უცნაური სიყვარული 1
დღეს რაღაც უცნაურ განწყობაზე ვარ, ყოველთვის წიგნის კითხვით ვირთობდი თავს დღეს კი გული ვერ დავუდე ვერაფერს ამიტომ გადავწყვიტე ფეისბუქი ჩამერთო რამოდენიმე დღის წინ ნასვამ მდგომერეობაში ერთ-ერთ გვერდზე კომენტარი დავწერე ფოტოზე წარწერა ასეთი იყო "დაწერეთ თქვენი ნომრის ბოლო ორი ციფრი და ვისიც დაემთხვა ითამაშეთ სიმართლე თუ მოქმედება" მას შემდეგ ბევრი კომენტარი იწერებოდა მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია ვიღაცის შეტყობინება დამხვდა. -"იცი ჩვენი ნომრების ბოლო ორი ციფრი დაემთხვა ვითამოშოთ??" -"კარგი ვითამაშოთ". -"შენ დაიწყე გოგო ხარ და გითმობ" -"სიმართლე თუ მოქმედება?" -"მოქმედება" -"ეგ კაია ეხლა შენს თაიმლაინზე დაწერე რამე საზიზღრობა შენს თავზე" -"დავწერე უკვე წაიკითხე... სიმართლე თუ მოქმედება" -"სიმართლე" -"აუუ კაი მომიყევი შენზე რაღაცაები ოღონდ სიმართლე" -"მე რუსკა ვარ დუმბაძე ოცი წლის ვცხოვრობ და ვსწავლობ თბილისში,ფილოსოფიას...ფეისბუქი დიდად არ მიყვარს ეს კომენტარიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა დავწერე და არ მეგონა თუ ვინმე შემეხმიანებოდა ჩემთვის საუკეთესო გართობის საშუალება წიგნის კითხვა... არ ვარ ფეთქებადი... არ მიყვარს ხმაური და მირჩევნია სახლში ვიყო ჩემთვის მშვიდად... ვმუშაობ წიგნის მაღაზიაში ხელფასს მთლად წიგნებში ვხარჯავ... ხო და კიდევ მერყევი ხასიათი მაქვს.... სიმართლე თუ მოქმედება?? " -"სიმართლე." -"ეხლა შენ მომიყევი შენზე." -"მე სანდრო ვარ მაზარაშვილი ოცდახუთი წლის ვმუშაობ ბანკში კრედიტოფიცერი ვარ... მეც ძაან მიყვარს წიგნების კითხვა... ჩემთვისაც ფეისბუქი მხოლოდ მეგობრებთან საკონტაქტო საშუალებაა... მეც მიყვარს წიგნები და თან ძალიან ხმაური არც მე მიყვარს... მეგობრები დამცინიან შენ ალბათ ბოლოს წიგნზე იქორწინებო..." -"ვაუ რა მაგარია ესეიგი რაღაცით ვგავვართ ერთმანეთს შენი საყვარელი წიგნი რომელია??" -"ჩემი საყვარელი წიგნია "ჯონ ფაულზის კოლექციონერი" სანამ ახალი წიგნის კითხვას დავიწყებ და შენი?? " -"ჩემი საყვარელი წიგნია "ნიკოლას სპარსკის დღიური" მას შემდეგ ბევრი წიგნი წამიკითხავს მაგრამ ეს ყოველთვის ჩემთვის განსაკუთრებულად რჩება" -"ალბათ ნოა შენთვის კაცის იდეალია?" -"ხო ნოა ჩემთვის მამაკაცის იდეალია.. შენ მოგწონს ელი??" -"რაღაც მომენტებში კი მაგრამ არა ყოველთვის". -"თამაში სულ გადაგვავიწყდა." -ხო ალბათ იმიტომ რომ რაღაც საერთო ვიპოვნეთ. -ხო იშვიათია შენი ასაკის მამაკაცისთვის წიგნი იყოს გართობის საშუალება. -რაღაცაში მართალი ხარ... მინდა ვიმეგობროთ და წიგნები ერთად განვიხილოთ. -ჩემთვისაც სასიამოვნო ინება შენთან ერთად წიგნის განხილვა... თან თუ რამე და ბანკში რაიმე საქმე მექნება მეცოდინება რომ ჩემი მეგობარი ბანკირია და დამეხმარება აუცილებლად... ეხლა წავედი დავიძინე თორემ ხვალ უნივერსიტეტში დამაგვიანდება.. -ნახვამდის მეც დავიძინე თორემ მეც დამაგვიანდება სამსახურში. თითქმის ორი კვირა ასე გრძელდებოდა ფეისბუქი ჩემთვის მნიშვნელოვანი გახდა სანდროს დაგვიანებული სმსები მანერვიულებდა,ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა ჩემს თავს რა მემართებოდა ნუთუ მომწონდა ბიჭი რომელსაც არ ვიცნობდი და ერთხელაც არ მენახა... ჩემს დას ვერაფერს ვეუბნებოდი ვიცოდი დამცინებდა.... ******* -რუსკა სად მიდიხარ??წამო ჩვენთანერთად ყავა დავლიოთ და სადმე ჩამოვჯდეთ გოგოები. -ვერა გოგოებო სამსახურში მაგვიანდება. -კარგი მაშინ. სამსახურში მივედი სიმყუდროვე იყო არავინ შემოდიოდა წიგნებისთვის.... ვიჯექი და ველოდებოდი თუ როდის მოვიდოდა ჩემი უფროსი მარი.. -რუს როგორა ხარ??? -კარგად მარ შენ?? -მეც კარგად.. გთხოვ საცავში შედი და წიგნები გამოიტანე ეს თარო შეავსე. საცავიდან წიგნებით დატვირთული მოვდიოდი როცა კარებთან შევჩერდი და უკან საცავში შევტრიალდი... 'არა რუსო ეს ის სანდრო არ არის ხომ ასეა შენ უბრალოდ მოგეჩვენა ეხლა გაიხედე და დაინახავ რომ ბიჭი რომელიც მარის ელაპარაკება სანდრო არაა'... ჩუმათ გავიხედე წიგნებს შორის და გული ლამის საგულედან ამომივარდა... ძალა მოვიკრიბე და წიგნები გამოვიტანე მაგიდაზე დავდე და მარისთან მივედი. -ეს სანდროა მას უნდა მეგობრისთვის წიგნი აარჩიოს საჩუქრად და დახმარება სჭირდება მე მეჩქარება შენ დაეხმარე კარგი.. -კარგი რით შემიძლია დაგეხმაროთ რა ასაკისაა თქვენი მეგობარი?? -ოცი წლის... რომანები უყვარს რამეს ხომ ვერ მირჩევდით?? -დიახ მე შემიძლია გირჩიოთ აი ეს წიგნი "გზა საკურთხევლისაკენ" ან "არასოდეს გამიშვა"... -რაიმე ისეთი რომ ბედნიერი დასასრული ქონდეს.. -მაშინ ეს..... ჩემის საყვარელი წიგნია "დღიური"... -კარგია მაგრამ ნოა რომ მოეწონოს და მე აღარ მოვეწონო მერე??.. -ნუ თუ ხასითს გულისხმობ შეიძლება არ მოეწონო მაგრამ გარეგნულად რაღაცით გავხარ ნოას მწვანე თვალები გაქვს.... თან საკმაოდ სიმპატიური ხარ... -კარგი ვყიდულობ ამ წიგნს მაგრამ ნოას როლის შემსრულებელს ფილმშ ცისფერი თვალები აქვს.... მადლობა დახმარებისთვის. -წიგნის გმირ ნოას მწვანე თვალები აქვს.... ********** -ვაჩე შენი დახმარება მჭირდება.. -გისმენ სანდრო ჩვენ ხომ მეგობრები ვართ.. -თქვენთან რომ გოგონა მუშაობს რუსკა.... -მერეე??? -მისი მისამართი მჭირდება. -თუ იცნობ შენ ვერ გამოართმევ?? -ვაჩე ჯერ მისამართი მომეცი და მერე აგიხსნი... -მარის უნდა ვკითხო... -კარგი მე თვითონ დაველაპარაკები მარის სად არის?? -15 წუთში მოვა... -ვაჩეეე სახლში ხარ?(მარი) -კი მოდი სტუმარი გვყავს შენთან საქმე აქვს. -სანდრო აქ რა ქარმა გადმოგაგდო?(მარი) -მარი შენი დახმარება მჭირდება... -მოიცა ყავას მოვადუღებ და ისე ვილაპარაკოთ.... (მარი) -გისმენ სანდრო რა ხდება?(მარი) -მარი მე შენი დახმარება მჭირდება... რუსოს მისამართი უნდა მომცე.. -ოხ კაი ერთი და რატომ ფიქრობ რომ დაგთანხმდები? -მარიამ მომისმინე მე რუსო მომწონს და უბრალოდ საჩუქარი უნდა გავუგზავნო მეტი არაფერი. -შენ ხომ ის დღეს გაიცანი?? -სინამდვილეში უკვე დიდი ხანია ვიცნობ გამიზნულად მოვედი მაღაზიაში მაშინ როცა მხოლოდ შენ და რუსო იყავით... ლიკასაც მე ვთხოვე დაერეკა და ეთხოვა მასთან მისულიყავი. -ახ შე ეშმაკო... რუსოს საიდან იცნობ ან რატომ არ შეიმჩნია დღეს როცა ერთმანეთი გაგაცანით.. -შენ ზურგით იდექი და არ დაგინახავს როგორ ამხნევებდა თავისთავს ჩვენთან მოსვლამდე. -მართლა?? და საიდან იცნობ?? -ერთმანეთი ფეისბუქით გავიცანით შემთხვევით, მე მეორე დღესვე დაველოდე უნივერსიტეტთან და ვუყურებდი მაგრამ მან დღეს პირველად დამინახა... -ვაუ რა რომანტიულიააა...(ვაჩე) -ვაჩე ნუ ხუმრობ ხომ ხედავ სანდროსაც ეღირსა და ცხოვრებაზე ფიქრი დაიწყო. -მომცემ თუ არა მისამართს?? -აი აქ წერია... *********** სახლში მივედი ძალიან ვიყავი დაღლილი და ვფიქრობდი სანდროსთან შეხვედრაზე ნუ თუ ვერ მიცნო?? უცებ კარზე ზარი დარეკეს წამოვდექი და კარი გავაღე.. -ქალბატონი რუსო დუმბაძე ხართ? -დიახ?? -ეს ყვავილების თაიგული და საჩუქარი თქვენ გამოგიგზავნეს. -მადლობა მაგრამ ვისგანაა?? -არ ვიცი მაპატიეთ. სახლში შემოვბრუნდი და საჩუქრის გახსნა დავიწყე გავხსენი და იქ დამხვდა წიგნი რომელიც დღეს სანდროს მივყიდე. თან პატარა წერილი იყო წიგნთან ერთად. "განა ვერ გიცანიი?? არა გიცანი მაგრამ ისეთი შეშინებული სახე გქონდა და ისე იჭერდი გულზე ხელს რომ ვერ გავბედე დალაპარაკება, იმედია ჩემი საჩუქარი მოგეწონება და ჩემზე აზრს არ შეიცვლი, მესიამოვნა როცა მითხარი რომ ნოას ვგავვარ გარეგნობით მაგრამ მინდა გითხრა რომ ხასიათითაც ვგავვარ და ვაპირებ ვიბრძოლო იმისთვის რომ თავი მოგაწონო. ველოდები შენს პასუხს " ვიდექი და გიჟივით ვიღიმოდი თან ვფიქრობდი სანდროს ასეთ სიმპატიურ ბიჭს მოვეწონე მე არ მჯერა ეს რაღაც თამაშია თან არ მიცნობს ისიც არ იცის რა მიყვარს და როგორი ხასიათის ვარ. ********* ახალი მოთხრობა დავიწყე თან ნამდვილ ისტორიაზეა დაფუძნებული. იმედია მოგეწონებათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.