შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საბედისწერონი(1 კარი სრულად)


20-01-2016, 17:19
ავტორი lisebeth
ნანახია 4 645

ეს არის ჩემი წიგნი. ჩემი პირველი სერიოზული ნამუშევარი. ბოლომდე კორექტირებული არ არის, მაგრამ ვიცი ,რომ აქ ბევრს უყვარს და ამიტომაც დავდე.
თანაც რამდენიმე დრის წინ არმოვაცინე ,რომ საიტზე აღარ დევს.
იმედი მაქვს გახსოვთ და წაიკითხავთ
გთხოვთ ვინც შეძლებთ თქვენი აზრი აუცილებლად გამოთვით რადგან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტულად ამ ნაწარმოების შეფასება.
მიყვარხართ და მიხარია რომ არსებობთ ჩემს ცხოვრებაში: მუდამ თქვენი Lisebeth

____
პროლოგი

ცხოვრება ეს მუდმივი ჭიდილია თავის დასამკვიდრებლად ამ ამოუხსნელ სამყაროში . ბედნიერება ! აი რას ვეძებთ ჩვენ ადამიანები ! აი რას მივიჩნევთ გამარჯვებად !
თავისდაუნებლიედ ცხოვრება ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ ცოცხალი ხარ . ეს ორი რამ ცხოვრება და სიცოცხლე არც გამორიცხავს და არც განაპირობებს ერთმანეთს .
ადამიანები მუდმივად ცდილობენ საკუთარი თავი სხვა კონტექსტში დაინახონ . თავი ზღაპრის , ანდა მისტიური სამყაროს გმირებად წარმოუდგენიათ . ხშირად უნდათ კიდევაც, რომ იყვნენ ასეთები . მარტივი კანონზომიერებაა , ადამიანი მიისწრაფვოდეს იმისკენ რაც არ ეკუთვნის ,რაც მისი არ არის . მიუხედავად ამისა არსებობენ ისეთებიც რომლებიც ეკუთვნიან ამ ბუნდოვანი წრით შემოსაზღვრულ სამყაროს ,მაგრამ მისგან გაქცევას ცდილობენ . სანამ შენი თვალით არ ნახავ ,სანამ არ დარწმუნდები და არ განიცდი მანამდე ვერ დააფასებ იმას რაც გაქვს . გგონია, რომ თუ სხვანაირი იქნები თავს უფრო სრულფასოვან ადამიანად იგრძნობ . გგონია ,რომ ყველაფერს უფრო მარტივად შეეჭიდები , მაგრამ არსებობს ერთი რამ . ყოველგვარი სიმარტივის მიღმა სირთულეებით დახუნძლული საფეხურები იმალება . როცა ამ საფეხურებს ავივლით მხოლოდ მაშინ დავინახავთ გზას ჭეშმარიტებისკენ . სიმარტივე მხოლოდ ნიღაბია ადამიანთა საცდუნებლად . აკრძალული ხილია ,მაგრამ სამაგიეროდ გემრიელი .


თავი I: წარსულის ამბავი

პირსლების საგვარეულო მიწებმა დაახლოებით ათი წელია რაც ლოს-ანჯელესში გადმოინაცვლა. წლების წინ ისინი ლონდონში ცხოვრობდნენ, მათი დედა ნური დაქორწინებული იყო მდიდარ კაცზე რომელსაც სახელად გარედი ერქვა . მან ცოლი მხოლოდ იმის გამომოკლა ,რომ ქალმა ვაჟი ვერ აჩუქა. პირსლებს ჰქონდათ საიდუმლო,რომლის მიხედვითაც მათ ოჯახში მხოლოდ ქალები იბადებოიდნენ . ნურს არ შეეძლო ქმრისთვის აეხდინა ოცნება, რის გამოც იგი ქმარს უკანასკნელი კამათის დროს შემოაკვდა . თუმცა ეს ვერსია მხოლოდ ოფიციალურად იყო კარგად შენიღბული. სინამდვილეში ნური ქმარმა სრულიად გააზრებულად და საღ გონებაზე მყოფმა მოკლა. ოჯახის ის ნაწილი რომელიც დღემდე შემორჩა სრულიად განალკევებით ცხოვრობდა როგორც ჩვეულებრივ ისე განსაკუთრებული ადამიანების გარეშე. ისე იყო თითქოს საკუთარი სამყარო შეექმნათ რომლის ბატონ-პატრონიც თავადვე იყვნენ. ამ სამყაროში შეღწევის და ცხვირის ჩაყოფის უფლებას ისინი არავის არ აძლევდნენ . ვერსია რომელსაც ნურის სიკვდილზე აცხადებდნენ სრული ფარსი იყო. ოჯახში ყველამ იცოდა ,რომ არანაირი უბედური შემთხვევა არ არსებობდა. მიუხედავად ამისა ამ საკითხზე საუბრის უფლება ყველას ჩამორთმეული ჰქონდა . დროთა განმავლობაში კი ისე ჩანდა თითქოს ეს ყოველივე თავადაც დაიჯერეს. საკუთარი გამონაგონი ახლა ყველაზე დიიდ სიმართლედ ეჩვენებოდათ.
ქალბატონი ნურ პირსლი თვალწარმტაცი ქალი იყო. მისი მომხიბლაობა ხანდახან ზედმეტადაც კი მოგეჩვენებოდათ. ერთი შეხედვითაც მიხვდებოდა დაკვირვებული ადამიანი, რომ იგი არ იყო ჩვეულებრივი . ასეთ ქალებს ალბათ უფრო საბედისწეროს ეძახიან.
ნური ოჯახშიც განსაკუთრებული იყო . მიუხედავად იმისა ,რომ მისი ორივე და კრისტინა და ელიზაბეტი ფიზიკური მონაცემებით მას არ ჩამოუარდებოდნენ ის მაინც სულ სხვა გახლდათ . მაღალი,თხელი ტანი და ხასხასა თეთრი კანი ჰქონდა. მოლურჯო-მომწვანო თვალები მისი განუყოფელი ნაწილი იყო .პირველი შეხედვისთანავე სწორედ ეს მიიქცევდა თქვენს ყურადღებას და რომელიც მომავალში მისი უფროსი ქალიშვილის ელენას სახეზე უცვლელად განმეორდა. ქალის მაცდური მზერა ყველასთვის ამოუხსნელ ამოცანად რჩებოდა. განცდა რომელიც მისი დანახვისას ეუფლებოდათ არ ჰგავდა არაფერს ,თუმცა ეს სულაც არ იყო გასაკვირი. თვით ეს ქალიც არ ჰგავდა არავის .
ოცი წელი რომ შეუსრულდა ცოლად გაჰყვა ერთ მდიდარ ,მაგრამ მეტად სუსტ პიროვნებას. გარედი ბიზნესმენი იყო, ცხოვრების მანძილზე ბევრი ქონება დაეგროვებიდა , მაგრამ აკლდა მთავარი სიმკაცრე და სტატუსი ოჯახში ,რაც ასე სჭირდებოდა მის მეტად დაუმორჩილებელ და თავნება მეუღლეს. ცოლისგან სითბოთი და სიყვარულით განებივრებული არასდროს ყოფილა. თავიდან ფიქრობდა ალბათ ვერ გამოხატავსო,ყველა ერთნაირიი ხომ არ არისო ,მაგრამ შეცდა. ის ზუტად ისეთი იყო როგორსაც ხედავდა. ცივი და უკარება. მხოლოდ ლამაზ ქანდაკებას მოგაგონებდათ რომელსაც არანაირი ემოციის გამოხატვა და გაზიარება არ შეეძლო. დრო და დრო იგი ხვდებოდა როგორ შეცდა როცა მისი ფიზიკური მშვენება ყველაფერს ამჯობინა და ცოლად შეირთო . იგი არც კარგი ცოლი გამოდგა და არც კარგი დედა. ქვეყანას ოთხი ქალიშვილი მოავლინა ,მაგრამ მათთვის ნორმალური მშობელი არასდროს ყოფილა. კაცმა მალე გააცნობიერა , რომ მისი შვილების დედა ერთი ავხორცი და გარყვნილი ქალი იყო რომელსაც ფეხებზე ეკიდა ყველაფერი გარდა საკუთარი თავისა. გამოუსწორებელი შეცდომა რომელიც დაუშვა მისი ცხოვრების ყველაზე დიდ ტრაგედიად იქცა.
მიუხედავად ყველაფრისა ყველამ იცოდა რა ძლიერ უყვარდა გარედს თავისი ცოლი . ამის გამო დიდ პატივისცემასაც იმსახურებდა რომანტიკულ ტალღაზე მომართული ქალების თვალში . ხშირად იმ უბნის მცხოვრებლები ქმრებს საყვედურობდნენ
''ხედავთ ქალბატონი პირსლი როგორ იქცევა ,მაგრამ ქმარს ისე ძლიერ უყვარს პატივისცემას და სითბოს არ აკლებს თქვენ კიდევ პატიოსან ცოლებს ვერ აფასებთო '' .
მოკლედ ,რომ ითქვას გარედის სიყვარული ქალებისთვის მისაბაძად იქცა,კაცებისთვის კი დაცინვის საუკეთესო ობიექტად. მიუხედავად ყველაფრისა მის ფიზიკურ ხიბლს უბანში ვერცერთი მამაკაცი ვერ უძლებდა. ქალები კი შურის თვალით უყურებდნენ. უკვე ამდენი შვილი გაეჩინა ,მაგრამ მისი მშვენიერება არ ჭკნებოდა. უფრო მეტიც თითქოს მისი სხეული ახალგაზრდავდებოდა.
ნური ყოველ დილით უბანში მედიდურად ჩამოივლიდა და ტკბებოდა იმ თაყვანისცემით რომელსაც მის მიმართ იჩენდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მის ქმარს ფული სად წაეღო არ იცოდა და წესით ლიმუზინით უნდა ევლო ამას არ აკეთებდა. მიზეზი ერთი იყო. სიამოვნებით ისმენდა ყოველ დილას მის მშვენიერებაზე ენაჩავარდნილი კაცების გადალაპარაკებებს და უფრო სიამოვნებით უყურებდა შურისგან გამსკდარ ქალებს ,რომლებიც თვალებდაფართოებული გამოეფინებოდნენ ხოლმე. ეს უფრო ავადმყოფობასავით იყო. იმ წამალივით რომელიც უნდა მიიღო თორემ ვერ გაძლებ . სწორედ ასე იღებდა სასურველ მედიკამენტებს ყოველ დილით ნურ პირსლი . ამ წამალს თვითკმაყოფილება ერქვა. თავის თავზე და გარეგნობაზე უგონოდ შეყვარებული ქალის ახირება. მოისმინოს ქება-დიდება და დატკბეს საკუთარი ბრწყინვალებით.
კაცები ცოლებს ნურისთვის მიბაძვისკენ მოუწოდებდნენ და სთხოვდნენ ისევე მიეხედათ და მოევლოთ საკუთარი თავისთვის როგორც ამას ის აკეთებდა. ამის გამო ხშირად ბუნტიც კი ატყდებოდა ხოლმე უბანში და ქალებიც მთელს ხმაზე აცხადებდნენ პროტესტს . ხშირად ისმოდა ისეთი გამოთქმებირი როგორიც იყო მაგალითად:
''ფორმაში რატომ არ იქნება რა .ცხოვრებაში არაფერი ედარდება .ფული თავზე საყრელად აქვს . ერთბაშად ჩვენსავით დღე და ღამ არ მუშაობდესო ''
მაგრამ გულის სიღრმეში ყველამ იცოდა ,რომ მისი ნატიფი სხეული არც უმუშევრობის და არც ფულის დამსახურება არ იყო .
ეს სულ სხვა რამ იყო!
რაზეც პასუხი არავის ჰქონდა...
საიდუმლო რომელიც მხოლოდ თავად იცოდა.
რასაც ვერ იყიდი და ძალით ვერ მოიპოვებ ...
ეს ზებუნებრივად უნდა დაგყვეს ...
ნურს უყვარდა გართობა და წვეულებები , რადგანაც ყოველთვის გამოჩნდებოდა ხოლმე ისეთი კაცი , რომელიც თვალებს დაუბრიალებდა მის უნაკლო სხეულს .გარედიც მიუხედავად ყველაფრისა ცოლს არც ერთ წვეულებაზე წასვლას არ უშლიდა და თავადაც მიჰყვებოდა ხოლმე. ის კი საკუთარი ქმრის თვალწინ ურცხვად გაუბამდა არშიყს რომელიმე გამოსულ მდიდარ კაცს .ეს კი მთავარი თვისება იყო მისი მომავალი ‘’მსხვერპლის’’ რადგანაც იგი ვერ იტანდა ჯიბეგამოცარიელებულ კაცებს .ეს ყოველივე კი შინ მისვლითა და ნამდვილი ‘’ომით’’ სრულდებოდა .
ერთ-ერთი ასეთი თავგადასავლის შემდეგ შინ დაბრუნებულმა ცოლ-ქმარმა თავი ვეღარ მოთოკა და უბედური ოჯახის ბედიც იმ ღამით გადაწყდა . ნურმა ქმარი განზრახ გამოიწვია , რასაც გამოუსწორებელი შედეგი მოჰყვა . გარედმა ცოლი მოკლა რადგანაც უკვე აღარ შეეძლო ასეთი ცხოვრებით ეცხოვრა. უკვე ვეღარც საკუთარ თავს აკონტროლებდა და ვეღარც ცოლს. ხალხში და მაღალ საზოგადოებაში კი უკვე დადიოდა ჭორები იმის თაობაზე როგორ ადგამდა ქმარს რქებს ქალბატონი ნურ პირსლი . ყველა გარედს დასცინოდა .ამბობდნენ ცოლს ვერ ერევა და თავის ჭკუაზე ჰყავს გაშვებულიო . კაცს უკვე აღარ უნდოდა ამ ჭორების მოსმენა,ერჩივნა ეს ფარსი ერთხელ და სამუდამოდ დააესრულებინა. იმ ღამით ცოლს პირდაპირ მკერდში ესროლა მერე კი ტყვია სააფეთქელში თავადაც დაიხალა. ამ ამბავს კი საბედისწეროდ შეესწრო მათი უფროსი გოგონა ,რომელმაც მომავალში ყველაზე მეტად გაითქვა სახელი ვიდრე რომელიმე პირსლმა მთელს მათს მოდგმაში. მის შესახებ ყველამ იცოდა განსაკუთრებული ადამიანების რიგებში. ბევრს სურდა მისი გაცნობა და ურო მეტს აინტერესებდა როგორ მართავდა ამხელა საგვარეულოს გოგონა რომელმაც ეს მძიმე ტვირთი მხოლოდ ოცი წლის ასაკში იტვირთა. ეს იყო ელენა პირსლი . რომელზეც ყვებოდნენ დაუჯერებელ ამბებს რომლებიც უმეტეს შემთხვევაში გამოგონილი იყო. მიუხედავად ყველაფრისა კი ეს თვალისმომჭრელი ლამაზმანი ნამდვილად იყო განსაკუთრებული, ძლიერი და ამავე დროს უდიდესი ნიჭით და შესაძლებლობებით დაჯილდოებული ქალი . მისი ეშინოდათ,უყვარდათ და პატივს სცემდნენ .
ოთხი გოგონა სრულიად მარტო დარჩა მთელი სამყაროს წინაშე. ოჯახში ყველაზე უფროსმა ელენა პირსლმა მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო. გაექრო ყოველივე კვალი წარსულისა და დაეწყო ახალი ცხოვრება ლონდონიდან რაც შეიძლებოდა შორს. სახსოვრად მხოლოდ ერთი რამ დაიტოვა და ეს იყო დედის გვარი. მიუხედავად იმისა ,რომ ნური ყოველთვის სძულდა ეს მაინც გააკეთა რადგან ყოველთვის ხსომებოდა და არასდროს დაევიწყებინა ვინ იყო სინამდვილეში და რას წარმოადგენდა პირსლების შავ-ბნელით მოცული საიდუმლო. მათ გვარი შეიცვალეს და გახდნენ პირსლი . უფროსმა ქალიშვილმა ელენამ ლონდონში არსებული მთელი ქონება გაყიდა ,რომელიც გარედმა რატომღაც მხოლოდ მას უანდერძა და დებზე პასუხისმგებლობა იკისრა .ოჯახს სათავეში ჩაუდგა და ლოს -ანჯელესში გადმოსახლდა .დებთან ერთად სამი დეიდაშვილიც წამოიყვანა ,რომელთა მშობლები წლების წინ ავარიაში დაიღუპნენ და ახლა ნურის და გარედის ოჯახი უვლიდათ.

თავი II : ახალი სახლი

გარეუბანში ,მწვანეში ჩაფლულ უზარმაზარ მიწებზე პირსლების ოჯახის ვილა იყო აშენებული. სახლი, რომ მდიდრულია ეს ერთი შეხედვითაც ცხადი ხდება. დახვეწილი , მიმზიდველი სახლი რომელშიც გასაოცარი ოსტატობით იყო შერწყმული ძველი და ახალი სტილი . სწორედ აქ ამ სახლში დასახლდა პირსლების უკანასნელი შთამომავალი დაახლოებით ათი წლის წინ .
სახლი პირველ რიგში იმიტომ აირჩიეს ,რომ მყუდრო და დაცული იყო ,თანაც საკმარისზე დიდი და მოსახერხებელი. ეს ერთადერთი გადაწყვეტილება იყო ,რომელზეც ყველა უსიტყვოდ დაეთანხმა ოჯახის უფროსს. იგი ქალი იყო . მეტისმეტად მკაცრი და წინდახედული. იცოდა რა საკუთარი ოჯახის წევრების დაუმორჩილებელი ხასიათი და უმართავი ბუნება გადაწყვიტა ისეთ ადგილას დაედოთ ბინა სადაც ნაკლებად შესამჩნევი იქნებოდა მათი ოჯახი და მათ გარშემო მიმდინარე მოვლენები. ის მართალიც აღმოჩნდა. პირსლების დიადმა საგვარეულომ სულ რამდენიმე წელიწაში სრული ძალებით გამოავლინა საკუთარი ველური ბუნება. მათ გარშემო ყოველ დღე ხდებოდა უცნაურობები ,კვდებოდნენ ადამიანები განსაკუთრებით კი კაცები. ეს უმართავი პროცესი იყო და შეწინააღმდეგებას ვერ ახერხებდნენ. თუმცა ოჯახში ისეთებიც გამოერეოდნენ რომლებსაც მოსწონდათ კიდევაც ის რასაც აკეთებდნენ.
პირსლების საგვარეულო მკაცრად იცავდა ტრადიციებს : დაბადების დღეებზე,ოჯახურ წვეულებებზე , შობას , აღდგომას, მადლიერების დღეს და ა.შ. დღესასწაულებზე ყველა ვლდებული იყო გადაედო ნებისმიერი საქმე და ოჯახურ ვახშამს მოსხდომოდა მაგიდასთან. ყველა მათგანი დარწმუნებული იყო , რომ ეს წესი ერთგვარი მორჩილების და წესრიგის გამოვლინებას უფრო ჰგავდა . პირსლების ოჯახის ყველა წევრი ქალი იყო . შვიდი ულამაზესი ქალბატონი, რომლებიც გარეგნულად, შინაგანად,მიზნობრივად თუ მორალურად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან .
ოჯახს სათავეში ნურის და გარედის უფროსი ქალიშვილი ელენა პირსლი ედგა. თუმცა ოჯახში ის ყველაზე უფროსი არ იყო . მასზე სამი წლით უფროსი იყო მისი დეიდაშვილი , რომელიც მათმა ოჯახმა დებთან ერთად შეიკედლა ,როცა მათი მშობლები ავარიაში დაიღუპნენ. ელენა ოჯახის უპირობო ლიდერია. მისი სიტყვა ყველა მათგანზე დაუწერავ კანონად მოქმედებს. მას ყველაზე კარგად ახსოვს ოჯახში დატრიალებული მძიმე ტრაგედია და სწორედ ამის გამო საშინლად მკაცრი ხასიათი აქვს. მისი ეშინიათ კიდევაც დანარჩენებს.
პირსლების ქალებს აქვთ საიდუმლო რის გამოც ისინი ასეთი განსაკუთრებულები არიან. ეს არის მათი ნიჭი რომლითაც შეუძლიათ შეაღწიონ ადამიანის გონებაში ,ამოიკითხონ მათი განზრახვები და სურვილისამებრ შეცვალონ ისინი. სწორედ ეს არის ის ნიჭი რომელიც ამხელა შესაძლებლობებს აძლევთ ამ ქალებს. მართონ სხვისი გონება და სურვილები, მოხიბლონ ნებისმიერი ადამიანი განურჩევლად სქესისა და ასაკისა. მართონ მათი პირადი გრძნობები და აქციონ ისინი მარიონეტებად,რაშიც მათ გარეგნობაც ხელს უწყობთ. ისინი ყოველთვის არიან გამაოგნებლად ლამაზები და მომხიბვლელები . სწორედ ამ ნიჭის წყალობით შეძლო ნურმა , რომ მისი ქმარი გარედი ეიძულებინა თავი მოეკლა. მან ფაქტიურად დააჰიპნოზა ქმარი და თვითმკვლელობისკენ უბიძგა.
პირსლების ლოს-ანჯელესის სახლი თვალისმომჭრელ სასახლეს ჰგავდა. ყველაფერი სიძველესთან და სიმდიდრესთან ასოცირდებოდა. მთელს სახლს ეტყობოდა ,რომ ვიღაცას მთელი თავისი ხელოვნების ნიჭი და დახვეწილი გემოვნება ჩაექსოვა მის მოწყობაში. ვრცელი ეზო დერეფანივით გასდევდა მუქი ფერის შესასვლელ კარამდე. იქაურობა მუზეუმს ჰგავდა . დიდ მისაღებ ოთახში თავმომწონედ იდგა შავი როიალი . ირგვლივ კი რბილი სავარძლები და დაბალი მაგიდა სადაც აქა იქ მიმოებნიათ ჟურნალები . ერთ-ერთზე ოჯახის წევრიც იყო გამოსახული . სახლში მხოლოდ ორ მოსამსახურეს და ერთი მძღოლს თუ მოჰკრავდით თვალს ,რომლებიც ისე დადიოდნენ სახლში ,რომ რომელიმე ოჯახის წევრს ფეხებში არ გამოსდებოდნენ . ყოველი მათგანი ამჩნევდა ,რომ ეს ქალები ცოტთი უცნაურები იყვნენ. ორი მზარეული იყო ხოლო მესამე ზორბა კაცი , რომელიც დაცვის ფუნქციას წარმატებით ითავსებდა . გამუდმებით სმენაგაფაციცებული ადევნებდა თვალს ყველაფერს.
ახლა ყველა სასადილო ოთახში სუფრის ირგვლივ შეკრებილიყო. გრძელი ძველებური მოჩუქურთმებული მაგიდა ანტიკვარიატს უფრო მოგაგონებდათ ,გარშემო კი მძიმე და ლამაზი ფორმებით გამოყვანილი სკამები ჰქონდა შემოწყობილი . კედლებზე უზარმაზარი სურათები ეკიდა . ფარდები ოდნავ გადაეწიათ , მაგრამ ამის მიუხედავად ოთახი ნახევრად ბნელი იყო . იქაურობა ელექტრო ნათურების მაგივრად სანთლებით გაენათებინათ .
ყველა ჩუმად იჯდა,ექვსივე მათგანი თითქოს სადღაც , უსასრულო სივრცეში იყურებოდა . თითოეული მათგანი თავისი საქმით იყო დაკავებული.მათთვის ზემოდან ,რომ დაგეხედათ იფიქრებდით არამც თუ ნათესავები უბრალო ნაცნობებიც კი არ არიანო ,მიუხედავად იმისა,რომ ფიზიკური მონაცემებით ზოგიერთი საოცრად ჰგავდა ერთმანეთს . მათ შორის გაუცხოება და სიცივე თვალნათლივ იგრძნობოდა .ამას ისიც ემატებოდა, რომ ერთმანეთს ზედაც არ უყურებდნენ . საერთო მხოლოდ მაგიდა ჰქონდათ, რომელზეც უხვად და დახვეწილად დაეწყოთ საჭმელი ,მაგრამ არც ერთი მათგანი არ ჭამდა. აშკარა იყო ვიღაცას ან რაღაცას ელოდნენ.
ესენი იყვნენ :
ელენას მომდევნო იზაბელა, რომელიც მთელი ინტერესით უკირკიტებდა მოდურ ჟურნალს , რომლის ყდაზეც თავადვე იყო გამოსახული. იგი წითური,გრძელი და ხვეული თმებით. მომნუსხველი გარეგნობის ქალია. ახლა ოცდახუთი წლისაა.ნატიფი სხეული და მაცდური თვალები აქვს. მოხდენილი მიხრა-მოხრა და ქალური მანერები მისი განუყოფელი ნაწილია.
მისი მომდევნო ნური , რომელიც თავის გასართობად ხან ჭიქას ათამაშებდა ხაან დანა-ჩანგალს ათამაშებდა.იგი ოცი წლის ახალგაზრდა ქალია ,რომელსაც დედის სახელი ჰქვია. საშუალო სიმაღლს გოგონაა და ძალიან ჰგავს გარეგნულად ელენასაც და დედამისსაც . ქერა და ცისფერი თვალები ხიბლს უფრო ჰმატებს . თითქოს ძლიერი ქალის იმიჯით,მაგრამ ამით ის მაინც ვერ შეედრება ელენას.
სულ პატარა ბარბარა პირსლს სრულიად ჩვეულებრივი ბავშვური გამომეტყველება ჰქონდა. უბრალოდ იჯდა და ხანდახან თუ აიხედავდა ზევით ან შემოსასვლელი კარისკენ .ბარბარა ჩვიდმეტი წლის მოზარდია , ისიც წააგავს ელენას მაგრამ მასში ძლიერი ქალის დანახვა რთულია. თმა მოკლედ , კარეს სტილში აქვს შეჭრილი .ისიც ისეთივე მომხიბვლელია როგორც მისი დები,მაგრამ ჯერ პატარაა საიმისოდ, რომ მემკვიდრეობით მიღებული ნიჭი გამოიყენოს .
აქვე იყვნენ მათი დეიდაშვილები სამანტა(სემი) მრომელიც იშვიათად გადაულაპარაკებდა მსახურს და მითითებებს აძლევდა. სამანტა პირსლი ოცდაცამეტი წლის ქალია ,ასაკი თითქოს არ ეტყობა . გამოირჩევა არადამაჯერებელი და განსაკუთრებული მომხიბლაობით. მიუხედავად ამისა იგი დიასახლისის ფუნქციას უფრო ითავსებს და სახლიდან იშვიათად გამოდის. შესაძლოა ამით ცდილობს გაექცეს ზედმეტ პრობლემებს რომლის ნაკლებობასაც ეს ოჯახი ნამდვილად არ განიცდის.
კარინა მთელს ოთახში ბოლთას სცემდა. ხანდახან რაღაცას წაილაპარაკებდა და მაგიდასა და ფანჯარას შორის დააბოტებდა. მაგრამ მის ამ წამოძახილებს ყურადრებას არავინ აქცევდა. ეტყობოდა ,რომ ყველა მიჩვეული იყო მის ამგვარ ქმედებას. კარინა პირსლი ერთადერთია ოჯახში რომელსაც მუქი თმის ფერი აქვს, იგი ცივი გარეგნობით და ამპარტავანი ბუნებით ხასიათდება. ყოველთვის ამხედრებული იყო ელენას წინააღმდეგ და მიაჩნდა ,რომ ოჯახი მას არ უნდა ემართა . დემონსტრაციულად აცხადებდა ხოლმე , რომ ელენას მეტისმეტის უფლებას აძლევდნენ. მიუხედავად მისი ამგვარი მოჩვენებითი სიმამაცისა ამ შეხედულებას მხოლოდ მაშინ აცნობდა დანარჩენებს ,როცა ელენა თავად ვერ ისმენდა მის თავხედურ გამოხტომებს . ოჯახში ყველას მიაჩნდა ,რომ ამის მიზეზი ელენასადმი მისი შიში იყო.
ჯენიფერი ყველაზე უცნაურად გამოიყურებოდა. თითქოს იქ არც იყო . გათიშული სახით უსმენდა მუსიკას ყურსასმენებიდან .ჯენიფერ პირსლი ოჯახში ყველაზე განსხვავებული იყო . თმა როკერივით უშნო ფორმით აქვს შეჭრილი. უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა აჩეხილი და ნახევარ მხარეს აქოჩრილი . ყელზე და მაჯებზე ლითონები აქვს აჯინჯილებული,ცხვირსა და წარბშიც გაყრილი აქვს პირსინგები .მის სხეულზე რამდენიმე ტატუც მოიძებნება. ის ყველაზე ნაკლებად ერევა ოჯახური გარჩევების ამბავში ,არ ინტერესდება არაფრით,უბრალოდ ასრულებს მოვალეობებს და საერთოდ არ ადარდებს ოჯახს ვინ მართავს . შეიძლება ითქვას ,რომ ყველაზე ხელსაყრელი ოჯახის წევრია. იგი ნურის ასაკისაა ოცი წლის.
ვახშმის დასაწყებად ოჯახი მხოლოდ ელენას ელოდება .წესის თანახმად: საუზმეს, სადილსა და ვახშამს მანამ არ იწყებენ სანამ სუფრასთან ყველა არ დაჯდება .ეს ყველამ იცის ამიტომაც თითოეული მათგანი მოთმინებით ელის მის გამოჩენას.
ზორბა კაცი რომელიც მეტად ბრგე და გოლიათივით სხეული ჰქონდა ზანტად შემოვიდა კაბინეტში. ქერა ქალი უსაქმოდ გამოიყურებოდა და ყავისფერ ტყავის სავარძელში აქეთ-იქეთ მოუსვენრად ტრიალებდა . მოსულმა პატივისცემით დაუკრა თავი და როცა მიხვდა ,რომ საუბრის უფლება ჰქონდა დაიწყო .
_ქალბატონო თქვნთან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს
_ახლა მაგიდასთან მელოდებიან ჯეიმს სხვა დროს იყოს
_ეს მნიშვნელოვანი რომ არ იყოს არ შეგაწუხებდი ხომ იცით?
_კარგი მოკლედ მითხარი_კაცმა გაზეტი გამოაცინა რომელსაც ხელებში მალავდა და ქალს მაგიდაზე გაუშალა.
_ ეს ძალიან სერიოზულია ქალბატონო
_ამ ბიჭის თვითმკვლელობა ჩვენთან რა შუაშია?_ ჯეიმსმა ცოტა ხანს შეიცადა მერე .ელენა თითქოს რარაცას მიხვდა და მაშინვე წამოიძახა_არ მითხრა რომ ...
_დიხ ეს ბიჭი გასულ ღამეს თქვენს დასთან ნურთან და ჯენიფერთან იყო სტუმრად_ქალმა სიბრაზისგან ხელი გაჰკრა მაგიდას და ყველაფერი ერთიანად ძირს გადმოყარა. მერე გაზეთს დასტაცა ხელი და ოთახიდან შურდულივით გავარდა. ჯეიმსი კარგა ხანს იდგა იქ და ელოდა მოვლენები როგორ განვითარდებოდა.
ელენას დაგვიანებით ყველაზე მეტად გაღიზიანებული როგორც ყოველთვის კარინა იყო . ჩვეულებისამებრ ახლაც მიზეზს ეძებს, რომ ელენა აძაგოს და მის გამოჩენამდე შეტევაზე გადადის . თავიდან ამ ყველაფერს ყურადღებას არავინ არ აქცევდა. ეტყობოდათ, რომ მიჩვეულნი იყვნენ . არც პროტესტს გამოთქვამდა ვინმე და არც ეთანხმებოდა. ის კი თავისას აგრძელებდა
_როგორც ყოველთვის ელენა იგვიანებს , რათქმაუნდა,ალბათ ქალბატონს ვერ აურჩევია რა ჩაიცვას. ყელში ამოვიდა მაგის გამოხტომები .ვითომ რა დაშავდება მის მოსვლამდე რომ მოვუსხდეთ მაგიდას ?ან დროზე მაინც მოვიდეს . ვკვდები შიმშილით _ცხვირი აიბზუა ქალმა და ხელების შლა განაგრძო
_გეყოფა კარინა ,ისე იქცევი თითქოს ოჯახში არ ცხოვრობდე .არ დაიღალე ყოველ დღე ერთი და იგივეს ლაპარაკით? ხუთი წუთი რომ დაიცადო ქვეყნა არ დაიქცევა. ეს ოჯახური წესრიგის გამოვლინებაა _მიუთითა იზაბელამ და ჟურნალი მაგიდის უკან მდგარ ტუმბოზე გადადო
_ოჯახური წესრიგი...ოჯახური წესრიგი ...ვის რაში ანაღვლებს ეგ თქვენი ოჯახური წესრიგი _არ ცხრებოდა იგი და გაწყობილ სუფრაზე ხელი ხილისკენ გადასწია ასაღებად, მაგრამ სწორედ ამ დროს ვიღაცამ მაჯაში სტაცა და ძლიერად მოქაჩა .
_ამ სახლში წესებს ყველა დაიცავს. ვისაც დაცვა არ სურს და არც დაცდა უნდა,შუძლია მიბრძანდეს სამზარეულოში და მსახურებთან ერთად მიირთვას,როცა უნდა და რამდენიც უნდა _ ხელი ძლიერად მოიქნია ოთახში ახლად შემოსულმა ქალმა .ეს იყო ოჯახის უფროსი ელენა პირსლი. კარინა ადგილზე გაშრა მითუმეტეს ,რომ მოულოდნელმა სტუმარმა თვალი თვალში გაუყარა და ისე შეხედა ლამის მიწა ფეხქვეშ გაუსკდა.
ელენა პირსლი იყო ოცდაათი წლის ქალი.ლამაზი,დახვეწილი,მიმზიდველი , მდიდრულად ჩაცმული და მუდამ ფორმაში მყოფი . შესაშურად ნატიფი სხეული ჰქონდა და ნამდვილ ასაკზე შესამჩნევად ნაკლებისას ჰგავდა. ხმები რომელიც მის ფიზიკურ მშვენებაზე დადიოდა ნამდვილად არ იყო გადაჭარბებული .როგორც ყოველთვის ,ახლაც დილით ადრე ამდგარიყო და ოჯახური ბიზნესის საქმეებს აგვარებდა .სწორედ მაშინ, როცა კარინა ფიქრობდა , რომ იგი იპრანჭებოდა . ქალი დილაადრიან საგანგებოდ გამოწყობილიყო. ახლა მას შავი მოტკეცილი შარვალი ეცვა მუხლამდე ჩექმებში ჩატნეული , თხელ ნაქსოვ მაისურზე ბეწვის ჭილეტი მოეცვა და წელში შეეკრა . ქერა ტალღოვანი თმა წელამდე ქონდა ჩამოშლილი და ცალ მხარეს აწეული . შეუდარებლად გამოიყურებოდა,როგორც ნამდვილი ქალბატონი . თუმცა მიუხედავად ამ სახლში მცხოვრები უამრავი ლამაზმანისა ელენა იქ უკონკურენტო იყო ,თავისი გრაციოზულობით ,სიმტკიცითა და სილამაზით.
ოთახში ყველამ იგრძნო დაძაბულობა. იცოდნენ , რომ ელენა ტყუილა არასდროს არ ლაპარაკობდა ხოლმე . თან სახეზე რაღაცნაირი სიბრაზე ეწერა ,რაც მაშინვე ყველამ შენიშნა . თუმცა ამის მიზეზს თითქოს ვერავინ ვერ მიხვდა.
_ელენა დაწყნარდი დაიკო , ასეთი საგანგაშო არაფერი მომხდარა,კარინა ყოველთვის ასე იქცევა _სიტუაციის განმუხტვა სცადა იზაბელამ
ოთახში თანხმობის ნიშნად უმეტესობამ თავი დააქნია .კარინამ კი მძიმე სკამი გამოსწია და მაგიდას უდარდელად მოუჯდა თითქოს წუთის წინ არაფერი მომხდარიყო .
_ესე იგი შეგვიძლია ვჭამოთ ?
_მე რა ვთქვი ? _მკაცრად წარმოთქვა ელენამ. ყველამ მისკენ მიიხედა _კარინა ადექი და სამზარეულოში გადი _კარინა არ ინძრეოდა, მაგრამ მან უფრო ხმამაღლა დაიყვირა და ქალიც უსიტყვოდ ადგა და გავიდა .ძალიან გაბრაზებული იყო და პირდაპირ თავისი ოთახისკენ გაიქცა. სანამ ელენა მაგიდის თავში დაჯდებოდა ხელი გაჰკრა ჯენიფერს ყურსასმენებს ,რომლებიც ყურში გაერჭო და წინანდელი შელაპარაკება ფაქტობრივად არც გაუგია . გოგონას ფეხები გვერდით სკამზე შემოეწყო და თავს აყოლებდა მუსიკას. ისიც მაშინვე ადგილზე შეხტა.
_ფეხები ჩამოაწყვე ,მაგიდასთან ასე არ სხდებიან .
ჯენიფერმაც მაშინვე ჩამოსწია ფეხები და ყურასმენები ჯიბეში ჩაიტენა. ელენა მაგიდის თავში დაჯდა.ყველა მშვიდად ჭამდა ,მაგრამ დაძაბულობა მაინც შეიმჩნეოდა .ერთმანეთს გახედავდნენ ხოლმე , მაგრამ ხმას არ იღებდნენ. ცოტა ხანში კიბეებზე ფეხის ხმა გაისმა. კარინა მორბოდა .ტანზე გამოეცვალა და გარეთ გასვლას აპირებდა ,მაგრამ ელენამ ისევ ხმამაღლა დაიძახა .
_სანამ გახვალ ყველამ უნდა ვისაუბროთ_კარინას თითქოს არც გაუგია და პიჯაკის ჩაცმა განაგრძო , მაგრამ ისევ ელენას ხმა გაისმა_ეს ძალიან მნიშვნელოვანია,ყველას გვეხება _ქალი უკმაყოფილოდ შემობრუნდა და სასადილო ოთახში შევიდა .ელენამ მსახურებს უბრძანა ,რომ გარეთ გასულიყვნენ. მათაც სწრაფად შეასრულეს და უფროსები მარტო დატოვეს . კარინა პროტესტის ნიშნად მაგიდასთან აიტუზა და მტრულად გადახედა დეიდაშვილს რომელიც მაგიდის თავში იჯდა და აშკარად არ ანაღვლებდა მისი განწყობა.
ელენამ ჯერ ჯენიფერს, მერე კი ნურს გახედა. ჯენიფერს ყურადრება არ მიუქცევია, რადგანაც დეტალებს არასდროს უღრმავდებოდა . სამაგიეროდ ელენას ცივი მზერა ნურს არ გამოჰპარვია. ნერვიულობისგან ფეხები აუკანკალდა ,უნდოდა წამომხტარიყო და სახლიდან სამუდამოდ გაქცეულიყო. თითქოს ხვდებოდა რა ამბის გარჩევასაც აპირებდა უფროსი და მთელი ოჯახის წინაშე. ნურისა და ჯენიფერის მიმართულებით ნასროლი ცივი მზერა არც ოჯახის სხვა წევრებს გამორჩენიათ.ყველა ანერვიულდა. ელენა ჯენიფერის უყურადრებობამ გააღიზიანა, ბეწვის მოსასხამის ქვემოდან გაზეთი გამოაძრო და მაგიდაზე პირდაპირ მისი მიმართულებით ისროლა, ისიც სწრაფად გამოერკვა .
_ სად ჯანდაბაში იყავით გასულ ღამეს?_მტკიცედ წარმოთქვა მან
ოჯახის ოთხი წევრი ვერც კი მიხვდა რა კითხვას სვამდა ელენა .სამაგიეროდ ორი მათგანი კარგად ჩაწვდა ამ კითხვის მიზანს .
_ჯენიფერ!ნურ!სად იყავით გასულ ღამეს?_შეკითხვა ისევ განმეორდა
_სახლში!_ ერთდროულად წარმოთქვა ორივემ.
_სანამ სახლში მოხვიდოდით?_გოგონები გაჩუმდნენ.მაგიდაზე ყველამ გაზეთს დახედა. პირველსავე გვერდზე იყო სტატია თვითმკვლელობის შესახებ.ოცდაშვიდი წლის ბიჭმა თავი ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა.ნურს და ჯენიფერს შეშფოთება თითქოს არც კი შეტყობიათ.
_ან ვინმემ აიძულა ,რომ ეს გაეკეთებინაარა? _ ირონიულად დაამატა კარინამ
_მე თუ არ მეშლება, ეს ბიჭი გასულ ღამეს თქვენთან ერთად იყო ამ სახლში მოსული _ დააზუსტა სემმა და ავისმომასწავებლად გახედა ორივეს. ახლა მის თვალებში საყვედური გამოსჭვიოდა.
_ხო ,გოგონების ახალი საყვარელი ,შედეგი ისევ ისეთია_დამცინავად თქვა კარინამ , რომელიც ფეხზე იდგა მაგიდასთან და სახეზე უდარდელობა ეწერა.
_რამდენმა ადამიანმა დაგინახათ ,რომ კლუბიდან ამ ბიჭთან ერთად გამოხვედით ?_ კბილებში გამოსცრა ელენამ
ხმა არცერთმა არ ამოიღო ,რამაც ელენა უარესად გაღიზიანდა.
_რამდენმა მეთქი _მის ხმაში სიმკაცრე კი არა,ახლა მრისხანება იგრძნობოდა
_ოცმა მაინც _ამოთქვა ნურმა აკანკალებული ხმით
_ამის მოთმენას აღარ ვაპირებ .სახლი საროსკიპოდ გაქციეთ .აქამდე ხმას არ ვიღებდი , მაგრაამ ეს მეტისმეტია . თქვენ ჩვენს სიმშვიდეს და უსაფრთხოებას არაფრად აგდებთ. ნუთუ თქვენს ტვინამდე ვერასდროს დავა რამდენად მნიშვნელოვანია ის ,რომ სხვებმა ჩვენი ოჯახის საქმეებში ცხვირი არ ჩაჰყონ ? თქვენ კი ვიღაც მაწანწალა მოათრიეთ აქ და მთელი სახლი მოატარეთ. ღმერთმა უწყის სასმელისგან გათიშულებმა რა წამოროშეთ .
_ელენა ჩვენ ამას ვერ ვმართავთ.ამის გაკეთება არ შეგვიძლია.საკუთარ თავთან ბრძოლამ დამღალა , გეგონება ჩვენ გვსიამოვნებდეს ,რომ ჩვენს თავს ასეთი რამეები ხდება . გგონია ჩვენ არ გვინდა ნორმალურები ვიყოთ? შენც იცი, რომ ეს არ არის ჩვენზე დამოკიდებული _პირველად ამოიღო ხმა ჯენიფერმა .
_ თუ საკუთარ თავს ვერ მართავთ კლუბებში ნუ დაწანწალებთ ,საჭირო არა არის ყოველდღე ახალ - ახალ კაცებს აეკიდოთ
_აბა ვისთანაც ღამეს გაატარებენ ყველას ბოლო ეს არის და... _ისევ დამცინავად თქვა კარინამ. ელენამ მრისხანე მზერა ახლა კარინას ესროლა და იმანაც სიბრაზისგან ტუჩები მობრიცა.
_ხმა ჩაიკმინდე კარინა, გეგონება შენ უკეთეს მდგომარეობაში იყო . შენც ისევე დაწყევლილი პირსლი ხარ, როგორც ყველა ჩვენგანი . ‘’პირსლების მომაკვდინებელი ქალები’’ _ აყვირდა ჯენიფერი
_მე არ ვკლავ მაინც,ყოველ შემთხვევაში უკიდურეს ზომამდე თუარ მივედი _ეტყობოდა , რომ კარინა ამ ამბით გართობას აპირებდა
_კმარა ჩხუბი და დავა .იმაზე უნდა ვიფიქროთ გამოძიება, რომ დაიწყოს და თქვენამდე მოვიდეს მერე რას ვიზამთ?ვინმემ , რომ გაიხსენოს კლუბიდან ერთად გამოხვედით და რამდენიმე საათში ეს მოხდა?_ელენა შეშფოთებას ვეღარ მალავდა
_წერენ, რომ თავი მოიკლა.რა გამოძიბა უნდა დაიწყოს? _იკითხა იზაბელამ
_თავი მაინც უნდა დავიზღვიოთ.ჯენიფერი და ნური ერთი კვირით ევროპაში წავლენ . სჯობს ნაცნობ ადგილებში არ გამოჩნდნენ ,თუ რამე მოხდება ჩამოვლენ, თუ არადა ცოტახანს დაისვენებენ .ეს გადაწყვეტილია _მოჭრით თქვა ელენამ და მაგიდიდან ადგა.მერე ისევ მობრუნდა _რათქმაუნდა იქაც ვინმეს თუარ გამოიჭერთ და მერე ასე არ დაასრულებთ . წინააღმდეგ შემთხვევაში გაქცევა აზიაში მოგიწევთ _ელენას სიბრაზისგან ტუჩები მოეღრიცა,ხელსაწმენდი მაგიდაზე მთელი ძალით დაახეთქა და მტკიცე ნაბიჯებით წავიდა კარისკენ_ ბარგი ჩაალაგეთ !იზაბელა გაემზადე ოფისში მივდივართ _ხმამაღლა წარმოთქვა მან ისე ,რომ უკან არც მობრუნებულა. ეს კი იმას ნიშნავდა რომ მისი ეს გადაწყვეტილება გაპროტესტებას არ ექვემდებარებოდა. იზაბელა მაშინვე წამოდგა და ელენას უკან გაჰყვა.
ელენამ და იზაბელამ კომპანია ფეხდაფეცხ შემოიარეს . ყოველ დილით ასე იქცეოდნენ . პირსლების ბიზნესი წარმოადგენდა ‘’პირსლების კოსმეტიკურ ქსელს ‘’ ,რომელიც გათვლილი იყო ქალებზეც და მამაკაცებზეც . მამაკაცები აღნიშნავდნენ, რომ პირსლების მამაკაცის სუნამოს განსაკუთრებული სურნელი ჰქონდა და ის თავბრუს ახვევდა ქალებს.ამიტომაც ამ სუნამოს მამაკაცების დიდი ნაწილი ყიდულობდა . პირსლების ქალთა კოსმეტიკის და სუნამოების ქსელის სახე წითური იზაბელა პირსლი იყო . სწორედ იზაბელა იყო ოჯახში ერთადერთი , რომელსაც კომპანიის 20 % კანონიერად ეკუთვნოდა . დანარჩენს სრულიად ფლობდა ელენა .კომპანიის დამფუძვნებელი და დამაარსებელიც ის იყო. წილს კანონიერად მხოლოდ იზაბელა იღებდა კომპანიისთვის გაწეული ღვაწლისთვის , სარეკლამო კუთხით გაწეული საქმიანობისთვის.ოჯახის დანარჩენ წევრებს თანხას ყოველთვიურად საკრედიტო ბარათებზე ურიცხავდა, დანახარჯებს არასდროს არ აკონტროლებდა და არც საზღვრებს უნიშნავდა რომელიმე მათგანს. ამ მხრივ ელენას დები დეიდაშვილებისგან არასროს არ განურჩევია. ოჯახში შეფარებულ ობოლ დეიდაშვილებს ერთხელაც კი არ უგრძვნიათ ,რომ მათ ელენას დებზე ნაკლები უფლებები ჰქონდათ. უბრალოდ ყველაფერი ელენას სახელზე იყო. ელენა იზაბელას ძალიან ემაადლიერებოდა ,ყოველთვის გვერდით ედგა და მასთან ერთად აგვარებდა კომპანიის საქმეებს .დანარჩენი ოჯახის წევრები კი მხოლოდ ხარჯვაზე იყვნენ მზად , კომპანიაში მხოლოდ დასათვალიერებლად, ან თვეში ერთხელ ოჯახურ შეკრებაზე მოდიოდნენ. ისინი არასოდეს მუშაობდნენ და შესაბამისად წარმოდგენაც არ ჰქონდათ საიდან მოდიოდა ფული ,რომელსაც ყოველდღიურად უმოწყალოდ ფლანგავდნენ .უმეტეს წილად დანახარჯები ბარ-რესტორნებში და ათასგვარ საეჭვო დაწესებულებებში ხდებოდა. ელენამ ეს ყოველივე ძალიან კარგად იცოდა . იგი ზედმიწევნით ადევნებდა თვალს ყოველი მათგანის ქმედებებს რადგან იცოდა , რომ არც ერთი პირსლი ტავდაჭერილობით და წინდახედულებით არ გამოირჩეოდა.
ელენა და იზაბელა ჯერ კიდევ დილით მომხდარზე საუბრობდნენ და თან ელენას კაბინეტში ყავას სვამდნენ. იზაბელას ეტყობოდა ,რომ შეშფოთებული იყო. ელენასთვის კი მრისხანებას ჯერ კიდევ არ გადაევლო.
_ელენა როგორ გგონია იმ ბიჭის მკვლელობასთან ჩვენებს რამე აქვთ საერთო ?
_არ ვიცი,ჯეიმს ვთხოვე დაედგინა . ჯერ ისევ არკვევს
_ნური მაღელვებს
_ნური დღითი დღე უმართავი ხდება .ასე მგონია ამას განზრახ მიკეტებს ,რომ გამაგიჟოს.
_ერთხელაც იქნება და ვეღარ გამოძვრება
_თავსაც დაიღუპავს და ყველას თან წაგვიყოლებს
_მეც მაგის მეშინია
_დედას სენი სჭირს. თვითკმაყოფილება.
_მგონია ,რომ დროა მისი ანგარიშები შევამციროთ
_ეს უშველის?
_თუ ფული არ ექნება მსგავს ადგილებში სიარულს ვეღარ შეძლებს
_მერე უარესი ,რომ ჩაიდინოს? სჯობს ყველაფერი ისე დავტოვოთ როგორც არის და თვალყური ვადევნოთ. როგორც კი ევროპიდან დაბრუნდება ზომებს მივიღებ
_კარგი მე წავალ საქმეები მაქვს თან უკვე სამი საათია. შენ არ დაგავიწყდეს სუნამოს ახალ სახესთან შეხვედრა
_მართლა მავიწყდებოდა
სწორედ ამ დროს დარეკა ნურმა და აცნობა ,რომ აეროპორტის გზაზე იყვნენ. ელენამ გააფრთხილა ჩემი ნებართვის გარეშე არ დაბრუნდეთო.ყურმილი დაკიდებულიც არ ჰქონდა როცა მდივანმა აცნობა, რომ პოლიცია იყო მოსული . ელენას ცივმა ოფლმა დაასხა .მაშინვე მიხვდა რისთვისაც მოვიდოდნენ და ოფიცერს კართან მიეგება. მის სახეზე ნაძალადევი ღიმილი და გაბრაზება ერთმანეთს ერეოდა.
_რით შემიძლია დაგეხმაროთ ?_ოდნავ შემკრთალი ,მაგრამ მტკიცე ხმით წარმოთქვა ქალმა
_გასულ ღამეს თვითმკვლელობა მოხდა .იარაღი ვინმე ელენა პირსლის სახელზეა გაფორმებული .
_რაა?შეუძლებელია ,მამას იარაღი მისი სიკვდილის მერე არავის გამოუყენებია .ჩვენს სახლში მოხოლოდ ერთი იარაღია და ისიც მშობლების დანატოვარი_წამოიყვირა იზაბელამ_ელენამ თვალები დაუბრიალა და იზაბელაც მიხვდა ,რომ ზედმეტი წამოროშა .
_მე მხოლოდ იარაღის შენახვის უფლება მქონდა _მშვიდად უპასუხა ისე,რომ ვერავინ შეამჩნევდა მის მღელვარებას.
_ვწუხვარ ქალბატონო ,მაგრამ უნდა წაგიყვანოთ _მხრები აიჩეჩა ოფიცერმა
_მაპატიმრებთ? _ გამომცდელად იკითხა ქალმა
_არა, ჯერჯერობით მხოლოდ უნდა დაგკითხოთ . ფორმალური მხარეა
_იზაბელა ჩვენს ადვოკატს დაურეკე , ჯენიფერს და ნურს უთხარი, რომ ახლავე სახლში დაბრუნდნენ .
იზაბელამ მაშინვე თავი დაუქნია,ხმა არც კი ამოუღია ისე დასწვდა ტელეფონს,ჯერ ნურს და ჯენიფერს დაურეკა, რომ არ გაესწროთ , მერე კი ადვოკატს .ჩანთა აიღო და უკან აედევნა პოლიციის მანქანას .
პირსლების წასვლიდან ცოტა ხანში ოფისის მისაღებში ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი გაამოჩნდა. იქნებოდა დაახლოებით ოცდაათი წლის . ხელში რაღაც ჯაჭვის მაგვარს ათამაშებდა და გზადაგზა გოგონებს კომპლიმენტებით ავსებდა. ბიჭი ძალიან სიმპატიური და მხიარული ჩანდა. პირდაპირ მიმღებისკენ წავიდა და ახალგაზრდს გოგონას მიესალმა, რომელიც ელენას კაბინეტთან ახლოს მუშაობდა.
_ჰეი,ლამაზო ,ციდან ჩამოვარდი ?_გოგონა გაწითლდა და დაიმორცხვა. ბიჭმა არც კი აცადა გონზე მოსვლა, რომ თავი წარუდგინა_მაიკ ოსტინი , ამ შესანიშნავი ფირმის და ახალი სუნამოს სახე ,აი იმას ქალებს, რომ აჯადოებს.
_სასიამოვნოა ,რით შემიძლია დაგეხმაროთ?
_წითურმა პირსლმა შემარჩია გასულ კვირას კონკურსზე .სხვათაშორის ძალიან ლამაზია _ ჩურჩულით წარმოთქვა ბიჭმა თითქოს ამოწმებდა ვინმე ხომ არ მისმენსო_დღეს ოთხი საათისთვის დამიბარეს. პირადად ელენა პირსლთან მაქვს შეხვედრა. კონტრაქტის ამბებია ხომ გესმის ?_ხელით ანიშნა გოგონას
_ხო რათქმაუნდა _ის ისევ დაბნეული ჩანდა
_ფინანსური მხარე , რომ არ ესაჭიროებოდეს ადამიანს ამ მშვენიერ ქალების მონად ვიმუშავებდი მთელი ცხოვრება .უნდა ვაღიარო მონუსხული ვარ.
_თქვენ პირველი ნამდვილად არ ხართ _ჩაიცინა მდივანმა და თითქოს აღარც სურდა ამ ბიჭის ლაყბობის მოსმენა .
_აბა ელენა პირსლს აცნობებთ ,რომ მოვედი ?
_ვწუხვარ, მაგრამ რიდლები კომპანიაში არ არიან,აახლოებით თხუთმეტი წუთით ადრე გავიდნენ სანამ თქვენ მოხვიდოდით
_რააა?შეხვედრა გვქონდა.
_სასწრაფო საქმე გამოუჩნდათ. ამ კომპანიაში მუშაობა თუ გნებავთ მსოფლიოში ყველაზე ჭირვეულ ქალებს უნდა გაუძლოთ_ბიჭი ძალიან იმედგაცრუებული დარჩა.ენთუზიაზმი გაუნელდა ,მაგრამ მიმღების პირისპირ ამ დროს ლიფტის გარი გაიღო და იქედან ორი გოგონა გადმოვიდა .ლამაზები და თანაც უცნაურები იყვნენ .მაიკმა მაშინე მიაქცია ყურადღება ორივეს. ისინი პირდაპირ მიმღებისკენ წამოვიდნენ. ორივეს ისე ჩაუარეს ,რომ ზედაც არ შეუხედავთ მხოლოდ ერთმა მათგანმა მოაძახა .
_ემა ახლავე კაბინეტში შემოდი _ისიც მაშინვე დაფაცურდა და ფეხაბნეული გაიქცა კაბინეტისკენ , მაგრამ მაიკმა გზაში დააწია შეკითხვა .
_ესენი ვინ არიან ?
_ნურ და ჯენიფერ პირსლები ,უმცროსი პირსლები _მერე კი სირბილით გაიქცა ოთახისკენ
მაიკმა რარაც ჩაილაპარაკა.მერე კი ნელი ნაბიჯით წავიდა ლიფტისკენ.


თავი III:განაჩენი

ემა უკან შეჰყვა გოგონებს . ორივე დაბნეული იყო . ეტყობოდა არ იცოდნენ რაც იმ დღეს მოხდა . ჯენიფერი სავარძელში მოკალათდა და ფეხები მაგიდაზე შემოაწყო . როგორც ყოველთვის არც ახლა გამოუჩენია დიდი ინტერესი იმის გამო ,რომ აეროპორტიდან უკან მოაბრუნეს. ნური წრეზე დადიოდა და ხელებს ნერვიულად იფშვნეტდა. მდივანი როგორც კი გამოჩნდა მაშინვე მიახალა.
_რა მოხდა დღეს აქ?სად არიან ჩემი დები ?_ გოგონას აშკარად ეტყობოდა ,რომ აღელვებული იყო
_არ ვიცი,ქალბატონმა იზაბელამ დაიბარა, რომ მოვლენ გადაეცი , სახლში წავიდნენ და ფეხი არ გამოადგანო
_აბა ევროპაში წადითო?_ ნურს ისედაც შეშინებულ სახეზე ახლა უკვე შიში გამოესახა_ნეტა რა მოხდა ასეთი ?
მდივანს კრინტიც არ დაუძრავს პოლიციის მოსვლაზე.იზაბელამ გააფრთხილა, რომ ელენას წაყვანის ამბავი არ გამჟღავნებულიყო . ჯენიფერს ისევ ყურასმენები ეკეთა,ნურმა ანიშნა უნდა წავიდეთო და ისიც უსიტყვოდ გაჰყვა უკან.
ელენა დაკითხვაზე შეიყვანეს. საერთოდ არ ეტყობოდა, რომ ღელავდა. მტკიცედ იდგა , როგორც ნამდვილ ქალბატონს შეჰფეროდა. ადვოკატი ჯერ არ მოსულიყო ,ამიტომ ელენამ განაცხადა, რომ არც ერთ კითხვაზე არ გასცემდა პასუხს ადვოკატის დასწრების გარეშე. ოფიცერიც დაემორჩილა, რადგან ეს მისი უფლება იყო .იზაბელა მასთან არ შეუშვეს , იძულებული გახდა გარეთ დაეცადა.ნერვიულობა მას უფრო ეტყობოდა ვიდრე ელენას. პოლიციელები ხან ერთ ქალს და ხან მეორეს აშტერდებოდნენ .ორივე ისე გამოიყურებოდა ძნელი იყო თვალი მოგეწყვიტათ. დაახლოებით ათ წუთში ელენას ადვოკატიც მოვიდა.
ადვოკატი ნიკოლას ბიურმანი ორმოცდაშვიდი წლის კაცი იყო.თავისი საქმის პროფესიონალი. თავის წრეში კარგი რეპუტაციით სარგებლობდა და ამ წლების მანძილზე შორსაც წავიდა. ათი წლის წინ , როცა ელენა ოჯახთან ერთად ლონდონიდან გადმოსახლდა ბიურმანი იურიდიული საქმეების მოსაგვარებლად აიყვანა . მაშინ იგი ახალბედა იყო ,მაგრამ ელენა აფასებდა ერთგულსა და პატიოსან ხალხს და ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ბიურმანს შანსი მისცა და მანაც გამოიყენა. ათ წლიანი ნაცნობობა და თანამშრომლობა ნელ-ნელა მეგობრობაშიც კი გადაიზარდა.ელენა მას დიდ პატივს სცემდა და ახლაც ის გამოიძახა თავის დასაცავად. დაკითხვა დიდხანს არ გაგრძელებულა. ქალმა განაცხადა, რომ იარაღი მამის გარდაცვალების მერე უჯრიდან არც კი ამოუღია მისი ოჯახის არცერთ წევრს . ისიც თქვა სავარაუდოდ მოიპარესო.კითხვაზე იცნობდა თუ არა გარდაცვლილს უპასუხა თვალით არასდროს მინახავსო . ეს მარლთაც ასე იყო,გასულ ღამეს გოგონებმა ის ბიჭი სახლში, რომ მოიყვანეს ელენა და იზაბელა მნიშვნელოვან შეხვედრაზე იყვნენ .
_სად იყავით გასულ ღამეს დაახლოებით 11:15 წუთზე? _გამომცდელად იკითხა ოფიცერმა
_გასულ ღამეს ჩემს დასთან ერთად ვიყავი რესტორან ‘’იმპერატორში ‘’. მნიშვნელოვან კლიენტთან გვქონდა შეხვედრა. ახალი სუნამოს წარმოებას ვაპირებთ და ამ საქმეს განვიხილავდით. დაახლოებით ათ საათზე მივედით და პირველი იყო დაწყებული ,რომ დავტოვეთ რესტორანი
_ამის დადასტურება ვინმეს შეუძლია?
_რათქმაუნდა ,იქ ჩვენი ოჯახის წევრებს ყველა ცნობს .ხშირად ვმართავთ ოჯახურ ვახშამს . რამდენჯერმე კომპანიის კორპორაციურიც გვქოდა .
_იარაღის დაკარგვის ამბავი იცოდით?
_არა ,იარაღს არ ვიყენებდით .მას მერე, რაც მამა გარდაიცვალა და ლონდონიდან წამოვიღეთ ხელიც არ გვიხლია . რატომ უნდა შემემოწმებინა დაიკარგა თუ არა? ამის მიზეზი არ არსებობდა.
_გასაგებია. დავადგენთ რესტორნის ამბავი არის თუ არა სიმართლე,თქვენს დასაც გავესაუბრებით. თან მოგვიწევს იარაღის ბალისტიკურ ანალიზს დაველოდოთ.გაირკვევა არის თუ არა მასზე თქვენი ანაბეჭდები.
_ეს რა დროს წაიღებს ?
_ალბათ ზეგ დილამდე პასუხი არ იქნება .
_შემიძლია წავიდე?
_სანამ ყველაფერი არ გაირკვევა ქალაქიდან გასვლა გეკრძალებათ,შეიძლება ნებისმიერ დროს გახდეთ მოსასვლელი .
_ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ისევ დამკითხოთ_ოფიცერი მიხვდა ,რომ ქალს დასამალი არაფერი ჰქონდა, მაგრამ ფორმალობა მოითხოვდა ამას_მამაჩემის იარაღის დაკარგვის საქმეც უნდა გამოიძიოთ?
_რათქმაუნდა
ოფიცერს კიდევ რამდენიმე წუთი დასჭირდა იზაბელასთან გასაუბრებისთვის.ქალს აშკარად ეტყობოდა ,რომ შეშინებული იყო . მერე ორივე და გამოუშვეს ქვეყნის არ დატოვების პირობით . ადვოკატმა დები მძღოლის მანქანამდე მიაცილა ,მაგრამ წასვლამდე შეკითხვის დასმაც გაბედა:
_მაპატიეთ ქალბატონო ,დღეს ცოტა დამაგვიანდა ,მაგრამ საცობში მოვყევი
_არაუშავს,შენი საქმე გააკეთე რაც მთავარია _თქვა ელენამ
_ამ საქმეზე უნდა ვისაუბროთ,მე ადვოკატი ვარ და მსგვს საქმეებს კარგად ვიცნობ. შეიძლება ოფიცერმა ვერ შენიშნა ,მაგრამ მე მივხვდი ,რომ არის რაღაც რაც არ გითქვამთ
_თქვენ მე მადანაშაულებთ?_ელენას ხმაში სიმკაცრე გამოერია
_რათქმაუნდა არა ,მაგრამ მგონია ,რომ რაღაც არის რაც არ გითქვამთ
_ბიურმან! მოდი ხვალ ვისაუბროთ,დღეს არაფრის თავი არ მაქვს,თუ იმას გავითვალისწინებთ ,რომ ჩემი სახლის გაჩხრეკასაც აპირებენ .
_მხოლოდ იმას დაადგენენ ,არის თუ არა იმ ბიჭის ანაბეჭდები თქვენს სახლში
_ხვალ შევხვდებით_თქვა და მანქანაში ჩაჯდა. მაშინვე ტელეფონი ამოიღო და ტექსტური შეტყობინება გაგზავნა .იზაბელა შეიძლება ითქვას კანკალებდა_ნუ გეშინია !არაფერი მოხდება , იმ იარაღზე ჩემი ანაბეჭდები არ იქნება .იარაღს მოპარულად ჩათვლიან და საქმე დაიხურება.ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის.
_მაინც ვღელავ ელენა .არ ვარ შენსავით ძლიერი .თვითკონტროლს ვერ ვახერხებ _ელენამ ნაზად მოხვია ხელი დას გამხნევების მიზნით და გულზე მიიკრა .
ჩვიდმეტი წლის ბარბარა ახლა ფანჯარასთან იდგა და დების დაბრუნებას მოუთმენლად ელოდებოდა. დანარჩენები სასტუმრო ოთახში იყვნენ. მოუსვენრობისგან ვერც ერთი ადგილს ვერ პოულობდა . მოულოდნელად გოგონამ დაინახა , როგორ მოუახლოვდა ჭიშკარს შავი მერსედესი. იყვირა ელენა მოვიდაო და ადგილს მოსწყდა .შიშისა და ნერვიულობისგან ყველა შეცბა .ფეხი არცერთს არ მოუცვლია ადგილიდან . ამჯობინეს ,რომ დებს ოთახში დალოდებოდნენ. ბარბარამ კარი გამოაღოგლიჯა, ეზოში გავარდა და მანქანიდან ჯერ არ გადმოსულ ელენას კისერზე შემოეხვია.
_ყველაფერი კარგადაა დაიკო ?_შეშფოთებული სახით იკითხა მან.
_რათქმაუნდა,რაღაც გაუგებრობა იყო
_იზ ,კარგად ხარ ?_ახლა მეორე დას მიუბრუნდა გოგონა. იზაბელამ თანხმობის ნიშნად გაუღიმა და თავი დაუქნია.ელენამ დას ხელი მოხვია და ყველა მისაღებ ოთახში შევიდა . ნური მაშინვე მოეგება და პირველმა მიახალა
_ელენა ვწუხვარ ,რომ ჩემს გამო ..._ ელენამ წინადადების დამთავრებას არც დალოდებია ისე წვდა კისერში და კედელს ძლიერად მიანარცხა. მერე კი დამარცვლით წარმოთქვა
_თუ გავიგე , რომ ამ სახლში ისევ მოათრიე რომელიმე მაწანწალა კისერს ჩემი ხელით მოგიგრეხ გასაგებია ?_ სახე მხეცივით აენთო ქალს.ნური შოკში ჩავარდა,არ ელოდა დის ასეთ მწვავე რეაქციას .ის ხომ ყოველთვის უსიტყვოდ იტანდა გოგონების წინდაუხედავ საქციელს და უპასუხისმგებლობას . ქალმა კი ახლა უფრო ხმამაღლა დაიყვირა ისე ,რომ ლამის თვალებიდან ნაპერწკლები წამოსცვივდა
_გასაგებია მეთქი ?
_გასაგებია დაიკო,მაპატიე ეს აღარ განმეორდება,მაგრამ მე თვითონაც არ მესმის რა მოხდა
_თუ გამოძიება ჩემამდე მოვა და საფრთხე დამემუქრება ,იმედია შენ თვითონ იცი რა უნდა გააკეთო
_ რაა ? არ მესმის _ნური მართლა ვერ მიხვდა რას ითხოვდა ელენა მისგან.
_ყველაფერს აღიარებ ,არა მარტო შენ ,ჯენიფერიც _ნურმა თავი უარყოფის ნიშნად გააქნია .
_ჩემი ნებით არაფერს არ ვაღიარებ .მე არაფერი არ დამიშავებია.მე არ მომიკლავს .აქ იყო ჩემთან ერთად, მაგრამ ამას ვერავინ დაამტკიცებს.იმას არ ვაღიარებ რაც არ ჩამიდენია _ელენას სიბრაზისგან ყბა აუკანკალდა.თავს ძლივს იკავებდა, რომ საკუთარი და არ დაეხრჩო .მერე მრისხანედ დაიყვირა
_ჯეიმს აქ მოდი
მეორე ოთახიდან ზორბა კაცი გამოვიდა .ეს იყო პირსლების დაცვა . უსაფრთხოება ამ ერთ კაცს ევალებოდა. ოჯახში სადაც შვიდი ქალი ცხოვრობდა ზომები უნდა მიეღოთ,მაგრამ ელენა სახლში ბევრი ადამიანის,მით უფრო კაცის სიარულის ატანას არ აპირებდა. ამიტომაც ერთი,ძლიერი და სანდო ამოარჩია . იგი მას თვალდახუჭული ენდობოდა,ყველანაირ საქმეს ბრმად ანდობდა.იცოდა ,რომ კაცი მას არასდროს არ უღალატებდა.
_მზად არის ჯეიმს ?_კაცს გახედა ელენამ
_როგორც კი თქვენი შეტყობინება მივიღე მაშინვე გავამზადე _ქალმა ხელი გაუწოდა და კაცმაც თეთრ ქათქათა ხელის გულზე დისკი დაუდო
_ეს რა არის ?_აღმოხდა ნურს.ახლა ჯენიფერიც გამოერკვა და ფეხზე წამოდგა
_ჯეიმს ლაპარაკის თავი უვე აღარ მაქვს აუხსენი
_ქალბატონმა ელენამ ორი წელია სათვალთვალო კამერები დამამონტაჟებინა სახლის ყველა გასასვლელში . ჩვენ ჯერ კიდევ დილით ვიცოდით ,რომ ის ბიჭი აქ იყო. როგორც კი გათენდა ქალბატონს გაზეთი მოვუტანე და გავაფრთხილე
_მარტივად, რომ ვთქვათ თავი დავიზღვიე. ჩემს გარდა ეს მხოლოდ იზაბელამ და ჯეიმსმა იცოდნენ _დამცინავად წარმოთქვა ელენამ და ახლაღა გაუშვა ნურს კისერში ხელი .გოგონა მდივანზე დაენარცხა _ ყოველთვის ვგრძნობდი ,რომ ერთ დღესაც თქვენი ნამოქმედარი უდანაშაულო ადამიანებს შეეხებოდა. მათ შორის მეც . ამ ჩანაწერებითაც დავამტკიცებ ,რომ ის მაწანწალა შენი საყვარელი იყო,უფრო სწორად თქვენი .თავს ვერც ერთი ვეღარ აკონტროლებთ . თავი უძლეველი გგონიათ ? გონს მოდით ყველანი თორემ დავიღუპებით . ამ ჩანაწერებით იმასაც დავამტკიცებ ,რომ სახლიდან თქვენი წასვლიდან დაახლოებით ორ საათში დავბრუნდი შინ.თუმცა ალიბი ისედაც მაქვს . რესტორან ‘’იმპერატორში ‘’ ვისხედით ვახშამზე ,მაგრამ არამგონია ამდენი გარჯა დამჭირდეს .ოჯახის წევრებიც დაადასტურებენ , რომ ის ვირთხა თქვენი საყვარელი იყო .ასე არ არის ? რომელი გაბედავთ ჩემს წინააღმდეგ წასვლას? მიდით ბოლოს და ბოლოს ყველამ გამოაჩინეთ თქვენი რეალური სახეები_ ელენა ოთახში წრეზე დადიოდა და თან ხელებს ოსტატურად შლიდა . მისი გამოსვლა ნამდვილად ეფექტური აღმოჩნდა
ოთახში ხმა არავის ამოუღია .ყველა დუმდა. ელენას გამოსვლა ისევ ტრიუმფით დასრულდა. მერე ოჯახის სხვა წევრებს დაემშვიდობა და მსახურს აბაზანის გამზადება უბრძანა .ისიც გააფრთხილა ,რომ მოგვიანებით პოლიცია მოვიდოდა და ანაბეჭდებს აიღებდა . მისაღებში არავინ განძრეულა . ელენა უკვე კიბეზე ადიოდა, როცა უკან შემობრუნდა და ჯეიმსს მიმართა:
_გოგონებს ფილმი ჩაურთე. ალბათ აინტერესებთ რა მოხდა გასულ ღამეს , პოპკორნიც მოართვით . არასრულწლოვნებმა დასაძინებლად წავიდნენ თვალი უქნია ბარბარას .ის რაც ჭიშკართან მოხდა უბრალოდ ამაზრზენია ნურ . ხელიდან სულ წახვედი. თავისუფლებას და გარყვნილებას შორის ზღვარს ვეღარ ავლებ .
ყველა ამრეზილი წავიდ-წამოვიდა მისაღები ოთახიდან . ელენა ერთი საათი მაინც ნებივრობდა სურნელოვან აბაზანაში.მერე პოლიციის სირენების ხმა გაიგონა და აბაზანიდან გადმოვიდა. ტანი გაიმშრალა , კაბა გადაიცვა და ქვემოთ პოლიციელებს მიეგება,რომლებმაც დაახლოებით ორ საათს იმუშავეს მთელს სახლში . ოჯახის წევრების გარდა ვერცერთი ანაბეჭდი ვერ იპოვეს,მათ შორის ვერც მსხვერპლის.უკვე კარგა გვარიანად დაბნელებულიყო , როცა პოლიცია წავიდა .რიდლების სახლში შუქები ჩააქვრეს და ყველა თავისი ოთახისკენ წავიდა. ღამით მშვიდად არცერთს არ უძინია .

თავი IV: შეხვედრა

ელენა დილაადრიან ადგა,არც უჭამია და არც იზაბელას დალოდებია. პირდაპირ მძღოლის მანქანაში ჩაჯდა და კომპანიისკენ წავიდა.შემოსასვლელში ემა მოეგება. ქალი ძალიან დაღლილი ჩანდა, მაგრამ ელეგანტურად და მოხდენილად გამოიყურებოდა. მდივანმა აღფრთოვანება ვერ დამალა უფროსის დანახვაზე.
_ქალბატონო, როგორ მიხარია, რომ ყველაფერი დასრულდა
_გმადლობ ემა , მოხდა რამე ?
_დიახ.ახალი სუნამოს სახე იყო მოსული თქვა , რომ ქალბატონმა იზაბელამ შეარჩია და თქვენთან აქვს შეხვედრა .ვთხოვე დღეს მოსულიყო
_როგორც კი მოვა შემოუშვი ,ვნახოთ ვინაა.ახლა მაგარი ყავა მომიტანე და თუ რამე აუცილებელი არ იქნება არავინ არ შემაწუხოს.
_როგორც თქვენ იტყვით
ელენა პირდაპირ კაბინეტში შევიდა. ემამ უშაქრო ყავა მოუტანა და მას მერე ოთახში არც შემოუხედავს.ქალი საშინლად მოწყენილი და მარტოსული ჩანდა .თეთრი სავარძელი , რომელიც უფრო მეტ მომხიბლაობას ჰმატებდა მინის ფანჯრისკენ შეატრიალა ,რომელიც მთელ სიგრძეზე იყო ჩამოშვებული ელენას სავარძლის უკან .იქედან ქალაქის ხედი განსაკუთრებით კარგად მოჩანდა . მანქანები ქუჩაში ირეოდა. ხალხი მიდი- მოდიოდა . ყველას სადღაც ეჩქარებოდა.
’’_ქუჩაში რამდენი უბრალო ადამიანი დადის ,ღარიბი , გაჭირვებული, ავადმყოფი , მაგრამ ყოველი მათგანი ჩემზე ბედნიერია. მე მაქვს ყველაფერი და ამავე დროს არაფერი . გარშემო მხოლოდ სიცარიელე და უფსკრულია .არავინ მყავს და არც არავინ ფიქრობს ჩემზე ’’_თვალზე ცრემლი ჩამოუგორდა ,მაგრამ მაშინვე მოიწმინდა. სისუსტეს საკუთარ თავსაც არასდროს არ აჩვენებდა. არადა ისიც ხომ ქალი იყო , მართალია ‘’დაწყევლილი პირსლი ‘’ ,როგორც მისი დები და დეიდაშვილები მრავალმნიშვნელოვნად აღნიშნავდნენ ხოლმე ,მაგრამ მაინც ქალი .
დაახლოებით პირველი საათი იქნებოდა იზაბელა ,რომ მოვიდა და პირდაპირ ელენას კაბინეტისკენ აიღო გეზი , მაგრამ ემამ მოახსენა არ სურს, რომ შეაწუხონო.მხოლოდ სუნამოს ახალ სახეს გაესაუბრებაო. მიუხედავად ამისა იზაბელა მაინც შევიდა ელენას ოთახში. ემას მისი შეჩერება აღარც უცდია. ქალი არც კი შემობრუნებულა კარისკენ და მით უფრო დას არ მიგებებია. იგი ხსირად იქცეოდა ასე ამიტომ იზაბელას ამ ფაქტზე ყურადღება დიდად არ გაუმახვილებია. მხოლოდ ის კითხვა დასვა რაც აინტერესებდა :
_ელენ კარგად ხარ ?მითხრეს დილიდან აქ არის ჩაკეტილიო. დილით არც კი დამელოდე ისე წამოხვედი.
_საქმე მქონდა _მოკლედ მოუჭრა ქალმა
_ასე ნუ განიცდი გთხოვ . ხომ იცი ისინი ყველანი ისეთი განსხვავებულები არიან .ყველას ვერ მართავ . ვიცი, რომ ბევრ შეცდომებს უშვებენ ,მაგრამ მაინც ჩვენი ოჯახია
_რომელი ოჯახი იზაბელა?საკუთარმა დამ წუხელ პირში მომახალა ,ჯანდაბამდე გზა გქონია თუ ჩემს შეცდომებზე შენ მოგიწევს პასუხი აგოო .მე მათ მთელი ცხოვრებაა ვიცავ. საკუთარი თავისგანაც კი. რამდენ მათ დანაშაულსა და შეცდომაზე დამიხუჭავს თვაალი.რამდენჯერ წავსულვარ მათ გამო რისკზე?ამის სანაცვლოდ მხოლოდ პატივისცემას ვითხოვ.ასე ბევრია?
_ელენ შეცდომები შენც დაგიშვია,თანაც ძალიან ბევრი
_და პასუხიც თვითონვე ვაგე .სხვისთვის არ მომიხვევია თავზე . ნური ...ის უბრალოდ გარყვნილების მორევში ეშვება .თავს ვეღარ აკონტროლებს.გული მისკდება , რომ ვხედავ დღითიდღე როგორ ემსგავსება ... ემსგავსება...._ელენმა სათქმელი ვეღარ დაასრულა და ხმა ნერვიულობისგან ჩაუწყდა.
_ვის ემსგავსება ?
_დედას ემსგავსება . ასე მგონია მის თვალებში დედაჩემის ამაზრზენ მზერას ვხედავ . მის გარყვნილ და ბილწ მზერას, რომელმაც ჩვენი ოჯახი გაანადგურა .
_დედა ანგელოზი ,რომ არ იყო ვიცი ელენ, მაგრამ ასე ნუ იხსენიებ გთხოვ .გულს მტკენს ამის მოსმენა
_ანგელოზი? ნამდვილი კახპა იყო ,მამას აბრალებდა იმას, რომ ბიჭს ვერ აჩენდა.იცოდა , რომ ბიჭზე ოცნებობდა . იწვევდა ,რადგან უნდოდა მიზეზი ჰქონოდა, რომ მოეშორებინა და თავისუფლად ეცხოვრა. ბოლოს მამამ ვეღარ მოითმინა და ... . მე ვარ ამ ყველაფრის მომსწრე.ერთადერთი მოწმე ვარ იმის რაც ჩვენს წყეულ ოჯახში დატრიალდა.არ მინდა ,რომ რომელიმე ჩვენგანი დედაჩვენს დაემსგავსოს. არ მინდა, რომ იმ ქალმა სიკვდილის მერეც იცოცხლოს. ნური კი ...ის მისი ასლია გარეგნულადაც და შინაგანადაც. სწორედ ეს მანადგურებს .
_ვიცი რომ ცამდე მართალი ხარ ,მაგრამ სხვანაირად ვერ მოვიქცევით
_ყველას დაგვღუპავენ . უფსკრულში გადაიჩეხებიან და ჩვენც გადაგვიყოლებენ.
_არ მესმის ასე რატომ იქცევიან. ხანდახან მგონია ,რომ უბედურებას განზრახ ეძებენ
_აქამდე ყურადღება ერთხელაც ,რომ მომედუნებინა ახლა სად ვიქნებოდით იმედია მაგის ახსნა საჭირო არ არის
_ვიცი ელენ ...ვიცი ,რომ შენ ყველაფერს აკეთებ .ამას არც უარყოფს არავინ
_სამაგიეროდ ამას არავინ მიფასებს. ერთი უბედურების მოგვარებას ვერ ვასწრებ ,რომ უკვე მეორეში არიან გაბმული
იზაბელა მიხვდა ,რომ ელენა ცუდ ხასიათზე იყო და არც მასთან ლაპარაკი უნდოდა.ამიტომ არჩია მარტო დაეტოვებინა. ქალი ისევ გაუნძრევლად იჯდა სავარძელში და ხედს გაჰყურებდა ფანჯრიდან. ოთხი საათი ისე დაიწყო არც გაუგია და არც ოთახიდან გამოსულა. მოულოდნელად ტელეფონის ზარმა გამოარკვია და ადგილზე შეკრთა . ღილაკს ისე დააჭირა არც კი მოუბრუნებულა მაგიდისკენ .მდივანმა აცნობა ,რომ მაიკ ოსტინი მოვიდა სუნამოს ახალი სახე. ელენამ აბნეული ხმით უპასუხა შემოუშვიო და ტელეფონი ღილაკით გათიშა. დაახლოებით ორ წუთში ვიღაც კარის სახელურს დააწვა და მდივანი ემა მაიკს ოთახში შემოუძღვა მერე კი წავიდა . ელენამ გონება მოიკრიბა და სავარძელი კარისკენ მოაბრუნა . კაცს საუბრის დაწყება და მისალმება სურდა ,მაგრამ ელენას დანახვაზე ადგილზე გაშეშდა. ბევრი სმენოდა ელენა პირსლზე, მაგრამ მისმა პირისპირ ნახვამ მოლოდინს გადააჭარბა. ის იმდენად ლამაზი, მომხიბვლელი და მდიდრული გარეგნობის იყო, რომ ენა დაება.
ელენას ქერა-მოყვითალო თმები ერთიანად უკან გადაეწია და ცხენის კუდივით შეეკრა ,თეთრ ქათქათა პერანგზე კი ლურჯი პიჯაკი მოეცვა, ნატიფ თითებზე რამდენიმე ბეჭედიც ეკეთა. რადგან მაიკი დაბნეული ჩანდა ელენამ თვითონ მიესალმა ზრდილობიანად და სავარძლისკენ მიანიშნა დაბრძანდიო . კაცი მაშინვე მისკენ წამოვიდა,ხელი ჩამოართვა და სავარძელში მოკალათდა.
_მაიკ ოსტინი არა?
_დიახ _მწირი სიტყვით შემოიფარგლა და თავდახრილ ქალს მიაჩერდა,მაგრამ როგორც კი ელენამ თავი ასწია გამოერკვა
_ჩემმა დამ იზაბელამ თქვენზე ცოტა რამ მიამბო . რამდენი წლის ხართ ?
_ოცდაათის ,როგორც ვიცი ასაკი ოცდათხუტმეტამდე იყო შეზღუდული
_ვიცი ,ეს ზღვარი იზაბელამ დააწესა ,თქვენ ნუ ღელავთ ასაკს მხოლოდ ქალებს არ ეკითხებიან_მაიკმა ცალყბად გაიცინა _ სხვათაშორის მეც ოცდაათის გავხდი რამდენიმე კვირის წინ მაგრამ თავს სრულებით არ ვთვლი ხანში შესულად.
_თქვენზე ვერც ვერავინ იტყვის, რომ ოცდაათის ხართ?_ელენამ უცნაურად გაიღიმა და გულში გაიფიქრა მგონი მაბამსო .
_ალბათ ვერც თქვენზე . რაც შეეხება კონტრაქტს წინასწარ ერთ თვიან კონტრაქტს გავაფორმებთ . ვნახოთ რამდენად წარმატებული იქნება ჩვენი თანამშრომლობა. თუ ყველაფერი კარგად განვითარდება, მალე ერთ წლიან ხელშეკრულებასაც გავაფორმებთ.
_ძალიან მოხარული ვიქნები.ამ სფეროში გამოცდილება მაქვს,უკვე ვმუშაობდი რამდენიმე ფირმასთან
_მთავარია ჩვენთან როგორ იმუშავებთ. რეკლამის გადაღებას ჩემი და იზაბელა მიხედავს . მე მხოლოდ კონტრაქტი მეხება . თუ ჩემი და რეკომენდაციას გაგიწევთ შემდეგშიც ვითანამშრომლებთ_ მაიკი მოიღუშა. ელენას ნათქვამიდან ჩანდა ,რომ თანამშრომლობა მხოლოდ წითურ პირსლთან მოუწევდა,როგორც ის თავად ეძახდა ქალს . ელენამ ფურცლები გაუწოდა და მერე ორივემ ხელი მოაწერა.
უკვე ექვსი იყო დაწყებული ელენა კაბინეტიდან ,რომ გამოვიდა. ისეთი დაღლილი იყო ფეხზე ძლივს იდგა . ემას რამდენიმე შეკითხვისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია ისე დატოვა იქაურობა. მანქანამდე მიბარბაცდა და მძღოლს უბრძანა შინ წამიყვანეო . როგორც კი კარი შეაღო მისაღებიდან სიცილი ისმოდა . ყველა ერთად ყიყინებდა ,მუსიკაც მთელს ხმაზე აეწიათ და ერთობოდნენ .
_კარინა როგორც ყოველთვის იგებს. კარგი რა _ბუზღუნებდა ნური
_რა ჩემი ბრალია კარტი შენ არ დაარიგე ?_ხარხარებდა კარინა . ვინც მოიგებს კლუბში ის გადაიხდის, როცა წასვლის უფლება გვექნება რათქმაუნდა.
_რაღაც არ მგონია ეს მალე მოხდეს_ ყველას გასაგონად განაცხადა სემმა და სამზარეულოსკენ წავიდა
_ვიღაცამ კარტი ჩამიწყო , რა საშინელებაა ისევ წავაგეთ _აყვა ნურს ჯენიფერი,რომელთანაც წყვილში თამაშობდა
ყველა მხიარულობდა ,თითქოს წინა დღით არაფერი მომხდარიყოს . მხოლოდ ელენა იყო დამწუხრებული . კედელს მიეყუდა და კარგახანს უსმენდა მისაღებში გამართულ ღრიანცელს . მერე ყველას მიესალმა
_საღამო მშვიდობისა !_ყველამ ერთად მოიხედა უკან . მუსიკასაც ჩაუწიეს ,მაგრამ ქალმა ანიშნა არ გინდათო _მე წავალ დავწვები ძალიან მეძინება. თქვენ განაგრძეთ , ხელი აიქნია და პირდაპირ კიბეებისკენ წავიდა.
ოთახში ისევ განაგრძეს ღრიანცელი ,მაგრამ ამჯერად უფრო ხმადაბლა. კომენტარებიც არ დააკლეს ოჯახის უფროსს
_ნეტავი რამ უკბინა ოთახში ყვირილით ,რომ არ შემოვარდა ? _ ჩაიცინა კარინამ და კარტი ისროლა შუა მაგიდაზე
_ ალბათ დაიქანცა ,დღეს გათენებულიც არ იყო ,რომ წავიდა _დაამატა ჯენიფერმა
_გეყოფათ , როგორ არ მოგბეზრდათ ასეთი ლაპარაკი . ყოველთვის ასე იქცევით და ბოლოს დამნაშავე ურთიერთობებში ელენაა ხომ? როგორ არ დაიღალეთ _ აყვირდა იზაბელა და ოთახიდან გაიქცა.
_როგორც ყოველთვის ,ხელისუფლების მხარესაა _ ხარხარი ატეხა ნურმა და მხიარულად განაგრძო კარტის დარიგება .

თავი V: ამოცანა
დილით ადრე დაიწყო მუშაობა იზაბელა პირსლმა. დიდ დარბაზში უკვე მოეწყოთ გადასაღები მოიედანი . შუა ოთახში ტახტის მაგვარი სკამი დაედგათ რომელზეც ელეგანტურად და მოხდენილად იჯდა წითური. ხელში ფურცლები ეჭირა. მაიკი თავზე ადგა და ისიც მონდომებით ადევნებდა თვალს. ორივე ერთდროულად კითხულობდა სარეკლამო ტექსტს და თავს მოწონების ნიშნად აქნევდნენ.
_ტექსტი მომწონს,ეფექტური და განსხვავებულია _თქვა მაიკმა
_არც ეს სუნამოა ჩვეულებრივი
_ჰო , ყოველ შემთხვევაში ასე ამბობენ
_ჩემი და უკვე გაგიცვნია
_ჰო, წინა დღეს ვიყავი ,მაგრამ ვერ შევხვდი,გუშინ მოვახერხეთ და ერთ თვიანი კონტრაქტი გამიფორმა .
_ასეც ვიცოდი
_რა?
_ყოველთვის ასე იქცევა,წინასწარ გამოსაცდელ ვადას აძლევს ხოლმე. როგორც ჩანს ყველაში შენც იგულისხმები
_როგორც ჩანს .კარგი მე წავალ და რეკლამისთვის განკუთვნილ სამოსს ჩავიცვამ _მაიკი გავიდა და მეორე წუთას ელენაც გამოჩნდა. ქვედა სართულზე სადაც სარეკლამო ფოტოებს იღებდნენ ელენა შეიძლება ითქვას საერთოდ არ ჩამოდიოდა . მომუშავე პერსონალი მის დანახვაზე ერთიანად აფუსდა და აჩურჩულდა . ყველამ აქეთ-იქეთ საქმიანად სიარული და ქაღალდების მილაგება დაიწყო. იზაბელას დის დანახვა გაუკვირდა და მაშინვე მისკენ წავიდა.
_ელენა, დაიკო აქ რა გინდა?
_მინდოდა მეთქვა, რომ პოლიციიდან დამირეკეს. იარაღზე ჩემი ანაბეჭდები არ აღმოჩნდა...
_ანუ ?
_ჩემს წინააღმდეგ სამხილი არ აქვთ,ეჭვმიტანილი არ ვარ . იარაღი მოპარულად ჩაითვალა.ალბათ გამოძიების დასრულების მერე დაგვიბრუნებენ .
_რაკარგი ამბავია დაიკო _ შემოეხვია კისერზე იზაბელა _დროა გამხიარულდე. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. როგორც ყოველთვის შენი ნათქვამი გამართლდა_ამ დროს მაიკიც გამოჩნდა . ტანზე გამოეცვალა და რეკლამისთვის მზად იყო .
_კარგი მე წავალ,თუ რამე დაგჭირდეს ვინმე გამოგზავნე,ტელეფონი ბოლომდე დამიჯდა და ....მოკლედ დღეს ისე ვარ როგორც ყრუ _გათიშული ტელეფონი ხელში შეათამაშა ელენამ და კარისკენ შებრუნდა . ამ დროს მაიკიც გამოჩნდა .
_დილა მშვიდობისა ქალბატონო ელენა,როგორ ხართ?
_გამარჯობა,კარგად გმადლობთ _ქალი კარისკენ ისე წავიდა უკან არც მოუხედავს . თუმცა თუ კაცის გამომეტყველებით ვიმსჯელებდით ამის იმედი ბოლომდე ჰქონდა.
_აპატიე ,ყოველთვის ასეთი სიტყვაძუნწია
_არაუშავს _მხრები აიჩეჩა მაიკმა და სამუშაოს მიუბრუნდა
რამდენიმე საათის განმავლობაში ლამის მთელი ფირმა თავდაყირა იყო. ყველა თავაუღებლად მუშაობდა . თუმცა ასეთი ტემპი ამ კომპანიისთვის უცნობი ნამდვილად არ იყო . მითუფრო ასეთი ხასიათის უფროსის ხელში.მაიკი და იზაბელა პირსლი ფოტოსესიას რამდენიმე საათის განმავლობაში შეუწყვეტლივ იღებდნენ. ფოტოებზე ორივე ძალან კარგად გამოვიდა და თვითონაც კმაყოფილები დარჩნენ .
_ფოტოები ნამდვილად კარგი გამოვიდა არა? დამქანცველი მუშაობა ნაყოფიერი გამოდგა _ თავმომწონედ თქვა მაიკმა
_კი მეც მომწონს ,ნამდვილად კარგია. ახლა მთავარია ელენამ მოიწონოს, ასე ვთქვათ დაამტკიცოს .
_ანუ მთავარი შემფასებელი ისაა
_ნუ ღელავ ამ კუთხით ელენა ძირითადად არ ინტერესდება .ასე რომ ვთქვათ ზრდილობისთვის ისიც შეავლებს თვალს. ჩემს აზრს ენდობა. უკვე შვიდი წელია კომპანიის უცვლელი სახე ვარ.
_თქვენ ნამდვილი პროფესიონალი ხართ.ამაში ვერავინ შეგედავებათ_გულწრფელად შეაქო მაიკმა პარტნიორი
_გმადლობთ _მომხიბლავად გაუღიმა ქალმა. მოულოდნელად იზაბელას ჯიბეში ტელეფონი აწკრიალდა_უკაცრავად ვუპასუხებ.ჩემი უმცროსი და რეკავს. ალბათ გოგონებმა სახლში ისევ ბუნტი მოაწყვეს . აი ამაში კი ელენა თუ არ ჩაერია ვერავინ უშველით _იზაბელამ მხიარულად უპასუხა ბარბარას_ბარბი , გისმენ დაიკო ,რა მოხდა?_ ბარბარას ტელეფონის ყურმილში ტიროდა და კვნესოდა. . ქალი შეშფოთდა და სახე შეეცვალა
_იზ, სახლი სავსეა პოლიციელებით ,არ ვიცი რა ხდება ,მაგრამ ამბობენ ,რომ სახლი უნდა გაჩხრიკონ. სემმა მათი შეჩერება შეძლო სანამ ელენა არ მოვა,მაგრამ ვერ ვუკავშირდები. ტელეფონი გამორთული აქვს. მისაღებში კი ემა არ პასუხობს ალბათ გასულია . სასწრაფოდ მოდით_ იზაბელამ ტელეფონი გათიშა
_ რამე ცუდი ხომ არ მოხდა?
_მგონი სახლში რაღაც საშინელება ხდება .ელენას უნდა ვაცნობო _იზაბელამ მაშინღა შეამჩნია , რომ ტანზე საღამოს კაბა ეცვა , რომელიც სარეკლამო ფოტოებისთვის იყო განკუთვნილი და მიხვდა ,რომ იმით ვერსად გაიქცეოდა . წამიერად დახედა კაბას და მაიკიც მაშინვე მიხვდა ,რომ იზაბელას პრობლემა ჰქონდა .
_თუ გნებავთ მე ავალ და შევატყობინებ ,რომ სახლში რაღაც ხდება.მანამდე შენ გამოიცვალე და დროს მოიგებ _იზაბელა შეყოყმანდა,ელენას არ მოსწონდა როცა მათი ოჯახის საქმეებში სხვები ერეოდნენ მით უფრო უცხოები. ბოლოს გაიაზრა ,რომ სხვა გზა არ ჰქონდა და დაეთანხმა
მაიკი მაშინვე გაიქცა ლიფტისკენ ,რომ ზედა სართულზე ასულიყო. ძნელი სათქმელი იყო ამბის მისატანად გარბოდა თუ ელენას სანახავად .ლიფტმა დაიგვიანა და კაცი პირდაპირ ფეხით გაიქცა კიბისკენ . ერთხელაც არ დაუსვენია ისე აირბინა ხუთი სართული და მისაღებში მიმოიხედა. იქ არავინ იყო, არც ემა ჩანდა არსად . კარზე მიაკაკუნა და ნებართვას არც დალოდებია ისე შევარდა. ელენა ქაღალდებში იქექებოდა .როგორც ყოველთვის ახლაც საქმიანად გამოიყურებოდა ,მაგრამ ოთახში დაუპატიჟებელმა სტუმარმა გააღიზიანა და ფეხზე წამოხტა. თვალები დააბრიალა და მაიკს უყვირა როგორ ბედავო. კაცი სირბილისგან ისე იყო დაღლილი სულს ვეღარ ითქვამდა. ბოლო-ბოლო ქალი გაჩუმდა და გონზე მოსვლა აცადა.ის კი არა წყალიც მიაწოდა .
_მეტყვი რა ხდება? ყველაზე მეტად იმას ვერ ვიტან როცა კაბინეტში ვინმე უკითხავად მივარდება.
_მაპატიეთ, მაგრამ თქვენმა დამ იზაბელამ გამომგზავნა,გარეთ ის გოგო არ დგას რა ქვია? მოიცა გავიხსენო ..._ მაიკმა ტუჩზე ხელი მიიდო თითქოს საუბარს განზრახ წელავდა .
_ემა _წამოეშველა ელენა
_აააა, ხო ემა . თქვენი და რეკავდა ,მაგრამ ვერ დაგიკავშირდათ
_ბანკში გავგზავნე მძღოლთან ერთად .რა ხდება?
_ ფოტოებს ვათვალიერებდით თქვენმა დამ ,რომ დარეკა აი ასე უპასუხა ‘’ბარბიო ‘’
_ჩვენი უმცროსი და ბარბარა_ელენა უკვე უკანასკნელ ძალებს იკრებდა ,რომ კაცის აბდაუბდა საუბრისთვის გაეძლო
_ხო მაგან ,იზაბელას ... უფრო სწორად ქალბატონ იზაბელას უთხრა ,რომ სახლში რაღაც საშინელება ხდება . მან გამომგზავნა თქვა, რომ სასწრაფოდ შინ უნდა წახვიდეთ .ტანზე ჯერ ისევ გადაღებებისთვის განკუთვნილი ტანსაცმელი ეცვა და გამოსაცვლელად გაიქცა _ ელენა უკვე აღარ უსმენდა მაიკს და ოფისის ტელეფონზე ნომერს კრეფდა ,რომლის იქედან ბარბარას წკრიალა ხმა გაისმა
_ბარბი რა ხდება?
_აქაურობა პოლიციელებით არის სავსე ამბობენ, რომ უნდა გაგვჩხრიკონ,მაგრამ შენ გელოდებიან.სახლი შენია და უფლება გაქვს დაესწრო
_ახლავე მოვდივარ _ელენამ ტელეფონი გათიშა და ისევ აკრიფა ნომერი .ამჯერად მძღოლის _ორ წუთში კომპანიასთან იყავი სადაც არ უნდა იყო .
_უკვე მოვედი ქალბატონო _მაგრამ ქალს ეს უკანასკნელი სიტყვები არ გაუგონია უკვე გათიშული ჰქონდა
ელენამ ჩანთას ხელი დასტაცა და გარეთ გავარდა. ლიფტი უკვე იხურებოდ ,მაგრამ როგორღაც შეასწრო .მაიკი იქაც რაღაცეებს ლაყბობდა ,მაგრამ ქალი მარტო იმას უყურებდა ციფრები როგორ ჩამოდიოდა ნელ-ნელა დაბლა . იზაბელა უკვე ქუჩაში იდგა და ელენას უცდიდა ,მაიკი კი უკან მოზდევდა. იზაბელას ტანზე გამოეცვალა. ნაცრისფერი ჯინსზე და თზელ ზედაზე ქურთუკი მოეცვა . დებმა ახლაღა შეამჩნიეს მაიკი , რომელიც ისევ იქ იყო .იზაბელამ მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის , ელენამაც, მაგრამ უფრო ოფიციალურად. მერე კი კაცს დაემშვიდობნენ და ისიც კომპანიაში დაბღვერილი წავიდა . ალბათ ეგონა ,რომ დებთან მეტ დროს გაატარებდა ,მაგრამ არ გამოუვიდა .
_ელენა რა მოხდა,დღეს დილით არ დაგირეკეს?
_არ მკითხო !არც კი მინდა ამის წარმოდგენა_კბილებში გამოსცრა და ამ დროს მოსახვევში მძღოლის მანქანაც გამოჩნდა . მდივანი გადმოვიდა და დებს გამოელაპარაკა ,მაგრამ ორივემ ანიშნა სხვა დროსო და მანქანაში ჩასხხდნენ .
_ისეთი გზით წადი ,რომ საცობში არ მოვყვეთ გვეჩქარება _მძღოლმა მხოლოდ თავი დააქნია. პირსლებთან რამდენიმე წლიან მუშაობას მისთვის ესწავლებინა ,რომ როცა გოგონები ცუდ ხასიათზე იყვნენ არ უნდა ელაპარაკა . დაახლოებით თხუთმეტი წუთი დასჭირდათ სახლში მისასვლელად . უმცროს პირსლს ნამდვილად არ გადაეჭარბებინა,სახლი მართლა სავსე იყო პოლიციით. იქ მცხოვრებლები და მომუშავეები კი ერთ ოთახში შეეკრიბათ და ახლა სახლის მეპატრონეს ელოდებოდნენ. ელენა და იზაბელა შიგნით შევიდნენ.
_გამარჯობათ ,მე ელენა პირსლი ვარ რით შემიძლია დაგეხმაროთ?_ხელი გაუწოდა ქალმა პოლიციის ოფიცერს.უფროსმა ჩხრეკის ორდერი წარუდგინა ქალს . ელენას ისედაც თეთრი ხელები ნერვიულობისგან კიდევ უფრო გაფითრებოდა და გაყინვოდა.
_ელენა ვერ გავიგეთ რა უნდათ.ავუხსენით რომ პოლიციამ იარაღზე ანაბეჭდები ვერ იპოვა ,მაგრამ მაინც ..._წინ გადმოხტა ნური და ეს წინადადება საგანგებოდ პოლიციელის გასაგონად წარმოთქვა. ელენამ დას თვალები დაუბრიალა და ისიც მიხვდა ,რომ მათ საუბარში არ უნდა ჩარეულიყო და ისევ განზე გადგა.
_რა ხდება?აქ რატომ ხართ შეგიძლიათ ამიხსნათ? _ იგი ახლა თავად მიუბრუნდა პოლიციელს და პასუხს დაელოდა.სახლის პატრონის მოთხოვნა კანონიერი და სამართლიანი იყო.უფლება ჰქონდა სცოდნოდა სახლს მეორედ რატომ ჩხრეკდნენ ამიტომაც აუხსნეს.
_დაახლოებით ორი საათის წინ ანონიმური ზარი შემოვიდა ,რომ თქვენს სახლში სათვალთვალო კამერები აყენია,რომელზეც აღბეჭდილია მსხვერპლი . იძულებული ვართ რეაქცია მოვახდინოთ
ელენას ლამის ხელიდან გაუცვივდა ფურცლები, მაგრამ ინსტინქტურად მოუჭირა ძლიერად.მაშინვე მიხვდა ,რომ ეს მისი რომელიმე ოჯახის წევრის ნამოქმედარი იყო . წამის მეასედეში მოავლო თვალი ექვსივე მათგანს ,ავტომატურად გამორიცხა იზაბელა და ბარბარა და მზერა სხვებზე შეაჩერა .ყველას რეაქცია დაიმახსოვრა ,მაგრამ ვერაფერს მიხვდა. ბოლოს ცივი თვალებით გახედა ჯეიმსს,მაგრამ მის მთასავით და ემოციებს მოკლებულ სხეულს ვერაფერი გაუგო. ერთგული მსახურის სახეზე დამაიმედებელი ვერაფერი ამოიკითხა . თითქოს ადგილზე გაიყინა .მხოლოდ ის წარმოთქვა ,რომ შეეძლოთ სახლი გაეჩხრიკათ . მას არ ეშინოდა.ფირები რომ ეპოვნათ რას გაიგებდნენ? ვერაფერს. ელენას არაფერი დაუშავებია.მას ახლა მხოლოდ ერთი რამ სტკიოდა.მხოლოდ ახლა გააცნობიერა ,რომ დღეს მისმა ოჯახის წევრებმა ერთმანეთი ბაზრის საქოონელივით გაყიდეს . წინა ღამით ერთად ისხდნენ და ერთობოდნენ დღეს, კი ერთმანეთი გაყიდეს . იმ წამს მიხვდა , რომ ისინი ურჩხულებად იქცნენ .იგრძნო, რომ ერჩივნა მომკვდარიყო ვიდრე ოჯახის განადგურეისთვისეყურებინა .ირგვლივ ყველა ირეოდა მხოლოდ ელენა იდგა გაუნძრევლად და არაფერზე რეაგირებდა . არც კი ახსოვდა რამდენი დრო გავიდა , მხოლოდ იზაბელას ხმამ გამოარკვია რომელმაც უბიძგა, რომ გვერდზე გამდგარიყო .ახლაღა შეამჩნია, რომ შუა გზაში იდგა.
ელენა სკამზე არ დამჯდარა,კედელს მიყუდებული იდგა და ფიქრობდა. სახლში მიმომსვლელებს ყურადღებას არ აქცევდა,თვალი ერთ ადგილას გაეშტერებინა. თითქოს სადღაც თვალუწვდენელ სივრცეში იყურებოდა . ‘’_რა უფრო ძნელია ელენა !აღიარო, რომ დამარცხდი თუ ბოლომდე იბრძოლო ამ წყეული ოჯახისთვის? ‘’_ საკუთარ თავს ეკითხებოდა . ‘’_ამის უფლებას არ მოგცემ დედა,შენ ჩვენს ოჯახს ვერ გაანადგურებ ,ათი წლის წინ მე შენ და საკუთარ თავს ვაჯობე და ოჯახი თავიდან შევკარი. ფერფლიდან აღვადგინე .ამას არ დაგითმობ ,არცერთ მათგანს . წყეულო ძუკნავ საფლავშიც ვერ ისვენებ? ‘’ _თვალები დახუჭა და იგრძნო მხურვალე ცრემლი როგორ ჩამოუგორდა სახეზე . თავი უკან გადასწია და ცივ კედელს მიაყრდნო .თითქოს ესიამოვნა ეს სიცივე . გონებაში მოფხიზლდა და ისევ ფიქრს შეუდგა,მაგრამ საბოლოოდ თვითონაც ვერ გაარჩია ეს ფიქრი იყო თუ სიზმარი. რომ გამოერკვა თავს ისე გრძნობდა თითქოს წამის წინ ჩასთვლიმა . ცხადად წარმოუდგა დედამისის უჩვეულოდ ლამაზი სახე.ის არც შეცვლილიყო,ისევ ისეთი მიმზიდველი და მომაჯადოვებელი იყო . მოულოდნელად მისი სახე უმცროსმა დამ ნურმა შეცვალა . სწორედ ამან გამოარკვია ელენა და ინსტინქტურად გაიხედა დისკენ რომლსაც არაფრის მთქმელი თვალები რატომღაც ელენასკენ ჰქონდა მოპყრობილი . ქალს შეეძლო დაეფიცებინა, რომ ახლა დის თვალებიდან დედამისი უცქერდა. იმწამსვე დაებადა ერთი აზრი .
‘’ჰო რათქმაუნდა, ნური ცდილობს ,რომ იმ ქალს დაემსგავსოს რომელიც ყველაზე მეტად მსურს გაქრეს ჩვენი ცხოვრებიდან ‘’ .
სახლში აურზაური კიდევ რამდენიმე საათს გაგრძელდა. ყველა კუთხე კუნჭული შეამოწმეს . ადგილ-ადგილ ჭერიც ასწიეს . მისაღებში არავინ განძრეულა,თითქოს ყველა ერთ ადგილას გაიყინა . ელენა ცდილობდა ჯეიმსს მიახლოებოდა, მაგრამ თავს იკავებდა.არ სურდა ვინმეს ყურადრება მიექცია. ჯეიმსს კი ოდნავადაც არ შეეძლო გამოეხატა ემოცია , რომ რამე ენიშნებინა. ბოლოს და ბოლოს დაასრულეს სახლის ჩხრეკა და წასასვლელად გაემზადნენ .ელენა პირდაპირ უფროსისკენ წავიდა და ყოველგვარი შელამაზების გარეშე მიახალა :
_რა ხდება ? რამე იპოვეთ?
ოფიცერმა თავი უკმაყოფილოდ გადააქნია და უპასუხა
_ვერაფერი,კვალიც კი არსად ჩანს
_ამ ოჯახში კამერებს არ ვაყენებთ! ამის მიზეზი არ გვაქვს.ამ სახლში მხოლოდ ქალბატონები ცხოვრობენ,ამიტომაც არ გვჭირდება ვინმე გვითვალთვალებდეს თუნდაც უსულო კამერა
_როგორც ჩანს ცრუ განგაშია,ვიღაც ცდილობს ,რომ თქვენი სახელი ეჭვქვეშ დადგეს.
_ეს უნდა გავარკვიო,მტრები არასდროს გვყოლია და ახლა უკვე სერიოზულად შევშინდი _ ელენამ განსაკუთრებით მოინდომა ,რომ მისი ნათქვამი ბოლომდე დამაჯერებელი ყოფილიყო.
_ვეცდებით რამე გავარკვიოთ . ახლა კი დაგტოვებთ.მგონი ისედაც დიდხანს შეგაწუხეთ. ბოდიშს გიხდით ცრუ განგაშისთვის
_ არაუშავს,მზად ვართ ყველანაირი დახმარება გაგიწიოთ_ელენამ ნაძალადევად გაუღიმა პოლიციის უფროსს და ლამის ძალით გამოისტუმრა გარეთ.
ყველა სმენად იქცა .ელენას მომდევნო რეაქცია ყველა მათგანმა გონებაში წარმოიდგინა . მისაღებში ყველა ისე გაირინდა კაცი იფიქრებდა იქ სულიერი არავინ იყო .ელენა კარგახანს იდგა კარზე მიყუდებული . მანამ სანამ დიდი რკინის ჭიშკრის მიკეტვის ხმა არ გაიგონა და არ დარწმუნდა ,რომ მარტონი იყვნენ. მერე მძიმედ გაუშვა ხელი სახელურს და მისაღებში შევიდა. ყველა ფეხზე იდგა ,მაგრამ ხმა არცერთს არ ამოუღია.ყველას და გასაკვირად ელენა შემობრუნდა და კაბინეტისკენ უსიტყვოდ წავიდა. ერთმანეთს გაოცებით გადახედეს და თვალი გააყოლეს. მხოლოდ ჯეიმსმა გაბედა ნაბიჯის გადადგმა და უკან გაყოლა . კარზე დააკაკუნა როგორც კი ნებართვა მიიღო შიგნით შევიდა . ელენა საშინლად დაღლილი და განადგურებული ჩანდა . კაცს იგი ასეთი არასდროს ენახა. ორივე ხელით ებღაუჭებოდა სავარძლის მხრებს,თითქოს ნერვების დამშვიდებას და თავის მოთოვას ასე ცდილობდა . ქალბატონს თანაგრძნობის ნიშნად თავი დაუქნია და როგორც ჩვეოდა ისე გაუღიმა.
ჯეიმსი მაღალი,დაკუნთული და ძლიერი აღნაგობის კაცი იყო . მის სახეზე ემოციებს ვერასდროს ამოიკითხავდით. თითქოს ყოველთვის ერთნაირი გამომეტყველება ჰქონდა. მიუხედავად ამისა როცა თავის ქალბატონს ელაპარაკებოდა ყოველთვის სინაზე და უსაზღვრო პატივისცემა ეღვრებოდა თვალებში .ახლაც მიუახლოვდა ელენას მაგიდას და პაუზის შემდეგ გაბედა დალაპარაკება :
_ თქვენი შეტყობინება , რომ მივიღე ჩანაწერების თაობაზე მაშინვე მივხვდი რისთვისაც გჭირდებოდათ და როგორც კი გავამზადე კამერები ჩამოვხსენი .
_გმადლობ ჯეიმს როგორც ყოველთვის წინდახედული ხარ
_ვიცოდი, რომ ეს მოხდებოდა_ელენამ გაკვირვებისგან პირი დააღო და მსახურს გახედა
_ თქვენი დები და დეიდაშვილები უკვე მარტივი წასაკითხები არიან . როგორც კი გაიგებდნენ ,რომ ჩანაწერები არსებობდა აუცილებლად მიიტანდნენ ამ ამბავს პოლიციის ყურამდე. ეს მათი სტილია
_ჩემზე უკეთ იცნობ ყველას არა?_ გაუღიმა ელენამ კაცს . მანაც თანხმობის ნიშნად მაშინვე გამოაჩინა თეთრი კბილები . მისთვის ქალბატონის საქებარ სიტყვებზე უფრო მნიშვნელოვანი არაფერი იყო და როცა ამას ისმენდა სიხარულისგან ლამის იყო ცას ეწეოდა.
_ვფიქრობ , რომ თქვენს მხარდაჭერას და მზრუნველობას მხოლოდ მაშინ დააფასებენ ,როცა მიხვდებიან, რომ მათ გვერდით აღარ ხართ და ვეღარ გადაარჩენთ_ელენამ ისევ გაიღიმა ოღონდ ამჯერად სინანულით
_შენ გგონია ,რომ ისინი როდესმე დააფასებენ იმას რასაც მათთვის ვაკეთებ ?
_მგონი სჯობს ერთხელ პასუხი აგონ თავიანთ საქციელზე და მერე მიხვდებიან რამდენად ბევრს აკეთებთ მათთვის_ელენამ ადლობა გადაუხადა კაცს და დაემშვიდობა
_ყველაფრისთვის გმადლობ ჯეიმს.შეგიძლია წახვიდე _კაცმა მაშინვე კარი გაიხურა და წავიდა.ელენა კარგა ხანს იჯდა ჩაფიქრებული.მერე მისაღებში გავიდა სადაც გოგონები ისევ ისხდნენ და საუბრობდნენ . ელენას დანახვაზე ყველა მისკენ მობრუნდა. ქალს ისევ გაახსენდა ჯეიმსის სიტყვები :
‘’ თქვენს მხარდაჭერას და მზრუნველობას მხოლოდ მაშინ დააფასებენ ,როცა მიხვდებიან, რომ მათ გვერდით აღარ ხართ’’ .
მერე ყველას მიმართა.
_დღეიდან იმას მიიღებთ რაც ასე ძალიან გსურდათ _ყველა სმენად იქცა _ როგორც გინდათ ისე იცხოვრეთ.რაც გინდათ ის გააკეთეთ ოღონდ ერთი პირობით.მომავალში თუ რამე დაგჭირდებათ და თავს ვეღარ დაიძვრენთ მე აღარ დამიძახოთ,დღეიდან თქვენსას აღარაფერს აღარ ვიკითხავ. ჩათვალეთ, რომ თქვენს ცხოვრებაში ელენა პირსლი უბრალოდ არ არსებობს. ერთი სიტყვით ყველას ჯანდაბამდე გზა გქონიათ . _მოკლედ მოუჭრა ყველას და უხმოდ წავიდა თავისი საძინებლისკენ
სახლში სამარისებულმა სიჩუმემ დაისადგურა. ყველა დუმდა.ახლა უკვე აღარ იცოდნენ ეს კარგი იყო ის რაც მოხდა თუ ცუდი .თითოეულმა მათგანმა საკუთარი თავის რწმენა დაკარგა. ისინი მიხვდნენ რამდენს ნიშნავდა ელენას მხარში დგომა... როცა უპირობოდ ჰქონდათ მისი იმედი... როცა იცოდნენ ,რომ მიუხედავად ველაფრისა იგი რისკზე წასვლის სანაცვლოდაც კი დაიხსნიდა ყველა უბედურებისგან. მათ კარგად იცოდნენ , რომ პირველსავე ‘’გასაჭირი’’ როგორც ელენამ მოიხსენია დიდხანს არ დაიგვიანებდა. სიჩუმე მხოლოდ ბარბარამ დაარღვია ,რომელსაც ნერვიულობისგან ლამის ყბა უკანკალებდა
_ყველაში მეც ვიგულისხმები ?
_დაიკო სიტყვა ‘’ყველას’’ განმარტება შეგიძლია ლექსიკონში მოძებნო . თავს ნუ მოგვაბეზრებ შენი უაზრო კითხვებთ_უკმაყოფილოდ წაისისინა ნურმა ,რომელიც ადამიანურობას ბარბარას მიმართ არასდროს იჩენდა. ყოველთვის ისე ექცეოდა, როგორც გონებაჩამორჩენილს . იგი გოგონას ოჯახის სრულფასოვან წევრადაც კი არ თვლიდა და ხშირ შემთხვევაში მასზე უკეთ მსახურებსაც კი ეპყრობოდა. ელენას მისი ეს საქციელი აღიზიანებდა და საყვედურობდა უმცროსი დისთვის პატივი ეცა,მაგრამ უშედეგოდ. .ბარბარა მოიღუშა და დებს და დეიდაშვილებს შეუტია.
_ყველაფერი თქვენი ბრალია, გაუთავებელი პრობლემები და ჩხუბი .თქვენს საქციელს უკვე გამარტლება არ აქვს. მომბეზრდა თქვენთან ერთად ცხოვრება.ყველანი აუტანლები ხართ. ელენა მართალია.არაფერს არ იმსახურებთ_ თქვა და ისიც კიბეებისკენ გაიქცა
_კარგი , როგორც ჩანს ათ წლიანი მონობა დასრულდა.ყველანი განთავისუფლებული ხართ.სადაც გინდათ იქ წადით და ის გააკეთეთ. ვნახოთ მარტო სანამდე გაძლებთ . ვნახოთ რამდენ პრობლემას გადალახავთ ოჯახის გარეშე. საბოლოოდ ის მიიღეთ რაზეც ოცნებობდით.დღეიდან ელენას ვეღარაფერში დაადანაშაულებთ. ბოლოს და ბოლოს მოვიდა დრო , რომ ყველამ თავის შეცდომებზე აგოს პასუხი _ ეფექტური სიტყვა წარმოთქვა იზაბელამ და დებს უკან მიყვა.
_ხო როგორ არა ყველას გული აგვიჩუყდა_ გაუბედავად მიაყვირა კარინამ დეიდაშვილს ,რომელსაც ჯერ მხოლოდ კიბის ნახევარი აევლო. იზაბელამ მხოლოდ ერთხელ გამოხედა მას და ზედა სართულში გაუჩინარდა.
ელენა სააბაზანოში ღამის პერანგის ჩაცმას აპირებდა ბარბარა თავზე ,რომ დაადგა .თვალებზე ცრემლი ჩამოუგორდა და დას წელზე შემოეხვიაა.
_ეს განცხადება მეც მეხებოდა დაიკო ? მე ხომ ჯერ მხოლოდ ჩვიდმეტი წლის ვარ , ჩემი პრობლემები მარტომ როგორ მოვაგვარო ?
_შენ არ გეხებოდა _დაამშვიდა პატარა და ელენამ და თვითონაც მოეხვია_თან როდის იყო ,რომ პრობლემები გქონდა? შენ ძალიან კარგი ხარ დაიკო
_კარგი ,მაგრამ დაწყევლილი პირსლი. როდემდე უნდა ვათრიოთ ეს ტვირთი
_შენ უნდა აჯობო ამ წყევლას
_შენ ხომ ვერ აჯობე ? _ელენა სწრაფად გამოერკვა დის სიტყვებზე. გოგონა მთელი ინტერესით მისჩერებოდა თვალებში . თითქოს ელოდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანს მოუყვებოდა მაგრამ შეცდა. ელენამ სასწრაფოდ ოთახიდან გასვლა უბრძანა
_ბარბარა წადი გთხოვ. ხომ იცი, რომ ამაზე საუბარი არ მიყვარს
_ელენა გთხოვ ,მომიყევი _შეევედრა ისიც
_ბარბარა გადი ოთახიდა არ მინდა რამე დაგიშავო
_ვიცი რომ არაფერს დამიშავებ
_შენს ადგილას მე ასეთი დარწმუნებული არ ვიქნებოდი _კბილებში გამოსცრა ქალმა და აკანკალებული ხელით კარზე მიანიშნა
_ბარბარა გადი ოთახიდან !_მკაცრად დაიყვირა ელენამ და მთელი სხეულით აკანკალდა .მიუხედავად იმისა ,რომ გოგონას ძალიან შეეშინდა იგი ადგილიან არ გარყეულა.
ელენამ ცარცივით გაფითრებული ხელები ნერვიულად აიფარა სახეზე და დისკკენ ზურგით შებრუნდა.ბარბარა ინსტინქტურად აეკრა კედელს და მხოლოდ მაშინ შენიშნა ელენას ველური მზერა. იგი ზუსტად ისე უყურებდა როგორც მხეცი დასაგლეჯად მომზადებულ მსხვერპლს. გოგონამ თვალი მისდაუნებლიედ გაუსწორა ,ისე თითქოს აიძულეს ეს გაეკეთებინაო . ელენა ნელი მოძრაობით შემობრუნდა მისკენ და უფრო დაჟინებით დააშტერდა . მას აშკარად ეტყობოდა როგორ ცდილობდა საკუთარ თავს და ემოციებს გამკლავებოდა ,მაგრამ არ გამოსდიოდა. მოულოდნელად ბარბარას ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს მთელი სხეული სტკიოდა და გული ერეოდა . მარჯვენა ხელი მკერდზე იტაცა და ტკივილისგან დაიგრიხა. მისი კვნესა ჯერ კიდევ დერეფანში მომავალ იზაბელას შემოესმა და ნაბიჯს რაც შეეძლო აუჩქარა. როგორც კი ოთახში შემოვიდა პირდაპირ უმცროს დას მივარდა რომელიც რაღაცის თქმას ცდილობდა ,მაგრამ ტკივილისგან ამას ვერ ახერხებდა:
_ბარბი რა გჭირს ?კარგად ხარ?_გოგონას არაფერი უპასუხია.წითურმა ახლა ელენას გახედა და მიხვდა რაც ხდებოდა. ბარბარას მკერდზე ზურგით აეკრა და შეეცადა გოგონა დაეფარა. ელენა თითქოს ვერც მიხვდა ,რომ მის წინ ახლა იზაბელა იდგა. მანაც მაშინვე მკაცრად დაუყვირა
_გეყოფა ელენა...გონს მოდი ვერ ხედავ შენს წინ ვინ დგას?_იგი თითქოს შედარებით დამშვიდდა , მაგრამ ჯერ კიდევ აღრჭიალებდა კბილებს და ორივეს მტრულად უყურებდა. იზაბელამ ხელი ჰკრა ბარბარას და ოთახიდან გააგდო
_ახლავე წადი აქედან _გოგონამ ბრძანება მაშინვე შეასრულა . უკან მობრუნებულს ელენა საწოლზე ჩამომჯდარი დაუხვდა . იზაბელა უმცროს დას აედევნა და თავისი ოთახის კართან წამოეწია. _იქ რა მოხდა ?
_მგონი ელენა გავაბრაზე. ვთქხოვე მიამბე ის ამბავი მეთქი და საშინლად გაცოფდა. მიყვირა ახლავე ჩემი ოთახიდან გადიო. მე კი წინააღმდეგობა გავუწიე ,მაგრამ მისი წყენინება არც მიფიქრია. ის ისე მიყურებდა როგორც საძულველ არსებას
_კარგი რა!ახლა ამის დრო იყო? _ახლავე დაწექი და შეეცადე ეს ამბავი დაივწეო.მე ელენას ვნახავ_გოგონამ მხოლოდ თავი დააქნია და მორჩილად ასწია საწოლის გადასაფარებელი .
მისაღებში ყველა ბოლთას სცემდა.განსაკუთრებით ნური. ბოლოს სამანტამ გაბედა რაღაცის თქმა
_ეს ამბავი არ მომწონს.თქვენ თუ ელენას მკაცრი ხელი მოგაკლდათ ყველანი დაიღუპებით. განსაკუთრებით თქვენ ახლა აქ ვინც სხედხართ
_კარგი რა სემ _დაიღმიჭა ნური
_ტყუილია თუ ? _გამომცდელად იკითხა მან ,თუმცა მიხვდა რომ პასუხს ამაოდ ელოდა.
მისაღებიდან ყველა გაიფანტა .ზოგი მათგანი სახლიდანაც კი გაიქცა გულის გადასაყოლებლად . სემი მარტო იჯდა მისაღებში და კარგა ხანს ფიქრობდა. სიტუაცია რომელიც პირსლების სახლში ამჟამად იდგა ასეთი მწვავე არასდროს ყოფილა.

თავი VI: ელენა

იზაბელა გრძნობდა ,რომ ამ ღამით იმ ავად სახსენებელი ისტორიის მოგონება ელენასთვის ბოლო წვეთი იქნებოდა. დერეფანში ნაბიჯებს აუჩქარა და ოთახში შევარდა. ქალს საწოლის გადასაფარებელი ძირს გადმოეგდო და ახლა მოჩუქურთმებულ სარკეს ორივე ხელით ეყრდნობოდა. იზაბელამ სარკეში დაინახა, რომ მის და თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა. მოეხვია და სცადა, რომ დაეწყნარებინა. მათი ზებუნებრივი ნიჭი ძალას მაშინ იძენდა როცა მათში მხეცი იღვიძებდა. როცა ისეთ რამეს აეთებდნენ ან ფიქრობდნენ რასაც ისინი წყობიდან გამოჰყავდათ. ამ დროს ემოციების მართვა მათთვის ფაქტიურად შეუძლებელი იყო. მით უფრო როცა საქმე ელენას ეხებოდა.ამ დროს იგი სრულიად უმართავი ხდებოდა. სწორედ ამის ეშინოდა იმ წუთას და სხვა არაფერზე ფიქრობდა.
_ელენა დაწყნარდი,გაცოფება არ არის საჭირო . თავი აკონტროლე გთხოვ _ თბილად გაუღიმა იზაბელამ ,მაგრამ ქალმა მთელი ძალით მოკაწრა სარკის პრიალა ზედაპირი და საზარლად დაიღრინა . ის ყოველთვის ასე ცოფდებოდა როცა ვინმე წარსულის ამ ეტაპს ახსენებდა .
_ წყეული .ყველაფერი მისი ბრალია , წყეულიმც იყოს ის დღე როცა ამ ქვეყნად იმ ურჩხულმა მომავლინა . მძულს ...მძულს და ასჯერაც ,რომ მოკვდეს ეს სიძულვილი არასდროს გამინელდება . მან მე ცხოვრება წამართვა_ ელენას მდუღარე ცრემლი ჩამოუგორდა თეთრ კანზე და თითქოს გზადაგზა ყველა წერტილი დასწვა.
_აპატიე ,მათ წარმოდგენაც არ აქვთ რა ტკივილს გაყენებენ, როცა ცდილობენ შეგახსენონ ..._იზაბელას ხმა ჩაუწყდა და სათქმელი ვეღარ დაასრულა. ელენამ ხელი ასწია და ანიშნა გჩუმდიო. მერე მეორე ხელით წელიდან დის ხელები მოიცილა და ოთახიდან გავარდა. კიბეები ისე ჩაირბინა უკან არც მოუხედავს ,არც იზაბელა გაჰკიდებია,იცოდა აზრი არ ქონდა ამის გაკეთებას. მხოლოდ მოსალოდნელ შედეგებზე ფიქრობდა . ქვედა სართულზე მხოლოდ სემმა დაინახა როგორ ჩაიქროლა ელენამ მოჩვენებასავით . მიაძახა კიდევაც ,მაგრამ ყურადღებაც არ მიაქცია ისე გავარდა ეზოში. მაშინვე აუყვა მეორე სართულის კიბეებს და იზაბელას დაუძახა ,მაგრამ არავინ გამოეხმაურა. სახლის დერეფნებში სრული სიჩუმე იდგა. მიხვდა, რომ ელენას ოთახში ვიღაც იყო . კარი ფრთხილად შეაღო და ისევ დაიძახა . იქედან მხოლოდ ღრმა სუნთქვა ისმოდა . წამსვე დაინახა დეიდაშვილი, რომელიც საწოლზე ჩამომჯდარიყო და თავი ხელებში ჩარგო. ფეხის ხმაზე თავი ასწია და ქალს ახედა ,რომელიც გაქვავებული იდგა კართან . ბოლოს როგორღაც გაბედა სიტყვის წარმოთქვა:
_აქ რა მოხდა ?
_ბარბარამ სცადა ელენასთვის ძველი ამბები შეეხსენებინა ,მას კი ლამის ...
_აჰ,გასაგებია რატომაც გაიქცა ასე თავქუდმოგლეჯილი?
_რომ იიცოდე აქ წუთის წინ რა მოხდა_ამოისლუკუნა ქალმა
_ქვემოთ არაფერი გამიგია.თანაც ამ ბოლოს სულ რაღაცაზე ვფიქრობ და ... მოკლედ ვერ გამიგია რა გვემართება
_ელენამ ...ელენამ ბარბარას წინააღმდეგ თავისი შესაძლებლობები გამოიყენა
_რაა? ახლა როგორაა?
_უკეთ მაგრამ არ მგონია ელენა იყოს კარგად.
_რა საშინელებაა. დიდი ხანია რაც ეენას ეს აღარ დამართვნია
_ხო თითქმის სამი წელია რაც აღარავის წინაარმდეგ აღარ გაულაშქრავს
_სჯობდა გარეთ არ გაგვეშვა . ჩემი თქმა არ გჭირდება ,მაგრამ კარგად იცი ელენა რას ემსგავსება ამ დროს
_ ჩვენი ოჯახი ინგრევა სემ _შიშნარევი ხმით წარმოთქვა იზაბელამ
_ჩვენი ოჯახი დიდი ხნის წინ დაინგრა ,უბრალოდ თქვენ ამის აღიარება არ გინდათ . ელენა ცდილობს ოჯახური ილუზია შეგვიქმნას.მირაჟით გვატყუებს ჩვენც და თავსაც იტყუებს . ოჯახი რომელსაც ებღაუჭება და რეპრესიებით ცდილობს გაამაგროს უბრალოდ არ არსებობს. _იზაბელამ ღრმად ამოისუნთქა .სემმა კი კარი საიმედოდ მიკეტა და დეიდაშვილს გვერდით მოუჯდა_მითხარი რა მოხდა ელენას თავს. იქნებ შეგვიძლია, რომ დავეხმაროთ. ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა გავიგოთ სიმართლე? რა მოხდა ლონდონში? ვერ ხვდები ,რომ ახლა ერთმანეთისგან რამის დამალვის დრო აღარ გვაქვს?
_მას ვერავინ დაეხმარება, ის ერთდროულად ორი გრძნობით ცხოვრობს. დანაშაული რომელსაც საკუთარ თავს ვერ პატიობს და სიძულვილი რომელსაც ვერ ივიწყებს.რათქმაუნდა ორივე ერთმანეთისგან გამომდინარეობს .
_ ვხვდები რომ ელენა იტანჯება . საათობით იკეტება ოთახში და ახლოს არავის იკარებს . ხანდახან მგონია რომ გიჟდება.
_არა ის უბრალოდ ცდილობს ეს ტკივილი მარტომ ატაროს . არ იცი როგორია? საკუთარ თას ებრძვის , მაგრამ გამუდმებით მარცხდება . წარსულს ვერ უმკლავდება . ეს არ არის მარტივი სემ. მით უფრო ,რომ მან ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოიარა. მიკვირს კიდევაც ცოცხალი როგორაა.
_რა დაუშავა დეიდა ნურმა ასეთი?ანგელოზი არ იყო და ეს ყველამ ვიცით მაგრამ სხვებს ხომ არ სძულთ?
_დედამ ელენას ცხოვრებას სამუდამოდ დაასვა დაღი .ეს ის ჭრილობაა რომლის მორჩენასაც ცდილობ , მაგრამ უფრო მეტად ღმავდება . გული და სული აქვს გაქვავებული , ვერაფერს გრძნობს . დღითიდღე ყინულის ლოდს ემსგავსება.
_შენ არასდროს მოგიყოლია ის რაც დეიდა ნურსა და ელენას შორის მოხდა
_ამაზე საუბარი მეც კი მიჭირს . ვცდილობ ამაზე არ ვიფიქრო რადგან ვერ ვეგუები ,რომ ასეთი ქალის შვილი ვარ. მისი სისხლი და ხორცი . ეს უბრალოდ ამაზრზენია. თითქოს მოუხდელი სასჯელია ... გადაულახავი გამოცდა
_მომიყვები ? იქნებ სიჩუმე უარესია _იზაბელამ ყოყმანით აარიდა თვალი დეიდაშვილს
_კარგი რა გეყოს ბოლოს და ბოლოს მეც ამ ოჯახის წევრი ვარ თუ რა ? გგონია ვინმეს ვეტყვი ?რატომ არ მენდობით არც შენ და არც ელენა?როდესმე თქვენთვის რამე დამიშავებია?
_კარგი თანახმა ვარ ,მაგრამ ეს ამ ოთახიდან არ უნდა გავიდეს .დაიფიცე ,რომ ამ საიდუმლოს საფლავში ჩაიტან . ელენა არასოდეს მაპატიებს თუ გაიგო ,რომ ყველაფერი გიამბე. ამას თვითონ გააკეთებს როცა საჭიროდ ჩათვლის.
_გეფიცები ჩემგან ვერავინ გაიგებს.
_ელენა ცხრამეტი წლის იყო როცა ერთი ბიჭი შეუყვარდა.უფრო სწორად მასთან ურთიერთობა ააწყო.მას ტომი ერქვა და ლონდონში ცხოვრობდა. დედა ელენას ყოველთვის არწმუნებდა, რომ მისთვის სიყვარული არ შეიძლებოდა . რათქმაუნდა ეს მხოლოდ მითი იყო. დედა არასდროს ყოფილა ბედნიერი ჩვენთან ცხოვრებით .ელენა ყველაზე უფროსი იყო და მან ჩვენზე ადრე გამოსცადა რა იყო სიყვარული . მაშინ ჩვენ პატარები ვიყავით. დედა ვერ ეგუებოდა როცა ვინმეს ბედნიერს ხედავდა, მით უფრო ვერ შეეგუა ელენას ბედნიერებას. ის ახალგაზრდა და ლამაზი იყო დედა , კი ორმოცს გადაცილებული . შეიძლება არ დაიჯერო ,მაგრამ რატომღაც საკუთარი შვილი კონკურენტად ჩათვალა.
_კარგი რა დეიდას რაში სჭირდებოდა სხვისთვის შურის თვალით ეყურებინა . თუნდაც ელენასთვის
_სჭირდებოდა . მისი გასაჭირი ასაკი იყო . ვერ ეგუებოდა ,რომ აღარ იყო ოცი წლის კეკლუცი გოგო. სიბერის ეშინოდა. ყველა ქალის უკურნებელი სენით იყო ავად. თუმცა ის უფრო მძიმედ ვიდრე ნებისმიერი სხვა ქალი
_ამიტომაც ებრძოდა ელენას .ახლა ყველაფერი გასაგებია
_საკუთარ შვილს შურის თვალით უყურებდა. ნურ პირსლი ყოველთვის გამორჩეული ქალი იყო, მაგრამ ჩვენს ოჯახში ერთადერთი არა. ხედავდა , რომ მისი შვილი იზრდებოდა და ქალდებოდა. მისი სილამაზე ყველას ანცვიფრებდა . ჩვენი ახლობლები , ნათესავები , უბრალოდ გამვლელები ისე აშტერდებოდნენ ,როგორც რაღაც სასწაულს და დაუჯერებელს. მახსოვს ერთხელ დეიდა ელიზაბეტი სტუმრად მოვიდა _იზაბელა ფიქრებში წავიდა და თვალწინ დაუდგა ის სცენა,თითქოს ახლაც იქ იყო ლონდონის სახლში .
‘’ელიზაბეტი და ნური მოხერხებულად ისხდნენ ტყავის სავარძელში ,რომელიც მისაღებში დაედგათ. მსახურმა ის-ის იყოყავა მოართვა ქალბატონებს ,რომ ოთახში თვრამეტი წლის ელენა შემოვიდა. ჩვეული მშვიდი და გრაციოზული მანერით. არაფრით არ განსხვავდებოდა ახლანდელისგან. მშვენიერი ნარნარა სხეული და ბავშვივით უმანკო სახე ჰქონდა. დეიდა ელიზაბეტმა თვალი გააყოლა გოგონას ,რომელსაც მეტისმეტად მოკლე კაბა საოცრად ამშვენებდა. ალმაცერად გაიღიმა და დას მიმართა
_ დაიკო ეს გოგო მალე ყველას დაჩრდილავს მათ შორის შენც_ცხადი გახდა როგორ მოეღრიცა სიბრაზისგან ტუჩები ნურს და მხეცივით ანთებული თვალებით გახედა ქალიშვილს’’
_არ ვიცი ეს განზრახ ჩააწვეთა დედაჩემს თუ უბრალოდ სიტყვის მასალად გამოიყენა,მაგრამ აი ზუსტად ამ დროს დაიწყო ელენას სულში ქალის ჩაკვლა. არწმუნებდა, რომ მისთვის სიყვარული აკრძალული იყო ,ეუბნებოდა ტომი შემოგაკვდებაო. სულ უმეორებდა დაწყევლილი ხარო . მერე კი საზარელი რამ ჩაიდინა.ელენას აშანტაჟებდა ტომს ვეტყვი სინამდვილეში როგორი ხარო და თავისი გაიტანა. ტომს სიმართლე მოუყვა . მან რათქმაუნდა არ დაიჯერა და ამ ამბით გართობა დაიწყო. ელენას თანდასწრებით იცინოდა დედას მონაყოლზე .ეს ჩვეულებრივი რეაქცია იყო,ასეთი რამეების ადამიანებს არ სჯერათ. დედამ რაქმაუნდა იცოდა , რომ ელენა დიდხანს ვერ გაუძლებდა მის ქილიკს და მასში მხეცი ადრე თუ გვიან გაიღვიძებდა. ერთ დღესაც ჩვენთან სტუმრად მოვიდნენ. ელენას ხშირად მოჰყავდა რადგან ამით დედას უმტკიცებდა ,რომ მისას ვერ გაიტანდა და მათ ვერ დააშორებდა . ტომმა დედა, რომ დაინახა ის მონაყოლი გაახსენდა და ისევ სიცილი ატეხა . _იზაბელას ისევ წარმოუდგა წარსულის სურათი თვსალწინ .
‘’_ ელენა იცი დედაშენმა რა საოცარი ზღაპარი მიამბო პირსლებზე?
_ხო უყვარს დედას ზღაპრები _ალმაცერად გახედა გოგონამ
_ხშირად ზღაპრები რეალობად იქცევა ხოლმე _სასმელით სავსე ჭიქა ხელში შეათამაშა ნურმა და დივნის კიდეზე ჩამოჯდა
_თურმე ჩემი მოკვლა შეგზლებია .უნდა ვაღიარო ცოტა იმედგაცრუებული ვარ. სჯობდა ეს თავიდანვე გეთქვა საყვარელო _დამცინავად განაგრძო ტომმა და მთელს ხმაზე ახარხარდა
მოულოდნელად ელენას სახე აეშალა ,მთელი სხეულით აკანკალდა და ოთახის გასასვლელისკენ გაიქცა . მიხვდა ,რომ თავს ვეღარ აკონტროლებდა და ტომისგან გარიდება უნდოდა ,მაგრამ კარებში დედამ ხელი წაავლო და დივანზე მოისროლა . ‘’
_რაა? ეს როგორ გააკეთა.წასვლა რატომ არ დაანება?
_უნდოდა ,რომ გამოუსწორებელი რამ ჩაედინა . ის რასაც მერე მთელი ცხოვრება ინანებდა
_მერე რა მოხდა?
_ელენა უფრო და უფრო მეტად იგრიხებოდა და ყურებზე ხელებს იჭერდა . დედას უყვიროდა აქედან უნდა წავიდეო ,მაგრამ ის არ უშვებდა .აქეზებდა
‘’შეხედე ტომი როგორ დაგცინის ? მას არ ჯერა ,რომ მისი მოკვლა შეგიძლია‘’
_დედამ იცოდა რომ აგონიაში მყოფს ადვილად მართავდა ,მერე ხელი წაავლო და ფეხზე ააყენა . თითქოს ელენას თვალებში ურჩხულმა იფეთქა . ერთ ადგილას ქანაობდა ,როგორც საქანელა. ხელებს მუშტავდა და იღრინებოდა. დედამ საბოლოოდ მოსპო მასში ადამიანი და ხმამაღლა დაუყვირა
‘’_მოკალი’’
ტომს ახლაღა შეეშინდა ელენას სახის დანახვაზე და გაქცევა სცადა .დედამ ისევ დაიწყო .
‘’ის გაგირბის ელენა,ჰგონია ,რომ ამას შეძლებს . შენ პირსლი ხარ,მოაბრუნე უკან ‘’_ ცივი ხმით ჩასჩურცულა ყურში და ხელით უბიძგა მისკენ .ტომი უკვე ქუჩაში გაქცეულიყო ...მერე კი ...
_ღმერთო ჩემო ...ამას ვერც წარმოვიდგენდი .მერე რა მოხდა?
_დანარჩენს არ შევსწრებივარ. ელენასგან ვიცი ,რომ ტომს მალევე წამოეწია გზატკეცილზე და გასეირნება შესთავაზა. ჯერ ისევ არ სჯეროდა დედას მონაყოლის ,მაგრამ უკან მაინც იხევდა.ელენამ გაუღიმა და უთხრა,ეს დედას გასამხიარულებლად გავითამაშეო. მგონი სულ გაგიჟდაო . ტომმა დაუჯერა და ხელი მოხვია .მერე მდინარის პირად სეირნობდნენ ,როცა...
_რა მოხდა?_დაიძაბა სემი
_ელენამ ტომი აიძულა წყალში გადამხტარიყო .მას რათქმაუნდა არც ესმოდა რას აკეთებდა ,მაგრამ ეს ვერ ანუგეშებდა. გონს რომ მოვიდა საშინელება დატრიალდა. ელენას დედამ აიძულა ის ბიჭი მოეკლა რომელიც უყვარდა .მერე კი მთელი წელი დასცინოდა. აძახებდა, რომ მკვლელი იყო .ჩემგან არაფრით განსხვავდებიო .ელენას კი ყველაზე ნაკლებას ის სურდა მას დამსგავსებოდა. ეს ტანჯავდა და დღესაც სტანჯავს , თავს იდანაშაულებს . ამიტომაც ეზიზღება ასე . მან ელენა მკვლელად აქცია ,თან საყვარელი ადამიანის მკვლელად
_საშინელებაა რასაც ახლა მიყები. საბრალო ელენა რა გადაუტანია
_დედამ თავისი გაიტანა ,მაგრამ იმ დღეს კიდევ სხვა რამ აღმოაჩინა _სემი ისე დაიძაბა ადგილზე ვეღარ ჩერდებოდა . დრო და დრო წამოდგებოდა და მერე ისევ ჯდებოდა.
_თქვი ბოლოს და ბოლოს
_მან იმ დღეს გააცნობიერა, რომ ელენა ყველაძე ძლიერი იყო მთელს ჩვენს საგვარეულოში. მისი კიდევ უფრო მეტად შეშურდა და ამავე დროს შეეშინდა . დარწმუნებული იყო ,რომ ადრე თუ გვიან იგი შურს იძიებდა ,მაგრამ არ დასცალდა. ამ ამბიდან ერთი წლის თავზე ჩვენს ოჯახში უბედურება ელენას ჩაურევლად დატრიალდა . ჩვენი მშობლები დაიღუპნენ. უფრო სწორად მამაჩვენმა დედა მოკლა.
_ჩვენ ყოველთვის ვფიქრობდით ,რომ დეიდამ თავი მოიკლა
_ტყუილია, ეს მამაჩვენმა ჩაიდინა თანაც ელენას თვალწინ .
_ელენა იქ იყო?_იზაბელამ უხმოდ დააქნია თავი
სემი გაოგნებისგან ფეხზე ინსტინქტურად წამოდგა და კარისკენ წავიდა.ისე იყურებოდა როგორც სასმელისგან გათიშული ადამიანი . თითქოს პირველად დღეს გაიცნო ელენა. მის მიმართ საოცარი თანაგრძნობა დაეუფლა და ქვეცნობიერში საკუთარ თავს უსაყვედურა იმის გამო ,რომ ასეთი უსამართლო იყო . ის ხომ წლების მანზილზე ცდილობდა ოჯახური დრამა ელენასთვის დაებრალებინა. სინამდვილეში კი ამ ოჯახის ყველაზე დიდი მსხვერპლი სწორედ ის იყო . ოთახიდან გასვლა უნდოდა ... უკვე ვეღარ სუნთქავდა ,მაგრამ ისე იყო თითქოს წასასვლელად გზას ვერ პოულობდა. მოულოდნელად იზაბელას ხმამ შეაჩერა.
_ეს არავინ არ უნდა გაიგოს სემ . არ გაბედო ვინმესთვის მოყოლა_ქალმა თავი დააქნია , რადგანაც ლაპარაკი აღარ შეეძლო და ბარბაცით წავიდა კარისკენ.იზაბელა კარგა ხანს იჯდა საწოლზე და ფიქრობდა ბოლოს გამოერკვა და ახლაღა დაფიქრდა ელენაზე. მისი ქუჩაში ხეტიალი სახიფათო იყო არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ სხვებისთვისაც.წარმოიდგინა რა მოხდებოდა თუ მის სულში ძველებურად გაიღვიძებდა ამდენი ხნის მანძილზე მიძინებული ურჩხული ,რომელმაც ცოტა ხნის წინ უკვე იჩინა თავი. მაშინვე ტელეფონს დასწვდა და ნურთან დარეკვა დააპირა . ოთახში ისევ სემი შემოვიდა . იზაბელა წამით გაჩერდა და მიახალა ელენა ხომ არ დაბრუნდაო . მან ისევ თავი გააქნია და დაამატა ბარბარას დავხედეო .გოგონას უკვე ჩასძინებოდა. წითურს უკანასკნელი იმედიც გადაეწურა
_რას აკეთებ ?_ჩაეძია სემი
_ნურს ვურეკავ , ხმაურიან ადგილებს ყველაზე კარგად ის იცნობს. ვთხოვ ელენა მონახოს.ალბათ სადმე დასალევად წავიდა .სჯობს სახლში იყოს. სასწრაფოდ მონახა ჩამონათვალში ნურის ნომერი და დარეკა.
გოგონა როგორც ყოველთვის ღამის კლუბში ერთობოდა და უცნობ ბიჭს ეცეკვებოდა. მოულოდნელად მის მაგიდაზე ტელეფონი აწკრიალდა და ვიღაცამ ხელი დაუქნია მოდიო . ნურიც მაშინვე დაბრუნდა და მიხვდა , რომ სახლიდან ურეკავდნენ . ფართო ეკრანზე ციმციმებდა სახელი ‘’იზაბელა’’ . გოგონამ თვალები უკმაყოფილოდ გადაატრიალა და ტელეფონი ისევ მაგიდაზე დააგდო .
_მაპატიე დაიკო ,მაგრამ თავისუფლების პირველსავე საათებს ვერავინ ჩამაშხამებს . როგორც ელენამ თქვა ყველამ თავის თავს მიხედოს . ტელეფონი გათიშა, დაბალ სავარზელზე დადებულ ჩანთაში მოისროლა და უცხო ბიჭისკენ ცეკვა-ცეკვით გაიქცა
_თავხედიტელეფონი გამითიშა _ კბილებში გამოსცრა იზაბელამ და ფეხი წაკრა სკამს რომელიც სარკესთან იდო .
_იქნებ ჩვენ თვითონ მოვძებნოთ?
_სად მოვძებნოთ,ტელეფონი აგერ დევს_თვალით ანიშნა სარკისკენ იზაბელამ .
_იქნებ კარინამ ..._ ამოთქვა სემმა , მაგრამ უცებვე ინანა და გაჩუმდა. მიხვდა ,რომ ის რაც გაიფიქრა არც ისე კარგი ვერსია იყო.
_ ისიც წავიდა სადმე?
_კი ელენას წასვლამდე
_სულ არ მიკვირს ,ამას არ ელოდნენ? _ჩაიცინა იზაბელამ
_სახლში ჯენიფერი და ბარბარაა მხოლოდ .ორივეს სძინავს _იზაბელამ ტელეფონზე ახლა კარინას ნომერი მონახა და დარეკა. რამდენიმე ზარის მერე გოგონა ჩვეული ცივი ხმით გამოეპასუხა
_კარინა სად ხარ?
_მეგონა მონობა დასრულდა _იზაბელამ სიბრაზისგან თვალები დახუჭა და თავი ხელში აიყვანა .
_შენი დახმარება მჭირდება
_ახლა რაღა მოხდა?
_ელენა სახლიდან გაიქცა
_მერე მე რა ვქნა უკან გავეკიდო ?
_ იქნებ მონახო , ძალიან ცუდად იყო
_ამხელა ქალაქში სად მოვნახო ?
_კარინა გთხოვ ,შენთვის როდესმე რამე მითხოვია?_ ისიც აიმრიზა და მიახალა _ კარგი ხო . ვეცდები ვიპოვო , მაგრამ ვერაფერს დაგპირდები_და ტელეფონი გათიშა .იზაბელას მაინც და მაინც არ ჰქონდა კარინას იმედი , მაგრამ მაინც დაურეკა რადგანაც იმ წუთას სხვა ვერაფერი მოიფიქრა. ნერვიულობისგან უკვე ფეხები უკანკალებდა .
ელენას მართლაც უნდოდა სადმე წასულიყო და დაელია ,მაგრამ გადაიფიქრა. მერე ნელი ნაბიჯებით გაუყვა ასფალტს .ფაქტობრივად ვერც ვეღარაფერს გრძნობდა და ვეღარც თვალწინ მდებარე ტერიტორიას ხედავდა. ამას ისიც ემატებოდა,რომ იმ საღამოს რაღაც საბედისწეროდ შეიცვალა ამინდი და ახლა ისეთი ქარწვიმა წამოვიდა ძნელი იყო გაგერჩია შეს ირგვლივ რა ხდებოდა. ძნელი იყო ,მაგრამ მაინც შეძლო რაღაც მოაჯირის მაგვარს მიყრდნობოდა და ძირს სივრცეში გადაეხედა . ქვემოთ მხოლოდ კუპრივით შავი წყვდიადი იყო რომელსაც ბოლო არ მოუჩანდა.გეგონებოდათ მთელი სამყარო იმ სიბნელეში ჩაიკარგაო . უცებ გააცნობიერა , რომ ყველაფერმა რაც აქამდე შეუქმნია და რისთვისაც უბრძოლია აზრი დაკარგა . მოაჯირს ძლიერად ჩაჭიდა ხელი ,მაგრამ მაინც გაუცდა და ადგილზე ჩაიკეცა. მერე ცივი ხმით წამოიკივლა . ეს ხმა სასოწარკვეთის და უიმედობის უფრო იყო ვიდრე შიშის და სიბრალულის. ისევ ფეხზე წამოდგა . სახე ჩვეულებრივ ისეთი თეთრი და ნაზი ჰქონდა როგორც ხავერდი . ახლა კი მის სახეზე მხოლოდ ქარწვიმისგან დალურჯებული ტუჩები და ზღვასავით ელვარე თვალები ირეოდა ერთმანეთში . ცაზე შემზარავად გაიელვა თითქოს ღრუბლებში ცეცხლის ენები დალივლივებდნენ . ქალმა ზემოთ აიხედა და სიცივისგან გააკანკალა. მხოლოდ ახლა მიხვდა ,რომ ქუჩაში იყო.
‘’_რატომ ხარ ასეთი ჯიუტი ელენა ? რატომ არ აღიარებ ,რომ ცხოვრებამ სასტიკად დაგამარცხა? ‘’ _ უცებ გაიფიქრა და მისდაუნებლიედ გიჟივით სიცილი დაიწყო . მუხლებზე დადგა ხელები ცისკენ აღაპყრო და ისევ გიჟური სიცილით წამოთქვა_ ბედისწერა ასე რატომ დამცინის?
მერე თვალი გაუსწორა შთანმთქმელ სიბნელეს და რაღაც არაადამიანურად მოუნდა მასთან შეერთება . თითქოს იქ ხედავდა ერთადერთ ხსნას იმისთვის ,რომ ეპოვნა სიმშვიდე და ბედნიერება რომელიც ასე სჭირდებოდა და რომელსაც მთელი ცხოვრების მანძილზე ეძებდა . ქარწვიმამ სახე აუწვა , მაგრამ ვერც ამან აიძულა ქალი გონზე მოსულიყო . მის ზურგს უკან ლამპიონებით განათებულ ქუჩაში ვიღაცის სილუეტი გამოჩნდა.

თავი VII : დასაწყისი

ელენამ ხელები უფრო ძლიერად ჩასჭიდა მოაჯირს .მისი ცრემლებით სავსე თვალები სადღაც შორს უსასრულო სივრცეში იყურებოდნენ . არ გეგონოთ ,რომ თვითმკვლელობას ცდილობდა,უბრალოდ იხსენებდა მძიმე წარსულს, რომელმაც სამუდამო კვალი დატოვა მის სულში . მოულოდნელად ზურგს უკან გამოჩენილი ვიღაცის სილუეტი ამოძრავდა და ქალისკენ წამოვიდა . ელენა ისე იყო ფიქრებში წასული ვერაფერი შეამჩნი . სხვა დროს ალბათ მაშინვე მიხვდებოდა ,რომ ვიღაც მისკენ მოდიოდა. ქარწვიმამ ისევ აუწეწა თმა და სახეზე შემოახვია . დიდი ძალისხმევის შემდეგ მოახერხა ფეხზე წამომდგარიყო. სილუეტი კვლავ გამოძრავდა, მისკენ ხელი წასწია და მხრებზე დაადო . ეს შეხება იმას ჰგავდა სიცივისგან გაყინული ადამიანი ცხელი შხაპის ქვეშ ,რომ დააყენო . ერთხელ მოულოდნელობისგან შეჰკივლა კიდევაც ,მაგრამ შიშით ნამდვილად არ შეშინებია. ქალი წამიერად დაუბრუნდა რეალურ სამყაროს და შეეცადა გაერკვია მის გარშემო რა ხდებოდა.მერე სწრაფად მოტრიალდა, მაგრამ ვერაფერი გაარჩია.სველი თმები თვალებზე და ცხვირზე მისწებებოდა.ხელით მოიცილა და ახლა დაინახა, რომ მის წინ სულაც არ იდგა უცხო . ის იყო ვისაც ყველაზე ნაკლებად ელოდა. თუმცა იმის გაცნობიერებამ ,რომ ვიღაცამ ხელი ჩასჭიდა და თვალებში ჩახედა უსაზღვრო შვება მოჰგვარა. თავი დაცულად იგრძნო,გულში კი მისგან გაუცნობიერებლად გაჩნდა იმედის ნაპერწკალი .ქალს სიცივისგან და მღელვარებისგან ტუჩები უთრთოდა. ისე კანკალებდა ენა დაება და ვერაფერი თქვა, ძალიანაც უნდოდა როგორც სჩვეოდა ისე აყვირებულიყო, მაგრამ ცახცახმა აიტანა. ბოლოს მაიკმა დაარღვია ის სიჩუმე, რომელიც ყველაზე მეტად ანადგურებდა ელენას. უზომოდ უნდოდა მისთვის კაცს რაღაც მაინც ეთქვა თუნდაც უმნიშვნელო. ის რაღაც რაც მდგომარეობიდან გამოიყვანდა და აიძულებდა ისევ ებრძოლა ცხოვრებისთვის. უნდოდა თუნდაც ისეთი სიტყვები მოესმინა ,რომელიც ყველაზე სულელური და უაზრო იყო.ოღონდ ადაიანის ხმა გაეგო ...იმ ადამიანის ,რომელსაც ის არ სძულდა . რომელიც შურით,ზიზღით და მტრობით არ უმზერდა.
_აქ რას აკეთებ ხომ არ გაგიჟდი გინდა?ასეთ ამინდში ქუჩაში ვინ დადის ?_ კაცმა ელენა გულზე მიიხუტა და შუბლზე აკოცა. ქალს მთელის სხეულში ჟრუანტელმა დაუარა . ქარ-წვიმაც უფრო მეტად იკრებდა ძალებს, და უტევდა არემარეს . ეტყობოდა ,რომ ამინდი უფრო მეტად უარესდებოდა. ელენას შეპასუხება უნდოდა ,მაგრამ ვერ შეძლო რადგან ხმა ჩაუწყდა... სადღაც კისერში ჩაეკარგა
_მე...
_ სულ გაყინულხარ და დასველებულხარ. აქედან უნდა წავიდეთ_ ხელი ხელზე ძლიერად მოუჭირა და მოქაჩა, რომ წაეყვანა ,მაგრამ მან ნაბიჯის დაძვრაც ვერ მოახერხა ისე მოეკეცა მუხლები და წყლიან ორმოში ჩავარდა. მაიკმა მაშინვე ხელი წააშველა , რომ აეყენებინა ,მაგრამ მიხვდა ქალს სიარული არ შეეძლო და სასწრაფოდ ხელში აიყვანა. წამსვე იგრძნო მისი სხეული,რომელიც ენით აუღწერლად კანკალებდა. კბილები რომელიც სიცივისგან უღრჭიალებდა და დრო და დრო ერთმანეთზე დაკვრის ხმაც გაისმებოდა. მაიკმა კარი შეაღო და იქვე კედელზე სინათლის ასანთებს აჰკრა ხელი .
ოთახი განათდა . ეტყობოდა, რომ ბინა იყო .არც თუ ისე დიდი ,მაგრამ გემოვნებით მოწყობილი . ფარდები ისეთი გრძელი იყო, რომ ძირს დასთრევდა .მაშინვე მიხვდებოდით ,რომ მის მიღმა ფართე ფანჯარა იყო . თანამედროვე ჩალისფერი ავეჯი დაბალი მაგიდის გარშემო ფანჯარასთან ახლოს დაელაგებინათ. სანათები კედლებზეც იყო და ტუმბოებზეც . აქა-იქ სურათებიც ეკიდა. განსაკუთრებით ერთი უცნური ფოტო იყო თვალშისაცემი . ბრიალა მთვარის შუქზე მოსჩანდა რაღაც ცხოველის ანარეკლი . მგელს უფრო ჰგავდა ვიდრე სხვა ცხოველს . თავი მაღლა მთვარისკენ ჰქონდა აშვერილი თითქოს ყმუოდა . ელენა ზუსტად იმ სურათისკენ იყურებოდა ,მაგრამ მას უცქერდა თუ უბრალოდ კედელს ძნელი ამოსაცნობი იყო. მაიკმა ელენა ერთ-ერთ დივანზე დასვა ,მერე ხალათი გამოუტანა და უთხრა ეს ჩაიცვიო ,თვითონ კი ოთახიდან გასვლა დააპირა , მაგრამ ქალი ფეხზე წამოდგა. ეტყობოდა ,რომ უკვე აღარ კანკალებდა და უფრო მხნედაც გამოიყურებოდა.
_სახლში უნდა წავიდე.ეს აზრი არ მომწონს .
_ ძალიან ცუდი ამინდია
_არაუშავს!უარესშიც მივლია_ თავმომწონედ თქვა მან
_ახლა ამ სველ ტანსაცმელს თუ არ გაიხდით, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა გელის
_ვეჭვობ აქ დარჩენით უფრო სერიოზული პრობლემების მელის _ჩაილაპარაკა ქალმა ისე, რომ მაიკისკენ არ გაუხედავს ,მაგრამ მან მისი ნათქვამი კარგად გაიგონა
_კარგი რა ელენა _სახელის გაგონებაზე თვალები დააბრიალა და კაცს გახედა ,რომელიც კარებში იდგა და ლაყბობდა. მისი სახის დანახვაზე წამში გამოერკვა და შეასწორა _უფრო სწორად ქალბატონო ელენა .
_ხო ,მართლა როგორ აღმოჩნდი ჩემთან ?_ხელი წელზე შემოიდო და გამომცდელად დაელოდა პასუხს რომელიც იგვიანებდა .
_მმმ...მე აქვე ვცხოვრობ ...იცით? თქვენთან დავრეკე მინდოდა გამეგო ყველაფერი ხომ კარგად იყო და .... წითურმა მითხრა ..._უცებ შეასწორა წინანდელი რეაქციის გათვალისწინებით _ქალბატონმა იზაბელამ , რომ შეუძლოდ იყავით და სახლიდან გაიქე... ასე ,რომ ვთქვათ წახვედით _ელენამ უკმაყოფილოდ ამოიხვნეშადა გაიფიქრა ‘’ამას სახლში, რომ მივალ მერე მივხედავო’’.
_გასაგებია..._ფიქრნარევად წარმოთქვა მან
_მოკლედ წვიმის გადაღებამდე რჩებით ხომ ?_ ვედრებით სავსე მზერა მიაპყრო კაცმა_ელენამ მხრები აიჩეჩა და ხალათს დასწვდა
_კარგი,იყოს ისე როგორც იქნება _მაიკი გაბრუნდა და ელენას გამოცვლა აცადა. ცოტა ხანში ისევ გამოვიდა . ცალ ხელში ყავით სავსე ჭიქა ეჭირა ,მეორე ხელში კი პლედი .
_დაიფარეთ ალბათ ისევ გცივათ, ცხელი ყავაც არ გაწყენთ .წვიმის გდაღებამდე ტანსაცმელიც გაგიშრებათ
_გმადლობ-ცივად წარმოთქვა ქალმა და პლედი მიიფარა_სითბომ თითქოს მთელს სხეულში დაუარა გეგონებოდათ ცხელი წყალი გადაასხესო
_კარგი რა ასე ნუ მიყურებ შენს შეჭმას არ ვაპირებ.
_არ მიყვარს სხვასთან დარჩენა ,მით უფრო უცხოებთან
_ჩათვალე, რომ სხვა გზა არ გაქვს .გამოუალ მდგომარეობაში გამონაკლისები ყოველთვის დაიშვება. თანაც მე არ ვარ უცხო ბოლოს და ბოლოს თქვენი ...ასე ,რომ ვთქვათ ქვეშევრდომი ვარ _მხიარულად გაიცინა კაცმა
_კარგი რაც არის არის_თქვა და ცხელი ყავა მოსვა . ესიამოვნა და წამით გაბრაზებამაც გაუარა_ სხვათაშორის პირველად ვარ ჩემი თანამშრომლის სახლში. ძალიან იშვიათად ვრჩები ვინმესთან სტუმრად. _ჩაიცინა ელენამ
_რაღაც ყოველთვის ხდება პირველად. სხვათაშორის ჩემი უფროსიც პირველადა არის ჩემთან სტუმრად
_ვატყობ აშკარა კანონზომიერებასთან გვაქვს საქმე _ ისევ ჩაიცინა ელენამ
_რკინის ქალის შთაბეჭდილებას ტოვებთ ,არადა სულაც არ ჰგავხართ ურჩხულს
_მაბამ ?_ ხმამარლა და პირდაპირ წარმოთქვა ის რაც წინა დღეებში მხოლოდ გაიფიქრა
_ესე იგი ქალს კომპლიმენტს თუ ვეტყვი აუცილებლად უნდა ვაბამდე ? მით უფრო , რომ ამ შემთხვევაში ეს ყოველივე სიმართლეს უფრო შეესაბამება ?
_არ ჰგავხარ იმ კაცს რომელიც მსგავს სიტყვებს უმიზეზოდ ისვრის ,კაცებს ჩემზე უკეთ არავინ იცნობს.შეგიძლია ამაში დარწმუნებული იყო _ელენამ საჩვენებელი თითი ასწია და მაიკს თვალწინ დაუტრიალა . მას ამაზე მხოლოდ გაეღიმა, თუმცა აშკარა იყო ქალი სიმართლეს ამბობდა.
_ეს ჩემი თავქარიანობა ისეთივე ნიღაბია ,როგორიც თქვენი სისასტიკე და გულცივობა _მაიკს იმდენად გულწრფელად გამოუვიდა ამის თქმა, ელენას შეპასუხებაც კი მოერიდა. მიუხედავად ამისა მაინც ესიამოვნა ეს სიტყვები მით უფრო ,რომ კაცისგან იყო წარმოთქმული. მერე ხუმრობაში გადაიტანა და დაამატა
_ ხო ვიცი პირველსავე დღეს რა დღეში ჩააგდეთ ჩემი საბრალო და გულუბრყვილო მდივანი ემა . მეორე დღეს შენს მოსვლაზე ,რომ მელაპარაკებოდა თვალები უბრწყინავდა._ მაიკმა ხმამაღლა გაიცინა ემას ხსენებაზე და უმცროსი პირსლების მოსვლა გაიხსენა
_სხვათაშორის თქვენი დები, რომ მოვიდნენ ისე დაიბნა გზა ძლივს გაიგნო თქვენს კაბინეტამდე . ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა ,რომ მათი ეშინოდა
_მორიდებული გოგოა ,მაგრამ ერთგული და ჭკვიანი
_ თქვენ მაინც და მაინც არ გგვანან
_ჰო ისინი ცოტა სხვანაირები არიან . ჩემგან განსხვავებით ურჩხულებივით არ იქცევიან ,მაგრამ სამაგიეროდ უტაქტოები და ცოტა უზრდელებიც არიან _მაიკმა თვალი გაუსწორა ელენას და სერიოზულად ჰკითხა
_თქვენ როგორი ხართ?_ქალი წამით გაჩერდა და ღიმილი სახეზე შეეყინა .მერე გაუბედავად და ბუტბუტით წარმოთქვა
_ჩემს შესახებ იმდენი ვერსია გექნებათ მოსმენილი არა მგონია, რომ..._მაგრამ მაიკმა ისევ გააწყვეტინა
_მე თქვენი ვერსია მაინტერესებს _ელენა გასწორდა და გამომეტყველება შეიცვალა.წამით დაიბნა .რა ეპასუხა არ იცოდა ,მაგრამ მერე ისევ სცადა თავის დაძვრენა
_საკუთარ თავზე ლაპარაკი არაკორექტულია
_სხვაზე ლაპარაკიც არაკორექტულია ,მაგრამ თქვენზე მაინც ძალიან ბევრს საუბრობენ . რატომღაც მგონია ,რომ იმ ვერსიებისგან რაც თვენზე მსმენია ყველა თუ არა უმეტსობა მაინც მტკნარი სიცრუეა .
-რატომ ხართ ასე დარწმუნებული ,რომ სიცრუეა? ჩემს შესახებ ხომ არაფერი იცით ? თქვენ მე არ მიცნობთ
_უბრალოდ ვარ. ხომ მაქვს უფლება ჩემი აზრი გამაჩნდეს ?
_მაგის უფლება ყველას აქვს
_მე მჯერა იმის რასაც ვფიქრობ
_გააჩნია თქვენ რა გჯერათ,ვისაც რა უნდა იმას იჯერებს
_მზად ვარ მოგისმინოთ . საერთოდ მგონია ,რომ ცუდის დაჯერება უფრო მარტივია ვიდრე კარგის_ მაიკმა დივნის სახელურზე შემოაწყო ხელები და სმენად იქცა .
ელენა ყველანაირი გზით ცდილობდა ,რომ თავი დაეხსნა არასასურველი კითხვებისგან. ხან ხუმრობაში გადაიტანდა და ხან სერიოზულ სახეს იღებდა . დრო და დრო ხელებს ნერვიულად ათამაშებდა. კაცი არ ეშვებოდა. უნდოდა რაც შეიძლება მეტი ეთქმევინებია საკუთარ თავზე. მისი მოთმინების ფიალა კი საბოლოოდ აივსო და ფეხზე წამოხტა. რეაქცია ,რომელიც ქალისგან მიიღო ყველაზე გამაოგნებელი რამ იყო მათ სორის რაც კი ცხოვრებაში ენახა.
_ არ მინდა ამაზე ლაპარაკი...არ მინდა ჩემს თავზე ლაპარაკი ...არ მინდა ჩემი წარსულის გახსენება ... ნუთუ ასე ძნელია უბრალოდ თავი დაანებო ჩემს ცხოვრებაში ჩარევას? როდესაც ვამბობ ,რომ არ მინდა ესე იგი არ მინდა და მორჩა . არასოდეს... არასოდეს არავისთვის მიმიცია უფლება ასე ღრმად შემოსულიყო ჩემს პირად ცხოვრებაში ._მაიკი შეცბა . ელენა ისე უყურებდა, როგორც გალიაში გამომწყვდეულ მსხვერპლს.
_კარგი დაწყნარდი არც კი მიფიქრია , რომ შენთვის რამე იძულებით მეთქმევინებია .
_ ჯერ არ დაბადებულა ადამიანი და მით უფრო კაცი ვინც მე რამეს მაიძულებს . შემომხედე ...შემომხედე ... ვგავარ მე იმ სულელ და ქარაფშუტა ქალებს რომლებიც აქამდე გინახავს ? მე ელენა პირსლი ვარ და როცა ვამბობ არას ეს იმას ნიშნავს ,რომ არა ...
ელენას სიბრაზისგან მთელი სხეული უკანკალებდა და თავს ვეღარ ერეოდა. მისმა მრისხანე ყვირილმა მთელი ოთახი მოიცვა და ძლიერი ექოთი დაიჭექა სახლში . მაიკმა ცხადად დაინახა ,რომ ელენას ქათქათა ხელები ისე ძლიერად დაემუშტა ,რომ გეგონებოდა ვეღარასდროს გახსნისო . მის თვალებში კი პირველად დაინახა ქალის მაგივრად მხეცი . მისთვის ელენა გაცნობის დღიდან მხოლოდ ქალურ მშვენიერებასთან ასოცირდებოდა ,რომელსაც უნდა ეტრფოდე და აღმერთებდე .ახლა კი მისი თვალებიდან მხეცი უყურებდა, რომელიც მზად იყო ნებისმიერ წამს მოეკლა . ქალმა საზარლად დაიღრინა და ორი ნაბიჯით მოშორდა დივანს .მერე თვალები დახუჭა და ღრმად ამოისუნთქა ,თითქოს გონებით სადღაც უსასრულო სივრცეში იყურებოდა . იფიქრებდით რაღაც რიტუალს ატარებსო . ეს რეაქცია ძალიან ჰგავდა იმას რაც ცოტა ხნის წინ მის დასთან ბარბარასთან შეემთხვა , მაგრამ აშკარად ეს გაცილებით ძლიერი და დაუოკებელი რამ იყო. მაიკმა გაოგნებისგან პირი დააღო, მაგრამ გულის სიღრმეში შეეშინდა კიდევაც . მსგავსი რამ არც ენახა და არც გაეგონა მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე. მეორე წამს სხეულში რაღაც ძლიერი ბიძგები იგრძნო , ისეთი განცდა დაეუფლა თითქოს ვიღაც მისი კანის გახლეჩვას და მის სხეულში შეღწევას ცდილობდა . ეს დაახლოებით ორ წუთს გაგრძელდა და მოულოდნელად ელენაც გონს მოვიდა. ისეთი სახით უყურებდა თითქოს ძალა გამოეცალა და სადაცაა დაეცემაო. კაცი ხელის შეშველებასაც კი აპირებდა, მაგრამ ქალი ისევ მიუახლოვდა და ისევ მრისხანედ დაუღრიალა
‘’_ამას როგორ აკეთებ ? მიპასუხე როგორ ? ‘’ _ მაიკი ვერც კი მიხვდა რა ხდებოდა ამ ქალის თავს , მაგრამ წამის მეასედში სტაცა მაჯაში ხელი და ძლიერად მიიზიდა მისკენ . უკვე ხვდებოდა ,რომ მას ახლა თუ არ გააჩერებდა ამის გაკეთება მალე ძალიან გაუჭირდებოდა. ქალი ინსტინქტურად აღმოჩნდა კაცის კალთაში. ერთხელ ისევ გაიბრძოლა, რომ მოსცილებოდა , მაგრამ ვერ შეძლო . მაიკს მისთვის ხელები ზურგს უკან გაეკავებინა,თანაც ისე ძლიერად , რომ განძრევაც არ შეეძლო .
‘’_საიდან ამხელა ძალა ‘’_გაიფიქრა ელენამ და მაიკს შეხედა
_გამიშვი _დაიყვირა თავდაჯერებულმა.
_ჯერ დაწყნარდი და ადამიანურად მოიქეცი
_შენი საქმე არ არის დავმშვიდდები თუ არა, ვერავინ ვერაფერს მიბრძანებს გასაგებია ?
_ ხოდა იჯდები ასე _მკვახედ მოუჭრა კაცმა და სავარძელში გადაწვა . ელენას ხელები კი ცალი ხელით ეჭირა . კარგახანს იბრძოლა ქალმა, რომ თავი გამოეხსნა ,მაგრამ ვერ შეძლო . ბოლოს როგორც იყო დანებდა და მაიკმაც გაუშვა . ელენამ მაჯაზე მოისვა ხელები ,რომელიც ოდნავ გასწითლებოდა . მერე მისი მუხლებიდან ადგომა სცადა ,მაგრამ მაიკმა ხელი ძლიერად მოხვია წელზე და ისევ მისკენ მიიზიდა . მათი სახეები ისე ახლოს იყო ერთმანეთთან ლამის ეხებოდა კიდეც . მოყვითალო თმა ყურს უკან გადაუწია ქალს და ჩუმად ,მაგრამ გამომცდელად ჰკითხა .
_წუთის წინ რას მიკეთებდი ?_ელენამ ისე გახედა , თითქოს ვერ მიხვდა რას გულისხმობდა იგი
_რააა ?
_წუთის წინ რას მიკეთებდი? _გაიმეორა მაიკმა _მთელი სხეულით ვგრძნობდი .არ გაბედო უარყოფა და არც შენს ძველ საყვარლებში შეგეშალო .ახლავე მიპასუხე კითხვაზე
_გთხოვ _ვედრებით სავსე თვალები მიაპყრო ქალმა და თვალზე ცრემლი ჩამოუგორდა .მაიკს ისე შეეცოდა ,რომ სხვა ვერაფერი მოიფიქრა და ძლიერად აკოცა . ეს არ ჰგავდა ჩვეულებრივ კოცნას. ეს არც სიყვარულს ჰგავდა და არც სიძულვილს . ეს უფრო ვნება იყო ,რომელიც იმ წუთას ორივეს სჭირდებოდა . მოულოდნელობის მიუხედავად ეს კოცნა მეტისმეტად დიდხანს გაგრძელდა . თითქოს დრო გაჩერდა და ირგვლივ ყველაფერი გაირინდა ამ სანახაობის საცქერლად . ქალი ისე გრძნობდა თავს გეგონებოდათ რკინის ჯაჭვებით დააბესო. გაკავებული იყო და არაფრით არ შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა.თუმცა ძალიანაც არ მოუნდომებია . მხოლოდ ის აოცებდა საიდან ჰქონდა ამ ერთი შეხედვით ჩვეულებრივ კაცს ამხელა ძალა ხელებში .
_მაპატიე ,არ მინდოდა ,რომ შენთვის მეწყენინებია _დაბნეული სახით უთხრა მაიკმა ,როცა ხელი გაუშვა. ელენამ ძლიერად ამოისლუკუნა და ღრმად ჩაისუნთქა .მერე ისევ სცადა ადგომა,მაგრამ ამჯერად კაცს წინააღმდეგობა არ გაუწევია. მისკენ ზურგით დადგა და მოყოლა დაიწყო:
_ ცხრამეტი წლის ვიყავი როცა ეს პირველად გავაკეთე, მაგრამ არ მინდოდა , გეფიცები არ მინდოდა ... დედამ მაიძულა ... მაშინ პირველად ვიგრძენი როგორ მძულდა საკუთარი თავი.
_რაზე ლაპარაკობ ? იმაზე რასაც მიკეთებდი ?
_არ გიკეთებდი ,შენს მოკვლას ვცდილობდი ,მაგრამ ვერ შევძელი
_რაა ? და ამას ასე მშვიდად მეუბნები ?
_ ვერ შევძელი! ცხოვრებაში პირველად ვარ უძლური კაცის წინაშე . ვცდილობდი შენს გონებაში შემეღწია ,მაგრამ ვერ მოვახერხე. არ ვიცი რატომ . ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს , მაგრამ ვხვდები როგორ მაგიჟებს ეს ყოველივე . მაგიჟებს ჩემივე უძლურება . ამის ატანა წარმოუდგენელია
_რას ნიშნავს გონებაში შეგეღწია? შენ რა დამცინი ?
ელენა მოულოდნელად მოწყვეტილად დაეცა მუხლებზე და თავი ხელებში ჩარგო .ხელებს უკნიდან გულსაკლავი ტირილი ისმოდა. მაიკი წამში წამოხტა ფეხზე და ქალს მხრებზე ხელი მოხვია, მაგრამ ნუგეში არ გამოუვიდა .ელენა გრძნობდა , რომ სულის შიგნით რაღაც ჩასწყდა . ახლა ვინმეს გამხნევება მართლაც სჭირდებოდა ,მაგრამ მაიკთან დაახლოება ძალიან აშინებდა და ერჩივნა ეს არ გაეკეთებინა. მერე ცრემლები მოიწმინდა , ხელი სწრაფად გააშვებინა და ისე უთხრა:
_მამაკაცებს ჩემი სხეული იზიდავს .შენც გიზიდავ ვიცი,ამას შენს თვალებში ვხედავ . პირველსავე დღეს მივხვდი ,რომ ჩემით დაინტერესდი . ამას მთელი სხეულით ვგრძნობდი. გგონიათ, რომ ყველაზე სასურველი ვარ მათ შორის ვინც გინახავთ , მაგრამ ეს ასე არ არის. მე ურჩხული ვარ... ყველაზე საშინელი ურჩხული ,რომელიც ნატიფ სხეულში პოულობს თავშესაფარს. ჩემი გარეგნობა მხოლოდ ნიღაბია მსხვერპლის ადვილად მოსატყუებლად. კარგად შემკული სატყუარა ვარ. მე მკვლელი ვარ , რომელმაც საყვარელი კაციც კი არ დაინდო . მე ის ქალი ვარ , ვინც პირობა ვერ შეასრულა და საკუთარ თავს ვერ აჯობა .მე ის მოვკალი მაიკ და ის არ ყოფილა უკანასკნელი ...ჩემს თვალწინ გადაფრინდა ხიდიდან. იქვე ვიდექი და ვუყურებდი... ვუყურებდი და არაფერი გავაკეთე ... ხელი არ შევუშალე_ ქალი თითქოს ვერ სუნთქავდა და იგუდებოდა ლაპარაკის დროს
_რას ამბობ,ვინ გადავარდა ხიდიდან ?
_არ გადავარდნილა ...მე ვაიძულე, რომ გადამხტარიყო...ეს მე ჩავიდინე... თვალებში ვუყურებდი და ვუმეორებდი ,რომ გადამხტარიყო . წინააღმდეგობა ვერ გამიწია ... ყველაზე საშინელი ისაა ,რომ უკანასკნელი სიტყვა რაც მითხრა ის იყო ,რომ ვუყვარდი . მე კი ის გამოვიყენე. საკუთარი ძალაუფლების დასამტკიცებლად გამოვიყენე . ყოველ ღამე ჩამესმის მისგან წარმოთქმული ეს სიტყვა. მე კი არაადამიანურად მოვიქეცი . ჩემში მხეცი ვერ დავაძინე.ვერ შევაჩერე . ზუსტად ისე როგორც წამის წინ , მაგრამ შენგან განსხვავებით ის ჩემს წინაშე უძლური აღმოჩნდა. დედაჩემს უფლება მივეცი ვემართე. არც კი ვიცი რა ვუწოდო საკუთარ თავს. მე არ მაქვს სახელი მაიკ .
_ამას როგორ აკეთებ ?_გაოგნებული ხმით იკითხა კაცმა
_არ ვიცი ! ამას ვერ ვმართავ. მინდა, რომ ადამიანი ვიყო ,მინდა რომ ბედნიერი ვიყო , მაგრამ არ შემიძლია. რამდენი ხანია ეს არ დამმართნია . თითქოს ყველაფერმა მიიძინა, მაგრამ დღეს ისევ ... დღეს ისევ გავაკეთე ეს ...შენს მოკვლას ვცდილობდი . მთელი სხეულით გებრძოდი, მაგრამ უარესი მოხდა ,რაც უფრო ძლიერად შეგებრძოლე , მით უფრო მეტად დავსუსტდი . ჩემზე ძლიერი ხარ, ან ჩემს ნიჭს... არ ვიცი ეს რას ნიშნავს... არასოდეს აქამდე არ შემხვედრია ადამიანი ,რომელსაც ჩემი შეჩერება შეეძლო
_ ჩემი მოკვლა გინდოდა? მოიცა მართლა გინდოდა მოგეკალი ? ეს რაღაც ზღაპარს ჰგავს
_რამდენჯერ გაგაფრთხილე, რომ თავი დაგენებებინა? გითხარი ნუ მისვამ კითხვებს არ მომწონს მეთქი ,შენ კი უარესად შემომიტიე. ყველაზე მეტად ამას ვერ ვიტანთ როცა რამეს გვაიძულებენ... ამას ვერ ვუძლებთ და მხეცებს ვემსგავსებით.
_რას ნიშნავს ვერ იტანთ? ეს ყველას შეგიძლიათ?
_ შეიძლება ითქვას .განსაკუთრებით ძლიერი ჩემი და ნურია. დედაჩემისგან გამოჰყვა როელიც წარმოუდგენელი იყო . თავს საერთოდ ვერ მართავს თან მოსწონს კიდევაც ის რომ ასეთია. კარინაც საკმაოდ ძლიერია ,მაგრამ ხშირად კონცენტრირებას ვერ ახერხებს. საკუთარი თავის ეშინია, როცა საქმე საქმეზე მიდგება ყოველთვის გარბის . ჯენიფერი ცდილობს მუსიკით ჩაიკლას მხეცი , გარესამყაროს წყდება . ინტერესს არ იჩენს არაფრის მიმართ ,იზაბელა და სემი ყველაზე ‘’წმინდაა’’ ჩვენს ოჯახში . სემი ფაქტობრივად სახლიდან არ გამოდის. ცდილობს გარესამყაროსგან გარიდებით შეაჩეროს საკუთარი თავი . იზაბელა კი არ ვიცი ამას როგორ ახერხებს , თვითონაც არ იცის , მე კი ...მე ყველაზე დიდი ურჩხული ვარ . იშვიათად ვიღვიძებ, მაგრამ მერე თავის მართვას ვერ ვახერხებ . უფრო მეტიც მსიამოვნებს, როცა ამას ვაკეთებ .რათქმაუნდა იმწუთას ,როცა აგონიაში ვარ. ჩვენს გვარში მე,ნური და ჩვენი დეიდაშვილი კონსტანცა, რომელიც ახლაც ლონდოში ცხოვრობს განსაკუთრებულები ვართ . განსაკუთრებულად ძლიერები .გაჩერება არ შეგვიძლია ... სრულიად უმართავები ვართ. დღეს ჩემი დის ბარბარას მოკვლა ვცადე . წარმოგიდგენია? არც კი ვიცი რამ შემაჩერა . ჩვენს შორის იზაბელა ,რომ არ შამდგარიყო არ ვიცი რას ვიზამდი . ის...ის სრულიად უმწეო იდგა ჩემს წინაშე და მევედრებოდა შევჩერებულიყავი ,მაგრამ არ შემეძლო
მაიკი ფეხზე წამოდგა და ოთახში სიარული დიწყო , თან ფიქრობდა . ელენა დიდხანს აყოლებდა თვალს მის ნაბიჯებს . ბოლოს გაჩერდა და ისევ ფიქრნარევი მზერით კითხა:
_ესეიგი ეს სხვა დროს არ დაგმართნია?
_ არასოდეს ,სხვასთან არასდროს... კაცთან მითუფრო. ჩვენთვის კაცის მართვა გაცილებით მარტივია ვიდრე ქალის.
_გასაგებია_მერე ისევ გვერდით მოუჯდა იატაკზე და ხელი ისევ მხრებზე მოხვია_არ იჯავრო, ყველაფერი კარგად იქნება . მე დაგეხმარები ,რომ თავი დააღწიო ამ საშინელებას
_როგორ ,როცა ისევ ვინმეს მოკვლა მომინდება და გავმხეცდები დამაბამ და არ მიმიშვებ ? ისე როგორც დღეს გააკეთე? შენ არც კი გესმის რას ამბობ.
_თუნდაც ,რაც შეეხება იმას ,რაც შენს საქმროზე მიამბე . ეს შენი ბრალი არ არის... დედაშენმა ისარგებლა იმით, რომ გმართავდა. შენ ამას არ გააკეთებდი . არ უნდა დაიტანჯო იმით რაც შენზე არ არის დამოკიდებული .
_თავს ნუ მოიტყუებ მაიკ . მე ნამდვილად არ ვარ ანგელოზი . არც ის ქალი ვარ ვისზე ფიქრიც არგებს რომელიმე კაცს.
_შენ სულაც არ ხარ ურჩხული . მიუხედავად იმისა ,რომ ოჯახში არავის უყვარხარ შენ ყოველთვის გვერდით უდგახარ მათ. შენს ადგილას მე ამას არ გავაკეთებდი. ყველას ჯანდაბაში ვუკრავდი თავს .
_შენც კი მიხვდი, რომ არ ვუყვარვარ?_ მაიკმა თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად და თანაგრძნობით სავსე მზერა მიაპყრო_არავის არ ვუყვარვარ ამ ქვეყნად .მხოლოდ იზაბელას და ბარბარას აქვს ჩემს მიმართ რაღაც გრძნობები_ მაიკმა მარმარილოსავით თეთრ ხელზე მოჰკიდა ხელი და ძლიერად მოუჭირა .
_ნუ გეშინია. არ გინდა ცხელი აბაზანა მიიღო ? უკეთ გახდები, დილით კი სახლში წაგიყვან
_საჭირო არ არის, მძღოლს დავურეკავ და წამში აქ გაჩნდება
_როგორც გინდა
-გმადლობ ყველაფრისთვის_ძლივს ამოთქვა და მძიმე ნაბიჯებით წავიდა სააბაზანოს კარისკენ
მაიკმა ელენას სუფთა პირსახოცი მიაწოდა და აბაზანის კარამდე მიაცილა. ქალმა მადლობა გადაუხადა და ნაზად გაუღიმა . სააბაზანო არც ისე ფართე იყო . როგორც კი შიგნით შევიდა, რაღაც უცნაურად იგრძნო თავი , თითქოს არც სურნელი მოეწონა . მგონი ვგიჟდებიო გაიფიქრა, გასაღები გადაატრიალა და ხალათი გაიხსნა . ცხელი წყალი მოუშვა და ხელი შეუშვირა .ელენას ძალიან უყვარდა შესამჩნევად ცხელ წყალში ბანაობა და როგორც კი კანზე იგრძნო ძალიან ესიამოვნა .მერე შიშველი ფეხები გადასწია და შხაპის ქვეშ შევიდა. ტანი კარგად გაისაპნა და წყალს შეეყუდა ,მაგრამ მოულოდნელად ფეხებზე რაღაც იგრძნო , თითქოს ყინულივით ცივ წყალში იდგა . სახე სწრაფად ჩამოიბანა და ფეხებზე დაიხედა . აბაზანა წყლით ივსებოდა და ნელ-ნელა წითლდებოდა . ელენამ რამოდენიმე წამში დაინახა, რომ აბაზანის ხვრელიდან კუპრივით შავი გველი ამოსრიალდა .


თავი VIII :სტუმრად

ელენას გველის დანახვაზე ენა ჩაუარა. თითქოს ადგილზე გაქვავდა და ვეღარ ინძრეოდა. შეეძლო დაეფიცებინა, რომ მთელი ძალით ცდილობდა განძრეულიყო ,მაგრამ პარალიზებულს ჰგავდა. გველი ფეხებს შორის გამოსრიალდა და ვანაში კუდზე დადგა. თითქოს ელენას თვალებში უყურებდა და რაღაცას ეუბნებოდა თუ აფრთხილებდა .მოულოდნელად გველი ისევ წითელ წყალში ჩასრიალდა, ფეხებიდან ამოყვა,წელზე შემოეხვია და კისერზე ჩამოუსრიალდა . ელენამ ვერც კი დაინახა როგორ გაქრა გველი წითელ წყალთან ერთად და ძალაც დაუბრუნდა .ხელი ძლიერად ჩასჭიდა პირსახოცის ჩამოსაკიდებელს და საზარლად დაიკივლა .მერე აბაზანაში დაჯდა და ხელები ფეხებზე შემოიხვია ,თან განწირული კიოდა . აბაზანის კარზე ბრახუნის ხმა გაისმა ,მაგრამ მას ადგომა არ შეეძლო,თითქოს ეშინოდა ,რომ თუ გაინძრეოდა გველი ისევ დაბრუნდებოდა. აზრობრივად ვერა ,მაგრამ შინაგანად , სადღაც მიძინებულ მეორე მეში მიხვდა რას აფრთხილება გველი .
_კარი გამიღე ‘’ _ისმოდა ისევ გარედან ყვირილი ,მაგრამ ელენა შიშისგან ვერ დგებოდა .
რამდენიმე წუთიანი პაუზის მერე აბაზანის კარი შემოიმტვრა და მაიკიც შემოვარდა . შიშველი ელენა აბაზანაში იჯდა და ხელებს მთელი ძალით იჭერდა ფეხებზე . გეგონებოდა ვერც კი გრძნობს ,რომ წყლის ქვეშ ზისო . კაცმა სიმწრისგან ცალი ხელით თმა აიჩეჩა და ფართე პირსახოცი ჩამოგლიჯა საკიდიდან . წყალი მოკეტა,პირსახოცი ელენას მოახვია და აბაზანიდან ამოიყვანა . როგორც შეშლილი ისე იყურებოდა რამდენიმე წუთის განმავლობაში .მერე კი უცებ გონს მოვიდა და ავტომატურად გახედა საათს . 02:15 საათს აჩვენებდა .
_სახლში უნდა წავიდე თანაც ახლავე! _მხოლოდ ეს წარმოთქვა და სახლის ტელეფონს დასწვდა. ნომერი ელვის სისწრაფით აკრიფა და მძღოლს უბრძანა, რომ მოსულიყო. მაიკი არ შესწინაარმდეგებია . თვითონვე მიხვდა ,რომ ამას აზრი არ ქონდა .ელენამ აქეთ იქეთ მიმოიხედა. კაცმა მაშინვე მოიაზრა , რომ ტანსაცმელს ეძებდა და მიანიშნა სადაც იყო . ელენას ხუთი წუთიც არ დასჭირვებია, რომ ტანზე ჩაეცვა და მზად ყოფილიყო. მერე ისევ ადგილზე ტრიალს მოჰყვა ,მაგრამ გაახსენდა, რომ მობილური ტელეფონი თან არ ჰქონდა.
_კარგად ხარ? არ გითქვამს რა მოხდა _მორიდებულად და მშვიდად ჰკითხა ,მაგრამ იმედი არც ჰქონდა, რომ უპასუხებდა
_გამახსენდა ,რომ რაღაც საქმე მქონდა გასაკეთებელი_არადამაჯერებლად თქვა ელენამ და წასასვლელად გაემზადა
_ჩაგაცილებ _ისევ შესთავაზა კაცმა
_არ მინდა,ნუ შეწუხდები,ჩემს გამო ისედაც ძალიან გაწვალდი _ ხელით ანიშნა დარჩიო და კარებში გაიქცა,მაგრამ მაიკი ლიფტამდე მაინც მიჰყვა . კარი როგორც კი დაიკეტა ღრმად ამოისუნთქა , თითქოს რამდენიმე საათის განმავლობაში სუნთქვაშეკრული იყო .
_ეს ქალი მართლა საბედისწეროა_ ჩაილაპარაკა და სახლში შევიდა
ელენა როგორც კი გარეთ გავიდა მძღოლის მანქანაც გამოჩნდა . ჩაჯდომისთანავე ტელეფონი სთხოვა და მანც გამოუწოდა . ელენა ტელეფონის ნომრებს , მომენტებს,ფრაზებს და სხვა რამეებს ძალიან ადვილად იმახსოვრებდა. ჯერ კიდევ ათი წლის იყო ,როცა აღმოაჩინა, რომ ფოტოგრაფიული მეხსიერება ჰქონდა, რაც ძალიან იშვიათია. სწრაფად აკრიფა და რამდენიმე წამში მეორე მხრიდან ქალის წკრიალა ხმა გაისმა .
_გისმენთ,რომელი ხართ?
_კონი მე ვარ ელენა ,ხომ არ გაწუხებ ?
_ელენ ? საყვარელო როგორ ხარ? ალბათ რამე სასწაული მოხდა ხომ ?_ ყურმილს იქედან საოცრად მხიარული მეტყველება ისმოდა
_კონი შენთან ლაპარაკი მინდა. მგონი ვგიჟდები .ვერც წარმოიდგენ დღეს რა შემემთხვა _ ქალმა ამოიხვნეშა. ელენამ შეევედრა ,რომ სასწრაფოდ უნდა ენახა .
_ელენ მაშინებ ! _მხიარული ხმა სასწრაფოდ დასერიოზულდა
_შენთან ლონდონში მოვდივარ,რაც შეიძლება სწრაფად
_გოგონები ხომ კარგად არიან ?
_კი ყველა კარგადაა .ეს მე მეხება,მხოლოდ მე. დღეს ისეთი რამ მოხდა რასაც არც ველოდი და ვერც წარმომედგინა . მეშინია კონი, ცხოვრებაში პირველად . გთხოვ დამეხმარე .ახლა მხოლოდ შენ შემიძლია გენდო .
_კარგი რა დაწყნარდი . ჯერ მითხარი რა გემართება .
_ახლა ,რომ მოგიყვე გიჟად ჩამთვლი. უნდა გნახო,თვალებში გიყურო და გელაპარაკო . კონი შენს გარდა ვერავინ დამეხმარება . შენ უნდა ამიხსნა ეს რას ნიშნავს .
_გელოდები ,ხომ იცი შენი სტუმრობა ყოველთვის მიხარია
_ხვალვე ჩამოვალ
ელენა როგორც კი სახლში მივიდა მაშინვე მიეგება იზაბელა .ქალს ნერვიულობისგან ყბა უკანკალებდა . ელენამ არ იცოდა რა ეთქვა და ყველაზე სულელური კითხვა დასვა
_იზ არ გძინავს? _ნაძალადევი ღიმილი ესროლა დას
_ კარგი რა ელენა. რა დამაძინებდა ყველაზე უარესი წარმოვიდგინე . მითხარი ,რომ რამე საშინელება არ ჩაიდინე
_არა _ უფრო ზუსტად ვერა,გულში გაიფიქრა და კიბისკენ წავიდა . მერე მობრუნდა და გააფრთხილა_ ხვალ ლონდონში მივდივარ კონსტანცასთან და მაირასთან სტუმრად . რამდენიმე დღე დავრჩები ,საქმე მაქვს . კომპანიას შენ მიხედე და გოგონებსაც თვალი არ მოაშორო .
_მოხდა რამე?
_არა
_რამდენი ხანია ლონდონში არ წასულხარ
_კონი უნდა ვნახო ,მნიშვნელოვანი საქმე მაქვს
_ელენ დარწმუნებული ხარ ,რომ ყველაფერი რიგზეა?
_ჰო ...ჰო დარწმუნებული ვარ _დაბნეული ქალი სწრაფად აუყვა კიბეებს .
იზაბელას ბევრი კითხვები აღარ დაუსვამს.ელენას ოთახში ასვლა აცადა . მანაც მაშინვე დაიწყო ტანსაცმელის ჩაყრა ჩემოდანში ისე, რომ არც კი უყურებდა . საბანი ასწია და შიგნით შეწვა. შიშმა აიტანა .ეგონა ,რომ ისევ ის გველი უთვალთვალებდა და საბანი თავზე წაიფარა. ისევ კანკალებდა და ფიქრობდა,მაგამ ცოტახანში ჩაეძინა .ათის ნახევარი იყო ,რომ გამოეღვიძა დილით . სასადილო ოთახში უკვე ყველა შეკრებილიყო.ხმა არცერთს არ ამოუღია,მხოლოდ ნაძალადევად გაუღიმა რამდენიმემ. სიჩუმე ისევ ელენამ დაარღვია
_დღეს ლონდონში მივდივარ . იმედი მაქვს აქ რამე საშინელებას არ დაატრიალებთ .მაგალითად სახლს არ დაანგრევთ წვეულებებით
_ქალაქიდან გასვლა აკრძალული არ გქონდა? _ცივად მიახალა კარინამ
_სანამ ეჭვმიტანილი ვიყავი _კარინამ უხალისოდ აიჩეჩა მხრები, თითქოს ამბობდა არ მადარდებსო .ამ დროს ჯეიმსმა ჩემოდანი ჩამოათრია კიბიდან და ელენაც ყველას დაემშვიდობა . მხოლოდ ბარბარამ მოეხვია კისერზე და ყურში უჩურჩულა მალე დაბრუნდიო. იზაბელამ კი ხელზე ხელი მოუჭირა გასამხნევებლად.
ელენას დიდხანს აღარ დაუცდია სახლში . ყველას მოკლედ და ოფიციალურად დაემშვიდობა და მანქანაში ჩაჯდა . აეროპორტში დაახლოებით ორი საათი მოუწია ლოდინი უახლოეს რეისამდე ,მაგრამ დაღლა არ უგრძვნია. მთელი გონებით ლონდონში იყო კონსტანცასთან . ხან დაჯდებოდა და ხან წრეზე დადიოდა უზარმაზარ მოსაცდელში. ბოლოს როგორც იყო გამოაცხადეს მისი რეისი და ელენაც სწრაფი ნაბიჯებით წავიდა გასასვლელისკენ . ფრენა ძალიან დამღლელი აღმოჩნდა. დაძინებას ცდილობდა , მაგრამ ვერ შეძლო . მთელი გზა წრიალებდა . ხან ტელეფონზე ირთობდა თავს, ხან მუსიკებს უსმენდა იმ იმედით რომ ჩაეძინებოდა ,მაგრამ ამაოდ . როგორც კი დაფრენა გამოაცხადეს მაშინვე მოემზადა ძირს ჩასასვლელად. გულში ფიქრობდა ნეტა კონსტანცა თუ დამხვდებაო . დეიდაშვილი დაახლოებით სამი წელი იყო არ ენახა,ბოლოს სტუმრად იყვნენ ორივე დები ლოს ანჯელესში . მაშინ ელენამ კონსტანცას პარტნიორობა და მათთან გადასვლაც კი შესთავაზა, მაგრამ დეიდაშვილი ვერ დაითანხმა. რადგან მას ძალიან უყვარდა ლონდონი .
როგორც კი თვითმფრინავი დაჯდა ელენამ რაც შეიძლებოდა სწრაფად მოაგვარა ფორმალობები და გარეთ გამოვიდა. ხელში მხოლოდ ერთი ჩემოდანი ეჭირა. ბევრი არაფერი წამოუღია . არავინ ,რომ არ მოეგება იფიქრა ალბათ მოსვლა ვერ მოახერხესო და მაშინვე ტაქსის ძებნა დაიწყო თვალით,მაგრამ როგორც კი ბარდიულს მიუახლოვდა ფეხებთან ვიღაცამ წითელი ლაპლაპა მანქანა გაუჩერა . წამში ჩამოიწია დაბურული მინები და სახემომღიმარმა ლამაზმანმა ხელი დაუქნია ჩაჯექიო . მღელვარების მიუხედავად ელენას სახეზე ღიმილმა გადაურბინა და წამში გაჩნდა მანქანაში . ქალს შავი მზის სათვალე ცხვირზე ჩამოეწია ისე ,რომ ელენას ზემოდან უყურებდა და უღიმოდა . მერე კი ძლიერად მოეხვია და გადაკოცნა .
_ელენა პირსლი! არ მჯერა ,რომ გხედავ . სამი წელი გავიდა _ელენამ მშვიდად მიესალმა ,ემოციები მაინც და მაინც არ გამოუვლენია
_მეგონა არ დამხვდებოდი
_კარგი რა. უკვე ერთი საათია აქ ვდგავარ. რომ დამირეკე ძალიან შემეშინდა,მაგრამ ახლა მართლა ვღელავ. სახე ჩამოგტირის. მგონი მართლა სერიოზულადაა საქმე _ელენამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია . კონსტანცამ მანქანა დაქოქა და რამდენიმე წუთში უკვე სახლში იყვნენ .
კონსტანცა და მაირა პირსლების სახლი ლონდონში იყო. რაღაცით პირსლების ლოს ანჯელესის სახლს მოგაგონებდათ ,მაგრამ აქაურობა უფრო მწვანე იყო . სახლის გვერდით ტბაც კი ჰქონდათ , რომელშიც ორი გედი ჩაეშვათ . მოპირკეთებული ეზო საკმაოდ ვრცელი იყო .ეტყობოდა, რომ ბაღსაც საგანგებოდ უვლიდნენ .მწვანე მდელო ხავერდივით იყო მთელ ტბის ნაპირზე . ძველებურ ,რენესანსის სტილში გადაწყვეტილი სახლი უზარმაზარი იყო ,ბოლო სართულზე ხისგან მოპირკეთებული კოშკურაც მოჩანდა.
პირველად კონსტანცა გადმოვიდა მანქანიდან . ეს იყო ოცდათორმეტი წლის ქალი, მაღალი, ტანადი, ქერა თმები ბეჭებამდე წვდებოდა . ცისფერი თვალები ჰქონდა ,რომლებიც ბრილიანტებივით უელავდა . რაღაცით ჩამოგავდა კიდევაც ელენას . სახე ძალიან ლამაზი და ეშხიანი ჰქონდა, რომელზეც მუდმივად დასთამაშებდა ანცი ღიმილი . მოხდენილად და გემოვნებით ეცვა . კლასიკური შავი შარვალი , რომელიც რაღაც ზღაპრულ შესახედაობას ჰმატებდა.მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები და გემოვნებით შერჩეული ტყავის პიჯაკი. თავზე შავი შლაპა დაეხურა ,რომელსაც დროდადრო მხიარულად ისწორებდა.
ელენა როგორც კი გადმოვიდა მანქანიდან დაინახა, რომ ტბის პირას მდელოზე ვიღაცეები წამოწოლილიყვნ . ახალგაზრდა გოგონა ფეხმორთხმით იჯდა, ბიჭს კი მის კალთაში ედო თავი . გოგონამ როგორც კი ელენა დაინახა მხიარულად დაუქნია ხელი , მაგრამ კონსტანცამ ხმამაღლა დაუყვირა :
_ ელენას ნორმალურად მიესალმე მაირა _ ისიც მაშინვე წამოხტა და სირბილით მოვიდა მანქანასთან . კისერზე შემოეხვია და აკოცა . ეს იყო ოცდასამი წლის ლამაზი გოგონა,მოყავისფრო ფერის თმით და თაფლისფერი თვალებით , კანი საკმაოდ თეთრი ჰქონდა სხეული კი შესაშუირად მოქნილი.
_მაირა როგორ ხარ?
_კარგად ელლ , შენ როგორ ხარ? გოგონები როგორ არიან ?
_არაუშავთ,ნორმალურად _მაირამ კითხვების დასმა შეწყვიდა და უკან უკან ყურება დაიწყო . ელენა მიხვდა, რომ საუბრის გაგრძელება აღარ უნდოდა და უთხრა მოგვიანებით შევხვდებითო.
კონსტანცა ელენას სახლში შეუძღვა.შიგნიდან ისეთი დახვეწილი და მდიდრული ჩანდა,რომ ნებისმიერს თვალს მოსტაცებდა. სურათები და ქანდაკებები აქა იქ ავეჯზე დაეწყოთ .შუა მისაღებში დიდი თეთრი როიალიც იდგა, სახლი ფართე ფანჯრებით და მდიდრული ფარდებით იყო გაწყობილი . გოგონები დიდი ხის კიბეებით აუყვნენ მეორე სართულს,მერე კი მესამეს და ელენა მიხვდა, რომ იმ კოშკურაში იყვნენ, რომელიც მანქანიდან გადმოსვლისთანავე დაინახა . კონსტანცამ კარი შეაღო და დეიდაშვილს ოთახში შეუძღვა. ოთახი მთლიანად ხის გეგონებოდათ. ჭერი არც ისე მაღალი იყო, ხოლო ის კედელი, რომელიც ბაღს გადაჰყურებდა მთლიანად მინის , რომლის საპირისპიროდ საწოლი იდგა ,მის გვერდით კედელზე კი უზარმაზარი წიგნების თარო, რომელიც უზღვავი ბიბლიოთეკით იყო გამოტენილი . როგორც კი ფეხი დადგეს ოთახში ხის იატაკი აჭრიალდა . ელენა ოთახით მოხიბლული იყო .ყველაფერი ისე გემოვნებით მოეწყოთ, რომ გარეთ გამოსვლა არც მოგინდებოდა . კონსტანცა მინის კედელს მიუახლოვდა და კარი გასწია
_ სუფთა ჰაერი შემოვა _თვალი ჩაუკრა დეიდაშვილს
_აქაურობა ულამაზესია კონი
_ჩემი დიზაინია _ თავმომწონედ წარმოთქვა ქალმა
_საოცარია ყველაფერი
_სხვენზე ცხოვრება მე გადავწყვიტე . აქედან ვარსკვლავებს ვუთვალთვალებ,ხომ იცი როგონ მიყვარს ციურ სხეულებზე დაკვირვება_ ხელით ანიშნა მიკროსკოპისკენ,რომელიც ჯერ ისევ აივანზე იყო დადგმული
_მშვენიერია
_ კარგი,ჩემზე ლაპარაკი მორჩა, სჯობს შენზე მომიყვე. რა პრობლემა გაქვს?_ კონსტანცა რბილ სავარძელში მოკალათდა, შლაპა საწოლზე მოისროლა და სმენად იქცა. ელენამ არც იცოდა მოყოლა საიდან დაეწყო . მიუხედავად ამისა მაინც დაწვრილებით თქვა რაც მაიკის გამოჩენის მერე თავს გადახდა. ისიც ,რომ მისი მოკვლა უნდოდა და ვერ შეძლო, გველის ამბავიც დაწვრილებით მოუყვა და იმის მტკიცება დაიწყო გველი რაღაცას მარწმუნებდა თუ მაფრთხილებდაო . კონსტანცას სახეზე მხიარული ღიმილი გაუქრა და ფეხზე წამოხტა
_გველი ? რა გველი ელენა გაგიჟდი ?
_შენ რა არ მისმენ ? გეუბნები აბაზანაში გველი ვანხე მეთქი
_შეუძლებელია _წარმოთქვა კონსტანცამ და ჩაფიქრდა. კარგა ხანს ასე იჯდა . ბოლოს ფეხზე წამოხტა, წიგნებით სავსე თაროსთან მივარდა ,ხელები გადაუსვა და ერთ-ერთი გამოაძრო. სასწრაფოდ გადაფურცლა და ერთ-ერთ გვერდს დააჩერდა .


თავი IX :მისის პირსლის დღიური და ‘’გველის ძღვენი’’

კონსტანცამ თაროდან ერთ-ერთი წიგნი ჩამოიღო , უფრო სწორად კი წააგავდა სქელტანიან წიგნს . მყარი ყავისფერი ყდა და მოყვითალო ფერის ფურცლები ჰქონდა. ქალმა ქათქათა თითებით სწრაფად გადაფურცლა და ინტერესით ჩააკვირდა . თითქოს იხსენებდა იმას რაც ერთხელ უკვე ჰქონდა ნანახი . ელენა მოთმინებით ელოდა როდის ამოიღებდა ხმას დეიდაშვილი, მაგრამ ლოდინი კარგა ხანს მოუწია. ქალს მოთმინების ფიალა საბოლოოდ აევსო და თვითონ მოუდგა გვერდით . კონსტანცა მოყვითალო ფურცლებზე გაკეთებულ ჩანახატებს და წარწერებს დასჩერებოდა და ზოგიერთ ადგილს ხელს აყოლებდა. ელენამ ცხადად დაინახა ,რომ ერთ-ერთ გვერდზე შავი უბრალო ფანქრით უზარმაზარი შავი გველი ეხატა . მართალია ფანქრით იყო შესრულებული, მაგრამ იმდენად უზადო იყო ,რომ ხელოვნების ნიმუში გეგონებოდათ. ელენამ უკან დაიხია ,თითქოს ეს გველი ერთხელ უკვე ჰყავდა ნანახი . ფეხები აუკანკალდა და გრძნობდა როგორ ეცლებოდა ძალა ზუსტად ისე , როიგორც მაიკის ბინის აბაზანაში. ცდილობდა ამ სურათისთვის მეტჯერ აღარ შეეხედა და რაც შეიძლებოდა შორს დამდგარიყო. კონსტანცამ აივნისკენ უბიძგა და ორივე მინის მაგიდასთან ერთმანეთის პირისპირ დასხდნენ.
_ეს რა არის კონსტანცა? _ თვალებში სასოწარკვეთა გამოესახა ელენას და ტუჩები აუთრთოლდა
_ბებიას დღიური. ხომ იცი რამდენი წელია ჩვენს საგვარეულოს ვიკვლევ . ჩემი მთავარი სახელმძღვანელო სწორედ ესაა . მან გაცილებით მეტი იცოდა ვიდრე ნებისმიერმა ჩვენგანმა.
_ ვიცი შენი კვლელვების ამბავი,აბა როგორ გგონია აქ რისთვის ჩამოვედი ? შენი რჩევა და დახმარება ისე მჭირდება , როგორც არასდროს .
_ყველაფერი წავიკითხე რაც კი გველებს ეხება ,აბსოლიტურად ყველაფერი შეხედე ,მთელი კარადა სავსე მაქვს სამეცნიერო წიგნებით. რაც მეტს ვკითხულობ, მით უფრო მეტად მჯერა ამ ყველაფრის
_ გველები რა შუაშია ? რას გულისხმობ ?
_შეხედე _ დღიური უფრო ახლოს მიუწია კონსტანცამ ელენას და პირველ გვერდზე გადაფურცლა . ელენა ხმამაღლა კითხულობდა და ისიც თითს უყოლებდა ყველა ხაზზე . ქალი რაც უფრო მეტს იგებდა მით უფრო ძლიერად გრძნობდა ტანში სიცივეს, გულში კი შიშს . გნსაუთრებით ერთმა მონაკვეთმა დააინტერესა .
‘’ გოგონა მდინარეს მიუახლოვდა და დაინახა, რომ წყლიდან უზარმაზარი შავი გველი ამოსრიალდა. ეგონა უკბენდა და ქვის ლოდს სტაცა ხელი ,რომ მისთვის თავი გაეჭეჭყა ,მაგრამ გველი უცნაურად მოიქცა. კუდზე დადგა და თითქოს გამოელაპარაკა . ეს არ იყო ჩვეუებრივი ლაპარაკი ,მაგრამ გოგონა მის და გასაკვირად ყველაფერს იგებდა.მან შეწყალების სანაცვლოდ ისეთ რამეს დაჰპირდა რაც ჩვეულებრივ ადამიანებს არ გააჩნდათ . ეს იყო გველის ძღვენი : გარეგნული მშვენიერება,გონებრივი სიძლიერე და მომაკვდინებელი მზერა ანუ ჰიპნოზი . მან გველისგან მიიღო შეთანხმება რის შემცდეგაც გოგონას ფეხზე უკბინა, მაგრამ ის არ მომკვდარა . პირიქით უფრო მეტად გაძლიერდა და მომავალში იგი გრძნობდა როგორ ახერხებდა ადამიანების მართვას . ლეგენდის თანახმად გველმა გოგონას დანაპირები აუსრულა , მაგრამ მთელი მისი საგვარეულო დასწყევლა . არ ღირსებოდათ მათ ვაჟი და ეს ძღვენი გამხდარიყო მათი ტანჯვის და უბედურების სათავე ‘’
ელენას მთელ სხეულში გააჟრჟოლა და დღიური მთელი ძალით დაარტყა მაგიდას . თითქოს ხელახლა განიცადა კანზე გველის ცივი სხეულის შეხება . თითები გაეყინა და თვალები აუცრემლიანდა.
_ ეს რას ნიშნავს კონსტანცა?
_ ლეგენდის თანახმად ის გოგო პირსლი იყო ანუ ჩვენი შთამომავალი . ჩვენი საგვარეულოს ნიშანი შავი გველია . ეს ბებიასგან ვიცი .ამიტომაც ვიტანჯებით ყველანი ამ საიდუმლოს გამო. ჩვენივე სიძლიერე და ძლევამოსილება გვანადგურებს . ჩვენ ყველანი დაწყევლილები ვართ .სულიერ სიმშვიდეს მხოლოდ მაშინ ვპოულობთ ,როცა დანაშაულს ჩავდივართ . თუ ამას ვერ ვაკეთებთ ჭკუიდან ვიშლებით. უძლურება ჩვენთვის მიუღებელია.
_გველი რატომ ვნახე? მომეჩვენა?
_არამგონია ეს დამთხვევა იყოს . შენ ჩვენს საგვარეულოში ყველაზე ძლიერი ხარ,ამას ყველა აღიარებს. თქვი, რომ იმ ღამით კაცის მოკვლა სცადე ,მაგრამ ვერ შეძელი ?_ელენამ თანხმობის ნიშნად თავი დააქნია . კონსტანცამ კი განაგრძო _ შენ დასუსტდი ელენ ! ძალა დაკარგე! ეს კი არც ისე ხშირად ხდება პირსლების გვარში .
_რა ? ეს რატომ ხდება ? _ კონსტანცამ დღიური სწრაფად გადაფურცლა და ისევ ელენასკენ შეაბრუნა _ ბებიაჩვენი ამტკიცებდა ,რომ ჩვენი ნიჭი უძლურია ისეთ ადამიანებთან რომლებიც არ ემორჩილებიან ბუნების კანონზომიერებას _ ქალმა ფურცელზე მიანიშნა თითით რომელზეც ადამიანის სხეული ეხატა, აშკარად ეტყობოდა , რომ კაცი იყო . ხელები გაეშალა თითქოს თვალუწვდენელი სიმაღლიდან გადახტომას აპირებდა . ქვემოთ დიდი ასოებით იყო მიწერილი ‘’მოქცევითი’’ .
_მოქცევითი ?
_ მოქცევითი ადამიანები ან ნახევრად ადამიანები _ ელენას თვალებში დაეტყო ,რომ ვერ ხვებოდა ვრაფერს . კონსტანცამ ისევ გადაფურცლა დღიური და ერთ-ერთ გვერდზე გაჩერდა . ნაწერს თითი გააყოლა და გამოთქმით წაიკითხა
‘’ გოგონა მიუახლოვდა მას , თვალებში ჩახედა და მისი მოკვლა სცადა , მაგრამ მისი ბაგის უკნიდან ელვარე თეთრი კბილები გამოჩნდა. მომაკვდინებელი მზერა უძლური აღმოჩნდა .ახლა ქალმა თავისი ფიზიკური მშვენება მოიშველია და შეებრძოლა , მაგრამ ისევ უძლური აღმოჩნდა , ღამის ურჩხულმა ის მოკლა ‘’
_ღამის ურჩხულმა? ვინ არიან ღამის ურჩხულები ? _ კონსტანცამ ანიშნა დღიურს შეხედეო და ელენაც მაშინვე მისკენ დაიხარა . ფურცელზე ეშვებგამოჩენილი ადამიანის თავი ეხატა .
_ ესენი არიან ღამის ურჩხულები . ძველად ასე ეძახდნენ , მათ ადამიანები ‘’ღამის დემონებადაც’’ მოიხსენიებდნენ. თანამედროვეობა მათ იცნობს როგორც ვამპირებს .
_ მაიკი ვამპირი არ არის ,მაშინვე მივხვდებოდი .
_ეჭვიც არ მეპარება ,რომ მიხვდებოდი,მაგათ მარტო ჩვეულებრივი ადამიანები ვერ სცნობენ ,მაგრამ ‘’მოქცევითებად’’ მარტო ვამპირები არ მიიჩნევიან . მიიჩნევიან ასევე მაქციები , შეპყრობილები და რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეს მთვარეულებიც _ელენამ დღიურის ფურცვლა დაიწყო და ერთ-ერთ გვერდზე ისეთი რამ აღმოაჩინა, რაც ერთხელ უკვე ენახა . მთვარის შუქზე ცხოველის ანარეკლი ,რომელიც მგელს წააგავდა და თითქოს ყმუოდა . გველის ფოტოს მსგავსად ესეც უზადოდ იყო შესრულებული . ელენამ თეთრი ნატიფი თითები გადაუსვა ფოტოს და ჩაფიქრდა
_ რა მშვენიერი ნახატია არა?_ აღფრთოვანებული მზერით წარმოთქვა კონსტანცამ
ელენამ თანხმობის ნიშნად თავი დააქნია და ჯერ ისევ ფიქრებში წასულმა წარმოთქვა.
_ეს ან ამის მსგავსი ფოტო სადღაც მინახავს ,მაგრამ ვერ ვიხსენებ სად

თავი X: ჯაშუშები

ელენა ვერც კი იჯერებდა იმას რასაც კონსტანცა უყვებოდა,მითუფრო იმას რასაც ძველი დღიურის ფურცლებზე კითხულობდა . მერე თვითონაც კონსტანცას მსგავსად ჩაეშვა რბილ სავარძელში და ხელები საფეთქლებზე ძლიერად მიიჭირა, თითქოს ტკივილის დაამებას ცდილობდა . გარეთ უკვე შებინდებულიყო , ნიავი ხეების ტოტებს ძლიერად აქანავებდა და ორივე მათგანი დიდხანს უყურებდა ამ სანახაობას .
_ელენ შენ განსაკუთრებული ხარ. იმდენად განსაკუთრებული ,რომ ამას თვითონაც ვერ აცნობიერებ.
_ყველა ამას მეუბნება
_იმიტომ ,რომ ეს სიმართლეა. ამას შენი დები და დეიდაშვილებიც ხვდებიან და აღიარებენ. ამიტომაც გემორჩილებიან უსიტყვოდ . შენი ეშინიათ უბრალოდ ამას არ გაჩვენებნ
_არ მინდა ჩემი ეშინოდეთ. მინდა ,რომ ვუყვარდე
_იქნებ უყვარხარ კიდევაც უბრალოდ არ აღიარებენ. შენი არ ესმით ,რადგანაც არ იციან რამდენად მძიმეა შენი წარსული. დარწმუნებული ვარ ისინი შენს ადგილას ამდენს ვერ გაუძლებდნენ
_მე საკუთარი თავის რწმენა დავკარგე კონსტანცა .
_ ყველაფერი კარგად იქნება _მხრებზე ხელი მოხვია ქალმა და შუბლზე აკოცა

როგორც ჩანდა გოგონების ლაპარაკი უკვე დასასრულს უახლოვდებოდა . თეთრ კედელთან ვიღაცის ყავისფერი თმა გაფრიალდა და ნელი ნაბიჯებით დაუყვა მეორე სართულის კიბეებს . ისე მიდიოდა თითქოს ფეხს იატაკს არც კი ადებდა . ლერწამივით მოქნილი სხეული ლამის ცეკვა-ცეკვით შენარნარდა საძინებელში .ხელები ერთმანეთზე გაასავსავა და მობილურს დასწვდა. რამდენიმე ზუმერის შემდეგ ტელეფონის იქედან ხმა გაისმა . ქალი იყო,რომელსაც ერთი მოსმენითაც შეატყობდით ,რომ მკაცრი ხმა ჰქონდა .
_გამარჯობა დედიკო _ სხეულის ნაზი რხევით მივიდა საწოლთან და წამოგორდა
_შენი ოხუნჯობის ხასიათზე არ ვარ .მითხარი რა გინდა
_ ის რასაც გეტყვი ვიცი,რომ არ მოგეწონება
_რა ხდება ?_ ქალის ხმაში გაღიზიანება გამოსჭვიოდა
_ დღეს ელენა გვესტუმრა ლოს-ანჯელესიდან
_ამაში საინტერესოს რას ხედავ ? რამდენჯერ გითხარი ყველანაირ სისულელეზე ნუ მირეკავ მეთქი ?
_შეშფოთებულია .სახეზე აწერია, რომ მის თავს რაღაც საშინელება ხდება
_როცა გაიგებ რა ხდება მერე დამირეკე ,შენი თავი არ მაქვს
_კარგი რა დედა!ცხოვრებაში ერთხელ, რომ დამელაპარაკო როგორც შვილს არ შეიძლება ?
_მაირა უკვე ნერვებს მიშლი. შენი თეატრალიზებული გამოსვლების ხასიათზე არ ვარ .ერთხელ უკვე გითხარი
_უვე ვიცი რაც მოხდა. ელენამ ვიღაც კაცის მოკვლა ვერ შეძლო. კონსტანცამ თქვა , რომ ელენა სუსტდება
_რაა? რას ნიშნავს ვერ შეძლო ?
_ასე უბრალოდ .უნდოდა ,მაგრამ ვერ მოკლა .
_ხვდები მაინც რას მეუბნები ? ელენას ისეთ ხალხთან აქვს ურთიერთობა ვისი მოკვლაც არ შეუძლია?
_როგორც ჩანს . მარტო ეს არ არის პრობლემა, გველები ელანდება. მგონი გიჟდება საწყალი
_გველები ? _ ქალმა საზარლად დაიღრინა და ტელეფონში რაღაცის მსხვრევის ხმაც გაისმა . ეტყობოდა, რომ სიბრზისგან რაღაც დალეწა .მერე კი მკაცრად წარმოთქვა _ მაირა ,შენთვის დავალება მაქვს . შეეცადე ელენა რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს ლონდონში . მე გოგონებს უნდა ველაპარაკო _ტელეფონი ისე გაითიშა ,რომ მაირამ დედასთან დამშვიდობებაც ვერ მოასწრო .
_ნეტა როდესმე თუ გაიგებ სიტყვა ‘’დედის ‘’ მნიშვნელობას _ დაიყვირა გოგონამ და ტელეფონი კედელს მიალეწა. ვინ იცის უკვე მერამდენე მსხვერპლი იყო ,რომელიც დედის გულცივობას შესწირა. ყვირილზე ოთახში მსახური შემოვარდა და გოგონას მორიდებით ჰკითხა რამე ხომ არ გიჭირთო ,მაგრამ მაირამ გიჟივით ეცა და გარეთ გამოაგდო .
ნური წინა ღამის წვეულებისგან გაბრუებული ეგდო საწოლზე და ბალიში თავზე ეფარა ,როცა ტელეფონი სადღაც იატაკზე აწკრიალდა . თავი ძლივს ასწია ზევით და იატაკზე ხელი მოაფათურა , როგორც იქნა იპოვა და ყურზე მიიდო . როგორც კი ხმა გაიგონა მაშინვე ფეხზე წამოხტა. თითქოს საერთოდ არ სძინებია .
_დეიდა რა მოხდა ?
_ ეს შენ უნდა მითხრა .
_არ მესმის რაზე მელაპარაკები
_ სასწრაფოდ უნდა გნახოთ ,რაღაცეები მაქვს გასარკვევი
_დეიდა აქ არაფერი ხდება თორემ, ხომ იცი მაშინვე დაგირეკავდი
_ ხვალ ლოს ანჯელესში ვიქნები. უნდა გნახოთ შენ,კარინა,ჯენიფერი და სემი . ეს ბრძანებაა . როგორც ჩანს მაქაურ ამბებს მე უფრო კარგად ვიგებ ვიდრე თქვენ .
_დეიდა აქ ყველაფერი რიგზეა . ხო იყო რაღაც პრობლემა ლამის ჩვენს კვალზე გამოვიდნენ ,მაგრამ საშიში არაფერია ყველაფერი მოგვარდა .
_თქვენი საყვარლები არ მაინტერესებს .საქმე ელენას ეხება
_აჰ გაიგე ალბათ,რომ ელენამ ჩვენზე უარი თქვა ხომ ?
_სისულელეებს ნუ მელაპარაკები .მგონი ისევ გძინავს .გოგონები მოამზადე უთხარი, რომ ჩამოვდივარ _ ტელეფონი გაითიშა და ნურმა ზანტად დაიწყო ტანზე ჩაცმა . უბრალო ჯინსზე თხელი მაისური გადაიცვა და პირდაპირ მისაღებისკენ წავიდა .მაგიდასთან უკვე ისხდნენ გოგონები და დილის საუზმეს შეექცეოდნენ . რაღაცეებს დროდადრო წამოილაპარაკებდნენ ,მაგრამ მნიშნელოვანს არაფერს. ნური მაგიდას მოუჯდა და ჭამა დაიწყო . ცოტახანში იზაბელა ადგა და თქვა კომპანიაში მივდივარო . ნური მაშინვე მიხვდა , რომ მაგიდასთან ვიღაც ზედმეტი იჯდა და მოიფიქრა მისი სახლიდან გარიდების მარტივი ხერხი .
_ ბარბარაც გაგეყვანა სკოლამდე _ ჩაილაპარაკა ისე თითქოს მნიშვნელოვანს არაფერს გეგმავდა . იზაბელა უკან მობრუნდა და გაკვირვებით დააშტერდა დას, რომელიც ბარბარას მიმართ ყურდრებას ფაქტობრივად არც იჩენდა . მისთვის ბარბარა შეიძლება ითქვას არც არსებობდა. არაფერი შეიმჩნია და გოგონას ანიშნა გამომყევიო . ისიც მაშინვე ადგა და დას უკან გაჰყვა . როგორც კი მანქანის ძრავის ხმა გაიგონა ნურმა დაიწყო .
_დღეს დილით დეიდამ დარეკა.აღშფოთებული იყო _ ფეხზე წამოდგა ნური და მაგიდის გარშემო სიარულს მოყვა_ჩვენი ნახვა უნდა თანაც სასწრაფოდ .ხვალ დილით ჩამოსვლას აპირებს .
_მაგ ქალის ატანა აღარ შემიძლია რა -უკმაყოფილოდ წამოიყვირა ჯენიფერმა _ თავის საქმეს მიხედოს და ჩვენს ცხოვრებაში ნუ ეჩრება
_ბებერი გაიძვერა.ამჯერად რა უნდა?_კომპლიმენტები არც კარინამ დაიშურა
_თქვა ,რომ ეს ყველას გვეხება. როგორც ჩანს რაღაც სერიოზულია
_ელენას ეს ამბავი არ მოეწონება . არ მინდა მის ზურგს უკან რამე გავაკეთოთ,მით უფრო დეიდას შევხვდეთ .უარი უნდა ვთქვათ _ გულწრფელად თქვა სემმა და გოგონებსაც იგივესკენ მოუწოდა ,მაგრამ ეს იდეა ნურს ყურადაც არ უღია .
_სემ , დეიდა შენც გელოდება , სჯობს მის წინააღმდეგ არ წავიდეთ
_ელენას ნუ გააბრაზებ ნურ ,თუ უკვე დაგავიწყდა შენი და ჯენიფერის გამო რა გადავიტანეთ ამ ბოლო დღეებში ? თავი დაანებე იმ ქალთან ურთიერთობას,იცოდე დაგღუპავს _ ნურმა ხელი აიქნია და გოგონებს მიმართა:
_ხვალ დეიდა ჩამოვა. ალბათ არ დარჩება ,მაგრამ ჩევენ მაინც უნდა მოვემზადოთ .რაც ყველაზე მთავარია მისი სტუმრობის ამბავი ელენამ არ უნდა გაიგოს . რომელიმე სასტუმროში გაჩერდება და იქ შევხვდებით
_ელენა მაირამ დაასმინა არა? _ ისევ ამოიღო ხმა სემმა
_წარმოდგენა არ მაქვს _ უინტერესოდ მიახალა ნურმა ,თითქოს მასთან ლაპარაკი არ სურდა .
გოგონები დეიდასთან შეხვედრას დასთანხმდნენ . სემი უკმაყოფილო იყო ამ ყველაფრით,მაგრამ რადგან მის გარდა პროტესტი არავის გამოუთქვამს ისიც გაჩუმდა . ნურმა ყველას შეჰპირდა ,როგორც კი შეხვედრის ადგილს დავაზუსტებ მაშინვე გაცნობებთო . ყველა უკმაყოფილოდ გაფანტა სასადილო ოთახიდან .
იზაბელამ ბარბარა სკოლაში დატოვა და მერე პირდაპირ კომპანიისკენ წავიდა . ყველაფერი ძველებურად იყო,ახალი თითქმის არაფერი მომხდარა. მხოლოდ რამდენიმე ფოსტა და ერთი ორი საბუთი იყო ხელმოსაწერი . მერე სარეკლამო ბუკლეტების განკუთვნილი ფოტოების თვალიერებას მოყვა . ცოტახანში ემამ აცნობა მაიკ ოსტინი მოვიდაო და მანაც სიხარულით მიიღო ელენას კაბინეტში . ამ კომპანიაში იზაბელასაც ჰქონდა კაბინეტი გამოყოფილი ,მაგრამ ქალი მას თითქმის არასდროს არ იყენებდა. ყოველთვის ან გადაღებებზე იყო ან ელენასთან იჯდა და მასთან ერთად განიხილავდა ყველაფერს. ახლაც როცა მისი და საზღვარგარეთ წავიდა ფაქტობრივად მის ოთახში გადმოსახლებულიყო. კაცს უფროსის სავარძელში იზაბელას დანახვა ცოტა ეუცნაურა . რადგანაც მასში ელენამ იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა მაიკზე , რომ სხვა მის ადგილას ვერც კი წარმოედგინა .მერე უცებ გამოერკვა და ქალს გაუღიმა.
_ როგორ ხართ? იმედია სახლში ყველაფერი რიგზეა _მაიკს უნდოდა ეკითხა ელენას ამბავი ,მაგრამ გაიფიქრა ეგებ სახლში არც უთქვამს ჩემთან ,რომ იყო სტუმრადო და შორიდან მოუარა .
_ყველაფერი მოგვარდა . პრობლემები უკან დარჩა და აი ჩვენ ისევ აქ ვართ და ვმუშაობთ .
_ იმედია ქალბატონი ელენაც უკეთაა _ გაუბედავად წარმოთქვა კაცმა და პასუხს მოუთმენლად დაელოდა
_დიახ უკეთაა. ახლა ლონდონშია ჩვენს დეიდაშვილებთან სტუმრად .იმედია მალე ჩამოვა
_არ ვიცოდი ლონდონში ,რომ იყო . იმედი მაქვს კარგად იმგზავრებს _ უცებ წასვლა მოუნდა,ისედაც ხომ იცოდა ,რომ ელენას სანახავად მოდიოდა და არა იზაბელასთან საჭორაოდ . სკამზე შეიშმუშნა და წასასვლელად მოემზადა . ქალს არც შეუჩერებია, რადგან ახლა სულ სხვა საქმეზე ფიქრობდა . როგორც კი მაიკმა კარი მიხურა მაშინვე მობილური ამოიღო და ჯენიფერს დაურეკა . გოგონა ახლა მუსიკის გაკვეთილზე იყო და გიტარას უკრავდა. იზაბელამ მაშინვე უბრძანა ჩემთან მოდი კომპანიაშიო და ისიც თვალის დახამხამებაში მოემზადა წასასვლელად . მძღოლისთვის დაცდა არ უნდოდა და ტაქსი გამოიძახა. ქალი მოუთმენლად ელოდა დეიდაშვილის მოსვლას და ელენას თეთრ სავარძელში მოუსვენრად წრიალებდა . ცოტახანში ჯენიფერი მისაღებში გამოჩნდა და ისე, რომ ემასთვის არც შეუხედავს პირდაპირ კაბინეტისკენ წავიდა . როცა მარტო მოდიოდა სულ ასე იქცეოდა . ბვრი ლაპარაკი არ უყვარდა და ყოველთის თავს არიდებდა ამ კომპანიის ‘’გამოპრანჭულ თოჯინებთან’’ საუბარს . იზაბელამ მაშინვე გაუღიმა დეიდაშვილს და ემას მიკროფონში ჩასძახა ყავა მოგვიტანეო . მდივანმა ბრძანება შეასრულა და წავიდა . მერე პირდაპირ და ყოველგვარი შელამაზების გარეშე დაუსვა შეკითხვა .
_ ნურს დღეს რა უნდოდა?
_არაფერი _ მეამიტი სახე მიიღო ჯენიფერმა და ყავას ზანტად მოურია
_შენ რა სულელი გგონივარ? როდის იყო ნური ბარბარას სკოლაში წაყვანით ინტერესდებოდა? მოწმეები თავიდან მოიშორა არა?
_იზ , არ მესმის ჩემგან რა გინდა ?_ ქალი ფეხზე წამოდგა , ჯენიფერს მიუახლოვდა , ყავის ფინჯანს ხელი გაჰკრა და დაუყვირა_ ან ახლავე მეტყვი ან არადა გათქმევინებ _ჯენიფერმა ისევ სულელური სახე მიიღო _ მითხარი რა უნდოდა დღეს ნურს
_ იზ გთხოვ მე არაფერი ვიცი _ ფეხზე წამოხტა და წასვლას აპირებდა ,მაგრამ იზაბელამ ისე ძლიერად გაარტყა სახეში, რომ სუსტი კაფანდარა გოგონა ტყავის დივანზე დაენარცხა, რომელიც იქვე იდგა კუთხეში . მერე კი კისერში ხელი წაუჭირა და ისევ დაუყვირა
_უკანასკნელ შანსს გაძლევ მითხრა რა ჯანდაბას ხლართავთ ელენას წინაარმდეგ . ხმა ამოიღე თორემ დაგახრჩობ და შენს გვამსაც ვერსად იპოვიან _ ქალის მრისხანებას უკვე საზღვარი აღარ ჰქონდა. ჯენიფერი საბოლოოდ დანებდა და ალაპარაკდა
_დეიდა ჩამოდის ,ჩვენი ნახვა უნდა . მნიშვნელოვანი არაფერია . ნურმა თქვა ,რომ შეშფოთებულია
_რა უნდა ?რისთვის მოდის ?
_ არ ვიცი _ იზაბელამ უფრო ძლიერად წაუჭირა კისერში ხელი და მანაც განაგრძო
_მაირამ ,როგორც ჩანს ელენას და კონსტანცას საუბარი მოისმინა და დეიდასთან დაასმინა . დეიდა ნერვიულობს ,როგორც ჩანს რაღაც ხდება
_მაგ ბებერმა თავის საქმეს მიხედოს _ ცხვირი აიბზუა იზაბელამ და დივნიდან ადგა _ ვისთან სურს შეხვედრა?
_მე,ნური,კარინა და სემი
_სად და როდის უნდა შეხვდეთ?
_ ხვალ დილით ჩამოდის ,დრო არ ვიცი ჯერ არ უთქვამს
_სახლში წადი და ჩვენს საუბარზე არავინ არ გაიგოს
_ დეიდა მომკლავს თუ გაიგო ,რომ ...
_ვერ გაიგებს ,როგორც კი დროსა და ადგილს დააზუსტებ მაშინვე მომწერ ტექსტურ შეტყობინებას გასაგებია ?
_ კარგი როგორც გინდა _ ჯენიფერმა მხრები უკმაყოფილოდ აიჩეჩა,გიტარა მხარზე გადაიკიდა და წავიდა
_ ბებერი გაიძვერა ამჯერად რას ხლართავს? _ გამწარებული სახე უფრო მეტად მოეღრიცაა ქალს
დაახლოებით ღამის თორმეტი საათი იქნებოდა ნურს დეიდამისმა, რომ დაურეკა და აცნობა სად და როდის უნდა შეხვედროდა . უკვე საწოლში მყოფმა ყველას დაუგზავნა ტექსტური შეტყობინება. ჯენიფერმაც მაშინვე აცნობა იზაბელას ყველაფერი . მეორე დღეს საღამოს ექვს საათზე ქალბატონი ელიზაბეტ რიდლი გოგონებს ქალაქის ფეშენებელურ სასტუმროში ელოდებოდა. ყველა მათგანი წასასვლელად მოემზადა და ოჯახის ‘’დაუპატიჟებელ’’ წევრებს გაუგებარი მიზეზებით გამოემშვიდობა . იზაბელამ ყველა მათგანს თვალი საეჭვოდ გააყოლა .
სასტუმრო სადაც ქალბატონი ელიზაბეტ პირსლი გაჩერებულიყო მდიდრული და საოცარი იყო . სამეფო სასახლეს მოგაგონებდათ ,მომსახურე პერსონალი თავაზიანად და მოკრძალებით იღებდა მოსულ სტუმრებს და დახმარებას სთავაზობდა . გოგონები პირდაპირ ლიფტისკენ წავიდნენ ,რადგან უკვე იცოდნენ რომელ ნომერშიც იყო ქალი .
_უფრო ნაკლებს არც ველოდი _ამოიხვნეშა კარინამ
_ჰო,უყვარს დეიდას ფუფუნება ,ვერაფერს იტყვი ბრწყინვალე გემოვნება აქვს _ არც ნურმა დააკლო. რამდენიმე დამცინავი კომენტარის შემდეგ ლიფტიც გაჩერდა და ყველა გადმოვიდა . ქალმა ფართოდ გაუღო კარი გოგონებს და ცივად მიესალმა . თითქოს რამდენიმე წლის უნახავი დისშვილების ამბავი საერთოდ არ ედარდებოდა . მას იმდენად გამყინავი მზერა ჰქონდა ქანდაკებას უფრო მოგაგონებდათ . სახეზე არანაირი ემოცია არ ეხატებოდა . ვერც კი მიხვდებოდით რას ფიქრობდა ან რა უნდოდა.
ეს იყო დაახლოებით ორმოცდაათ წელს გადაცილებული ქალი . ასაკის მიუხედავად ძველებური ეშხი და სითამამე არ დაჰკლეოდა . მოკლედ შეჭრილი ქერა თმები და მორჩილი ტანი ჰქონდა . ხელები ოდნავ დასჭკნობოდა ,მაგრამ ოდესღაც გრძელი ნატიფი თითები ისევ მომნუსხველად გამოიყურებოდა. სახეზე საშინლად მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა და თვალებს აქეთ-იქით ატრიალებდა . გოგონებს დასხდომისკენ მოუწოდა და თვითონ განცალკევებით დაჯდა
_ უფრო ემოციურ შეხვედრას ველოდი მეთქი ,რომ ვთქვა დამიჯერებთ? _ რაღაც უცნაური ნივთი შეათამაშა ხელში ჯენიფერმა ,რომელიც რატომღაც ოთახის მოსართავად გამოეყენებინათ. კარინამ ცხვირი აიბზუა და რბილ სავარძელზე მოკალათდა . ის ის იყო ელიზაბეტს შეკრებისთვის განკუთვნილი მთავარი ამბის მოყოლა უნდა დაეწყო ,რომ მოულოდნელად სასტუმროს ნომრის ფართო კარი ბოლომდე გაიღო . სიცარიელე წამის მეასედში შეცვალა ადამიანის გამოსახულებამ . პრიალა იატაკზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის კაკუნის ხმა გაისმა და ოთახში ქალი შემოვიდა . მერე ხელი ჰკრა კარს და ისიც ხმაურით მიიკეტა . ახლად მოსულს სახეზე ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა და წკრიალა ხმით წარმოთქვა :
_ჩვევები არ კვდებიან არა? როგორც ჩანს ოჯახურ შეკრებაზე ჩემი მოწვევა დაგავიწყდათ _ღიმილით აღსავსე სახე წამში შეეცვალა ახლადმოსულ ქალს და ტუჩები მოეღრიცა . როგორც იქნა სიურპრიზისგან გათიშული საზოგადოება გონს მოეგო და ყველამ გააცნობიერა ,რომ მათ წინ ელენა იდგა .





№1  offline წევრი Thamo :)

ყველაზე , ყველაზე კარგი ხარ შენ , ვგიჟდები ამ წიგნზე მე , ხო იცი <3 ჩემი ფავორიტია ...... არასოდეს მომბეზრდება მისი წაკითხვა , ისეც ყველაფერი კარგათ მახსოვს მაგრამ კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით წავიკითხავ ..... საოცრება ხარ <3 <3

 


№2  offline წევრი lisebeth

Thamo :)
ყველაზე , ყველაზე კარგი ხარ შენ , ვგიჟდები ამ წიგნზე მე , ხო იცი <3 ჩემი ფავორიტია ...... არასოდეს მომბეზრდება მისი წაკითხვა , ისეც ყველაფერი კარგათ მახსოვს მაგრამ კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით წავიკითხავ ..... საოცრება ხარ <3 <3

არ გამაწითლო love love კარგა დრო კი ვწერდი მაგრამ კარგი გამოვიდა მგონი...ღირდა შრომად.

 


№3  offline წევრი Thamo :)

lisebeth
Thamo :)
ყველაზე , ყველაზე კარგი ხარ შენ , ვგიჟდები ამ წიგნზე მე , ხო იცი <3 ჩემი ფავორიტია ...... არასოდეს მომბეზრდება მისი წაკითხვა , ისეც ყველაფერი კარგათ მახსოვს მაგრამ კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით წავიკითხავ ..... საოცრება ხარ <3 <3

არ გამაწითლო love love კარგა დრო კი ვწერდი მაგრამ კარგი გამოვიდა მგონი...ღირდა შრომად.

მემაინც ვიცი როგრორი დიდი სიფრთხილით წერ , როდესაც საქმე ამ ჟანრს ეხება <3 ძალიან ძალიან მყვარს ეს წიგნი მეეე ... მადლობა რომ კიდევ ერთელ დადე <3

 


№4 სტუმარი Gio

Sad xar patara

 


№5  offline წევრი lisebeth

Thamo :)
lisebeth
Thamo :)
ყველაზე , ყველაზე კარგი ხარ შენ , ვგიჟდები ამ წიგნზე მე , ხო იცი <3 ჩემი ფავორიტია ...... არასოდეს მომბეზრდება მისი წაკითხვა , ისეც ყველაფერი კარგათ მახსოვს მაგრამ კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით წავიკითხავ ..... საოცრება ხარ <3 <3

არ გამაწითლო love love კარგა დრო კი ვწერდი მაგრამ კარგი გამოვიდა მგონი...ღირდა შრომად.

მემაინც ვიცი როგრორი დიდი სიფრთხილით წერ , როდესაც საქმე ამ ჟანრს ეხება <3 ძალიან ძალიან მყვარს ეს წიგნი მეეე ... მადლობა რომ კიდევ ერთელ დადე <3

ამასწინ ვიღაცამ შემახსენა და მერე დადება შემეზარა. დრეს მეც ვკითხულობდი და რატომღაც მომინდა
Gio
Sad xar patara

აქ ვარ wink რა ხდება? wink

 


№6  offline წევრი Firefly

ვკითხულობდი მე ამ წიგნს,თუმცა როგორც მახსოვს ბოლომდე არ აგიტვირთავს...
მართლა ძალიან,ძალიან მაგარი და ნიჭიერი გოგო ხარ!
ეს წიგნი კი ძალიან მიყვარს და სულ წავიკითხავ რადგან ყოველ ჯერზე ენით აუწერელი ემოციებით მმუხტავს.
--------------------
M.T

 


№7  offline წევრი lisebeth

Firefly
ვკითხულობდი მე ამ წიგნს,თუმცა როგორც მახსოვს ბოლომდე არ აგიტვირთავს...
მართლა ძალიან,ძალიან მაგარი და ნიჭიერი გოგო ხარ!
ეს წიგნი კი ძალიან მიყვარს და სულ წავიკითხავ რადგან ყოველ ჯერზე ენით აუწერელი ემოციებით მმუხტავს.

წინა ჯერზე ბოლომდე დავდე ალბათ არ გინახავს
დიდი ამდლობა. ახლაც დავდებ ბოლომდე და წაიკითხე love
ძაან მახარებ ყოველტვის შენი კომენტარებით

 


№8  offline წევრი blue jeans

აუუ როგორ გამიხარდაა. ჩემი უსაყვარლესი ნაწარმოებია და გული მწყდებოდა რომ არ იდო, მადლობ რომ ატვირთე. მიყვარს შენი წერის სტილი love

 


№9 სტუმარი მიკა

აუ დაასრულეთ რაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent