შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვიბლიანი (2)


15-01-2016, 00:02
ავტორი sllakhh
ნანახია 3 590

კიდევ კაი ჯერ მხოლოდ სამუშაოს უნდა დავბრუნებულიყავი , ადვილიათქო ვერ ვიტყვი ნამდვილად არ არის.
ყველას სხვადასხვა პრეტენზია აქვს. ზოგი კიდე ჩვენ ფარმაცევტებს გვაბრალებს ფასის მომატებას ,ვითომ რაიმეში ჩვენ ვიყოთ დამნაშავე.
სამედიცინო უნივერსიტეტის უკვე მესამე კურსელი ვარ ,მაგრამ მეორე კურსიდან ჩემი მონდომებიდან და ქულებიდან გამომდინარე შევძელი და ჩემი პროფესიით დავიწყე მუშაობა.
კლიენტებიდან გამომდინარე ხანდახან გამაღიზიანებელიც კი არის მაგრამ კოლექტივი მყავს? რაღაც სასწაული.. აი ისეთი მოწყენის საშუალებასაც ,რომ არ მოგცემენ.
თავიდან ღამის გათენება ,რომ მიწევდა იმას ვწუხდი რა გაძლებსთქო...რა გაძლებს კი არა ისე გადის ხოლმე დრო საერთოდ ვერ ვამჩნევ, ესეც ჩემი სამსახურის დადებითი მხარე. მითუმეტეს როგორც ადრე გვქონდა დაგეგმილი ჯერ კიდევ მაშინ, სკოლის მოსწავლე ,რომ ვიყავით ავასრულეთ და მარიც იმავე აფთიაქში მუშაობს იმავე დროს როდისაც მე.
ღიმილით ვიხსენებ გოგოებს რომლებიც დღეს იქნებიან მორიგეები და დარწმუჯნებული ვარ მთელი ღამე ყავით და კიდევ სხვა დასაყოლებლების თანხლებით თავიდან ბოლომდე განვიხილავთ ამ ორი კვირის ამბებს.
უკვე გამზადებული გამოვდივარ ჩემი ოთახიდან და იქით მივდივარ სადაც მამიდა მეგულება
-ლეელ წავედი მე
-მოიცა, ყავა გაგიმზადე არ გინდა? დალიე და წადი
როგორ ვიტყოდი უარს..თან ვსამდი თან მის დარიგებებს ვისმენდი,რომ არ ღირს ყველა კლიენტთან აყოლა და უბრალოდ მშვიდად შევხვდე მათ პრეტენზიებს, კიდე იმას ,რომ ჭკვიანად მევლო გზაზე, რაიცი რახდებაო..
ამასობაში დათომაც შემოაღო სახლის კარი
-ვაა ანანოო შენ კიდე არ წასულხარ?..გინდა გაგიყოლო?-სიცილით დააყოლა
-ვინაა ბიჭო შენი გასაყოლებელი-ეგრევე ღრენით გადავხედე
-მოიცა დედა ახლა მოხვედი და სად გარბიხარ გამაგებიე ერთი-ლელამ მისთვის საჭირო წინადადებას მოკრა ყური და გამოძიების გარეშე არ გამოვა ...
-საქმეზე გამოვიცვლი და უნდა გავბრუნდე-უკვე ოთახიდან გაცა პასუხი..-დამიცადე გოგო გაგიყვან მართლა-გადმომწვდა მეც..
-მაინც ისე შორს არის ,რომ რავიცი.. მანქანით თუ არა ისე როგორ მივალ.. -არადა ყველაზე მაქსიმუმ თხუთმეტი წუთი დამჭირდეს დრო მისასვლელად
-ნუ ხარ გოგო უმადური..- უიიი, გაუგია.
უკვე მანქანაში ვიჯექით ზედმეტად მოუსვენრობა,რომ შევატყვე..არა დასტოინი და წყნარი არც არასდროს არის ,მაგრამ ახლა რაღაც სხვანაირად იყო..
-ჰე იტყვი ახლა რაგჭირს თუ ვიმარჩიელო..?-მისი მოუსვენობრიდან გაღიზიანებულმა დავუსვი კითხვა ,რაც ტონზეც შემეტყო
-ნუ იღრინები შენი ჭირიმე..ის მითხარი რომელზე თავისუფლდები?
-რავი ალბათ შუა დღის სამისთვის
-ჰო და დაგახვედრებ სიურპრიზს.. თან ისეთს ძალიან მაგრად ,რომ გაგიხარდება
-ახლა არ მითხრა ცოლი მომყავსო-დამცინავად გადავხედე..ეს და ცოლი?! წარმოუდგენელია...!
-გადადი ახალა თუ გადადიხარ თორემ გადავიფიქრებ
-ჰოო კაი კაი უიმე...
შუშის მინიდან ჩანდა ,რომ აფთიაქში ამჯერად ფარმაცევტების მეტი არავინ არ იყო..ზუსტად ეს მინდოდა მეც
ბოლომდე გაღიმებულმა შევაღე კარი
-საასტავს გაუმარჯოოს, როგორ ხართ ძევაჩკიი?-სანამ ბოლო ხმაზე არ ვთქვი დაჩემებული წინადადება მანადმე ყურადღების ღირსადაც არ ჩამთვალეს..აბა მე გაღებული არ არის კარი ეგრევე ვათვალიერებ მომავალ კლიენტს.
-ვა ვა.. შენ წარმოიდგინე და ამ ორ კვირაში მომენატრე-პირველი სიცილით თეო წამოვიდა არც ნათია და ქეთი ჩამორჩნენ
-თქვენ წარმოიდგინეთ და მეც ძალიან
ბოლოს სიცილით მოვიდა მარი
-რამდენი ხანია არ მინახიხარო
-მოიცა ერთი წამით მოდი აქ..კიდე კაი ღამე არის არ იქნება ბევრი კლიენტი და დაწვრილებით მოყევი აბა რა მოხდა ბახმაროში..რაღაც-რაღაცეები გავიგე-მომლოდინედ მომაჩერდა თეო
-ჰოო? და რა რაღაც-რაღაცეები?-ეშმაკურად ავათამაშე წარბები
ისე რაც ეს ორი დღე მე ვცდილობდი დამევიწყებინა ვიბლიანი, მისი კოცნა და საერთოდ თავიდან ბოლომდე ეგ ადამიანი ეგ გეგმა ჩაიფუშა.
არა კი ვიცოდი ასე ,რომ იქნებოდა ,მაგრამ ახლა თავიდან ბოლომდე გახსენებამ უფრო დამარწმუნა ამის სისწორეში
კიდევ ვგრძნობ მის ტუჩებს და ყოველი გახსენებისთვის ისევ ისე მემართება, საშინლად მიჩქარდება გულისცემა,სულ სხვა განზომილებაში გადავდივარ და მუცელში საშინელ არეულობას ვგრძნობ. მაგრამ საშინლად სასიამოვნოს.
რათქმაუნდა არ ამცდა და ყველაფერი დეტალებში მომაყოლეს, მეც სიამოვნებით ვყვებოდი
-ჯერ ერთი ის ,რომ გიგემია ამბორი მითუმეტეს პირველი არამგონია შეძლო და ოდესმე დაგავიწყდეს-გაბადრული სახით მახარა ნათიამ
-ან საერთოდ რატომ უნდა დაივწყო როცა ასეთი სიმპატიური არის?-არც თეომ დააგვიანა და გამახსენა,რომ საშინლად სიმპატიური არის
-არის თორე სულ ჩემთვის ხოიცი რა..-განა პრობლემა მაქვს ჩემი,რომ იყოს? მაგრამ სადა... არაა
-ჰო მაგრამ მაინც ვფიქრობ მთავარი მიზეზი ის არის,რომ სვანია თან ვიბლიანი..უეჭველი ვიცი გაიგო თუ არა ეგრევე შეუყვარდა-თითქმის ერთდროულად დაასკვნა ქეთიმ და მარიმ და ორ ხმაში ახარხარდნენ
-როგორ მაიმედებთ ხომ არიცით...-არა მითხარით კიდე ეს მინდოდა მე? ისედაც გახეთქვაზე მაქვს გული
როგორც იქნა გადავიდნენ სხვა თემაზე და ის მოსაწყენი პერიოდი გაიხსენეს რაც იყო აქ , ჩემი არ ყოფნის დროს
ამასობაში ამ შუა ღამეს რამოდენიმე კლიენტიც მოვიდა.
როგორც შეთანხმებულები ვართ მორიგეობით ვემსახურებით.
თეოს ჯერი იყო მაგრამ, როგორც ქეთიმ მომახსენა ორნი შემოვიდნენ, რომლებსაც აშკარად ეტყობოდათ,რომ ცალ-ცალკე იყვნენ და რადგან შემდეგი მე ვიყავი ვინებე და გავედი
გავედი და ... მიშო.
შოკი ხომ იცით, აი ეგ დამემართა!
ამის აქ ნახვას წარმოვიდგენდი? რათქმაუნდა არა! აქ ნახვას კი არა სადმე სხვაგან თუ ვნახავდი არც მაგასაც ველოდებოდი.
როგორღაც შევძელი და როგორც ჩვეულებრივ კლიენტს ისე მივმართე, მაგრამ არც თვითონ ეტყობოდა ისე მოერმართა როგორც უბრალოდ ნაცნობსაც კი..დამწყდა გული? რათქმაუნდა მერე და როგორ...
-გისმენთ რა გნებავთ?
-ერთი შეკვრა პრეზ*****
არანაირი რეაგირება სახეზე ამას არ ეტყობოდა, არც იმის ,რომ ვიცნობ ან მიცნობს არც სხვა დანარჩენი..ამ თუმცა გამახსენდა რატომ არის შემოსული, სხვა რამეზე ,რომ ყოფილიყო უფრო გამიკვირდებოდა..ეჩქარება ეტყობა და ამიტომ არც ვალოდინე. ერთი სული მქონდა გასულიყო და სასწრაფოდ დამეკმაყოფილებინა ამდენი მომზირალი თვალი,რომლებიც ჩემს თანხმობას ელოდებოდნენ იმის შესახებ, რომ ეს ის იყო...
-ჰოო, აიი ეს არის ის.. რომელზეც თითქმის მთელი ოცნებები ავაგეთ და ახლა ისე ეჩქარებოდა 'საქმეზე' მოკითხვაც კი დაავიწყდა
-მაინც სიმპატიურია-უდარდელად აიჩეჩა მხრები ნათიამ და თითის აწევით დაამატა-თან სვანი!
გუნება წამხდარმა გავაგრძელე მუშაობა და უკვე სამ საათამდე წამებს ვითვლიდი იქნებ დათოს სიურპრიზმა მაინც გამომიკეთს ხასიათითქო.
როგორც კი სამი საათი შესრულდა ეგრევე გამოვიცვალე და ჩემი ცვლა ახლად მოსულ თამთას გადავაბარე.
გარეთ როგორც ველოდი გაკრეჭილი დათო დამხვდა
-ეე სიურპრიზი სადაა??
-რა მოუთმენელი ხარ, წამო უბანში იქნება უკვე ქვემოთ
-ანუ ცოლი არ მოგიყვანია რომელიც უკვე გაშინაურდებოდა და უბანში დაგველოდებოდა
-რა აზრებით ხარ რა..
სანამ სახლამდე მივედით მანამდე ინტერესით ვეღარ ვჩერდებოდი ადგილზე და უბანში შესულმა ნაცნობი სხეული დავლანდე თუ არა, მთელი ამ სიტყვის მნიშვნელობით ზედ შევახტი თან ჩემთვის ვბუტბუტებდი
-როგორ მომენატრეე..ვაიმე როგორ მიყვარხარ!
-ჰაჰა კაი ჩამო დამძიმებულხარ
- ჰა აბა , ხო მაგარი სიურპრიზია?
-შენ ხარ ყველაზე მაგარი მამიდაშვილი მსოფლიოში, შენ კიდე ყველაზე მაგარი ძმა! - ჯერ კიდევ ფეთუს სხეულზე აკრული ვიყავი და ისე ველაპაკებოდი თან სადარბაზოზსკენ მივდიოდით , როდესაც ვიბლიანის ირონიულ ღიმილს მოვკარი თვალი.გამიკვირდა მისი აქ ნახვა , მაგრამ მიანც არაფლად ჩავაგდე მისი გამოხედვა და ირონიული ღიმილი,როცა მას უნდა კარგად მამჩნევს, მაგრამ ეგრე მის ნებაზე ვერ მივართმევ! ჩვეულებრივად გავაგრძელეთ გზა.
სახლის კარი შევაღეთ თუ არა ლელას ხმა ეგრევე მოწვდა ჩვენს სმენას
-ანანო მიდი გამოიცვალე და გამოდი მოშიებული იქნები - ფეთუმ გადმოგხვედა და გვანიშნა ხმა არ ამოგვეღო, ჩუმი ფხუკუნით ძვლივს გადააბა ერთმანეთს წინადადება
-მამიი, მეც რო მშია არაფერს არ მაჭმევ? - როგორ უყვარს დაზარალებულის როლში ყოფნა და ყველასთვის თავის შეცოდება
ლელამ 'თემურიკოს' ხმა გაიგო თუ არა ეგრევე გამოვარდა იმ ოთახში სადაც სავარაუდოდ უნდა ვყოფილიყავით.
-ვაიმეე,ჩემი თემურიკო ჩამოსულაა..როგორ ხარ მამიდა გენაცვალოს.. ან არ უნდა გეთქვა,რომ ჩამოდიოდი? შენც ამის გამო გავარდი ხო სახლიდან? -გადაწვდა დათოსაც...- მოდი მამიდა გენაცვალოს გაჭმევ აბა რასა ვიზამ
-კაიი რა ლელა... რა თემურიკო მეღადავები?
-არვიცი მე ფეთუ და ეგეთები...-ფეთუ მისი ზედმეტ სახელია ,რომელიც თვითონ შეირქვა , პატარა რომ იყო ვერ ამბობდა მის სახელს და ასე ეძახდა მის თავს და მას მერე შემორჩა, ისე თემური ქვია... ჰე მალე ქენით ახლა და შემოდით და ჭამეთ საჭმელი.
ლელასთან ფეთუც უძლურია, მითუმეტეს როცა საქმე მის სახელს ეხება და მხოლოდ მას არ ეუბნება არაფერს. სხვასთან ცოტა რთულადაა საქმე..თქმით არაფერს ეტყვის პირდაპირ 'საქმეზე' გადავა.
ვიჯექით და ვლაპარაკობდით ნუ პრინციპში ჯერ მხოლოდ ლელას სვამდა კითხვებს და იკმაყოფილებდა ინტერეს. როგორც კი შეძლო ფეთუმ თემა გადაიტანა და ახლა ჩვენი დრო მოვიდა
-რაქენით ბიჭო ბახმაროში? გავიგე თქვენი ვაჟკაცობის ამბავი..ესაა მაგრები ვართო? - ჩემზე უარესია ეს , დაიწყო დათოს ნერვებზე თამაში
-აუ შენ რო ყოფილიყავი იქ ვერც შენ იზამდი ვერაფერს, ბიჭო ხო მაგრად თამაშობნენ რა მთელი გუნდი , მარა კაპიტანი ყავდათ ძაან მაგარი, მიშო ვიბლიანი.. იცი რამაგრად თამაშობდა? თან პირველად ეგ ვნახეთ რა ისედაც მაგარი ჯიგარი ტიპია
-დაჟე ჩაუბრატდი?
-რაშუაშია ბიჭო ეგ , თუ გაიჩითა პონტი გაგაცნობ...არ არ ის რა ისეთი ტიპი ახლანდელი ფეხბურთელები ,რომ არიან თავში ავარდნილი და რაღაც ეგეთი პონტი რა..თან ჩემზე უფროსია მგონი შენი ტოლაა ეგეც 24 ს არის..-ხალხნოო...მეღადავებით?'' რა ჯიგარი ტიპი.. რა ჩაბრატება.. რა პონტი თუ გაიჩითა გაგაცნობ?'' ვერ არაიან ესენი დალაგებული... გაცოდინა ერთი რა ჯიგარია სულ სხვანაირად გაიცნობდი და სხვანაირად ილაპარაკებდი
მაგრამ ხმის ამომღები ვიყავი?
ჯერ ,რომ დაიწყებნენ შენ რაიცი.. და ბოლოს მთავარი შედეგი რაც ნამდვილად არ მინდოდა.
აღარ მომისმენია მათთვის, ჩემს ოთახში გავედი. მთელი ღამის დაღლილობამ ახლა შემომიტია და მეორე დილამდე გათიშულს მეძინა.
კიდე კაი დათოს შეგნებული აქვს ასეთ დროს ჩემი გაღვიძება ძალიან დიდი უბედურების მომტანი ,რომ იქნება მისთვის. ასე რომ ბოლომდე გამოძინებულმა ბედნიერად დავიწყე ახალი დღე.
ღიმილით გავხედე კარში მდგომ ფეთუს და დამინახა თუ არა ,რომ მეღვიძა პირდაპირ 'დაეხეთქა' საწოლის მეორე მხარეს
-დღეს არ მუშაობ ხო?
-დღეს არა მაგრამ ხვალ დილით ადრე უნდა ვიყო აფთიაქში
-ჰოდა ძანაც კაი, გაემზადე წავიდეთ სადმე
ამ შანს ხელიდან გავუშვებდი? ეგრევე წამოვარდი ფეხზე და მზადება დავიწყე.ერთ საათში უკვე მთლიანად მზად ვიყავი და გასასვლელად ვემზადებოდით. რამოდენიმე წუთი ვფიქრობდი სად მინდოდა წასვლა.
ეშმაკურად ავათამაშე წარბები ღიმილიც დავამატე და წინ გადავუდექი
-არ აქვს მნიშვნელობა სად გინდა წასვლა, დღეს გისრულებ ვაფშე ყველა სურვილს
-რამდენი ხანია შენთან ერთად ფილმისთვის არ მიყურებია
-ჰოო? წავიდეთ მაშინ კინოშითეატრში.
ბილეთები ავიღეთ, ათ წუთში ჩვენი სეანსიც იწყებოდა.
-პოპკორნი ან რამე არ გიდნა?
-დღეს რაღაც ძაან კეთილი ხარ -ეჭვისთვალით გადავხედე შეცვლილ ძმას
-ჰმ, მე სულ ესეთი კეთილი გყავარ, შენ ვერ ამჩნევ თორე- ცხვირზე ხელი დამკრა და პოპკორნის ასაღებად წავიდა.
ღიმილით ვუყურებდი მიმავალს. ყურადღება ახლად შემოსულმა 'წყვილმა',რომ მიიქცია
არ ცდებით..მიშო და ვიღაც ლამაზმანი...-ყურადღება არ მიაქციო ანანო, უბრალოდ არც კი შეიმჩნიო ,რომ აქ არის...ჩემს თავს შემოვუძახე. კიდე კაი ამასობაში ფეთუც მოვიდა, ერთ ხელში პოპკორნი ეჭირა , მეორე ცარიელი ხელი კი ჩემს წელზე მოათავსა და ასე შევედით.
ყველაფრად ღირდა იმ თვალების დანახვა, რომლებიც საშინელად გაცოფებული იყურებოდა ჩვენკენ. გულში კმაყოფილად ჩამეცინა.
მთელი დრო თავი ჩემი ძმის მხარზე მქონდა მოკალათებული და ისე ვუყურებდი.
ფილმაც ამიმაღლა ისედაც ამაღლებული განწყობა და საშინლად კარგ ხასიათზე მყოფმა დავტოვეთ კინოთეატრი.
-ერთი წამით აქ დამელოდე მოვალ ახლავე- დამიბარა ფეთუმ და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა , მაგრამ უფრო გაურკვეველი ადგილიდან მოვიდა ვიბლიანი რომელმაც ხელი ისე მაგრად მომიჭირა მაჯაში უეჭველი ვიცოდი ხვალ ამ ადგილას მისი თითები ლურჯად იქნებოდა აღბეჭდილი.
-ბოლო შემთხვევა იყოს ამ ვიღაცასთან ერთად ,რომ გხედავ...ჩახუტებაზე და დღევანდელ ქცევებზე ზედმეტია საუბარი, არ გაითვალისწინებ და მეორედ უკვე სხვანაირად შენ კი არა იმას მოვთხოვ
პასუხის დაბრუნებაც არ მაცალა ისე გაუჩინარდა. ჯერ გაოცებულს ვერ გამეგო რა ჯანდაბა ეტაკა , ან საერთოდ რატომ გონია ,რომ ამდენის უფლება აქვს. მაგრამ რამოდენიმე წუთში გავიაზრე ის თუ არა ,რომ მან ჩემს ძმაზე იეჭვიანა და მასთან 'ყველაფერი ამიკრძალა' საშინლად გამახალისა. ხალხი ,რომ არა რომელიც ჩემს ირგვლივ იყო გემრიელად გადავიხარხარებდი.
-დასანანია ბატონო მიშო,რომ ყველაფერი ისე ვერ იქნება როგორც შენ გინდა, რაც შეეხება 'ამ ვიღაცასთან' მეორედ ნახვა კი არა სულ მასთან მნახავ- დანანებით გადავაქნიე თავი და მაინც ვერ შევიკავე ჩუმი ხითხითი- ჯერ სად ხარ.

------
ნეტა იცოდეთ რამხელა სტიმული არის ჩემთვის თქვენი ერთი კომენტარი ჩემო ტკბილებო ♥ <3
ყველას მადლობა <3



№1  offline წევრი anashka

ვაიმე შენ ვერც წარმოიდგენ როგორ მევასება ეს ისტორია თან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ მიშო და ანანო თან ვიბლიანი და თავაძე :დდ მახალისებს ეს ისტორია ^^^^_^^^^ ველი მომდევნოს :დდ და შენ მევასები <3

 


№2 სტუმარი 125

ძალიაან კარგიაა საკმაოდ კარაგდ ანვითარებ სიუჟეტს და ეცადე უფრო დიდი თავები წერო wink ისედაც დიდია მაგრამ ისე ვერთობი კითხვისას მალე მთავრდება.

 


№3 სტუმარი darina

Bevri vicine dzalian momwons me es wyvili, ai misho sul sxvaaa, momewona rom iechviana, darwmunebuli var icoda sad mushaobda da saechvianeblad specialurad iyida prezervativi :-D :-D kargi iyo

 


№4  offline წევრი tatushki1995

Dzalian karkia

 


№5  offline მოდერი bibo

Ux ra kargoba istoria shen xo ar iciiii :* saswauli xar warmatebebiooo

 


№6  offline აქტიური მკითხველი terooo

აი სასიამოვნოდ ღიმილ აკრული ვკითხულობდი

 


№7  offline მოდერი tsn

ძალიან კარგი იყოო

 


№8 სტუმარი ნინო კ.დ.

თავიდან ის დიდი შესავლები არ გინდა რააა. დანარჩენი კარგია და მალე დადე

 


№9  offline წევრი LoNdA DM

მაგარია, wink მომწონს love და ველოდები შემდეგ თავს wink

 


№10 სტუმარი xatia

აუ........... რამდენი ვიცინე................ მალე დადე რა გაგძელება ერთი სული მაქ გავიგო რა მოხდება. უმაგრესი ხარ............

 


№11  offline წევრი Xati Zaalishvili

Vgijdebii viblianze <3 <3♡♡♡ dzaliann momewonaa da velii axalss ♡♡♥♥

 


№12  offline წევრი tvinischia

აუ როგორ მიყვარს ეს ისტორიაააა :d და თან როგორ მაცალისებს სულ ღიმილით ვკითხულობ :d ძაან მაგარი ხარ :* მალე დადე შემდეგი და გაზარდე თავები რა ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent