შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ შემიყვარე... თავი (16) ნაწილი (2)


21-01-2016, 22:16
ავტორი Anye-Any
ნანახია 2 913

როგორც აღმოჩნდა ძილი არც არავის უნდოდა,რაღაცნაირად გაბრუებული და გამოშტერებული ვიყავი,არც არაფრის ხალისი მქონდა,თითქოს ისევ მეძინებოდა,ბედნიერება სვერ ვგრძნობდი,ზოგადად ადამიანი როცა იღლება ბრძოლით,თუნდაც მიაღწიოს საურველ შედეგს ის უკვე აღარაფრად უღირს,იმას არ ვამბობ,რომ აკოს სიყვარული არაფრად მიღირს,უბრალოდ ისევ მეშინია და ისევ იმის მოლოდინში ვარ,რომ წავა,ისევ წავა და ამას უკვე მართლა ვეღარ გავუძლებ,მირჩენია ახლავე დავამთავროთ ყველაფერი და აღარ განვაგრძოთ,არ ვიცი რატომ მაგრამ ისევ და ისევ ვფორიაქობდი,არ ვენდობოდი და ეს ამას დავაბრალე. თითოეულ ჩვენგანს გაგავაჩნია რაღაც ძალიან მშვენიერი,რაც ჩვენს სულს ალამაზებს და ასაზრდოებს,არ უნდა ჩაკლა ეს მშვენიერი,თორემ ცხოვრებასაც ფასი დაეკარგება,მან უნდა გაუფრთხილდე და ასაზრდოო,რომ ბედნიერებამ არასოდეს დაგტოვოს.არ ვიცი ეს მშვენიერება ისსევ იყო თუ არა ჩემში,მაგრამ მე უკვე ვეღარაფერ მსგავსს ვერ ვგრძნობდი,ყველაფერი სულერთი გახდა,ალბათ ბევრი იტყვის და გამამგტყუნებს კიდეც მეტი რაღა უნდა ამ გოგოს ხომ დაუბრუნდა საყვარელი ბიჭიო,თუმა რა ვუყო იმ ტკივილს,რომელი არ მასვენებს? წარსულის გახსენებისას ყელში ბურთი მეჩხირება და მიჭირს ისე გადავაგორო,რომ თან წყვილი ცრემლიც არ გადმომცვივდეს.რთული არსებაა ადამიანი,ძალიან რთული,ყველაზე მნიშვნელოვანსაც კი ეკარგება თურმე ფასი. დავიღალე,საერთოდ არ გამაჩნდა ემოცია,დამავიწყდა როგორია გულიანად სიცილი და ბედნიერი ღიმილი. საკუთარი თავის გამხნევება ყოველთვის შემეძლო,ყველაფერი კარგად იქნება ნია! ესეც გაივლის ნია! არ გჭირდება ის ვისა არ სჭირდები შენ! წინ იყურე ნია! ეს ის სიტყვები იყო,რომელსაც ყოველდღე 100-ჯერ მაინც ვუმეორებდი ხოლმე საკუთარ თავს. ტკივილი იმდენად ვერ გკლავს და განადგურებს,როგორც მისი ერთი უემოციო გამოხედვა,როცა თვალებში უყურებ და ხვდები,რომ ყველაფერი დამთავრდა,არაფერს აღარ აქვს აზრი,გაქრა ყველა დღე,ყველა ის მოგონება,რომლის გახსენებაც გაბედნიერებდა.ვფიქრობ,ლამაზმა მოგონებბემა მხოლოდ ღიმილი უნდა გამოიწვიონ სახეზე და არა სინანული და ტკივილი წარსულისა,ომელში ერთ დროს ბედნიერი იყავი. არ ვიყავი მებრძოლი ადამიანი,თუმცა განა ბრძოლა ღირდა? უნდ აგაუშვა,ყოველთვის უნდ აგეყოს ძალა რომ გაუშვა ის ვისაც შენთან ყოფნა აღარ უნდა და არასოდეს უნდა ინანო,რამდენიც არ უნდ აეცადო მას ვერ გააჩერებ,თუ უნდა მაინც წავა.
დრო,რომელიც ისე სწრაფად გადის თვალის დახამხამებასაც კი ვერ მოასწრებ,რამდენი დრო გასულა თურმე სექტებრის შემდეგ,იმ დღეების შემდეგ რომელშიც მოვკვდი. ვუყურებდი მას და ყოველი წუთი იბეჭდებოდა ჩემს მეხსიერებაში,ყველაფერმა თითქოს თვალწინ გამირბინა,რამდენჯერმე თავი კი გავაქნიე იმ იმედით,რომ მოგონებებს ამოვშლიდი და სამუდამომდ გავაქრობდი,თუმცა არ გამომივიდა.ჰაერის უკმარისობა ვიგრძენი და აივანზე გავედი,ციოდა,ისე ძალიან ციოდა,რომ გარეთ 2 წუთზე მეტს ვერ გაჩერდებოდი,თუმცა მე სულში მციოდა,სხეული კი მიხურდა. ყელში იევ გამეჩხირა ბურთი,ამჯერად ვეღარ შევძელი მისი გადაგორება და თვალზე წყვილად ცრემლებმაც არ დააყოვნეს. ვტიროდი,არ ვიცოდი რატომ,ბედნიერების ცრემლები იყო,თუ იმ წარსულის ტკივილის,რომელიც ახლაც არ მასვენებდა. გული ამომიჯდა და ბღავილი დავიწყე თუმცა პირზე ხელი ავიფარე მათ რომ არ გაეგონათ,ჩავიკეცე და იატაკზე დავჯექი,თავი მუხლებში ჩავრგე,ისევ პატარა ბავშვივით ვქვითინებდი და თავის დამორჩილება არ შემეძლო,უფრო და უფრო ამომიჯდა გული,საკუთარი თავი ახლა ყველაზე მეტად მეცოდებოდა,მეცოდებოდა ის ნია,რომელიც აკოს დანახვას ყოველ წამს ელოდა,იმ იმედით რომ ერთხელ მაინც გაუღიმებდა,ცრემლები მახრჩობდა იმიტომ,რომ ჩემი ცხოვრების ყოველი წუთი მის გარეშე ჯოოხეთად იქცა და ის ამ ყველაფერს გვერდიდან უყურებდა,და ახლა რა? მოდის ისე თიტქოს არაფერი მომხდარა და შერიგებას მთხოვს.ის ამას არ იმსახურებს,არ იმსახურებს რომ მიყვარდეს იმ ყველაფრის შემდეგ,საკუთარ თავზე სანამ არ გამოცდი ამ ტკივილს მანამ ვერ მიხვდები ეს რა ჯოჯოხეთია,სიკვდილს ნატრობ თუმცა ყოველდღე ისედაც კვდები.
-ნია,აქ რატო ზიხარ? გაცივდები-აივნის კარები შემოაღო სალომემ
ცრემლები ხელისგულებით შევიმშრალე,არ მინდოდა შეემჩნია,თუმცა სლუკუნზე მაინც მიხვდა,რომ ვტიროდი
-იტირე?-ჩემს წინ ჩაიმუხლა და თავისი ქურთუკი მომახვია-ვაიმე,ჩემო პატარა,რატო იტირე ნია?-თავი ამაწევინა და თვალებში ჩამაშტერდა.
მე? უფრო და უფრო ამომიჯდა გული და თავი ვეღარ დავიმორჩილე,ძალიან მაგრად მოვეხვიე და ისევ გულამოსკვნილმა ამოვიხრიალე. თმაზე მეფერებოდა დ ამიმეორებდა,რომ მე ყველაძე ძლიერი გოგო ვიყავი,ეს ყველაფერი მალე გაივლისო,აი ნახავო.
-შევიდეთ-ზლუქუნს მოვრჩი,ცრემლები შევიმშრალე და ფეხზე წამოვდექი
-გინდა მაღლა ავიდეთ?გოგონებსაც ვეტყვი,ყავა დავლიოთ და დაგველაპარაკე,ნია ახლა ხო უკეთ ხარ?-არ მეშვებოდა სალომე
-კი,კი კარგად ვარ სალომე,აი ნახე უკვე ვიღიმი კიდეც-გავეკრიჭე მეგობარს-უბრალოდ მომაწვა,ხომ ხვდები-ისევ გამეცინა
-ვხვდები ნია და არაა ჩემთან რამის მტკიცება საჭირო,ისედაც ყველაფერი მესმის და ვხვდები,გული მტკივა ასეთს რომ გხედავ,თიტქოს ყველაფერი დალადა,თუმცა არავინ იცის რა ხდება შენში და რამხელა ბრძოლა მოგიწია საკუთარ თავთან,მე ვამაყობ შენით!-მომეხვია და მაკოცა
სალომე არაჩვეულებრივი ადამიანია,მახსოვს პირველ დღეს რომ მივედი უნივერსიტეტში ჩემს წინ იჯდა გაბადრული სახით,იმდენად დაბნეული იყო ხმას ვერ იღებდა,შემდეგ ელენე მოვიდა და ორივეს გამოგველაპარაკა,თეონა უკვე მეორე დღეს გავიცანით და მას შემდეგ ერთად მოვდივართ,უკვე მეოთხე წელია ჩვენი ურყევი მეგობრობა გრძელდება და ამით ძალიან ბედნიერი ვარ.
შიგით შევედით,ახლაღა ვიგრძენი რა სიამოვნებაა სითბო,სალომე ერთიანად კანკალებდა.
-ერთმანეთს დაენიძლავეთ ვინ უფრო დიდხანს გაუძლებდა ყინვას?-ჩვეული იუმორი მოგვაგება ლადომ და სიცილით გახედა ბიჭებს,რომლებიც გაცხარებულები თამაშობდნენ ჯოკერს
-ნია შენ არ იძახდი ქრონიკულად მცივაო?ამდენ ხანს რამ დაგაყენათ გოგო ამ ყინვაში?გამოსვლას ვაპირებდი უკვე-აყვა დანელიაც
-ჩვენ მაღლა ავალთ,თეო,ნენე წამოდით სამზარეულოში,ყავა გავაკეთოთ და მაღლა ავიდეთ-თავით ანიშნა სალომემ გოგონებს რომ ამდგარიყვნენ
-მოიცა,სად მიდიხართ? - დასერიოზულდა ლადო
-რამე პრობლემაა?-წარბაწეულმა გახედა სალომემ
-ჩვენ გვტოვებთ და მაღლა ადიხართ?
-ჰო მერე?
-ყავას აქ ვერ დალევთ თუ ჩვენ დაგილევთ?-გაეცინა დანელიას და მე გადმომხედა
-გვეძინება-ვეცადე სალომეს შევშველობოდი
-რა გეძინება გოგო დღეს მთელი დღე გეძინა,აწი რაღა დაგაძინებს?-გაოცებულმა შემომხედა გიგამ
-კიდე მეძინება, რა იყო?-ვითომც არაფერიო ისე ავიჩეჩე მხრები
-ავლენ ეხლა ესენი მაღლა და ზურგებს მოიფხანენ იმდენს იჭორავებენ აგვიწითლებენ ყურებს-ისევ ლადოს იუმორი
-ვაიმე სალომე ამას რამე უშველე ხო ხედავ ძაან გავიდა უკვე იუმორში-თვალები გადაატრიალა თეონამ
-ნია
-ჰო აკო
-მოდი აქ-თავისკენ მანიშნა
-რა გინდა?-უემოციოდ გავეცი პასუხი
-მოდი და გაიგებ
-სალომე
-ჰო ლადო
-შენს მოყევი ნიას
-ელენე
-ჰო გიგა-ახლა სამივეს გაგვეცინა
-ნიას და სალომეს გამოყევი უკან
-მოიცა და მე რა გავაკეთო?-დოინჯშემორტყმული იდგა თეონა,ეტყობოდა გაბრაზე
-შენ წადი ყავა მოგვიდუღე-უცებ დაასამა ლადომ თეონა
-ჰო,აი ზუსტად მაგაზე ვოცნებობდი ახლა-თავის ქნევით გასცა პასუხი ლადოს და სამზარეულოში მოქუსლა
დანელიას გვერდით დავჯექი,გაღიმებული მიყურებდა,მეც ვუღიმოდი,აი ასე 2 დებილი ვუღიმოდით ერთმანეთს.
-ეგ დებილი სახეები როდის დაამუღამეთ?-გვკითხა გაკრეჭილმა ლადომ
-შენი დებილი სიფათი დაგავიწყდა ხო სალომეს როცა ხედავდი-გამოგვესარჩლა გიგა და ხარხარი ატეხა
-ვაბშე ორივემ მოკეტეთ რა-სიცილით ჩაერია დანელია
-აუ,ეს რო ვინმეზე რამეს იტყვის,ნია,იცი რა სახით მოძრაობდა შენს ვერდით?-ხარხარი აუტყდათ ლადოს და გიგას
-ჰო,კარგი ვსიო მორჩა კინო!-უცებ დასერიოზულდა დანელია,ზოგადად არ უყვარდა ხოლმე ასეთი რაღაცეების გახსენება.
-მაგას რა მნიშვნელობა აქვს,მთავარი ისაა შემდეგ როგორ მოიქცა-წარბაწეულმა,ოდნავი ირონიით გავხედე დანელიას,რომელიც ახლა საერთოდ არ მოელოდა ამას ჩემგან
-ჰო,აი მერე კი ცოტა აურია-უცებ დასერიოზულდნენ ბიჭები და ერთმანეთს გადახედეს
-რა ადვილია ადამიანს მოსთხოვო ის,რაც თვითონვე აუკრძალე-ამყვა სალომეც და დანელიას მიმართულებით ნათქვამმა წინადადებამ გულა კიდევ ერთი გამარჯვების ტაში შემოსცხო.
-ახლა ამაზე უნდ ავილაპარაკოთ?-წარბაწეულმა გახედა შეყვარებულს ლადომ
-თუ იმაზე ვლაპარაკობთ,რომ ნიამ ალეკოს აპატიოს ამ ყყველაფერზეც უნდ ავილაპარაკოთ,იმიტომ რომ ეს ყველაფერი მოხდა და ამას ვერსად გავექცევით,ჰო ისე როგორ გიყვართ ცუდის დავიწყება,კარგს უცებ გაიხსენებთ.თუმცა რა გასაკვირია,თქვენ საერთოდ რა გაგეგებათ ამის-ხელი ჩაიქნია სალომემ და გაღიმებულმა თვალი ჩამიკრა
-ეს მხოლოდ მათი საქმეა სალომე და შენ ნუ ჩაერევი
-კარგი რა ლადო,აი თქვენ რომ ცარეულიყავით აკოს საქმეში დღეს ასე არ იქნებოდა ყველაფერი და არ მოუწევდა დანელაის ისევ ხვეწნა-მუდარა
-რას გულისხმობ?-ჩაერია გიგა
-იმას რომ უნდა გერჩიათ,რომ ასე არაკაცივით არ მოქცეულიყო და ქალისთვის სამაგიერო არ გადაეხადა!-კბილებში გამოსცრა სალომემ ხელი დამავლო და სულ ძალით ამიყვანა მაღლა
-ნია,მაპატიე უბრალოდ წეღან რომ დაგინახე იმ სიცივეში როგორ საცოდავა იჯექი მობუზული გული გამეყინა,იმ წუთას ისევე მეტკინა ნია როგორც შენ,ვიცი ზედმეტი მომივიდა და არ უნდ ავერეოდე ამაში,მაგრამ რა ვქა უსამართლობას ვერ ვეგუები,მითუმეტეს როცა შენ გეხება სამქმე
-პიქით სალომე,მადლობელი ვარ რომ ზუსტად ის თქვი რისი თქმის გამბედაობაც მე არ მეყო,მეც იგივენაირად მოვიქცეოდი შენს ადგილას-გავუღიმე,მანაც ღიმილით მიპასუხა.











______________________________________
ძალიან სწრაფად დავწერე ეს თავი,ისევ და ისევ ბეჭდვითი შეცდომები,თუმცა იმდენად მომაწვა ყველა ემოცია,რომ ცრემლები ვერ შევიკავე,ძალინა რთულია ამ ყველაფრის თავიდან გახსენება,თუმცა რახან დავიწყე წერა მინდ აბოლომდე დავასრულო.მაინტერესებს თქვენი აზრი....



№1  offline წევრი cancara

მომწონს ისე უცებ შემომეკითხა ვერცკი გავიგე გაგრრძელე სასწრაფოდ

 


№2  offline წევრი eki_eka_ake

ანუ რადგან იტირე ამის დაწერაზე გამოდის რომ ისევ შორდები მე ასეთი დასლვნა გამოვიტანე და უფრო დაიძაბა ყველაფერი გააგრძელე და წარმატებები <3

 


№3  offline მოდერი Anye-Any

კიდევ რამდენიმე თავი და სავარაუდოდ დავასრულებ თორე უკვე დაუსრულებლად იქცა ეს ისტორია,სიტუაცია დღესაც გრძელდება,მხოლოდ იმის თქმა შემიძლია,რომ დღესაც გვაქვს მე და დანელიას ურთიერთობა,თუმცა როგორი ამას გაიგებთ. <3

 


№4 სტუმარი EmiIy

Saswauli xar! Namdvilad sworad iqcevi nu Chemi azrit da es Salome dzalian momwons!❤usakvarlesia, ai es bichebi ki mishlian cota nervebs:d bednierebas gisurveb❤ amas imsaxureb!❤

 


№5 სტუმარი nia

სულაც არ მინდა რომ დაამთავრო. ძალიან მომწონს ეს ისტორია და არასდროს მომბეზრდება კითხვა.

 


№6 სტუმარი kesso

როდის დადებ ახალ თავს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent