მკურნალი ცრემლები 10თავი.
10 მეორე დღეს მთელი დღე სახლში გავატარე,მაგიდასთან ვიჯექი და ორქიდეას ვეფერებოდი.მოვიტყუები თუ ვიტყვი,რომ ვნანობდი,ან ვღელავდი,არც ვბრაზობდი,მიუხედავად იმისა,რომ ზუსტად იმ წუთებში ქორწილი ჰქონდა ნიკას.მე რატომღაც მშვიდად ვიყავი,მხოლოდ ის იყო,რომ ტკივილები მაწუხებდა. საღამოს ნუცა ამოვიდა,დიდი პარკით სხვადასხვა სასუსნავი და ლიქიორი ამოიტანა. -ამდენი შოკოლადი რა ამბავია?დეპრესიაში კი არ ვარ-სიცილით ამოვალაგე ყველაფერი. -ელეენ მაშინებ იციი?-გვერდულად გამომხედა ნუცამ.-როგორ შეგიძლია ასე წყნარად იყო,როცა ის ქორწინდება? -ქორწინდება,ხომ არ კვდება არა? -ელენე შეცვლილი ხარ,რა მოხდა?რას მიმალავ?-როგორც ყოველთვის, ახლაც არაფერი გამოპარვია ნუცას დაკვირვებულ თვალს.მე წინ დავუჯექი და ბოლო დღეებში მომხდარი დაწვრილებით მოვუყევი.ნუცა თვალებგაფართოებულიჯდა და მიყურებდა. -ვერ გცნობ-დანანებით გადააქნია თავი და ლიქიორი ჩამოასხა.-დალევა ხომ შეგიძლია?-თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და გავუღიმე.-როდის გაძლიერდი ასე?მეც კი ვერ ვარ ასეთი ძლიერი. -ცხოვრებამ გამაძლიერა,ტკივილმა ამტანობა შემმატა და ვფიქრობ ასეთი ელენე უფრო ადვილად გადალახავს ყველაფერს,ვიდრე შეშინებული,სუსტი და დეპრესიული. -მთელი ოთხი წელი ამას გიჩიჩინებდი,მაგრამ არაფერი გესმოდა.მიხარია რომ გაძლიერდი,მაგრამ ლენ,მაინც მგონია,რომ ტკივილს გულში იხვევ და ეს უარესია იცი?მკაცრი და გულგრილი ადამიანის ნიღაბის ტარება არც ისე ადვილია.ეს შინაგანად გაგანადგურებს.-ნუცამ ხელზე ხელი მომიჭირა და იმ ღიმილით გამიღიმა,მთელი ოთხი წელი რომ მიღიმოდა,თანაგრძნობის ღიმილით,ხელი გამოვართვი და სასმელი დავლიე. -ასე არაა,აწი იმას გავაკეთებ რაც მომინდება,გულს ტკივილს არ მივაკარებ და არც დათრგუნული გრძნობების გამო ვიტირებ.მომბეზრდა სუსტად ყოფნა,მომბეზრდა ვიყო შეშინებული,უბრალოდ ვიცხოვრებ დღევანდელი დღით,მეყვარება და არ ვიტირებ ამის გამო-კიდევ ერთი ჭიქა დავლიე და მუსიკა ჩავრთე.თან ვსვავდი და თან ვცეკვავდი,ნუცა მიყურებდა და ვხვდებოდი ჩემში ძლიერს კი არა სასოწარკვეთილ ქალს ხედავდა. დღეები ჩვეულებრივად გადიოდა,მე უბრალოდ ვმუშაობდი, ან ნუცასთან ერთად ვატარებდი დროს.ნიკაზე გამუდმებით ვფიქრობდი,თუმცა არ ვტიროდი.ტკივილები ისევ მქონდა,მაგრამ საავადმყოფოში არ მივდიოდი.ვითმენდი,თუმცა როცა მოთმენა შეუძლებელი გახდა მაშინ გადავწყვიტე მისვლა,ნიკასთან ვერ მივიდოდი,ამიტომ სადაზღვეო კომპანიაში დავრეკე და ვთხოვე ექიმი შეეცვალათ,სხვასთან ჩავეწერე. ოთხი თვის შემდეგ ისევ ექიმის მისაღებში ვიჯექი და ჩემს რიგს ველოდი,ვიცოდი იქ ნიკა არ დამხვდებოდა,მაგრამ მაინც ვღელავდი.ჩემი ექიმი სანდომიანი,თბილი ღიმილით შემხვდა და ჩემი ისტორიის გაცნობის შემდეგ თავი უკმაყოფილოდ გააქნია.აღმოჩნდა,რომ ავადმყოფობას მხოლოდ წამლებით ვერ მოვერეოდი,რადგან ჩემი დასუსტებული იმუნიტეტი ხელს მიშლიდა.საავადმყოფოში დავწექი,რამდენ ხანს არ ვიცოდი,ამიტომ სამსახურში განცხადება დავტოვე წასვლის თაობაზე.ნუცას დავემშვიდობე და გაურკვეველი ვადით გამოვიკეტე წამლის სუნად აქოთებულ ცივ პალატაში. მკურნალობა ნელა მიმდიმარეობდა,რამდენჯერმე საშინლად ცუდად გავხდი.ტკივილების გამო იძულებულნი იყვნენ ტკივილგამაყუჩებელი გაეკეთებინათ.იმის მაგივრად,რომ მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვლილიყო,უარესდებოდა.ტკივილებს,სისხლიანი გამონადენიც დაერთო.რატომღაც ამას მე მშვიდად შევხვდი,ექიმისგან განსხვავებით.დამინიშნეს განსაკუთრებული კვება,მეთვალყურეობა და ამიკრძალეს ნერვიულობა.ნუცა ყოველ დღე მოდიოდა და ვაშლი,პომიდორი,ცოცხალი ჭარხლის სალათი მოჰქონდა. ახალმა წელმა ჩემთვის უფერულად ჩაიარა,არავინ არ მაინტერესებდა,მხოლოდ ნუცას მივულოცე,მერე კი დავწექი და კითხვა დავიწყე.შუაღამისას ტკივილებმა გამომაღვიძა,მეგონა მკერდი მიდიდდებოდა,მგრძნობიარე გამიხდა,ყოველი კაპილარის ფეთქვას და სისხლის მოძრაობას ვგრძნობდი. მიუხედავად იმისა,რომ ტკივილი ჭკუიდან მშლიდა,მაინც არ გამომიძახია ექთანი.სანამ შემეძლო თავს ვიკავებდი,მერე წამოდგომა და გარეთ გასვლა ვცადე,თავბრუ მესხმოდა,ვკანკალებდი,ორი ნაბიჯი ძლივს გადავდგი და ჩავიკეცე. გონს საოცრად ნაცნობმა და საყვარელმა ხმამ მომიყვანა.მეგონა მეჩვენებოდა,თვალები ფრთხილად გავახილე და ჩემს თავთან მდგომ ნიკას ძლივს გავუღიმე. -ელენე,ჩემი გესმის?-ნიკას სახე მთლიანად გაფითრებოდა და ხელს ხელზე მიჭერდა.გამშრალი პირი ძლივს გავაღე და მესმისმეთქი ამოვიხრიალე.გაბრუებული ვიყავი,თვალებს ძლივს ვახელდი,ძვლები მტკიოდა,ვერ ვინძრეოდი,თავი გვერდზე მივაბრუნე და ჩემს გაშლილ მკლავს დავაცქერდი,წვეთოვანი მედგა. -გახსოვს რამე?გათიშული გიპოვეს და მეც დამირეკა შოთა ექიმმა,ოპერაციას მეც ვესწრებლდი-ჩემს გაოცებულ მზერას უპასუხა ნიკამ და ჩემი თითები ტუჩებთან მიიტანა.-ნუ გეშინია ელენ,ყველაფერი კარგად იქნება,გპირდები.-სიმწრისგან გამეღიმა და თვალები დავხუჭე,არ მინდოდა ჩემი ცრემლები დაენახა. იმ ღამეს ნიკა ჩემთან დარჩა,თავთან მეჯდა და ჩემი ხელი ეჭირა,ყველაფერს ვხვდებოდი და მესმოდა,მაგრამ თვალს არ ვახელდი.არ შემეძლო ახლა მასთან საუბარი. დილით ნუცაც მოვიდა,ტირილით შემოვარდა და გადამეხვია. -როგორ შემაშინე ლენ,გავგიჟდი,რომ დამირეკეს,მთელი ღამე გავათენე,სანამ ნიკას არ დავურეკე და გავიგე შენი მდგომარეობა, მანამდე ვერ მოვისვენე-მიაყარა ნუცამ და გაჩუმდა,თვალები გამოფართოვდა.არ ვიცოდი იმწამს ბედნიერი ვყოფილიყავი ამის გამო,თუ გავწყრომოდი ნუცას. მკურნალობა ჩვეულებრივად მიმდიმარეობდა,პოსტოპერაციული პერიოდი დიდხანს არ გაგრძელებულა,თავს უკეთ ვგრძნობდი და ტკივილებიც აღარ მაწუხებდა.ნიკა მას შემდეგ აღარ მოსულა,გული მწყდებოდა,მაგრამ არ ვიმჩნევდი.უკვე წამოდგომაც შემეძლო და დამოუკიდებლად სიარულიც,როცა სანიტარმა მამცნო მნახველი გყავსო.გამიკვირდა ვინ უნდა ყოფილიყო,ნუცას საღამოს ველოდი,სხვა კი ჩემს სანახავად არავინ დადიოდა.საწოლზე ჩამოვჯექი და კარს მივაშტერდი,ცოტა ხანში კარი გაიღო და თავჩახრილი ლანა გამოჩნდა,ზღურბლზე იდგა და კარგად წამოზრდილ მუცელზე ხელი ედო.თვალები გამიფართოვდა,მეგონამეჩვენებოდა,მეგონა კოშმარი მესიზმრებოდა,თვალებიც კი დავხუჭე,ვიფიქრე გავახელ და ლანაც გაქრებათქო,მაგრამ ლანა ისევ იქ იდგა. -შეიძლებაა?-ჩუმად ჩაილაპარაკა და შემოვიდა.ყელში მოწოლილი ბოღმა და ტკივილი ძლივს გადავყლაპე და ვანიშნე შემოსულიყო.იმედგაცრუებისგან და ტკივილისგან მთლიანად ვკანკალებდი. -ვიცი, აქ არ უნდა მოვსულიყავი,მაგრამ არ შემეძლო არ მენახე-ლანა უხერხულად იდგა და დაბნეული მიყურებდა-გამოჯანმრთელება მინდოდა მესურვებინა. -მადლობა,მადლობა-ტუჩები ერთმანეთს მივაწებე და ვეცადე ემოციები გარეთ არ გამომეშვა. -სინამდვილეში სულ სხვა რამისთვის მოვედი აქ-ცოტა ხნის სიჩუმისა და თითების ნერვიული თამაშის შემდეგ გააგრძელა-ვიცი რომ ნიკა გიყვარს,ადრეც გიყვარდა,თუმცა განზე დადექი.ვიცი გიჭირდა,მაგრამ მაინც არ ჩადექი ჩვენს შორის,ამისთვის მადლობელი ვარ,შენ არ იცი რამხელა რამე გააკეთე ამით ჩემთვის.-ნელა,ენისბორძიკით აგრძელებდა ლანა.მე კი ვიჯექი და მის მუცელს თვალს ვერ ვაშორებდი.ლანა ორსულადაა,ნიკა მამა გახდებაა?ნიკას შვილი ეყოლებააა?ნიკას შვილი...ყურები დამიგუბდა,ტკივილმა თვალები დამიბინდა,სუნთქვა შემეკრა. -არ გინდა ლანა,ახლა ამაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს-მეც არ ვიცი საიდან მოვიკრიბე ძალა,ამ სიტყვების სათქმელად.-სამადლობელი არაფერია,ეს...ეს უბრალოდ მოწონება იყო,გაიარა,მორჩა!-მეტი დამაჯერებლობისთვის გავუღიმე კიდეც. -ელენე-რაღაცის თქმას აპირებდა ლანა,მაგრამ გავაწყვეტინე. -რამდენი თვის ხარ? -ოთხის ვარ-მუცელზე დაიხედა და ხელები მოხვია.აჰ,ოთხის.მწარედ გამეღიმა,ანუ მე რომ ნიკა გავიცანი მათ უკვე ჰქონდათ ურთიერთობააა? -კარგია,მიხარია.სქესი იცით?-თ გამოვკვეთე,ნიკაც ვიგულისხმე. -არა,ჯერ არა.-თბილად გამიღიმა ლანამ და ისევ რაღაცის თქმას აპირებდა ექიმი, რომ შემოვიდა.მეგონა სიკვდილისგან მიხსნა,იმ წუთას ექიმის მადლიერი ვიყავი,ლანასთან დიდხანს ყოფნისგან რომ მიხსნა. ბოლო გამოკვლევები ჩავიტარე,ექომამოგრაფია გავიკეთე და ნუცასთან ერთად სახლში დავბრუნდი.ნუცას დაჟინებული ჰხოვნით სამსახურში წავედი და უფროსს ჩემი აღდგენა ვთხოვე,უპრობლემოდ დამთანხმდა,რაღაც არა სხვა ვინ დასთანხმდებოდა ასეთ სამსახურს ასეთი დაბალი ანაზღაურებით. ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში ჩადგა.მეც გამოვცოცხლდი.სამსახურის შემდეგ ფეხით ვსეირნობდი და სახლში მისულს ღრმად მეძინებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.