შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვიბლიანი (3)


16-01-2016, 00:12
ავტორი sllakhh
ნანახია 3 272

მხიარულ ტალღაზე მყოფი დავბრუნდი სახლში. დათო სახლში კი არ შემოვიდა რასაც ქვია შემოვარდა
-ბიჯო ფეთუ სად? - ამას რაიყო ცხელი კარტოფილი უდევს პირში თუ ასე რატომ ლაპარაკობს?...ისევ ჩემთვის დავიწყე სიცილი, ერთი კი გადმომხედეს გაკვირვებულებმა და ხელი ჩაიქნიეს
-რაიყო?
-წამო რა საქმე მაქ - უხერხულად მოისვა თავზე ხელი. ამას გონია ვერ მივხვდი? ვიცი მე თქვენი 'საქმე'.
აღარ მივაქციე ყურადღება და ისევ ჩემს ტელეფონში დავიწყე ძრომიალი.
პირველი შემთხვევა იყო როდესაც სახლში მარტო ვარ და მოწყენილობისგან აღარ ვიცი რავქნა. ლელასაც ახლა მოუნდა მეზობლებთან გადასვნა , მაგასთან მაინც გავერთობოდი.
ისევ ტელევიზორის გადამრთველს დავწვდი და უაზროდ დავიწყე არხიდან არხზე გადასვლა.
სიხარულით დავხედე განათებულ ტელეფონს,რომელზეც თეო რეკავდა
-შენ მე მიხსენი მოწყენილობისგან სიკვდილს
-ჯობდა ეგრე ყოფილიყავი, უფროსმა დამირეკა ახალი მედიკამენტები ჩამოსულა სასწრაფოდ მოდითო გადაახარისხეთ, აღწერეთ და დაალეგეთო
-ჰაა? - ხმაჩამწყდარმა ძვლივს ამოვთქვი, ამას მართლა ისე ყოფნა მერჩივნა
- ჰო ჰო ეგრეა, რაც მალე მოხვალ მით უკეთესი - ჩამყვირა ტელეფონში და პასუხის გაცემა არ მაცადა ისე გათიშა.
ძვლივს წამოვიზლაზნე ფეხზე და გავემზადე. ოც წუთში უკვე სამსახურში ვიყავი და პირველი მედიკამენტი შემყავდა ბაზაში.
ჯერ ნახევარი საქმეც არ გვქონდა გაკეთებული და უკვე თითქმის ყველა დაღლილი იყო. თან ამას დამატებული აფთიაქი ჩვეულებრივად მუშაობდა და კლიენტებსაც ვემსახურებოდით.
-ცოტა ენერგიაზე მოგიყვანთ და ყავას რომელი დალევთ? - ცალ ხელში კოვზი ეჭირა ქეთის მეორეში ყავის მადუღარა და ინტერესით შემოგვყურებდა.
ყველამ ერთხმათ ვუთხარით დადებითი პასუხი და ახლა 'ენერგიაზე მომყვანს' ველოდებოდით.
ეს საშინელი გრაფიკი მთელი ერთი კვირა გაგრძელდა. გამოფიტული ვმოძრაობდი უკვე , ძილსაც ვერ ვასწრებდი წესიერად არადა რამოდენიმე კვირაში უკვე უნივერსიტეტიც იწყებოდა.
ბოლო მედიკამენტი სიხარულით ავიღეთ და როგორც სხვებს მისი ადგილი მივუჩინეთ, მთელი აღწერებით ჩავაბარეთ უფროსს მონაცემები და ჩვენი მორიგეობის გოგოები მთელი ოთხი დღით დავეთხოვეთ სამსახურს.
სახლის კარი გავაღე თუ არა ეგრევე დავიწყე ტანისამოსის გახდა და პირდაპირ საძინებლისკენ ავიღე გეზი , სანამ შევიდოდი გამაფრთხილებელი ტონით გავაფრთხილე სხვები
-ვიძინებ და არც კი იფიქროთ ჩემი გაღვიძება!
გაითვალისწინეს ჩემი თხოვნა/მოთხოვნა და არავის შევუწუხებივარ. რაც კი ენერგია დავხარჯე ისევ აღვიდგინე და ბედნიერი გავედი ოთახიდან.
- ვაა შენ სახლში რაპონტში ხარ, მორჩი?
-ასე გაგიკვირდა ხო ჩემი ნახვა? მოვრჩი და მთელი ოთხი, უკვე სამი დღე ვისვენებ - სიხარულით მოვახსენე ძმას და მამიდაშვილს ჩემი სახლში ყოფნის მიზეზი
-კაი დაისვენე კიდე, წავედით ჩვენ - საჩქაროდ მომიგო ჩემმა ძმამ, ფანჯარაში გავიხედე და როგორც ვვარაუდობდი ღამე იყო , ცალი წარბი ავწიე და ისე გავხედე ორივე ვაჟბატონს
-სად მიდიხართ? - ოჰოო, მეც გამიკვირდა ჩემი მკაცრი ტონი
- ამმ..რავი სადმე - მხრებისჩეჩვით მომიგო დათომ
-მთელი ერთი კვირა გამძვრა ქანცი , დასვენებითაც დავისვენე უკვე და რაუჭირს ერთხელ მეც ,რომ წამიყვანოთ 'სადმე?' - ახლა უკვე მუდარის ტონი გარეოდა ჩემს ხმას.
-პრინციპში არც არაფერი ..ოღონდ- თითის აწევით დაამატა ფეთუმ - ათ წუთში მზად იყავი და არ დამანახო 'ჩაკრასკვები და შპაკლები'
-შენ ,რომ არ გეთქვა ისედაც ეგრე ვაპირებდი
-დრო გადიის - ორივე წარბი აწია და ოთახისკენ მიბიძგა.
რაღაც განსხვავებული გარემო იყო კლუბში. არ ჭარბობდა ზედმეტად მთვრალი ხალხი..უბრალოდ იყო ყველანაირი სტილის მუსიკა ბოლო ხმაზე ჩართული და თითქმის იქ მყოფი ახალგაზრდობა მთელი გულით და სულით ბოლომდე ჩაფლული ცეკვაში .. ჰო ცეკვაში და არა სხეულის უაზრო მოძრაობებში. ყველაზე მეტად ამან იმოქმედა ჩემზე. ვგიჟდები ყველა სახის ცეკვაზე, ჩემზე უკეთესად კი მგონი ჩემი ძმა ცეკვას. ეშმაკურად ავუთამაშე ფეთუს წარბები რაც იმას ნიშნავდა ,რომ საერთოდ არ ვაპირებდი დღეს ერთ ადგილას მოსვენებას.
დათომ მობეზრებულად გადაატრიალა თვალები. ამ საკითხში ვერ ვთანხმდებით ,უბრალოდ არ უყვარს და მორჩა,რომ დაჯდება წასვლამდე არც ადგება მგონი.
-მოიცა რა .. ცოტას დავლევ და მერე წამოვალ მე მანამდე მიდი თუ გინდა
-კაი როგორც გინდა - კოცნა გავუგზავნე და ხალხს შევერიე, მალევე ავყევი რითმს და მთლიანად ჩავიკარგე მუსიკის ჰანგებში.
არ მახსოვს რამდენი ხანი ვცეკვავდი გაუჩერებლად , ბოლოს უკვე საშინლად ,რომ ვიგრძენი ფეხების ტკივილი მაშინ ვინებე და წავედი ჩვენი მაგიდისკენ.
ეს ბიჭი პირდაპირი მტერია ჩემი ფიქრების, ნერვების და მგონი საერთოდ ყველაფრის.
არც მეტი, არც ნაკლები, ჩემს ძმასთან და მამიდაშვილთან ერთად თვით მიშო ვიბლიანი იჯდა , რომელიც ამხნის განმავლობაში თვალითაც არ მყავდა ნანახი და მგონი...მგონი კი არა დარწმუნებით ვანცხადებ და ვაღიარებ , რომ...
საშინლად მომნატრებია!
ყველანაირი ემოცია იკითხებოდა ჩემს სახეზე, ყველაზე მეტად გაკვირვება, ჩემი ადგილის დავიკავებას ვაპირებდი უხმოდ , როცა მიშომ მომმართა
-გამარჯობა ანანო - ხმაში თბილი ნოტაც იგრძნობოდა და მუქარა ნარევიც
- გაგიმარჯოს - ძვლივს ხმა ჩამწყდარმა დავუბრუნე პასუხი და ეგრევე წვენს დავწვდი.
ხმის ამომღები ვიყავი? კი არა და 'ვერ'ვიყავი , ჰოდა ასე გაყუსული ვუსმენდი მათ ლაპარაკს, მაგრამ რო გეკითხათ რაზე საუბრობდნენ ვერც ვერაფერს გეტყოდით, უბრალოდ სამივეს დაკვირვებით ვუყურებდი..ჰო კაი არ შემარგოთ ვიბლიანზე ყურება!
მხოლოდ მაშინ მოვედი აზრზე როცა ფეთუ და მიშო ერთდროულად წამოდგნენ და გასასვლელისკენ დაიძრნენ..გაკვირვებული მივუბრუნდი დათოს მიზეზის დასადგენად
-სად წავიდნენ?ან რატო?
-რა იყო ანანო რა სახე გაქვს - დამცინა ბიჭმა მისი აზრით - გავიდნენ და მოვლენ მალე..- რო გავიდნენ მეც ვხედავ! უკმაყოფილოდ ამოვიბურტყუნე და საზუგრეს მივეყუდე,ხელები კი მკერდზე გადავიჯვარედინე.
აშკარა მოუსვენრობა შემოტყო როცა ოცი წუთის მერეც არ ჩანდნენ არც ერთი.
ვეღარ ვისვენებდი ერთ ადგილას, ესეც რო არაფერს მეუბნებოდა..ბოლოს ისევ ადგომა და ცეკვა გადავწყვიტე...ცეკვის დროსაც მზერა კარისკენ მქონდა მაგრამ , მაინც ჯინაზე არ ჩანდნენ ისინი.
მუცელზე მოხვეული ხელი ვიგრძენი თუ არა უბრალოდ ერთ ადგილზე გავშეშდი,მაშინვე ამიწვა ცხვირი ჩემთვის უკვე საყვარელმა სურნელმა და ყველანაირი გაპროტესტების გარეშე დავყევი მის ნებას.
ცხვირი ჩემს ყელში ჩარგო,ღრმად შეისუნთქა სურნელი და გაბრაზებული ტონით მომიგო
-თავიდანვე, რომ გეთქვა შენი ძმა არის , არ შეიძლებოდა? - საერთოდ არ მიმიქცევია არც ტონისთვის და არც კითხვისთვის ყურადღება, იმედან ვიყავი მისი სიახლოვისგან გათიშული...როგორღაც მისკენ შევტრიალდი, თვალები მიამიტურად ავაფახულე და ისევ მას დავაბრალე
-შენი ბრალია, გეცლია და გეტყოდი ...
-მაგიჟებ...-მხოლოდ ეს მითხრა და ..ისევ ვიგრძენი, უკვე მეორედ მისი ბაგეები ჩემსაზე, მეორედ დავარტყი ვიბლიანის მეშვეობით მსოფლიოს კრუგი, ისევ ისეთი უჩვეულო ,მაგრამ საოცრად კარგი გრძნობა დამეუფლა...იმასაც ვერ ვიაზრებდი სად ვიყავი ან იმას,რომ შეიძლება ჩემს ძმას დავენახეთ
-სახე დაიწყნარე და ისე მიდი შენებთან - ბოლოჯერ მაკოცა მოწყვეტით და გასასვლელისკენ დაიძრა.
ისე თუ ასე შევძელი და მისი დარიგება გავითვალისწინე. ფეთუ ოდნავ ეჭვისთვალით მიყურებდა , მაგრამ თქმით არაფერი უთქვამს. ნახევარ საათში ჩვენც წამოვედით.
მთელი ღამე თეთრად გავათენე, უბრალოდ ვფიქრობდი ვიბლიანზე ,მის გამოჩენაზე რომელმაც, ასე მოკლე დროში შეძლო და შემცვალა.
მთელი ღამე ხელით ტუჩებს ვეხებოდი და ყოველ ჯერზე ისევ მისი კოცნა მედგა თვალწინ.
მთელი ორი დღე სახლში კი არ დავდიოდი მგონი დავფრინდავდი. ლელას პირიქით უხაროდა, ხელს არ ვანძრევიებდი ყველაფერს მე ვაკეთებდი.
ერთი სული მქონდა სამსახურში მივსულიყავი და გოგოებისთვის ყველაფერი მეთქვა ,თორემ ამდენს მარტო მე ვერ გადავიტანდი!
მთელი დღე მათი ქება-დიდება მესმოდა მიშოსთან დაკავშირებით.
ხელით მიჯიკა ნათიამ და მანიშნა ჩაფიქრებულ თეოსთვის შემეხედა ,რომელიც სასაცილო პოზაში იდგა, ბოლოს ხელები ერთმანეთს შემოარტყა და თითქოს ახალი რაღაც აღმოაჩინა ისე განაცხადა საზეიმოდ
-მგონი ოცნებები ხდება და გეღირსება სვანი ქმარი
თავიდან სიცილით შევხვდი , მერე სიმწრის სიცილში უფრო გადამეზარდა
-მთლად მაგხელაზე ვერ წავალ ოცნებებით
-ჰო ვერ წახვალ თორე მგონი ახლა ,რომ გთხოვოს ცოლობა დათანხმდები
-რატომაც არა - არც მე ჩამოვრჩი და სიცილში ჩავამთავრეთ ჩვენი სამუშაო დღე.
მარტო მივდიოდი ფეხით სახლისკენ გვერდით ჩემი სვანი,რომ ამომიდგა და ხელი წელზე მომხვია..ჰმ ჩემი..რა უცებ დავისაკუთრე.
-იცი მე შენზე რა გავიგე? - სასწაულად დამაინტრიგებელი ხმა ქონდა, აზრზე ვერ მოვდიოდი რა გაიგო ისეთი,რომ ასეთი ტონით მატყობინებდა
-მითხარი აბა - სიცილით მივატრიალე თავი მისკენ
-რა და გიჟდება სვანებზეო,ისიც გავიგე სვან ქმარზე ოცნებობს ბავშვობის მერეო - ეშმაკურად ამითამაშა წარბები.
ავხურდი ? იცოცხლე.. ამან საიდანღა გაიგო ეს ? ახლა უეჭველად ფიქრობს ..ჯანდაბა! აზრზე არ ვარ რას ფიქრობს !
-ჰოო..-ძვლივს ამოვილუღლუღე
-მერე ის ხო იცი მეც , რომ სვანი ვარ? - რაღაც სხვანაირი შეცვლილი ხმით მითხრა
-კი ვიციი - სიხარულის ნოტები ჟღერდა ჩემს ხმაში..ოჰ ანანოო! რა უცებ დავეთანხმე მეც სიხარულით.
არ დააყოვნა ჩემმს პასუხზე მისმა რეაქციამაც და გარკვევით გავიგე მისი სიცილის ხმა, წარბებშეკრულმა ავხედე მომღიმარ ვიბლიანს
-ჰო და ახლა ადი სახლში და ჭკვიანად იყავი - ჩემი თავი ხელებში მოიქცია და მთელი გრძნობით დამიტოვა კოცნის კვალი შუბლზე.


-----
ძალიან..ძალიან მახარებს თქვენი ერთი კომენტარი , ისე ძალიან ,რომ სიტყვებით ვერ ვიტყვი...♥
მადლობა ყველას ტკბილებოო <3



№1 სტუმარი ნინო კ.დ

კარგია მაგრამ არ მყოფნის. მალე დადე მე მომწონს

 


№2 სტუმარი darina

Magijebs me es bichi, rogori sayvarelia, momwons ase rom agijebs am gogos, magrad vxalisob amat shexvedrebze, cota sazizgaric aris es chveni misho, am istorias ron vkitxob vbednierdebi iseti kargebi atian.

 


№3 სტუმარი Xatia

Magaria ai dzalian magaria es viblianic ra eshmakurad uvlis da mere dascinis. Damacherina erti yurebs davawiwknidi. :D ai martla dzalian momewona male dade ra gagrdzeleba gtxov.

 


№4  offline მოდერი bibo

Au ra kargi iyo ra es ras miketeb damtavreba ar mindoda magijeba me es bichi vatyob chkuidan gadamiyvanss da ver gaudzlebs amdens chrni cicqna guli .shokolad xar saswauli

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

მომწონს მე ეს ხალხი. ეს წყვილი და ფეთუ... ლამაზად წერ

 


№6  offline წევრი anashka

შენც კარგად იცი როგორ ველოდები მე ამ ისტორიის დადებას wink ძაან მაგარი ხარ პროსტა აი რავირაა wink მაგიჟებს ვიბლიანი love

 


№7  offline წევრი tvinischia

მაგარიაააა აუუუუ დიდი თავები დადეეე რააა არ მყოფბის კაცოოო ❤:დდ

 


№8  offline წევრი cancara

აჰაჰა მომწონს საყვარლები მალე დადე კაი კაიიიიიიიიიიიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent