შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმშვიდიდან სიგიჟემდე,ძვირფასო!(თავი I)


14-01-2016, 02:05
ავტორი Nina))
ნანახია 5 390

***
შენი სუნთქვის გაგონება მინდა,
სულ ერთი წამით,
ჩემს საფეთქელთან.
შენი ცხელი ტუჩების მოწეპება მინდა,
სულ ერთი წამით,
ჩემს შუბლზე.
შენი თითების შეხება მინდა,
სულ ერთი წამით,
ჩემ თმებზე.
შენი მკლავების მოხვევა მინდა,
სულ ერთი წამით,
ჩემს წელზე...
მერე მომკალით თუ გინდათ.

***
ჰო,ერთ დღეს, აი, ასე ჩვეულებრივად შეიძლება მოგბეზრდეს ყველაფერი.
ცა..
მიწა...
ყველაფერი აბსოლიტურად,ან თუნდაც ყველა ფერი. წითელი,ლურჯი,შავი,თეთრი..
ჰო,თეთრიც,სიშვიდის ფერი...
ფერი რათ გინდა,თუ თავად სიმშვიდეს ვერ იპოვი.
ელენა ყოველთვის ოცნებობდა სიმშვიდეზე და ფიქრობდა ,რომ დედამიწაზე სიმშვიდის ძიებაში ატარეს ყველა თავის ცხოვრებას...
თავისი ნახევრად მოპოვებული სიშვიდე სწორედ მაშინ გაუფრინდა,როგორც ჩიტი გალიიდან,როცა იგი დემეტრეს შეხვდა.

***
-წინ იყურე,როცა დადიხარ-ღრენით ახედა ყავა გადასხმულმა მამაკაცმა და არც უცდია ძირს დანარცხებული გოგონას წამოყენება.
-უკაცრავად?!-თვალები გადმოკარკლა გოგონამ-როგორ ბეავთ,ზრდილობა არ გაგაჩნიათ? თქვენ დამეჯახეთ,ბოდიში უნდა მოიხადოთ და წამოდგომაში დამეხმაროთ,მაგრამ-სხარტად წამოდგა ელენა-თქვენ რას გელაპარაკებით,ჩაიცვამთ სმოკინგს და თავი წარჩინებული გგონიათ,მაგრამ მამიკოს ბიჭო,ეგ თეთრი პერანგი არ გშველით,ტანისამოსს მიღმა ადამიანი უნდა იყოს და არა ცხოველი-ჭიქაში დარჩენილი ყავა ზედ გადააწურა და სწრაფი ნაბიჯებით გაეცალა იქაურობას,დემეტრე კი გაანჩხლებული დატოვა...

***
-აუ,ელენა,წამოდი რაა აუზზე-კისერი ჩამოიწელა თეკლამ
-ცურვა არ ვიცი და რა მინდა მანდ,პატარა ბავშვივით ხომ არ ჩავჯდები იხვის კამერაში-თვალები გადმოატრიალა გოგონამ
-ჩემი ხათრით რაა,კაკიც იქ იქნება,გეხვეები რააა..-გაიწელა დაქალი და შრეკის კატის თვალებით შეხედა.
-კაკი ვინ არის?
-აი,ის ბიჭი რომ მომწონს.
-მერე მას?
-არ მიცნობს-ტუჩზე იკბინა თეკლამ
-თავში რა გიდევს?! თუმც ქერა ხარ,შენ ვინ რა უნდა გითხრას...
-აუ,ელენაააა..
-კარგი ხო,წავიდეთ,წავიდეთ-დანებების ნიშნად ხელები მაღლა აღაპყრო გოგონამ.

ერთ საათში ორივეს საცურაო კოსტიუმი ეცვათ და აუზზე იყვნენ.
მზე დაშინლად მწარედ ანათებდა,შუა ივლისი იყო,ცხელოდა თბილისში ძალიან.
ელენა შეზლონგზე მოთავსდა და სათვალეები მოირგო,თეკლა კი პირდაპირ აუზისკენ გაემართა...
ცოტა ხნის შემდეგ ძილს აპირებდა ელენა,როდესაც თეკლას ძახილი მოესმა,თვალებით მას დაუწყო ძებნა,ბოლოს როგორც იქნა იპოვა და თვალებით ჰკითხა რა უნდოდა,მან კი სათვალეებზე ანიშნა.დინჯად წამოდგა გოგონა,სათვალეებს დაავლო ხელი და აუზის მეორე მხარეს მოცურავე გოგონასკენ გაემართა,ნახევარი აუზი შემოიარა და ძლივს მიაღწია გოგონამდე.
-ჭირვეული რომ არ იყო,თორემ რათ გინდა ახლა ეგ სათვალეები.
-ასე უკეთ გამოჩნდება მისი ფეხის კუნთები-თვალებით ლეგენდარულ,ხორბლისფერ კანიან,დაკუნთულ მამაკაცზე ანიშნა,ელენამ კი თვალები გადმოატრიალა
-ზუსტად მისი კუნთების ყურებას დაუწყებ შენი ამბავი რომ ვიცი..-გაგრძელებას აპირებდა,როდესაც თეკლამ ღრენით შეაჩერა
-Dear dirty minds,stop!
-ჰო,კარგი,კარგი,დავიხრუკე,წავედი.-ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და თავის გზას დაადგა.
თითქმის გაიარა აუზის მხარე,როდესაც ვიღაცამ ფეხზე დაავლო ხელი და წყლისკენ გააქანა,სანამ წყალში ჩაარდებოდა,მანამ მოასწრო „მკვლელის“ დანახვა,მხოლოდ ერთის თქმა მოასწრო,სანამ აუარბელი წყლის ნაკადი აუწვავდა თვალებს,ყელსა და ცხვირს.
-შენ?!-მამაკაცი იდგა და უყურებდა ხალისით მანამ,სანამ არ მიხვდა რომ გოგონამ ცურვა არ იცოდა,ხელი დაავლო და შველას ეცადა,მაგრამ პანიკაში ჩავარდნილი ელენა დაბლა ექაჩებოდა მამაკაცს და მასაც ახრჩობდა,ბოლოს როგორც იქნა გონს მოეგო რამდენიმე ადამიანი და ორივე ამოათრიეს წყლიდან. ხველებას რომ მორჩნენ შემდეგ ერთმანეთის შეტევაზე გადავიდნენ:
-იდიოტი ხარ,მკვლელი, რა გინდა ჩემთან,შემეშვი.
-ისტერიკებს ნუ მართავ,დამშვიდდი,ხომ ხედავ არაფერი მომხდარა.
-კიდევ მე ვმართავ ისტერიკებს?! კინახამ დამახრჩვე,სიცოცხლე მომისწრაფე და ახლა კიდევ მე ვმართავ ისტერიკებს?
-ელენა,დამშვიდდი-აწყნარებდა დაქალი
-თეკლა,შენ არ ჩაერიო!
-მე რ ვიცოდი ცურვა თუ არ იცოდი,იხვი ჩამოგეღო გასაბერი და იმით გექნია კურტუმო თუ კაცების დასათვალიერებლად მოხვედი და წყალში ჩასვლისას არ დაიხრჩობოდი,თან ყურადღებასაც უკეთესათ მიიპყრობდი-ელენა სიბრაზისგან წამოენთო და სახეში უთავაზა,მამაკაცი კი ფეხზე წამოდგა,მკლავზე ხელი მწარედ მოუჭირა და გოგონაც წამოაყენა,სიბრაზისგან ანთებული ჰქონდა შავი,მუგუზალივით თვალები,რაც კიდევ უფრო აბნელებდა მათ.
-რა,რას იზამ,ხელს დამარტყამ?!-წამოეჭიმა ელენა
-გიხაროდეს რომ გოგო ხარ,თორემ ცოცხალი არც იქნებოდი!-ხელი გაუშვა გოგონას
-დემეტრე,ზედმეტი მოგდის!
-კაკი,შენ არ ჩაერიო!-ხელი აიქნია მამაკაცმა და იქაურობას ქოშინით გასცილდა.
-ბოდიშით,გოგოებო,მე გიხდით ბოდიშს დემეტრეს გამო. მე კაკი მქვია-გაუღიმა და ხელი გაუწოდა მათ გასაცნობად,თეკლამ ხელი ჩამოართვა და გაენაზა
-თეკლა,არაუშავს-აი,იგივეს ვერ ვიტყოდით ელენაზე,რომელიც სიბრაზისაგან თვალებიდან ნაპერწკალს ყრიდა.
-ასე გადაეცი,ბატონ დემეტრეს,მისთვის სულერთია გოგოა თუ ბიჭი,მას სინდისი საერთოდ არ გააჩნია!-ჩანთას დაავლო ხელი და იქაურობას გაეცალა,სულ არ ახსოვდა დაქალი,რომელსაც მანქანა არ ჰყავდა,სამაგიეროდ ჰყავდა კაკი,რომელმაც სახლამდე მიიყვანა.
-არ არის ჩემი დაქალი ასეთი ფიცხი-უხერხული დუმილის გაფანტვა სცადა გოგონამ
-ჰო,არც დემეტრეა ასეთი-მეთქი ვიტყოდი,მაგრამ დემეტრე ასეთი ფიცხია-უხერხულად გაუღიმა კაკიმ
-მადლობა ყურადღებისთვის და იმისთვის რომ იქ არ დამტოვე-კარი მიუხურა მამაკაცს და რამდენიმე ნაბიჯით მოშორდა,როდესაც მამაკაცის ხმა გაიგო
-არაფრის,თეკლა წერეთელო!-მერე სწრაფად მოწყდა მანქანა იქაურობას,თეკლა კი აღფრთოვანებული და უზომოდ გახარებული დატოვა,კაკიმ იცოდა მისი გვარი,ანუ ეს იმას ნიშნავს რომ კაკისაც მოსწონდა თეკლა.

ელენა მთელი საათი მის ოთახში იჯდა და ღრიალებდა
-ეტყობა ჯერ არ მიცნობ,ბატონო დემეტრე,მე შენ გიჩვენებ განადგურებას,მე შენ გიჩვენებ,უხ!!!-მერე ჭიქა გაუქანა კარებს და რამდენიმე ერთეული სანტიმეტრით აცდა ახლად შემოსულ,კარებთან მდგომ თეკლას
-სულ მთლად გააფრინე? ის არ იკმარე იქ რომ დამტოვე,ახლა კი ჩემს მოკვლასაც აპირებდი?!
-მაპატიე ,თეკლა, ისეთი გაბრაზებული ვიყავი უსლ დამავიწყდი.
-ვაუ,რა მაგარია,ახლა უკეთესი რამ თქვი.
-კარგი რაა,ბოდიში,ხომ იცი არაა..
-კარგი,ხო ვიცი,ვიცი,კი მაგრამ რატომ ჩაგითრია წყალში?
-მამაჩემთან მივდიოდი ოფისში,როდესაც დამეჯახა და ყავა გადაეწუწა.
-ვაუ,იცი ის ვინ არის?
-კი,როგორც ჩანს კაკის მეგობარია
-არა,ნუ ,ჰო,ეგეც არის,მაგრამ ის დემეტრე დევდარიანია
-საერთოდ არ მეცნობა-მხრები აიჩეჩა გოგონამ
-კარგი,კარგი.
-ვინ მოგიყვანა?
-კაკიმ.
-ღადაობ?
-არა, და მადლობა-მეთქი და არაფერს თეკლა წერეთელოო,გესმის ეს რას ნიშნავს?
-არა,რაას?
-იმას რომ მასსაც მოვწონვარ.
-ეგ ქერების ლოგიკაა?-წარები შეჭმუხნა ელენამ
-არაფერი არ გაგეგება რაა-განაწყენებულმა ჩაილაპარაკა თეკლამ
-ხომ მაპატიე?
-გაპატიებ თუ ერთ სურვილსაც შემისრულებ-წარბები აათამაშა გოგონამ,ელენამ კი თვალები ჭყიტა
-აბა კარგად გაიხენე შენი აკვიატებული ერთი სურვილი როგორ დასრულდა. არა,არა და არა!-ცივ უარზე დადგა ელენა
-ჯერ გაიგე,შემდეგ აირჩიე,კი თუ არა!
-არა!
-მომისმინე
-სიგიჟე იქნება რაღაც!
-აუუუ,მოგეწონებაა.
-არა!
-ერთი წამით!
-თქვენ მოგეცათ ერთი წამი!
-ანუ...
-დრო ამოიწურა,მადლობთ მაგრამ არა!-თავი გააქნია ელენამ
-ოო,ელენა,ნუ ბავშვობ რააა.
-თქვი რა გინდა-თვალები გადმოატრიალა
-ბათუმში უნდა წამოხვიდე ჩემთან ერთად!
-რაა?! ვაუ,რა მაგარია,როდის?!
-ერთ კვირაშიი!
-ოჰ,ბედნიერებაა,მაგრამ ერთი კვირა რა მოიცდიის,კარგი,მაგრამ კახა?!
-მოგვარებულია კახა და ლერიც!-ტაში შემოკრა თეკლამ
-რა? ისინიც მოდიან?-პირი ჩამოუვარდა ელენას
-არა,გვიშვებენ და გვაფინანსებენ.
-ვაუ,რა მაგარია.
-ჰო,აი,ეს არის ზაფხული,ბედნიერება,ზღვა,ბათუმი,ახალი რომანი,პლიაჟი,გართობა...

***
-ყველაფერი ჩაალაგე? რამე ხომ არ გრჩება?
-არაფერი,თეკლა,კრემებუ,საცურაო კოსტიუმები,შორტბი,ზედები,ფეხსაცმლები,ყოველი შეთხვევისთვის ჯინსები და პიჯაკები,სარაფნები..
-ელენა,ერთი თვით მივდივართ და არა ერთი წლით!
-მაინც,ყველაფერი საჭიროა,ჰო,აი,აფთიაქში გავიაროთ და ჰიგიენის ნივთები ვიყიდოთ და მზად ვიქნებით,მამი,მზად ხარ?
-კი,შვილო,ერთი საათია გიცდით-კარებთან მდგარმა უპასუხა კაკიმ
-კარგი,მაშინ წავედით.-ძლივს ჩაატიეს მანქანაში ჩემოდნები. ელენა წინ ჩაჯდა,თეკლა კი უკან,მაგრამ სავარძლებს შორის გამოეკვეტა და თითქმის ისიც წინ მოთავსდა.
-კახი,შენი შვილი მგონი მაქ აპირებს დარჩენას.
-შენ ვის რას ეუბნები,მა,აქვე რომ აფთიაქია მანდ გააჩერე,რაღაცებს ვიყიდით და მერე წავიდეთ სადგურში
-ელენა,ამოისუნთქე-გაეღიმა კახას-ისე,თქვენც რაღა მატარებელი აიჩემეთ მე და ლერი წაგიყვანდით მანქანით
-არა,მა,ასე გვირჩევნია
-კარგი,ხო-ცალი ხელი ასწია დანებების ნიშნად..
ყველაფერი მოაწესრიგეს,ორი კვირა სასტუმროში იქნებიან,თბილისიდან დაუჯავშნეს კახიმ და ლერიმ,ხოლო დანარჩენი ორი თეკლასთან აგარაკზე ავლენ,მთაზე. ახლა ორივე სანაპიროზე სხედან და ღამის ზღვას გასცქერიან.
ბავშვობიდან უყვარდა ელენას სიმშვიდე და მას ღამის ზღვაზე პოულობდა.
დაუღალავად,საათობით შეეძლო დამჯდარიყო და ეცქირა ამ მშვენიერებისთვის. მშვიდი ზღვა,ძლივს შესამჩნევი ტალღები რომ ბოლოს აიწყვეტდნენ და დაუდეგარი ხმაურით ეხეთქებოდნენ ნაპირს. ზღვზე მოტივტივე მთვარის ანარეკლი,ვერაფრით რომ ვერ ყლაპავდა ზღვა,თითქოსდა ამ მშვენირების შთანთქვის ეშინიაო,მთვარეც,გულუბრყვილოდ მინდობილიყო ზღვას და ნარნარით ტივტივებდა მასზე.
საოცარია,იმ საზარელი შემთხვევის შემდეგ,მაშინმროდესაც უყურებდა თუ როგორ გამოაცალა საყვარელი ადამიანი ზღვამ და როგორ სთანთქა იგი,მაინც არ შესძულებია ელენას ზღვა,სამაგიეროდ შესძულდა საკუთარი თავი,ღაწვზე ჩამოგორებული ობოლი ცრემლი მოიწმინდა და ფეხზე წამოდგა
-ავიდეთ,ძალიან აცივდა-დაქალს მოხვია ხელი და დინჯად დაუყვნენ სასტუმროსაკენ მიმავალ ბილიკს...

***
გამარჯობა,ჩემო ლამაზებო,დაგიბრუნდით ახალი ისტორიით და იმედია მოგეწონებათ,საკმაოდ მხიარული ისტორიაა,რომლის რამდენიმე თავი უკვე დაწერილი მაქვს,მიუხედავად ჩემი გადატვირუთული გრაფიკისა,მაინც ვეცდები რომ ძალიან მალ-მალე დავდო.
ჰო,გილოცავთ ძველით ახალ წელს და ახალ წელსაც,ნუ რაც კი დღესასწაული იყო ყველაფერს ერთად გილოცავთ.
მინდა რომ ამ წელს ყველა თქვენი ოცნება ასრულებულიყოს.
და რაც შეეხება პერსონაჟის ფოტოებს,ამჯერად ამ ყველაფერს არ გამოვიყენებ და ამით გასაქანს მივცემ თქვენს ფანტაზიის უნარს, შეგეძლებათ თქვენით წარმოიდგინოთ თითოეული პერსონაჟი და თქვენი იდეალი.
სიყვარულით,ნინუცი.



№1 სტუმარი darina

ukve momwons demetre

 


№2  offline წევრი Nini123456

ძალიან მომეწონა იმედია შემდეგ თავს მალე დადებ<3

 


№3  offline მოდერი bibo

Va momeons ukve demetriusiii es kakic ar chans cudi.vajkaciiii ux momweona ragacnairia vgrdznob saxalisoc iqneba da saswauliccc vatyob 2wyvili iqneba.kargi xar shokolado warmatebebi

 


№4  offline წევრი LoNdA DM

დამაინტერესა და ველოდები შემდეგ თავს wink

 


№5  offline მოდერი Nina))

ძალიან დიდი მადლობა,საყვარლებო,თქვენი თითოეულის კომენტარი ძალიან დიდი სტიმულია <3
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№6 სტუმარი natiaa

au elena shen gacherdi ! kaki shen gacherdi ! es magari iko

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent