შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემს გულში ხარ (1)


19-01-2016, 23:35
ავტორი tsn
ნანახია 3 974

თვითმფრინავიდან ჩამოვედი და ღრმად ჩავისუნთქე მონატრებული ქალაქის სურნელი.. იმაზე სასიამოვნო არაფერი ყოფილა, როდესაც დიდი ხნის განშორების შემდეგ, იმ ადგილს უბრუნდები, რომელსაც ეკუთვნი.. ტაქსი გავაჩერე და მისამართი ვუკარნახე.. ფიქრებში გადავეშვი.. მე ვარ ნიტა მესხი, 21 წლის.. 17 წლის ვიყავი როდესაც სასწავლებლად გერმანიაში წავედი.. იცით ამ ცხოვრებამ ყველაფერი წამართვა, მხოლოდ ერთი ბიძაშვილი მყავს- რეზი, რომელსაც ძმად ვთვლი.. მშობლები 14 წლისამ დავკარგე.. რთული იყო, მაგრამ რეზი ყველაფრის დაძლევაში დამეხმარა, ყველაფერი გააკეთა, რომ ერთი დეპრესიული გოგო არ გავმხდარიყავი.. მე და რეზი ერთად ვიზრდებით. ის ჩემზე ოთხი წლით უფროსია.. სისხლი მეყინება, როდესაც ვიხსენეებ, რომ რეზის მშობლებთან ცუდი ურთიერთობა ჩემ გამო აქვს.. ჩემი ოჯახის დაღუპვის შემდეგ მე სოლიდური მემკვიდრეობა მხვდა წილად, რეზის მშობლებს კი უნდოდათ, რომ ჩემი მემკვოდრეობა მიეთვისებინათ, ეს რომ რეზიმ გაიგო გადაირია, საცხოვრებლად სხვაგან გადამიყვანა მასთან ერთად.. როგორც მე, ისე ისიც არაა ფულს დახარბებული, უბრალოდ იცის, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია ყველაფერი, რაც დედას და მამას ეკუთვნოდა.. მე კარგად ვსწავლობდი და ამიტომ გადაწყვიტა განათლება საზღვარგარეთ მიმეღო.. ამიტომაც გერმანიაში გამგზავნა.. სწავლა ახლა დავამთავრე. ვაპირებდი კიდევ იქ დარჩენას, მაგრამ აღარ მინდა ვუყურო სახეზე ყალბ ღიმილ აკრულ ხალხს.. ჩემი საქართველო მომენატრა და რეზი, რომელიც ჩემი სული და გულია.. ფიქრებიდან ტაქის მძღოლის ხმამ გამომიყვანა
- მოვედით გოგონა..
- გმადლობთ - ფული გადავუხადე და ნაცნობ სადარბაზოში შევედი.. რეზიმ არ იცის ჩემი ჩამოსვლის შესაღებ, ამიტომ ჩუმად შევედი.. ჩემი ბიჭი არ იცვლება, სათადარიგო გასაღებს ყოველთვის ტოვებს ქოთნის ქვეშ.. ფეხაკრეფით შევედი, ბარგი შემოსასვლელში დავტოვე და საძინებლისკენ წავედი, რადგანაც იქიდან ხმაური მომესმა. შევედი და საშინელი სცენის მომსწრე გავხდი.. ვიღაც უცნობი ნახევრად შიშველი მამაკაცი და თითქმის შიშველი ''ქალბატონი'' ერთ ამბავში იყვნენ.. კიდევ კარგი მთლად შუა ''საქმეში'' არ შევუსწარი.. შემამჩნიეს.. შემრცხვა, საშინლად შემრცხვა.. ციებიანივით მოვბრუნდი და მისაღებში გავვარდი.. აქეთ იქით ბოლთას ვცემდი, ორი ადამიანის მოახლოვება რომ ვიგრძენი, გოგო წავიდა პირდაპირ.. ბიჭს სიტყვის თქმა არ ვაცალე
- თქვენ ვინ ხართ? ჩემი ძმის სახლში რას აკეთებთ? არა კი ვნახე რასაც აკეთებდით, მაგრამ ჯანდაბაა.. რეზი სადაა? - ჩემ არეულ დარეულ სიტყვებს უცნობის ჩაღიმება მოჰყვა..
- რეზი ბათუმშია - ძლივს ამოიღო ხმა უცნობმა ბიჭმა და მისი ხმის გაგებაზე გამაჟრჟოლა - ხვალ ვაპირებთ წასვლას რამდენიმე მეგობარი და წაგიყვანთ - რა ხეპრეა ბოდიში მაინც მოიხადოს.. ან იქნებ ბოდიშს ჩემგან ელის, მე ხომ ასეთი მნიშვნელოვანი ''საქმე'' გავაწყვეტინე?... თან ისე იქცევა თითქოს არაფერი მომხდარიყოს... დაჯდა დივანზე, ფეხები ჟურნალების მაგიდას შემოაწყო
- პირდაპირ აღფრთოვანებული ვარ შენი ზრდილობით - ირონია გავურიე ტონს, მივბრუნდი და ბარგს ხელი დავავლე
- ბრაზიანი პატარა - არც მან დაიშურა ირონია, რაო? პატარაოო? დამშვიდდი ნიტა, ბრაი არ შეიტყო, გულში ოცამდე დათვალე.. ერთი, ორიი.. მორჩა, მშვიდად ვარ..
-რატომ არ მიდიხარ, აქ რაღა დაგრჩენია?- ისეთი ტონით ვუთხარი თითქოს ეს პატარა არ უთქვამს, არა არ მაქვს პრეტენზია დიდობაზე, მაგრამ ამისგან არ მესიამოვნა.. - ჩემს ნივთებს დავაწყობ და რომ გამოვალ აქ აღარ დამხვდე - ვუთხარი და ხმის ამოღებაც არ ვაცადე ისე შევედი ჩემს ოთახში, ნივთები ამოვაწყე, ვიბანავე და სამზარეულოსკენ გავემართე...

________
ღირს გაგრძელება?.. მოგწონთ?.. შეცდომებისთვის ბოდიშიი.. პატარა კი არის მაგრამ თუ მოგეწონებათ თავებს გავზრდი..



№1  offline წევრი GT - Ucnobi

მშვენიერი ისტორია... ველი შემდეგ თავს.. love

 


№2  offline წევრი natia-natia

აუუ კი გააგრძელე

 


№3 სტუმარი A

Gagrdzele ratomac ara kargia.....

 


№4  offline წევრი cancara

კაია კაი მომწონს გააგრძელე

 


№5  offline წევრი natka90

Gaagrdzele kargia

 


№6  offline მოდერი bibo

Girs romeliaa gagrdzele aba ra me dzalian momewona imedia did tavebs dadeb chito aba shen ici warmatebebi da ar malodino mal mal dade ra

 


№7  offline მოდერი tsn

მიხარია რომ მოგეწონათ, აუცილებლად გავაგრძელეებ...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent