პატრიოტი [2]
ბარო სასტავ, ესეც მეორე თავი, დაწერეთ რას ფიქრობთ ისტორიის შესახებ. მაინტერესებს აზრი, გავაგრძელო? პ.ს მარტო გააგრძელეთო არ დაწეროთ.. თქვენი ვოვა ჩუმაკი <3 -------- თავი 2 ნიკას ოთახში ვიყავი, კომპიუტერის მაგიდასთან მდგომი სკამი გამოვწიე და ზედ შევდექი. -სცენაზე გამოდის, ცნობილი პატრიოტიიი, ლუკა ლიპარტელიანიიი-ვიყვირე ბოლო ხმაზე. -„საქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე: ეჰ... წუთით მაინც დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშვობა და სილამაზე.“ -ვყვებოდი ასათიანის ლექსს ბოლო ხმაზე და ამით ნიკას გაღვიძებას ვცდილობდი. -მოკეტე შე ჩემა-იყვირა ნიკამ და თავზე ბალიში დაიფარა, იმწუთში ჩამოვხტი სკამიდან და ეხლა ლოგინზე ავედი, ხტუნაობა დავიწყე და თან ბოლო ხმაზე ვკითხულობდი ლექსს. -თავს არ მოიკლავს ქართველი, არა, ის შეიძლება, ბრძოლაში მოკვდეს ერთი იმედით: სიცოცხლე მარად გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს. საქართველოში როცა კვდებოდნენ, უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე: ეჰ, წუთით მაინც დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშვობა და სილამაზე! ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს, ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს! ჩვენ, შეიძლება, ბრძოლაში მოვკვდეთ, მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს. რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს, სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს, როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!-დავამთავრე ჩემი გამოსვლა და ნიკად პირდაპირ თავზე დავახტი. -ღმერთო, რადავაშავე, ესეთი და რომ მარგუნე წილად-ჩაილაპარაკა საწყლად და თვალები გაახილა -ნიკუშ, ბარგი ჩაალაგე, ბილეთები უკვე ვიყიდე, საქართველოში ვბრუნდებით ხვალ-კვლავ წამოვხტი ლოგინზე და ხტუნაობა გავაგრძელე. -ნორმალური ხარ? გეკითხა მაინც, იქნებ და საქმეები მაქ?-შუბლი შეკრა მან -რაში მაინტერესებს, აქ უფროსი მე ვარ და მე მემორჩილები-თვალი ჩავუკარი და სწრაფად დავტოვე ოთახი. ვინაიდან ჯერ მხოლოდ დილის შვიდი საათი იყო, სპორტულები ჩავიცვი და ბოლო დღის გასატარებლად გავედი ეზოში. -გამარჯობა ძმებო-ხელი ავუწიე მოვარჯიშე ყოფილ ორ კურსელს -ვარჯოშობ?-მკითხა რობმა -რათქმაუნდა არა, უბრალოდ წამოვედი, ხვალ სამშობლოსი ვბრუნდები და უნდა დაგემშვიდობოთ-ხები ბეჭზე დავარტყი ორივეს და ღიმილით გამოვეცალე, არმქონდა მათთან საუბრის თავი, თითქმის დღის ბოლომდე ესე ვიბოდიალე. ბოლოს კი უკვე კარგა ღამე იყო სახლში რომ ავედი. -მოკრიბე შენი ნივთები, ბინის პატრონს ვუთხარი რომ ხვალ დავცლიდით-მითხრა ნიკამ და ჭამა განაგრძო. -ვაი შენს პატრონს-ხელი ავიქნიე და ოთახში შევედი. ---- -მამააა-ვიყვირე როგორც კი აეროპოტში მამას მოვკარი თვალი და მისკენ გავიქეცი, ჩანთებს ნიკა მოათრევდა. -ჩემი გოგო-მომეხვია მამა და თავზე მაკოცა. -როგორ ხარ ლიკა დე?-მოვიდა დედაც და მას ჩავეხუტე. ის ერთადერთია ვინც ლიკას მეძახის და არა ლუკას. -აუ როგორ მომენატრეეთ-ჩავეხუტე ორივეს ერთად, მალევე მოვიდა ნიკა და ისიც გადაეხვია მშობლებს -გაჩერდით ერთ კონცერტს თქვენც მოგიძღვნით-ვიყვირე, ისე რომ ხალხის ყურადღება მივიქციე, იქვე სკამზე ავედი და სიმღერა დავიწყე -ჩემი ხატია სამშობლოო-მთელ ხმაზე დავიწყე სიმრერა თუმცა ვინ მაცადა? სწრაფად მეტაკა ნიკა პირზე ხელი ამაფარა და სკამიდან ჩამომიყვანა. -მოკეტე-მიყვირა და პირიდან ხელი მომაშორა. -მოდი მაშინ ვიცეკვოთ ლამაზო-წელზე ხელი მოვხვიე ნიკას, თუმცა ადგილიდან რომ ვერ დავძარი, მოვშორდი, პირველი ვინც მომყვა ხელსი იმ ბიჭს ავეკარი ტანზე და ჩემი ჭკუით ვალსის ცეკვა დავიწყე -ნორმალური ხარ გოგო?-მიღრიალა ნიკამ და უცნობიდან მომაშორა -ვიცეკვე შე ჩემა ხოარ გამიუპატიურებია?-შუბლი შევკარი მე და გაკვირვებყლ უცნობს გავხედე, მაღალი ტიპი იყო, დაკუნთული. -ბოდიში, ძმაო, ამას ცოტა აკლია-მხარზე ხელი დაარტყა ნიკამ მეგობრულად ბიჭს და ისევ მშობლებთან დავბრუნდით -ეს კიდე გაგიჟდა ამ ერთ წელში? რა კონცერტები აგიტყდა-შემომიბღვირა დედამ -წამოდით ეხლა ჩვენ წავიდეთ სადმე რესტორანში ჰა?-იკითხა მამამ გახარებულმა -ხინკალი და მწვადიიიი?-ვთქვი და დიდი ნერწყვი გადავყლაპე -კუბდარი-ამავე დღეში იყო ჩემი ძმაც -წავედით-ვიყვირე და გასასვლელისკენ გავვარდი. _- -მამა ფული მინდააა-მივუვარდი მამას სამსახურში. კაბინეტის კარებზე არც დამიკაკუნებია ისე შევვარდი შიგნით. -ლუკა?-მოწყდა მამაჩემი და მეორე კაცი სამუშაოს და გაკვირვებულებმა გადმომხედეს. -ხო რაიყო?-წარბი ავუწიე მე -მერაბ, გაიცანი ჩემი ქალიშვილი, ლუკა, კიარადა ლიკა-სწრაფადვე შეასწორა ჩემი სახელი. -სასიამოვნოა-მითხრა კაცმა -ჩემთვისაც, მამა ფული მინდა-კიდევ გავუმეორე წინადადება. -რამდენი? -რაც უფრო ბევრი იქნება მით უფრო კაი, მე მივდიცარ 5 დღიან ლაშქრობაზე და დაფინანსება მესაჭიროება-ავუხსენი სიტუაცია -სად მიდიხარ?-გაიკვირვა მამაჩემმა -ჯერ აქვე ავალ სამებაში და მთაწმინდაზე, მერე კახეთში მივდივარ, მერე მცხეთისკენაც წავალ, ქუთაისში გავივლი, იქედან აჭარაში წავალ და იქედან კიდევ სვანეთისკენ დავაწვები, იქ თუ მომეწონა შეიძლება 1 კვირაც დავრჩე და მერე დავბრუნდები-ჩამოვუთვალე მთელი რიგი გეგმები -მანქანით?-წარბები შეკრა მამამ -არა რა მანქანით, ავტიბუსით-თვალებ გაბრწყინებულმა ვუთხარი და ტაში შემოვკარი. -ლუკა, მამიკო, პრობლემები მაქვს ცოტახნით და რომ გადადო მოგზაურობა 1 თვით?-შეწუხებული სახით ამომხედა ზვიადმა -კარგი მაშინ წავალ და შენს მდივანს გავაბრაზებ-თვალი ჩავუკარი და გარეთ გავედი. -ლელუკ როგორ ხარ?-მაგიდაზე დავჯექი და ფეხები იმ სკამზე დავალაგე რომელიც მაგიდასთან იდო, რადგან ხალხი დამჯდარიყო. -ლუკა ჩადი მაგიდიდან-შემომიბღვირა ქალმა -კარგი რა ლელუკ, შენ კიდევ გაუთხოვარი ხარ?-მისი ხელი ავიღე და ბეჭედი რომ ვერსად ვნახე დამცინავად გავხედე 30 წლის ქალს -მერე შენ რაგინდა, თან ნახე, ერთ-ერთი მსხვილი კლიენტი მოდის და ნუ დააფრთხობ-სწრაფად მკრა ხელი ლელუკამ რის შედეგადაც არც მიცდია თავის შეკავება პირდაპირ თეთრ მეთლახზე გავისხლართე -ღმერთო კარგად ხარ?-სწრაფად წამოხტა ლელა ფეხზე -მიდი, კლიენტს მიხედე,-ვუთხარი არხეინად თავქვეშ ხელები შემოვიდე და იმ ბიჭს დავაკვირდი. -შენ ის არხარ აეროპორტში რომ არ მეცეკვე?-უკმეხად მივმართე გაკვირვებულ ბიჭს. -კი მე ვარ რო მეცეკვე და არა „გამაუპატიურე“-მითხრა წარბაწევით ბიჭმა. -უკაცრავად, დიდი ბოდიშით, ეხლავე დავუძახებ ბატონ ზვიადს და აქედან გაიყვანს-კაბის სწორებით წამოდგა ლელუკა ფეხზე და კურტუმოს ქნევით შევიდა კაბინეტში. -ლელუკ, ვერ ხედავ, დეიდად შეეფერები ბიჭს, რას ეპრანჭები?-ჩავიფხუკუნე და გაწითლებულ ბიჭს გავხედე. მალევე გამობრუნდა სახე ალიპლიპებული ლელუკა და მალევე მას მამაჩემი მოყვა. -ლუკა, რა საქციელია-გაბრაზებულმა გადმომხედა მან მე შემდეგ კი უცნობს გახედა -ბატონო ვოვა, ბოდიშით, ვერაფერს ვუხერხებ-თვალებით ანიშნა ჩემზე. -არაუშავს-ჩაილაპარაკა დაბალი ხრიწიანი ხმით და დავინახე როგორ დადნა ლელა.(არამარტო) -ლუკა ადექი ფეხზე-მოვიდა მამა და ხელი გამომიწოდა, მეც სწრაფად წამოვტი ფეხზე და ტანსაცმელი შევისწორე. -ეს ლიკაა ჩემი შვილი, თუმცა ლუკა დაუძახო შეგიძლია, ეს კი ვოვაა, შეიძლება კომპანიონები გავხდეთ-გაგვაცნო ერთმანეთი მამამ -მა ეს ისაა აეროპორტში რო ვეცეკვე-ვუთხარი სიცილით და ხელი გადავხვიე შეძლებისგადვარად. (მაღალი იყო მამენტ და) -ლუკა რა ქცევაა? უფროსს როგორ ექცევი?-თვალები მიბრიალა მამაჩემმა. -ვოვაჩკა წამოდი, კი არ მემეტება შენთვის ეხლა როგორც „ბრატისთვის“ მარა იწვის ქალი და რავქნა-ვუჩურჩულე ყურში და ლელუკასთან მივიყვანე -ლელუკა ესაა ვოვა, ესაა ლელუკა, 30 წლის, დაუოჯახებელი-ვთქვი და სანამ მამაჩემი ადგილზე მომკლავდა სიცილით გამოვვარდი შენობიდან. იქვე ტროტუარზე დავჯექი და გამვლელების თვალიერება დავიწყე, რამოდენიმე სიმოატიურმა ბიჭმა გამოიარა, რამოდენიმე ლამაზმა გოგომ, მოხუცებმა, ბავშვებმა, მანქანებზე გადავდიოდი უკვე წინ რომ სილუეტი ამესვეტა და გახედვის საშუალება არ მომცა -გაიწი რა თუ ძმა ხარ, მეფარები-ვუთხარი მობეზრებულად ისე რომ არც ამიხედია ვინ იყო და გვერდით გაწევა ვცადე. -შენ ზოგადად ესე ტუტუცი ხარ თუ ადამიანის ჩაგვრა გიყვარს?-მკითხა ვოვამ, გაღიმელიმა ავხედე და შეკრულ წარბებს რომ გადავაწყდი ღიმილი უფრო გამიფართოვდა -აა, ლელუკას გულისხმობ?-ხელი ავიქნიე მე -ხო, მას ვგულისხმობ-ხმა უფრო გაუმკაცრდა მას. -ვაიი, ლელუკა რომ იცოდე ახლა აქ რახდებააა, მგონი თხოვდები გოგო-ტაში შემოვკარი და ფეხზე წამოვდექი. მხოლოდ მკერდამდე ვწვდებოდი თუმცა არ შევიმჩნიე და კვლავ საუბარი გავაგრძელე-რას მოესწრო ჩემი გოგო, უფს რა გოგო ამხელა ფილარმონია ქალია -ლიკა ხარ თუ ლუკა, რომ გელაპარაკები სერიოზულად მიპასუხე-მითხრა უცვლელი ტონით. -მოიცა, სერიოზულობა მუჭებში მაქ დამალული-ჩავიხითხითე, ორივე მუჭი ცხვირთან მივუტანე და ერთდროულად ამოვწიე თუა თითი ორივედან, დავინახე როგორ გააბრაზა ჩემმა მოქმედებამ მაგრამ სანამ რამის გააზრებას მოასწრებდა იქედან მოვტყდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.