შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვამპირის ცრემლები


16-01-2016, 22:08
ავტორი nigita
ნანახია 1 961

-იქ სადაც ჩვენ მივდივართ ადამიანების ადგილი არაა
-ჩემი ადგილი შენს გვერდითაა!
-ბელა მე შენი შესაფერი არ ვარ…..
-სისულელეა!-მეტს ველოდი,მაგრამ ჩემი ხმა არასწორად ისმოდა,უფრო ვედრებით.-შენნ ყველაზე კარგი რამ ხარ,რაც კი გამაჩნია ცხოვრებაში
-ჩენი სამყარო შენ არ შეგეფერება.
-ინციდენტი ჯასპერთან- სისულელეა,ნამდვილი სისულელე!
-კი,მართალია,
-შენ შემპირდი !!გახსოვს,ფენიქსში შემპირდი რომ არ მიმატოვებდი……
-სანამ ეს შენთვის უსაფრთხო იქნებოდა,
-არა!ეს ჩემი სულისგამოა არა?მართალია?-ხმაში ძველებურად ვედრება ისმოდა,-კარლაილმა ამიხსნა,და ჩემთვის სულერთია.დიახ წარმოიდგინე, სულერთია!ჩემი სული შენ გეკუთვნის ისევე როგორც-ჩემი გული და ცხოვრება!!!
შევისუნთქე ცოტაოდენი ჰაერი,ედვარდი მთელი ეს დრო უაზროდ დაჰყურებდა მიწას.ტუჩებს მალავდა,სულ ოდნავ შესამჩნევი ღიმილით.როდესაც მან შემომხედა,მის თვალებში ოქროსფერის ნაცვლად ცივი ზამთრისმაგვარი გამოხედვა გაჩნდა.
-ბელა,მე არ მინდა,რომ შენ ჩემთან ერთად წამოხვიდე- შეფერხებით სწორად წარმოტქვა მანდა შემომხედა გაყინული მზერით.
რამოდენიმეჯერ საკუთარ თავს გავუმეორე მისი სიტყვები და უფრო და უფრო ვწვდებოდი მის აზრს.
-შენ…..არ გინდა……..მე…..ვიცოდე?????????? –დავაზუსტე მე.ღმერთო , რა უაზრო შეკითხვაა!!
-დიახ….
მე გაურკვევლად ვუყურებდი ედვარდს,ის კი ჩრდილიდან შეცბუნებული მიცქერდა მისი თვალები გამჭირვალე იყო როგორც ტოპაზი.მათ ყინულოვან სიღრმეში მე ვერ დავინახე უარყოფა იმისა რაც თვითონ თქვა.
-ეს უკვე ყველაფერს ცვლის- საოცარია, ჩემი ხმა მშვიდად ისმოდა……კალენმა გაუბედავად შეხედა ხეებს.ალბათ ჩემი მუხლები შიშისაგან კანკალებდნენ იმიტომ,რომ ხეებმა მოულოდნელად დაიწყეს რხევა.ვენებში სისხლმა ხმამაღლა დაიწყო მოძრაობა.ედვარდის ხმა კი ყოველ წამს უფრო და უფრო ხმადაბლა ჟღერდა.
-მშვიდობით ბელა!!! – მშვიდად,თითქოს არაფერი მომხდარა ისე ჩაილაპარაკა კალენმა…..
-მოიცადე !-დავიძახე მე და ჩემს ძალაწართმეულ ფეხებს მოძრაობა ვუბრძანე,მისკენ გავიწიე…..
მომეჩვენა ედვარდს უნდოდა რომ გადამხვეოდა,მაგრამ ცივი თითებით თავი შეიკავა.თავიდან აიცილა ჩემი ხელები და წამის მეასედში შეეხო ჩემს შუბლს…
-თავს გაუფრთხილდი !!
მოულოდნელად ცივმა ჰაერმა პატარა ნეკერჩხლის ფოთოლი მოიტანა და შეშინებულმა თვალები დავახამხამე…
წავიდა….მარტო დამტოვა.უმძიმესი ტკივილით…ცრემლების ცვენა თვალებიდან არ წყდებოდა.გავიქეცი მის ნაკვალევზე,კარგად ვხვდებოდი, რომ ვერ დავეწეოდი.მივრბოდი,ვტიროდი,ძალიან მციოდა,სანამ არ დავეცი სველ მიწაზე.ადგომა არ მინდოდა,არც მიცდია…მე ვიწექი და ვტიროდი,წვიმა დაიწყო,წვიმდა და წვიმდა,არც ჩერდებოდა კიდევ უფრო მტანჯავდა ეს ცრემლები,რომლებიც წვიმასავით შეუჩერებლად მდიოდა..
უეცრად,სახეზე ცივი შეხება ვიგრძენი..
-ნუთუ ედვარდი დაბრუნდა???
თავი ავწიე და შევტრიალდი ჩემ გვერდით მჯდომი ვამპირისაკენ…..ეს ლორანი იყო…
-პატარა,ჩემი ნუ გეშინია,-უფრო მომიახლოვდა.
-რა გინდა?-წავიბურტყუნე
-არ იტირო!!! მინდა დაგეხმარო…
-როგორ?????
-შენ იცი რომ ვიქტორია მოგკლავს?-მკითხა და თან თმები გამისწორა რომლებიც ტვალებში მედებოდნენ.
-თუნდაც! – ჩემტვის სულერტია! არაფრისთვის მიღირს ცხოვრება!-ჩემთვის მტკივნეული იყო ამის ლაპარაკი,გული ტკივილისაგან მეწვოდა..
-შენ იტანჯები! დააბოლოვა ვამპირმა.-შენ გტკივა,ის წავიდა ,დაგტოვა მარტო გატეხილი გულით.დაგტოვა აქ რომ გეტანჯა.
-შეწყვიტე! შეჩერდი!-დავუყვირე და ცრემლებმა თავიდან დაიწყეს ცვენა.მისი სიტყვები ისევეა როგორც დანა,რომელიც გულში გამიყარეს და იქ დარჩა სამუდამოდ…
-ეს ვინ ყვირის?-ახალგაზრდა ქალის ხმა ჩამესმა.თავი ავწიე და ვიქტორია დავინახე,მის სახეზე ღიმილი თამაშობდა..მომიახლოვდა-ბელა,პატარა შენ რა ტირი?გეშინია?
-არა!-მტკიცედ ვუპასუხე.-მომკალი!შენც ხომ ეს გინდოდა?-ვიქტორია გაოგნებული მიყურებდა..
ლორანი ადგა და მასთან მივიდა,ცოტახანს საუბრობდნენ,მაგრამ მე არ მესმოდა.შემდეგ ვიქტორია მომიახლოვდა……..
-ბელა !!ნუ გეშიანია,ეს სულაც არ იქნება მტკივნეული-გაიღიმა და გვერდით მომიჯდა,თმები გადამიწია და უეცრად უაზრო ტკივილი ვიგრძენი მთელს სხეულში.სიკვდილისათვის უკვე მზად ვიყავი, მაგრამ ტკივილი მაინც არ მიდიოდა.
ასე რამოდენიმე დღე გრძელდებოდა,შემდეგ ყველა ტკივილი გულის ირგვლივ შეიკრიბა და ის გაჩერდა,შეწყვიტა ცემა.მაგრამ მე ვაგრძელებდი სიცოცხლეს.რატომ?თვალები გავახილე და მივხვდი რომ ყველაფერს უფრო ნათლად ვხედავდი.ავდექი.ოთახში გავიარე და სარკე დავინახე!ჩავიხედე და გავოცდი!ჩემ წინ იდგა ძალიან ლამაზი გოგონა,გრძზელი ყავისფერი თმით,რომელსაც სინათლეზე წითელი ფერი გადაჰკრავდა,ისეთი თეთრი როგორც მარმალილო…..ნელ-ნელა ვხვდებოდი.მე ვამპირე ვარ!
ოთახში ვიქტორია შემოვიდა:
ბელა შენ უკვე ადექი!-გაკვირვებულმა თქვა და თვალებში ჩამხედა –ჯანდაბა!-წამოიყვირა უეცრად.
-რა მოხდა?-აქვე ლორანიც გაჩნდა
-მისი თვალები!ისინი ნაცრისფერია როგორც წვიმა!-თქვა გაკვირვებულმა ვიქტორიამ….
ლორანმა შემომხედა და გაიღიმა:
-არა!ისინი ნაცრისფერია როგორც ცრემლები!!
მე თავიდან ჩავიხედე სარკეში და საკუთარ თვალებს თვალს ვერ ვწყვეტდი .ისინი მართლაც ნაცრისფერი იყო,როგორც წყალი,წვიმა და ცრემლი….
-რატომ როგორც ცრემლები?-იკითხა ვიქტორიამ და მეც გავიხედე.
-ვიკი! ის მთელი გარდაქმნის პროცესში ტიროდა!!ეს მისი მეორე საჩუქარია.-ლორანმა ხელი მომკიდა და საწოლზე დამსვა,თვითონ კი გვერდით მომიჯდა.
-მეორე??-და პირველი რომელია??
-პირველი-ფარი!!შენ ბლოკირებას უკეთებ ყველა ზემოქმედებას შენზე.
-ბელა შენ უნიკალური ხარ!!!
მე კი გავიხსენე ყველაფერი რაც რამოდენიმე დრის წინ მოხდა:ედვარდი წავიდა,შემდეგ ვამპირი და მწვავე ტკივილი.
-თქვენ მე გარდამქმენით! რატომ??
ტკივილმა გაჩერებული გული განგმირა და ცრემლებმა დაიწყეს ცვენა.
-ვიკი ახლა არა!!-თქვა ლორანმა-ბელა შენ უნდა ინადირო!!
-მე არ ვაპირებ ადამიანებით კვებას!!-წამოვიყვირე უეცრად
-ვიცი!!შენ ცხოველების სისხლით გამოიკვებები,აქ უკვე აღარავინ იკვებება ადამიანებით!!-მან გამიღიმა და ხელი გამომიწოდა –წავედით?-მე დავტანხმდი და წავედით ჩემ პირველ ნადირობაზე……

-მე ახლა სხვა ვარ,მე ვარ-ვამპირი!!!ვამპირი რომელსაც შეუძლია ტირილი……ლორანი და ვიკი არც ისეთი ცუდები აღმოჩდნენ როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანდა, ლორანი ძალიან მეგობრულია და რაცარუნდა უცნაური იყოს ძალიან კეთილი. ვიკი არამარტო გარეგნულად არის ლამაზი არამედ კეთილიცაა და ძალიან მზრუნველიც. ჩვენ უკვე ხუთი დღეა რაც ერთად ვცხოვრობთ, ის დამეხმარა გამეგო და ამეთვისებინა ვამპირთა მთავარი კანონები კერძოდ კი გახდნენ ვეგეტარიანელები, ამას მართლა ვერ წარმოვიდგენდი თუ ისინი ოდესმე ამაზე წავიდოდნენ, ლორანი კიდევ ხომ მაგრამ ვიკისგან ამას მართლაც არ ველოდი, მათ თვალები უკვე ოქროსფერი გახდა, ჩემი კი დარჩა ნაცრისფერი, მაგრამ როდესაც მომშივდება მაშინ კი ისეთი შავი ხდება როგორც ნახშირი, ჩემს თავს საერთოდ ბევრი უცნაური რამე ხდებოდა, მხოლოდ ხუთი დღე იყო გასული ჩემი გადაქცევიდან.
- ლორან მე ვერაფერს ვერ ვგებულობ !!
- რას ვერ გებულობ????- ლორანმა მკითხა გაოგნებულმა, ამ დროს ვიკიც შემოგვიერტდა.
- ლორან დროა ყველა მის კითხვას გავცეთ პასუხი!! ყველაფერს მალე გაიგებს
- კარგი! - ეტყობოდა ისიც ვიკის თანხმობას ელოდა, რომ ესაუბრა ამ თემაზე
- რა გინდა რომ იცოდე ?
- რატომ გადამაქციე ?? - ვკითხე ვიკის….
- შენ ძალიან ბევრი იტანჯე ბელა! - ჩემი სახელის გაგონებაზე ყველაფერი გამახსენდა და თვალებზე ცრემლი მომადგა, მაგრამ დავმალე
- შენ ტიროდი, არ ჩერდებოდი ამიტომ გადავწყვიტე მომეკალი, მაგრამ ლორენმა მითხრა, რომ შენ სხვანაირი იქნებოდი. დამაინტერესა იმ ფაქტმა რომ შენ რამდენიმე ტალანტი გაქვს, ძალიან მინდოდა სხვანაირი მენახე - გამიღიმა…
- რამდენიმე??- მაგრამ თქვენ საიდან იცოდით, მექნებოდა თუ არა საერთოდ ტალანტი?- გავვოცდი..
- შენ ცხოვრებაშიც შეგეძლო ვამპირებზე ზემოქმედება - ლორანმაც გამიღიმა, ჩემი მეგობარი ელიაზარი, რომელიც დენალის კლანიდანაა შეუძლია გამოარჩიოს ვის რა ნიჭი ექნება იმ შემთხვევაში თუ მას გადააქცევენ.
- კი მაგრამ, მე არცერთხელ არ მინახავს ელიაზარი !
- სამაგიეროდ მან გიხილა! თქვა ვიკიმ.
- კი მაგრამ? - მე, მე ვერ გავიგე.
- გახსოვს გამოსაშვები საღამო? მე იქ ელიაზართან ერთად ვიყავი!
- კარგი! მაშინ რა ტალანტის მფლობელი ვარ?
- ეს სამია! - თქვა ვიკიმ..
- სამი? მივაშტერდი ვიკის გაოცებული
- დიახ! - პარი, ტირილი და შენი მზერა….
- ფართან ყველაფერი გასაგებია, მაგრამ დანარჩენი ორი რას ნიშნავს?
- მეორე ტირილი - შენ ადვილად გადაიტან ყველაფერ ცუდს რაც შეგემთხვევა, თუ ვინმე ცუდად იქნება და შენ უბრალოდ შეეხები მას მისი ტკივილი გაქრება!
- მაგრამ ,ამას აქვს თავისი უარყოფითი მხარე - წუთის შემდეგ დაამატა ვიკიმ
- როგორი?
- შენ თვითონ იგრძნობ იმ ადამიანის ტკივილს!! ამიხსნა ლორანმა,…
- კარგი და მესამე??
-მესამე? - ამას შემდეგ შენ თვითონ შეიტყობ
- რატომ ?
- დამერწმუნე ეს უკეთესია იგრძნო ვიდრე აგიხსნა!!
- კარგი დაველოდები მანამ, სანამ გამოვლინდება, აქვე გამახსენდა კალენები, კალენები, ზუსტად კი ელისი და მისი ნიჭი..- კალენი??
- რა კალენი?? - გაოცდა ვიკი..
- ელისი ის ხომ მომავალს ხედავს!! მან ვერ დამინახა??
- არა ბელა! მე რამდენიმე ხნის წინ ვიყავი ელიაზართან, კალენები ახლა ზუსტად იქ არიან! ელისმა კი შეწყვიტა შენი ხილვა რადგან თვლიან რომ შენ მოკვდი! -წყნარად თქვა ლორანმა, შემომხედა და განაგრძო - მამაშენი მთელი ეს კვირა აქ გეძებდა, დედა კი ფენიქსში. ტყეში ჩატარდა სამაშველო ოპერაცია მაგარმ, შენი ნაკვალევი ვერ იპოვნეს და ძებნა შეწყვიტეს. ამ მომენტჩი შენ უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლები.
- მე ვუსმენდი და ვტიროდი, ვიკი მეხვეოდა
- მაპატიე!! - წარმოთქვა მან.
- რისთვის?? მე ვერ გავიგე რატომ ითხოვდა პატიებას.
- მე წაგართვი ყველაფერი რაც შენთვის ძვირფასი იყო, მე უნდა შევჩერებულიყავი.
- არა, ვიკი! შენ სწორად მოიქეცი - მაგრად ვთქვი და ტირილი შევწყვიტე –სხვა ქვეყანაში წავალ რამდენიმე წლით მესმის, რომ მამას და დედას გაუჭირდებათ, მაგრამ ასე უკეთესია მათთვის, კალენების ნახვა კი ახლა არ მინდა.
- არა ბელს ! ჩვენ შენთან ერთად მოვდივართ – თქვა ლორანმა და ვიკიც დაეთანხმა.
- მინდოდა შევწინააღმდეგებოდი, მაგრამ ლორენმა უეცრად თქვა: "ეს არ განიხილება!"
- თანახმა ვარ მამიკო!! - გავიღიმე
- გაიღიმა, როგორც იქნა, მან დამიჭირა და დამატრიალა ოთახში
- ლო გამიშვი გთხოვ !
-ბელს შენ ახალ ცხოვრებას იწყებ. გრძნობ?
- კი - ვუპასუხე მე
- და სად მივემგზავრებით?
-შეიძლება სამხრეთ რუსეთში წავიდეთ?? შემოგვთავაზა ვიკიმ. თან ამინდიც გვაწყობს,
-კარგია! უცებ რაღაცაზე ჩავფიქრდი..
- რაზე ფიქრობ ლამაზო ? მკითხა ვიკიმ..
- მინდოდა მეკითხა,შეიძლებოდა თუ არა სახელის გამოცვლა
- სახელი? რატომ? აღელვებული სახით შემომხედა ლორანმა.
- უფრო იოლი იქნება ჩემთვის! როდესაც ბელას მეძახით, თვალწინ მიდგება წარსულის სურათები და ძალიან მიჭირს….
- რათქმაუნდა რატომაც არა. რა სახელი გინდა?? ვიკი სიხარულისგან ბრწყინავდა
-არტემიდა! ვთქვი ჩაფიქრების შემდეგ.
-არტემიდა? რატომ მაინცდამიანც ეს?
-არტემიდა- ბერძნული მითოლოგიური არსებაა: ნადირობის, ქალთა უმანკოების, ყველა ცოცხალი არსების მფარველი ქალღმერთი, ასევე ბედნიერების მომნიჭებელი ქორწინებაში და დაბადებაში, კიდევ მთვარის ქალღმერთი, მისი ძმა აპოლონი მზის განსახიერებაა - ჩაილაპარაკა ლორანმა.
- შენ ამდენი საიდან იცი?
- ერთ დროს, საბერძნეთში ვცხოვრობდი, კარგი ქვეყანაა, მაგრამ ძალიან მზიანი. დღე არაფერი მქონდა საკეთებელი და მეც ვკითხულობდი სხვადასხვა წიგნს.
- ნაკითხიც ყოფილა! ჩაიცინა ვიკიმ
- ბელა შენც იცოდი?
-კი, მაგარმ ამდენიც არა, მხოლოდ ის რომ მთვარის ქალღმერთი იყო, ძალიან მიყვარს მთვარე, ძალიან ლამაზია!
- ისევე როგორც შენ!! გამიღიმა ლორანმა.
წავედით! მოვემზადოთ გასამგზავრებლად, ხვალ უკვე აქ აღარ ვიქნებით, ძნელია დაუმშვიდობებლად წასვლა, მაგრამ ასე უკეთესია მათთვის.

შეცდომებისთვის ბოდიშ გიხდით... თუ მოგეწონებატ გავაგრძელებ...



№1 სტუმარი marikuna

Me rogor Twilightis dzveli fani geubnebi rom dzalian saintereso interpretaciaa... veli gagrdzelebas. ❤❤ gansakutrebit tvalebsa da cremlebtan dakavshirebuli siujeti momewona dzalian ❤❤❤❤

 


№2  offline წევრი nigita

marikuna
Me rogor Twilightis dzveli fani geubnebi rom dzalian saintereso interpretaciaa... veli gagrdzelebas. ❤❤ gansakutrebit tvalebsa da cremlebtan dakavshirebuli siujeti momewona dzalian ❤❤❤❤

გმადლობ , მეც ბინდის ძველი ფანი ვარ და იმედია მოგეწონებათ სიუჯეტის გაგრძელება request

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent