სექსუალური პროვინციელი მასწავლებელი (1 თავი)
-ელენე.. ელეე.. -სავარაუდოდ სამზარეულოდან გასძახა თინა ბებომ ერთადერთ შვილიშვილს და განაგრძო წვნიანის მომზადება. სანიკიძის ქალბატონსაც მოესმა თუარა საყვარელი ხმა, უმალ მიყვა და წამებში აღმოჩნდა სამზარეულოში, ბებოს ფუმფულა სხეულზე უკნიდან მოხვეული. -მეძახდი ბეე?? -ცნობისმოყვარე მზერა მიაპყრო და ქალს დანაოჭებული ლოყები ნეტარებით დაუკოცნა. -ჰოო ბებია მიდი ა მანდ მაგიდაზე ხაჭაპურები რო დევს ნაირას დავუცხე, დღეს თურმე სტუმრები ჩამოსდის ქალაქიდან და გადაუტანე ვერ ასწრებდა საწყალი ქალი. -თინამ თბილად გაუღიმა გოგონას, თავადაც მოესიყვარულა და თავისი მისიაც გააცნო. -კაიი ბე ეხლავე. ვინები ჩამოდიან კიმაგრამ? -ცნობისმოყვარედ იკითხა და წარბები სასაცილოდ აწკიპა. -ბებია ლევანი თუ გახსოვს შენ? ნაირას შვილიშვილი.. აქედან რო წავიდა 14 წლის იქნებოდი.. უცხოეთში სწავლობდა, რო ჩამევიდა ქალაქი არჩია და დარჩა თბილისში აქ ზაფხულობით ჩამოდიოდა ხოლმე, მარა შენ მაგდროს ნინიკოსთან ერთად ზღვაზე გარბიხარ.. ჰოო და მგონი მაგის მეგობრები კიდე არ ვიცი მე წამევედი ბებია აღარ მომისმენია. -ჰოო რავიცი ბეე ბუნდოვნად მახსოვს მგონი ხუჭუჭა თმები ქონდა არა? იკადრა ბიჭმა საჩხერე?! -ირონიულად ჩაიცინა და ბიჭის უკეთ გახსენებას შეეცადა. -ჰოო ელენიკო ეგაა შვილო, მამამისს გავს თმებით და ნუ ლაპარაკობ ეგრე თავისი საქმე აქ ალბათ ბაღანას ქალაქში და ვერ იცლის. -უმალ გაუწყრა ქალი და დარიგებებს მოყვა. -ჰოო ბე მართალი ხარ მართალი! ნამეტანი დაკავებული იქნება. -ჩაიფხუკუნა, ხაჭაპურს ხელი დაავლო და ნაცვლიშვილების სახლისკენ გაემართა. რა მისი ბრალია თუ ქალაქელი ახალგაზრდობა გულზე არ ეხატება?! ცა და დედამიწა მათი რო გონიათ და აქაურობას არ კადრულობენ?!! *** ტანზე მუხლს ოდნავ აცდენილი, გაშლილი, ნათელ ფერებში გაწყობილი სარაფანი ეცვა, ზევიდან თხელი მოსაცმელი მოეცვა და ფეხზე ვარდისფერი ბალეტკები ამოეცვა. გაზაფხული იყო უკვე და მზისაგან შეწუხებულს თმები კოსად გაეკეთებინა. მოდი ცოტას ჩვენს პროვინციელ ლამაზმანზე მოგიყვებით. ელენე სანიკიძე 21 წლის. იმერეთში დაბადებული და გაზრდილი. წარმატებით დაასრულა სკოლა და ბავშვობის ოცნებაც აისრულა. ეხლა თავად ასწავლის საჩხერის ერთ-ერთ სკოლაში ინგლისურს. ქალაქელებზე გული თბილისში ცხოვრების დროს აუცრუვდა. იძულებული რო არ ყოფილიყო არც დატოვებდა საყვარელ კუთხეს, მაგრამ უნივერსიტეტში ხოუნდა ჩაებარებინა?? ხოდა ოთხი წელი ძვლივს გაძლო და დამთავრებისთანავე დაკრა ფეხი გუდანაბადინად და საყვარელ თინა ბებოსთან დაბრუნდა. თავისუფალ დროს დამატებითაც ამეცადინებს ბავშვება ყოველგვარი გადასახადის გარეშე. უბრალოდ მოწონს თავისი საქმე, სიამოვნებას ღებულობს ბავშვებთან ურათიერთობით და სკოლიდან შემოაული თანხაც საკმარისია მისთვის, რომ თავისი თავი და ბებო არჩინოს. საოჯახო საქმეებშიც შეძლებისდაგვარად ეხმარება ქალს და ცდილობს შეუმსუბუქოს სამუშაო. მეზობლად ყავს საუკეთესო მეგობარი ნინიკო, რომელიც ქალაქის ერთადერთ მყუდრო კაფეში მუშაობს. ელენსიოს მშობლები, როგორც ნინიკო ეძახის დადნაფიცს მაშინ დაშორდნენ, როდესაც გოგონა სულ რაღაც 8 წლის იყო. მას მერე ბებო ზრდის (მამის დედა). დედა მაია დაშორებიდან მალე თავიდან გათხოვდა ვიღაც რუსეთიდან ჩამოსულ ბიზნესმენზე. იშვიათად კითხულობდა ქალიშვილს, ეხლაც ურეკავს ხოლმე დღესასწაულებზე და მხოლოდ მაშინ კითხულობს. ელენემ მის ყოველგვარ დახმარებაზე უარი თქვა, ერთადერთი რაზეც დათანხმდა საცზოვრებელი იყო თბილისში სწავლისას, ესეც იმიტომ რომ სხვა გზა ფაქტიურად არ ქონდა. მამამ მამუკამ განქორწინებიდან სადღაც ერათი წლის თავზე ვიღაც ქალაქელი ”პატიოსანი” გოგო ააგდო და დღემდე მასთან ერთად ცხოვრობს თბილისში, თუმცაღა ოფიციალურად დღემდე არ არიან შეუღლებულები. მამუკაც იშვიათად ეკონტაქტება დედას და შვილს, ზოგჯერ ჩამოდის კიდეც და რამოდენიმე დღე რჩება. ელე შეჩვეულია ამ ყოფას, ყველაფრისდამიუხედავად ორივე უყვარს. ხვდება რომ მშობლებს თავიანთი ცხოვრება აქვთ და ის ზედმეტია. ალბათ ყოველივე მამუკას და მაიას ნაადრევად ქორწინებამ განაპირობა სულ რაღაც 18 წლისები იყვნენ და ელეც შეუღლებიდან 6 წლის შემდეგ გაჩნდა. ვერ ვიტყვი შვილი არ უყვართ და საერთოდ არ ანაღვლებთ თქო, უბრალოდ პირველ პლანზე არ აყენებენ და მანძილია გამოც გაუცივდათ ურთიერთობა. რათქმაუნდა ელენე გულის სიღრმეში განიცდის და მასაც სურს იგრძნოს დედისა და მამის სითბო, მაგრამ მისთვის მთავარი საგანძური გვერდით ყავს და საყვარელი თინა ბებო ყველას ურჩევნია. გარეგნულად არავის ჩამოუვარდება. საშუალო სიმაღლისაა, გრძელი სწორი ქერა თმით, ზღვასავით ცისფერი მღელავი თვალებით. არც სხეულოს ფორმებს უჩივის და მადლობელია მაიასი, რომ მას დაემსგავსა. დიდი ტუჩები აქ ნებისმიერ მამაკაცს რო გააგიჟებს და მათი დასაკუთრებისა ურვილს აღუძრავს. მკერდზე და საჯდომზე აღარაფერს ვამბობ.. ხელები ამიწევია ბიძია.. კაცი რო ვიყო ჩემი ”იარაღიც” ამოქმედდებოდა. ყველაფრისდა მიუხედავად ვიწრო წელი ქონდა და ეს უფრო დიდ ელფერს ძენდა მის უნაკლო სხეულს. ღიმილი ხო საოცარი! ერთ სანახაობად ღირს მისი ჩამწკრივებული ქათქათა კბილების ხილვა სიცილის დროს. არც სატრფოების ნაკლებობას უჩივის თუმცაღა თავად ჯერ ვერ უპოვნია ის ვინც გააგიჟებს და თავს მიუძღვნის, გულსა და სულს აჩუქებს და დარჩენილ ცხოვრების გზას მასთან ერთად გაივლის. სატრფოთაგან ერთს გამოვარჩევდი ლადოს. ბიჭი უკვე ექვსი წელია სიყვარულს ეფიცება და გასაქანს არ აძლევს. სადაც მიდის ყველგან ეჩხირება. ძალიან აღიზიანებს მაგრამ რას გააწყობს ყოველი მასთან კამათის შემდეგ ერთიდაიგივე ფრაზა ესმის -”დაიმახსოვრე მხოლოდ ჩემი ხარ და მალე ავიხდენ კიდეც დიდი ხნის სურვილს” -და ეს ფრაზა უკვე მთელი ექვსი წელია ესმის და უკვე სასაცილოდაც აღარ ყოფნის ლადოს ”კაცური” გამოხტომები. *** ამასობაში კი ელენიკომ გადაირბინა ნაირა დეიდასთან და ომახიანად გასძახა კარებთან მისულმა, რადგან ორივე ხელი დაკავებული ქონდა და კარს თავისით ვერ აღებდა. მალე გამოჩნდა კარში ოჯახის უფროსიც ბატონი რევაზი და გოგონა ოთახში შეატარა. -ოო ეს ვინ მოსულა. იფ იფ რა სუნია! სად დაგვეკარგე ელე. -რავიცი რეზო ძია საქმეები მქონდა სკოლაში. გამოვისყიდი დანაშაულს აუცილებლად! -იცოდე ვიმახსოვრებ ქალბატონო ელენე! -თითი დაუქნია და მხიარულად შეაბიჯეს სამზარეულოში. -უი უკვე მოხვედი შვილო? მოდი მოდი აი აქ დადე გენაცვალე. რა ყოჩაღია მოკლედ თინა! დიდი მადლობა გადაუხადე ჩემო გოგო.. მოკლედ ოქროს ხელები აქვს რა! -გეკადრებათ ნაირა დეიდა! პირიქით სიამოვნებს, რო გეხმარებათ. -ვიცი ელე ვიცი. დარჩი ცოტახანი, ყავას ხო დალევ ან წვენს? -არა არა არ მოგაცდენთ. წავალ და რო დალაგდებით მერე გადმოვალ. -ვაიიმე ელე გცემ ეხლა! შენ როგორ უნდა შემიშალო ხელი! -გაუწყრა ქალი, იქვე სკამზე ჩამოსვა გოგო და წვენი მიაწოდა. -რავიცია აბა. -მხრები აიჩეჩა, წვენი მოსვა და ნაირასთანს აუბარში გაერთო. გონს მანქანის ხმამ მოიყვანათ. ნაირაც უმალ გავარდა შვილის მოსასიყვარულებლად. ელემ კი სამზარეულოში დარჩენა ამჯობინა. ესმოდა ახალგაზრდების ხმა არამხოლოდ მამაკაცების, გოგოს წკრიალა ხმაც ჩაესმა. ბოლოს როგორც ჩანს სასტუმრო ოთახში გამწესდნენ. ნაირამაც შეირბინა სამზარეულოში სუფრის გასაწყობად, შემთხვევით ფეხი აუცდა და დაეცა. დაცემისას ხელი ჩამოურტყამს საწყალ ქალს და სისხლიც უმალ წამოუვიდა. ელენე დაფეთებული მივარდა ქალს და შეეცადა წამოეყენებინა. -ვაიმე შვილო ყველაფერი უბედურება მე როგორ უნდა დამემართოს! -სიმწრით მოთქმა დაიწყო და ნატკენ ადგილს გულმოწურული დაჰყურებდა. -ნაირა დეიდა დამელოდეთ რეზო ძიას დავუძახებ რო აგაყენოთ და ჭრილობას გადაგიხვევთ. -სისხლიანი ხელებით გაიქცა სასტუმრო ოთახისაკენ და ოთახში შევარდა. ყურადღება არ მიუქცევია სხვა 6 წყვილი თვალისთვის რომლებიც გაოცებული მისჩერებოდნენ და რეზოს მიმართა. -რეზო ძია ნაირა დეიდას დაეხმარეთ სამზარეულოში დაეცა, ეხლავე მოვალ ჭრილობას გადავუხვევ! -განწირული ხმით ამოილაპარაკა და სააფთიაქო ყუთის მოსაძებნად მეორე ოთახში გავარდა. -დედაა! -უმალ მოესმა შეშფოთებული მამაკაცის ხმა, თუმცა ავტორი არ დაუნახავს, რომელიც სავარაუდოდ სამზარეულოსკენ გაეშურა. არც ელენემ დააყოვნა მალე იპოვა სასურველი ნივთები: ბინტი, სპირტი, რაღაც მაზი დაჟეჟილობისთვის და წამებში ნაირასთან გაჩნდა. იქ შესულს ყველა სამზარეულოში დახვდა. ნაირა ტახტზე წამოეწვინათ და თავს დასტრიალებდნენ. -გამატარეთ! -იქ მყოფთ მიმართ, როცა ვერადავერ მიუახლოვდა ქალს. უმალ გამოეყო ერთი სიმპათიური მამაკაცი ბრბოს, მაგრამ ეხლა სულ არ ეცალა მისი ცისფერი თვალებისთვის და მადისაღმძვრელი ტუჩებისთვის და გზა დაუთმო. -ნაირა დეიდა როგორ ხართ?? თავიც ხოარ დაგირტყამთ?? ეხლა ცოტა აგეწვებათ.. გაუძელით რა, რაიმე სასიამოვნოე იფიქრეთ! -რა ექნა ვერ არ შეეძლო ქალის ამ მდგომარეობაში ყურება. ძალიან უყვარს ნაირა და ეცოდება ამ ტკივილისთვის. -ნუ ნერვიულობ შვილო შენი ხელებით დალეული საწამლავიც ტკბილი იქნება! -სიმწრით გაუღიმა და თითქოსდა აქეთ დააწყნარა სანიკიძე. ბოლოსდაბოლოს ჩაუტარა ყოველი საჭირო პროცედურა, გადაუხვია ჭრილობა და ფეხზე წამოდგა. ამ ხნის განმავლობაში მთელი ინტერესით აკვირდებოდნენ იქ მყოფნი. თითქოსდა რაიმე დიდ აღმოჩენასთან ქონოდათ საქმე. -ხელებს დავიბან. -უხერხულად გაიღიმა და ოთახიდან აორთქლდა. სააბაზანოდან გამოსულს ხმები სასტუმრო ოთახიდან მოესმა და იქით აიღო გეზი. ოთახში შესულმა უხერხულად გაიღიმა და კარებთან აიწურა. ეხლა უკეთ დააკვირა იმ სიმპათიურ მამაკაცს. ცისფერი თვალები, შავი დაბალზე შეჭრილი თმა, მოვლილი ასევე დაბალზე დაყენებული წვერით, მხრაბეჭიანი ეტყობოდა რომ ვარჯიშონს, დიდი ვარდისფერი ბაგეებით. შავი შარვალი ეცვა და მონაცრისფრო პერანგი რომლის ორი ღილი სიცხისაგან გაეხსნა როგორც ჩანს. ერთისიტყვით გასაგიჟებელი იყო ვინც იყო! თავისდუნებურად ტუჩი მოიკვნიტა და რო გაიზრა თავისი საქციელი საკუთარ თავს გაუწყრა. როდესაც მამაკაცის მზერაც იგრძნო, უმალ აარიდა თვალი და ნაირას შეაცქერდა. -მოდი შვილო რას დამდგარხარ კარებში. -გასძახა რეზო ძიამ როცა გოგონა შეამჩნია. -მადლობა ჩემო გოგო შენ რომ არა.. -კარგი რა რეზო ძია.. -უცებ შეკრა წარბები და კაცს სიტყვა გააწყვეტინა. -გაიცანი ელე ეს ნიაა -მიუთითა ნაირამ ქერა გოგოზე -ეს ალექსი -მიუთითა ქერა ბიჭზე -თომა -ეხლა მწვანეთვალება ბიჭზე გადაიტანა ყურადღება -ეს დათო -მიუთითა იმ ზესიმპათიურ და ზესექსუალურ მამაკაცზე -ხოლო ეს კატო -ამჯერად წითურ გოგოზე ანიშნა. - ეს ბედოვლათი გახსოვა ალბათ.. მიუბრუნდა ლევანის რომელიც დივანზე მიწოლილ დედასთან ჩამომჯდარიყო. -ეს კი ელენეა თინა ბებოს შვილიშვილი. -სასიამოვნოა. -ხმადაბლა ამოილაპარაკა და გაუღიმა იქ მყოფთ. -ჩვენთვისაც ერთხმად შესძახეს ბავშვებმა, მხოლოდ დათო შემოიფარგლა ღიმილით. -ეჰ კრასოტკა ესე უნდა დავიწყება? ვერ მიცანი არა, ვნახოთ აწე ვინ დაგეხმარება გივი ძიას ბაღში სიმინდების მოპარვაში. - ლევანი ლაპარაკლაპარაკით დაიძრა გოგოსაკენ და მოეხვია. თან თითქოს ნაწყენი აქეთიქით აქანავებდა თავს. -ვაიმე ლეო! -უცებ წამოიყვირა და თავადაც მოეხვია ბიჭს. -ოჰჰ გაგახსენდი კრუელა. -ოჰჰ ჩვეულ ფორმაში ხარ მორიელო! -და ერთხმად გაიცინეს. -ჰაა როგორახარ?? ისევ ისე აფრთხობ მამრებს? -წაკბინა ქალბატონი და დივნისკენ უბიძგა. -აჰამ ვერ ვიპოვე ჯერ ჩემი ბედი და დავიარები ესე ეული შენგან დავიწყებული. -თითქოს თავი მოისაწყლა და რამოდენიმე წამში ერთად ფხუკუნებდნენ. -შენი დაქალი ისევ იგესლება? -უცებ ჩამოუგდო საუბარი ნინიკოზე. -გააჩნია ვისთან. -წარბები აათამაშა და ლეოს თვალი ჩაუკრა. ბიჭმა ჩაიცინა და შუბლზე აკოცა მონატრებულ და გადავიწყებულ ბავშვობის მეგობარს. -ვაიიმე შვილო რა გეშველებათ! -შეიცხადა ნაირამ და წამოიწია ასდგომად. -ნაირა დეიდა არ ადგეთ მე ვიზამ ყველაფერს! -უცებ წამოიყვირა ელემ. -არა შვილო როგორ.. -დედა! იწექი გოგოები დაეხმარებიან. რამოდენიმე წუთში კი სუფრა გაშლილი იყო და ყველანი ირგვლივ შემომსხდარიყვნენ. ელე ჯერ კიდევ ფეხზე იყო და ნიას თხოვნით სამზარეულოში გავიდა გაზიანი სასმელი რომ მოეტანა მისთვის. ჭიქაში ჩაუსხა და ისისიყო შემობრუნდა, რომ ვიღაცის მკვრივ სხეულს პირდაპირ ცხვირით დაეტაკა. -ვაიი -დამფრთხალმა ამოიკნავლა და ცალი ხელით ცხვირი დაიზილა. როცა გააცნობიერა, რომ მის წინ დათო იდგა და ირონიულად უმზერდა სულ აელეწა სახე და წამოწითლდა. -რაიმე გნებავდათ? -გაპარული ხმით წარმოთქვა და უფრო აეკრო დახლს, თუმცაღა მეტი წასასვლელი არც იყო. -ეხლა ძაან ბევრი რამე მნებავს -ჩახშული ხმით ამოილაპარაკა და გოგონას მკვრივ მკერდს გაუსწორა თვალი. ამაზე სულ პომიდვრისფერი დაედო ელენსიოს. -მაგრამ ეხლა საფერფლისთვის გამომგზავნეს ლამაზო. -ისე სექსუალურად წარმოთქვა ეს სიტყვები ელენე ლამის ჩამოდნა და უფრო შეამცირა მათ შორის მანძილი. -აი აქ დევს მგონი.. -ხმაწართმეულმა ამოიბლუყუნა და დახლისკენ შებრუნდა, ფაქტიურად მამაკაცის სხეულს აეკრო. საუბედუროდ არ დახვდა იქ საჭირო ნივთი. -აქ არ.. -ხმა გაუწყდა როდესაც შეროზია მთლიანად აეკრო სხეულზე, ცალი ხელი მისი ხელის გვერდით ჩამოდო დახლზე, ისე რომ ორი თითით მის წვრილ თითს ეხებოდა და ზევით ოდნავ წამოიწია. ოო როდესაც ქალის სხეულმა, კანმა მამაკაცის ორგანო შეიგრძნო შეხებისას მანდ დაემართა ელეთმელეთი! სირცხვილისგან ხმას ვერ იღებდა. -აი აქ ყოფილა. -მამაკაცმა ვნებისაგან შეცვლილი ხმით წარმოთქვა და ზედა თაროდან საფერფლე ჩამოიღო. ამ ყოველივეს ერთვის ის, რომ საუბრის დროს მისი ბაგეები ქალის ყურს ეხებოდა, ცხელ ვნებით გაჟღენთილ ჰაერს აფრქვევდა და მისი ტუჩები ლაპარაკისას სისველეს უტოვებდა. არც დათო იყო კარგ დღეში ყველა ძარღვი დაბერილი ქონდა და სიმწრით უჭერდა საფერფლეს ხელს. მოკრებილი ძალისხმევით ამოილაპარაკა -დაგტოვებ. -ქალის სხეულს ჩამოცილდა და კარებში გაუჩინარდა. ---------------------------------------------------------- აბა როგორ ხართ ჩემო ტკბილებო?? ❤️❤️❤️ გილოცავთ ახალ წელს და შობას ! არ ვაპირებდი ჯერ დადებას თანა გადატვირთული გრაფიკი მაქ წელს გამოცდები მაქ ჩასაბარებელი. (( შევეცდები ყოველდღე დავდო. ძალიან ბედნიერი ვარ რადგან ჩემს პირველ ისტორიას სანდრო ფილფანის საკუთრება ძალიან ბევრი მკითხველი გამოუჩნდა 3200+ ნახვა ქონდა მინიმუმ თავებს ზოგი ლამის 4000-ს აღწევდა. ყველაზე მეტად კი თქვენი თბილი კომენტარები მახარებდა და სტიმულა მაძლევდა ჩემო საყვარლებო! ❤️ ველოდები თქვენს ჯანსაღ კრიტიკასაც და თბილ კომენტარებსაც. ძალიან გთხოვთ თქვენი შთაბეჭდილება გამიზიარეთ და შეხესულება თქვენ რას ფიქრობთ ახალ იატორიაზე! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.