ფერადი გრძნობები(5თავი)
ნიკამ ბევრი იფიქრა ნიას სიტყვებზე,მაგრამ ვერაფერი მოიფიქრა არ იცოდა როგორ უნდა დახმარებოდა ნატალის ამიტომ გადაწყვიტა ალექსანდრესთვის ყველაფერი ეთქვა. -ღადაობ?(ალექსა) -არა ბიჭო სიმართლეს გეუბნები(ნიკა) -თვითონ გითხრა?(ალექსა) -არა,ნიასთვის უთქვამს ნიამ კი მე მითხრა(ნიკა) -თუ მართალია რასაც შენ ამბობ მაშინ ნატალიმ თვითონ რატომ არ მითხრა?(ალექსა) -მაგას რა მნიშვნელობა აქვს,შენ გიყვარს?(ნიკა) -კი(ალექსა) -მართლა?(ნიკა) -ხო,მიყვარს(ალექსა) -მოიცა აბა ნია?9ნიკა) -ნია რა შუაშია?(ალექსა) -მე მეგონა,რომ შენ ნია გიყვარდა(ნიკა) - და რატო გეგონა?(ალექსა) -შენ ხომ მას ყოველთვის თბილად ექცეოდი და გვერდიდან არასდროს შორდებოდი ამიტომ მეგონა,რომ გიყვარდა(ნიკა) -იმაზე სულელი ყოფილხარ ვიდრე მეგონა,მართალია ნია მიყვარს,მაგრამ ისე როგორც და. მას ჩემ გარდა არავინ ყავდა ამიტომ ვზრუნავდი მასზე, ის ჩემთვის დასავითაა გესმის?(ალექსა) -მიხარია ამის მოსმენა,აბა რას აპირებ ეტყვი ნატალი?(ნიკა) -კი ვეტყვი(ალექსა) ალექსანდრეს სულაც არ გასჭირვებია ნატალისთვის სიმართლის თქმა,ნატალიც გამოუტყდა ალექსანდრეს გრძნობებში რითაც ყველა ბედნიერი იყო. ******************************************************* 19 ნოემბერი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი დღე გათენდა,თუმცა გასაკვირი ის იყო,რომ ნიკა,რომელიც საწოლიდან სულ მცირე 10 საათამდე არ დგებოდა ახლა 8 საათზე ამდგარიყო,მაგრამ რატომ? ის ხომ სკოლაში წასვლას სულაც არ აპირებდა აშკარა იყო,რომ საქმე სულ სხვა რაღაცას ეხებოდა. გაღვიძებისთანავე ვაჟბატონმა გადაწყვიტა ნიას ოთახს სტუმრებოდა. ნიას ჯერ კდევ ეძინა,როდესაც ნიკა მის ოთახში დაუკითხავად შეიჭრა. -ნი გაიღვიძე!(ნიკა) -აუ რა გინდა?(ნია) -ჩვენი გეგმა დაგავიწყდა?(ნიკა) -აუ რა გეგმა რა დამაძინე(ნია) -რა დროს ძილია დროზე ადექი!(ნიკა) -კაი ხო ვდგები(ნია) ბატონი დემეტრე და ქალბატონი ვერონიკა კი დილაადრიან სამსახურში წავიდნენ,დემეტრეს თავის სააგენტოში მიეჩქარებოდა ხოლო ვიკას სასამართლო სესია ჰქონდა დანიშნული,ის ხომ ადვოკატი იყო. საღამოსთვის დემეტრეს გარდა ყველა სახლში იყო,დაახლოებით საღამოს 8საათისთვის ბატონი სამსახურიდან დაბრუნდა,როცა სახლი კარი შეაღო იქ არავინ დახვდა. როცა დემეტრემ შუქის ანთება სცადა თვალწინ დაახლოებით 50მდე ადამიანის სილუეტი შენიშნა,რომლებმაც პირი ერთდროულად დააღეს საიდანაც ყველას ერთი და იგივე მელოდია აღმოხდათ. ეს მელოდია კი დაბადების დღის მისალოცი სიმღერა იყო. სიხარულისგან გაოცებულ დემეტრეს ლამის ცრემლები წასცდა,მაგრამ რა დროს ცრემლები იყო 45 წლის კაცს განა ცრემლები შეჰფერის? საღამომ შესანიშნავად ჩაიარა დრო მშვენივრად გაატარეს,ეს დღე ნამდვილად დაუვიწყარი იყო. ამ დროის მანძილზე ყველა ბედნიერი იყო,ისინი ერთმანეთს ყოველთვის მხარში ედგნენ, ერთი დიდი ოჯახივით იყვნენ და ტკბებოდნენ ცხოვრებით. თუმცა ეს ყველაფერი დიდხანს არ გაგრძელებულა,მათ ოჯახურ იდილიას საფრთხე მაშინ შეექმნა როცა ოჯახში კიდევ ერთი მეტრეველი გამოჩნდა. თურმე დემეტრეს უფროსი ძმა ჰყოლია ერეკლე,რომელიც ამ ხნის მანძილზე თურქეთში ცხოვრობდა თავის ოჯახთან ერთად. 23დეკემბერი. ეს ის დღე იყო,როდესაც ერეკლემ დემეტრეს დაურეკა და შეატყობინა,რომ საქართველოში ჩამოსვლას აპირებდა,რადგან ვალების გამო მოუწია სახლი გაეყიდა ამიტომ სანამ ახალ თავშესაფარს მოძებნიდა დემეტრესთან უნდა დარჩენილიყო,ძმამაც უარი არ უთხრა. ერეკლემ ჩამოსვლა 25 დეკემბერს გადაწყვიტა თავის მეუღლე ქრისტინე გეგეშიძესთან და თავის შვილებთან მარიამ და თეკლა მეტრეველებთან ერთად. მათი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა აღმოჩნდა,რომ ერეკლეს ნიას იმ სახლში ყოფნა არ მოსწონდა უნდოდა,რომ ნია წასულიყო. ერეკლეს მხარს მისი უფროსი ქალიშვილი თეკლაც უჭერდა ისიც თვლიდა,რომ იმ სახში ნიას ადგილი არ იყო. თუმცა ამის ხმამაღლა თქმას ვერცერთი ბედავდა,რადგან დემეტრესი ეშინოდათ იცოდნენ,რომ ის ნიას მფარველობდა და სახლიდან არ გააგდებდა ამიტომ ერეკლე და თეკლა მეტრეველები ყველანაირად ცდილობდნენ ნიასთვის ისეთი პირობები შეექმნათ,რომ ის სახლიდან თავისი ნებით წასულიყო. ხოლო რაც შეეხება მარიამს და ქრისტინეს ისინი საკმაოდ კეთილი და დიდსულოვანი ადამიანები აღმოჩნდნენ,მათ ნიას სახლიდან გაგდება სულაც არ სურდათ. პირიქით ისისნი ერეკლეს გეგმების ჩაშლას ცდილობდნენ,მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ, რადგან მამაშვილს წინ დიდი გეგმები ჰქონდათ. ისინი არ დაუშვებდნენ,რომ ვინმეს მათი გეგემები ჩაეშალა. ეტყობოდა,რომ ბედი ნიას დიდი განსაცდელს უმზადებდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.