შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვიბლიანი (1)


14-01-2016, 00:40
ავტორი sllakhh
ნანახია 3 295

მაქსიმალურად ვცდილობ დავაიგნორო ჩემი ოთახის კარებზე ატეხილი ხმაური. თვითკმაყოფილი ვიღიმი, როდესაც შეწყდა და ძილის გასაგრძელებლად კიდევ უფრო კომფორტულად ვთავსდები ჩემს საშინლად კომფორტულ საწოლში.
ვინ მაცლის ბედნიერებას? არც არავინ, ამხელა ვირის დაიგნორება ხმაურზე ათასჯერ ძნელია
-აუუ,გადადიი შეე ვირო, რამსიმძიმე ხარ..ან რა ჯანდაბა გინდა ასე ადრე,რომ მაღვიძებ-გაბრაზებულმა ერთიანად მივაყარე ჩემს მამიდაშვილს
-კაი რა ანანო კიდე აქეთ ხარ შარზე? შენი სამსახურის გამო მთელი ზაფხულია ამოვიწვი თბილიში როგორც იქნა მივდივართ და ახლა ადგომასაც აღარ კადრულობ-ჯუჯღუნით დამიბრუნა პასუხი და გაბრაზებულის სახე მიიღო ეგრევე,როგორ მოქმედებს ჩემზე!
-კაი რა დათ-სიცილით მოვხვიე ხელები და ორივე ლოყაზე სათითაოდ ვაკოცე-გეთქვა მერე თავიდანვე ეგრე და ავდგებოდი-ბოლოს მაინც სიცილით დავაყოლე და როგორც კი მის თვალებს გადავაწყდი ეგრევე წამოვარდი საწოლიდან. სასწაული სისწრაფით მოვიწესრიგე თავი, ბარგიც კარებთან გავიტანე და ღიმილით ავეტუზე პირმისაშვილს გვერდით. მალევე გამოჩნდა ჰორიზონტზე ლელაც,რომელიც აქეთ გვეწუწუნებოდა ჩვენს გამო დაგვიანებით არადა თვითონ ახლა კრავდა ჩემოდანს
-რამე ხომ არ გრჩებათ ბავშვებო?
-ჩვენ არა, მომეცი გავიტან მანქანაში და იმედია აღირსებთ დღის ბოლომდე გამოსვლას
-ნუ ჯუჯღუნებ შენ ყველაფერზე ,ვსო მეც მოვრჩი გადი და დავკეტავ კარებს.
როგორც კი ყველაფერი მოვათავსეთ მანქანაში ეგრევე წინ ჩემი ადგილი დავიკავე და ბოლო ხმაზე მუსიკების ჩართვაც მოვასწარი
-დათო ნელა იარე იცოდე! -არ დააყოვნა ლელამ და როგორც კი უბანს გავცდით მაშინვე დაგვარიგა.
ბახმარომდე ისე ჩავედით არც დაღლა და არაფერი არ მიგვრძნია, ბოლო ხმაზე ჩართულ მუსიკებს მეც ასევე ბოლო ხმაზე ვყვებოდი და ბოლოს გამოდიოდა...რაღაც სასწაული.
მანქანა გაჩერებული არ იყო ბოლომდე მე უკვე გადასული ვიყავი და უაზროდ გაკრეჭილი ვუყურებდი გარემოს
-აუუ დათო მალე გადმოიტანე და გავიდეთ რა მერე ბავშვები ვნახოთ - ყოველ წელს ბახმაროში ჩამოვდიოდით ყველას ვიცნობდით აქ. ყველა ერთი ჭკუის ვიყავით და ამიტომაც ვერთობოდით ისე,რომ ბოლოს წამოსვლა არც ერთს გვინდოდა.
-არა რა, თქვენი დაჭკვიანება არ იქნება! მეც კიდე ჭკუა ვერ ვისწავლე! თქვენთან ერთად წამოსვლა დასვენება კი არა პირიქით წამებაა,წელს მაინც მოიქეცით თქვენი ასაკისთვის შესაფერისად ბოლოს და ბოლოს ორივე ოცი წლის ხართ და იმედია წელსაც თქვენი სახელის ძახილი არ მომიწევს
-პირობას გაძლევ-სიცილით მოხვია ხელი დათომ დედამის ლოყაზე აკოცა და მერე ჩემსკენ წამოვიდა-ჰე წავედით ახლა ვნახოთ სხვებიც.
უკვე ძალიან ნაცნობ გზას სიცილით მივუყვებოდით და გეგმებს ვაწყობდით
-ვაა რა ხალხი ჩამოსულა როგორც იქნა..-სიცილით წამოვიდა ჩვენსკენ გიო მეც არ დავაყოვნე და რაც ძალა მქონდა ისე მოვეხვიე
-სხვები სად არიან?
-წამო აქეთ ვართ..აუ დათო იმენა მაგარი ამბავი მაქვს შენთვის-გამომცდელად აათამაშა წარბები
-რახდება?-ეგრევე დაეტყო დაინტერესება ხმაში
-ბიჭო ფეხბურთის გუნდა ჩამოდის თურმე აქ ორი კვირით, ჰოდა ჩვენს პონტში ,რომ ვთამაშობდით ადრე.. ვეთამაშოთ ამათ და ვაჩვენოთ კლასი..ჰა რასიტყვი?
-ვაა სერიოზულად? ვეთამაშოთ აბა რავქნათ- სიცილით ვუსმენდი მათ დიალოგს და ვრწმუნდებოდი რაც არ უნდა მომხდარიყო არც ერთი ზაფხული გავიდოდა ისე,რომ ფეხბურთი არ ეთამაშათ ერთად და 'ჩემპიონატი' არ მოეწყოთ.
როგორც კი დავინახეთ უკვე სხვებიც უფრო ავუჩქარეთ ფეხს და მალევე იქ ვიყავით
-როგორ მომნატრებიხართ-ბედნიერებისგან აღარ ვიცოდი რამექნა მართლა ისე მომენატრნენ ყველას სათითაოდ ჩამოვუარე,ბოლოს მარის და სოფის შუაში დავიკავე ადგილი და ბოლომდე მარის სხეულზე შემოხვეულმა გავაგრძელე ბიჭების მოსმენა, სანდრო ხელებით უხსნიდა საბასთან ერთად დათოს უკვე დაწყობილ გეგმებს, ვინ რომელ პოზიციას დაიკავებდა და როგორ გაანადგურებდნენ მოწინააღმდეგე გუნდს.
გვიან ღამით ვიშლებით და ვთანხმდებით ისევ ამ ადგილას შევკრებილიყავით ხვალ.
-ისინი თუ ფეხბურთელები არიან გგონია მართლა მოუგებთ?-დამცინავად გადავხედე დათოს, ვგიჟდები მის გაბრაზებაზე!
-ეჭვი გეპარება?-არ შეიმჩნია და სიამაყით დამიბრუნა კითხვა
-რათქმაუნდა!-ისევ ის ტონი, აი უკვე სახეზეც დაეტყო,რომ ვიმოქმედე
-შედი გეძინება შენ-მის პასუხზე სიცილი მიტყდება და ასე შევდივარ სახლში.
დილით მამიდას მადისაღმძვრელი საუზმის სუნი მაღვიძებს და რეკორდულ დროში სამზარეულოში ვზივარ მაგიდასთან და ველოდები ჩემს კუთვნილ გემრიელობებს.
-რომ შეჭამთ რომელიმემ ეს თეფში ციალა ბებოს გაუტანეთ-ხელით ნამცხვით და სხვა ტკბილეულობებით სავსე თეფშზე მიგვანიშა
-მე არ მცალია ბიჭები უნდა ვნახო-პირგამოტენილმა გასცა პასუხი და ეგრევე გავარდა სახლიდან-წავედიი მე- უკვე გარეთ გასულმა მოგვაძახა
-აუ რა ნაგლი ბავშვია, კაი წავუღებ მე.
სანამ დანიშნულ ადგილამდე მივიდოდი გულში გამოთვლები გავაკეთე, 1 წუთი მოკითხვა,რაც შეიძლება მალე გადაცემა თეფშის, დამშვიდობება და ბავშვებისკენ წესით 3 წუთში წასვლა
-ოჰ, ეს რა გოგო ჩამოსულა, მოდი დამენახვე კარგად შეგათვალერო,როგორხარ ბებია, შეყვარებული როგორ გყავს? - ყოველ წელს ეს კითხვა როგორ მაბეზრებდა თავს..
-თქვენ როგორ ბრძანებით? ეს ლელა მამიდამ გამომატანა,ბოდიშით მეჩქარება უნდა წავიდე
-კაი მიდი...მიდი - სამ წუთზე ნაკლები დრო დამჭირდა, ჩემი თავით კმაყოფილმა გავაგრძეკე გზა ბავშვებისკენ.
უჩვეულო ხმაურის გაგონებისას იქეთ ვიხედები საიდანაც ეს ისმის , ადვილი მისახვედრია ზუსტად ისინი ჩამოვიდნენ ვის დამარცხებას ჩემი ბიჭები აპირებენ..მართალია შორიდან მაგრამ ეტყობოდათ როგორი ნავარჯიშებიც იყვნენ და დარწმუნებული ვარ ჩემებს ამათთან მოგების შანსიც კი არ აქვთ!
ღიმილით ვაქნევ მათი სახეების წარმოდგენისას თავს და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ღიმილი სახეზე მეყინება ,როცა ჩემსკენ მომავალ ერთ-ერთ მათგანს ვხედავ,აი როგორ ავღწერო, ბიჭი ხო მომწონებია და მეორე დღესვე დამვიწყდებია მაგრამ ეს...ეს შოკი იყო! ფეხებიდან ,რომ დავიწყე ძვლივს მოვაშორე მაისურში გამოკვეთილ პრესს თვალი და უფრო ზევით ავუყევი მის დათვალიერებას,როგორც ჩანს შეამჩნია ჩემი რეაქცია და ამიტომ აქვს ასეთ ცინიკური ღიმილი- ოხ ანანო, სულ როგორ უნდა მეტყობოდეს სახეზე რას ვფიქრობ?-ჩემს თავს დავუსვი კითხვა და ამაზეც ნერვები მომეშალა-არა მაინც როგორ უხდება ესეთი ღიმილიც...ცუდადააა ჩემი საქმე! სანამ ოცნებებში ვიყავი წასული ,ასე ერთ ადგილას დაყუდებული მანამდე მასაც მოუსწრია ჩემამდე მოსვლა
-ასე მოგეწონე პატარა?ბოდიში მეჩქარება ახლა..დრო ბევრი გვაქვს-თვალს მიკრავს და გზას აგრძელებს..მოიცა ამან რაოო?
-თავში ავარდნილი იდიოტი-მხოლოდ ამის თქმა მოვასწარი და გაბრაზებულმა უფრო ავუჩქარე ფეხს გზაში ცოფებს ვყრიდი ათასნაირი ხერხი წარმოვიდგინე როგორ გავულამაზებბდი მაინც იმ საშინლად სიმპატიურ სახეს.
მძიმედ დავეშვი სკამზე უხასიათოდ რამაც ეგრევე მიიპყრო ყურადღება
-რაგჭირს?იყავი ციალასთან?-ამანაც ნერვების მომშლელად დაიწყო ღიმილი, ესღა მაკლდა
-ციალასთანაც ვიყავი და ის ბიჭებიც ვნახე..შანსი არ გაქვთ!-წესით ერთ-ერთი გუნდელის გამო პირიქით უნდა მეთქვა მაგრამ ახლა დათოს ნერვების მოსაშლელად გადავაკეთე
-ვა ჩამოვიდნენ? ძაან კაი გავალ მე ჯერ სახლში და მერე ვნახავ იმათ გაგაგებიებთ რა ბიჭებო-აჟიტირებული წავიდა გიო სახლისკენ..არიცვლება.
-სანამ გიორგი მოვა კარტი არ ვითამაშოთ?
-აუ კი მოიცა მოვიტან-იდეით კმაყოფილი მარი ეგრევე წამოხტა ფეხზე და კარტის მოსატანად წავიდა.სანამ გიო მოვიდა მანადმე თავს ვირთობდით..შესწორება გიო, "ის" და კიდევ ორი ბიჭი
-გამარჯობათ..-დაიწყო თავში ავარდნილმა იდიოტმა-მიშო ვიბლიანი-ხელი გაუწოდა ბიჭებს ვის ეცალა ამისთვის? მეორე შოკი დამემართა ,რომ გავიგე სვანია მითუმეტეს ვიბლიანი..გამორჩეულად ბავშვობიდანვე ეს გვარი მომწონდა. არ შეიძლება ამდენი კარგი რამე ამ იდოტში იყოს თავმოყრილი, არასამართლიანია! გაცნობის შემდეგ დღე დათქვეს როცა უნდა ეთამაშათ თან ვიბლიანმა დაამატა-როცა მზად იქნებითო,ჩვენ ამ წუთასაც შეგვიძლიაო.
არა მართალია მე ვამბობდი ვერ მოუგებთქო მაგრამ ახლა..საშინელი სურვილი მქონდა ,რომ სასწაული მომხდარიყო და ამათ მოეგოთ.
მაინც ვერ მოვისვენე და ჩემი აზრით კაი იდეაც წამოვაყენე
-თამაში რათქმაუნდა იქნება,უბრალოდ მუღამი ,რომ ქონდეს რამეზე ითამაშეთ-მხრებისჩეჩვით მივუტრიალდი გიოს
-კაი აზრია,მოვიფიქროთ რაზე-თვალი ჩამიკრა ვიბლიანმა-აბა მაგრად გნახავთ მერე...დაგვემშვიდობა და სადაც მისი გუნდი იყო დაბინავებული იქით წავიდა.
-ისე მგონი მართალი იყავი და წავაგებთ...-მომიტრიალდა დათო და მალევე აყვა სხვებიც
-აუუ ვერ ხართ რა თქვენ..აბა რას ბლატაობდით..შანსი არაა უნდა მოუგოთ-'დავემუქრე' ბიჭებს
-გავაგრძელოთ რა ბოლო ხელია და მერე წადით და ივარჯიშეთ რაიცი რახდება იქნებ მოუგოთ..-ბიჭების გასამწარებელი თემა მოგვეცადა ხელიდან გავუშვებთ? არაა..! თან ვთამაშობდით თან დროს არჩევდნენ - მგონი სანამ წავალთ წინა დღეს ჯობია
-ვეთანხმები საბას ,რომ წააგოთ აღარ მოგიწევთ მათი ნახვა და ..-სიცილით ახსნა სოფიმ თუ რატომ იყო კაი საბას გეგმა
-აღარ მინდა თამაში.. წამო ბიჭო მართლა წავივარჯიშოთ რამდენი ხანია არაფერი აღარ გამიკეთებია-ფეხზე წამოვარდა გაბრაზებული გიო და დანარჩენებიც გაყვა.
-მართლა არაფერი ეშველებათ წააგებენ და დაგვაბრალებენ მერე ჩვენ რატომ დაგვთარსეთ თავიდანვეო...-სიცილით 'იწინასწარმეტყველა'მარიმ..სანამ მარტო ვიყავით და დრო გვქონდა თავისუფლად დავცინოდით ჩვენ ბიჭებს რომლებიც ძვლივს ვარჯიშობდნენ.
-გავალ მე სახლში და საღამოს გამოდით თან ლელა არ გინახავთ-დავგეგმე ეგრევე საღამო და სახლისკენ ავიღე გეზი.
გზაში მინდოდა თუ არა ვიბლიანზე მეფიქრებოდა,მასთან შეხვედრის შესაძლებლობა დარწმუნებული ვარ მერგებოდა და წინასწარ ვამშვიდებდი თავს,რომ მაქსიმალურად არაფერი შემემჩნია ისე როგორც სხვებთან.
თქმით ადვილია მაგრამ შენს წინ ირონიულად მომღიმარს კედელზე მიყუდებულ ვიბლიანს ,რომ დაინახავ მაშინ ყველანაირი გეგმა გავიწყდება.
ჩვეულებრივად ვაპირებდი გვერდის ავლას ისევ მისი საშინლად ბოხი და მიმზიდველი ხმა ,რომ მიწვდა ჩემს ყურთასმენას
-მოვიფიქრე..-გაოცება სახეზეც დამეტყო რა მოიფიქრა ან რამ წამოუარათქო
-რა მოიფიქრე?
-რა და რაზე უნდა იყოს თამაში..
-აჰ უი, კაია მერე..-ვითომც არაფერი ისე ვუპასუხე-ბიჭებს უთხარი მაშინ
-ბიჭებს არა.. პირადად შენ..ხომ გინდოდა თამაში რამეზე ყოფილიყო ..ხოდა თუ მოვიგეთ..კიარადა რათქმაუნდა მოვიგებთ..მაშინ შენ ჩემი იქნები...
-მართლა როგორი თავდაჯერებული იდიოტი ხარ..-როგორ შევძელი უბრალოდ ნორმალური ხმით დალაპარაკება და არა რაიმე მძიმე საგნის თავში ჩარტყმა მეც მიკვირს-ჯერ ერთი..ბიჭები თამაშობთ და ჩემთან არანაირ კავშირშია თუ ისინი წააგებენ ასე რომ...-არც მაცალა გაგრძელება, მკაცრი ხმით დაამთავრა ყველაფერი
-მე უბრალოდ გაგაფრთხილე!
არა ნამდვილად ვერაა ეს მის ჭკუაზე!
მხოლოდ ისევ ლელას გაკეთებული გემრიელობები თუ დამამშვიდებ და მერე ჩემი ორი უსაყვარლესი ნივთი მობილური და ყურსასმენები.
საღამომდე ოთახში ვიყავი..ოცნებებში გართული, ხან სად წავედი ხან სად ბოლოს მარის ბოლო ხმაზე ყვირილმა გამომაფხიზლა
-თავაძე ინებე და ჩამოდი ქვემოთ!..-არა ტონიც როგორი მკაცრი აქვს..
-მოვდივარ ჰოო რას ყვირიხარ
ქვემოთ, რომ ჩავედი უბრალოდ ვერ მივხვდი მე რაღატო დამიძახეს, არა მართალია ჩემთან მოსვლა იყო გეგმაში და ლელას ნახვა, მაგრამ აშკარად პირიქით გამოდის.
ისე იყვნენ მთელი ქვეყნის ამბების მოყოლაში გართული. სიტყვის ჩაკვეხებაც კი ვერ მოვასწარი და დავემორჩილე ბედს, ისევ ამათი მოსმენა მიწევდა.
-წამო გაგვაცილე -მომიბრუნდა სოფი..ჭკვიანია, თვითონ ორნი არიან და კიდე მე უნდა გავაცილო ამ სიბნელეში და მერე მარტო გამოვბრუნდე..ჩემს სახეს გადააწყდა თუ არა და ამოიკითხა პასუხის მაშინვე დაამატა-კარი მაინც გაგვიღეო...
მეორე დღეს ბიჭებს ჩვენთვის არ ეცალა, ლელამ სახლში გამომიჭირა და არაფერი გიჭირს,რომ მომეხმაროო.. საღამოს გადი შენს გოგოებთან მაინც არსად არ მიდიანო.
არც არასდროს მითქვამს მიხმარებაზე უარი და არც ზარმაცი ვარ უაზრო მიზეზები,რომ დამეწყო...
არა კი მიკვირდა ამათმა როგორ არ გაამახვილეს ვიბლიანზე ყურადღებათქო მაგრამ თურმე ჯერ სად ვარ..
-ბიჭებთან და მამიდაშენთან ერთად არ გითხარით... და გეშველება ვითომ?
-რა უნდა მეშველოს??-გაკვირვებულმა შევხედე ეშმაკურად მომღიმარ გოგოებს..
-რა და გამოჩნდა შენი პრინცი..-ორივე ერთხმად ახარხარდნენ-ხო გქონდა დაჩემებული სვანიო.. ხოდა აჰა.. ვნახოთ აბა როგორ გაგრძელდება მოვლენები..
-ნუუ.. ახლა არ მინდათქო ,რომ გითხრათ..ტყუილი იქნება-ავყევი მეც.
რომ არა ტელეფონზე ზარი უკვე გვიანია მოდი სახლშიო ვერც მივხვდებოდი აქედან წასვლას.
თითქმის სახლთან ვიყავი მისული მიშოს ხმა ,რომ მოწვდა ჩემს ყურთასმენას
-ასე ღამით მარტო სიარულის არ გეშინია?..-ოჰ, ზრუნავს ბიჭი თუ როგორაა საქმე?..-ძან კი გინდა ეგრე ,რომ იყოს მაგრამ სადა...ყველას ასე გიშლით მეორე მე ნერვებს? თუ მარტო ჩემს ნერვებზე უყვარს თამაში..
-რავი შენ?..-ხო მაფრთხილებნენ სულელივით ყველაფერზე მაგ პასუხს ნუ ამბობო..აჰაა კიდე. მიშომ კი უბრალოდ დააიგნორა ჩემი კითხვა-პასუხი და
-რა უნდა მეთქვა.. არ გიდნა აქაურობა დამათვალიერებინო?..-არა კაი იდეა კი არის , თან ხშირად ვიქნები მასთან დიდი ხნით მაგრამ,რომ დავუკვირდე ეს საერთოდ არ მაწყობს
-ისადა .. გიდს ვგავარ?..-სასწაული კითხვების დასმა ,რომ მეხერხება ვაღიაროთ.
-გიდს არა და სხვა პროფესიას შეგიფერებდი-უფრო მისთვის ჩაიჩურჩულა
-ბატონოო..?! ვერ გავიგე რა თქვი..
-არა არაფერი..კარგად თამაშზე შევხვდებით-შეტრიალდა და საიდანაც მოვიდა იქიდან წავიდა.
ასრულებდა მის ნათქვამს. მთელი დღეები გოგოებთან ერთად სად არ დავდიოდი ,მთელი დღე გარეთ ვიყავი , მაგრამ თვალით არ მინახავს ახლა კი თამაშზე ვუყურებ როგორ გაიხსნა ანგარიში და იგებენ...
რათქმაუნდა ვიბლიანის გუნდი, აბა ესენი მომგებები კი არა მგონი გოლსაც ვერ გაიტანენ.
მართალია წააგეს მაგრამ ესეც აღნიშნეს, რათქმაუნდა გამარჯვებულ გუნდთან ერთად.
-დათო ხოიცი ხვალ დილით უნდა წავიდეთ და ძაან ბევრიც არ დალიო..-მუდარით გადავხედე მამიდაშვილს
-ჰო ვიცი არ ინერვიულო მაგაზე-დამამშვიდა და მეტი დამაჯერობლისთვის ლოყაზეც მაკოცა.
გვიანი იყო როგორც იქნა დაშლა ,რომ ინებეს ჯერ დათო ჩავაბარეთ ლელა მამიდას. მერე გიომ და საბამ აიჩემა ჩვენც თქვენ მიგვიყვანეთო,სხვა გზა რომ აღარ იყო ძვლივს მივიყვანეთ ამხელა ვირები სახლში და საშინლად დაღლილებმა გავაგრძელეთ გზა.
-ხვალ და ზეგიდან უკვე სამსახურში გნახავ..-გამახარა მარიმ და გამახსენა ,რომ უკვე ზეგიდან აქაურობას უნდა მოვშორობულიყავი და სამსახურიც უნდა გამეგრძელებინა
-როგორ გამახარე..კაი წავედი და გნახავთ მერე.
დაღლილი მივდიოდი და მხოლოდ ძილზე ვფიქრობდი გვერდით ვიბლიანი,რომ ამომიდგა
-წაგებულს ჩაბარება უნდა მაგრამ დღეს მთლიანად არ მოგთხოვ..-ვერც იმის გადახარშვა მოვასწარი თუ რამითხრა და მისი ტუჩები ,რომ ვიგრძენი მერე საერთოდ გამოვეთიშე წუთი სოფელს..-გავაუმჯობესებთ მომავალში..კარგად ანანოო-ბოლოჯერ გამიღიმა და ჰორიზონტიდან გაუჩინარდა.
მეორე დღეს დილით არა მაგრამ შუადღეს უკვე გასასვლელად ვემზადებოდით.
საღამოს სახლში მისულს კი ისევ ძველი გარემო შემომეგება. სადაც რა თქმა უნდა , არ არის ვიბლიანი...



№1  offline წევრი anashka

lol ვსოო გაღიარებ love მაგრად დამევასა lol

 


№2  offline მოდერი bibo

Au ra kargi iyo saswauli vax ar mindoda damtavrebaaaa ra didze didi tavebi dade ar myopnis au es vibliani kai boskviwi bichi chasn vatyob amirevs gonenas :D :D saswauli shokoladi kamfeti gasagijebili xaro chito :*

 


№3  offline წევრი eki_eka_ake

Auh male dade kaii?

 


№4  offline მოდერი tsn

კარგი იყოო, ველოდები გაგრძელებაას :-*

 


№5  offline წევრი LoNdA DM

ვაუ მომეწონა და ველოდები შემდეგ თავს.

 


№6  offline წევრი tvinischia

მაგარიააა ^^ გააგრძელეე,თვები გაზარდე და არ დააგვიანო დადებაა ხოლმე :)))

 


№7 სტუმარი Xatia

Vau... Dzalian magaria imedia gagrdzeleba male eqneba.

 


№8  offline წევრი ErTi MeOcnEbe Gogo

Vaimeee dzaan magariaaa. Male dadee
--------------------
ლიკა.ხარებოვი

 


№9  offline აქტიური მკითხველი terooo

რა კარგად და საინტერესოდ დაიწყოოო?.... ძალიან კარგია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent