სხვისი მეუღლე (თავი 3)
მარტოობა?! ჰო,მარტოობა ამქვეყნად ყველაზე რთული რამაა...ტკივილი,ტირილი,შფოთვა...ამ დროს თითოეული ეს მონაგონია..დრო ჩერდება და ვიყინებით..გვინდა,რომ საათის ისრებმა სიჩქარეს უმატონ.გვინდა და ამას ღმერთს მთელი გულით ვთხოვთ.ზოგჯერ კი,ყველაზე რულ მომენტებში,რწმენაც გვიქრება.. პარიზი ლამაზია,მაგრამ მარტოსულისთვის კიდევ უფრო ლამაზი.როცა მარტო ხარ,მხოლოდ მის სილამაზეზე ფიქრობ,მხოლოდ მისი აღქმა გწადია,მხოლოდ მისი არსი გინდა შეიგრძნო და გინდა,რომ მხოლოდ მისი გესმოდეს..ამ დროს არავინ გყავს და გინდა,რომ როგორმე გადაიტანო ტკივილი... მთელი ოთხი დღე მარტომ გავატარე,ყველაზე მეტად ის მაფიქრებდა,რომ ნიკას არ დაერეკა და არაფერი უკითხავს,არც კი დაინტერესებულა როგორ ვიყავი..ვიფიქრე,რომ ეს თამაში იყო და ასე იოლად დამშორდა..არადა,როგორ მსიამოვნებდა მასთან ყოფნა,როგორ მიგებდა,როგორ ესმოდა ჩემი...მართლაც საოცარი ადამიანი იყო,ყოველთვის მაგრძნობინებდა,რომ მისთვის ძვირფასი ვიყავი.. ვგრძნობდი,რომ მას ძაფიც კი არ დარჩენოდა ჩემთან,ჩემთან აღარაფერი აკავშირებდა მას...არაფერი,სულ აღარაფერი. თბილისში ისე ჩავედი,რომ არავინ გამიფრთხილებია.ჩემი ვითომ საუკეთესო ზაფხული გამოვიდა,რომ ყველაზე საშინელი ყოფილა...პარადოქსული ის იყო,რომ ეს შვებულება იყო საოცარი და ამავდროულად საშინელიც... განადგურებულს მაშინვე ჩამეძინა,არც ბარგის ამოლაგება მახსოვდა და არც არაფერი...გრძნობები ერთდოულად მიტევდა და საშინელი შეგრნება მეუფლებოდა.ძილმაც ვერ მომგვარა შვება,მაგრამ მეორე დილას უკვე უკეთ ვიყავი.. ჩემი ოპტიმიზმი გამართლდა. გათენებას ახალი რამ მოსდევს,ყოველ დღეს უნდა უყურო,როგორც ახალ თავგადასავალს და ყველაფერი კარგად იქნება. -როგორ ხარ? საოცრად მომენატრე..-გულში ჩამიკრეს ღიპუცამ და ჯორჯმა. -პატარა..რამხელა გაზრდილა..-თავი დავადე დაქალის მუცელს და მოვესიყვარულე. -როგორ დაისვენე? -მშვენივრად,მაგრამ მერე...ნიკა სადღაც წავიდა და..მოკლედ,მერე მოგიყვები. -ახლავე...ჯორჯ,გადი..-კარებისკენ ანიშნა ქმარს. -ოთხი დღით ადრე დაურეკეს და გაშპა..მერე საერთოდ არ დაურეკავს. -დაგირეკავს..კარგი,მოდი გავერთოთ..სადმე წავიდეთ.. -კარგი-თავი დავუქნიე. მთაწმინდაზე ავედით და ჩვენს საყვარელ ადგილას დავდექით.ვიხსენებდით ბავშვობას,მოზარდობას,გასულ წლებს და ვხალისობდით. -გახსოვს ის ბიჭი,შენს უკან რომ იჯდა ხოლმე? -როგორ არა-გამეცინა. -ცოლი მოუყვანია და უკვე შვილი ჰყავს. -მარტო მე ვარ მარტო..-გადავიკისკისე და მარიას გამომეტყველებას დავაკვირდი. -ნუ ამბობ ასე. -რა მჭირს ასეთი,რომ ვერავის.. -ჩუმად..-გამაჩუმა. -იღბლიანი ხარ..-მის მუცელს შევხედე და ყავა მოვსვი. -ადრე ჩემს გარეგნობას ვაბრალებდი,ათიოდე წლის წინ გახსოვს? ის ადრეული მოზარდობა ახლაც ზიზღიც მახსენდება,მაგრამ ახლა...შემომხედე,ჩემნაირი რამდენი დადის...მე უბრალოდ .. -იქნებ უფრო აქტიურად უნდა ეძებო. -კარგი...მართლაც დეპრესიული ქალივით ვსაუბრობ. -იქნებ ვისაც მოსოწნხარ,შენ არ მოგწონს.. -იცი,რა? ნიკას რა დაემართა უნდა გავარკვიო..ის ხომ მართლაც მომწონდა.. -ჰო...ასე სჯობს,ყველაფერს უნდა ახადო ფარდა. -ნამდვილად..-კმაყოფილად გადავხედე მარიას. თქმა ადვილია,მაგრამ შესრულება ძნელი..გაიწელა ეს ყველაფერი,ტეელფონს ზედაც არ ვუყურებდი,ისე დავდიოდი სამსახურში და მოუთმენლად ველოდი ლინდას ქორწილის დღეს.ყოველ საღამოს ვესაუბრებოსი „სკაიპით“ და ეს მმატებდა სასიცოცხლო ძალას..მარიას პატარაც მახარებდა,მუცელში იყო,მაგრამ მაინც მახარებდა..ისე კი ყველაფერი მტკიოდა,ვიწვოდი და ერთი სული მქონდა როდის ვანხავდი ნიკას..მის გარეშე რაღაც ძლიერად მაკლდა,სუნთქვა მიჭირდა,მის გარეშე ყველაფერი უბრალოდ უფერული ხდებოდა...ცხოვრება კარგავდა აზრს და არსებობას ემსგავსებოდა... -როგორ ხარ?-ღიმილით მკითხა ლინდამ და გადამეხვია. -რამდენ ხანს ველიდი ამ დღეს..-სევდიანად გამეღიმა და დედაჩემის გაშლილ ხელებში შევძვერი. -ოჰ,ანეტ..-მაქსი ღიმილით მომესალმა-რა ამბებია,იცი? ქორწილის სამზადისი ნოსტალგიურად მანახებდა სამყაროს..იმ მომენტებში საკუთარ თავს ვუტყდებოდი,რომ ნიკა მიყვარდა და მის გარეშე ცხოვრება არ წარმომედგინა,თუმცა ისის მართალი იყო,რომ მის გარეშე განვაგრძობდი ცხოვრებას..დიახ,მის გარეშე შემეძლო ყოფნა,მაგრამ არ მინდოდა...შემეძლო,მაგრამ არ მინდოდა... ნიკა არ მირეკავდა...ნიკას აღარ ვახსოვდი და ეს სულს მიჭამდა...მტანჯავდა ეს საშინელი შეგრძნება,მღრღინიდა...ვცხოვრობდი,ვიღიმოდი,მაგრამ რაღაც ძლიერად მაკლდა და ეს ის იყო...მიყვარდა მისი ღიმილი,მისი ხუმრობდა,მისი გრძელი და ლამაზი თითები,მისი თმა და თვალები,მისი სხეულის თითოეული ნაწილი,რომელიც ეგვიპტის პლაჟზე ყველაზე ლამაზი იყო...ნიკა მიყვარდა და მასზე ფიქრი მაგიჟებდა...მძულდა,მინდოდა,მომეკლა,მაგრამ მაინც მიყვარდა და ეს იყო საოცარი რამ,ეს იყო პარადოქსული გრძნობა,გრძნობა გაუკვალავი და შეუცნობელი.. -აუ,ძალიან გიხდება.. -მეჯვარე ვარ..-ღიმილით ვუთხარი მარიას. -ლამაზი ხარ..ულამაზესი.. -ჩემი მეჯვარე ვერავინ იქნება...-სევდიანად ვთქვი. -ასე შეგიყვარდა?-მკითხა მარიამ. -მეტყობა? ასე მეტყობა?-სარკეში საკუთარ ანარეკს გავხედე. -კარგი,გამხიარულდი..დედაშენის დღეა... -ასეც იქნება..მე დღეს ყველაზე ლამაზი და მხიარული ვიქნები.. -აი,ასე... -დე...გილოცავ..-გადავეხვიე დედაჩემს და მაქსაც...მივულოცე ეს დღე და შემდეგ მარიასთან გავედი..ის იჯდა და მოცეკვავეებს უყურებდა.. -საოცარი რამაა..-გამომხედა. -გინდა ვიცეკვოთ?-ვკითხე და თვალი ჩავუკარი. -წამოდი...-ხელი მომკიდა და გამოვიდა. -მაქსი სადაა ვკითხე? -დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა...-ნაღვლიანად მიპასუხა. -კარგი,დაივიწყე... ქორწილიდან ადრე წამოვედით მე და მარია..არც მას უდგებოდა გული და არც მე..შეუძლოდ ვარო,ისეთი გაბერილი იყო,ვერავინ ვერაფერს იფიქრებდა..და მეც მას გავყევი..სახლამდე მივაცილე და შემდეგ ჩემს გზას დავადექი..ვარსკვლავები მოჩანდნენ და თითქოს მშვიდი ღამე იყო,მაგრამ ჩემთვის დიდი ქარბორბალა ქროდა... ეზოში გავაჩერე მანქანა,ფარდულში შეყვანის თავი არ მქონდა,გადმოვედი და სადარბაზოსკენ წავედი,როცა,როცა..როცა ნიკა დავინახე..ხელში თაიგული ეჭირა და იღიმოდა.. -რა გინდა აქ?-აგდებულად ვკითხე და ლიფტისკენ წავედი. -მინდა,რომ მაპატიო.. -ყველაფერს ვერ აპატიებ ადამიანს..-არც კი შემიხედავსისე ვუპასუხე..წინააღმდეგ შემთხვევაში დავიანხავდი მის სახეს,მის თვალებს და გონებას დავკარგავდი..არა,სიყვარული ვერ გამომაშტერებს... -ეს ჩემთვის ძნელი იყო..იმ დღეს ისეთი ამბავი გავიგე,რომ გამანადგურა.. -მალე თქვი მეჩქარება.. -იცი,რა ლამაზი ხარ...იცი,რა ლამაზად კიაფობს შენი თვალები..საოცარი ხარ,ანეტ.. -მოეშვი სხვა თემას.. -სხვა თემას? როცა შენ გხედავ...როცა გხედავ,უბრალოდ მინდა,რომ ჩემთან იყო...ანეტ,ეს გრძელი ამბავია.. -მოყევი მოკლედ.. -აქ არ შემიძლია... -აბა სად? -გაინტერესებს?-ირონიით გამომხედა. -კარგი,მაშინ შეგიძლია,შემოხვიდე და მიამბო.. -ასე მარტივად არ შემიძლია.. -აბა სად?-ისევ ვკითხე და ისევ არ შევხედე...ღელავდა,მესმოდა მისი გახშირებული გულის ცემა,ვგრძნობდი,რომ დაბნეული და შეშინებული იყო..ერთ წამს ავხედე და მაშინვე დავიჭირე სევდა,რომელსაც მისი თვალები ატარებდა. -ხვალ საღამოს გამოგივლი. -კარგი... -მადლობ,რომ მომისმენ-ყვავილები გამომიწოდა. -მაგრამ ამას არ ავიღებ..-ლიფტის ღილაკს დავაჭირე..მისი სახე ნელ-ნელა გაქრა და მეც მოვისვენე...სახლში მისული კარგად გავსკდი ტირილით და დივანზე მივწექი.. დაძინებამდე ერთადერთი,რაც გავაკეთე,ეს ის იყო,რომ მარიას მივწერე და შემდეგ შხაპი მივიღე..მთელი საათი ვიდექი მის ქვეშ და ვგრძნობდი,რომ უფრო ვიცლებოდი..ვნადგურდებოდი,როგორ შემეძლო,რომ დღეს ნიკას წესიერად თვალიც არ გავუსწორე..იქნებ უნდა მებრძოლა იმისთვის,რაც ჩემი იყო... -მაქსის საქმეები წინ მიდის..-გახარებულმა მითხრა.. -ძალიან კარგია..დღეს რომ ნიკას ვხვდები,გიჟი ვარ?-ვკითხე მარიას. -რა ხდება აბა? -უნდა ამიხსნას რატომ მოიქცა ასე..სახე კი ჩამოსტიროდა,მაგრამ მაინც ვერ მომალბო..თაიგულიც არ გამოვართვი მაგ არაკაცს.. -ჰო,ასე სჯობს..შენ არაფერი შეგეძლება,დარწმუენბული ვარ..-კმაყოფილმა გამომხედა და მხარზე თავი ჩამომადო..-ჩემი ბავშვი შენ უნდა მონათლო.. -ასე გიყვარვარ? მადლობა ღმერთს,რომ შენ მაიცნ მყავხარ.. -ნუ..არ გინდა ასე!-ფეხზე წამოდგა და ფანჯრიდან გაიხედა..-დღეს ექოსკოპიაზე უნდა წავიდე...ბიჭია თუ გოგო არ ვიგებ. -ოჰ...საინტერესოა..მაქსს გაუხარდება...ვაიმე,როგორ მინდა,რომ მეც.. -კარგი,მოდი აქ..ყველაფერი კარგად იქნება. ლამაზი ადგილი..რომანტიკული ხედი და გაღიმებული წყვილები..ჩვენ საუკეთესო ადგილას ვისხედით,მაგრამ ბედნიერების ნაწილიც კი არ ეტყობოდა ჩვენს სახეებს...საშინლად საოცარი შეგრძნება...და კიდევ უხერხული მომენტები,რომლებსაც ვერ ვაჩერებდთ.. -ღმერთო,არ უნდა დამეტოვებინე მარტო..ან იქნებ სჯობდა ყველაფერი ამეხსნა..მაგრამ მაშინ საშინლად ანერვიულებული ვიყავი..იცი,რა გრძნობაა,როცა იმედები გიცრუვდება და ცხოვრება თავზე გენგრევა? -რაზე საუბრობ? იქნებ არ იყო ბუნდოვანი? არაკაცივით მოიქეცი..მარტო დამტოვე უცნობ ქალაქში...იცი,რა გრძნობაა მარტოსულობა?-ვკითხე სევდიანად,თუმცა ეს არც იმას გამორიცხავდა,რომ მისი ხმაც საშინლად მწუხარე და გულწრფელი იყო. -შენ ამას რომ გაიგებ...რომ გაიგებ,საერთოდ წაგეშლება ჩემზე შთაბეჭდიელბა.. -ასე თუა,მალე თქვი,რომ ნაძირალას ჰაერი დიდ ხანს არ ვისუნთქო..-მოთმინება მეკარგებოდა და არ ვიცოთი თავი როგორ მომეთოკა... -ჩემი შვილი დაიღუპა....ნაადრევად დაეწყო მშობიარობა და ის დავკარგეთ...-არეულად საუბრობდა ნიკას...მის სიტყვებზე უბრალოდ გავიყინე,ის ჩემს თვალში გაქრა. -შვილიც გყოლია და მიმალავდი,ლაჩარო?-ფეხზე წამოვვარდი. -ის ჩემი მეუღლეა.. -მეუღლე ჰყავს ამ არაკაცს..-ვიყვირე და ყველამ ჩემკენ გამოიხედა..-ეს არაკაცი თავს მაყვარებდა,ჩემთან ატარებდა დროს,მკოცნიდა..როცა ცოლი ჰყავდა და შვილს ელოდებოდა ..დაგავო,შენი ცოლის ნომერი მითხარი და ყველაფერი მოვუყვები..რა უთხარი,როცა შვებულება აიღე...უთხარი,რომ მისთვის უცნობ ლამაზმანთან ატარებდი დროს? ნაგავი ხარ,მშიშარა,ნაბი*ვარი...-კივილ-წილივით დავტოვე რესტორანი,მანქანა დავქოქე და ადგილს მოვსწყდი..იმ მომენტში არ ვარსებობდი...და არც მერე..იმედგაცრუებული ვიყავი,თუმცა არ ვტიროდი ან იქნებ ვერ ვტიროდი,,იქნებ არ შემეძლო ტირილი... იყო მომენტები,როა მეგონა ფეხქვეშ მიწა გამომეცალა,როცა მეორე დღეს ვეღარ ვუცდიდი და როცა უბრალოდ სიკვდილი მენატრებოდა...მაგრამ ვიცოდი,რომ ნიკას გამო ეს არ ღირდა... დღეები უფერულად და უაზროდ გადიოდა..ვაწყდებოდი ანეტას ნუგეშიან თვაელბს და უარესად ვხედებოდი....ყველაზე საშინელი გრძნობაა,როცა ხედავ,რომ ვინმეს ებრალები..და მე მძულდა ეს გრძნობა,მძულდა და ამიტომ ვცდილობდი,ვყოფილიყავი ძლიერი...საკუთარ თავში ძალის ახალ წყაროებს ვეძებდი..არ წავედი და არ დავუწყე ნიკას მეუღლეს ძებნა..დიახ,არ დავუწყე,არ დავიმცირე თავი ვიღაც ქალის გამო... -ისე კი მიკვირდა,რომ ჩემთან უფრო ახლო ურთიერთობას არ იწყებდა..კოცნაზეც იმდენ ხანს იცადა,რომ კინაღამ მე ვაკოცე.. -მეც მინდოდა,რომ მეთქვა,მაგრამ ვიფიქრე,რომ..ხომ ხვდები...დადებითს ვეძებდი.. -კარგი რა,რამხელა ადამიანია და ის...რა ნაგავია...მიკვირდა,რომ სექსზე სიტყვა არ დაუძრავს,მაშინვე ჩერდებოდა ხოლმე და ...და მეც არაფერი მითქვამს,ვიფიქრე,რომ ჩემთან სერიოზული ინტერესები ჰქონდა და ერჩივნა მერე...აუ,რა დებილი ვიყავი.. -ნუ ადანაშაულებ საკუთარ თავს.. -ღალატსაც ძალა უნდა...ეგეც ვერ გაბედა მაგ ლაჩარმა..ჰოდა ტყუილად დავემუქრე მის ცოლთან ჩივილით... -ასე სჯობს,უნდა განაგრძო ცხოვრება... დაბადების დღეს სიუპრიზი მომიწყვეს...საშინლად გამიხარდა,როცა სახლში მოსულს მეგობრები დამხვდნენ და მათ შორს მარია და ჯორჯი..ეს ორი ადამიანი მუდამ განსაკუთრებულები იყვნენ ჩემთვის..დედაჩემმაც მომილოცა საბარძნეთიდან ეს დღეს,მაქსმაც და ბედნიერების პიკს ვაღწევდი..დრო შესანიშავად გავატარეთ და ისიც მიხაროდა,რომ მომდევნო დღეს სამსახურში არ ვიყავი წასასვლელი..შემდეგ კლუბში წავედით და ერთი ბიჭიც გავიცანი..ვცდილობდი,რომ სიმპათიურ უცნობთან თავაზიანი ვყოფილიყავი...ნომრები გავცვალეთ და ცეკვის შემდეგ დავემშვიდობეთ.. შემდეგი დღეები მასზე გადამქონდა ყურადღება...რამდენიმეჯერ შევხვდით და საკმაოდ საინტერესო პაემნები გამოგვივიდა,ვაკოცეთ კიდეც და საყვარელი სიმღერებიც გავცვალეთ...ვატო მართლაც კარგი და მიმზიდველი ახალგაზრდა ჩანდა. -ცოლი ხომ არ გყავს?-ვკითხე და მის გაკვირვებულ სახეს დავაკვირდი. -არა..რატომ მეკითხები? არ გეტყოდი თუ? -მეტიც...უნდა დამიმტიცო,რომ არ გყავს. ვატო იმდენ ხანს ვაწვალე,სანამ მის სიმართლეში არ დავრწმუნდი..ის ნადმვილად მომწონდა,მაგრამ ვგრძნობდი,რომ ნიკასთან დაკავშირებული მოგონებები აჩრდილივით თან დამსდევდა. ცხოვრება უცნაურია..იქნებ შეყვარების შემდეგ იმ მეორეზე მაინც ფიქრობ...იქნებ ადამიანი მოგწონს,მაგრამ...მაგრამ...მაგრამ ვატო არ მიყვარდა... ნიკა...ეს ადამიანი იჯდა ჩემს გულში,გაჯერებულა იჯდა და წასვლად არც კი აპირებდა..აი,სად არის საშინელება,აი,სად იწყება უბედურება... -ანეტ...საშინლად მოქმედებ ჩემზე..ნარკოტიკივით ხარ...-იმ დღეს საშინლად მიყურებდა ვატო..ვგრძნობდი,რომ ჩემთან ძალიან კარგად გრძნობდა თავს...გამოუცდელ გოგოსავით არ ვატყუებდი თავს..ვიცოდი,რაც უნდოდა..რატომ საუბრობდა ასე მღელვარებით...და მეც უბრალოდ გამოვშტერდი..ოცდახუთი წლის ვიყავი,მაგრამ არასდროს მოვქცეულიყავი მამაკაცის მკლავებში,არასდროს გავსცდენოდი კოცნის საზღვრებს...და იმ დღეს მან ხელები მჭიდროდ შემომხვია..მახსოვს სასტუმროში ვიყავით ტბის პირას..ნოემბერი იყო,მაგრამ მაინც ლამაზად გვეჩვენებოდა ტბა...და ეს ყველაფერი ჩვენთვის განტვირთვა იყო... ვნების პიკით მკოცნიდა...პეპლებივით მეხებოდა ტუჩებზე...და მეც მსიამოვნებდა ეს..მეც ვკოცნიდი და ვცდილობდი,ნიკაზე აღარ მეფიქრა..ვცდილობდი,რომ ცხოვრებისთვის სხვა მხრიდან შემეხედა...თითქოს სექსი რამის საწყისი იყო. კარებს ვეხეთქებოდით ვნებისგან,მაგრამ,როცა საწოლზე ზემოდან მომექცა და ხელი მაისურის ქვეშ შემიცურა და,როცა მისი ხელი მკერდზე ვიგრძენი,ნიკა გამახსენდა,მისი სახე წარმომიდგა თვალწინ...და წინააღმდეგობა გავუწიე ვატოს,ფეხზე წამოვდექი და მაისური შევისწორე... -რა მოხდა? კარგი,მესმის..-იმედგაცრუებული სახე ჰქონდა.. -არ შემიძლია..-თავი ხელებში ჩავრგე.. -შემიძლია,მოვიცადო..-ზედა შეისწორა და ფეხზე წამოდგა. იდიოტი ვიყავი..ნიკას მეუღლე ჰყავდა,ნიკას არ ვახსოვდი,მე კი მის გამო იმ მამაკაცთან ვერ დავწექი,რომელიც ვნებისგან მწვავდა...რატომ ვთქვი სიამოვნებაზე უარი? იმიტომ,რომ ქალი ძნელად ივიწყებს,ძნელად უყვარდება,მაგრამ შემდეგ ეს გრძნობა წვავს..მამაცაკი კი კატასავითაა,ქალს მალევე ივიწყებს და მალევე იცვლის პარტნიორს...ყველა ასეთი მამაკაცი მე მხვდება.. -დე,მომენატრე..-გადამეხვია დედაჩემი.. -დღეს რა დღეა,იცი? -შენი ჩამოსვლის.. -მაქსის დაბადების დღეა და ყველანი ვზეიმობთ.. -რა ბედნიერები ხართ... -ვინმე წამოიყვანე რა.. -არა,დე..ვიცი,რომ ვიღაცას ვხდები. -მარიას ბრალია..-გამახსენდა გრძელენიანი დაქალი. -მიდი რა..კარგი ბიჭი იქნება.. -არა.... ვატო მაინც არ წავიყვანე...არ მინდოდა,რომ რამე ეფიქრა,მას ვერანაირ იმედს ვერ მივსცემდი,გულზე ვერ ვბრძანებლობდი... -ვატო...ვწუხვარ,რომ.. -გაჩუმდი..მოდი აქ...-ხელები მხრებზე ძლიერად შემომხია...ისეთი თბილი იყო,რომ არ შემეძლო მსგავსად არ მეპასუხა,მაგრამ მაინც არ იყო ის ის.. -მოდი,სადმე წავიდეთ...ქალაქგარეთ ამ ვიკენდზე..-შევთავაზე და წარბები დავაფახულე. -შესანიშნავია..-აღტაცებული სახით შემომხედა... პარასკევ საღამოს სიუპრიზი გამიკეთა...ისეთი აღელვებული ვიყავი,რომ თავი თინეიჯერი გოგონა მეგონა...ჩემს ეზოში სიყვარულის ცეცხლი დამინთო...“მიყვარხარ“ იწვოდა,გამეღიმა...და თითქოს გულიც ჩამწყდა...მგონი,ეს იმის ნიშანი იყო,რომ ძველი გრძნობები უნდა დამევიწყებინა...მახსოვს,როგორ ჩავვარდი დაბლა და კისერზე ჩამოვეკიდე...მთელი სამეზობლო ჩვენ გვიყურებდა...ვატომ მაშინ საოცარი გრძნობით მაკოცა და ყურში ჩამჩურჩულა,რომ ვუყვარდი. -ყავა თუ ჩაი?-ბუხრის წინ მჯდომს მკითხა და გამიღიმა..მისი ღიმილიც კი მათბობდა.. -არც ერთი..შენი ტუჩები..-ვნებიანად გავხედე. -მოდი.აქ...-ხელები ძლიერად შემომხვია და გულში ჩამიკრა...წარსულზე არაფერს მეკითხებოდა,ნოსტალგიებს არ მიწევდა წინ..აი,ამიტომ მომწონდა ეს ბიჭი.. ცეცხლი გიზგიზებდა...მეც მინდოდა,რომ მსგავსი რამ მეგრძნო..მინდოდა ისეთი შეგრძნება მქონოდა,რომ სხეული შანთებით დამიზილეს... კოცნის იქითაც გავტოპეთ...ცეცხლი გიზგიზებდა და ბუხარის წინ არსებულ ხალიჩაზე წყვილი იწვა..ეს ჩვენ ვიყავი..მისი კოცნა სიამოვნებას მანიჭებდა და სულ არ ვფიქრობდი,რომ ეს შეცდომა იყო... სიმწარეს გარეული სიტკბო,ვატოს მიმზიდველი სახე,მისი ტუჩები,ცეცხლი...ეს დამამახსოვრდა იმ ღამიდან... დილას მის მკერდზე მედო თავი და თვალებში ვუყურებდი. -ჰო არ ნანობ?-ისევ მკითხა. -არა,უბრალოდ რაღაცნაირი შეგრძნებაა..თითქოს ფეხებს ვერ ვგრძნონ. -გაგივლის..-შუბლზე მაკოცა და საუზმის მოსატანად ადგა-შენ დაისვენე.. -შესანიშნავი იყო..რომანტიზმის პიკი...-ვუყვებოდი მარიას. -შესანიშნავია... -მისმინე,იქნებ შეცდომა იყო... -რატომ? -იქნებ იმიტომ გავაკეთე,რომ ნიკას დავიწყებას ამით ვაპირებდი.. -ისევ? -არ ვიცი რას ვგრძნობ. -სახელების დარქმევა არცაა საჭირო. -კარგი,მამშვიდებ...რაც უნდა იყოს,კარგი დღე იყო და საერთოდ ვატოსთან კარგად ვარ,მეტიც,შესანიშნავად ვარ! -ბედნიერი ჩანხარ და ყველას ასეთები უყვართ.. ვატოსთან ურთიერთობამ სამსახურში დამაწინაურა...ამ ყველაფრის მერე საქმეს უკეთ ვეკიდებოდი და თავს სრულყოფილ ქალად თუ არა მასთან მიახლოებულად მაინც ვგრძნობდი... 17 დეკემბერს გოგონა შეეძინა მარიას და ბარბარე დაარქვა...ისეთი ბედნიერები ვიყავით იმ დღეს მე და ვატო...პატარას ვუყურებდით და ისე გვიხაროდა,თითქოს ჩვენი შვილი იყო.. -მოდი აქ...-სიყვარულით ჩამიკრა გულში.. -საოცრად ლამაზია..-გავხედე მარიას,რომელიც ჯორჯს უღიმოდა.. -კარგი,მოვრჩეთ ხვევნას...გილოცავთ...-ბედნიერი მზერით შემხედე ოჯახს. -შვილებზე არ გიფიქრია?-მკითხა ვატომ და შემაშინა...ეს კითხვა გულის ჩამწყვეტი იყო..მე ხომ ჯერ ისიც კი არ ვიცოდი რას ვგრძნობდი და რა მინდოდა. -რა თქმა უნდა,კი-ვცდილობ,დაბნევა არ შემჩნეოდა,მაგრამ არ გამომდიოდა. -რამდენი? -არ ვიცი..ნუ მეკითხები..-თვალები დავუბრიალე. ახალ წელს მე,მაქსი,ლინდა,ჯორჯი,მარია და ბარბარე ერთად შევხვდით..ჰო,გამომრჩა ატოც ჩვენთან იყო...დიდი სახლი დავიქირავეთ და აღტკინებული განწყობით დავხვდით ახალ წელს...სურვილი ჩავიფიქრე და ეს,რასაკვირველია,არავის ვუთხარი..ნიკას იმ წელში-დავტოვებ-მეთქი. თორმეტ საათზე ვატომ მაკოცა,ის გავაცანი ჩემს ოჯახს და არა ნიკა...რა სისულელეა..დიახ,ისევ მასზე მეფიქრებოდა... მეორე დღეს ვატოს მკლავებში გამეღვიძა,ტელეფონი ავიღე და შეტყობინებებს გადავხედე...ერთმა გრძელმა მოწერილმა გული ჩამიკლა...ავღშფოთდი და საშინლად ვიგრძენი თავი...ისეთი შეგრძნება იყო,თითქოს ტვია მესროლეს და ეს ტყვია ნელ-ნელა მკლავდა..ის გულში არ იყო დამიზნებული,მასთან ახლოს ჩამრჭობოდა და მანადგურებდა...ნელი სიკვდილი უფრო მწარეა...უფრო მტკივნეული და უფრო გამმანადგურებელია... „მე შენ მიყვარხარ...იმისთვის არ ვიცი როგორ მოგიხადო ბოდიში..შენთან ყოფნა ჩემთვის დიდი გარდატეხა იყო...ამდენი ხნის ნაყვარები მეუღლე,რომელიც ჭეშმარიტი სიყვარული მეგონა...მე შევმცდარვარ..მერე შვილიც დავკარგე..მანამდე შენთან შემოვტოპე...ჩემთვის მისთვის ღალატი ძნელი იქნებოდა...ჩემში ჭიდილი იყო...და ახლა მოვიკრიბე ძალა,რომ მოგწერო..მხოლოდ ახლა გავერკვიე,რომ ლაჩარი ვიყავი..ვიტანჯებოდი,შენი სიყვარული მკლავდა,მაგრამ ცოლს ვერ ვტოვებდი..მაშინებდა ახლობლების აზრი..ცხოვრების მეშინოდა...ვიცი,რომ არ მაპატიებს..ისიც ვიცი,რომ ახლა სხვასთან ხარ..ვიცი,ყოველ დღე ვუყურებდი თქვენს საერთო ფოტოებს...ახლაც გული მწყდება...ეს გვიანი აღიარებაა..ვიცი და ვწუხვარ..მაგრამ ისე ძლიერა მიყვარხარ,რომ ამ გრძნობას დრო და მანძილი ვერაფერს უშვება... და ახალ წელს გილოცავ....მეტს ვერაფერს გწერ...ვერ გისურვებ ბედნიერებას,რადგან ეგოისტი ვარ...რადგან არ მინდა,რომ სხვასთან გხედავდე...“ -მშიშარა..აქამდე მაინც მოეწერა...მაგ არაკაცს მაშინვე რომ ეღიარებინა,მაინც არ დავუბრუნდებოდი...ცოლს მაინც ვერ ეყრება და გინდა გაეყაროს..იქნებ ჩემს თანხმობას ელის ეგ ახვარი...-ჩემთვის ვტიროდი ბედობა დღეს...მანამდე ვერაფრით ვერ გავმარტოვდი და ამ მძიმე ტვირთს გულში ვიტოვებდი..ვერავის ვეტყოდი ამაზე..მარიას ამ ახალი წლის დღეებს ვერ მოვუწამლავდი,ვერც ლინდას ბედნიერებას ვესროდი ტალახს... რა თქმა უნდა,არაფერი მივწერე და არც მივწერდი... -ტიროდი?-ნამტრალები რომ ვიყავი მაინც შენიშნა ვატომ. -არ გელოდი..-სხვა თემაზე გადავიტანე საუბარი და თავი მხარზე ჩამოვადე. -მომენატრე...უნდა დამებედო... -რას აპირებ? -მოდი,დღეს მარტო ვიყოთ,მხოლოდ მე და შენ.. -შესანიშნავი აზრია...-გავუღიმე და ბედნიერი ქალივით ჩამოვეკიდე კისერზე. -სხვისი მეუღლე მიყვარდა და ახლა...არი,რა მომწერა...-თითქმის ერთი თვის მერე გამოვუტყდი მარიას.. -აქამდე სად იყავი? -ვერ გავბედე და ვერ მოგშხამე.. -კიდევ კარგი არ მიწერე..ახლა ბედნიერი ხარ და არ გჭირდება ვინმეს შორის ჩადგე... -უბედურებაც ესაა...მე ეს მინდა,ეს უნდა ჩემს გულს..და მე ამის ნებას არ ვაძლევ საკუთარ თავს.. -გინდა? -ჰო..სულ მასზე ვფიქობ...რაც მომწერა,თითქოს იმედი ჩამესახა.. -და ვატო? -არ ვიცი.. -მას უყვარხარ.. -მე კი სხვა მიყვარს...სხვისი მეუღლე მიყვარს... -მერე? რას იზამ? -არ ვიცი..იქნებ გაშორდეს.. -ქართველი კაცები არ სცილდებიან.. -ქართველი და არა მარტო ქართველი,მაგრამ მე...არ შემიძლია...მის გარეშე არ მინდა... -დარწმუნებული ხარ? -კი,მაგრამ მაინც არ მივწერ..ვნახოთ,რისი მაქნისია... ვატოსთან ერთად ახალ გამოსულ ფილმს ვუყურებდი კინოთეატრში..ვიღიმოდი და ხელს ძლიერად ვუჭერდი..თავი მის მხარზე მედო,როცა ზარი გასმა.. -არ გამორთე?-მკითხა ვატომ. -არა..ახლა გამოვრთავ.. გამოვრთე და იმ დღეს მართლაც მთლიანი დღე გვქონდა...ფილმის მერე კაფეში შევედით,სწორედ იმ კაფეში,სადაც გვიყვარდა ჯდომა..შემდეგ მასთან ავედი...და ისევ შესანიშნავი ღამე გავატარეთ... საკუთარ თავს ზოგზე იმასაც ვეკითხებოდი,რომ ეს ყველაფერი იქნებ თერაპია იყო..მაგრამ მაინც მინდოდა,არ შემეძლო ნიკასთვის ჩამეხედა თვალებში.. -ჰო...მიყვარს,მაგრამ მასთან ვერასდროს ვიქნები..-გამოვუტყდი მარიას. -ჰო...ძნელია ასეთ კაცს ...თვალებში როგორ უნდა ჩახედო,როცა.. -და თან ის..ეს ლაბირინთი არ მჭირდება.. -მართალი ხარ...-კმაყოფილად შემომხედა მარიამ. იმ მთლიანი დღის შემდეგ დღეს ისევ აციმციმდა ტელეფონზე ის უცხო ნომერი,ამჯერად ვუპასუხე. -ანეტა ხართ?-ქალის ხმა მომესმა. -დიახ.. -თქვენი ნაცნობი თუ მეგობარი არ ვიცი..საავადმყოფოშია მძიმედაა და თქვენი ნომერი მოგვცა.. -უკაცრავად სხვა არავისი? -არა,მარტო თქვი იცოდა ზეპირად..ტელეფონი თან არ აქვს... -არა..სხვაგან ხვდებით...-გამიკვირდა მოსაუბრის სიტყვები და ამაში დარწმუენბული ვიყავი.. -უბრალოდ მოდით...ძალიან მძიმედაა...-არ ვიცოდი ვინ იყო,არ ვიცოდი,მაგრამ მაინც შევშინდი..ალბათ, ჩემს გონებას შეწყვეტილი ჰქონდა მუშაობა ან იქნებ უიმედობა ფარავდა მას... მარტო მინდოდა წასვლა,მაგრამ გზაში ვატო შემხვდა და არ გამიშვა.. -მარტო არ წახვალ..-სადარბაზოდან კოცნით გამომიყვანა და თავის მანქანაში ცამსვა. -კარგი რა..ბავშვი ხომ არ ვარ..-წავიწუწუნე. -ანეტ,გთხოვ..-მხოლოდ ეს თქვა და მანქანა დაძრა. -რომელი პალატაა?-ვიკითხე შესასვლელში. -ვის ეძებთ? -ანეტა ვარ...-ხმამაღლა ვთქვი და მოსაუბრეც გამოჩნდა. -თქვენ ხართ...მადლობა ღმერთს,რომ მოხვედით. -მძიმედაა? ვინაა? -ადით და ნახეთ...მაგრამ მარტო...ასე ითხოვა.. -რა? ღადაობთ?-ვატო გაბარაზებული წამოვიდა წინ. -დაწყნარდი..მალე ჩამოვალ..-თვალებში ჩავხედე და სკამზე დავსვი. -კარგი..დამპირდი? -გპირდები... მაგრამ იქნებ ადამიანებს ზოგჯერ ტყუილად ვპირდებით? ტუილს დაპირებაზე საშინელი არაფერია...ცრუ იმედია ანადგურებს ადამიანს...მე არ მინდა,რომ მატყუარა ვიყო..მაგრამ ზოგჯერ ცხოვრება ითხოვს ამას...ან იქნებ უბრალოდ გვანადგურებს და მეტ გზას აღარ გვიტოვებს... -ანეტ...-აღმოხდა ავადმყოფს,შევედი თუ არა მის პალატაში..და მეც გავირინდე..მან ნაბიჯზე მიცნო,მე კი ხმაზე ვიცანი.. -რა დაგემართა? -სმა დავიწყე და...მე უბრალოდ ალკოჰოლიკი ნაგავი ვარ..ლაჩარი,რომელმაც საყვარელი ქალის წინაშე ჩაიფსა.. -შენი მეუღლე სადაა? -კარგი ხანია,რაც არ მინახავს...სახლიდან წამოვედი იმ ახალ წელს..და მაგის მერე ...ავარია და ..მოკლედ,ნახე,როგორ ვარ... -გაჩუმდი...საშინლად გამოიყურები.. -გულზე გაუკეთებიათ სასწრაფო ოპერაცია...და მერე გამოვძვერი.. -მადლობა ღმერთს..დავურეკო შენს მეუღლეს? -არა.. -რატომ? -პირველი არ მინდა და მეორე მე მისი ნომერი არ ვიცი.. -ღადაობ? -მხოლოდ შენ მჭირდები..-ხელები სუსტად მომიჭირა.. -ნიკა,ჩუმად...ბოდავ,მეორე შვილიც გეყოლებათ...გამაგრდი! -არ მეყოლება..მე მხოლოდ შენგან მინდა შვილი..შენ კი არ გჭირდები..ვიცი,რომ უპატიებელი ჩავიდინე...მაგრამ თავს არ ვიცოცხლებ აწი.. -ჩუმად..ბოდავ..ვერა ხარ.. -არა...მაპატიებ,გთხოვ..-საწყალი თვალებით შემომხედა დევივით კაცმა. -ნიკა..კარგი,გპატიობ...მას შემდეგ ახალი ცხოვრება დავიწყე.. -ვიცი და ეს მკლავს.. -მოდი,რამე ჭამე...ამოგიტან რამეს.. -არ მინდა..უბრალოდ დაჯექი,რომ გიყურო..თუ ვერ შეგეხები,გიყურო მაინც..გიყურო,როგორც ანგელოზს.. თავი ძლივს შევიკავე,რომ არ ავტირებულიყავი..გამოვედი პალატიდან და მაშინვე მოსაცდელში გავედი.. -ვატო..-გავხედე მამაკაცს და გადავეხვიე. -შეშინებული ჩანხარ..ვინაა? -ძველი ნაცნობი..-მოვატყუე და შევეცადე,აღელვება მაქსიმალურად დამემალა. -ამოვიდე?-ისევ მზრუნველად მკითხა. -ვატო,არაა საჭირო..უბრალოდ წადი და თავად მოვალ..ოჯახს ვერ უკავშირდება.. -დარწმუნებული ხარ? -კი..შენ კი დღეს არ გცალია..დაგირეკავ... -კარგი,ჩემო ლამაზო..-ტუჩებზე ნაზად შემეხო და გასასვლელისკენ წავიდა... ნიკასთან გავატარე მთელი დღე,მაგრამ საუბარს გავურბოდი..ვთხოვდი,რომ ოჯახთან დაერეკა,მაგრამ არ მიჯერებდა.. -გაპატიე...ჰო გითხარი..-ფანჯარს გავხედე და შემდეგ ისევ წავაწყდი მის ნაღლიან თვალებს. -ანეტ...მაპატიე...ასე არ უნდა მოვქცეოდი..-ისევ გაიმეორა,მაგრამ შემდეგ გაჩუმდა..მეცნო სიტუაცია,მივხვდი,რომ რაღაც არ იყო კარგად.. -უნდა დავაბრუნოთ!-ექიმებმა მომაშორეს მის საწოლს..კედელთან ვტიროდი და ვუყურებდი მათ მცდელობას.... არ ვიცოდი რაზე მეფიქრა...მხოლოდ ერთი რამ ვიცოდი,ნიკას სამუდამოდ ვკარგავდი.. -დაბრუნდა...-შემომესმა მხიარული კიჟინი და ჩავიკეცე. -მისი ვინ ხართ?-გონს მოსულს მკითხა ერთ-ერთმა ექიმმა. -უბრალოდ უნდა ვნახო...-ძალა მოვიკრიფე და მისკენ წავედი. -ახლა ვერ ნახავთ,სუსტადაა ძალიან. -რამე უნდა ჭამო..-შუა დღე იქნებოდა,როცა თავზე დამადგა მარია. -მანამდე უნდა დამერეკა..-ვუთხარი და მხარზე თავი ჩამოვადე. -ვატოს დაურეკე?-მკითხა პაუზის შემდეგ. -არ შემეძლო..მაგრამ თვითონ დამირეკა და ვუთხარი რასაც ვაპირებდი..აქ დავრჩები-მეთქი. -ჰო,ნერვიულობდა... -არ შემიძლია..არ მაქვს ამდენი ძალა..გუშინ მოვკვდი,გავნადგურდი..თავიდან მოვკვდი..ეს ყველაზე საშინელი წამები იყო..გონებაც კი დავკარგე..მის დაკარგვას ვეღარ გადავიტან..ვეღარ .. -ყავა მოგიტანე..-ვატოს ხმამ გამაშეშა..მის მოსვლას ნამდვილად არ ველოდი..შეშინებულმა გადავხედე მარიას და ფეხზე წამოვდექი. -მადლობ..-გამოვართვი ყავა და სახეწაშლილმა ადგილი დავიკავე.. -ვღელავდი..-ჩაიმუხლა და თითებზე თითები მომიჭირა..-გაგყინვია..როგორაა?-მკითხა და ინტერესით აღსავსე თვალები შემომანათა. -გუშინ კინაღამ წაიღო წერილი..-გულში ისევ ჩამწყდა რაღაც ნიკა ასე რომ მოვიხსენიე,მაგრამ სხვაგვარად არ გამომივიდა.. -გამაგრდი..-თავი მხარზე დამადო და კისერზე ნაზად მაკოცა. -ვატო..შეგიძლია წახვიდე და დაგვტოვო..საქმეები გაქვს.. -სამსახურიდან დავეთხოვე.. -არ იყო საჭირო,კარგად ვიქნები.. -მაგრამ მინდა,რომ დავრწმუნდე ამაში..გესმის?-პასუხად მხოლოდ თავი დავუქნიე. რთულია,როცა ერთ უყვარხარ,გჯერა მისი და შენ მეორე გიყვარს..რთულია,როცა ერთი შენს გვერდითაა,ხოლო მეორე,რომელმაც გული გატკინა,სიკვდილს ებრძვის,შენ კი ისევ იმ მეორესთან გინდა... იქნებ საფლავთან ყვავილებს მართლაც ის მოგვიატანს,რომელსაც ვუყვარვართ და არა ის,ვინ გვუყვარს.. არა,ნიკამ მითხრა,რომ ვუყვარვარ..-გავუმეორე საკუთარ თავს და თვალი დავხუჭე...ვერც კი გავაცნობიერე ისე ჩამეძინა... -შეგიძლიათ,შეხვიდეთ..-თეთრხალათიანი ექიმი გამოვიდა პალატიდან,გამიღიმა და კარისკენ მანიშნა.. -მადლობთ-ფეხზე წამოვდექი და უკანმოუხედავად შევაღე პალატის კარი..არ ვინტერესდებოდი,რომ უკნიდან ვატოს თვალები მიყურებდა,თითქოს მასთან ვერაფერი მტოვებდა,თითქოს ჩვენ შორის არანაირი კავშირი არ იყო..ნიკასკენ ძლიერი თოკი მექაჩებოდა...მივიწევდი მისი საწოლისკენ და ცრემლები მცვიოდა... -ვინერვიულე..-მხოლოდ ეს ვუთხარი და სკამზე ურეაქციოდ დავეშვი. -კინაღამ მოვაკლდი ამ სამყაროს..ნეტავ,მოხდენილიყო ასე...შენ ხომ მაინც ვერასდროს იქნები ჩემთან.. -ნუ საუბრობ ასე!-თავი გვერდზე გავსწიე,რომ ჩემი ცრემლები არ დაენახა. -უკვე დავინახე,ანეტ..ტყუილად მალავ..შენ ტირი!-ამ სიტყვებმა ისევ ჩვენი შვებულება გამახსენა,სიხარული და მოულდონელი ტკივილი..ის ცრემლები და ის ღამეები,რომლებიც ნიკამ მაჩუქა,ის სიბნელე,რომელიც ჩემს გულში იყო..არ შემეძლო მისთვის მეცქირა,მის საცოდაობას ეერ ვუძლებდი. ერთი კვირის შემდეგ,როცა ნიკა უკეთ იყო,მის საწოლთან ვიჯექი და საყვარელ წიგნს ვუკითხავდი..ადრე მოსწონდა ხოლმე ამის კეთება და მეც ვერ ვუთხარი უარი..დიახ,ამ დროს ლამაზი,მაგრამ ფერმკრთალი ქალი შემოვიდა..ტიროდა და თვალს ვერ მისწორებდა..რცხვენოდა,რომ ასე ხდებოდა...ამის შესახებ უკვე გაეგო,ალბათ..ალბათ,უთხრეს,რომ მხოლოდ მე დამიკავშირდა..ალბათ,ყველაფერს მიხვდა,თუმცა განა სხვა რას აკეთებს ქალური გონება? -თქვენ?-მხოლოდ ეს იკითხა და გული ისევ თავიდან ჩამწყდა...არ მინდოდა სხვისი უბედურების მიზეზი ვყოფილიყავი.. -უკეთაა..-მხოლოდ ამის თქმაღა მოვარხერხე და პალატიდან გავედი. -როგორც ჩანს,ახლო მეგობარი ყოფილა. -ძველი დროის..-გავუღიმე ვატოს და გვერდით მივუჯექი..-მისი მეუღლე მოვიდა,წამო,წავიდეთ... -დაემშვიდობე-დაჟინებული მზერით შემომხედა. -კარგი..-პალატაში შევედი,ფერწასულ ნიკას გამოჯანმრთელება ვუსრუვე და იმდგაცრუებულსა და განადგურებულ ქალს თვალი მოვაშორე...ის მართლაც ძლიერ დაძაბული ჩანდა. -სამსახურში მისასვლელი ვარ...აუარებელი საქმე მაქვს.. -რამეს დაგახვედრებ..-შემომთავაზა ვატომ...მასაც ეხერხებოდა კულინარია ისევე,როგორც ნიკას..ნიკას..მას შემდეგ მასზე არაფერი მსმენია,ვერ მივედი და ვერ ვნახე,არ შემეძლო მისი მეუღლისთვის თვალებში ჩამეხედა.. მისი სიტყვები ისევ ჩამესმოდა გულში..ისვე მედგა თვალწინ მისი სახე..ყოველ ღამე მასზე ვფიქორბდი,მაგრამ მხოლოდ ერთხელ დავურეკე და მაშინაც მისმა მეუღლემ მიპასუხა,კარგადაა,გამოწერესო. გაზაფხულმა თავისი ქნა,გამოაფხიზლა ბუნება და არა მარტო ბუნება...მარტმა კარი შემოაღო და უჩუმრად დაგვასვა მხრებზე ჩიტები...ისევ დადგა თბილი და ხან ცივი სეზონი..ცვალებადობა დაეტყო ამინდს და ადამინთა ხასიათსაც... იმ დღეს ვიჯექი ჩემთვის და ფანჯრიდან თვალს ვადევნებდი ხმაურიან ქუჩას..იმ დღეს ჩვეულებრივი დღე იყო,მაგრამ თან განსაკუთრებული,რადგან იმ დღეს ლინდა ჩამოვიდა და თან ბავშვის ამბავი გვახარა. -მალე და მეყოლება..-მთელი დღე გაღიმებული სახით დავდიოდი.... -გილოცავ..-ვატომ შემომხედა და თვალი ჩამიკრა. -მადლობ.. -არ გიფიქრია,რომ... -არ გინდა..-ისევ შევაწყვეტინე ამ თემაზე საუბარი. -კარგი..მოდი,ჩემთან..-ისევ ჩვეულად ჩამიკრა გულში. აპრილი იყო..აპრილის პირველ კვირა დღეს მარტო ვიყავი სახლში და რომანის ბოლო გვერდს ვკითხულობდი..წიგნის კულმინაციით დაინტერესებულმა ზარის ხმა ძლივს გავიგე..კარგი გავაღე,მაგრამ გარეთ არავინ დამხვდა... დიდი დათვი შევნიშნე,დათვი,რომელსაც ხელში წარწერა ეკავა...გული ამიფართხალდა..ვიფიქრე,რომ ვატოსგან იყო,მაგრამ მისგან რატომღაც არ ველოდი..დღეს ხომ განსაკუთრებული დღე არ იყო.. ვაღიარებ,რომ ერთი საათი ვუყურე,სანამ ხელს ვახლებდი,მეშინოდა,რომ საიდანღაც ბეჭედი არ ამოძვრენილიყო..მეშინოდა,რომ ის ხელს მთხოვდა..ამ დღეზე ფიქრიც კი მაგიჟებდა,ჭკუიდან მშლიდა... ბოლოს მაინც გავხსენი და...და წავიკითხე... „მუდამ მეყვარები..“ ეს ნიკასგან იყო... ეს ჩემი ცხოვრების ახალი ჩახლართული ნაწილიდან იყო..ან იქნებ ძველიდან...ეს ნიკა იყო..ეს ის იყო..მე კი შეშლილი ქალი ვიყავი,სიყვარულისგან შეშლილი...მე ხომ სხვისი მეუღლე ისევ მიყვარდა... იქნებ არ მომხდარიყო ეს..იქნებ არ ყოფილიყო ასე ეს ყველაფერი,მაშინ ნიკას სიამრთლე რომ ეთქვა... გამახსენდა იმ დღეს რა მითხრა,როცა სიკვდილს ძლივს გადაურჩა,იმიტომ არ გითხარი ცოლზე,რომ შემიყვარდა და შემეშინდა,რომ შენთან დაახლოების უფლებას არ მომცემდიო... ეს სიტყვები ისევ არ მტოვებდა...არ მტოვებდა და ეს იყო უბედურება..ეს იყო ის,რაც მღრღნიდა და მანადგურებდა...ეს იყო ჩემი ცხოვრების საშიში ნაწილი... იმ დღეს დავურეკე და მან მიპასუხა.. -ცუდად ვარ..უშენობა მკლავს.. -ადრეც რომ ყოფილიყავი ასეთი გულწრფელი..-ნოსტალგიურად ვთქვი..მართლაც რა იქნებოდა,რომ ადრეც ყოფილიყო ასეთი გულწრფელი.. -ანეტ..შემხვდი..მხოლოდ ერთხელ..გემუდარები.. -შენი მეუღლე როგორაა? -შვილის დაკარგვის მერე უჭირდა და ეს რომ გაიგო... -სიმართლე უთხარი? -ჭკვიანია და მეც გამოვტყდი.. -გაგიჟდი? -ვწუხვარ. -ეს მოხდებოდა..კიდევ ასე სჯობდა...იმ სიტუაციაში.. -ღმერთო... -ხვალ გამოგივლი..პირისპირ ვისაუბროთ.. -მენატრებოდი...-საღამოს ვატომ გამომიარა. -ვატო...არ გელოდი..-გავუღიმე და მისკენ წავედი.. -შენთან მინდა..მუდამ შენთან მინდა...მინდა,რომ ჩემი მეუღლე გახდე...-და გამოჩნდა ბეჭედი,,რომლის ნახვასაც საუკუნის მანძილზე ვუფრთხოდი...ის ბრწყინავი ბეჭედი გამოჩნდა,რომლისაც ამდენ ხანს მეშინოდა.. -ეს მოულოდნელი იყო..-ფეხზე წამოვაყენე და გავუღიმე.. -ჰო...მოიფიქრე..-თითზე ნაზად ჩამომაცვა და თვალებში ჩამხედა-იმედი მაქვს,რომ კის იტყვი.. -ძალიან ლამაზია..-ბეჭედს შევხედე და ისევ გამეღიმა..ეს უცნაური გრძნობა ყოფილა,მაგრამ ყოველთვის არ ყოფილა ისეთი,როგორიც უნდა იყოს... ცხოვრება უცნაურია,მას არც დგომები გააჩნია და არც წესები,მისი შეცნობა უბრალოდ ძნელია...სიყვარულის არსის გაგებაც ძნელია..ძნელია..ძნელია.. ალაბათ,ამიტომაც არ ვიცოდი თითქმის დანიშნულმა ქალმა შევხვედროდი თუ არა ნიკას მეორე საღამოს..არ ვიცოდი,უბრალოდ არ ვიცოდი.. გულის სხმა მიყევითო...სათქმელად ადვილია,მაგრამ,როცა ფაქტის წინაშე დგახარ,ყველაფერი რთულდება..დიახ,ყველაფერი რთულდება,უბრალოდ რთულდება..და ნეტავ გვესმის რატომ? გვესმის რატომ? გვესმის რატომ? საწოლზე ვიწექი და ვუყურებდი ბეჭედს..ლამაზია! ლამაზია!-მკარნახობდა გონება,მაგრამ რა უნდოდა გულს?! ნეტავ რა უნდოდა მას?! ნეტავ რომელ ხმას უნდა გავყოლოდი? ჩემი მთელი არსება ბუნდოვანებას მოეცვა...ვერც გულს ვუსმენდი და ვერც გონებას..დიახ,ვერც გულს და ვერც გონებას... ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება უნდა მიმეღო...ან ვატო ან ნიკა...ალბათ,ის საღამოს ყველაფერს შეცვლიდა... უნდა წავსულიყავი,რომ მერე არ მენანა..გადაწყვეტილება უნდა მიმეღო...უნდა გავმკლავებოდი ამ ზე ექსტრემალურ სიტუაციას... საკუთარ თავს შევახსენე,რომ ძლიერი ვარ და ახალი კაბა მოვიზომე...ეს ზუსტად ჩემს ტანზე იყო მორგებული... ___ მთელი სამი საათი ვწერდი,ახლა კი თქვენი აზრი მაინტერესებს..ველი შეფასებებს. მიყვარხართ,ჩემო ტკბილებო და სიყვარულებო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.