შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მშვიდი საგიჟეთი [1]


21-01-2016, 23:55
ავტორი makharadze
ნანახია 2 311

ჰალილუია, ხალხნო, დაგიბრუნდით!!!
ვერ წარმოიდგენთ ისე მიხარია ისევ აქ რომ ვარ და სანამ ატვირთვას დავაჭერ, გული მიფანცქალებს.
თუ ვინმემ არ იცის, ფბ ზე ასე მომძებნეთ: Keta Maxaradze
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ მ თ ე ლ ი გ უ ლ ი თ

მშვიდი საგიჟეთი, 1

-ფორთოხლის წვენი მოიტანე და მოდი, აივანზე ვიქნები! - დას გასძახა დეამ და მოაჯირზე შემოაწყო ფეხები.
სისხლა ტრაექტორია შეიცვალა და სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა.
საღამო იყო მშვიდი, მოწმენდილი და ვარსკვლავებით სავსე.
-შოკოლადები სად გაქვს? - სამზარეულოდან შეწუხებული ხმით ეძახდა ანუშკა, - ვერ ვპოულობ!
დეას გაეცინა. ვერ ხვდებოდა, როგორ შეიძლებოდა ადამიანი ასეთი ლაღი ყოფილიყო, ძალიან სევდიანი ღიმილით და მუდამ წყლიანი თვალებით.
-ზედა თაროაზეა, - გასძახა დას, - ჩამოიღე და მალე მოდი, რა.
ცას მიაჩერდა. მხოლოდ გაბუჟებულ კიდურებს და მონატრებას გრძნობდა, სანდროსას.
-სულ ბოლო თაროზე რომ შემოალაგო ეს შოკოლადები, ხომ იცი, მაინც მივაგნებ. - ჰორიზონტზე უამრავი შოკოლადით ხელდამშვენებული ანუშკა გამოჩნდა.
პუფი დისკენ მიაჩოჩა და გრძელი ფეხები პატარა, კომფორტულად მოწყობილ აივანზე რომ ვერ დაატია, მოაჯირზე შემოაწყო. ძალიან უყვარდა ასეთი საღამოები. გრილი, მშვიდი და მთვარიანი. თვალები ისევ წყლიანი ჰქონდა ... მზერა ისევ სევდიანი.
ფორთოხლის წვენი დას გაუწოდა. დეა არ გატოკებულა. ისევ უაზროდ მიშტერებოდა ცას.
-დეა? - ყურში ჩაჰკივლა ანუშკამ და დის სხეულის უნებლიე მოძრაობამ ხმამაღლა გააცინა, - სად დაფრინავ?
-სანდრო მენატრება. - იყო დეას სასოწარკვეთილი ხმა და ჩამქრალი თვალები.
ზოგჯერ ისეთი მომენტებიც ჰქონდა, როცა საერთოდ არაფერი უნდოდა სანდროს გარდა. საერთოდ არაფერი.
-შენი გათხოვება ძალიან „სწორი“ გადაწყვეტილება იყო. - ატიტინდა ანუშკა.
იცოდა, როგორ უშლიდა დას ნერვებს მსგავსი გამოხტომებით.
-ანუშკა, არ მინდა ამ თემაზე, რა. - დაღლილი ხმა ჰქონდა დეას. დაღლილი და ნანერვიულები. - სახლში რა ხდება?
-რა ვიცი, ძველებურად.
-მამა მანეტრება. - თვალებზე ნისლი გადაეკრა. კახას გახსენებისას ტკივილი უვლიდა სხეულში, თავიდან ფეხებამდე. ზოგჯერ იმაზე მეტად უჭირდა ოჯახისგან შორს ყოფნა, ვიდრე შეეძლო აეტანა.
-მამასაც, ალბათ. - ძლივს გასაგონად ამოილაპარაკა ანუშკამ და დას გახედა.
არ უნდოდა კახაზე ლაპარაკი. არ იყო ეს კაცი ასეთი „მარტივი“ და არც ანუშკას შეეძლო რამეზე ასე ნერვიულობა.ზუსტად იცოდა, დეას ადგილას რომ თვითონ ყოფილიყო როგორც მოიქცეოდა, მაგრამ დეა მას არ გავდა.
მას არავინ გავდა.
-არაფერს იმჩნევს, ხო? - ხმა გაებზარა დეას. ვერ იყო ბოლომდე მყარი. სულ მერყეობდა .. სულ აწუხებდა რაღაც. შეეძლო დაეფიცა, რომ თვითონ იყო მთელ დედამიწაზე ყველაზე არეული და ჩამოუყალიბებელი ადამიანი.
-შენ მაგაზე ისევ დარდობ? - უდარდელი იყო უმცროსი გასვიანის ხმა და დეას ძალიან მოუნდა, წამით მაინც დამსგავსებოდა დას.
-მამაჩემია, ანუშკა და ხომ შეიძლება ვდარდობდე? - გაიოცა დეამ.
აღარ იცოდა ჯავრი ვიზე ამოეყარა, მაგრამ ეს „ვინმე“ ანუშკა რომ არ უნდა ყოფილიყო, ამას ხვდებოდა.
-შეიძლება, დეა, მაგრამ შენ საზღვრები არ იცი! - თვალები გადაატრიალა უმცროსმა, - ოდესმე ხომ უნდა მორჩე. თუ არ გინდოდა, მითხარი, რატომ თხოვდებოდი?
-მიუხედავად იმისა, რომ სულ განვიცდი და სულ მენატრებით, ერთხელაც არ მინანია, რომ სანდროსთან ერთად ვარ! - აპილპილდა დეა.
ანუშკასაც ეს უნდოდა. უნდა გაებრაზებინა, უნდა წაექეზებინა, რომ გახსენებოდა რატომ გაჰყვა ცოლად სანდროს. რატომ იჯდა ახლა მის სახლში. უნდოდა შეეგნო დეას, რომ უღირდა! ის, რაც გდაიტანა უღირდა იმად, რომ ყოფილიყო სანდროს ცოლი, თუნდაც მას თვეში ერთხელ შეხებოდა, ან მაშინაც ვერ:). აღარ უნდოდა უმცროსს, რომ ასეთი დისთვის ეყურებინა. მუდმივად მერყევი და არეული დეასთვის.
-ვიცი, რომ სპეციალურად მაბრაზებ და ძალიან გთხოვ, ნერვებს ნუ მიშლი. - „ხრკებს“ მიუხვდა ანუშკას.
-სანდროზე რომ ვგიჟდები, ეგ მშვენივრად იცი, - ამჯერად სერიოზულად წამოიწყო გასვიანმა, - მხარს ყველაფერში რომ გიჭერ, ეგეც იცი. მაგრამ დეა ... სულ წასულია, სულ თამაშები აქვს, სულ სადღაც არის. ხომ არ შეიძლება, რომ ქმარს მთელი ცხოვრება ტელევიზორიდან უყურებდე? ამ სისტუაციას რომ მოაგვარდებდა და შენ წაყვანასაც მოახერხებდა, ცოლად მერე გაჰყოლოდი. მართლა ძალიან მინდა რომ გავიგო, მაგრამ არ მესმის რა იყო საჩქარო .. 20 წლის ხარ და ყველაფერი წინ გაქვს. სანდროსთან ყოფნას არავინ გიშლიდა. პირიქით, სანამ გაიპარებოდით მამა ძალიან კმაყოფილი კი იყო უფროსი ქალიშვილის კალათბურთელი, ძალიან მაგარი შეყვარებულით. შენ იცი, კახა ის ტიპი არ არის, შვილებს მსგავსი რამეები რომ აუკრძალოს, მაგრამ თქვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერი გააფუჭეთ იმით, რომ ძალიან, ძალიან იჩქარეთ!
-ანუშკა, გთხოვ, რა ...
ადამიანების ცხოვრებაში არსებობს მომენტები და არსებობს გადაწყვეტილებებიც, რომლებსაც ვერასდროს გაიაზრებ, სანამ მსგავსი რამ შენ არ გადაგხდება თავს. არსებობს სურვილი, რომ იმ ადამიანს სახლში დაელოდო, რომელიც სამყაროს გირჩევნია. არსებობს სურვილი იმისა, რომ უბრალოდ გერქვას მისი ცოლი. არსებობს ის უსაზღვრო სიყვარული, რომელიც ფიქრის უნარს გაკარგვინებს და ტვინი რომ გაქვს, ეგეც გავიწყდება. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ იმდენად უყვართ, რომ ... სხვა აღარაფერს აქვს აზრი.
-კარგი, ვჩუმდები. - თავი გააქნია ანუშკამ და პლედში კომფორტულად გაეხვია.
არ ესმოდა და ეგონა, რომ ვერც ვერასდროს გაიგებდა „შეყვარებული“ ადამიანის ამოუხსნელ ფენომენს.
-არ მინდა, რომ გაჩუმდე. მინდა, რომ მელაპარაკო, მითხრა როგორ ხარ. მინდა ყურადღება სხვა რამეზე გადამატანინო, რომ 1 წამით მაინც დამავიწყდეს სანდრო!
-რა გითხრა, დეა, „მე“ ვარ, რა. - ღიმილი შეეპარა უმცროსის ძალიან ჰარმონიულ ხმის ტემბრს.
მართლა „თვითონ“ იყო და არავინ სხვა.
სულ ეგონა, რომ მის გარშემო უნდა ეტრიალა სამყაროს. ის უნდა ყოფილიყო დედამიწის ღერძიც და დედამიწის ქერქიც.
ამას ნაწლობრივ ისიც განაპირობებდა, რომ სამშვილიანი ოჯახის ყველაზე პატარა, ნაბოლარა ქალიშვილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ რაც არ უნდა მოეთხოვა, ან მამამის შემთხვევითაც რომ გაეგო, რა უნდოდათ მის შვილებს, იმ წამსვე მათი ხდებოდა, უაზრო სურვილები არასდროს ჰქონიათ.
ძალიან სხვანაირი იყო ანუშკა. ყველაფერთან დაკავშირებით ჰქონდა საკუთარი შეხედულება და არ აღიარებდა იმას, რომ დედამიწაზე შეიძლებოდა ყოფილიყო „რამე“ მასზე ძლიერი. ეს არ იყო ამპარტავნება. უბრალოდ ასეთად დაიბადა. არც იმას აღიარებდა, რომ ოდესმე დადგებოდა მომენტი, მასაც შეუყვარდებოდა ვინმე და ისიც ისე დაკარგავდა ჭკუას, როგორც დეამ დაკარგა და დღემდე ვერ უპოვია. სულ სჯეროდა უმცროსს, რომ ვერაფერი დაუბინდავდა გონებას, ვერც სიყვარული და ვერც რაიმე სხვა. თვითონ უნდა ყოფილიყო ყველაზე პირველი და მერე ყველა დანარჩენი ... ცოტა ეგოისტიც იყო და ძალიან თავისებურიც, მაგრამ ყველა ის თვისება, რომელიც მოსაწონიც იყო და „არ მოსაწონიც“, ქმნიდა ანუშკას. „ანუშკა“ თავისი ყველა თვისებით, იყო ის, ვინც უნდოდა, რომ ყოფილიყო. არასდროს უწუწუნია, რომ რაიმე არ მოსწონდა საკუთარ თავში. ცუდსაც ხედავდა და კარგსაც, მაგრამ სულ ცდილობდა ისეთი „ანუშკა“ მიეღო, როგორიც რეალურად იყო. არაფრის შეცვლა უნდოდა. საერთოდ არაფრის.
-ვიცი და „შენ“ რომ ხარ, ზუსტად იმიტომ ვნერვიულობ სულ შენზე. - ეცინებოდა დეას.
სულ შეეძლო ანუშკას მისი გამხიარულება. სულ შეეძლო ყურადღება რაიმე ისეთზე გადაეტანინებინა, რომ არაფერი გახსენებოდა.
ანუშკა იყო ძალიან უბრალო და ძალიან სხვანაირი. ღიმილზეც ეტყობოდა როგორი იყო და როგორი არა. ჩაცმა ძალიან უყვარდა და სულ შესანიშნავად გამოიყურებოდა, მაგრამ არასდროს კარგავდა იმ უბრალოებას და სისადავეს, რომელიც ბუნებაში სულ ჰქონდა. არასდროს ამახინჯებდა საკუთარ სილამაზეს ზედმეტი პრანჭვით.
-თუ მაინცდამაინც რამეზე ნერვიულობა გინდა, დეა, მაშინ შენს ქმარზე ინერვიულე, რამდენიმე საათში თამაში რომ აქვს და ალბათ თვითონაც ძალიან განიცდის.
დეას ისევ გაახსენდა სანდრო და ისევ დაებინდა გონება. როდემდე შეიძლებოდა, რომ ქმრისთვის მხოლოდ ტელევიზორით ეყურებინა. როდემდე უნდა გაგრძელებულიყო ასე უაზროდ.
-დღეს დარჩი და თამაშს ერთად ვუყუროთ, - თვალები ისევ გაუნათდა დეას, - ახლა მაღაზიაში ჩავალ და რაღაცებს ამოვიტან, რომ მთელი ღამე გვეყოს. კარგი?
-კარგი, მიდი. - ხმამაღლა გააცინა ანუშკა დის აჟიტირებამ.
მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ, რაც დეამ ძალიან ჭკვიანური გადაწყვეტილება მიიღო და გაიპარა, კახას საერთოდ არ ჰქონდა კონტაქტი უფროს ქალიშვილთან, უმცროსებს არასდროს უშლიდა დეასთან სიარულს და მასთან კონტაქტს. ამის მიზეზი ნაწილობრ ისიც იყო, რომ დაშლით მაინც ვერაფერს გააწყობდა. წარმოუდგენელი იყო, ანუშკასთვის და ანდროსთვის დეასთან ურთიერთობა დაეშალა. ის მამა იყო და, რა თქმა უნდა, ასე მარტივად ვერ პატიობდა შვილს, თავზე რომ გადაახტა, მაგრამ რეალურად უხაროდა კიდეც, და-ძმა ასე რომ ედგა მხარში უფროსს. ასეც უნდა ყოფილიყო .. შვილები ზუსტად ასე გაზარდა, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებთან ძალიან დიდ დროს ვერასდროს ატარებდა. ისიც იცოდა, რომ დეა და ანუშკა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდნენ. უფროსი ქალიშვილისგან განსხვავებით, უმცროსისგან ასეთი „დაუფიქრებელი“ საქციელების მოლოდინი არ უნდა ჰქონოდა, იმიტომ, რომ ანუშკა არასდროს აკეთებდა რამეს გაუაზრებლად. „დაუფიქრებელ“ საქციელს კახა ეძახდა, თორემ, ვინ იცის, რამდენჯერ უფიქრია დეას ამ თემაზე და რამდენჯერ უცდია სწორი გადაწყვეტილების მიღება.
იმ საღამოს მთელი ემოციით უყურეს სანდროს გუნდის თამაშს. დაანგრიეს მოწინააღმდეგეები. თამაშის ბოლოს, იქით კალათბურთელები ყვიროდნენ, აქეთ დეა და ანუშკა.
უმცროსი გასვიანი ყოველთვის დიდი ემოციით ხვდებოდა სანდროს კალათბურთელობას და ზოგადად, გიჟდებოდა სპორტზე. ყოველთვის ძალიან დიდ პატივს სცემდა სპორტსმენებს, იმიტომ, რომ ისინი იყვნენ ყველაზე მიზანდასახული, მშრომელი და ჯანსაღად მცხოვრები ადამიანები. ისინი, ვინც იციან რა უნდათ და ვინც სულ იბრძვიან რაღაცისთვის.
თამაში რომ დასრულდა და გულშემატკივრებმა ერთი წივილ-კივილი მორთეს, დეამ ტელევიზორთან მოცეკვავე ანუშკას გადაუღო ფოტო და იმ წამსვე სანდროს გაუგზავნა.
„ასეთი ემოციით გიყურებთ:) საუკეთესოები ხართ. მომიკითხე შენი ბიჭები. რომ მოიცლი დამირეკე, სანდრო, იმდენი რამის თქმა მინდა, რომ ვეღარ ვითმენ.“ იმხელა სიყვარული იყო ჩაქსოვილი თითოეულ სიტყვაში, რომ ამდენი ემოციისგან დეა კინაღამ გასკდა.
გულშემატკივრებთან სურათებს იღებდა სანდრო, დეას მესიჯი რომ მიიღო და ისედაც განათებული თვალები ისე გაუბრწტინდა, ვარსკვლავები აუთამაშდა. სანამ ბიჭები ისევ გულშემატკივრებს ეხვეოდნენ და სურათებს აღებინებდნენ, თვითონ დრო იხელთა და გუნდის გასახდელში შევარდა, ცოტა რომ დამშვიდებულიყო, სუნთქვა დაერეგულირებინა და დეასთვის დაერეკა.
ისე უყვარდა, მეტი აღარ შეეძლო.
ისევ სურათს დააჩერდა, მომღიმარი ანუშკა რომ უცქერდა იქიდან. ისიც ძალიან ენატრებოდა. გიჟდებოდა ანუშკაზე. ყველაზე უცნაური და ყველაზე „ავადმყოფულად მოაზროვნე“ გოგო იყო, ვინც კი ოდესმე შეხვედროდა.
-რას შვები, სანდრიკ? - მხრაზე დადამ დაკრა ხელი და კისერზე ღიმილით შემოიგდო პირსახოცი. უჩვეულოდ კმაყოფილი გამომეტყველებით აკვირდებოდა ყველაფერს.
-დეამ რაღაც გამომიგზავმა, და ... - სიყვარულით იყო გაჟღენთილი სანდროს ხმა, - ესენი რომ გგულშემატკივრობენ, როგორ უნდა წააგო? - სურათი ცხვირთან მიუტანა მეგობარს.
-ეს ვინ არი? - იკითხა დადამ და სურათს დააცერდა. ყავისფერთმიანი, ძალიან ლამაზი ანუშკა უღიმოდა იქიდან.
-დეას უმცროსი დაა, ანუშკა. - გაეცინა სანდროს. სულ ეცინებოდა ანუშკას გახსენებისას, - არ გვანან ხო, ვაფშე?
-საერთოდ არა! - უპასუხა დადამ სიცილით და გვერდით ჩამოუჯდა, - არ ვიცოდი და თუ ჰყავდა.
-დაც ჰყავს და ძმაც. - ისევ ეცინებოდა სანდროს, - ანუშკას ტყუპისცალი ჰყავს, ანდრია.
-ასწორებს! - იყო დადას აღფრთოვანებული პასუხი და მერე ისევ დუმილი.
ძალიან, ძალიან ბედნიერი დუმილი! აი, ისეთი, სხმის ამოღების თავი რომ არ გაქვს ამდენი ემოციისგან. ყელში უცემდათ გული. მოგებული თამაშის შემდეგ, გასახდელში ჩამომსხდარებს უყვარდათ ყველა, სიამოვნებდათ ყველაფერი და არ ახსოვდათ არანაირი პრობლემა, რაც პირად ცხოვრებაში ჰქონდათ, ან ოდესმე ჰქონიათ.
-ხასიათითაც სულ სხვანაირები რომ არიან, ეგ ყველაზე სასაცილოა, - ისევ იღიმოდა სანდრო, - და საერთოდ, 1 საათი მაინც რომ უყურო ამ ორს, შეიძლება სიცილით ცუდად გახდე. - საოცარი მონატრება ეტყობოდა ლაშხს ხმაში.
-კაი, ძმობას გაფიცებ, ნუ დაიფერფლები სიყვარულით, - სიცილი აუტყდა დადას, ისტერიული, - ჩახვალ ერთ კვირაში!
-შენ ყველაფერი მაგრად გკი.დია ხო? - დადას უემოციობა აგიჟდებდა სანდროს.
-ყველაფერი არა. - იყო მისი ძალიან სერიოზული პასუხი და სანდროს კიდევ უფრო მკაცრად შეკრული კოპები.
-კალათბურთის გარდა, ყველაფერი! - ისევ უბღვერდა ლაშხი, - მართლა არ მესმის რატო გგონია, რომ „სხვა რაღაცები“, ან „სხვა ვიღაც“ თამაშში შეგიშლის ხელს. დეა რომ მყავს და საათობით ტელევიზორთან რომ ზის ჩემს დასანახად, უფრო მეტი სტიმული მაქვს თამაშის და ,მითუმეტეს, მოგების.
-ეგ რა შუაშია, უბრალოდ არ მინდა მოედანზე ბურთის და კალათის გარდა კიდევ სხვა რამე მქონდეს სანერვიულო. - შეუვალი იყო დადა.
-ეგ უკვე შენზე აღარ არი დამოკიდებული. - ეცინებოდა ლაშხს. ვერ ხვდებოდა როგორ აზროვნებდა დადა.
ვერც იმას იაზრებდა, როგორ უნდა შეეშალა ხელი თამაშში მაგალითად - დეას.
-დეა სხვანაირი გოგოა რა, სანდრო, - მშვიდად დაიწყო დადამ, - ყველაფერი ესმის. კვირაობით უწევს შენ გარეშე ყოფნა და იქიდან გგულშემატკივრობს. არ წუწუნებს, ტვინს არ გიჭამს. ყველა ეგეთი ხომ არ არის, სანდრო, არა? ჩემი ამბავი რომ ვიცი, ვინმესთან სერიოზული ურთიერთობა რომ მქონდეს, ტვინს ისე შემიჭამს, ჭკუიდან გადამიყვანს. არ არის მარტივი, საყვარელ ადამიანს კვირაობით, ხანდახან თვეობით ემშვიდობებოდე და მარტო ტელევიზორით ხედავდე. არც ყველგან წაყოლაა მარტივი. მე კიდევ არ ვარ მზად, რომ ვინმე კალათბურთზე წინ დავაყენო ... ჯერ-ჯერობით მაინც. არც ის მინდა, სტადიონზე ბურთის და კალათის გარდა ვინმე სხვაზე მეფიქრებოდეს. არ მინდა, რომ ჩემს მიზნებში, ოცნებების ასრულებაში ვინმემ ან რამემ შემიშალოს ხელი. სერიოზულ ურთიერთობებს ავტომატურად მოყვება ნერვიულობა. შენ აქ რომ ხარ და დეა იქ რომ გელოდება, არ ნერვიულობ? ყურადღების სხვა რამეზე გადატანა რომ მომიწევს კონცენტრაცია დამეკარგება. შენ ძლიერი ხარ, სანდრო ... ყველაფერს ერთად უმკლავდები. მე მგონია, რომ მსგავსი დატვირთვისთვის ჯერ მზად არ ვარ. ჯერ არ შემიძლია მოედანზე, ბურთზე და კალათზე წინ ვინმე ან რამე დავაყენო.
-მაგას ეგოიზმი ქვია, დადა, - ისევ უღიმოდა სანდრო, - საკუთარი თავის და კალათბურთის სიყვარული იმდენად, რომ სხვა არავინ და არაფერი გაინტერესებს. ასე დიდხანს ვერ გაძლებ.
-ხო და გეუბნები, რომ ვარ ეგოისტი ... - გრძელი ხელები განზე გაშალა დადამ.
გიჟდებოდა სანდრო დადა გადრანზე. ალბათ, ზუსტად ეს იყო მისთვის ადამიანის იდეალი მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ძალიან ეგოისტიც იყო გადრანი. ადამიანი, რომელიც ყველაფერს, მთელ ძალ-ღონეს დებდა კალათბურთში. ადამიანი, რომელსაც ჰაერზე არასდროს არაფერი მოსდიოდა. ადამიანი, რომელიც თავს არაფერში ზოგავდა. ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ძალიან დიდი გული და ძალიან, ძალიან სუფთა სული. წარმოუდგენელი ნებისწყოფა და გამძლეობა.
ცოტა სული რომ მოითქვა ლაშხმა, იმ წამსვე დაურეკა დეას. იმდენი ილაპარაკეს, იქით ანუშკა ირეოდა გათიშეთ ტელეფონიო, აქეთ ბიჭები, დროზე დაკიდე ყურმილი აღსანიშნად მივდივართო:)
იმ ღამით დეას არ დაუძინია. ემოციებით გაჟღენთილი, ღიმილით მიშტერებოდა ხან ჭერს, ხან მძინარე დას. ოცნებობდა ... მართლა ოცნებობდა, რომ ყველას განეცადა ის გრძნობა, რასაც თვითონ განიცდიდა სანდრო ლაშხის მიმართ!
ეს არ იყო მხოლოდ სიყვარული. ეს იყო ნდობა და უსაზღვრო პატივისცემა სანდროს ადამიანობისადმი.
არ არის მარტივი, საყვარელ ადამიანს თვეობით ვერ ნახულობდე და არ ეჭვიანობდე. ძილის წინ ხომ მაინც გვეფიქრება ხოლმე, ჩვენ, ადამიანებს რაღაც წვრილმაზებზე, რაზეც ვიცით, რომ არ უნდა გვეფიქრებოდეს.
არასდროს გაუვლია გონებაში დეას, რომ ვინმეზე ან რამეზე საეჭვიანო ჰქონდა. ჯერ სანდროსთვის და მერე, საკუთარი თავისთვის არ უკადრებია მსგავსი რამ, რომ დაწვრილმანებულიყო და აქედან ქმრისთვის დაკითხვა მოეწყო.
საკუთარი თავის მიმართც ძალიან მკაცრი იყო სანდრო. შანსი არ იყო, რამე მიექარა და უკანასკნელი არაკაცივით დაემალა. ისეთს არაფერს იზამდა, დეასთვის რომ ევნო. და თუ ოდესმე იზამდა, პირველი თვითონ მიხვდებოდა, რომ იქ უნდა ყოფილიყო დასასრული.



№1  offline მოდერი nicol

როგორ გელოდებოდი?!
რა თქმა უნდა მომეწონა. ვხვდები საითაც წავა ისტორია და იმასაც ვხვდები ძალიან საინტერესო და კარგი წასაკითხი რომ იქნება. love
ისევ ჩვეულ ფორმაში ხარ და ველოდები გაგრძელებას. love

სიყვარულით ნიკოლი love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№2  offline წევრი makharadze

nicol
როგორ გელოდებოდი?!
რა თქმა უნდა მომეწონა. ვხვდები საითაც წავა ისტორია და იმასაც ვხვდები ძალიან საინტერესო და კარგი წასაკითხი რომ იქნება. love
ისევ ჩვეულ ფორმაში ხარ და ველოდები გაგრძელებას. love

სიყვარულით ნიკოლი love


ძალიან გამახარე, ძალიან, ძალიან !! love

 


№3  offline წევრი მელანო

როგორ აკლდი საიტს, ქეთა იცი? sad საოცარი გოგო, როგორც ყოველთვის. love

 


№4  offline მოდერი bibo

Mgoni pirvelad vkitxulob shen istorias da momewona ddzalian ai sashinlad dzaliaannnn martla kargia ....dada da anushka mgoni egeni errad momwons gvanan da es sandro da tavisi colze vgijdebi ase ro ugeben ertnanets saswaulia anu vgijdebi ra ukve shenze sholoadi xarr tkbilii da ravi ra gitxra mal male dade chitoo

 


№5 სტუმარი darina

Momewona gansxvavebuli wyvilia, yvelaze metad dea momewona, sandros ase rom endoba, kargi istoriaaaa da didi siamovnenit wavikitxav, mgoni pirveli istoriaaa es sheni romelsac vkitxulob, aq aqamdr tu gqonda atvirtuli miyxari rogor vnaxo, didi siamovnebit wavikitxavdi shens istoriebs.

 


№6  offline წევრი L.A

vau, kochag. :*

 


№7  offline წევრი ბაბალე

ქეთაააა, შენზე ვგიჟდებიიი!!!!!
ანუშკა და დადა, საოცარი წყვილი იქნება.
დეაზე და სანდროზე გადავირიე. სიტკბო.
love love love

 


№8  offline წევრი ლილიანა7

ძალიან მომეწონა, ძალიან. დადა და ანუშკას წყვილი, ალბათ მართლა იდეალური იკნებოდა იმდენად ვამსგავსებ ერთმანეთს რაღაცით. მიყვარს მე ესეთი "თავისებური" წყვილები. :)
ნუ, დეას და სანდროს ურთირთგაგებას ლაპარაკი ხო არც სჭირდება love ყოჩაღ!

 


№9  offline წევრი makharadze

მადლობა დიდი, ჩემო კარგებო feel მიხარია, რომ მოგწონთ!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent