შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნაური სიყვარული 3


20-01-2016, 21:44
ავტორი Maiaabuladze
ნანახია 2 683

-სანდრო გთხოვ წადი..
-არ წავალ სანამ შენი და არ მოვა.
-სანდრო გთხოვ....
-არა...
სანდრო სავარძელში იჯდა და მე მიყურებდა ჩემს დას ვურეკავდი ის კი არ იღებდა ტელეფონს ვნერვიულობდი უკვე შუა ღამე იყო ასე არასდროს დაუგვიანია...
-დაჯექი რუსკა თავბრუ დამეხვა უკვე.
-ვნერვიულობ და ან ძმა გყავს? ჩემს დას ასე არ დაუგვიანია არასდროს.
-კი ერთი და მყავს რომელსაც სიცოცხლის ფასად გავუფრთხილდები და დავიცავ.
-კარგია ნეტა მეც მყავდეს უფროსი ძმა, გთხოვ სანდრო სახლში წადი ინერვიულებენ შენები.
-მამა გავაფრთხილე არ ინერვიულებს... მე ვინერვიულებ თუ წავალ და მეცოდინება რომ შენ მარტო ხარ თან ნერვიულობ...
-კარგი იყავი...
-აი შეთანხმებას მივაღწიეთ...თუ შენი და ერთ საათში არ მოვა ჩემს მეგობარს დავურეკავ პოლიციაში მუშაობს და მოვაძებნინებ...
-მადლობა სანდრო შენ რომ არა გავგიჟდებოდი...
-მართალი ხარ უჩემოდ რა გეშველებოდა არ ვიცი..
-სანდროო...
-როცა ბრაზდები ულამაზესი ხარ... სანდრო მომიახლოვდა და ხელები წელზე მომხვია სუნთქვა შემეკრა...
-სანდრო რას აკეთებ??
-არაფერს უბრალოდ ვცდილობ დაგამშვიდო... შენ ხომ ნერვიულობ..
-გამიშვი...
-ჯერ მაკოცე და მერე...
-არასოდეს...
სანდრომ უფრო მეტად მიმიხუტა ხელი წელიდან ზემოდ აასრიალა და თმაში შეაცურა მე ისევ დავხუჭე თვალები.. სანდრომ ჯერ შუბლზე მაკოცა მერე თვალებზე... ცხვრზე.. ლოყებზე და ბოლოს ჩემს ტუჩებს დაეწაფა... სუნთქვა შემეკრა სხეულში ცეცხლი აგიზგიზდა საპასუხოდ ხელები მოვხვიე ყელზე და ჩემსკენ უფრო ახლოს მოვიზიდე...
-სანდრო გთხოვ წადი.
-არა ეხლა აქედან ვერავინ გამაგდებს.
-სანდრო ამას რატომ აკეთებ??
-რას ვაკეთებ?
-რატომ ხარ ჩემთან ასე ახლოს??
-მიყვარხარ და იმიტომ..
-არ მჯერა.
-დაგარჯერებ.
-ვერ დამაჯერებ.
სავარძელში ვიჯექი და ვცდილობდი სანდროსთვის არ შემეხედა რომელიც მე მომშტერებოდა.....
დილით მზის სხივებმა გამაღვიძა საწოლში მეძინა არ მახსოვს აქ როდის შემოვედი ავდექი ხალათი მოვიცვი და სამზარეულოსკენ გავემართე გარეთ გასულს ჩემი და და მისი ძვირფასი შეყვარებული დამხვდნენ..
-ოოოჰ მობრძანდით???
-გოგო ვერ გავიგე რა მთელი პოლიცია დამაყენე თავს??
-სალომე ჩემს ნერვებზე ნუ თამაშობ... ამიხსენი სად იყავი გუშინ??
-ჯერ შენ ამიხსენი ვინ იყო ის ბიჭი დღეს დილით დივანზე რომ ეძინა??
-ჩემი თანამშრომელია სანდრო... ახლა ამიხსენი დროზე სად იყავი გუშინ??
-მე და რეზომ ვიქორწინეთ.
-შენ რა გადაირიე?? ხომ არ გაგიჟდი გოგო?? სამი წელია ერთად ხართ ელოდებოდით მშობლების ჩამოსვლას და გუშინ რა შეიცვალა..
-რა და ჩვენ ბავშვი გვეყოლება..
-არა... ხუმრობ ხომ... შენ ჩემი და რომელიც ჩემთვის მაგალითი უნდა ყოფილიყავი მეუბნები რომ მასთან სექსი გქონდა და ამიტომ იქორწინეთ.. კი მაგრამ რაზე ფიქრობდით ჩვენზე საერთოდ არ გიფიქრიათ??? ხალხი რას იტყვის თქვენზე?? ან მე რატომ მინგრევთ მომავალს.. წადი აქედან დედას და მამას შენ დაურეკავ და მოუყვები რაც გააკეთე მე კი მრცხვენია შენნაირი და რომ მყავს..
-მე კი მეგონა გამიგებდი?
-გაგიგებდი?
-მეგონა ვინმე შეგიყვარდა და გამიგებდი მაგრამ არა შენ სიყვარული არ შეგიძლია... იმის ნაცვლად რომ გაგხარებოდა ჩემი ბედნიერება გამლანძღე.. მადლობა ყველაზე მაგარი და ხარ.
-შენ შეცდომა დაუშვი და ჩემგან გამართლებას ელი??
-ჩემი შვილი შეცდომა არ არის და არც არასდროს იქნება.... წავედით რეზო.
ჩემი და წავიდა მე კი ვიჯექი და ვტიროდი.. ჩემმა დამ გული მატკინა მე მისი მწამდა და ვენდობოდი ეს რატომ გააკეთა რატომ?? როგორ შეუძლია ყველაფერი სიყვარულს დააბრალოს??
კარზე ზარი დარეკეს კარი გავაღე და იქ სანდრო დამხვდა.
-პატარა შენ რა ტიროდი??
-არა არ ვტიროდი..
-როგორ არა ტიროდი.. რა გატირებს შენი და ხომ ცოცხალია და ჯამრთელი.
-თან ფეხმძიმედაც ყოფილა.
-მერე რა გატირებს გოგო??
-მან შეგვარცხვინა..
-სულელოო... შენს დას ეჩხუბე??
-კი ვეჩხუბე და სახლიდან გავაგდე.
-გაგიჟდი?? ის ხომ ფეხმძიმედაა რომ ინერვიულოს და ბავშვს რამე მოუვიდეს შენს თავს როგორ აპატიებ??
-მაგაზე არ მიფიქრია.
-შენ არაფერზე ფიქრობ.
-შენც ჩემს წინააღმდეგ ხარ??
-არა მე სიმართლის მომხრე ვარ ეხლა რაღაცას მოგიყვები.
-კარგი გისმენ.
-მე და ჩემს დას მამა ყოველთვის დედობასაც გვიწევდა... სამი წლის წინ ჩემი დის ცხოვრებაში გამოჩნდა ერთი ბიჭი... თავიდან კარგი ჩანდა მაგრამ შემდეგ ჩემი და შეაცდინა და მიატოვა ჩვენ ჩემი და სახლიდან არ გაგვიგდია პირიქით ვეხმარებოდით და ვცდილობდით რომ არ ენერვიულა დღეს ელენიკო ჩემი ცხოვრება მან ჩვენი სახლი გამოაცოცხლა და ცხოვრების ხალისი დაგვიბრუნა.. შენი სიძე ღირსეული მამაკაცი ის პასუხისმგებლობას არ გაექცა და შენი და ცოლდა შეირთო, რას გააკეთებდი რომ მიეტოვებინა?
-არვიცი ალბათ მოვკლავდი.
-ვერ მოკლავდი... მე ვერ მოვკალი იცი რა მითხრა?? მთვრალი ვიყავი არ მახსოვს იქნებ შენი და ჩემს გარდა სხვასთანაც იყოო.
-.. სანდრო რატომ იღიმები??
-შენზე მეღიმება... შენ რომ იგივე შეცდომა დაგეშვა შენი და გულში ჩაგიხუტებდა და მოგეფერებოდა, დაგამშვიდებდა... იცი ჩემს დას შენზე მოვუყევი გაეხარდა ჩემი ბედნიერება.
-მე რატომ არ მკითხე??
-რა უნდა მეკითხა?
-მინდოდა თუ არა რომ შენი დისთვის გეთქვა რამე ჩემს შესახებ და რა უთხარი ჩემზე?
-ვუთხარი რომ შეყვარებული მყავს... ვუთხარი რომ ლამაზი და ჭკვიანი გოგოა და უგემრიელესი ტუჩები აქვს..
-შენი შეყვარებული მეე??
-ხო რა არა??
-არა მოხვედი ჩემს სახში, თავისუფლად იქცევი ჩემს დაუკითხავად შედიხარ სამზარეულოში იდუღებ ყავას და მკოცნი ეს არის შეყვარებულობა??
-კი ეს არის... ის დაგავიწყდა რომ სახლამდე გაცილებ, შენს გამო ქუჩაში ვდგავარ და ვიყინები კიდე სავარძელში რომ გეძინება საწოლში გაწვენს.
-არა მე შენ არ მიყვარხარ... ჩემს გემოვნებაში არ ჯდები.
-მართლა?? და რანაირი ბიჭები მოგწონს?
-მე შავგვრემანი ბიჭები მომწონს... შენ ქერა ხარ.
-მატყუებ... შენ მითხარი რომ ნოა შენთვის მამაკაცის იდეალია, ნოას ქერა თმა და მწვანე თვალები აქვს.
-მერე რა...თან მე ლამბერი ბიჭები მომწონს შენ კი წვერს არ ატარებ.
-ხვალიდან გავხდები ისეთი როგორიც შენ გინდა.
-და შენ რა იცი მე რა მინდა?
-კარგად ვიცი რაც გინდა...
-ნუ მიყვირიხარ წადი ჩემი სახლიდან.
-ნახვამდის.. სანდრომ კარი გაიჯახუნა.
*********
ვიდექი ჩემი დის ახალი სახლის კართან და ვერ ვხვდებოდი დამერეკა თუ არა ზარი... ძალა მოვიკრიბე და ზარი დავრეკე კარი შუა ხნის ასაკის ქალმა გამიღო.
-გამარჯობათ მე სალომეს და ვარ სახლშია??
-კი შვილო შემოდი... ოთახშია განერვიულებული დაბრუნდა დავუძახებ.
-მე შევალ რა მის ოთახში..
-კარგი წამოდი მიგაცილებ.
კარზე დავაკაკუნე.
-შემოდით.
-დაიკო..
-შენ ხარ? რატომ მოხვედი ისევ რომ გამლანძღო??
-მე პატიების თხოვნა მინდა შენთვის.
-დიდხანს იდგები?? მოდი ჩამოჯექი.
-სალო მაპატიებ?? ვიცი არ ვარ ღირსი მაგრამ შენს გარდა არავინ მყავს.
-მე არც გავბუტულვარ რაღაც მომენტში მესმის შენი კიდეც.
-არა მე სულელი გოგო ვარ შენც გული გატკინე და რეზოსაც.
-ვსო გვეყო ამ თემაზე საუბარი... ეხლა მითხარი ვინ არის ის ბიჭი დღეს ჩვენთან რომ იყო?
-ხომ გითხარი ჩემი თანამშრომელია, გუშინ სახლში მომაცილა ყავა დავლიეთ მე შენ გირეკავდი ტელეფონს რომ არ იღებდი ვნერვიულობდი ამიტომ მარტო არ დამტოვა.
-მეტი არაფერი??
-არა. სალომე შენ და რეზო ჩვენთან გადმოხვალთ?? ამ პატარა ბინაში როგორ იცხოვრებთ?? თან რეზოს ძმაც აქ ცხოვრობს თავის ცოლთან და შვილებთან ერთად.
-მამა და დედა არ მიმიღებენ ხომ იცი.
-ისინი ვერ გაიგებენ რომ ქორწილამდე იყავი ფეხმძიმედ დანარჩენი მე მომანდეთ,შენ რეზოს დაელაპარაკე გთხოვ.ეხლა წავალ მე რეზოს ბოდიშს მოვუხდი აუცილებლად.
-კარგი წამო გაგაცილებ.
ჩემი და და რეზო ჩემთან გადმოვიდნენ დედას და მამას დაველაპარაკე და დავარწმუნე რომ ჩემს დას არ გაბრაზებოდნენ ის მხოლოდ ორი კვირის ფეხმძიმე იყო ამიტომ დიდი პრობლემა არ შექმნია თქვა რომ ფეხმძიმედ ქორწინების შემდეგ დარჩა...
ორი კვირა ისე გავიდა სანდრო არ მინახავს არც შემხმიანებია მე ვერ ვბედავდი მიწერას და ვერც დარეკვას...ორი კვირის შემდეგ კი სანდრო წიგნების მაღაზიაში მოვიდა..
-სანდრო რა კარგია.(მარი)
-მხოლოდ შენ არ გაგხარებია.... უთხრა მარის და მე შემომხედა.
-თანამშრომლებო მინდა გაგაცნოთ სანდრო ის ჩემი ბიძაშვილია ანუ დედაჩემის ძმისშვილი ეს მაღაზია მისი და ბიძაჩემის წყალობით გავხსენი სანდროს უნდა რომ აქ იმუშაოს დღეიდან ერთად ვიმუშავებთ.
-სასიამოვნოა შენი გაცნობა, მე გიორგი ვარ.
-მე ნათია ვარ მიხარია.
-ჩემთვისაც სასიამოვნოა ორივერს გაცნობა მეც გამეხარდა.
მერე მე მომიახლოვდა ვითომ წიგნს იღებდა ჩემს უკან მდგარ წიგნების თაროდან..
-მოგენატრე?
-სულაც არა.
-ისევ ტყუი... ეხლა მოგწონვარ ხომ ხედავ წვერი მოვუშვი.
-ხო პიჯაკიც ჩაგიცვამს.
-ყველაფერს ვაკეთებ რომ შენს გემოვნებაში ჩავჯდე.
********
ესეც მესამე თავი იმედია მოგეწონებათ..



№1 სტუმარი A

Ra sulelia ra es gogo ukve nervebs mishlis amisi sisuleleebi.

 


№2  offline მოდერი Maiaabuladze

A
Ra sulelia ra es gogo ukve nervebs mishlis amisi sisuleleebi.

მაგის სისულელეები ეხლა იწყება ჯერ მაგრამ მერე აუცილებლად დაისჯება

 


№3  offline წევრი Firefly

სანდრო მაჩუქეთ :დდდდ
--------------------
M.T

 


№4  offline მოდერი Maiaabuladze

Firefly
სანდრო მაჩუქეთ :დდდდ

აუცილებლად ❤

 


№5  offline მოდერი tsn

მართლა სულელია ეს გოგოო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent