შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩანახატი (16 თავი)


19-01-2016, 23:49
ავტორი murachashvili
ნანახია 3 035

მეთექვსმეტე თავი

სასიამოვო ემოციებით დატვირთულნი თბილისში მეორე დღეს დაბრუნდნენ. გოგონები ისევ სწავლას აგრძელებდნენ, დეკემბრის შუა რიცხვებიდან გამოცდებიც ეწყებოდათ, ნიკამ ერთხელ კიდევ შეახსენა პირობა ლიკას, ცხრამეტი წლის იუბილეზე ხომ ნამდვილად ვქორწინდებითო და როგორც კი ისევ თანხმობა მიიღო, ახალი საზრუნავიც გაუჩნდა.
ვაჟი ერთ ჩვეულებრივ, საშუალო შესაძლებლობის ოჯახში დაიბადა. ჰყავდა ერთი, მასზე ორი წლით ოფროსი ძმა სახელად ვასიკო და ხუთი წლით პატარა და, ნაბოლარა ია. მშობლები? დედა მაღალი, ლამაზი, შავგვრემანი ქალი იყო. ხევსურეთის ველურ ბუნებაში გაზრდილი, ამაყი და თავნება მანანა თექვსმეტი წლის ასაკში შეუყვარდა ხევსურეთში მეგობართან სტუმრად ჩასულ თვრამეტი წლის, დედისერთა მამუკას.
ბევრი არც უფიქრია, არ ეხერხებოდა ზედმეტად გრძნობების გამოხატვა, არც იმის დრო ჰქონდა, რომ ქალიშვილისთვის თავი შეეყვარებია, სტაცა ხელი და ერთ კვირაში მოტაცებით მოიყვანა ცოლად. ქალებში ყოველთვის პოპულარობით სარგებლობდა მამუკა, ამ შემთხვევაშიც საკუთარ ძალებში იყო დარწმუნებული, გულწრფელად სჯეროდა, რომ ქალს თავს ქორწინების შემდეგ შეაყვარებდა. პრინციპში ნამდვილაც ცდილობდა, ანებივრებდა ქალს. სამწუხაროდ იმედები გაუცრუვდა. ძნელი აღმოჩნდა, ამაყი და ცივი მანანას გულის მოგება. არ აპატია ძალადობა. მიუხედავად იმისა, რომ სამი შვილი გაუჩინა, ვერ იქნა და ვერ შეიყვარა ქმარი. მოვალეობის მოხდის გამო წვებოდა კაცთან. თვალებს ხუჭავდა ქმრისთვის სახეში რომ არ შეეხედა. ტუჩებს სიმწრით იკვნეტდა, მასთან ცხოვრების შემდეგ საგულდაგულოდ იბანდა სხეულს, თითქოს სურდა მისი კვალი მოეშორებინა. შვილების მიმართ მისი დამოკიდებულებაც კი სხვადასხვა გვარი იყო. ბიჭები ფიზიკურად ძალიან ჰგავდნენ მამას, ქალმა თითქოს დაბადებიდანვე შეიძულა ბავშვები. ცივად ექცეოდა შვილებს. ყოველი ჩხუბისა თუ დასჯის დროს აძახებდა:
- მამის ჯიშისები ხართ, თქვენგან კარგს რას უნდა ველოდოო...
ია? ლამაზი იყო, დიდი ზღვისეფერი თვალებით, შავი ხუჭუჭა თმით. საკუთარ ბავშვობას აგონებდა მანანას. ანებივრებდა ქალიშვილს. თითქოს მალამოდ ედებოდა მის მოუშუშებელ იარებს მისი ერთი გაღიმებაც კი.
დაზე ბიჭებსაც აბოდებდათ. იას დაბადებამ აშკარად შეცვალა დედა. ღიმილი დაუბრუნა სახეზე. თითქოს ბიჭების მიმართაც უფრო დათბა.
თუმცა მისი დამოკიდებულება მეუღლის იგივე დარჩა. აშკარად უფრო და უფრო შორდებოდა კაცს. ამდემა სიცივემ ალბათ შესაბამისი შედეგიც გამოიღო. მამუკამ სმა დაიწყო. ხშირად სახლში აღარც მოდიოდა. სად ათენებდა და სად აღამებდა კაცმა არ იცოდა. გვიან, ხშირად გამთენიისას მიდიოდა ოჯახში. ქმრის დანახვაზე გაავებული წამოენთებოდა მანანა და იწყებოდა დაუსრულებელი წყევლა-კრულვისა და გინების კორიანტელი. დედ-მამა ბავშვებისთვის მუდმივ დებოშსა და ჩხუბთან ასოცირდებოდნენ.
ასე გრძელდებოდა წლობით, ალბათ ათ წლამდე იქნებოდა ნიკა, როცა ერთ საღამოს მამასთან ერთად უცნობი სიმპატიური მამაკაცი მოვიდა. ოჯახს საქმიან პარტნიორად გაეცნო. მამუკამ გამოაცხადა, რომ ორი კვირით სტუმარი მათთან დარჩებოდა.
არასოდეს დაავიწყდება ეს თოთხმეტი ავბედითი დღე ნიკას. დედა ისეთი ხალისიანი, ისეთი ლამაზი იყო. მუდამ ფორმაში, თვალები უცნარად უციმციმებდა. სულ იცინოდა. ბავშვებმა მაშინ გაიგეს, რომ ქალს ფორტეპიანოზე დაკვრა და სიმღერაც კი შესძლებია.
სახლში სუფრა იშლებოდა, პატარები დასაძინებლად მიდიოდნე, დედ-მამა კი სტუმართან ერთად გვიანობამდე ერთობოდნენ. ერთ- ერთ ასეთ ღამეს ვასიკოს ხმამ ამოაღვიძა ნიკა.
- წყალი მინდა. გეხვეწები იქნებ გამომყვე რა... - სთხოვა უფროსმა ძმამ. ისინი ისანში, კერძო ბინაში ცხოვრობდნენ. სამზარეულო და სველი წერტილები ეზოში იყო განთავსებული და ვასიკოს ღამით მარტო გასვლა ეშინოდა.
ნახევრად მძინარე წამოდგა ნიკა. შიშველი ფეხები გაუყარა ჩუსტებში და ფეხების ფრატუნით მიჰყვა ვასიკოს. ეზოში გასასვლელად მისაღები ოთახი უნდა გაევლოთ ბავშვებს, თუმცა გაოცებულნი შედგნენ და ნაბიჯი ვეღარ გადადგეს.
- შენთვის ამის დანახვა არ შეიძლება!... - ხმამაღლა დაუყვირა და მყისვე ხელები მიაფარა უფროსმა ძმამ თვალებზე. თუმცა ის სცენა მაინც კარგად აღიქვა ათი წლის ბიჭის გონებამ. მთვრალ მამას იქვე იძინა სავარძელზე, დედა კი სტუმარს ეჯდა კალთაში. ჟინიანად უკოცნიდა მამაკაცი გაღეღილ, შიშველ მკერდს. სახე არეოდა ქალს, თმები გასწეწოდა, ვნებისგან თვალები შლეგიანივით უციმციმებდა, ყელში, სახეზე გიჟივით კოცნიდა. მამის მაგივრად მათ ეტკინათ, შეურაწყოფისა და დამცირებისგან ცრემლებმა მისით გაიკვლიეს გზა, ბოღმა და ტკივილი ერთად აღრჩობდა პატარა ბიჭებს.
როდის - როდის ისევ სტუმარმა შენიშნა კარებში გახევებული, მტრულად მომზირალი ბავშვები. უხერხულად შეიშმუშნა. ალერსი შეწყვიტა. დედა ურცხვად უმზერდა, წარბი არ შეუხრია, ირონიულად ისე გამოუცხადა:
- რას იზავთ, მამათქვენი კაცად არ ვარგა, მე კი ქალი ვარ... ლამაზი ქალი... - ნიკას ალბათ დიდად არც აღიქვავდა, ვასიკოს უმზერდა ცივი თვალებით.
- ქალი კი არა, კახპა ხარ... - თორმეტიწლის ბავშვისთვის ზედმეტად სერიოზულად გამოუცხადა შვილმა. - წაეთრიე ამ სახლიდან. აღარასოდეს დაბრუნდე, გესმის დედა?!
- შენი თქმა არც მჭირდება გველის წიწილო... - ზიზღით უთხრა დედამ - ამ გველების ბუდეში დარჩენას არც ვაპირებ, ხვალვე წავალ....
დღემდე ტკიოდა ნიკას, ცრემლები აწვებოდა და ისევ ისე პატარა ბიჭივით შეეძლო ექვითინა, როცა ახსენდებოდა, მათი თანდასწრებით როგორ გამოუცხადა დედამ საგანგებოდ დაბარებულ დედამთილს, რომ ვერ შეეგუა მამუკას, არ უყვარდა, ეზიზღებოდა ეს კაცი. მან ცხოვრების აზრი იპოვა, მისი დიდი სიყვარული და მასთან აპირებდა გადასვლას. გაფითრებული ისმენდა ანიკო ბებია რძლის სიტყვებს. ხელები უკანკალებდა. ცრემლებს ვერ იკავებდა.
- ოჯახს ნუ დამინგრევ მანანა, შვილს ნუ დამიღუპავ. უყვარხარ, შენზე გიჟდება, სამი შვილი გყავთ... - ყველა შესაძლო არგუმენტს იშველიებდა ქალი - გპირდები, დავივიწყებ ამ სიტყვებს, ჩემს შვილს არ გავაგებინებ, გულში ღრმად დავიმარხავ... ჩემს ხელში გაიზარდე, თექვსმეტი წლის გოგო შემოხვედი... შენი ტკივილი დედასავით მესმოდა. გთხოვ, კარგად დაფიქრდი...
- არ შემიძლია... ვერ შევიყვარე... ამ ფარსს ვერ გავაგრძელებ... - მკაცრი ხმით გამოაცხადა მანანამ.
- შვილებს რა პასუხს სცემ? გაგიჭირდება სამი ბავშვის მოვლა...
- და ვინ გითხრათ, რომ სამივე მიმყავს? - ცივად ახარხარდა ქალი - ბიჭები მამუკასთან დარჩებიან, მე მხოლოდ იაკო უნდა წავიყვანო, მას ვერ დავტოვებ...
- ისინი შენი შვილები არიან, ბავშვებს თმობ?! - გაოცებისგან თვალები გაუდიდდა ბებიას. თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია მანანამ.
- მამუკამ გაიძულა?!
- არა... მე შვილებზე უარს არ ვამბობ, ოდესმე თუ ენდომებათ აუცილებლად მომძებნიან, მაგრამ მათ ვერ ვუპატრონებ... ბიჭები არიან, თან მამუკას ძალიან ჰგვანან... - როგორც იქნა აღიარა შვილების დატოვების რეალური მიზეზი.
თავი შესძულდათ ბიჭებს, მათ მომავალზე ისე სუბრობდა დედა თითქოს სათამაშოები იყვნენ. უსულო საგნები.
- წადი დედა და ჩვენი სახელი აღარასოდეს ახსენო... - ზიზღით გამოუცხადა უფროსმა ვაჟმა და ატირებული ნიკა გულში ძლიერად ჩაიკრა. მათი შემხედვარემ ცრემლები ვეღარ შეიკავა ანიკომ და გულამოსკვნილი ატირდა.

უცნაური რეაქცია ჰქონდა მამუკას მეუღლის ღალატზე. თითქოს არ გაჰკვირვებია ქალის საქციელი. ხმა არც კი ამოუღია, არ გაუპროტესტებია. სასმელს უფრო მეტად მიეძალა. თუმცა ხშირად უნახავს ნიკას მამის ხელში მანანას ფოტო, ტკივილითა და ცრემლიანი თვალებით დასცქეროდა კაცი საყვარელ ქალს და ვინ იცის მერამდენედ უხდიდა ბოდიშს საბედისწერო შეცდომისთვის, როლითაც საკუთარი ცხოვრებაც დაინრია და ისიც გაამწარა.
წესით ბედნიერი უნდა ყოფილიყო მანანა, ყოველ შემთხვევაში წასვლისას სწორედ ამას იქადნებოდა. თუმცა სულ რაღაც ხუთ თვეში იაკოსთან ერთად აცრემლებული მიადგა ყოფილ დედამთილს. გაოცებულები უმზერდნენ ვაჟები დედას. აშკარად ეტყობოდა ხშირი ცემის კვალი, ერთ დროს ლამაზ, შავგვრემან სახეზე ჩალურჯებული ადგილები ალაგ-ალაგ მწვანე ფერს იღებდა. ძმების დანახვაზე გოგონა გახარებული გაქანდა და ჩაეხუტა მონატრებულ ვაჟებს. თბილად იკრავდნენ და ეფერებოდნენ პატარა დაიკოს.
- რა გჭირს მანანა? ეს ვინ ჩაიდინა?! - გაფითრებული ეკითხებოდა აიკო.
- ბედი არ მქონია, მისი ბრმად დავიჯერე, გულით შევიყვარე და აი რა მივიღე... - გულამოსკვნილი ტიროდა დედა. - სულ რაღაც ერთ თვეში მოვბეზრდი, ნახმარი ნივთივით მომისროლა... დღე და ღამე მარტო ვიყავი, სულ სადღაც დადიოდა, ვითომ მივლინებებში, ვითომ შეხვედრებზე... სახლში ქალებიც კი მოიყვანა, თვალი დავხუჭე, თითქოს ვერ შევამჩიე, თითქოს დავიჯერე, რომ მხოლოდ მისი მეგობრები იყვნენ, თითქოს ვერ ვამჩნევდი, როგორ აშიშვლებდა თვალებით, ყურებზე ხელს ვიფარებდი, რომ არ გამეგო მეორე ოთახიდან გამოსული მათი ვნებისაგან ამოხეთქილი კვნესა. ვითმედი, თავს ვიბრმავებდი, არ მინდოდა უკან დაბრუნება, ასე არავის დავუმცირებივარ, გამანადგურა, მიწასთან გამასწორა. ალბათ ღირსი ვიყავი, თუმცა რატომ? მე ხომ უბრალოდ სიყვარულს ვეძებდი? სხვა ხომ არაფერი მსურდა? რამდენიმე დღის წინ უცნობი ქალი მომივარდა სახლში. გათახსირებული და უსინდისო ადამიანი მეძახა. თურმე მისი ოფიციალური ცოლი ყოფილა. - ირონიულად გაიღიმა მანანამ - ამას როგორ წარმოვიდგენდი, მე სულელმა კი თითქმის დამვიჯერე, რომ ვუყვარდი და ცოლად მომიყვანდა. ყველაფრის ახსნა მოვთხოვე და აი შედეგად რა მივიღე. მცემა, ისე გამეტებით და ზიზღით მირტყავდა, რომ... - ცრემლები ვეღარ შეიკავა ქალმა - ბოლოს გავითიშე, მხოლოდ მაშინ შეწყვიტა ჩემი ცემა, ალბათ შეშინდა...
- ჩემო საყვარელო, ჩემო მშვენიერო... - გულში პატარა ბავშვივით იკრავდა ანიკო და მისი დამჭკნარი ხელებით ეფერებოდა ყოფილ რძალს. - ჩუ, ნუ ტირი... ჩუ... არ გინდა...
- მოვკლავ მაგ ნაბიჭვარს, ეხლა სადაა?! - კბილებში მუქარით გამოსცრა ვასიკომ.
გაოცებული უმზერდა მანანა აშკარად ნაადრევად გაზრდილ ვაჟს. ესიამოვნა, ცრემლები მოაწვა მის სიტყვებზე. ხელის კაკალით მიიხუტა შვილი.
- მაპატიე, შეს სულელ დედას... - თავზე კოცნიდა ვასიკოს.
ძნელი იყო ანიკოსთვის რძლისთვის პატიება, მისი შვილის შელახული თავმოყვარეობა არ ასვენებდა ქალს, გადაირია მამუკა, როცა შეიტყო მანანას დაბრუნების შესახებ.
- ამ სახლში ერთ დღესაც არ გაატარებს, თუ არა და მე წავალ სამუდამოდო. - ხმამაღლა, დაჭრილი ნადირივით ღრიალებდა მამა.
მუხლებზე დაჩოქილი ემუდარებოდა ცოლი პატიებას, უკან მიღებას. ქვა ააგდო და თავი შეუშვირა კაცმა. ახლოს აღარ გაიკარა მანანა. არ აპატია ღალატი. ან იყო კი ეს ღალატი? ალბათ ხვდებოდა მამუკა, რომ გულის სიღრმეში არ ნანობდა ქალი საქციელს. უბრალოდ ახალი პარტნიორი გამოდგა უვარგისი და ორ უკიდურესობას შორის შედარებით ნორმალურს ირჩევდა. ისევ შეჩვეული ჭირი ერჩია ახალს. იცოდა, შვილების დედას სახლიდან ვერ გააგდებდა, თუმცა ვერც ცოლად მიიღებდა. თავი სძულდა, ხედავდა როგორ ტკიოდა ქალს და მისი ტკივილი ორმაგად აწუხებდა. გრძნობებს ვერ ერეოდა. ცოტაც და ალბათ აპატიებდა, უკან მიიღებდა, თვალს დახუჭავდა ყველაფერზე, რომ არა ნიკას სიტყვები ვასიკოს რომ ესაუბრებოდა:
- დედას არ ვუყვარვართ, მიგვატოვა. ჩვენზე არც კი ფირობდა. მხოლოდ აიაკო წაიყვანა.
ამ სიტყვებმა ყველა ეჭვი გადაწონა. ზუსტად გაიაზრა, რომ მათი ერთობლივი ცხოვრება საბოლოოდ დასრულდა. მანანასთან მხოლოდ საერთო სამი შვილი აკავშირებდა. ეგ იყო და ეგ. ისევ შვილების ხათრით დაიწყო ქალისთვის სასწრაფოდ საცხოვრებელი ფართის ძებნა. ერთ ოთახიანი ბინა უყიდა იქვე ახლო - მახლოს და იაკოსთან ერთად იქ დაასახლა. ბიჭები ძირითადად სოფლიდან შვილის დასახმარებლად გადმოსულ ანიკოსთან იზრდებოდნენ. ზოგჯერ ეჩვენებოდა, რომ ამ დაშორებით წყვილს შორის უფრო ცივილური ურთიერთობა ჩამოყალიბდა, ყოველ შემთხვევაში ბავშვები მშობლების გაუთავებელ კამათს მაინც აღარ უმზერდნენ. იშვიათად, როცა მამუკა შინ არ იყო, მათთან სახლში მოდიოდა მანანა და ყოფილს დედამთილს სახლის საქმეებში ეხმარებოდა. ბიჭებიც ნახულობდნენ იაკოს. გოგონაც ცოტა რომ წამოიზარდა, ხომ საერთოდ აღარ შორდებოდა ძმებს.
აღარ უფიქრია მანანას ხელახლა გათხოვება, თითქოს იმ ერთმა შეცდომამ დაღი დაასვა მის ცხოვრებას. არც მამუკას გვერდზე უნახავთ ვინმე ბიჭებს. როცა წამოიზარდნენ, მხოლოდ მაშინღა მიხვდნენ რამდენად ძლიერად უყვარდა კაცს ქალი. იქნებ მანანასაც? ამ კითხვაზე პასუხი არ იცოდნენ ბიჭებმა. დედისთვის არასოდეს უკითხავთ. თუმცა იყო ქალის თვალებში ჩაგუბებული სინანული და ტკივილი. და იყო ერთად - ერთი დაწერილი, გაუგზავნელი წერილი, რომელიც დედის გარდაცვალების შემდეგ შვილებმა მის საძინელში, ტუმბოს უჯრაში იპოვეს:
- „ჩემო ერთად-ერთო, ჩემო სიყვარულო... არ ვიცი ეს სიტყვები უნდა გიწოდო თუ არა, არ ვიცი, მაქვს კი უფლება ასე დაგიძახო... თუმცა გულში ყოველთვის ასე გეძახდი. ასე გიწოდებდი, ჩემო... სამწუხაროდ გვიან, ზედმეტად გვიან მივხვდი, როგორ ძლიერად მყვარებიხარ.
ვიცი, კარგი მეუღლე არ ვიყავი, ვერ შევძელი შენთვის მოტევება, ზედმეტად ამაყმა, ძალით ქორწინება არ გაპატიე. მინდოდა გყვარებოდი, ჩემთვის თაყვანი გეცა, გეწვალა, ჩემი სიყვარულით გტკენოდა... არ ვიცი რატომ...უბრალოდ ასე მინდოდა... მოტაცებისგამო შურისძიება მსურდა, საბოლოოდ თავიც გავიმწარე და შენც გაგამწარე. ამდენ შფოთვასა და წამებაში კი შემყვარებიხარ..
და იცი როდის მივხვდი? როცა გიღალატე... როცა ჩემს შვილებში ტკივილი დავინახე. როცა ჩემს გამო პირველად შერცხვათ...
მაპატიეთ, გთხოვთ... ადამიანები ალბათ ასე ვართ, სამწუხაროდ სხვის შეცდომებზე სწავლა არ გვიყვარს, არც შეცდომის აღიარებას ვართ მიჩვეულნი. ზოგჯერ კი აღიარებაც გვიანია. მტკიოდა, თითოეული უთქვენოდ გატარებული წამი, წუთი და დღეები. გემუდარებით, ჩემს შეცდომებზე ისწავლეთ, ერთმანეთი დააფასეთ, სიყვარული, ის ერთად-ერთი იპოვეთ და მოუფრთხილდით...
ჩემი აიამაყე და მიუხვედრელობა მაპატიე, გთხოვ ჩემო ერთადერთო, ჩემო საყვარელო, ჩემო მამუკა“...
მკერდში ათრთოლებულები იკრავდნენ დედის წერილს და სამხმაში მოთქვავდნენ შვილები.
შემდეგ რა იყო? წერილმა თავშესაფარი მამუკასთან ჰპოვა. ყოველ ღამე ცოლის სიტყვების კითხვაში იძინებდა კაცი და ვინ იცის მერამდენედ ნანობდა, რომ საკუთარ პატივმოყვარეობას ვერ სძლია, თავს არ მისცა მეორე შანსი.



№1  offline აქტიური მკითხველი lalita

პირდაპირ შეუდარებელი ხარ, ყოველთვის გულამდე აღწევს იმდენად გადმოსცემ ემოციებს უმაგრესი ხარ და ვგიჟდები შენზე.

 


№2  offline წევრი aneta

ემოციური თავი იყო და საინტერესო love

 


№3  offline ახალბედა მწერალი murachashvili

lalita
პირდაპირ შეუდარებელი ხარ, ყოველთვის გულამდე აღწევს იმდენად გადმოსცემ ემოციებს უმაგრესი ხარ და ვგიჟდები შენზე.

aneta
ემოციური თავი იყო და საინტერესო love

ასე ადრიანად ნამდვილად არ ველოდი თქვენს კომენტარებს. love ვცდილობ ერთფეროვანი არ გამოვიდეს და ვნახოთ რა გამოვა..

 


№4  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ძალიან ძალიან დახვეწილ და დალაგებულ ისტორიას წერ და აღფრთოვანებული ვარ შენით. ეს დღეები კომენტერებს ვეღარ ვწერდი და არ შემიძლია არ აღვნიშნო რომ ძალიან კარგად წერ როგორც ადრე გითხარი დღითი-დღე უფრო იხვეწები როგორც მწერალი. ძალიან მაგარი ისტორიაა ვგიჟდები მე აკაზე და ახლა უკვე ნიკაზეც ძალიან მომწონს მესამე პირში რომ წერ ისტორიას და უფრო ამრავალფეროვნებ. კარგია ყველა გმირს რომ გვაცნობ და მხოლოდ ერთი პერსონაჟით არ შემოიფარგლები... მოკლედ მაგარი ხარ და მახარებ შენი ისტორიებით..

 


№5  offline ახალბედა მწერალი murachashvili

უცნობი ქ
ძალიან ძალიან დახვეწილ და დალაგებულ ისტორიას წერ და აღფრთოვანებული ვარ შენით. ეს დღეები კომენტერებს ვეღარ ვწერდი და არ შემიძლია არ აღვნიშნო რომ ძალიან კარგად წერ როგორც ადრე გითხარი დღითი-დღე უფრო იხვეწები როგორც მწერალი. ძალიან მაგარი ისტორიაა ვგიჟდები მე აკაზე და ახლა უკვე ნიკაზეც ძალიან მომწონს მესამე პირში რომ წერ ისტორიას და უფრო ამრავალფეროვნებ. კარგია ყველა გმირს რომ გვაცნობ და მხოლოდ ერთი პერსონაჟით არ შემოიფარგლები... მოკლედ მაგარი ხარ და მახარებ შენი ისტორიებით..


გამიხარდა თქვენი კომენტარების ნახვა, love ვცდილობ, ვნახოთ რა გამოვა...

 


№6  offline წევრი irinka123

რა სევდიანი თავი იყო.ადამიანები გვიან ვხვდებით ჩვენს შეცდომებს...

 


№7  offline ახალბედა მწერალი murachashvili

irinka123
რა სევდიანი თავი იყო.ადამიანები გვიან ვხვდებით ჩვენს შეცდომებს...


გულის სიღრმეში ალბათ ყველა ვხვდებით საკითარ შეცდომებს, უბრალოდ სხვასტან აღიარება და პატიებაა ყველაზე რთული..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent