შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქალბატონი ვეტერინარი - 7


15-01-2016, 00:11
ავტორი D-roni
ნანახია 7 386

- მეგი ... - ჩუმი ხმით ამოვილუღლუღე და მის გაშტერებულ სახეს წინ ხელები ავუქნიე. - მეგი კარგად ხარ ? რამე ხომ არ გინდა ? - დაფეთებული ჩავიმუხლე მის წინ და ლოყებზე ხელები ჩავავლე.
- ცოცხალია ? - თიქოს ახლა გაანალიზა ჩემი ნათქვამი და სახეზე ტკვილიანი ღიმილი გამოესახა.
- ცოცხალია - ცრემლიანი თვალებით დავუქნიე თვალები და ხელზე ვაკოცე.
- როგორ თუ ცოცხალია ? როგორ ? - შეშლილი სახე შემომანათა. - ასე ნუ მეხუმრებით , გთხოვთ - თმაში ხელები წაივლო ანერვიულებულმა . - ჩემთვის , ასე ტკვილიან თემას ნუ ეხებით ასე , ნუ მაბინძურებთ ! - დაიყვირა და ცრემლები წასკდა.
- მეგი ! მეგი ... - ხმა დავითბე და თან ავიმაღლე . - აკო ცოცხალია და ის მონასტერშია ...
- მონასტერში ? - დაფეთებულმა ჭყიტა თვალები და ჩაწითლებული ბუდეები ჩაუსისხლიანდა.
- ხო ... იმ კაცს ხერხემალში დაუჭრია , მკურნალობაზე უარს ამბობს , მთლიანად მოწყვეტილია ყველაფერს , მხოლოდ შენზე ფიქრებში ათენებს , მხოლოდ შენ უყვარხარ ... - მეც წამსკდა ცრემლები.
- შენ.. შენ საიდან იცი ?
- აკო ჩემი ბიძაშვილია...
- ბიძაშვილი ? - წამოიყვირა და უკან გაიწია.
- ნუ გეშინია , ნაშვილებია - სიცილის თავი საიდან მქონდა ვერ გეტყვით , მაგრამ მივხვდი რამაც შეაშინა.
- წამოყვანე , ივა წამიყვანე - ძმასთან მივიდა და ძალით წამოაგდო ფეხზე - წამიყავნე გთხოვ ! აკოსთან წამიყვანე , მასთან მინდა !
- წაგიყვან ციცქნა , წაგიყვან ოღონდ ახლა დამშვიდდი , აკოს ასე ხომ არ დაენახები ? - თავი ააწევინა დას და შუბლზე აკოცა.
თითქოს დამშვიდდა მეგი , ცრემლები მოიწმინდა და გაიბადრა.
- ჩემი აკო ცოცხალია ? კი მაგრამ რატომ არ მოვიდა ...
მსგავს კითხვებს სვამდა მთელი გზა და გზას გარინდული უყურებდა.
ადგილზე ცქმუტავდა და როგორც კი ცრემლებს იშრობდა თავიდან მოსდიოდა.

მონასტერში მისულებმა ძლივს მივაღწიეთ აკომდე.
- ჯერ მე შევალ ... - უკან გავიხედე და ოთახის კარი შევაღე.
- აკო - მისკენ წავედი და მთელი ძალით მოვეხვიე მონატრებულ ბიძაშვილს.
- გთხოვ არ გეწყინოს , რომ არ დავესწარი შენს ქორწილს რა ჩემო ფერია , ჩემთავსგაფიცებ ... უბრალოდ ხო იცი რა , რო ვერ ჩამოვიდოდი - შუბლზე მაკოცა და ნაღვლიანად გამიღიმა.
- არაუშავს , შენ მოიცა მუცელი მანახე - გაოგნებულმა ავუწიე მაიკა და კუნთებს დავაკვირდი. - ეს როგორ ? - პირი დავაღე .
- ჭრელად - ჩაიღიმა და მუცელზე ხელი მოისვა.
- აკო , მისმინე შენი ნახვა უნდა ერთ ადამიანს - შევაპარე და წარბებსქვემოდან ავხედე.
- ვის ? - მკითხა და წიგნი საწოლზე გადადო.
- ნახავ - ცხვირზე ვაკოცე ბიძაშვილს და კარიდან გავუჩინარდი ... - შედი - ვანიშნე მეგის და ივას ამოვუდექი გვერდით .



^^^



ფეხებისკანკალით შევიდა ოთახში და უკნიდან ეტლში ჩამჯდარ სხეულს დააკვირდა.
დაძარღვული ხელები ბორბლებზე ედო და თითებს დროდადრო აკაკუნებდა.
იმდენად გაუხარდა მონატრებულის დანახვა ცრემლები წამოუვიდა თვალებიდან და ჩუმი სლუკუნი ამოუშვა ბაგეებიდან.
ტკვილიანი მზერა მოავლო ოთახს და იქვე დადებულ მხოლოდ ერთ წიგნს დააკვირდა.
აკომ ნელა გაამოძრავა ბორბლები და მშვიდად შეტრიალდა კარისკენ , ჩუმი სლუკუნის გაგონებისთანავე.
თვალებჩაწითლებული და გულამოვარდნილი დააკვირდა სხეულს , რომელსაც ისევ ის ბავშვური და მიამიტი სახე ჰქონდა.
რომელსაც ყველა გრძნობა სახეზე ეწერა და მიხვდა ისევ მოუშუშებელ ტკივილად რჩებოდა შეყვარებულისთვის.
თვალები ჩაუსისხლიანდა და ხელები მთელი ძალით მოუჭირა ბორბლებს.
ნერწყვი ძლივს გადააგორა და ობოლი ცრემლი გადმოაგდო თვალებიდან.
- როგორ ... როგორ არ მითხარი ... - ჩუმად ამოიჩურჩულა და მამაკაცის ეტლთან ჩაიკეცა. - 10 წელი ... 10 წელი ჩემს გარეშე , ასე როგორ გაძელი - თავი მუხლებში ჩაუდო და არაადამიანური ხმით ატირდა.
- შენ ? - გაიგო მონატრებული ბოხი ხმა და გაგიჟებულმა წამოწია თავი.
უხმოდ , უსიტყვოდ წამოდგა და მთელი ძალით მოხვია კისერზე ხელები.
ტუჩებიც კისერზევე მიაწება და იგრძნო ისევ ისეთი ბუსუსები ტანზე , როგორიც ადრე აყრიდა მისი შეხებისას.
თითქოს ბედნიერება ხელში ეჭირა და ახლა მის გამოკეტვას ცდილობდა.
ისევ წასკდა ცრემლები და ყველა მოგონება ამოუტივტივდა თავში.
ყველა ღიმილი , ყველა კოცნა , ყველა ჩახუტება , შეხება , ხუმრობა , ტკივილი , შუბლზე კოცნა , ნათქვამი "ჭკვიანად" და უთქმელი გრძნობები.
გაახსენდა ის დღე ,როცა გაიგო "აღარ არის , ძლიერი უნდა იყო" ...
ყველა მოგონება ერთად აიშალა და იგრძნო როგორ ატკივდა კუჭთან ერთად გაუსაძლისად მუცელი.
ყველა ცრემლი , ყველა ტკივილი წამში გაქრა და მისი აგილი მხოლოდ ბედნიერებამ , მისი ნახვით , მისი სიცოცხლით და მისი არსბეობით გამოწვეულმა ბედნიერებამ ჩაანცვლა.
- "Моя королева ♚" - მხოლოდ ეს მისწვდა მის ყურთასმენას , მხოლოდ ამის გაგონება უნდოდა , მხოლოდ ეს სჭირდებოდა აღმაფრენისთვის , წამში წამოეშალა ფიქრებში ის ოცნება , რომელიც ყოველღამე ღრღნიდა შიგნეულად .
აკლდა , ეს სიტყვები ისე აკლდა როგორც ადამიანს ჰაერი.
- მაბედნიერებ ! - ჩუმად ჩასჩურჩულა და ცრემლიანმა ყურზე აკოცა.- მე მჭირდები გესმის ?! მე მჭირდები , მჭირდები , მჭირდები ! - იმეორებდა და მონატრებულ ტუჩებზე კოცნიდა . - მხოლოდ შენთან მინდა , მხოლოდ შენი დანახვა მინდა ! მხოლოდ ის მინდა , რომ ვიცოდე ცოცხალი ხარ , მხოლოდ ეს მჭირდება გესმის ?! მხოლოდ ეს !
- ჩშ ! - ჩასჩურჩულა და თმაზე აკოცა .- ჩუ ჩემო ფერია - ტუჩები ცხვირზე ჩააცოცა . - არ მემეტები გესმის ? არ მემეტები ასეთი ცხოვრებისთვის , არ მინდა მთელი ცხოვრება ასეთს მიყურო ! - ხმა მეტად ტკვილიანი და მჭრელი ჰქონდა კობიაშვილს.
- გაჩუმდი ! - გაოგნებულმა ასწია თავი შუათანა ავალიანმა . - ასეთი ცხოვრებისთვის გემეტებბი ? ასეთი უბედური გემეტები ? ასეთი ცოცხალმკვდარი ვიყო გინდა ? რა გინდა იტყვი ? - წყობილებიდან გამოვიდა მეგი . - არ მინდა ! შენს გარეშე გატარებული ყოველი წამი მძულს , მეზიზღება ! მინდა სულ გიყურო , მინდა ყოველწამს გიყურო ! არ აქვს მნიშვნელობა ამ დაწყევლილ ფეხებს , არ აქვს მნიშვნელობა იქნებიან თუ არა ისინი შენს სხეულზე ! შენ მე უნდა დამეყრდნო , მე უნდა ვიყო შენი ფეხები , შენ ჩემი ! მე უნდა ვიყო შენი გული , შენი ჩემი ! მე უნდა ვიყო შენი ხელები , და საერთოდ ჩვენ უნდა ვავსებდეთ ერთმანეთს და არა ეს დაწყევლილი ორი გრძელი რაღაც !!! შემომხედე , შემომხედე მეთქი ! - ხმას ვეღარ აკონტროლებდა გოგონა. - არ მინდა გაიგე ? არ მინდა შენს გარეშე! ან შენთან ერთად ვისუნთქებ , ან არადა სულ არ მინდა ეს ჰაერი , ეს ცხოვრება , არ მინდა სიცოხლე ! არ მინდა სიცოცხლე შენს გარეშე ! არ მინდა არასრულფასოვანი ცხოვრება მქონდეს ! შენ ჩემთვის ყველაფერს კარგთან ასოცირდები ! შენ ჩემთვის თვით სიყვარული ხარ ! გაიგე ეს ! გაიგე , რომ ცხოვება და სიცოცხლე სიყვარულის გარეშე არ გამოდის , შენ თუ ჩემთან არ იქნები და ისევ ისეთი არ დამიბრუნდები ... მე წავალ , წავალ შევწყვეტ სუნთქვას და მერე შენს თავს დააბრალე გესმის ?! - მის სიტყვებს მუშტებშეკრული უსმენდა კობიაშვილი და გაგიჟებული უჭერდა ზურგზე ხელებს თითქოს უკვე სუნთქვა უნდა შეეწყვიტა შუათანა ავალიანს.
- ეგ აღარ გაიმეორო გაიგე ?! - დაიღრიალა მთელი ხმით აკომ - ეგ აღარ , არასდროს , არასდროს გაიმეორო ! - აკომ გაგიჟებულმა ჩაავლო ხელი ნიკაპში და თავისკენ მიაწევინა - ჩემი ხელით ჩაგკლავ ეგ , რომ გაიმეორო ! - ფეხებზე დაისვა ფარატინა სხეული და შუბლზე აკოცა.



^^^



- სანდრო ... - გადრანს ძმაკაცის ანერვიულებული ხმა ტვინში ურტყავდა.
- მშვიდობაა ივა ? - გაგიჟებულმა დაძრა მანქანა.
- მისმინე , აკო ცოცხალი ყოფილა.
- რა ? - უცებ დაამუხრუჭა და გაოგენებულმა ჩაუწია მუსიკას.
- მისმინე , ახსნის თავი არ მაქვს ახლა , მისამარს მოგწერ და მარიამს გაუარე მოიყვანე , ოღონდ შეაპარე ისე არ აჯახო მე , რომ გაჯახე.
- კაი მართლა ? - თვალები დაქაჩა სანდრომ გაბრაზბეულმა . - შენ , რომ არ მითხრა ისე კი არ ვიცი - ირონიული გაუხდა ტონი გადრანს და მობილური გათიშა.
- მარიამ - ჩასძახა მობილურში და საჭე მარცხნივ მიატიალა მთელი ძალით .
- ჰოუ - განაბულმა და ხმადანაზებულმა უპასუხა ქალბატონმა.
- ფერია , მე გამოგივლი ეხა 5 წუთში შენთან ვარ და გამოცუნცულდი კარგი ? - ჰკითხა და სიჩქარის გადამრთველს ხელი მოუჭირა.
- მშვიდობაა ? - ჰკითხა ანერვიულებულმა , რაზეც გადრანს ჩაეღიმა და ოდნავ მოეშვა.
- კი , კი მშვიდობაა მიდი მოემზადე - ხმით კოცნა გაუგზავნა და მობილური გათიშა.


***


- რა ხდება ? - მანქანაში შემოხტა მარიამი და კარი დაკეტა , ღვედი შეიკრა და გადრანს ლოყაზე აკოცა.
- მისმინე ეხა მე რაღაცას გეტყვი და შენ მშვიდად მიიღებ კარგი ? - კითხა და თითებით ლოყაზე მიეფერა.
- რა იყო ცოლი მოგყავს ? - ნერვიულად გაიცინა უმცროსმა ავალიანმა და ფანჯარაში გაიხედა.
- აა მაგაზე ანერვიულდებოდი ? - ირონიულად გაუღიმა და წეღანდელი " მშვიდად მიიღე" გაახსენა.
- ოო - ხელი აიქნია მარიამმა და მაშინვე მოდუნდა , როცა ტუჩები იგრძნო მის თლილ თითებზე. - რა ხდება ? - მისკენ მიბრუნდა და ჩუმი ხმით ჰკითხა.
- აკო ...
- აკო ? - თვალები დაჭყიტა მარიამმა.
- მაცდი ? - დაბღვერილმა მომუშტა ხელი.
- უიმეე - ხელი აიქნია და ტუჩები აიბზუა.
- აკო ცოცხალია - როგორც კი მისი სახის ცვლილება და თვალების დასველება შეამჩნია მაშინვე მისი სახელი მოიქცია ხელებში - გთხოვ დამშვიდდი , ახლა ძლიერი ჭირდები მეგის !
- როგორ თუ ცოოცხალია ? - თავი უკან გაწია და ხელი ხელზე მოუჭირა.
- არ ვიცი , ივამ დამირეკა , მეგისთან ერთად იქ არიან , მისამართი მომწერა და იქ უნდა მივიდეთ და მიგიყვანო.
- დროზე მერე წავიდეთ - ღვედს მოუჭირა თითები და გაიღიმა - ეღირსა ჩემს დას ბედნიერება !




^^^


ოთახში მე და ივა შევედით და დავინახეთ როგორ ყავდა მიხუტებული მოსლუკუნე მეგი აკოს სხეულზე.
ცრემლები წამსკდა და ჩემს ქმარს მკერდზე მივეხუტე.
მისი ხელები ვიგრძენი ზურგზე და ინსტიქტურად მოვხვიე კისერზე მაგრად ჩემი ხელებიც.
- ახლა შენც , რომ ტირილი დაიწყო გავაფრენ ! - აკომ გაიცინა და შეყვაებული "გადაფარჩხულ" ფეხებზე უკეთესად მოიქცია - თითქოს შენ , რომ მეხები ფეხებზე მაშინ ვგრძნობ , რომ ჯერ კიდევ მაქვს ორი " სიგრძე " ...
- მართლა ? - მეგი გაიბადრა და შეყვარებულს ცხივრზე აკოსა.
- ხო - თავი დაუქნია და შუბლზე აკოცა .
- აკო , მგონი დროა მკურნალობაზე თანხმობა განაცხადო , თუ არადა მეგი განგაცხადებინებს , არა მულო ? - წარბები აათამაშა კობიაშვილმა.
- ლიზა ! - თვალები უბრიალა აკომ და გაიღიმა.
- ლიზა კი არა ხვალ ექიმთან წავალთ ! -ხმის ამოღებაც არ აცადა აკოს . - მე . რომ ვიყო შენს ადგილას დღესვე წამიყვანდი ! - ტუჩებზე ააფარა თითი და გააჩუმა .
აკოს გაეღიმა , მერე გაბრაზდა.
- შენ არ იქნები ჩემს დღეში ! - მაგრად ჩაიხუტა გოგონა.- როგორც კი აქედან ავდგები , მაშინვე იმ არაკაცს ჩავაგდებ ამ ადგილას სამუდამოდ !
- აკო ! - თავი წამოწია ლიზამ და მეგიზე ანიშნა თავით .
- შენ არ ინერვიულე ფერია , იმას შეენნაირი ძვირფასი ვერავინ ეყოლება - გაიცინა და ცხვირზე წამოკრა კბილი.
- მხეცო ! - ცხვირი "გაამაცმაცუნა" და ისევ ისე აკისკდა როგორც 10 წლის წინ.
- რაიო? - ოთახში ჯლიგინით შემოვიდა მარიამი და "სიძის" დანახვის თანავე მისკენ გაიქცა და მაგრად ჩაეხუტა "მეგის" და აკოს .
- ეს როგორ გაიზარდა ტოო , შენი ცხივირის ხელა მახსოვხარ - პატარა ცხვირზე ორი თითი ისე მოუჭირა როგორც ადრე იცოდა , როცა მეგის გაყავდა სასეირნოდ უმცროსი და , აკოსთან ერთად.
- ახლა მოგისიყვარულებ და მერე ისევ ისე ამოგარტყავ პანჩურს , როგორც ვიცოდი ჩემი ცხვირის ხელა , რომ ვიყავი - გაკრეჭილმა და დაბღვერილმა წაავლო თმაზე ხელი აკოს და , რომ მიხვდა მოკლეზე ჰქონდა გადაპარსული გაუშვა -აუ სიძე რავა მომენატრე იცი ? - გაიკრიჭა და ისე ებრდღვნა კინაღამ მეგიანა და ეტლიანა გადაუშვა ინერციით უკან.
- მეც მომენატრე ცოლის და - გაიკრიჭა და ივას შეხედა.
"ბატონიც" მივიდა და მონატრებულს მოესიყვარულა.
დავინაზე სანდო , როგორ აკერო უკნიდან მარიამს და კისერში აკოცა ბედნიერს , როცა თვითონაც მოისიყვარულა მონატრებული ძმაკაცი.
- ფერია , გული გაგისკდება ამდენი ემოციისგან - ეშმაკური ღიმილით გაუმახვილა ყურადღება ჩემი ქმრის დას პულსაციაზე.
მარიამმა დაბღვერილმა ახედა და სიცილი წამსკდა.
- არც შენ გელის კარგი დღე - ნიშნისმოგებით აუწკიპა წარბები და კისერზე ჩამოეკიდა.
- სანდროს უყურე რაა - აფხუკუნდა აკო და იმდენი იცინა მეგი იძულებული გახდა წამომდგარიყო და ისე ეკისკისა.



^^^



ივას სახლში შესულები "ჩვენს ჩვენს" ოთახებში გადავნაწილდით და ცოტახნით განმარტოება გადავწყვიტეთ.
ბარგი ამოვალაგე და ცარიელი ჩემოდნები გარდერობის ერთ მხარეს შევაწყვე.
დაღლილმა ვიბანავე და სპორტული შორტი , სპორტული ზედა და ჩუსტები ჩავიცვი.
თმა კოსად ავიწიე და სამზარეულოში ჩავედი , ნანას გავუღიმე და წინ დავუჯექი.
- როგორ ხარ შვილო ? - მკითხა თბილი ღიმილით.
- კარგად , თქვენ როგორ ხართ ? - ვკითხე და თითები ერთმანეთში ავხლართე.
- აბა ახლა ! თქვენ არა ის კიდე ! - გაიცინა და ხელი აიქნია .
- მე ... თქვენობით ვარ მიჩვეული - მხრები ავიჩეჩე და აწილთებულმა ჩავხარე თავი.
- ძალიან მეწყინება იცოდე ! - თითი დამიქნია და ამ დროს შემოვიდა ივაც სამზარეულოში.- თავიდან გამიკვირდა , რა ნიძლავითქო და ესეც გავლანძღე- გაოგნეულმა ახვედე ამ სიტყვების გაგოგენის თანავე ნანას და ერთიანად მოვეშვი . - მაგრამ ახლა , რომ ვაკვირდები ასეთი ანგელოზივით ბავშვი ამას რანაირად გაუძლებდი შენ ? - გაიცინა და წინსაფარი აიკრა სხუელზე.
- ნანა ჩვენიანია - გამიღიმა ქმარმა და წითელი ვაშლი პირისკენ გაიქანა.
- რამეში ხომ არ მოგეხმაროთ ? - ვკითხე და ფეხზე წამოვდექი.
- არა შვილო , არ დაიღალო შენ !
- არა რა დაღლა , მე ისედაც არ მაქვს ისეთი სამსახური , რომლის დროსაც ყოველწამს გარეთ მიწევს გასვლა , ამიტომ მინდა თავისუფალ დროს თქვენც ... კი არადა შენს დაგეხმარო - თქმა კი გამიჭირდა მაგრამ რა მექნა?
- კარგი , მაშინ რა გავაკეთოთ ?
- არაფერი მაგან არ იცის - ხელი აიქნია ავალიანმა და უდარდელად წამოდგა ფეხზე.
- რა იცი , რომ არ ვიცი ? - გაბრაზებულმა დავიჭირე ხელში დანა და ავათამაშე.
- აა , პრინციპში ერთი რაღაც მართლა გემრიელი გამოდის - ტუჩები გაილოკა და მშვიდი ნაბიჯები გავიდა სამზარეულოდან.
დანა ხელში დავიჭირე და სროლის იმიტაცია გავაკეთე.
- თავხედო ! - მივაძახე და აწითლებული მივუნრუნდი ნანას.
ქალი თავისთვის ფხუკუნებდა და აქეთ იქით დაბზრიალებდა.
- მოდი დავუმტკიცოთ , რომ შენ სხვა რაღაცეების გემრიელი გამოგდის - სერიოზული სახის შენარცუნება სცადა ქალმა და მის ნათქვამზე ჩამეღიმა , მაგრამ მაინც ავწითლდი ისევ უფრო.
- მე ...
- რისი გაკეთება იცი ? - გამაწყვეტინა და გამიღიმა.
- სიმართლე გითხრათ , კართოფილის შეწვის გარდა არაფერი ვიცი , ნუ კვერცხის და მსგავსი წვრილამანების კი - ჩუმად ვუთხარი საიდანმე ივა არ გამოხტესთქო.
- ძალიან კარგი ეგეც , რომ იცი უკვე კარგია , მოდი დღეს გასწავლი როგორ უნდა გავაკეთოთ ... - ჩაფიქრდა და გაბადრულმა შემომხედა - ივას საყვარელი კერძი ... ხინკალი! - ტაში შემოჰკრა და სახე ამელეწა.
- ხინკალი ? - თვალები გავაფართოვე .
- ხო , პიცაც გავაკეთოთ და მერე ცეზარი ... გავაოცოთ - თვალი ჩამიკრა და ღიმილი მომედო სახეზე.
- გავაოცოთ ! - ეშმაკურად ჩავიხითხითე და ხელები ერთმანეთს გავუხახუნე.
სწრაფად გადავიბანე ხელები , გავიმშრალე და საქმეს შევუდექი.
ავალიანი კაბინეტში იჯდა და საქმეებს აგვარებდა კომპიუტერით კომპანიისთვის.
მანამდე მე ნანა მთელი მოდნომებით და "მოთმინებით" მასწავლიდა და მიხსნიდა რა როგორ უნდა გამეკეთებინა.
გაოგნებული მიყურებდა მეორე ახნის შემდეგ , რომ ვაკეთებდი ყველაფერს ასე კარგად და სწორად.
არ ვიცი გაკეთება , მაგრამ ნიჭიერი ვარ ვერ დამიკარგავთ!
- ოქროს ხელები გაქვს შვილო ! - შემოსძახა და ყველაფერი , რომ გასინჯა სუფრაც მე გამაშლევინა.

ავალიანმა , რომ გაიგო ნანასგან " ოქროს ხელები აქვს გასინჯეო "
ჯერ სახე დამანჭა , შემდეგ დაჯდა და თანმიმვდერობით ყველაფერი გასინჯა.
ყბა გააქნია და ჩანგალი თეფშზე დადო.
- ვერ დაგიკარგავ , გემრიელი ხელები გაქვს და ... - გაგრძელებას აპირებდა ნანამ , რომ შეჰკივლა.
- მე გავალ ჯერ! - ავალინმა ხარხარით გააყოლა თვალი მომვლელს და ფეხზე მდგომი , ხელის მსუბუქი მოძრაობით ჩამიჯინა კალთაში.
- რას აკეთებ - გაოგნებულს სიტყვის თქმა არ დამცალდა ისე ვიგრძენი , ნაცნობი ტუჩები ჩემზე და ხელები კისერზე შემოვხვიე.
კოცნაში ავყევი და მისი ხელები თეძოებზე , რომ ვიგრძენი და ფეხებზე სული განვუტევე.
- უნდა ვაღიაორო ეს უფრო გემრიელი გამოგდის - გამიღიმა და ცხვირზე მაკოცა.

ფეხზე წამოხვტი და ბღვერით შევხედე ჩემს ქმარს.
პიცა ყბაში გავიქანე და კუნტრუშით წავედი კიბისკენ.
- მე ეს უფრო მეგემრიელება ! - ვუთხარი და კიბეებზე "ავიქეცი".



^^^



ღამით მოსვენება მქონდა დაკარგული.
ისე ვიყავი მასთან ძილს შეჩვეული მიჭირდა მორფეოსთნ სტუმრობა.
თვალებდაჭყეტილი ვუყურებდი თეთრ ჭერს და თითებს ერთმანეთში ვხლართავდი.
საწოლზე წამოვჯექი და ჩემს თავზე დავფიქრდი.
იყოს რაც არის , მინდა და გავაკეთებ !
მტკიცე ხმით ვთქვი და საცვლების ამარა წამოვდექი საწოლიდან.
ის ის იყო ფეხზე ამდგარი ვაპირებდი პენუარის ჩაცმას შუქი აინთქო და კარში ჩემი ქმარი შემოვიდა.
კარი მიკეტა და ღიმილით მომაჩერდა , ხელები სწრაფად ავიფარე მკერდზე და თვალებდაქაცული მივაშტერდი ქმარს.
- აქ რა გინდა ? ვკითხე და პენუარი უკან შებრუნებულმა უცებ გადავიცვი.
- ვერ დავიძინე , მესმოდა გვერდითა ოთახიდან როგორ შფოთავდი და დასახედად გამოვედი . - თავი იმართლა და მკაცრი სახით დამიდგა წინ . - სად მიდიოდი ? -მკითხა და ჩემსკენ წამოვიდა.
- შენთან ... - ხმადაბლა ამოვიჩურჩულე და ადგილიდან ვერ დავიძარი.
- ჩემთან ? - მომიახლოვდა და ცალი ხელი წელში შემიცურა.
- ხო ... - ჩახშული ხმით ამოვილუღლუღე და სახე გვერდით მივატრიალე.
- და რა გინდოდა ჩემთან ? - მკითხა და სახე მისკენ მიმაბრუნებინა.
- ვერ დავიძინე , მინდოდა მეთხოვა , რომ ... შენთან ...
- დაგეძინა ? - დაამთავრა ჩემი სათქმელი და ჩემს საწოლში ჩემიანად ჩაწვა.
უპასუხოდ დავტოვე მისი კითხვა და მასზე მოქცეულმა მკერდზე დავადე თავი.
უდარდელად გავიტრუნე და ტუჩები მის მკერდზე ავამაცმაცუნე.
ხელები მაგრად მომხვია და ბალიშზე თავი კარგად დადო.
ცხვირი მის კისერში ჩავმალე და ჩემი გულის ცემას დავუგდე ყური.
- მერე რა იქნება ? მერე რა მოხდება ? მერე როგორ დავიძინებ ? - მეგონა ძილში წასული ჩემთვის ვლუღლუღებდი მაგრამ შევმცდარვარ.
- მერეც ასე დაიძინებ , ჩემზე , ჩემთან ერთად , ჩემს სუნთქვასთან ერთად ... - ლაპარაკობდა და თან თმაზე მკოცნიდა ჩემი ქმარი.
უნებურად მიმებნიდა გონების ყველა კუნჭული და გული მშვიდად ამუშავდა.
ამაღელვებლად და მშვიდად.
ასე შეუძლებლად , ასე არარეალურად.
ასე ლამაზად , ასე "სიყვარულურად" .


^^^



მაგიდასთან ვისხედით ყველა , მე , ივა , მარიამი , სანდრო , მეგი . აკო , დათა , ნინა , ზურა და ანა ...
აკო მკურნალობდა და თანდათან მგრძნობელობას იბრუნებდა ფეხებში.
თავიდანვე , რომ ეზრუნა ამაზე , მალევე გაივლიდა მაგრამ გაუბედურებულმა ყველაფერი დაივიწყა.
მეგი გვერდში ედგა , ყველაფერში ეხმარებოდა.
რა თქმა უნდა სანათესაოში ყველამ იცოდა აკოს კარგად ყოფნა , ამიტომ არავის გაკვირვებია ეს "ახალი ამბავი"...
იმდღევანდელი დაცინვა " ამან არაფრის კეთება იცის" ივასგან არ მქონდა დავიწყებული.
ამიტომ , როგორც კი მობილურზე სალაპრაკოთ აივანზე გავიდა , მისგან დაუნახავად და ყელას შესამჩნევად პიცაზე ძალიან ბევრი წიწაკა მოვუყარე.
კმაყოფილმა ავათამაშე წარბები და ბავშვებს ამაზე ყურადღების გამახვილებაც "ავუკრძალე".
იქ შემოსულმა აკომ ჩემს მხარეს გაიარა და ჩემს ჩანგალს ხელი შემთხვევით გაჰკრა.
ჩემმა დაქალმა სიცილით ამიწია ცერა თითი და ისევ ვერ შევიკავე ნინას სახეზე სიცილი .
- ბოდიში , ახალს მოგიტან ... - დაიხარა და ჩანგალი აიღო.
- არა ! დაჯექი და მე მოვიტან ! - ჩანგალი გამოვართვი და სამზარეულოში შევედი , ახალი ჩანგალი ავიღე და ჩემს ადგილას დავბრუნდი.
ღიმილით შევხედე ივას , რომელმაც პიცას ერთი შეხედა და მერე მე გამომხედა.
მის დასანახად ავიღე ნაჭერი და გემრიელად მოვკბიჩე.
პირში ისეთი სიმწარე ვიგრძენი სახეზე წამოვწითლდი.
სახეზე უნიჭროდ გავიკრიჭე და მტრულად გადავხედე ქმარს.
მან მხრები აიჩეჩა და პიცა თეფშიდან აიღო , პირთან მიიტანა და ნეტაეს ჩაკბიჩა.
შევატყვე სახე როგორ შეეცვალა და ფხუკუნი ამიტყდა.
ფეხზე წამოვხტი და ოთახში გავიქეცი.
სწრაფად დალია ავალიანმა წყალი და მე გამომეკიდა.
ბავშვები სილისგან კვდებოდნენ მე კი სად მეცალა მათთვის.
ოთახში შევვარდი და ოთახის კარი უნდა დამეკეტა მთელი ძალით , რომ შემოაღო ავალიანმა და საკეტი გადაატრიალა.
ქვემოდან ხმები გვესმოდა , "ჩვენ წავედით გვრიტებო" და მალე სახლში სიჩუმე ჩამოწვა.
მთელი ძალით მიმაჯახა კარს და ტუჩებ "წიწაკისგან" აწითლებული დამეტაკა ბაგეებზე.
მეც მქონდა "წიწაკისგან" აწითლებული ტუჩები და ვანეიტრალებდით ერთამენთს.
თავი გადავაქნია აქეთ იქით და კოცნაში ავყევი , კისერზე ხელები შემოვხვიე და ყოველგვარი სიტყვის (მეე...) ( ასე არ შეიძლება) და (სირცხვილის) გარეშე მივყევი ბოლომდე ჩემს ქმარს.
ხო... სიამოვნებამ დამაბრმავა მაგრამ მისი ხეები ჩემს სხეულზე მაბრმავებდა , მაყრუებდა და ცხნობიერებას მინადგურებდა.
ყვლაზე მეტად მინდოდა მასთან ყოფნა და მისი საფუძვლიანად , მთლიანად შეგრძნობა.
ამიტომ "ავკუნჩხულდით" ორივე .
- როგორ იქნა ! - ამოიგმინა და შიშველ სხეულზე ამეწება - როგორ იქნა ჩემი ხარ ! - თმაზე მაკოცა და მეც დაბნეულმა მკერდზე თავი მივადე.
მერე აღარაფერი მახოვს გარდა ერთისა.
მთელი ღამე , მხოლოდ მის სუნთქვას ვითვლიდი და თითოეულ მის შეხებას.



^^^



- დაწყვიტავენ ისინი ერთმანეთს ... - სიცილით აიქნია ხელები მარიამმა და სანდროს სხარტი მოძრაობის შედეგად სხეულზე აეკრა.
- ჩვენ როდის უნდა დავწყვიტოთ ერთმანეთი ? - ჰკითხა და გაოგნებულს ცხვირზე აკოცა.
- რა ... ? - ხმა ძლივს ამოიღო დაბნეულმა მარიამმა და იგრძნო ეს მათი ურთიეთობის "პიკის" საწყისი წერტლი იყო.
- მარიამ ! ვერ ვიტან თავს , რომ ისულელებ ! - მაგრად ჩაიხუტა გოგონა და მის თმას ტუჩები მიაწება.
უმცროსმა ავალიანმა გატრუნულმა მიადო თავი მკერდზე და ღრმად შეისუნთქა საყვარელი სურნელი.
- მე ... - თავი ასწია და ხელებით საყვარელი მამაკაცის სახეს მიეფერა.
- ვიცი , ვიცი გიჭირს მაგრამ ... მაგრამ ხომ გესმის ? გესმის სულიერად , თვალებით , გრძნობებით , ხომ გესმის ჩემი ? ხომ ხარ ჩემი ნაწილი ? უბრალოდ შენ , რომ იცი ისე ჩამეხუტე , მე ყველაფერს მივხვდები ჩემო ფერია , არ გინდა სიტყვები , უბრალოდ მაგრძნობინე ! - შუბლზე მიაწება საყვარელ სხეულს ტუჩები და ჰაერში ააფრიალა.
მარიამმა მთელი ძალით მოხვია ხელები საყვარელ მამაკაცს და გუულ აჩქარებულმა მიწება ტუჩები სანატრელ ბაგეებს.
"ამათაც ეშველა" რაღა გვიჭირს.



^^^



ახალგაღვიძებულს საწოლში , რომ არ დამხვდა ავალიანი თვალები მოვიფშვნიტე და მუცელზე ხელი მივიდე.
ყრუ ტკივილი ვიგრძენი და ოთხად მოკუნტულმა ბალიშს მივაყდენი მთელი ზურგი.
სადაც იყო ტკივილისგან ცრემლები წამომივიდოდა.
მინდოდა ავმდგარიყავი და შხაპი მიმეღო , იმდენად დიდი იყო განცდილი სიამოვნება , ძალა მომეცა მთელს სხეულში და სააბაზანომდე მივაღწეი , პირსახოცი ავიღე და შიგნით შევიკეტე.
შხაპი მივიღე და ისევ ოთახში გავედი.
ზეწარი ავიღე და პარში შეფუთული მივდე იქვე.
საწოლზე ახალი ზეწარი გავფინე და მივწექი ...
ტკვილმა გადამიარა და მხოლდო ახლა დავფიქრდი ავალიანის საქციელზე.
მოწყენილმა , ყველა ფიქრისგან ხელებ აქნეულმა მივდე ბალიშზე თავი და საღამომდე გათიშულმა დავიძინე.
- ადექი ! - ოთახსი მეგი , ნინა . ანა (ზურას ცოლი ) მარიამი შემოვარდნენ.
- რა ხდება ? - თვალები მოვიფშვნიტე და მხოლოდ ახლა მივხვდი , რომ შიშვლეს ჩამძინებია , კიდევ კარგი ზემოდან მაინც მეფარა.
- ახალი ამბავი არ გაინტერესებს ? - გამეკრიჭა მარიამი.
- არ არსებობს ! - ვთქვი და წამოვჯექი - გეშველათ ? - გავიცინე და თმა გავიშალე.
- კი - გაბადრულმა თავი დამიქნია და თვალი მეგისკენ გააპარა , რომელიც თავს დასტრიალებდა შავ პარკს , რომლიდანაც ნათლად ჩანდა თეთრი ზეწარი.
- შენ რა ... თქვენ რა ... გუშინ ? - ენა აება ჩემს მულს და მხოლოდ მაშინ მოვედი დაბნეული და ლოყებაწითლებული გონს , როცა ყველა თავს დამტრიალებდა გახარებული .
- ადე!!! - ამაგდეს ოთხ ხმაში და ძალით ჩამაცვეს კაბა.
შავი შიფონის ნაჭრის , თხელი ფაატინა და გამჭირვალე ტოპი.
ასევე ამავე ფერისა და ნაჭრის გრძელი , გაშლილი და დავარდნილი კაბა , რომელიც მენჯებიდან იწყებოდა და გამჭივალე იყო.
გვერდით ფეხთან ჩაჭრილი იყო მთელს სხეულზე ასევე მენჯიდან.
ეს ყველაფერი ანამ ჩამაცვა , თმა მარიამმა ამიწია კოსად , ფეხზე გაბერილმა ნინამ მომარგო დაბალი შავი ბალეტკები .
მაკიაჟი მეგიმ გამიკეთა და გაოცებული მხოლოდ მაშინ მოვედი გონს , როცა კითხვა "რა ხდებამ" შემაწუხა.
არაფერს მპასუხობდნენ.
საჭესთან ზურა იჯდა , რესტორანთან მიმიყვანა და თვითონ სადღაც გაქრა.
მხოლოდ მაშინ მოვედი გონს ნაცნობი სილუეტის წინ , რომ დამაჯინეს რესტორანში...
საყვარელ მამაკაცს გაშტერებული ვუყურებდი და ვცდილობდი საღი აზრი აღმედგინა .
ვატყობდი რაღაცის თქმას აპირებდა ღიმილით ვუყურებდი.
იმაზეც კი "მეღადავებოდა" , ნინამ დამირეკა და მითხრა დასვრილი ზეწრის წამოღება და გადაგდება დაგვავიწყდაო.
ის ხარხარებდა მე გაწითლებული ვიჯექი ადგილზე.
- ივა გეტოს ჩემი აწითლება ! - ვუთხარი და ჩანგლით საჭმელს დავეჯაჯგურე.
- ეგ ნინას უთხარი -უფრო ახარხარდა და ღიმილი მომედო სახეზე.
ხელი ჩამკიდა და მანქანაში ჩამსვა.
- სად მივდივართ ? - ვკიტხე და ღვედი გავიკეთე.
- მალე ნახავ ლიზაზუ - ლოყაზე მაკოცა და მანქანა დაძრა.
უსიტყვოდ გავყევი , მე ხომ მას ვენდობოდი ...
მტკვრის სანაპიროსთან გაჩერდა.
თვითონ გადავიდა მე კი მითხრა ორ წუთში გადმოდიო.
უცნაურად მომეჩვენა ეს ყველაფერი , ხიდისკენ დავიძერი , როცა ღვედი შევიხსენი და კარი გამოვაღე , დავხურე , თვალები გამიფართოვდა , როცა ხიდისკენ დაძრულს რაღაც ნაცნობი სიტყვები მომხვდა უცნობი ხმებით .


- მას შენ უყვარხარ !

- მას შენ უყვარხარ !

- მას შენ უყვარხარ !

- მას შენ უყვარხარ !

- მას შენ უყვარხარ !

- მას შენ უყვარხარ !

- მას შენ უყვარხარ !

- მას შენ უყვარხარ !


ხიდის შუაში გავჩერდი და ავალიანს მოვკარი თვალი , რომელიც დაჩოქილი იგივე სიტყვებს მეუბნებოდა , ნაცნობს და თითქოს "ჩემივე შეთხზულს" მთელი ემოციებით და გრძნობებით .
ახალს , მის ემოციებს , მის გრძნობებს , მის სიტყვებს , მის სუნთქვასაც კი ვგრძნობდი.
წითელი ბარხატის ყუთი ამოიღო და უნებურად თითზე დავიხედე , ქორწინების ბეჭედი , კალიცო მეკეთა , მისი ბებიის დატებული არა !
ყუთი გახსნა და ბებიამისის ნაქონი/დატოვებული "ჩემი" ! ბეჭედი იქ დავინახე.
თვალებიდან ცრემლები წამსკდა როგორც კი ჩემს თითს მოარგო ნაცნობი ბეჭედი და ბაგეებში ღიმილი გამეპარა.
მტკვარს , ნაცნობი ... ყველაფრის სურნელი , ჰაერს კი სისუფთავის ... სიყვარულის ...და ავალიანის სურნელი მოჰქონდა ჩემთვის.
დავინახე როგორ ემატებოდნენ ადამიანები "გადაღების მსურველებს" და უნებურად მიტივტივდებოდა ყველა ჩემი ნათქვამი სიტყყვა , "როგორ მთხოვა ხელი ივა ავალიანმა" ...
ცრემლები წამსკდა და მის დასმულ კითხვას პასუხი ძლივს გავეცი .
- თანახმა ხარ გამომყვე ცოლად ?
- თანახმა ვარ !
მერე იყო ჰაერში აფრიალება და ოცნების სურნელის შეგრძნება.
რაც ბედნიერებასთან და სიყვარულთან ასოცირდებოდა ... ყველაფრის სურნელი ასდიოდა ჩემს ... დიახ ! არ მოგესმათ , უკვე დიდი ხნის წინათ დაჩემებულ ივა ავალიანს ...

იმდენად მინდოდა თქვენი გახარება , და 12 ის მერე ისევ დადება კანიდან ამოვძვერი .
იმედია მოგეწონებათ ...
ძალიან მიყვარხართ და მიხარია ასე , რომ მოგწონთ .
არ იფიქროთ , რომ ასეთი განვითარების შემდეგ მათ წყვილს ამ ისტორიიდან გავაქრობ , მთავარ როლში ისევ ამათ დავტოვებ , მაგრამ მეგის და აკოს ურთიერთობის განვითარებასაც გაჩვენებთ ...
ერთ ორ თავში დავასრულებ.
მიყვარხართ და ველდოები თქვენს აზრებს !


[/center]
ქალბატონი ვეტერინარი - 7
ქალბატონი ვეტერინარი - 7



მგონი პირველი ვარრრრ <3 ძააან მომეწონა ბათ მგონი პატარა თავი იყო :/ მინდა რო მალე ვმახო გაბერილი ლიზაზუ *--*

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

სუპერ გოგო ხარ რა გითხრა სხვა არ ვიცი ყველა მომწონს და მაგიჟებს და რა გავაკეთოოო wink

 


№3  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ძააან მაგარიიი იყოო ყოჩააღ ... მალეე დადეე შემდეგიი

 


№4  offline წევრი ninaa --

dzaliiaan dzaaliaan magari iyoo

 


№5 სტუმარი darina

Ise momewona es tavi gamabedniera amatma ambavma, dzalian sayvareli wyvilia, sul dadebiti emocuebit mmuxtaven tavisi qcevebit.

 


№6  offline მოდერი bibo

Vaime saswauli iyo momewona romelia ux ai martla saswauli ki ara ra xar ver vxdebi yvelaperi ertnairad gaq ai magijeb saocreba xar :*

 


№7  offline წევრი dadeshqeliani

ვაიმე ჩემო ტკბილო,ვგიჟდები ამ ისტორიაზე,ვგიჟდები ამ წყვილზე,გთხოვ რა მალე არ დაასრულო wink

 


№8 სტუმარი ნინო კ.დ.

იი რა კარგი იყო ^_^ მალე დადე რაა მომეწონა ეს თავი

 


№9  offline წევრი Diosa Dela Tristeza

Ra tkbili tavi iyoo grdznobebit avivsee vgijdebi ivaze da lizazuze me ❤gamixarda megis da akos ambavi velodebi shemdeg tavs didi siyvarulit❤

 


№10 სტუმარი Xatia

Umagresi adamiqni xar. Umagresad momewona. Dzalian gamexarda rom maleve dade.

 


№11  offline წევრი kora

უზომედ მომეწონა ეს ისტორია love თბილი და ემოციურია love არ ვიცი რატომ, მაგრამ აქამდე არ ვკითხულობდი და თურმეეეე ბევრიც დამიკარგავს smile დღეს თავისუფალი დრო როგორც კი გამომიჩნდა კითხვა დავიწყე და ისე ჩამითრია ვერ მოვწყდი სანამ ბოლომდე არ ჩავამთავრე love ღიმილი არ მშორდებოდა სახიდან იმდენად ამავსო სითბოთი, თან ეს ნიძლავის თემა ისეთი მაგარი იყო, რო შეუძლებელია ხასიათზე არ დაგაყენოს, მერე მოგონილი ხელის თხოვნა და უკვე ბოლოში ცხადად ქცევა, ნუ მეგი და აკო ცალკე თემაა, ბედნიერებისგან ამეტირა იმდენად გამიხარდა, რომ ისევ დაუბრუნდათ ცხოვრების აზრი, სანდრო და მარი ძალიან მომწონს... ნუ მოკლეედ, მთლიანობაში შემიყვარდა ეს ისტორია love ძალიან მაგარი ხარ love
--------------------
kira.G

 


№12  offline წევრი keta♥

აუ, ეს რა იყო? love love
არ ვიცი ამას რა დავარქვა, მგონი ასობით სრული ისტორია და ათასობით თავი წამიკითხავს ამ საიტზე, მაგრამ მხოლოდ რამდენიმეს დასრულებისას გამჩენია იმის განცდა, რომ ესეთი ურთიერთობა მინდოდა. ერთ-ერთია ეს:)
არ გიცნობ, მაგრამ ამ ყველაფრიდან გამომდინარე ზუსტად ვხვდები რა სიტკბო გოგო იქნები ცხოვრებაში. უხხხ!

PS: ნუ, ერთადერთი რაც ცოტა მეხამუშა იყო აკოსთან მარიამის შეხვედრის სცენა.. არარეალურია ადამიანი 10 წლით გაუჩინარდეს ეგოისტური მიზეზით, მოკლედ, ერთგვარად ცხოვრება დაუნგრიოს შენს დას და შენ ასე მარტივად მიიღო. მეგის არც გამკვირვებია, აკო ხო ერთადერთი იყო, ვინც/რაც მას რეალურად უნდოდა.. შესაბამისად, მეტ-ნაკლებად ადეკვატური რეაქცია ჰქონდა, მაგრამ აი მარიამი...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent