შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ შემიყვარე... თავი (14) ნაწილი (2)


18-01-2016, 21:35
ავტორი Anye-Any
ნანახია 2 905

–ნია დათვერი?–მკითხა აკომ სიცილით
–საიდან დაასკვენი?– ენას ძლივს ვაბრუნებდი პირში
–მყავხარ მთვრალი ბევრჯერ ნანახი და ვიცი როგორიც ხარ
–ჰო ეგ კარგია–თითი ავუფრიალე ცხვირწინ და გამეცინა გულიანად
–ხო კარგად ხარ? გული ხო არ გერევა?
–ოჰ! მომინდომა ბიჭმა მზრუნველობა,იცი რა ქნა ახლა?
–რა?–ისევ გაეცინა
–აი ეგ შენი ვითომ მზრუნველობა უკან გაიკეთე–ვერ ვაზროვნებდი რას ვლაპარაობდი,თუმცა ახლა კი გავიზარე რა ვთქვი,თუმცა საერთოდ არ მინანია
–ახლა მთვრალი ხარ და გეპატიება–სიცილი შეწყვიტა
–ჰო არა? იცი რომ ამას სიმთვრალე საერთოდ არ მალაპარაკებს? აი საერთოდ აღარ მაინტერესებ,შენ არ ხარ ჩემი სიყვარულის ღირსი,შენ იცი რისი ღირსი ხარ?–გამეცინა
–ნია გეყოფა
–მეყოფა? კარგი მეყოფა,თუმცა მაინც გეტყვი რისი ღირსიც ხარ
–კარგი ნია ვიცი თვითონაც რისი ღირსი ვარ,მოდი ახლა მომეხვიე კარგი?–რაო? მომესმა?
–ჯერ ისეთი მთვრალიც არ ვარ რომ მოგეხვიო–თითი ავუქნიე ცხვირთან
–კარგი რა ნია,ახლა მაინც რად გინდა ეს უაზრო პრინციპები და თავმოყვარეობა,მოდი რა შევრიგდეთ
–აქედან გამეცალე შე არაკაცო!–ფეხზე წამოვიჭერი
უპს! მგონი ყველამ გაიგონა,ხოდა ძალიანაც კარგი ყველამ უნდა გაიგოს რა არაკაცია ალეკო დანელია,თუმცა ეგ ისედაც ყველამ კარგად იცოდა.
–თითი აღარ დამაკარო გესმის?–თითისქნევით გავაფრთხილე და აივანზე ბარბაცით გავედი,მიუხედავად ჩემი გაფრთხილებისა მაინც გამომყვა უკან და აივანზე ხელებშუა მომიმწყვდია,თვალებში ჩამაშტერდა
–დავიჯერო ამხელა სიყვარული ასე უცებ გაქრა ნია? შენ არიყო რო მეუბნებოდი საკუთარ თავზე მეტად მიყვარხარო?
–იყო,აკო იყო თუმცა ახლა აღარ მიყვარხარ და არც შენთან ყოფნის სურვილი აღარ მაქვს,ასე რომ სულ ტყუილად ირჯები.
–არ მჯერა შენი
–ეგ შენი პრობლემაა
–ახლა მთვრალი ხარ,წამოდი დაწექი და ხვალ ვილაპარაკოთ
–ფხიზელიც იგივეს გეტყვი აკო
ზურგზე მომიგდო და ოთახში ამიყვანა,საწოლზე წამომაწვინა,პლედი გადამაფარა და იქვე მდგარ ხის სკამზე ჩამოჯდა,მიუხედავად იმისა რომ მთვრალი ვიყავი,მაინც შემეძლო საღად აზროვნება და საერთოდაც არ ვნანობდი იმას რაც მას ვუთხარი,არ ვაპატიებ,არ ვაპატიებ,არ იმსახურებს ჩემს სიყვარულს,არ იმსახურებს! ისევ იგივეს გამიკეთებს,ჯობს ახლა მივეჩვიო მის გარეშე ცხოვრებას,ვიდრე მომავალში ისევ იგივე ტკივილი მომაყენოს.აღარ მივცემ უფლებას ისევ დამამციროს ყველას წინაშე,ისევ ისე გადამიაროს როგორც ადრე.იმდენად ძლიერი ვარ ბოლომდე გავქაჩავ მის გარეშე ცხოვრებას,ის არაფერში გამომადგება ჩამოუყალიბებელი და არამყარია,ნდობაზე ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი.
შეიძლება ბევრმა გამამტყუნოს,თუმცა ვერ ვაბიჯებდი საკუთარ თავს, სიყავრულისთვის ყველაფერი უნდა დათმოო,თუმა მე არ შემეძლო იმხელა ტკივილის ასე გადახარშვა თანა არ ვიცოდი,არ ვიყავი დარწმუნებული რომ მას ისევ ვუყვარდი და ამისთვის არც არაფერს აკეთებდა,არის ცხოვრებაში რაღაც ზღვარი რომელსაც ვეღარ გადაცდები,განა იმიტომ,რომ რას იტყვის ხალხი,სულ არ მაინტერესებდ არას იტყოდა სხვა,მე ჩემს თავს ვერ გადავაბიჯებდი,ვერც ლანას გადავაბიჯებდი ის ჩემთვის დაავით იყო,მის დამცირებას არავის შევარჩენდი და ვაპატიებდი.
თვალები რომ გავახილე ისევ სკამზე იჯდა უძრავად,თავი მტკიოდა და საშინლად მწყუროდა,ქვემოთ ისევ ბავშვების ხმა მესმოდა,ისევ სვამდნენ ალბათ.ტელეფონი რომ გავანათე ღამის 2 საათი იყო.
–გაიღვიძე?–მკითხა დაბალ ხმაზე
–მეგონა შენც გეძინა
–გამოფხიზლდი? ისეთი სიტყვებით შემამკე რა დამაძინებდა
–იმსახურებდი ალბათ და მაგიტომ–არც მე დავრჩენილვარ ვალში
–კარგი რა ნია,როდის უნდა გაიგო რომ მიყვარხარ?
–და შენ როდის უნდა გაიგო,რომ მე აღარ მინდა შენთან ყოფნა?
–გავა დრო და მოგინდება,ახლა ბრაზობ,გადაგივლის და მოგინდება
–დავიღალე ერთი და იგივე გამეორებით,შენ არა?
–არასოდეს დავიღლები შენი სიყვარულით
გამეღიმა,მასთან მივედი და მოვეხვიე,მაგრად მოვეხვიე და ლოყაზე ვაკოცე
–მისმინე აკო,არასოდეს იქნება ისე როგორც ადრე იყო,ჩვენ შევივალეთ,შევალა ჩვენი გრძნობები,მე გაპატიე,მართლა გაპატიე,შენზე არ ვბრაზობ,თუმცა არც შენთან ყოფნა მინდა,აღარ მინდა გესმის?
–ვინმე ხვა გამოჩნდა?
–სხვა არ არსებობს,საერთოდ არავინ აკო
–ხოდა ძალიან კარგი თუ ასეა,გამოდის ერ ყველაფერი წინაა–მაინც არ იშლიდა თავისას
–ვიყოთ მეგობრები,უკვე ბავშვებსაც ყელში აქვთ ამოსული ეს ყველაფერი,მოდი ნუღარ გავართულებთ,ყველაფერი ისე დავტოვოთ როგორც არის–გავუღიმე
–ნია გიყვარვარ?
–აკო,როცა ასეგადაგივლიან და გაგანადგურებენ დამჯერე იქ უკვე როგორც არ უნდა გიყვარდეს მაინც ქრება ყველაფერი,აღარ შემიძლია მიყვარდე,აღარც მინდა,მაინც არაფერი გამოვა
–ისევ იგივეს ამბობ,გახსოვს მაშინ როგორ ინანე? კარგად დაფიქრი ახლაც ასე არ დაგემართოს
–მომესმა ხომ?–გამეცინა–ახლა კარგად მომისმინე! შენ ალეკო დანელია იმდენად დაეცი ჩემს თვალში სულ რომ ციდან ვარსკვლავები მომიწყვიტო მაინც არ შეგირიგდები!–კბილებში გამოვცარი გაბრაზებულმა და დაბლა ჩავედი ბავშვებთან. და ამას უნდა შევრიგებოდი? კიდევ კარგი სისუსტე არ გამოვიჩინე და ამ აცანცარებულ იდიოტს არ შევურიგდი,მართალი ყოფილა ლანა. მეორედ შემზიზღდა დანელია.საკუტარ თავზე გავბრაზდი ასეთი ულმდაბალი ადამიანი როგორ შემიყვარდათქო. იმ საღამოს მას აღარ დავლაპარაკებივარ,მეტიც,არც კი შემიხედავს.სალომე და ელენე ისეთი მთვრალები იყვნენ ფეხზე ვერ დგებოდნენ.ხელი მოვკიდე ორივეს და მაღლა ავათრიე,თეონას უკვე ეძინა. ორივე კვდებოდა გული ერეოდათ და სუნთქვა უჭირდათ,ლადო და გიგაც განგრეული მთვრალები იყვნენ,მხოლოდ მე და დანელია ვიყავით საღ გონებაზე
–ასეთი რა დალიეთ გოგო რომ კვდებით!–შევუღრინე ორივეს და შუბლზე სველი ტილო დავადე სალომეს
–როგორ არიან?–კარები ოდნავ შემოაღო დანელიამ
–ცუდად,ბიჭები?
–ეგენი ვაბშე უარესად,რა ვქნათ?
–არ ვიცი,ასეთ რამეში შენ უფრო მეტი გამოდილება გაქვს
–რა ბოროტი უიმორი გაქვს ნია,თავისით გამოვლენ,ნუ გეშინია
–მე თვით ბოროტება ვარ–გამეცინა
–ყავა არ გინდა?
–კი,მინდა
–ხოდა ჩამო გააკეთე და დავლიოთ-თვალი ჩამიკრა
–და ესენი ასე დავტოვო?
–ნუ გეშინია არაფერი მოუვათ,ჩაეძინებათ და ვსიო
–ყავას გავაკეთებ,მანამდე შენ უდარაჯე ამათ,სალომესთვის პირველი სიმთვრალეა და მეშინია ცუდად არ გახდეს,ამოვიტან ყავას 2 წუთში
–კარგი მიდი გელოდები
ყავა სწრაფად გავაკეთე და ოტახში ავიტანე,გემრიალად გადაუძახა მუცელში ჩემი მომზადებული ყავა დანელიამ და შემიქო კიდეც,დიდხანს ვილაპარაკეთ,დავცინეთ ბავშვებს,უკვე 6 საათი იყო დილის,თენდებოდა,თუმცა ისევ ბნელოდა.
–რა ვქნათ ჩვენ არ დავიძინოთ?
–მე არ მეძინება,შენ წადი თუ გინდა
–არა,ამ გასაჭირის ჟამს მარტო არ დაგტოვებ–გაეცინა











__________________________________
ბოდისში დაგვიანებისთვი,ახლა დანელიასთან ვიყავი ძლივს მოვახერხე ამის დაწერაც :D



№1  offline წევრი Firefly

სულ ავირიე,როდის დადებ შემდეგთავს???ძალიან პატარებია
--------------------
M.T

 


№2  offline მოდერი Anye-Any

[quote=Firefly]სულ ავირიე,როდის დადებ შემდეგთავს???ძალიან პატარებია[/quotგვ

გვიან,რატომ და რისთვის ვიყავი დანელიასთან ამას დავწერ.

 


№3  offline წევრი kora

მოიცააა, დანელიასთან ვიყავიოოო??? შენ მე ნერვოზს დამმართებ! ჯერ სულ პირველად რო დაიწყე ამ ისტორიის ატვირთვა ნერვები დამაწყდა და ძლივს მოვისვენო, როცა გავიგე შერიგდით. ახლა ისევ ეს გაუთავებელი სიჯიუტე, დანელიას უცნაურობებიიიი.... მოკლედ, შემიბრალე რააა და ნუ გაწელე ამდენი, გამარკვიე რა ხდება თქვენს თავს, თორემ, ჩემი ნერვები თუკი ტყუილად ეწირება იცოდე არ გაპატიეეებ smile love
--------------------
kira.G

 


№4 სტუმარი proudly

იცი რა ვერ გავიგე?როდინდელ ამბავს გვიყვები?თუ ჩვენი რჩევა გაინტერესებს უნდა გაითვალისწინო კიდეც.იმდენს იზავ რო დაიღლება ეგ დანელია და სულ დაგიკიდებს.არამგონია დიდხანს გეხვეწოს.მესმის რთული დღეები გამოიარე მაგრამ დაფიქრდი იქნებ მან უფრო რთული რამ გადაიტანა?იქნებ რა მიზეზით დაგშორდა?და კიდევ გეტყვი თუ რჩევას ჩვენ,მკითხველებს გვეკითხები მაშინ უნდა რჩევა გაითვალისწინო.თუ მკითხველის აზრს და რჩევას არ ითვალისწინებ მაშინ არც უნდა გვკითხო...

 


№5  offline მოდერი Anye-Any

პირველ რიგში ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ,მე მაინტერესებს თქვენი აზრი და დამოკიდებულება ისტორიაზე,მაინტერესებს რას ფიქრობთ ამ ამბავზე და დანელიაზე,შევურიგდები მას თუ არა ეს უკვე ჩემი გადასაწყვეტია,ყველას არ გეხებით ჩემო კარგებო,არც ცუდად მითქვამს უბრალოდ ბოლო კომენტარის ავტორს მივმართავ,რომ მე თქვენთვის იმის შესახებ შევურიგდე თუ არა აზრი არ მიკითხავს,თუმცა ყველას აზრი მაინტერესებს თავისთავად,რას გადავწყვეტ ამას გაიგებთ,ვინც გააგრძელებს კითხვას.
ცუდად არ გამიგოთ,ყველანი ძალიან მიყვარხართ. :*****

 


№6 სტუმარი proudly

ცუდათ არც მე არ მითქვამს.რათქმაუნდა შენი გადასაწყვეტია რას იზავ და რას არა.უბრალოდ მე მახსოვს ერთერთი თავის ბოლოს გვკითხე თუ როგორ იქცეოდი და შერიგებოდი თუ არა.ასე რომ რაც გინდა ის ქენი.ცუდად არ გამიგო მარა ძალიან გაწელეე.თან სულ თითქმის ერთი და იგივე ხდება.სულ სიჯიუტე,სულ კამათი.

 


№7  offline მოდერი Anye-Any

proudly
ცუდათ არც მე არ მითქვამს.რათქმაუნდა შენი გადასაწყვეტია რას იზავ და რას არა.უბრალოდ მე მახსოვს ერთერთი თავის ბოლოს გვკითხე თუ როგორ იქცეოდი და შერიგებოდი თუ არა.ასე რომ რაც გინდა ის ქენი.ცუდად არ გამიგო მარა ძალიან გაწელეე.თან სულ თითქმის ერთი და იგივე ხდება.სულ სიჯიუტე,სულ კამათი.


რაც ხდება იმას ვწერ და ვისაც აინტერესებს წავიკითხავ,თუ აღარ გინდათ აღარ გავაგრძელებ,არც ეგაა პრობლემა :*** ტყუილს ნამდვილად ვერ დავწერ

 


№8 სტუმარი proudly

არა გააგრძელე :-D უბრალოდ შეურიგდი :-* ჩვენც ვიტანჯებით და თქვენც :-D :-*

 


№9  offline წევრი ♡EPICLOVE♡

არ მიწყინო მაგრამ ჩემი აზრით ძალიან უაზროდ იქცევი შეიძლება მე ვერ დავინახე კარგად მაგრამ დიდი არაფერი შეურაწყოფა არ მოუყენებია იმის გარდა რო შენ დაქალს ეხუმრებოდა ცოტა არეული იყო და ხომ არ მოგატყუებდა არა? გულწრფელად გითხრა რასაც გრძნობდა იმ წამს რა იცი რა პრობლემები ქონდა და როს გამო აერია ტვინი მაგრამ როგორც შენ იძახი რომ გადაგიარა და გადაგთელა ეგეთი რამ ნამდვილად არ უქნია მართალია ლანსთვის ასეთები არ უნდა მიეწერა მაგრამ ხანდახან შეიძლება ისე წამოიაროს ადამიანს და ისეთები გააკეთოს თვითონაც ვერ მიხვდეს და არამგონია რომ შერიგებას ამდენი ხვეწნა დჭირდება ნუ ეს ჩემი აზრია საერთოდ მე თვითონ ასეთი ვარ რომ სიყვარულის გამო შემიძლია ნებისმიერ სიამაყეს და პრინციპებს გადავაბიჯო ეხა რო არ გამოხტნენ ვიღაცეები ვიტყვი რო ვიცი პატარა ვარ და არც ვსაუბრობ ბიჭის და გოგოს სიყვარულზე მე ზოგადად სიყვარულზე ვიძახი თუ გიყვარს აპატიებ ამ სისიულელეს და გაურკვევლობას და თუ არადა რავი მაგრამ არჩევანი მაინც შენი გასაკეთებელია არ გეწყინოს რაც ვილაპარაკე მაგრამ ძალიან მწყდება გული წინაზე ისე გბალეშიკობდით და ახლა არა მგონია ღირდეს ასეთი რამის გამო როგორც შენ ამბობ და იმედია მართლა ასეა ამხელა სიყვარულის დანგრევა უბრალოდ პატიება უნდა შეძლო
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№10  offline წევრი Lana Tomlinson

მესმის შენი და არ გამტყუნებ.იმედგაცრუება უკვე ორჯერ გამოიარე და ძნელია ისევ შეძლო სიყვარული.ამას ვერცერთი ჩვენგანი გავიგებთ რადგან არ გამოგვიცდია.გულს უსმინე,გულს.გამიხარდებოდა ეს მხოლოდ მოთხრობა რომ იყოს და არა რეალობა. ვფიქრობ ვერ გავუძლებდი იმდენ ტკივილს რაც შენ გამოიარე.

 


№11 სტუმარი Ana

Danelia da nia ertmanets sabolood sheurigdebian??

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent