაეძინა.ფილმი დამთავრდა,ბავშვები ადგნენ და ჩვენ გველოდებიან-რას აკეთებთ მარტო ხო არ დაგტოვოთ მანდ(გიგა) -დაჩი გაიღვიძე,მივდივართ(ანა) -აუ ვიყოთ რა ჩვენ წავიდნენ ესენი ერთი მანქანა დატოვონ(დაჩი) -ჩვენ ვრჩებით თქვენ წადით ერთი მანქანა დატოვეთ,ნუც დარჩი გინდა?(ანა) -არა,ხელს არ შეგიშლით ბიჭებს წავყვები თუ არ დამტოვა გიგამ გზაში სადმე(ნუცა) ბავშვები წავიდნენ დაჩი ადგა ხელი მომკიდა და ზღვისკენ წამიყვანა,ფეხზე გავიხადე,ახლოს მივედით იმდენად ახლოს რომ ფეხებზე ტალღები გვეცემოდა. -შევიდეთ რა(დაჩი) -გაგიჟდი,საშიშია(ანა) -ჩემთან რისი გეშინია?(დაჩი) -არაფრის(ანა) ხელი მაჯაზე მომკიდა ნელ-ნელა ზღვაში შევდიოდით,მე ტანსაცმელი მეცვა,დაჩი წელს ზემოთ შიშველი იყო უკვე იმდენად ღრმად ვიყავით შესულები მარტო სახე გვიჩანდა,დაჩიმ წელზე ხელები მომკიდა და თავის ტანს მიმაკრო,ცოტა ხანი ერთმანეთს ვუყურებდით,მერე ვკოცნიდით, ფეხები დაჩის წელზე მქონდა მოხვეული ვკოცნიდით უსასრულოდ და დაუმთავრებლად, ტალღები მაღლა აგვწევდა დაგვწევდა, აქეთ იქით გვათამაშებდა, ამოსუნთქვის საშუალებას დაჩი არ მაძლევდა, მალე მეგონა გავიგუდებოდი,თავზე დიდმა ტალღამ გადაგვიარა და მოგვწყიტა ერთმანეთს, ორივე გახშირებულად ვსუნთქავდით და თან გვეცინებოდა -ავიდეთ უკვე, ტალღამ შენი თავი არ მომტაცოს მეშინია დაჩის ზურგზე ხელები და ფეხები მოვხვიე, მიკრობილი ვიყავი დაჩის ტანზე და ვგრძნობდი მის თითოეულ ამოსუნთქვას მაღლა ავედით ცოტა სანაპიროზე ვისეირნეთ და ვილაპარაკეთ -რომ მკითხონ შენი ყველაზე ბედნიერი დღე რომელიაო ამ დღეს ავირჩევდი(ანა) -მე შენთან გატარებულ ნებისმიერ დღეს(დაჩი) -ნუცას და გიგას უყვართ ხო ერთმანეთი(ანა) -გიგას კი და ნუცასაც უყვარს?(დაჩი) -არ აღიარებს, არც თავის თავს უტყდება თორე უყვარს,ყოველთვის ეშინოდა ვინმეს შეყვარების არ უნდა რომ გული ატკინონ,შენ რისი გეშინია ყველაზე მეტად?(ანა) -ყველაზე ყველაზე მეტად შენი დაკარგვის?(დაჩი) -მე იცი, რისი მეშინია? სულს მახსოვრობა რომ არ ჰქონდეს, სიკვდილის მერე, რომ ვერ გიცნო(ანა) -მიყვარხარ სასწაულად,სულ ერთად ვიქნებით ერთად დავბერდებით და რო მოკვდებით იქ ხო საერთოდ არ მოგასვენებ(დაჩი) გამეცინა და დაჩის ჩავეხუტე, სახლში რო მივედი ღამის 1 საათი იყო,ნუცას უკვე ეძინა და გვერდით ჩუმად მივუწექი.დილით ნუცა 9 საათზე ადგა მე მეძინა და აღარ გამაღვიძა ისაუზმა და ზღვაზე გავიდა,სანაპიროზე ის ბიჭებიც იყვნენ მაშინ რომ გავიცანით,ნუცა ბიჭებისგან მოშორებით წამოწვა მაგრამ ამან არ უშველა თავზე ლუკა დაადგა -უკაცრავად მზეს მიჩრდილავ(ნუცა) -დილამშვიდობისა,რას შვები?(ლუკა) -რავი ვცდილობ ზაგარი მივიღო(ნუცა) -ჩვენთან დაჯექი თუ გინდა,ჯოკერს ვთამაშობთ(ლუკა) -არა,მადლობა ზაგრის მისაღებად გამოვედი(ნუცა) ის ბიჭი რო წასულიყო ნუცა ზღვაში შევიდა,ლუკაც უკან შეყვა -ვცდილობ ურთიერთობა ავაწყო შენთან რატო არ მიბავ მხარს(ლუკა) -არ ვიცი,არ მინდა,მარტო მირჩევნია ჩემთვის ყოფნა და შეგიძია დამტოვო(ნუცა) ზღვაზე ვაჩე გამოვიდა და შეამჩნია ნუცას ვიღაც ელაპარაკებოდა ახლოს მოვიდა და ხელით ანიშნა ნუცას ამოდიო -ვინაა ეგ ბიჭი,გაწუხებს?(ვაჩე) -ცდილობს გამეცნოს(ნუცა) -ნახვამდის თქო უთხარი, თორე მიიღებს(ვაჩე) -რა ყველა შარზე ხართ რა გჭირთ ამ საძმაკაცოს(ნუცა) -ანა სადაა?გუშინ დაჩი პირველ საათზე მოვიდა(ვაჩე) -ძინავს აღარ გავაღვიძე,ბიჭები სად არიან გიგა და გიო?(ნუცა) -გიგა აგერ მოდის და გიო ნიას ელაპარაკება(ვაჩე) -რა ხალხი შეკრებილა, როგორ ხარ ვაჟკაც?(გიგა) ნუცამ გიგას გახედა პასუხი არ გაუცია და ისევ მზეს მიეფიცხა -მე წავალ გიო მეძახის,ალბათ(ვაჩე) გიგამ შეამჩნია ნუცას ვიღაც მიშტერებოდა და თვალს არ აცილებდა -ახლავე დავბრუნდები(გიგა) -სად მიდიხარ?(ნუცა) -სიგარეტს ვთხოვ და მოვალ(გიგა) ნუცა გიგას თვალს არ აშორებდა -გაუმარჯოს,რა ხდება ეხლა არ მსიამოვნებს იმ გოგოს ეგრე როცა უყურებენ,ამიტომ ან დააოკეთ ან დაგაოკებინებენო ნათქვამია(გიგა) -შენ რატო გაწუხებს?(ლუკა) -რას ქვია რატო მაწუხებს, არ მსიამოვნებს მეთქი რო ვამბობ ესეიგი არ მსიამოვნებს,და მორჩა(გიგა) გიგამ იქვე დაგდებული სიგარეტი აიღო და მოუკიდა ნუცასკენ წამოვიდა გვერდზე დაუჯდა თან ბიჭებს აკვირდებოდა -სიგარეტის თაობაზე დიდ ხანს ხო არ ლაპარაკობდით?(ნუცა) -ვარჩევდი პარლამენტი მინდოდა თუ სობრანიე(გიგა) -რას მაბოლებ გიგა,ჩემ საქმეში ყველა ცხვირს რატო ყოფთ სათითაოდ, უბრალოდ შემეშვათ შეიძლება?(ნუცა) -არ შეიძლება(გიგა) ნახევარი საათი პლიაჟზე იჯდნენ ხმა ამოუღებლად მერე ბიჭებიც მოვიდნენ -ანა სადაა?(დაჩი) -ცოტა ხნის წინ მომწერა გამოვალ ახლა მოვა ალბათ(ნუცა) ბიჭები წყალში შევიდნენ.-გიგა არ გინდა შენც შეხვიდე გახმები მალე(ნუცა) -არა(გიგა) ნუცა ადგა და წყალში შევიდა,5 წუთში გიგა წამოდგა და უკან მიყვა -გუშინდელისგამო სამაგიერო უნდა გადაგიხადო(ნუცა) თქვა ნუცამ და ხელებით მთელი ძალით გიგას თავზე დააწვა,გიგა არ ჩაიძირა, ნუცას ხელი მოკიდა თავისკენ შემოატრიალა ხელით დაიჭირა და ზურგით ტანზე მიიკრო,ნუცა ფორთხავდა ბადეში გაბმული თევზივით, თავის დაღწევას ცდილობდა -აბა მიხვდე და დანებდე(გიგა) ნუცა გაჩერდა -აბა მიხვდე და გამიშვა(ნუცა) -რატო ესეც მშვენივრად ვარ(გიგა) ხელი მაინც არ გაუშვა თავი ნუცას მხართან მიწია და ტუჩები საფეთქლამდე ააყოლა,ნუცა გრძნობდა გიგას ცხელ სუნთქვას და სიახლოვეს,გაინაბა, დადნა,თავი დაუცველ უსუსურ არსებად იგრძნო უცბად გამოვიდა ვნება მორეული გრძნობიდან და გიგას ხელზე მწარედ უკბინა -აუუუუ გიჟია ეს მომაშორეთ ვინმემ,რა მწარედ იკბინება,მგონი სისხლი მომდის(გიგა) -ხორცი უნდა მომეცალა,შემეცოდე თორე(ნუცა) ანაც გამოჩნდა წყალში ჩამოვიდა და დაჩის მიეკრო,ნუცა ვაჩეს ზურგზე შეაჯდა -წინ მერანო,გასწი შორს(ნუცა) წყალში კარგა ხანი ვიყავით, სანაპიროზე ჯოკერი ვითამაშეთ პარებში მე და ნუცა და დაჩი და გიგა,ნუცას გიო ეხმარებოდა და სურვილები წავაგეთ მე დაჩისთან ნუცამ გიგასთან -აუ ეხლა ეს რამე საშინელებას მთხოვს და თავსაც მოვიკლავ(ნუცა) -სწორედ აზროვნებ,მშია წამო სახლში რა (გიგა) ყველა ბიჭების სახლში წავედით მე და ნუცამ საჭმლის მომზადება დავიწყეთ ცეზარი მოუნდათ ბიჭებს,ვჭამეთ თუ არა ნუცამ მაფიოზობანა ვითამაშოთო, ნუცა ისე თამაშობს მაფიოზობანას ვერავინ ვერასოდეს ხვდება, გარტყმით თუ გააგდებ და მაფიოზი აღმოჩნდება,თამაში დავიწყეთ მაფიოზი ნუცა და გიო იყვნენ მაგრად ითამაშეს ორივემ მაგრამ ბოლოს გიგამ ნუცა დაწვა -უეჭველი ნუცაა მაფიოზი თავი მომაჭერით თუ არ იყოს(გიგა) -აუ შენ ჯიბრზე თამაშობ ეხლა(დაჩი) -აუ რა ჯიბრზე გეუბნებით დამიჯერეთ(გიგა) ნუცა გიგას ხათრით გავაგდეთ იმის მერე ყველა თამაშში გიგა ხვდებოდა ნუცა იყო თუ არ იყო მაფიოზი -შენ ზედმეტი გრძნობა გაქ, ჩემ კარტში იხედები თუ რანაირად ხვდები?(ნუცა) -მაფიოზი როცა მოგდის თვალები ისე გიბრწყინავს თვალები მეჭრება(გიგა) -ნუ მიყურებ მერე თვალებში(ნუცა) დრო გართობაში მალე გადიოდა, უკვე როცა მოსაღამოვდა ბიჭებმა სახლიდან გამოგვაგდეს -წადით ეხლა ჰე თქვენი ძილის დროა(გიგა) -რა ხდება ნაშა ფართი უნდა მოაწყოთ?(ნუცა) მე ცეცხლის ალი ამეკიდა, გავმწარდი, დაჩის ისე შევხედე თვალებით ვეუბნებოდი ამას მე მიკეთებ თქო -დაახლოებით(გიგა) -დაჩი რას აპირებთ რატო გვაგდებთ?(ანა) -ბიჭებს მივყვები კლუბში,არაფერი ისეთი შენთავს ვფიცავარ მალე მოვალთ(დაჩი) -ჩვენც რომ წამოვიდეთ არ შეიძლება?(ნუცა) -არა რათქმაუნდა იქ ჩვენ გოგოები ვკეროთ თუ თქვენ გიყუროთ,ჩვენ დაჩის გარდა რა თქმა უნდა(გიგა) -ამათ უყურე ერთი(ნუცა) -კაი წავედით(ანა) -გაბრაზდი?(დაჩი) ხმა არ გამიცია სახლში შევედით ოთახში ავედით და ფილმი ჩავრთეთ -აუ ანა ჩვენც გავერთოთ რა,შარშან რო ერთად ზღვაზე დაგვესვენა რეებს გავაკეთებდით(ნუცა) -აბა რას ვიზავთ,მე მინდა პლიაჟზე გავიდეთ გავიტანოთ ბალიშები ლეიბები და იქ დავიძინოთ,ოღონდ შენები რო დაიძინებენ მერე(ანა) -აუუუუ,რა მაგარიი იქნებააა და ხარ მაგრა გამახარე(ნუცა) -არა ეხლა რამეს მოვიკლებ ვინმეს გამო მე რატო დავთმო სხვა თუ არ თმობს(ანა) დაახლოებით ღამის ორი საათი იყო გარეთ რომ გავედით, გავიტანეთ ლეიბი, ბალიშები, პლედები, თერმუსი ჩაით,მაღვიძარა დილის შვიდ საათზე დავაყენეთ ვუყურებდით ზღვას როგორ მოდიოდნენ და უკან ბრუნდებოდნენ ტალღები ტალღების ხმა როგორ ეთამაშებოდა გრილი ნიავი ზღვას ეს ყველაფერი ისეთ სიმყუდროვეს ქმნიდა მინდოდა უსასრულო გაგრძელებულიყო ეს წუთები მერე ჩაგვეძინა დილით თვალს ვახელ თუ არა თავზე ბიჭები გვადგანან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.