შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი მეუღლე (თავი 1)


15-01-2016, 20:04
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 4 937

ყველაზე მიმზიდველი და ყველაზე სასურველი ის მამაკაცია,რომელსაც უყვარხარ,რომელსაც შენთან უნდა და სხვისკენ არ იხედება,რომელსაც მუდამ შენი სურნელის შეგრძნება სურს,რომელიც მუდამ შენს თმას სუნავს და არა სხვისას,რომელსაც შენი წასმული აცეტონიანი ბამბის სურნელიც კი უყვარს...ეს საოცარი გრძნობაა,მაგრამ არა ამქვეყნიური...
სიყვარულის ადრე მჯეროდა,მაგრამ ახლა მოვეშვი,თითქოს დავკარგე რაღაც მამომძრავებელი უნარი,თითქოს შორს მივდივარ,ვტოპავ ზღვაში,მაგრამ მაინც ვერაფერს ვგრძნობ.
დღესაც ჩვეულებრივი დღე მქონდა,სამსახურის მერე,სახლში მოვედი..ჩემი ოროთახიანი სახლი მუსიკით დავაყრუე,მე ხომ არ მიყვარს მარტოსულობა,დიახ,არ მიყვარს და მეტიც მძულს ის,მეზიზღება..
მუდამ ენერგიული და დაუმორჩილებელი ვიყავი,მუდამ მიყვარდა თავგადასავლები,მუდამ მიყვარდა ადრენალინი,მაგრამ ეს ბოლო დროა ჩავკვდი..თითქოს საკუთარ ნაჭუჭში დავიკაგე და მზის სინათლეზე ვეღარ გამოვდივარ..
ცხოვრება ერთი შეხედვით ლამაზია,მაგრამ მარტო ძალიან მოსაწყენი ხდება...
ერთადერთი რაც დღეს ძალას მაძლევს,ჩემი დაქალია,რომელიც ამერიკიდან დღეს ჩამოდის..რამდენიმე თვის წინ თავად მივიყვანე აეროპორტთან,თავად დავარიგე,რომ კარგად უნდა ყოფილიყო,მაგრამ ახლა ისე მენატრება,რომ მე და მონატრების ბუშტი ლამისაა ნოსტალგიისგან გავშკდეთ.
ვიჯექი და საათებს ვითვლიდი,თან ლეპტოპში ვიცქირებოდი და ველოდებოდი რაღაცას..არ ვიცი რას,ასე მჩვევია ხოლმე,ვზივა რდა სოციალურ ქსელს ვუყურებ.არ ვიცი რატომ,მაგრამ ასეა.დამოკიდებული ადამიანი არ ვარ,მაგრამ რაღაცები მაინც მიბიძგებენ ამისკენ.ეს არცაა გასაკვირი,ცხოვრება ხომ ასეთი უცნაურია.
ყელი საშინლად მიშტერებოდა,ამიტომ წითელი ღვინო მოვსვი..ალბათ,ეს საშინელი ჩვევაა,მაგრამ მაინც ჩემი ჩვევაა..ადამიანს საკუთარი ხომ ყოველთის უყვარს...ჩემი ადამიანი,ჩემი სასმელი,ჩემი საწოლი და ჩემი...ჩემი მამაკაცი..არა,ეს უკანასკენლი წინა საუკუნეში დარჩა,მგონი..

-ეს შენ ხარ..არ მჯერა,მარია..ეს შენ ხარ..-ხელები გავშალე და დაქალი გულში ძლიერად ჩავიკარი..მივხვდი თუ როგორ მკლებია ამ ხნის მანძილზე მისი სითბო,მისი გადმომდები ენერგია...ნუთუ ასეთი სიხარულის მუხტები არის სხვაგან..
-მეც,ძალიან...იცი,ვიღაც მინდა გაგაცნო..-ანერვიულებული მომეჩვენა მარია.
-ჰო,ვინაა?-თვალები დავქაჩე..ძალიან მაინტერესებდა რას აპირებდა მარია.
-გოგო,შენ რომ გიყვებოდი.
-აქ ჩამოიყვანე?-წარბები მაღლა ავსწიე..გამახსენდა იმ არაჩვეულებრივი მამაკაცის ამბავი,რომელსაც მიყვებოდა მარია.
-ჰო,გოგო...მოულოდნელადგადაწყვიტა.
-გელი..-დავლანდე გარემო.
-გამარჯობა..-გამოჩნდა მამაკაცი...დავიბენი..მისი დამტვრეული აქცენტი მომხვდა ყურში.
-ჰეი..-გადავიხარხარე და მას გავხედე.ძალიან მიმზიდველი და ჩამთრევი იყო,მარტო მისი თვალები დააბნევდა კაცს.
-რას იტყვი?-თამამად მკითხა მარიამ..იცოდა,რომ მის ბიჭს ქართული არ ესმოდა.
-პერფექტ..-თვალი ჩავუკარი დაქალს და შემდეგ მის ბიჭს გავხედე.
-მადლობ...მე ჯორჯი მქვია..
-ქართულად გიორგი..-მეტი ვერაფერი მოვიფიქრე.
-მოდი,აქედან წავიდეთ რა..-წაიწუწუნა მარიამ.
-მართლა..წავედით..-მის გორგოლაჭიან ჩემოდანს ხელი მოვკიდე,უნდა წამეგორებინა,მაგრამ ჯორჯმა არ დამითმო..მისი თბილი ხელი ხელზე ვიგრძენი,ნაზი მოძრაობით გამაშვებინა ხელი ჩემოდნის სახელურისთვის.
-კარგი..-გადავხედე მარიას და შემდეგ ხელკავი გავუყარე.

-დედას მოენატრებოდი..-გავუღიმე მარიას,რომელიც თავის ბინაში იჯდა და რაღაცაზე ფიქრობდა.
-ჰო,მარა..
-რა მარა? არ უნდა ნახო..-გაკვირვება ვერ დავამლე.ამ დროს ჯორჯიც შემოვიდა.
-მე გავისეირნებ და..-ჯერ შეყვარებულად გახედა და მერე მე.მისი მზერა რაღაცნაირად მეჩვენა...გამიკვრიდა,მაგრამ არ შევიმჩნიე.
-ის გამებუტა...არ უნდოდა,რომ ამერიკელსშევხვედროდი..
-მერე?-უეცრად წამომცდა.
-მერე რა..ის მიყვარს,მასზე ვგიჟები..
-რას აპირებთ?
-ჩემთან...ჩემზე სერიოზულად ფიქრობს..მგონი.ხელის თხოვნას მალე აპირებს.
-მართლა?-მხარზე ხელი დავკარი მარიას.
-ჰო,გოგო...იმედია,შენც იპოვი ვინმეს და..
-ეს თემა დახურულია..
-კაი რა...მას ისეთი ტუჩები აქვს..ღმერთო,მაგიჟებს..
-კარგი ბიჭები ჰყავთ ამერიკელებს არა?
-შენც წამო.-ფეხზე წამოდგა და ფანჯარასთან აისვეტა..-ნახე,მისი უკანალი.. ვგიჟდები მასზე?
-მიხარია..მიხარია,მარია..
-მართლა,ანეტ?
-აბა,რა..ჩემი გოგო ხარ,იღბლიანი გოგო..
-ვერც კი წარმოგიდგენია,როგორ მიხარია,რომ ჩემს არჩევას ასე აფასებ.

მეორე დილას შეტყობინება მომივიდა,რაღაც წვეულებაზე მეპატიჟებოდა მარია..არ მინდოდა წასვლა,თავი მტკიოდა,მაგრამ მაინც დავთანხმდი..დაქალს ვერაფერზე ეტყვი უარს..
-როგორ მიხარია,რომ მოდიხარ..
-მეც..რას იცვამ?
-რაღაც მინდა გთხოვო.
-მაინც?
-გოგო,წვეულების ორგანიზაციას მე ვაწყობ..და უნდა გაართო ჯორჯი..სავაჭრო ცენტრში გაყევი რა.
-არაა პრობლება...-გავიკრიჭე,მაგრამ შინაგანად სულაც არ მეღიმებოდა.
-ქალბატონები..-შემოვიდა ჯორჯი.
-რაღაც სიტყევბი გისწავლია.
-მთავარია,შენ საუბრობ ინგლისურად.
-აბა,რა..-გავუღიმე და კარისკენ ვანიშნე.
-მომენატრები.-მოწყვეტით აკოცა მარიას და კარებისკენ წავიდა.მეც გავყევი,პირველი ის გავიდა,მე უკან ვიყავი და იმ წამს მის უკანალს მართლა გავაყოლე თვალი..შემრცხვა,ქალი ვარ და ასე არასდროს მოვქცეულვარ..რა ჯანდაბაა,ხამი ხომ არ ვარ...კაცი ხომ არ ვარ!
-კარგი გოგოა მარია..-მანქანა დაქოქა ჯორჯმა..
-ჰო,გაგიმართლდა.
-მინდა,რაღაც ვუყიდო..რამე საჩუქარი,რამე რომანტიკული და დამეხმარე..
-ეს შენ უფრო უნდა იცოდე,ვიდრე მე..
-რატომ?-გაიკვრივა ჯორჯმა,წარბი მაღლა ასწია და იმ მომენტში მისი მზერა და მისი შავი თუ ყავსიფერი თვალები სულ სხვა რამეს დაემსგავსა,ისინი ჭაობად მომეჩვენა,ჩამთრევ ჭაობად...
-რომანტიკის ვერაფერი გამეგება..
-არ მჯერა..
-რატომ?-ინტერესით ვკითხე.
-.გორჯიან სიმალაზე...
-სილამაზე გცოდნია როგორაა..-სიცილი ამიტყდა.
-ნუ დამცინი..-ინგლისურად მიპასუხა.
-არა.არ დაგცინი..უბრალოდ გამეცინა.
-უბრალოდ?-მკითხა და მანქანა დაამუხრუჭა..ეს ქმედება რაღაც სასიამოვნოდ მომეჩვენა,მაგრამ თავს გავუბრაზდი..ის მარიას ეკუთვნოდა და არა მე..თუმცა ამის გაფიქრება არც იყო საჭირო,მე რომელი მონადირე ვარ..მე ხომ მუდამ ჩაკეტილი ქალი ვარ..
-მოვედით..გადმოდი...-კარი არ გამიღო ან რატომ მეგონა,რომ გამიღებდა..თუმცა რა...მე ხომ რომანტიკის არაფერი გამეგება,ახლა არ ვუთხარი?!
-რამე ფუმფულა სათამაშო ან ბალიში..
-რა ვიცი...საყვარლობა იქნება..-გავუღიმე და შევყევი.
-რამე ყელსაბამი სჯობს,მგონი...-პაუზის შემდეგ თქვა.
-არ ვიცი...შენ ხარ შეყვარებული,მე კი არა..-შინაურულად დავადე მხარზე ხელი.
-ისე არ მიკითხავს..რას საქმიანობ?
-ადვოკად ვმუშაობ ერთ-ერთ ცნობილ კომპანიაში..-მააყად ვუთხარი.
-არ გამიგია,ალბათ,ჰო?-სახელი დავსუახელე და მანაც იუარა..გაგებული არც ექნებოდა.

-ყველაზე მაგარი ბიჭია..ლოყაზე ვაკოცე მარიას და იმ წამს ცხოვრებაში პირველად შემშურდა საკუთარი დაქალის.
-არ მეტყვი რა იყიდა?
-არა...სიუპრიზი იქნება..-ყელსაბამის არსებობის შესახებ არ გავუმხილე..გაუხარდებოდა,აბა რა იქნებოდა,მაგრამ იქნებ არა..იქნებ ბეჭედზეც კი ფიქრობდა..
წვეუელებაზე მარტო ვცეკვავდი..ვსვამდი და მუსიკას ვუსმენდი..არავისთან საუბარი არ მინდოდა,ცუდად მხვდებოდა მარიასმ ბედნიერი ღიმილი..ეს ხომ მეც მინდოდა..
ბარს მივეყრდენი,როცა უკნიდან ხმა მომესმა და ერთიანა შევკრთი.
-გამარჯობა,ლამაზი ტუჩები გაქვს..-თამამმა კომპლიმენტმა დამაფრთხო.მთვარალი ვიყავი და მოსული ნორმალურად ვერც დავლანდე.
-ვიცეკვოთ?-ჩემს ხელზე თითები ააცურა..გრძელი თითები ჰქონდა,მისი მოძრაობა ძალიან სექსუალური მომეჩვენა..
-ჰო..-ხელი მხარზე დავადე და გავყევი..
სექსუალურად ცეკვავდა.ხშირად აცურებდა ხელს ჩემი წელიდან ბეჭებზე,შემდეგ ხელებზე და ძალიან ახლოს მოდიოდა ჩემს ტუჩებთან..ეს სიახლოვე იმ ძველ უსიამოვნო განცდას ისევ მახსენებდა და მიმძაფრებდა კიდეც..
ერთ წამს მეც მომინდა მისი ტუჩების დაგემოვნება,მაგრამ შემდეგ თავი შევიკავე...არ მინდოდა ვნებებზე აყოლილი გოგო ვყოფილიყავი,არ მინდოდა,უბრალოდ არ მინდოდა...არ მიდოდა!
-შენ გაკოცებდი..-ჩამჩურჩულა ყურთან და თავი უფრო ახლოს მომიტანა..შუბლზე მეხებოდა მისი თმა,რომელიციმ მომენტში საშინლად ცხელი მეჩვენებოდა.
-მართლა?-გაუცნობიერებლა ვკითხე და უკან გავხტი...თითქოს რაღაცის შემეშინდა,თითქოს რაღაცამ დამაკავა.
-არ გინდა,აქედა წავიდეთ?
მისი ტუჩები ჩემთვის მიმზიდველობის ზენიტი იყო...უბრალოდ დავეყრდენი და გავყევი..მანქანა დაძრა,წინ იხედებოდა,გზას უყურებდა,მაგრამ თვალს ჩემკენ მაინც აპარებდა..
-რა ქალი ხარ!-მესიამოვნო მისი კომპლიმენტი,თანაც იმ მომენტში მისი ბაგეები ისე სექსუალურად და ისე ვნებიანად მოძრაობდა,რომ ლამის იყო თავი დამეკარგად და მთლიანად დამტკბარიყავი მისი სიტყბოებით..
ფიქრები სად არ წავიდოდა,რომ არა მუხრუჭი...პაუზა ყველას სჭირდება ხოლმე...
-აქ ვცხოვრობ..-იმ მომენტში გამოვფხიზლდი და თვალები ისე გამიფართოვდა,როგორც საოცარ სიზმრიდან გამოსულთ ჩვევით ხოლმე.
ლიფტში გახურებული ვიდექი..არ მჯეროდა,რომ ვიღაც უცნობს სახლში მივყვებოდი...ვერაფერს ვგრძნობდი გარდა იმ მიზიდვისა,რომელიც მისადმი მაკავშირებდა..სიზმარი ისევ გრძელდებოდა..
ასე არასდროს მოვქცეულვარ...იქნებ მარიას ბედნიერების შურის ბრალი იყო..
კარები გააღო და მეც შევყევი...მოსაცმელი გამხადა და სადღაც ჩამოკიდა,შემდეგ სასმელი შემომთავაზა..ტუჩებზე ისე მიყურებდა,რომ სურვილი მკლავდა..
-ქალი ხარ,მაგარი ქალი!-ვნებიანად იმეორებდა ამ სიტყვებს.
ჩემთან ახლოს მოვიდა,ხელი მხარზე დამადო და მისკენ მიმიზიდა..ცოტაც და მის ტუჩებს,მისი ვნებიანსა და ცეცხლოვან ტუჩებს,ჩემს ბაგეებზე ვგრძნობდი...ხელებს კისერზე ძლიერად ვხვევდიდა ვცდილობდი კოცნაში არ ჩამოვრჩენოდი,მაგრამ შემდეგ ჩემსა და მის შორის ხელი ავღმართე..დიახ,ჩვენს შორის საზღვარი ავღმართე და მისი ბაგეები ჩემს ტუჩებს მოვაშორე..რა თქმა უნდა,მისი უკმაყოფილო სახეც არ გამომპარვია..თვალებს გაკვირვებისგან აცეცებდა უცნობი.
-რა მოხდა?-დიდხნიანი პაუზის შემდეგ იკითხა და ისევ წინ წამოიწია,ისევ უნდოდა,შეხებოდა ჩემს ტუჩებს,მაგრამ ამის საშუალებას აღარ ვაძლევდი.თვალები გადაატრიალა,ხელები კედელს მიაყრდნო და შემდეგ უკან გაიწია.
-არ შემიძლია..-ქურთუკი ავიღე და კარებისკენ გავიხედე.
-უბრალოდ დარჩი.დაგველია.
-უნდა წავიდე..-კარები გავაღე და უცნობის სახლი დავტოვე.
სახლში მივედი თუ არა,მაშინვე საწოლზე დავწექი..მუცელი მტკიოდა,ვერ მივხვდი რამ მაწყინა,მაგრამ თავს საშინლად ვგრძნობდი.პირში უსიამოვნოზე უარესი გემო მქონდა.ასე,მგონი,ბოლოს თინეიჯერობის ასაკში ვიყავი,ზედმეტად გამხდარი ხარო და დედაჩემი მატენისა საჭმელს პირში,მე კი ვერ ვითვისებდი და ლამის იყო ამომეღებინებინა,ესეც კი არ შემეძლო.საშინელი შეგრძნება იყო,ალხაც მახსოვს.მაშინ მართლაც გაშიშვლებული მქონდა ზურგის ძვლები და საკმაოდ შეუხედავად,მერე,როგორც იქნა,თავი დავაღწიე ამ პრობლემას და მას შემდეგ ფიტნეს კლუბის დიდი მეგობარი ვარ.
შხაპის მისაღებად შევედი..თავი მისკდებოდა,მაგრამ მაინც მივიწევდი წინ,ტანსაცმელი ძლივს გავიხადე,კაბინაში შევედი და ხელებით მკერდი გავინთავისუფლე,თავისუფლება ვიგრძენი,გამეღიმა..გელი ავიღე და ტანზე წავისვი,თბილი წყალი სასიამოვნოდ მეხებოდა..თვალები დავხუჭე და თმაში შევიყე ხელი..ეს ნეტარებას ჰგავდა,სასიამოვნოზე სასიამოვნო იყო,მაგრამ ცოტა ხანს გაგრძელდა..
ცოტა ხანიც და გონება დავკარგე..შეგრძნება დამეკარგა,ჩემს გარშემო ყველაფერი გაშავდა,უბრალოდ გაშავდა.არ ვიცი მერე რა მოხდა,მაგრამ ჰაერი აღარ მყოფნიდა ბოლოს,მახსოვს,რომ ორთქლი მკლავდა...
შემდეგ სასურველი სახე დავინახე..ვიგრძენი,რომ ვიღაცამ შემომახვია პირსახოცი,მახსოვს,რომ მამშვდიებდა და ნაზად გავყავდი გარეთ...ეს ვინ იყო ვერ ვიხსენებდი...თვალები გავახილე და ღრმად ამოვისუნთქე.ჩემს წინ ჯორჯი იყო..სხეულზე უხერხულად დავიხედე და შუბლი შევიკარი.
-სად ვარ?-მეტი ვერაფერი მოვტვინე,თავი მაღლა ავსწიე,წამოდგომა მინდოდა,მაგრამ ჯორჯის ბრძანებლურმა გამოხედვამ გამაჩერა.
-საყიდლების ამოტანა მთხოვა მარიამ,შენ კარი ღია დაგრჩენოდა..შემდეგ კი..მოკლედ,კინაღამ გაიგუდე...
-მადლობ..-პირსახოცი მჭიდროდ შემოვიკარი და ფეხზე წამოვდექი-კარგად ვარ..-დარწმუნებული სახით შევხედე შეშინებულ მამაკაცს.მისი მდგომარეობა ნამდვილად არ გამომპარვია.გამოსაცვლელად გავედი და მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე,რომ ჯორჯმა შიშველი მნახა.ეს მარიასთვის არ უნდა მეთქვა ან რა საჭირო იყო ამაზე ყურადღების გამახვილება?!
ჩემს რაღაც ნაწილს ესიამოვნა კიდეც ეს ფაქტი..ესიამოვნა და ძალიანაც კი..
-ანეტა სადაა?-ცოტა ხანში მომესმა დაქალის ხმა და ოთახიდან გავედი.
-აქ ყოფილხარ..-შემომხედა გაშტერებული სახით.
-ჰო,აქ ვარ..
-ჯორჯმა მომიყვა გმირობის ამბავი.
-ანგელოზად გამოგიგზავნია..-სიცილით ვუპასუხე ქართულად.

მთელი ღამე თეთრად გავათენე..არ მეძინებოდა იმ ვნებიანი კოცნის შემდეგ,გამახსენდა იმ უცნობის სურვილი..მერე ჯორჯის ხელები მიტრიალებდა თავში..ვერ ვხდებოდი რა მჭირდა.ვიჯექი და ვუყურებდი ცას..აივანზე გავედი,პლედი შემოვიხვიე და ვარსკვლავების დათვლა დავიწყე...აღმოვაჩინე,რომ ეს მამშვიდებდა,ჩემს ნერვულ სისტემას თავს რამედ აგრძნობინებდა..ეს საოცარი რამ იყო,უბრალოდდ საოცარი..თურმა რა კარგი ყოფილა განმარტოვება!
რა სასიამოვნო შეგრძნებაა,როცა საკუთარ გრძნობებთან მარტო ხარ,როცა ფიქრობ და კონცენტრაციაში არავინ გიშლის ხელს..რა უცნაურია ყველაფერი,ზოგჯერ საკუთარ პრინციპებსაც რომ გადააბიჯებ ადამიანი.
ფიქრებმა დედაც კი გამახსენდა..ის საუკუნის წინ ვნახე ბოლოს.საბარძნეთში ცხოვრობს და ახალი ცხოვრებით ტკბება.მეორეჯერ გათხოვებასაც აპირებს,მგონი..მამაჩემი კი უბრალოდ წავიდა სადღაც..მისი ასავალ-დასავალი ბავშვობიდან არ ვიცი.ბოლოს,როცა ვნახე,რვის ვიყავი,ალბათ.მაშინაც წამით შემოირბინა და შემდეგ სადღაც გაიქცა.სიმართლე რომ ვთქვა,ნორმალურად არც კი ვიცი ის და დედა როდის დაშორდნენ.
სწორედ ამიტომ მაშინებდა ოჯახური ურთიერთობები,უკვე 24 წლის ქალს.მაშინებდა ვალდებულებები,რომლებიც თითქოს აუფერულებს გრძნობებს,მაგრამ მათ გარეშე ხომ ბევრი რამ შეიცვლებოდა..სად სჯობს ძაღლის ცხოვრება ქუჩაში თუ სახლში?! იქნებ ორივეგან...
ან იქნებ ეს უბრალოდ შიშია,უსაფუძვლო შიში..აი,როგორც ადრე მეგონა,რომ ბულემია მემართებოდა..ხომ არ დამემართა..დიახ,არ დამემართა და იქნებ ასე იოლადაა ყველაეფრი...“თეიკ ით იზი“ -განა ტყუილად აქვთ ინგლისელებს?
მზის ამოსვლაც კი ვნახე..ეს საოცარი გრძნობა იყო..დილას თავს ისე ვგრძნობდი,თითქოს ახლიდან დავიბადე და თითქოს გრძნობები შემეცვალა,თითქოს სამყაროს აღქვა სხვაგვარად დავიწყე.
შეტყობინებები წავიკითხე დილიდან და შემდეგ ჩაი მოვიდუღე..ჯერ კიდევ ვერ ვგრძნობდი თავს კარგად..ისევ აივანზე გავედი და ამჯერად აფორიაქებულ ქუჩას გავხედე.დღე ყველაფერს ცვლიდა,ყველაფერს აღშფოთებდა და ჩვეულ რიტმს ართმევდა.
დილა ბრძოლისაა,ღამე კი დასვენების...
მთელი კვირა დღე სახლში გავატარე,მოწყენილად დავდიოდი ოთახიდან ოთახში,მუსიკას ვუსმენდი და შემდეგ საწოლზე ვკოტრიალობდი.მინდოდა,ყველასგან შორს გამეშიფრა საკუთარი თავი,საკუთარი სამყარო და საკუთარი გრძნობები..დიახ,ეს მსურდა,მსურდა,მსურდა რაღაც საოცრად.
საღამოს ჩემმა გადარეულმა მარიამ გამომიარა,ჯორჯი სახიკლეში უნდა წავიყვანოო..მე,როგორც მოწამლულმა,ვუთხარი,რომ წამოსვლა არ მინდოდა,თუმცა დამაძალა,რომ მაინც წამოვსულიყავი.მითხრა,რომ მარტო არ უნდოდა.მეც ვერ ვაწყენინე და უხასიათოდ გავყევი.მარიგებდა,რომ უნდა გამეღინა და დროდადრო მაცინებდა კიდეც.
-ჰელოუუუ...-ღიმილით დამხვდა ჯორჯი.
-ჰეი..
-როგორ ხარ?-ვაღიარებ,რომ მისი მზრუნველობა მესიამოვნა.
-არამიშავს..შენ?
ჯორჯი ამერიკის შესახებ ყვებოდა...ამბობდა,რომ იქ ერთხელ მაინც უნდა წავიდეს კაცი..თავისუფლება და სილაღეაო...მართლაც გამიღვივა იქაურობის ნახვის სურვილი..
-მარა ასეთი კერძები არაა..
-კარგი რა..-თავი გადავაქნიე.
-ჰო,არაა...აქ ყველაფერი საუკეთესოა...
-ჰო,მარა ზედმეტი არ მოგივიდეს.ღიპიანი ბიჭი არ უნდა მარიას...-ინგლისურად ვუთხარი,მას კი სიცილი აუტყდა და შეყვარებულიც ატყდა.
-არავის ხვდება?-ჩემზე ჰკითხა მარიას.
-თვითონ ჰკითხე..-ირონიულად გამომხედა დაქალმა.
-არავის..-თავი გავაქნიე.
-მართლა და რატომ?
-რატომ? რისტორიკულია ჰო?-ღიმილით ვუპასუხე და წვენი მოვსვი,სხვა ვერაფერს ვეკარებოდი,გულის არევა ნამდვილად არ მინდოდა.
-იქნებ გაგეცნო ვინმე..-საშინლად მომხვდა ჯორჯის სიტყვები,არაფერი მიპასუხია,ფეხზე წამოვდექი და ვთქვი,რომ საპირფარეშოში უნდა გავსულიყავი.
-ჰო კარგადაა?-ჰკითხა ჯორჯმა მარიას.ალბათ,ეგონა,რომ ვერ გავიგე მისი ხმა.
კარგად მართლაც ვერ ვიყავი,თავის ტკივილი დამეწყო და კინაღამ ძირს დავენარცხე. არ ვიცოდი რა მჭირდა და არც მინდოდა,გამეგო..ექიმებს ვერ ვიტანდი.თუ არ ვკვდებოდი,ისე არ მივიდიოდი და არც არავის გამოვიძახებდი,ეს ჩემი ცუდი ჩვევა იყო,მაგრამ გადაჩვევას არც ვაპირებდი.
-კარგად ხარ?-ვიღაც გოგოს ხმამ გამომაფხიზლა,ძლივს გავედი გარეთ.ალბათ,მკვდარის ფერი მედო.სკამზე დავჯექი და მარიას გავხედე.
-ცუდად ხარ?-მკითხა დაქალმა და ჭარბები მაღლა ასწია.
-რაღაც მჭირს...არ ვიცი..-თავი მოწყენით გავაქნიე.
-სახლში წავიდეთ?-მკითხა ჯორჯმა.
-არა...მოვითმენ.
-არ შეიძლება..-მარიამაც დაუჭირა მხარი შეყვარებულს.
-ექიმს უნდა ეჩვენო-აღნიშნა ჯორჯმა.
-კარგი,წავედით..რაც დაგვრჩა,წამოვიღოთ..-ანიშნა თეფშზე ჯორჯს.
-ადგომაში დამეხმარები?-ვკითხე მარიას.
-რა გჭირს?
-თავბრუ მეხვევა..-სევდიანად ვუპასუხე და ავხედე.
-შენ მოაგვარე აქაური საქმეები,მას მე მივხედავ..-მხარში ხელი ჩამავლო ჯორჯმა,დავეყრდენი და მკლავზე ჩამოვეკიდე,მისი ძლიერი სხეული უსუსურობას მავიწყდებდა.
-მოვკვდები,ალბათ..-მანქანაში ჩამსვა თუ არა,ეს ვთქვი.
-გეყო..-გვერდით მომიჯდა ჯორჯი..-დაწყნარდი..
-ძალიან ცუდად ვარ..
-მოვედი..-ამ დროს მარიაც მოვიდა..გვერდით მომიჯდა და ჯორჯი საჭესთან გაუშვა,ჩემი თავი კალტაში ჩაიდო და დამშვიდება დამიწყო.
-რომ მოვკვდე.
-ნუ ბოდავ...-სიცილი აუტყდა ჩემს დაქალს.
-არ ვიცი,მარია..უბრალოდ ისე ცუდად ვარ...
-სასწრაფოს გამოძახება გინდა?-მკითხა რიტორიკულად,არაფერი მიპასუხია,მხოლოდ თვალები დავხუჭე..სანამ ჯორჯის ძლიერი ხელი არ შემეხო,ვერ გამოვფხიზლდი..მან ამიყვანა სალხში,დამაწვინა დივანზე და დამაფარა კიდეც.
-ჩაის დალევს ჰო?-მისი მზრუნველობა საშინლად მსიამოვნებდა,მისი სექსუალური ხმა კი გულზე მალამოდ მედებოდა.
-უშაქროდ ჰო?
-გოგო,ჩემი დაქალი ხარ და არ იცი,რომ უშაქროდ ვსვამ.
-ჰო,ჰო...
-როგორ ხარ?-ჯორჯი ჩემთან ახლოს ჩამოჯდა.
-სასწრაფო არ მინდა..-ამოვიოხრე და დაქალს ჩაის ჭიქა გამოვართვი.
-კარგი,კარგი..-შუბლზე მაკოცა მარიამ.
წყვილმა საღამო ჩემს გართობაში გაატარა..მიხაროდა,რომ ეს ორი ადამიანი ღმერთმა ასეთ მომენტში გამომიგზავნა...
-ახლა წადით,მარტოც ვიქნები..-თორმეტი საათი იქნებოდა,როცა წასვლაზე ვუთხარი.
-მარტო როგორ დაგტოვოთ?-მხრები აიჩეჩა ჯორჯმა.
-კარგად ვარ..უკეთ ვარ..-შევეცადე დამერწმუნებინა ისინი.

დილით უკეთ ვიყავი,თუ იმას არ ჩავთვლი,რომ მთელი ღამე რწყევაში გავატაარე,სამსახურში არ წავსულვარ,საწოლში ვიწექი და საათს ვუყურებდი..მისი ისრების მოძრაობა ცხოვრებაზე მაფიქრებდა.
უცრად ზარის ხმა მომესმა,წამოვიწიე და ხელში ჯორჯი შემრჩა.
-აქ რა გინა?-ვკითხე გაკვირვებულმა.
-მარიას არ ეცალა და მე გამომაგზავნა შენთან.როგორ ხარ?
-ახლა უკეთ..-წუხანდელის შესახებ არ ვუთხარი.
-გინდა რამეს ვუყუროთ?
-ფილმს? მაინც რომელს?
-რომელი გინდა?-მისი მზრუნველობა ძალიან გამიხარდა.
-რამე კომედია..თორე თავში ათასი აზრი მიბჟუის...
-ჯერ ჩაი დალიე.
-კარგი,ჯორჯ...ასეთი მზრუნველი და კარგი..როგორ გაუმართლდა მარიას..-არ მინდოდა აღმენიშნა,მაგრამფიქრების გამოხატვის სურვილი მკლავდა და ვეღარ მოითმინა კიდეც.
-შენც ისეთი შესანიშნავი ხარ..რატომ ხარ მარტო?
-გააკეთე,რასაც აკეთებ...არ მაქვს მაგის თავი..ნახე,როგორ ვარ..

-გავედი სამსახურში..-ღიმილით გავაღე კარები და სახლსი ნიშნის მოგებით გავხედე..საწოლის ალაგებისას ნოსტალგირებული სახე მედგა თვაწინ..ჯორჯის სახე და ჯორჯის ღიმილი არ მტოვებდა...მისი მთელი არსება მიზიდავდა ისე,როგორც ვერავინ..ამის გაფიქრებაც კი მაშინებდა,ასეთ მოქცევას ნამდვილად არ იმსახურებდა მარია..
-ანეტ,გაგვიანდება..-საკუთარ თავს შევძახე...მაგრამ ვის ესმის რო?!

-ნინო,როგორ ხარ?-მოვიკითხე თანამშრომელი.
-კარგად,შენ? გამოკეთდი?
-კინაღამ გავფშიკე ფეხები..-სიცილით ვუთხარი და კაბინეტისკენ წავედი სწრაფი ნაბიჯით.იქ ყველაფერი ძველებურად იყო,ისევ დავეშვი სკამში და თვალის დასვენება ვსცადე..ღამით კარგად კი მეძინა,მაგრამ მაინც რაღაც მაკლდა ან რაღაც საშინლადმეზარებოდა.
ამ დროს ვიღაცამ დააკაკუნა კარებზე...
-მობრძანდით..-ვუპასუხე ჩვეულად.
-თქვენთან კლიენტია.
-შემოვიდეს..-ასისტენტს გავუღიმე.
-გამარჯობა..-ახალგაზრდა მამაკაცი შემოვიდა,თავზე კაპიუშონი ეხურა,სახეს მალავდა,როგორც ჩანს.
-დაბრძანდით და სახე გამოიჩინეთ,თუ შეიძლება-მივმართე და ინტერესით შევხედე.
-ვერა..-უხეშად მიპასუხა მოსაუბრემ.
-რას ქვია ვერა?-გაბრაზების ნაპერწკალიც კი გაჩნდა ჩემს ხმაში,თუმცა მალევე მოვლდი..-კარგით..რა გნებავთ?
-განქოწინება მსურს და მეუღლესთან პრობლემები მაქვს აგარაკტან დაკავშირებით.
-კარგით,დატოვეთ საბუთები..-გამოვართვი და გავისტუმრე.
საბუთებს გადავხედე და ჩავფიქრდი...აი,კიდევ მორიგი ჩაფლავებული სიყვარული,ჩაფლავებული ქორწინება...დანგრეული ოჯახი..

-როგორ ხარ?-უცხო ნომრიდან შემოვიდა ზარი.
-რომელი ხართ?-ვიკითხე ანერვიულებული ხმით.
-შევხვდეთ და გაიგებთ...
-ვერა ხართ..-სიცილი ამიტყდა.
-მისამართს მოგწერთ..-ბრძანებლული ხმით თქვა უცნობმა და გათიშა.
მისამართი არ წამიშლია,სამსახურიდან გამოვედი და მანქანა დავქოქე...სახლისკენ ავიღე გეზი..გზა დაბინდული იყო და ძლივს ვარჩევდი ჰორიზონტს,მაგრამ მაინც მივდიოდი წინ...გზას ძლივს ვარჩევდი...
ბოლოს სრული სიბნელე დავინახე და მერე ესეც გაქრა...
_____
მოკლედ,ახალი ისტორიაც..
მიყვარხართ.



№1  offline წევრი მოლურჯო

როგორ მომეწონა
ჩემო ტკბილო
--------------------
მარიამი

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

სევდიანი გიჟი
როგორ მომეწონა
ჩემო ტკბილო

მადლობ,გიჟო love

 


აწწ *--* მაგრად მევუასა

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

წკაპუნა მატატა
აწწ *--* მაგრად მევუასა

love

 


№5  offline წევრი Firefly

კარგი დასაწყისია,მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს...
--------------------
M.T

 


№6  offline ადმინი უნდა ვწერო

Firefly
კარგი დასაწყისია,მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს...

მადლობ.. love

 


№7  offline აქტიური მკითხველი terooo

რამდენი ბუნდოვანი და გაურკვეველი ადგილია... რამდენად საინტერესო და მიმზიდველი... სწრაფად დადე და წარმატებები

 


№8  offline ადმინი უნდა ვწერო

terooo
რამდენი ბუნდოვანი და გაურკვეველი ადგილია... რამდენად საინტერესო და მიმზიდველი... სწრაფად დადე და წარმატებები

შევეცდები,მალე დავდო.
მადლობ. love

 


№9  offline წევრი GT - Ucnobi

დიდი თავია.. არ შეგაწუხებენ იმის გამო რომ პატარა თავებს დებო, შენი ისტორიები ბევრი წამიკითხავს და ძალიან მომწონს, მალე დადე ვერარ ვიტმენ ისე მაინტერესებს wink

 


№10  offline ადმინი უნდა ვწერო

GT - Ucnobi
დიდი თავია.. არ შეგაწუხებენ იმის გამო რომ პატარა თავებს დებო, შენი ისტორიები ბევრი წამიკითხავს და ძალიან მომწონს, მალე დადე ვერარ ვიტმენ ისე მაინტერესებს wink

აუცილებლად... love

 


№11  offline წევრი mado-mari

Rogrc koveltvis saintereso casakitxiaa.momeconaaaa

 


№12  offline ადმინი უნდა ვწერო

mado-mari
Rogrc koveltvis saintereso casakitxiaa.momeconaaaa

მადლობ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent