ჩანახატი (15 თავი)
მეთხუთმეტე თავი არის შეგრძნება, როცა ფიქრობ რომ ამაზე მეტი ბედნიერება აღარ არსებობს. ყველაფერი გაქვს რასაც ინატრებდი. გული მღერის მის დანახვაზე, თრთის, სუნთქვა გეკეტება და გინდა ხმამაღლა იყვირო, რომ გიყვარს. წყნეთში ბუხართან პუფებზე ნახევრად მიწოლილი, პლედებში კომფორტულად გახვეული ოთხი წყვილიდან რომელიმესთვის რომ გეკითხათ, ნებისმიერი იტყოდა, რომ ყველაზე მეტად მას უყვარდა. მხოლოდ მან იცოდა ჭეშმარიტი გრძნობის არსი. მხოლოდ მისი მეწყვილე იყო, ის ერთად - ერთი და გამორჩეული, რომელიც სხვამ ვერ შეამჩნია, რომელიც მისთვის იყო შექმნილი. იქნებ ასეც იყო, ალბათ მართლნიც იყვნენ. იმ დღის ემოციებით დაღლილნი შავ ღვინოს ნელ-ნელა წრუპავდნენ, სიჩუმითა და ერთმანეთით ტკბებოდნენ. თვალები ეხუჭებოდათ დაღლილობით, თუ სიყვარულით მთვრალებს, მაგრამ ადგომას და დასაძინებლად წასვლას ვერც ერთი ბედავდა. თითქოს თითოეულ ერთად გატარებულ წამს ითვლიდნენ, ღრმად იბეჭდავდნენ გონებაში. მაშინ ალბათ ვერც ერთი ვერ იფიქრებდა, რომ ეს თითქოსდა არაფრით გამორჩეული დღე, მათ ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდებოდა. თეკლეს მისი უბის წიგნაკი ეჭირა ხელში და ჩანახატს წერდა. ცნობისმოყვარედ უმზერდა აკა. ერთი სული ჰქონდა წაეკითხა, მისი მზერა არ გამოეპარა თათიას: - იცოდე, ექსკლუზივი პირველად ხილვაზე მე მაქვს აღებული... - მუქარით გახედა ძმაკაცს. - როგორც შეყვარებულს პრივილეგიები არ მაქვს?! - თვალები მოჭუტა ბიჭმა. - არ ვიცი მე დაქალი და შეყვარებული, ჯერ მე ვიყავი... - თავი წამოყო გოგამ. - გული რომ არ დაგწყდეთ რომელიმეს, ვერც ერთი ვერ წაიკითხავთ... - ეშმაკურად გაიღიმა თეკლემ. - არც კი გაბედო... ისეთი გატაცებით წერდი, მოვკვდით ცნობისმოყვარეობით... - თავი წამოყო ოთოს ჩახუტებულმა თამარმა. - აქამდე შენს ცხოვრებაში არავინ იყო, და ისეთ სიტყვებს წერდი. საინტერესოა შეყვარებული თეკლეს ფიქრები... - მუდარით შეხედა ლიკამ. - ასე ნუ მელაპარაკებით, თორემ თავი მართლა მწერალი მეგონება. - გაწითლდა თეკლე - მე წავიკითხავ. ვნახოთ რა გამოვიდა. - ჭიქა წითელი ღვინით შეავსო და ათრთოლებული ხმით დაიწყო კითხვა: „სიკვდილის შავი აჩრდილი მიახლოვდებოდა, სახეზე სატანური ღიმილი გამოსახოდა. მეშინოდა მისი? არა, არ მეშინოდა. ო, როგორი იმედგაცრუება ელოდა. ჩემი სიკვდილით ხომ არავის დასწვეტდა გულს. არავინ არ მოვიდოდა მოწყენილი ჩემს საფლავზე და არ მომიტანდა შავ ვარდებს...ირონიული ღიმილი მესახებოდა სახეზე, ერთი წუთით ისე მომეჩვენა, თითქოს სიკვდილი შეკრთა, მაგრამ, არა... იხტიბარს მაინც არ იტეხდა. ხელები გამოიწვდინა ჩემსკენ, უხილავი თითები მოიწევდნენ წინ. მე კი უკან დახევა მსურდა, მაგრამ უკან კედელი იყო. კედელი, რომელიც მაკავებდა, სიცოცხლისაკენ გზას მიღობავდა. ვისთვის უნდა დაეწყვიტა გული ჩემი სიკვდილით? მისთვის მე ერთი უთვისტომო, მიუსაფარი არსება ვიყავი. ნუთუ ერთი ადამიანი მაინც არ გამოჩნდებოდა, ვისაც დავენანებოდი და ობოლი ცრემლი ჩამოვარდებოდა ჩემს გამო? ერთხელ მაინც იტყოდა ჩემს შესანდობარს? უნებურად საკუთარი თავი შემეცოდა, ცრემლები წამომცვივდა და საბანში ჩავიმალე. თითქოს იქ მსურდა დავმალვოდი მას, მაგრამ არა..... კარებმა გაიჭრიალა და ოთახში შემოვიდა ვიღაც მაღალი, ლამაზი ბიჭი. ხელში შავი ვარდები ეჭირა. ჩემს გაციებულ ცხედარს დაემხო და აქვითინდა. მისი ცრემლების შეხებისთანავე ვიგრძენი როგორ გამითბა ძარღვები, გაჩერებულმა გულმა თითქოს დაიკვნესა, ნელ-ნელა ფეთქვა დაიწყო. ლოყები ამიწითლდა. ცრემლები მომაწვა. თითქოს მძიმე ლოდი მომხსნეს. სიკვდილს შევხედე, შეცბუნებული უმზერდა ბიჭს. გაოცებული ისმენდა ჩემს გახშირებულ, აჩქარებულ გულისცემას. ბიჭის თვალებში ტკივილი და იმხელა გრძნობა ჩანდა, რომ მეც კი გამიკვირდა... სიკვდილმა ოდნავ ირონიულად გაიღიმა, თვალებში ჩამხედა, ზურგი შემაქცია და წავიდა“.. - თეკლემ კითხვა დაასრულა. მეგობრებს გახედა, ცრემლებჩამდგარი თვალებით უმზერდნენ. - მე სიყვარულის, უკვდავების სადღეგრძელო უნდა შემოგთავაზოთ. - აკას გახედა მან - გრძნობა, ცხოვრება და შენით სუნთქვა მასწავლე. - მიყვარხარ.. - ხმა უკანკალებდა ვაჟს. უკვე აღარ ანაღვლებდა გარშემო მყოფები, გულში ძლიერად იკრავდა ქალს. - დედას გეფიცებით, გიჟია ეს გოგო, ცოტაც და მართლა დავიჯერებდი სიკვდილის იქ ყოფნას, კინაღამ ავბღავლდი ამხელა კაცი. - ემოცია ვერ დამალა ნიკამ. - საქართველომ უდაოდ დიდი თამადა დაკარგა თეკლეს სახით. - ხუმრობდა ოთო - აბა ავიტაცოთ მისი სადღერძელო, სიყვარულს გაუმარჯოს, ჩვენ გაგვიმარჯოს იმის გამო რომ სიყვარული შეგვიძლია.. - პათეტიკურად გამოაცხადა მან. - გაგვიმარჯოს... - ხმაურით აჰყვნენ მეგობრებიც. თეკლემ თითქოს სტიმული მისცაო, ფეხზე წამოდგა გოგა, თათიასთან მუხლებზე დაიჩოქა და მთელი გრძნობით წარმოთქვა: - შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე, უნდა ღრუბელი გეფინოს ლურჯი. მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ, რომ ჩავახედო შენს კეთილ სულში. შენ უნდა უცხოდ მოსული ქარი გიფრიალებდეს ნისლისფერ მერდინს, გაიღოს უცებ სამოთხის კარი- მუხლებთან გეჯდეს შემკრთალი ღმერთი... რა ჯობს-სიმღერა თუ წყვილი ცრემლი! სად ჯობს- მიწაზე თუ მიწის გარეთ!.. მზე-მზეზე უფრო დიდი და ცხელი, მთვარე-მთვარეზეც მაღალი მთვარე. და ცა!- ღმერთების ცისფერი ჰოლი- ძლივს რომ აუდის მომსვლელს და წამსვლელს... მაღალი ბიჭი ლამაზი ცოლით- მოდიან, მაგრამ მიდიან წამსვე: ბოლოს და ბოლოს, ერთი აქვს ბოლო ლომსა და თინუსს, ნაძვსა და ღოლოს! სიყვარულისთვის! კარგო, ჩვენ მხოლოდ სიყვარულისთვის გავჩნდით და ვცხოვრობთ! უხერხულია-შენ გერქვას ცოლი, შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე. აჰა, დამბაჩა და სველი თოვლი!- მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ... გოგამ თითები საფეთქელთან ისე მიიტანა, თითქოს ხელში დამბაჩა ეჭირა და სასხლეტს გამოჰკრა. შეიძლება ითქვას, თათია დადნა, ბენიერი ჩაეხუტა ვაჟს. - ამ ნაგლ და-ძმას უყურე რა... სასწრაფოდ რამე უნდა მოვიფიქროთ, თორემ დავკარგეთ შეყვარებულები, - სიცილით ერთმანეთს გადახედეს ოთომ და ნიკამ. ღვინით სავსე ფიალა ხელში აიტაცა ნიკამ და გამოთქმით დაიწყო: - ყურღანებიდან გნოლი გაფრინდა, ყაბარდოს ველი გადაიარა, ისევ აღვსდექი! მუხრანის ბოლოს ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს. ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან ხოდაბუნები თავთუხებისა, შენი ტუჩებიც ისე ტკბილია, როგორც ბადაგი დადუღებისას. ხოხბობას გნახე, მიწურვილ იყო როცა ზაფხული რუსთაველისა, ნეტამც ბადაგი არ დამელია და იმ დღეს ხმალი არ ამელესა! ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე, შემოვამტვერე გზები ტრიალი, მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები, ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი! მაგრამ თვითონაც დაილეწება, დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად, მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი, თავი შუაზე გადამიჩეხა! მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას, ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები… როგორც საძროხე ქვაბს ოშხივარი, ქართლის ხეობებს ასდის ნისლები… მოდი! გეძახი ათას წლის მერე, დამნაცროს ელვამ შენი ტანისა; ვარდის ფურცლობის ნიშანი არი და დრო ახალი პაემანისა!..“ - დაასრულა ლექსის თქმა და გადაჰკრა ფიალით ღვინო. - არ ვიცოდი ასე მაგრად თუ კითხულობდი, ამიერიდან რამდენჯერაც გამაბრაზებ, მხოლოდ პოეზიის საღამო თუ გიშველის... - ჩუმად უჩურჩულა ლიკამ. - ასე მარტივად თუ გამოვალ, მაგას რა სჯობს.. - ეცინებოდა ვაჟს. - ისე აკვირდებით თვენი ნათქვამი ლექსები გათხოვილ ქალებს რომ ეძღვნებათ? - თვალები ეშმაკურად უცინოდა ოთოს - თან ყველგან ქმრებს ემუქრებით. - უკეთესი შენ თქვი მაშინ... - სიცილით გამოუცხადა თამარმა. თითქოს ამას ელოდაო, იქვე მდგომ სკამზე შეხტა, ხელები ისე გაშალა თითქოს მიფრინავდა: - ყველა მოკლე და ქერა თმის ნახვით გამახსენდება თმები შოლტები. როგორ არ მინდა, როგორ არ მინდა, მაინც მივდივარ, მაინც გშორდები. ასე თიშავდნენ ძველი ზღაპრები ასფურცელას და ოქროსთმებიანს, ქარმა დაგლიჯა ყველა აფრები და შენზე დარდში დამთენებია. მგზავრი ვარ, შენზე ფიქრებს ვუნდები და აჩრდილებთან თამაშს უვნებელს. მე დავბრუნდები, ჰო, დავბრუნდები, მე შენი თმები დამაბრუნებენ. ბოლო წინადადებაზე სკამიდან ჩამოხტა, საყვარელი ქალი ხელში აიტაცა და რამდენიმეჯერ დაატრიალა. - ჩემი გიჟი ბიჭი!- ხმამაღლა კისკისებდა თამარი. - აბა, ეხლა აკას ჯერია, გისმენთ სიძე ბატონო... - სიცილით გასძახა გოგამ. - არ გაჯობოს თეკლემ, თორემ მოგეჭრა თავი.. უხერხულად შეიშმუშნა ვაჟი, - რა ვიცი, დიდად ლექსების კითხვა ნამდვილად არ მეხერხება, თუმცა გალაქტიონის ერთი ლექსი გამახსენდა. თეკლეს უმზერდა ცისფერ თვალებში და მთელი გრძნობით კითხულობდა: - შენს ცისფერ თვალებს როცა შევხედავ, უსაზღვრო სევდას მე ვამჩნევ მათში... და ფიქრი ფიქრზე თითქო სცურავენ უსიტყვო ტბაში, უხმო კამათში. და ხშირად მინდა გკითხო, თუ რისთვის ასე სასტიკად გექცევა ბედი, რისთვის წაგართვა სპეტაკი რწმენა, რისთვის მოგიკლა ნორჩი იმედი. მაგრამ, როდესაც წარმომიდგება, რომ კაეშნისთვის სიტყვა არ არის, მე მხოლოდ გიცქერ, გიცქერ და ვწუხვარ, ჩუმად მიმონებს დარდი სამარის. ასე, ორ გულში ერთი ნაღველი გაუნელებლად იწვის და იწვის, ასე იტანჯვის ორი არსება და ვერრა უთქვამთ ერთმანეთისთვის. ცრემლები უკიაფებდა თეკლეს თვალებში: - მიყვარხარ! - თითქმის ჩურჩულით უთხრა ვაჟს და ჩაეხუტა. - მოკლედ გოგოებო, ეს საღამო ჩვენგან სიყვარულის ახსნას მიეძღვნა, შემდეგი შეკრებისას იცოდეთ თქვენ გვეტყვით თქვენს გრძნობებზე, და თანაც ლექსად.. - ხმამაღლა გამოაცხადა გოგამ. - ოცნებას კაცი არ მოუკლავს... - ეცინებოდა თათიას. - ნუ ხარ გოგო ბოროტი. - თვალი ჩაუკრა ოთომ თათიას - თეკლეს მაინც მიბაძეთ... რა იქნება ცოტა ჩვენც რომ მოგვეფეროთ... - თავი მოისაწყლა და საცოდავი თვალებით გახედა თამარს. - თუ არ მოგწონს ჩვენი მოფერება, უფრო თბილებიც არსებობენ და იმათ მიაკითხეთ... - კაპასა, ნაწყენი ხმით უპასუხა ქალმა. - ეჰ, ვატყობ ჩვენ ეს რომანტიული საღამო, ბოლოს კამათში გადაგვეზრდება. - ამოიოხრა ნიკამ. - ჯობია დავიძინოთ. ხვალ ისედაც დილით ვართ ასადგომი...- ხელი გაუწოდა პუფში ნახევრად მძინარე მაიკოს წამოსაყენებლად. სიცილ- სიცილით, ერთმანეთს ჩახუტებულები ავიდნენ წყვილები დასაძინებლად. რამდენიმე წუთით კარებში გაიჩხირნენ ვიდრე ერთმანეთს ემშვიდობებოდნენ და როგორც იქნა შელაგდნენ ოთახებში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.