შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Christmas holidays (თავი 2)


14-01-2016, 15:35
ავტორი ნინცა
ნანახია 1 722

ვერ ვიჯერებდი,რაღაც არარეალური იყო ეს ყველაფერი .. გადარჩენის შანსი 0.02 პროცენტი,თანაც გარკვეული პერიოდი წელს ქვემოთ პარალიზებული,ყველაზე საშინელება ეს იქნებოდა,სიკვდილზე საშინელიც კი..ვაკოსთვის პარალიზება..მისთვის ერთ-ერტი საუკეთესო ფეხბურთელისთვის..მოგონებები ჩემს ტვინამდე ცდილობდნენ ამოღწევას მაგრამ არ შემეძლო მათთვის უფლება მიმეცა..არ მინდოდა..არ მინდოდა რამე გამხსენებდა..ყველაფრის დამარხვას ვცდილობდი..მხოლოდ ახლანდელი ფაქტი მინდოდა გამეაზრებინა..როგორ უნდა მეცხოვრა ვაკოს გარეშე?! ჩემ ცხოვრებაში ყველაზე ნათელი წერტილის გარეშე..მოგონებებმა მაინც დამამარცხეს და ჩემი გულიდან ტვინისკენ გაიკვლიეს გზა... 14 წლიდან მიყვარდა როდესაც იმ საავადმყოფოში გამყვა, სადაც ახლა ჩემი ცხოვრების მთავარი აზრი სიკვდილს ებრძოდა. ჩემი გრძნობების შესახებ ჩემმა საუკეთესო მეგობარმა ნათიამაც კი არ იცოდა,მრცხვენოდა გამემხილა რომ საკუთარი ძმაკაცი მიყვარდა..მიყვარდა უზომოდ..არანორმალურად..ერთი წელი ვცდილობდი გრძნობების ჩაკვლას მაგრამ ვერაფერს გავხდი,შემდეგ კი... ძალიან შემთხვევით საერთო მეგობარტან დაბადებისდღეზე შევხვდით ერთამდეთს..სევხვდი იქ სადაც ყველაზე მეტად არ ველოდი..
-აქ რა გინდა? -დანახვისთანავე მკითხა
-მეგობრის დაბადების დღეზე ვარ
-მაგას ვხვდები,მარტო რატომ ხარ ასე გვიან აქ?!
-აა და შენ უნდა შეგითანხმო?
-მე ეგ არ მითქვამს!-აშკარად გაბრაზება დაეტყო,მე კიდე მომწონდა როცა ვაბრაზებდი
-ყოველ შემთხვევაში რაც თქვი ცუდად გამოგივიდა
-წამოხვალ სახლში?
-ჯერ მხოლოდ ახლა მოვედი
-მაშინ არ წავიდე უჩემოდ
-რატომ?
-იმიტომ!- ეს მითხრა,მივხვდი რომ ამ იმიტომში ყველაფერი იგულისხმებოდა,მთელი წინადადება.
ჩემ ასაკთან შედარებით საკმაო დოზის სასმელი მივიღე და ვაკოს მოძებნა დავიწყე..არ გამჭირვებია მოძებნა იქვე ტრიალებდა,დაკვირვებული თვალი მალევე შეამჩნევდა რომ ყურადღების ცენტრში ვყავდი და თვალს მადევნებდა..სახლში ერთად წავედით,მციოდა,მაგრამ ხმა არ ამომიღია,არ მინდოდა გამეფებული სიცუმე დამერღვია.
-ანი!-ბოლოს მაინც თვითონ დაიწყო
-ჰოუ-ვითომ გაკვირვებულმა ავხედე
-მოდი დავსხდეთ ცოტა ხანს
-მმმ..კარგი..-მხარზე ხელი ჩამოვდე და სკამზე ფეხებ აკეცილი დავჯექი-გისმენ
-რას მისმენ?
-მმ..აბა რატომ დავსხედით?
-აა..ხომ..უბრალოდ ლაპარაკი მინდოდა
-და რაზე?
-ჩვენზე
-როგორ?ჩვენზე?-არაა,გაბრუებული კი ვიყავი მაგრამ,სიტყვები აშკარად მკაფიოდ ჩამესმა..ჩვენზე..ჩემზე და ვაკოზე ..არ მეჯერა
-ხხოო..მინდა ურთიერთობა გავარკვიოთ
-ვაკო,მისმინე მე და შენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ ..დაა მოდი ხვალ დავილაპარაკოთ გთხოვ,ახლა სახლში მინდა წავიდე და თან ძალიან მეძინება.
ტაქსი გამოვიძახე და სახლში წავედი. არ ვიცი რატომ არ ვილაპარაკე ვაკოსთან,იმაზე რაზეც ყველაზე მეტად მინდოდა.მინდოდა ჩვენი ურთიერთობა გამერკვია.არ ვიცი ვერ ვხვდები ალბათ შემეშინდა,შემეშინდა რომ ჩემგან სიმართლეს გაიგებდა და სამუდამოდ დავკარგავდი,ყველაზე მეტად ამის წარმოდგენა მიკლავდა გულს,მე ვაკოს გარეშე..მე და ვაკო დაშორებული მეგობრები..სწორედ ახლაც იგივეს ვფიქრობდი,მე ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილის გარეშე..მეორე დღეს ვაკომ დამირეკა და სასეირნოდ წავედით..სწორედ მაშინ მითხრა პირველად „მიყვარხარ“ ყველანაირი შესავლის გარეშე.მაგრამ მაშინაც შევშინდი და ამიტომ ვაკოს მოსაფიქრებლად დრო ვთხოვე ..ვიცოდი რომ ბოლოს ერთად ვიქნებოდით მაგრამ არ ვიცოდი როდის იქნებოდა ეს ბოლოს..მე ის მჭირდებოდა ..მჭირდებოდა ჰაერივით,მაგრამ არ შემეძლო მისთვის ამ ყველაფრის გამხელა..მინდოდა ეს ყველაფერი ჩემ პატარა საიდუმლოდ დარჩენილიყო..ეს საიდუმლო მხოლოდ მე მეკუთნოდა და არავის არ დავუთმობდი არაფრის ფასად...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent