შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საბედისწერონი (პირველი წიგნის დასასრული)


22-01-2016, 00:04
ავტორი lisebeth
ნანახია 3 071

თავი XXI : სტუმარი


მაიკის მშობლების სახლში დილის სადილი გაეწყოთ. ბარბარა მორიდებით იჯდა ლუნას გვერდით. ბავშვი ხანდახან გახედავდა ხოლმე და გაიღიმებდა. რონი და ჯორჯი თითქოს თეფზე საჭმლით თამაშობდნენ . გრძელი მაგიდის ორივე თავში ოჯახის უფროსები მოკალათებულიყვნენ. ერთ მხარეს მამა იჯდა, მეორე მხარეს მისის ოსტინი . ქალი სტუმარს დროდადრო სთხოვდა თავი ისე ეგრძნო , როგორც საკუთარ სახლში . რონი როგორც ყოველთვის ოხუნჯობდა და ლუნას აწვალებდა. დედამ უსაყვედურა სტუმარს მაინც ეცით პატივიო . ყველა ჯერ ისევ მაგიდასთან ისხდნენ რონის ტელეფონზე ტექსტური შეტყობინება, რომ აციმციმდა ,რომელსაც ელენა უგზავნიდა
'' აქ ვიღაც არის,ტყის კაცს გავს და ჩემი ტანსაცმლისგან სუნის აღებას ცდილობს . მაიკი შინ არ არის. რა ვქნა? ''
იგი მაშინვე ფეხზე წამოხტა და ჯორჯს დაუყვირა გამომყევიო . ოჯახის უფროსი მაშინვე მიხვდა , რომ რაღაც მოხდა და შვილებს დაუყვირა რა მოხდაო .
_ტყის სახლში ვიღაც მივიდა. ელენა მარტოა .ახლავე უნდა წავიდეთ
_ვინ არის ? მეც მოვდივარ _შეშფოთებით წამოიყვირა ბარბარამ
_როგორც მივხვდი მონადირე . ყოველ შემთხვევაში ის ვინც აღმიწერა ჩვენი ნაცნობებიდან მხოლოდ მას ჰგავს .
_შენი წასვლა საჭირო არ არის _მკაცრად თქვა კაცმა_ის ჩემს სახლშია . თუ იქ მონადირეა არაფერს დაუშავებს .ყოველ შემთხვევაში მანამ სანამ არ დარწმუნდება ,რომ ჩემთან არ არის . ის არ გარისკავს_ მიმართა ბარბარას კაცმა. გოგონა მორჩილად დბრუნდა თავის ადგილზას
_ ჩვენ წავალთ _ადგილს მოსწყდა რონი,წამიერად ჯორჯიც და ორივე ტყეში გაუჩინარდა
''ტყის მცველის'' სტუმარმა კიდევ კარგახანს ატრიალა ხელში მოსასხამი . შემდეგ საძინებლისკენ გამოაპარა მზერა და ღრმა სუნთქვაც მოაყოლა. ელენა მიხვდა ,რომ მან იცოდა სად იყო იმ მოსასხამის პატრონი . შიშისგან ლამის მუხლები მოეკეცა ,მაგრამ იმედი მაინც ჰქონდა, რომ ბიჭები მოუსწრებდნენ. კაცმა საოცრად ნელი ნაბიჯებით დაუყვა გზას საძინებლისკენ, თითქოსგანზრახ ცდილობდა იქ მყოფის დაშინებას. თუმცა ეს გამოუვიდა კიდევაც . კარი ნელი მოძრაობით შეაღო და შევიდა . ელენა კარადას აეკრა და სცადა არ ესუნთქა თითქოს იქ არც იყო . თუმცა მან უკვე იცოდა სადაც იყო მოსასხამის პატრონი . მისი სუნი ხომ სწორედ ამ მიზნით აიღო. მერე ხელი ნელ-ნელა გააპარა კარადისკენ და ელენამაც შიშისგან იკივლა. ქალი კედელს აეკრა და მოუთმენლად დაელოდა მის რეაქციას ,რადგანაც მისთვის თვალებში შეხედვის ეშინოდა. კაცმა ირონიულად დააჩერდა და მისკენ ხელი წასწია. ელენამ შიშისგან თვალები დახუჭა . სტუმარმა ლამის თმაზე დაადო ხელი ,როცა ოთახში ვიღაცის ხმა გაისმა:
_არ შეეხო_სტუმარმა წამიერად მიხედა უკან და ახალმოსულის დანახვისთანევე გაიღიმა
_რონი . როგორც ყოველთვის დროულად მოხვედი _ელენამ თვალები გაახილა და შვებით ამოისუნთქა.
_როი აქ რას აკეთებ ?
_დაგავიწყდა ,რომ მე მონადირე ვარ? ახალ სურნელს გამოვყევი ,მაინტერესებდა ვინ იყო და...
_სანამ მაიკი მოვა მანამდე წადი
_რა პრობლემაა? მგონი არაფერი დამიშავებია. უბრალოდ მისი გაცნობა მინდოდა . არამგონია მაიკთან პრობლემა შემექმნას.
_მაინც სჯობს წახვიდე
_მაპატიე შენი შეშინება არ მინდოდა _მიუბრუნდა კაცი ელენას და ამოუხსნელად იდუმალი მზერა მიაპყრო . ქალს ეს ნამდვილად არ გამოჰპარვია .
_არაუშავს _ამოილუღლუღა მან და უფრო გაბედულად იგრძნო თავი
_დიდი დრო გავიდა მას შემდეგ რაც მაიკი უკანასკნელად ვნახე . ის ყოველთვის ყველაზე სწრაფი იყო ,მე კი საუკეთესო ყნოსვა მქონდა . არ შეიძლება ,რომ შევხვდე? აქ საჩხუბრად არ მოვსულვარ _ჩვეული ტონი არც ახლა დაუკარგავს კაცს
_რამდენიმე წუთში აქ იქნება
_ვიცი ,უკვე ვგრძნობ _ გამარჯვების ნიშნად ხელები გაასავსავა კაცმა და მისაღებში გავიდა . რონიმ ხელი მოხვია ელენას და თან გაჰყვა .მერე ქალი დივანზე ჩამოსვა და ჰკითხა კარგად იყო თუ არა. მანაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია .რონის თქმის მსგავსად იმწამსვე კარი ხმაურით გაიღო და მაიკი შემოვარდა . მას ერთი შეხედვითაც შეეტყო ,რომ როის დანახვის შემდეგ თავი უფრო მშვიდად იგრძნო . თითქოს ის დარწმუნებული იყო ,რომ კაცი მას არაფერს დაუშავებდა. იქნებ ამის მიზეზი უფროსი ოსტინის სიტყვები იყო . როიმ ჩვეული გრაციოზულობიტ მიუახლოვდა მაიკს და ხელი გაუწოდა მისალმებისთვის:
_გამარჯობა ,დიდი დრო გავიდა არა?_ უცნაურად გაიღიმა მან . მაიკმა ჯერ თავი შეიკავა , მაგრამ ბოლოს მაინც უპასუხა
_ ნამდვილად დიდი დრო გავიდა. მიხარია რომ ისევ გხედავ,მაგრამ მერჩივნა ჩემს სახლში დაუპატიჟებლად არავინ მოსულიყო
_ხომ იცი რა სულსწრაფი ვარ. როცა უცხო სურნელს ვგრძნობ თავს ვერ ვიმორჩილებ .
_ხო ,ვიცი შენი ამბავი . ამიტომაც არ გამკვირვებია აქ სხვა რომ არ დამხვდა
_თუმცა სტუმარი ჯერ არ გამაცვნეს
_რონის აპატიე . ეს ელენა პირსლია ჩემი მეგობარი ქალი და ჩემი მომავალი შვილის დედა
_ოჰო , ვიცოდი რომ აქ რაღაც ისე ვერ იყო
_რას გულისხმობ ?
_ჰაერი დამძიმდა. თითქოს მალე რაღაც საშინელება მოხდება
_შენი ნახვა მეც მინდოდა როი ,მაგრამ როგორც ყოველთვის სანამ მე გეწვეოდი თავად მოხვედი
_საქმე გაგიადვილე
_ელენას ოჯახი ჩვენზე ნადირობას აპირებს . ჩემს თავზე არ ვღელავ , მაგრამ მის გამო კი
_ის არ არის ჩვეულებრივი _ მშვიდად თქვა კაცმა და დივანზე მოხერხებულად ჩაეშვა
_არც მისი ოჯახი
_ვიცი _აიმრიზა სტუმარი
_შენი დახმარება მჭირდება _რონიმ დაიღრინა და კუთხეში აიტუზა. ელენა მიხვდა ,რომ მას ეს იდეა არ მოეწონა
_თუ რაიმე შემიძლია გავაკეთო სიამოვნებით დაგეხმარები
_შეგიძლია . თუ ჩვენზე ადრე იგრძნობ მათ მოახლოებას და გაგვაფრთხილებ ეს იქნება ყველაზე დიდი დახმარება.
_ამისთვის რაც მჭირდება კარგად იცი _ მაიკმა თავი დააქნია და საძინებელში შევიდა . იქედან რამდენიმე ქსოვილი გამოიტანა ,რომელიც ტანსაცმელს ჰგავდა და როისკენ ისროლა . მან ერთი მოძრაობით დაიჭირა ჰაერში ყველა . ელენა მოფხიზლდა და ცნობისმოყვარეობით სავსე მზერა მიაპყრო . მაიკმა იქვე აუხსნა
_ ჯეიმსს ვთხოვე და მათი თითო-თითო ნივთი წამოიღო. ვიცოდი, რომ დავგჭირდებოდა . ბარბარას ჩანთაში ჩავაყრევინე .
_როგორც ყოველთვის სხარტად აზროვნებ _შეაქო სტუმარმა და სამივე ცხვირზე აიფარა . მაიკმა ინტერესით უყურა შემდეგ კი იკითხა.
_შეძლებ იცნო ?
_ გაცილებით მარტივი იქნება ვვიდრე ჩვეულებრივი ადამიანის . განსაკუთრებული სურნელი აქვს _მაიკმა თავი დააქნია გეთანხმებიო _მაგრამ პრობლემა მაინც არის _თქვა როიმ
_ რა პრობლემას გულისხმობ?
_ეს სურნელი ძალიან ჰგავს ამის სურნელს _ თვალი უქნია ელენასკენ
_კი მასეა _დაადასტურა მაიკმა
_ამის სურნელი უნდა დავიმახსოვრო ,რომ ერთმანეთში არ ამერიოს _ კაცი ფეხზე წამოდგა და ელენას მიუახლოვდა
_ ეს უკვე მეტისმეტია_დაიღრინა რონიმ ,მაგრამ ძმამ ანიშნა გაჩერებულიყო. ელენას არც ხმა ამოუღია და არც გარყეულა . მაიკმა ელენას ადგილზევე აუხსნა
_ შენს სურნელს დაიმახსოვრებს ,რომ შენს დებში და დეიდაშვილებში არ აერიო . ერთი წუთიც არ დასჭირდება . ელენა მორჩილად დარჩა ადგილზე .
როი ნამდვილი ველურის მანერით წამოდგა და ოთახი გადაჭრა . მერე კედელთან ატუზულ ელენას მიუახლოვდა და ისევ რაღაცნაირად გაუღიმა. მიუხედავად იმისა , რომ ქალი საშუალოზე მაღალი იყო კაცი როგორც მთა ისე დაადგა თავზე . ელენას გააჟრჟოლა და თითქოს მისი შეეშინდა . როიმ თავის მხეცური აღნოგობისგან სრულიად განსხვავებულად მოიქცა . საოცარი სინაზით ჩამოუსვა მოყვითალო თმაზე ხელი და მთელი არსებით შეისუნთქა. მერე ცხვირი ლოყაზე ჩამოაყოლა და ისევ გაუღიმა . მას შეეტყო ,რომ კაცის თავხედობამ გააღიზიანა . შეიშმუშნა და მაჯა სახეზე მოისვა . მაიკს არაფერი შეუმჩნევია. მხოლოდ კართან მისულ სტუმარს მიაძახა სამოსი თან წაიღე თუ გინდაო . მან კი გადაჭრით იუარა.
_არ მჭირდება! უკვე დავიმახსოვრე . მე ''მონადირე '' ვარ ხომ არ გავიწყდება? _ მანაც მხრები აიჩეჩა რა გაეწყობაო . სტუმარი ისე წავიდა უკან არც კი მოუხედავს . რონიც თან მიჰყვა რაღაც სულელური მიზეზით . მაიკმა კარში გამოაცილა ,მაგრამ ბიჭი ლამის მოტოციკლზე შემჯდარი მობრუნდა უკან და ზმას მიახალა:
_მისი დახმარება რატომ მიიღე? ჩვენ ეს არ გვჭირდება
_გვჭირდება ,ეს თამაში არ არის
_შენ ხომ იცი ის რას ფიქრობს ?
_ვიცი _კბილებში გამოსცრა მაიკმა და დაიღრინა
_ხოდა არ დაგავიწყდეს , რომ მთელს ამ ამბავში ''მონადირე'' შენი ნებით გარიე .
_რაც უნდა ის იფიქროს , ვერაფერს გაბედავს
_უკვე გაბედა ,შენს თვალწინ მოუნდა სუნის აღება . და შენც დაიჯერე რომ ეს სჭირდებოდა?
_ ვიცი მეთქი ,მაგრამ სხვა გზა არ მაქვს . მას შეუძლია დაგვეხმაროს .
_ოღონდ მაგ დახმარებისთვის მეტისმეტად ძვირს მოითხოვს _კბილებში გამოსცრა რონიმ
მაიკმა საზარლად დაიღრინა , ჰაერში ახტა და ძირს მოქცეული ღია ფერის მგელი დაეცა . რომელიც ადგილს მოსწყდა და ტყეში გაუჩინარდა. ელენამ ფანჯრიდან დაინახა ყველაფერი ,თუმცა მას ეს არც სჭრდებოდა . სხვების დაუხმარებლადაც ხვდებოდა იმას , რომ ''მონადირემ '' მას თვალი დაადგა . ის კარგად აცნობიერებდა იმას ,რომ თუ ერთ დღესაც მის ოჯახთან ომს დაასრულებდა ახალი ომი სწორედ მაშინ დაიწებოდა ამჯერად ახალ ტერიტორიაზე . როი და მაიკი იქამდე იმეგობრებდნენ სანამ საერთო მტერი ეყოლებოდათ . მაგრამ როგორც კი მათი გზები გაიყრებოდა მოსისხლე მტრებად იქცეოდნენ . ელენამ ''მონადირის'' თვალებში ისეთი ჟინი და ვნება ამოიკითხა , რომ მიხვდა რამდენად დიდი ფასი ჰქონდა ამ თამაშის მისთვის . მან ისე შეხედა ქალს როგორც გასაყოფ ნივთს. როგორც მის საკუთრებას . ამას მაიკიც ხვდებოდა ,მაგრამ დახმარება იმდენად სჭირდებოდა და თან როის შესაძლებლობა იმდენად დიდი იყო, რომ ყველაფერზე თვალი დახუჭა

ქალბატონი ელიზაბეტ პირსლი იმდენი ხნის განმავლობაში არ ყოფილა ლოს-ანჯელესის სახლში თავი მართლა უცხოდ იგრძნო. იზაბელამ ცივად უთხრა დაჯექიო და მსახურს უბრძანა ყავა მოეტანა . ელიზაბეტს დისშვილის ასეთი შეხვედრა დიდად არც გაჰკვირვებია . თავად ქალი კი შეტევაზე გადასვლას ძალიან აგვიანებდა, რაც მეტისმეტად უცნაური იყო .ალბათ მისი თანამოაზრეების მოსვლას ელოდა და დროს ამიტომაც წელავდა. გოგონებს დიდხანს არც დაუგვიანიათ დაახლოებით თხუთმეტ წუთში სამივე მისაღებში შეიკრიბა. დეიდას იმხელა ოვაციებით მიესალმნენ ,რომ იზაბელა ამ ცირკის ყურებისგან ლამის სიცილით გაიგუდა. მოულოდნელად კიბეზე კონსტანცა ჩამოვიდა ჩვეული მხიარული მანერით და ყველას მიესალმა . ელიზაბეტმა სიბრაზისგან დაიღრინა:
_ჯეიმსმა სახლში არავინ არისო _მიაძახა კონსტანცას
_ის ვინც სახლში შემოგიშვებდა ნამდვილად არ იყო
_უზრდელო ,დედას როგორ ელაპარაკები
_შეიძლება გავიგო ეს ქალი აქ რას აკეთბს? _თვალები დააბრიალა მან და პასუხს დაელოდა .
_ჭიშკართან სცენები ,რომ არ მოეწყო შემოვიყვანე _ თავი იმართლასავით იზბელამ
_თავი ვინ გონიათ , რომ ამდენს ბედავთ? ხომ არ გგონიათ ,რომ აქ მხოლოდ თქვენ გაქვთ უფლებები?_წამოენთო ნური
_არა დაიკო! აქ ერთადერთი ვისაც უფლებები გააჩნია ეს მე ვარ და თუ დავინახავ ,რომ მეორედ ამ სახლს მოუახლოვდება სამივეს მასთან ერთად მიგაბრძანებთ .
_ამას ვერ გაბედავ_ დაიღრინა კარინამ
_მიდი და გამომცადე _ალმაცერად ჩაიცინა იზაბელამ.
კარინა კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას,მაგრამ ამ დროს კიბეებზე ბრახა-ბრუხით ჩამოირბინა ჯენიფერმა და იზაბელას წინ აისვეტა. მან თავისი წითელი კულულები ოსტატურად შეისწორა და გოგონას მიჩერდა. ელოდებოდა რას ეტყოდა ,მაგრამ იგი ფეხს ითრევდა. ბოლოს ისევ თვითონ წამოიწყო ლაპარაკი და დეიდაშვილს ჰკითხა
_რა ხდება ? შენც ამათთან გაერიანდი?
_შეგიძლია ჯერ მომისმინო ?_ისაყვედურა გოგონამ და თავისი ჩვეული მანერით დაიწყო მიკიბვ მოკიბვა. მაინცდამაინც არ უყვარდა საუბარი ,ამიტომაც ვერ მოაბა თავი სათქმელს
_ ჰო კარგი გისმენ _ თქვა იზაბელამ და თვალებში მიაციცინდა გოგონას
_მე აქედან მივდივარ _ძლივს ამოთქვა მან და იზაბელას რეაქციას დაელოდა.
_სად მიდიხარ ? _იკითხა კონსტანცამ
_სტუდია სადაც ვუკრავ შანსს მთავაზობს . ჩვენი ჯგუფის გასტროლების დაფინანსებას აპირებენ . ტურნე მთელი ქვეყნის მაშტაბით .
_კარგია ,რომ იმ საქმეს სერიოზულად მოჰკიდე ხელი რაც მოგწონს _შეაქო იზაბელამ _ზოგზოგიერთებისგან განსხვავებით ქუჩა-ქუჩა ხეტიალს მაინც მოეშვები .
_გეყოფა ჩვენი ძაგება_ისევ შეუტია ნურმა და ახლა ჯენიფერს მივარდა_შენ სულ გაგიჟდი ? ახლა მიდიხარ როცა ოჯახს ყველაზე მეტად სჭირდები ?
_ოჯახს ვჭირდები თუ თქვენს ამბიციებს?_ირონიულად ჩაიცინა მან და ისევ იზაბელას მიუბრუნდა _მოკლედ ხვალ დილით მივდივარ და არ ვიცი როდის დავბრუნდები . ან დავბრუნდები თუ არა.
_წარმატებებს გისურვებ _მოეხვია ჯერ იზაბელამ ,მერე კონსტანცამ .
_შევეცდები გაზეთები ხშირად ვიკითხო, ვინ იცის აქაურ ამბებზე რას დაწერენ . იმედი მაქვს როცა დავბრუნდები ყველანი ცოცხლები დამხვდებით_გოგონა კიბეებს სწრაფი ნაბიჯებით აუყვა.
_ამის იმედი არც არასდროს მქონია_თქვა ელიზაბეტმა
_არა დედა ,ყველა შენნაირი არ არის. თანაც ის თქვენზე უკეთ ხვვდება ყველაფერს .
_ის ,რომ ელენა იმ კაცთან ურთიერთობა და ამ ბავშვის არსებობა სახიფათოა ამაში მაინც დაამეთანხმეთ ვინმემ _ ხელები გაშალა ქალმა და დადებით პასუხს დაელოდა ,მაგრამ ოთახში მხოლოდ რამდენიმემ გაიღო ხმა.

ელენა აფორიაქებული იყო და მოუსვენრად ელოდა მაიკის შინ დაბრუნებას . მასზე ასე არასდროს არ უნერვიულია . თან იმისიც ეშინოდა მონადირეს არ შეხვედროდა საწოლზე იყო წამოწოლილი , მაგრამ როგორც კი კოტეჯის კარი გაიღო მაშინვე იგრძნო, რომ ის იყო .ისე სწრაფად წამოხტა ფეხზე ,რომ წელში გამართვისთანავე იგრძნო როგორ დატრიალდა მთელი ოთახი . ტრიალს ბინდი მოჰყვა , ბინდს უცნაური ფორმის ლაქები ჰაერშში ,თითქოს მოჩვენებები იყო . ყველაფერი წამიერად გაიფანტა, მაგრამ იგი თავს ისე გრძნობდა როგორც მთელი დღის მუშაობისგან გადაღლილი ადამიანი. სახეზე ოფლი ასხამდა. მერე მუხლები მოეკეცა და ის იყო უნდა დავარდნილიყო ,რომ ვიღაცამ ხელი სტაცა და ჰაერში აიტაცა . მხოლოდ ქვეცნობიერში იგრძნო ,რომ მაიკი იყო . კაცმა საწოლზე დააწვინა, მკერდზე მიიხუტა და ჰკითხა:
_რა დაგემართა? მგონი დღეს მეტისმეტად გადაიღალე ხომ ?
_ყოველ წამს ვგრძნობ როგორ ვსუსტდები . მგოი ჰალუცინაციები უკვე მეწყება .
_ნუ გეშინია გაუძლებ .შენ ძალიან ძლიერი ხარ
_ეს თუ დასაწყისია წარმომიდგენია მომავალში რა მელის
_მონადირის გეშინია?
_არა,მაგრამ ის ისეთი უცნაურია . არც კი ვიცი რა ვიფიქრო
_მთავარი ის არის ის რას ფიქრობს შენზე
_და რას ფიქრობს?
_მან შენ ამოგიჩემა. შენ მისთვის განსაკუთრებული თამაში ხარ იმიტომ ,რომ მას არ უნახავს შენნაირები .
_გგონია რომ არ დაგვეხმარება?
_მან პირობა მომცა და არ დაარღვევს ,მაგრამ ეს პირობა იმას არ გულისხმობს ,რომ შენზე თვალი არ უჭირავს _ წყვილს საუბარი მოულოდნელად ტელეფონის ხმამ გააწყვეტინა . პასუხის შემდეგ მეორე მხრიდან იზაბელას წკრიალა ხმა გაისმა . ქალმა მოკლედ უამბო ელიზაბეტი სტუმრობის და ჯენიფერის წასვლის ამბავი. ელენა სასიამოვნოდ გაოცდა როცა მიხვდა,რომ ერთით ნაკლები მტერი ჰყავდა. მიუხედავად ამისა ჯენიფერის ასეთი გადაწყვეტილება მაინც ლოგიკური ეჩვენა. ის ყოველთვის განსხვავებული იყო და არსდროს ამჟღავნებდა იმას რასაც ფიქრობდა. მერე რამდენიმე რჩევა მისცა დას და ტელეფონი გათიშა.
_ ერთით ნაკლები მტერი გვყავს. ჯენიფერი მიდის
_ძალიან კარგი
_დეიდა ლოს-ანჯელესშია. ამას ნამდვილად ველოდი
_როგორ გგონია ჩამოვლენ ?_გამომცდელად იკითხა მაიკმა
_ არ მაინტერესებს. დასვენება მინდა _თქვა ქალმა და მაიკისკენ გადაბრუნდა მკერდზე მიეხუტა და ჩაეძინა .
რონი სახლში ,რომ მივიდა მისდა გასაოცრად კარებში უფროსი ოსტინი ლეტო შემოხვდა. ბიჭს მამამისის ასეთი საქციელი ეუცნაურად და ცნობისმოყვარეობით აღსავსე მზერა მიაპყრო . კაცი ისევ ქანდაკებას მიაგავდა , მაგრამ ახლა უფრო ეტყობოდა სახეზე ემოციები. მერე ცივად კიახალა შვილს :
_მონადირე იყო ?_რონიმ თახმობის ნიშნად თავი დაქუქნია ,მაგრამ უკმაყყოფილოდ წამოიძახა
_მაიკმა მას დახმარება სთხოვა . მე ეს ამბავი არ მომწონს
_როის ნამდვილად შეიძლია დაგვეხმაროს ,მაგრამ ეს სახიფათოა
_რას გულისხმობ? შენც მიხვდი ,რომ ...?
_მაგას მიხვედრა არც სჭირდება .მე მას კარგად ვიცნობ
_ის ელენას დასაკუთრებას შეეცდება. ხომ იცი როგორ გიჟს ემსგავსება როცა რამის სურვილი უჩნდება და ვერ იღებს . შესაძლოა ერთ დღესაც ის ჩვენს ყველაზე საშიშ მტრად იქცეს. წინ არ ვიყურებით?
_ის ვერასოდეს გაბედავს ჩემს შვილიშვილზე ხელის აღმართვას, იცის რომ თუ ამას გაბედავს მოვკლავ
_შენი შვილიშვილი არც სჭირდება
_ვერც ჩემი ოჯახის რომელიმე წევრზე .მათს შორის ელენაზე
_როდის იყო ის ვინმეს ემორჩილებოდა? ტყის მხეცებზე უფრო ველურია
_წადი და უთხარი ,რომ მისი ნახვა მინდა
_რომ არ მოვიდეს . ის მიხვდება რატომაც ვიბარებ
_შენ ხომ არ გავიწყდება ვის ელაპარაკები ლაწირაკო_კაცმა საყელოში წაავლო ხელი შვილს და და მისკენ მოქაჩა . ბიჭს მისი ყორანივით შავი თვალების შეხედვისას შიში შეეტყო . მერე ტყეში გადახტა და გაუჩინარდა .
_ამ ამბავში მონადირის გამოჩენა არც მე მომწონს_კარში მისი ოსტინი გამოჩნდა რომელსაც ხელში თეფშები ეჭირა და სამზარეულოში მიჰქონდა .
_საკუთარ ტერიტორიაზე ომი არ გვჭირდება . გარეთც გვეყოფა. რადგან უკვე გამოჩნდა ვეცადოთ, რომ სიმშვიდე შევინარჩუნოთ. არამგონია ისეთი უტვინო იყოს ვერ აცნობიერებდეს ,რომ ჩემს ოჯახზე თავდასხმის უფლებას არ მივცემ .
_შენც იცი რას ემსგავსება როცა რამის მიმართ ინტერესი უჩნდება . ალბათ ახლა გიჟივით დარბის ველებზე და დამშვიდებას ცდილობს _ოჯახის უფროსს საუბარი მეტად აღარ გაუგრძელებია. სახლში შევიდა და ბუხრის წინ სავარძელში მოეწყო.
იზაბელა ჯენიფერის საძინებელში შევიდა. გოგონა ელექტრო გიტარას ნაჭრით აპრიალებდა . მისი შესვლა თითქოს არც გაუგია ისე განაგრძო თავისი საქმე
_ჯენიფერ მზად ხარ?
_თითქმის .ბევრი არაფერი მიმაქვს .
_ეს ელენამ გამოგიგზავნა _ხელი გაუწოდა იზაბელამ ,რომელშიც პლასტიკური საკრედიტო ბარათი ეჭირა
_ეს რა არის?
_გამოგადგება . დიდი ხნით მიდიხარ.
_საჭირო არ იყო
_ელენა არასდროს დაივიწყებს იმას ,რომ მის წინააღმდეგ არ წახვედი
_მე იმას ვაკეთებ რაც სწორად მიმაჩნია. ოჯახური გარჩევები არ მაინტერესებს . ეს, რომ კარგად არ დამთავრდება ყველამ ვიცით. საქმე ის არის ვინ შეეწირება მსხვერპლად
_ელენამ წარმაებები გისურვა . გთხოვა თუ რამე დასჭირდება გვაცნობოსო
_იმედი მაქვს როცა დავბრუნდები ეს ამბები დასრულებული იქნება
_მეც მაგის იმედი მაქვს .თავს გაუფრთხილდი _იზაბელამ ჩვეული მომხიბლაობით გაუღიმა დეიდაშვილს და ოთახიდან გავიდა.

თავი XXII : მეორე შეხვედრა

ელენას მაიკის მკერდზე ,რომ ჩაეძინა მას შემდეგ შუაღამემდე არ გამოღვიძებია . კაცი ადგილიდან არ გარყეულა და არც თვალი მოუხუჭავს ,მაგრამ დიდი ხნის უძინარი იყო და დილამდე ვეღარ გაძლო . ქალი ისე იყო როგორც ბავშვი . დაახლოებით ხუთი საათი იქნებოდა სახეზე სიცივე, რომ იგრძნო და თვალები მძიმედ გაახილა . ჯერ მაიკს გადახედა მერე, კი ოთახი მოათვალიერა. წამოდგომა ,რომ დააპირა მხოლოდ მაშინ გააცნობიერა თვალებზე ბინდის მაგვარი სინათლე. ფეხები საწოლიდან გადმოსწია და იქვე გაგებულ რბილ ბეწვს დააბიჯა ,მაგრამ იმ წამსვე რაღაც ცივის შეხება იგრძნო . მაშინვე დააცქერდა იატაკს და დაინახა როგორ გასრიალდა საძინებლიდან შავი ყორანივით გველი . წამოდგა და დაყვირება დააპირა ,მაგრამ ვერ შეძლო. სწორედ ისე როგორც თვეების წინ მაიკის ბინაში მთვარეულივით მიბარბაცდა კართან და უკან გაჰყვა . მისაღებში კარი გაამოაღო და გარეთ გავიდა . ყინვის სუსხმა სახე აუწვა, თოვლზე შიშველი ფეხის დაბიჯებისას კი მთელს ტანში გააჟრჟოლა . მიუხედავად ამისა არ შეჩერებულა და ქვეწარმავალს გაედევნა . გზადაგზა უფრო და უფრო მეტად ეცლებოდა ძალა .საბოლოოდ სისუსტემ სძლია და თოვლში დაეცა, მერე ტანი ნელა წამოსწია და ამჯერად ხოხვით გაედევნა , რომელიც ტყის პირამდე მივიდა და ხრამში გაუჩინარდა. ქალი არ შეჩერებულა და ბოლომდე ზდია. მხოლოდ მაშინ წამოდგა ,როცა კლდის პირას თვითონაც მივიდა . ის ვერ გააცნობიერა, რომ მის წინ მხოლოდ სიცარიელე იყო . რაღაცას ხელი ჩასჭიდა ,რადგან ქვეცნობიერად უკვე გრძნობდა როგორ კარგავდა გონებას . ისევ ცალ მუხლზე დაეცა და ნაპირისკენ გადაცოცდა ,მაგრამ იგრძნო ვიღაცამ მაჯაში როგორ წაავლო ხელი და მოქაჩა. შეხება იმდენად ძლიერი იყო რომ ქალი წამიერად მოცოცხლდა და მხოლოდ იმის გაცნობიერება მოასწრო ,რომ ასე ველურივით მაიკი არასდროს მოექცეოდა . მიუხედავად ამისა მისი სახე ვერ გაარჩია და გული წაუვიდა.
როიმ გრძელი მოსასხამი უღიმღამოდ შეისწორა და ელენა რომელიც ჯერ ისევ ცალი მკლავით ეჭირა ხელში აიტაცა. ქალის თეთრი ქათქათა ხელები მის კისერზე უსულოდ ჩამოეკიდა . კაცი კოტეჯისკენ, რომ შემოტრიალდა ღია კარში უკვე იდგა მაიკი რომელსაც მარგალიტივით თეთრი კბილები გამოეჩინა და საზარლად იღრინებოდა. იგი ადგილიდან არ დაძრულა ისე დაელოდა მის მიახლოებას და ხელები გაუწოდა ,რომ ელენა გამოერთმია. რათქმაუნდა იგი ასეც მოიქცა.
_ეს მეორეა იცოდე _ შეუბღვირა მაიკმა და კოტეჯში შევიდაა . მისდა გასაკვირად როი არ წასულა , უფრო მეტიც სახლშიც კი შეჰყვა
_თუ არ გინდა აქ მოვიიდე შენ თვითონ მიხედე ამ საქმეს , რომ არ მომესწრო კლდეზე გადაიჩეხებოდა _ კბილებში გამოსცრა როიმ . თითქოს ამისთვის პასუხს ითხოვდა
_ გმადლობ ,შენგან დავალებული ვარ . ახლა კმაყოფილი ხარ?
_ჩვევები არ იცვლებიან _ცალყბად ჩაიღიმა კაცმა. მაიკი ახლოს მიუჯდა ელენას და მისი გონზე მოყვანა სცადა,მაგრამ ამაოდ.
ელენა თითქოს აღარც სუნთქავდა . უსულოდ იწვა საწოლზე და არანაირ შეხებაზე არ რეაგირებდა . ხელები და ფეხები თოვლში ყოფნისგან სულ გასწითლებოდა და გალურჯებოდა. თბილი საბანი მიაფარა და გულზე მიიხუტა ,რომ გაეთბო . როი უფრო და უფრო მეტად ნერვიულობდა, რომ მის მოფხიზლებას ვერ ახერხებდნენ . გათენებამდე ასე ისხდნენ საპირისპირო მხარეს და მოთმინებით ელოდნენ .
მზე უკვე კარგად იყო ამოსული რონი ,რომ მოვარდა გაბრაზებული სახით. უნდა ეყვირა მთელი დღე-ღამეა ''მონადირეს '' დავეძებო, როცა ოთახიდან როი გამოვიდა . ბიჭმა გიჟივით შეიცხადა და მივარდა ,მაგრამ მაიკმა უსაყვედურა ახლა მაგის დრო არ არისო . მან ცნობისმოყვარეობით აღსავსე მზერა მიაპყრო ძმას და საძინებელში შეუძღვა . ნერვიულობისგან მთელს ტანში გააჟრჟოლა როცა დაინახა ელენას გაფითრებული და უსულო სხეული .
_რა დაემართა?_ ხმა აუკანკალდა რონის
_წუხელ მორიგი ჰალუცინაცია ჰქონდა. ლამის კლდიდან გადავარდა_ გამოეპასუხა მაიკი.
_კიდევ კარგი იქ ვიყავი და მოვასწარი ხელი მესტაცა_ ამოილუღლუღა როიმ
_იქ რატომ იყავი ? უთვალთვალებდი არა?_შეუტია რონიმ
_ გეყოფა ბავშვივით მოქცევა . ჩემი ცხოვრების უმეტეს ნაწილს ტყეში ვატარებ ხომ არ გავიწყდება_აიმრიზა როიმ და ხელები აიქნია
_მამას შენთან საუბარი სურს . გუშინს მერე გეძებდი
_ არც მიკვირს _ ტუჩი ასწია როიმ და კედელზე აეყუდა
_ელენას რა ვუყოთ? იქნებ ექიმი სჭირდება _ შეშფოთებით წამოიყვირა რონიმ
_ კონსტანცას უნდა დავურეკო და ვკითხო . აქამდე ველოდი მის გონზე მოსვლას ,მაგრამ არანაირ რეაქცია არ აქვს . ოთახში ყველა გაყუჩდა . მხოლოდ მაიკმა ამოიღო ტელეფონი და კონსტანცას ნომერი აკრიფა . ქალმა მალევე უპასუხა
_ გისმენ მაიკ რა ხდება ?
_ გუშინ ელენას ორჯერ ჰქონდა ჰალუცინაცია . წუხელ ძალიან ძლიერი . ლამის კლდიდან გადავარდა . მთელი ღამე უგონოდ იყო . რა ვქნათ? ვერანაირად ვერ ვახერხებთ მის მოსულიერებას
_შეიძლება ამ მდგომარეობაში დიდხანს იყოს . ის ახლა ძალიან სუსტია და მისი ორგანიზმი ვერ უძლებს მსგავს დატვირთვას .
_მაინც რამდენ ხანს ?
_ერთი კვირა ან უფრო მეტი . როგორც ჩემი კვლევებიდან დავადგინე ჰალუცინაციები დიდი ხნით გონების დაკარგვას იწვევს . მის მდგომარეობაში უფრო ძლიერი იქნება _ მაიკს თავზარი დაეცა . მისი ნათქვამიდან ჩანდა ,რომ ელენას გონზე მოსვლის ზუსტი კი არადა მიახლოებითი დროცა არ იცოდნენ . კაცი საწოლთან ჩაიკეცა და ქალი ჩამოკიდებულ ქათქათა ხელს ტუჩები შეახო . რონიმ ძმას მხარზე ხელი დაადო გასამხნევებლად . მერე კი როიც მიუბრუნდა და გაუმეორა .
_მამას შენი ნახვა უნდა . სჯობს ახლავე წავიდეთ _როიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და კარისკენ მძიმე ნაბიჯებით წავიდა
_ბარბარას ნუ ეტყვი ინერვიულებს_ მიაძახა მაიკმა ძმას და მანაც დაემორჩილა. რონიმ მონადირეს ანიშნა წავედითო და ორივე ელვის სისწრაფით გადახტა გადათეთრებულ ტყეში . რონის მასთან გამოლაპარაკება სურდა, მაგრამ გადაიფიქრა . სამაგიეროდ უფროსი ოსტინი ლეტო ურყევად იჯდა თავის ჩვეულ ადგილას ,რომელიც სრულიად უემოციოდ მიესალმა მონადირეს .მერე კაბინეტისკენ გაუძღვა , რაც იმის ნიშანი იყო, რომ მასთან მარტო საუბარი სურდა .კაცმა სიგარას მოუკიდა და სავარძელში მოეწყო .საუბრის დაწყებას არ ჩქარობდა და არც სტუმარს სთავაზობდა დაჯდომას . შემდეგ მთელი სერიოზულობით და მკაცრი ტონით ჰითხა :
_ჩემმა შვილმა დახმარება გთხოვა. ამით მან ჩემი შვილიშვილის და ოჯახის წევრის დაცვა განდო . იმედი მაქვს ხვდები რამდენად დიდი პასუხისმგებლობა დაგაკისრა ამით ჩემს წინაშე _ იმით ,რომ ლეტომ ხაზი გაუსვა იმას,რომ მისი შვილიშვილი იყო და არა ზოგადად მაიკის შვილი ამით უკვე გასაგები იყო რაზე მიანიშნებდა იგი მოსულს .მის ნათქვამში ჩადებულ ქვეტექსტს მხოლოდ სულელი ვერ მიხვდებოდა. რათქმაუნდა ეს ყოველივე როისთვისაც სრულიად გასაგები იყო და არც პასუხის გაცემა არ გასჭირვებია .
_მე ყველაფერს კარგად ვხვდები ბატონო ლეტო . მე არ ვარ ის ადამიანი რომელიც ვინმეს წინაშე აგებს პასუხს . მე ის ვარ ვინც მხოლოდ საკუთარ თავთან დადებულ პირობებს და პასუხისმგებლობებს აღიარებს . მე თქვენ პატივს გცემთ როგორც ადამიანს , როგორც მამაჩემის უახლოეს მეგობარს ,მაგრამ არავის მივცემ უფლებას ჩემს ცხოვრებაში ჩაერიოს . მე თვითონ გადავწყვეტ ჩემს ბედს _ როის ასეთი გადაჭრილი პასუხი მეტისმეტად მოულოდნელი აღმოჩნდა ოჯახის თავისთვის . შეშფოთებისგან გული შეეკუმშა მაგრამ არ შეიმჩნია .
ლეტო მთელი ძალით ცდილობდა მონადირისთვის დაემტკიცებინა თავისი უპირატესობა ,მაგრამ როგორც ჩანდა ეს არ გამოუვიდოდა . როიმ ცხადად მიანიშნა ,რომ მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა სტატუსს და წარმომავლობას . ლეტომ იმ წუთას პირველად მიხვდა და გააცნობიერა რამდენად რეალურ საფრთხეებზე მიანიშნებდა უმცროსი ვაჟი წინა დღით . იგი გაჩუმდა და კარგად დაფიქრდა, მაგრამ როიმ ბოლო სიტყვა მაინც თქვა :
_მე ჩემს სიტყვას შევასრულებ და მათ დავეხმარები როგორც შემეძლება . ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ელენას ვერცერთი მტერი ვერ მიუახლოვდეს . ამის შესაძლებლობა ,რომ არ მქონოდა არც პირობას დავდებდი .
ამის შემდეგ ერთმანეთისთვის არაფერი უთქვამთ .ალბათ არც იყო საჭირო რადგან ყველაფერი ცხადი გახდა . მონადირემ ველები სირბილით გადაირბინა და კოტეჯში შევარდა. მაიკი ზუსტად იქ იჯდა სადაც წასვლის დროს დატოვა . თითქოს ადგილიდან არც გარყეულაო . მან პირველად მიხვდა რამდენად ძლიერად უყვარდა კაცს იგი და წასვლა დააპირა ,მაგრამ გადაიფიქრა . ის რასაც თვითონაც გრძნობდა ამ ქალის მიმართ სულ სხვა იყო ,ისეთი რაც აქამდე არ განუცდია . მისი სურნელი იმდენად მწვავე იყო ,რომ ცხვირის ნესტოებიდან პირდაპირ ტვინს ეხებოოდა და ჭკუიდან შლიდა . ეს ზუსტად ის გრძნობა იყო რომელზეც წინა დღეს რონი საუბრობდა . მას არ შეეძლო დაეთმო მისთვის ყველაზე სასურველი არსება თუნდაც ის განუზომელად მიუწვდომელი ყოფილიყო . მაიკმა პირველად გაუშვა ელენას ფაგითრებულ მაჯას ხელი , რომელიც უსულოდ დაეცა საწოლზე . როიმ ამ სცენაში იმხელა რამ დაინახა რაც გონებიდან ვეღარ ამოიგდო .მაიკმა ისე ჩაუარა გვერდით არც კი შეუხედავს . მონადირემ ცოტა ხანს უყურა ელენას და მერე მისაღებში გავიდა . საუბრის წამოწყება უნდოდა ,მაგრამ მიხვდა რამდენად უჭირდა კასცს ამაზე საუბარი და გაჩუმება გადაწყვიტა .
სამ კვირაზე მეტი გავიდა იმ ამბიდან რაც ელენას ბოლო ჰალუცინაცია ჰქონდა . ქალი ზუსტად ისევე იწვა უგონოდ საწოლზე . მთელი ამ დროის მანძილზე ქალი მხოლოდ წვეთოვანზე ჰყავდათ ,რომელიც ერთი შეხედვითაც ცხადი იყო, რომ ბევრს არაფერს შველიდა . სიგამხდრე ბევრად არა ,მაგრამ შესამჩნევად დაეტყო . კონსტანცა ყოველ საათში რეკავდა ამბის გასაგებად . მდგომარეობა კი უცვლელი იყო . როი დღე და ღამე ქოხში იჯდა . ხან უაზროდ ლაყბობდა ხან უბრალოდ მაიკს არ ტოვებდა მარტო. რონი ამაზე საშინლად ღიზიანდებოდა და ბოლო დღეებში ისე ხშირად აღარც მოდიოდა სტუმრად . ბარბარა ყოველ დღე კითხულობდა ელენას სანახავად როდის წავალო ,მაგრამ რაღაცეებს იმიზეზებდნენ და გოგონას აზრს აცვლევინებდნენ . უსაქმურობისგან მოწყენილმა კი საქმე იპოვა და ახლა ყოველ დღე ლუნას ამეცადინებდა. გასაკვირი არც იყო რადგან იგი საუკეთესო მოსწავლე იყო სკოლაში . ბავშვიც სიხარულით თანხმდებოდა მასთან ერთად გაკვეთილების მომზადებას ,თუმცა ბარბარას მსგავსად ელენას მონახულების თაობაზე ისიც ყოველ დღე წუწუნებდა .
ერთ დილით როი მოულოდნელად გაუჩინარდა ქოხიდან და ისე დაღამდა მასზე არაფერი გაუგიათ. მაიკმა ამას ყურადღება არ მიაქცია ,რადგანაც იგი ყოველთვის ასეთი თავნება იყო . ბევრი ,რომ შეაგვიანდა ამ ამბით ისიც დაინტერესდა და შეშინდა კიდევაც .
დილაადრიან დივანზე გადაწოლილი მონადირე ფეხზე გიჟივით წამოხტა . ნესტოები მთელი ძალით დაბერა და ჰაერში შეისუნთქა . ამ დროს მაიკს ჯერ ისევ ელენას გვერდით ეძინა . კოტეჯის კარი გააღო და გარეთ გავარდა . სურნელი მეტისმეტად შორიდან მოდიოდა ,მაგრამ მონადირე მას გაცილებით უფრო ახლოს გრძნობდა . ტყეში თავისი ფეხით შევიდა და გზას გაუყვა . დაახლოებით ნახევარი საათი ირბინა . სუნს ოსტინების ვილასთან მიჰყავდა. წასვლა ფეხით არჩია რადგან ასე უფრო უხმაურო იქნებოდა. თანაც გრძნობდა ,რომ არსება ვის სურნელსაც გრძნობდა არ მოძრაობდა. შესაბამისად მისი გაქცევის შანსი არ იყო . როგორც კი მიხვდა, რომ დანიშნულების ადგილას მივიდა აქეთ იქეთ ცქერა დაიწყო . ადგილი სადაც ახლა თვად იდგა კარგად მოჩანდა ლეტოს სახლი ,მთელი ეზო და ტერიტორია. აქეთ-იქეთ ცქერა დაიწყო რადგა ზუსტად იცოდა ,რომ აადგილს სწორად მოაგნო. ირგვლივ სულიერი არ ჩანდა . მოულოდნელად თოვლის კრაჭუნის ხმა გაიგონა ზემოდან და ადგილზე შეხტა. უახლოეს ხეს ამოეფარა და ზევით-ზევით დაიწყო ყურება . წამის მეასედში დაინახა გოგონა რომელიც მსხვილ ტოტზე იჯდა და გაფაციცებული მზერით აკვირდებოდა ოსტინების სახლს . ქალს ბეწვის პიჯაკის ქუდი წამოეხურა თავზე და ხელებზე თბილი ხელთათმანები გაეკეთებინა . თავი, რომ მოაბრუნა და როიმ მისი სახის დანახვა შეძლო ადგილზე გაშეშდა რადგან წამიერად ეგონა ელენა იყო . მერე გააცნობიერა რომ ის ვერ იქნებოდა. მან მიხვდა ის ერთ -ერთი მათგანი იყო ! ელენას ოჯახის წევრი და დაუძინებელი მტერი !

თავი XXIII: მიმწყვდეული

როიმ ერთი შეხედვით დააფიქსირა რამდენად ჰგავდა გოგონა ელენას, მოყვითალო საშუალო სიგრძის თმა მკერდამდე ჰქონდა ჩამოშლილი რომელსაც ლამაზად ერწყმოდა მუქი ყავისფერი ქურქი . თვალებს აქეტ იქეთ აცეცებდა და ცდილობდა ოსტინების ტერიტორიისთვის თვალისმოუცილებლად ეცქირა . მოულოდნელად გოგონამ ხედვა გაამახვილა და ტოტზე შეიშმუშნა. მონადირე მაშინვე მიხვდა, რომ იქ რაღაც მოხდა . ისევ ძლიერად შეისუნთქა ჰაერში და ძმების სურნელი დააფიქსირა . მიხვდა რომ სტუმარი სწორედ ამას ელოდა . ტოტიდან სხარტი მოძრაობით ჩამოხტა და გზას გაუყვა. იგი აშკარად ძმებზე ადევნებას აპირებდა .
''_იდიოტები ნუთუ ამის აქ ყოფნას ვერ გრძნობენ ? რა უყურადღებობაა'' _ჩაიდდრუნა მან და და უკან აედევნა . ცოტახანს აცადა .მერე კი წამოეწია , უკნიდან კისერში წვდა და ხეზე მიანარცხა . გოგონამ კივილი მორთო და ხელების ცემა დაიწყო ხეზე ,მაგრამ კაცი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ვერაფერს გახდა .
_ხელი გამიშვი ცხოველო . ვინ ხარ და როგორ მიბედავ _აწივლდა იგი ,მაგრამ ამაზე მონადირე მხოლოდ მხიარულად იცინოდა და უყურებდა როგორ ფართხალებდა ახალმოსული . მერე ხელი გაუშვა და გოგონა თოვლში დაენარცხა.
_მე მგონი ვიღაცას გამსგავსებ_ხელი ტუჩზე მიდო როიმ
_ვინ ხარ?
_მონადირე _ისე დამაჯერებლად წარმოთქვა კაცმა ,რომ სტუმარს იმედი მიეცა გამიშვებსო
_მერე მე ნადირის რა მეტყობა?_ წამოდგა ფეხზე და თოვლი ჩამოიფერთხა თმიდან
_მონადირეები ჩიტებზეც ნადირობენ
_შენ წარმოიდგინე საერთოდ არ მეცინება . თავიდან მომწყდი უშენოდაც ბევრი საქმე მაქვს _ხელი აიქნია ქალმა და გზისკენ შებრუნდა ,მაგრამ მონადირემ ფეხი დაუდო და გოგონა მთელი ძალით დაენარცხა ძირს . სიბრაზისგან მთელს ხმაზე დაიჩხავლა და ისევ წამოხტომა დააპირა. როიმ მეტი აღარ აცადა მკლავში ხელი წაავლო და წაათრია . ახალმოსული მიხვდა რომ მონადირეს იგი ოსტინების ვილაში მიჰყავდა.
_ეს არ გააკეთოთ _ეხვეწებოდა და თან უკან-უკან იქაჩებოდა ,მაგრამ ამაოდ .
ბოლოს როგორც იქმა მიაღწიეს სასურველ ადგილამდე . კარზე ზარის დარეკვას და დაბრახუნებასაც აპირებდა ,მაგრამ მანამდე მისის ოსტინი შემოეგება და კარი ფართოდ გაუღო. გოგონას დანახვაზე რეაქცია არ ჰქონია თითქოს ელოდა კიდევაც ამას . ლეტო ბუხრის წინ იჯდა და სიგარას აბოლებდა . მონადირემ ოთახში გაავებული სტუმარი ,რომ შემოათრია სულაც არ აღელვებულა. სახეზე სრული სიმშვიდე ეწერა . როიმ გოგონა ოჯახის უფროსის წინ მუხლებზე დააყენა და თავი ააწევინა . მერე კი თავმომწონედ თქვა:
_ ეს როგორ გამოგჩათ ბატონო ლეტო? ის ხომ აქვე იყო რამდენიმე მეტრში ? როგორ ვერ იგრძენით?
_ რათქმაუნდა ვიგრძენით . შენ მე ვინ გგონივარ?_ წამოენთო მოხუცი და მონადირეს შეუტია . ბიჭები მცდარი მიმართულებით გავუშვი ვიცოდით რომ აედევნებოდა,მაგრამ შენ ვინ რას დაგასწრებს .
_ჯერ კიდევ შორს ,რომ იყო მაშინ ვიგრძენი მისი სუნი . ის ძალიან ჰგავს ელენას
_ პირსლი ხარ?_ ამრეზით მიახალა გოგონას ლეტომ
_ ჯანდაბამდე გზა გქონიათ ყველას . ხელი გამიშვით . სად არის ჩემი და?_ ისევ გაიქაჩა გოგონა და თავის გამოხსნა სცადა ,მაგრამ ამაოდ .
_ლუნა ბარბარას უთხარი აქ მოვიდეს _ გასძახა უმცროსს შვილს კაცმა და მეორე წუთს ორივე კიბეზე დაეშვა.
_ბარბარა აქ არის ? სახლიდან არ უშვებდით ხომ ?_დაიღრინა მან .უმცროსი პირსლი მორჩილად შემოვიდა უზარმაზარ მისაღებში და დის დანახვაზე ხმამაღლა შეიცხადა.
_ ნურ აქ რას აკეთებ?
_ მე კი არა შენ რას აკეთებ აქ ? სად არის ელენა ?_ გოგონა ისეტი დაბნეული ჩანდა ალბათ ყველაფერს წამოროშავდა ,მაგრამ ლეტომ თვალები ისე დაუბრიალა იმწამსვე რაც იცოდა ყველაფერი დაავიწყდა . მერე რაღაც სისულელე გამოიგონა :
_არ ვიცი სად არის . მე აქ გამომგზავნეს თვითონ კი სადღაც წავიდნენ .
_მატყუარა. ამ კაცმა როგორ მიმამსგავსა?
_ ნუ გავიწყდებათ, რომ დაახლოებით ორი თვის წინ ელენა აქ იყო .
_გაქცევა ვერ უშველის . მაინც მოუწევს ჩვენს წინაშე პასუხის გება იმის გამო რაც ჩაიდინა_ მონადირე შეპასიხებასაც აპირებდა, მაგრამ ოთახში რონი შემოვარდა და წამოიძახა.
_მგონი იმ სულელს გზა აებნა და ვერ დაგვეწია _გაიკრიჭა ბიჭი და სახეზე ღიმილი შეეყინა _ ეს ვინ არის?
_მიმწყვდეული _ კბილებში გამოსცრა როიმ
_აქ როგორ აღმოჩნდა?
_მე მოვიყვანე .როგორც ჩიტი ისე გაება .
_ ნუ დამცინი კრეტინო _ შეუტია მონადირეს გოგონამ და სახეზე ეტაკა ,მაგრამ ვერ შესწვდა .
_ ეს გზააბნეული აეროპორტამდე მიაცილეთ _მხოლოდ ეს თქვა ლეტომ და ხელით ანიშნა გარეთ გაიყვანეთო . ბარბარამ დისკენ წავიდა ,რომ რაღაც ეთქვა,მაგრამ უფროსმა დაუყვირა შენს ოთახში ადიო და ისიც უსიტყვოდ გასცილდა იქაურობას.
მაიკს რომ გამოეღვიძა მონადირე მისაღებში აღარ დაუხვდა . ეს არც გაჰკვრვებია ,რადგანაც ზუსტად მის საქციელს ჰგავდა . მერე ჰამბურგერი გაიმზადა და ისევ ელენას საწოლზე წამოგორდა . თითქმის თვე იყო რაც ასე ცხოვრობდა . დღე და ღამე ქალის გვერდით იჯდა ,ხან მის ხელებს ეფერებოდა ხან რაღაც სისულელეებს უყვებოდა. რადგანაც კონსტანცამ დაიჟინა გონს აუცილებლად მოვაო პანიკაში აღარ ვარდებოდა . მხოლოდ ელოდა მოთმინებით იმ დღეს როცა ეს მოხდებოდა. თითები მის უნაკლო სახის კანს გადაუსვა და შუბლზე აკოცა. ულამაზესი სქელი ტუჩები გასთეთრებოდა და გაუფერულებულიყო . სიცოცხლის ნიშანწყალი მხოლოდ მის მშვიდ და თითქმის უგრძნობ სუნთქვაშიღა შემორჩენოდა . რომელსაც ასე პანიკურად ამოწმებდა მაიკი თითქმის ყოველ საათში . ხანდახან წარმოიდგენდა ,რომ მისი სუნთქვა არ ესმოდა და ლამის ჭუიდან იშლებოდა . სხეულზე ჩამოცოცებული თბილი საბანი ხელის ნელი მოძრაობით ამოსწია და გადააფარა . მიუხედავად იმისა ,რომ მთელი ეს დრო წუთითაც არ მოუცილებია თვალი მან მხოლოდ ახლა შენიშნა ქალის სხეულზე საგრძნობლად წამოზრდილი მუცელი . არც ისე შესამჩნევი იყო ,მაგრამ დაკვვირვებული თვალი ამას მაინც მიხვდებოდა . წამიერად გაურბინა თვალწინ იმ სცენამ როგორ ეუბნებოდა ელენა ,რომ ამ ბავშვის გაჩენა არ სურდა . მერე წარმოიდგინა ,რომ ქალის ამ მდგომარეობაში ყოფნის მიზეზი სწორედ ის ბავშვი იყო და ლამის გაგიჟდა. ადრე ელენასგან უკვირდა ამის მოსმენა ,მაგრამ ახლა თავად გრძნობდა,რომ შესაძლო იყო საკუთახი შვილი შესძულბოდა . ის კი არა და უკვე საკუთარ თავსაც ასამარებდა იმის გამო, რომ ელენას ცხოვრებაში გამოჩნდა. თავად ხომ ყველაზე დიდი მიზეზი იყო მისი სისუსტისა და უუნარობის. ხელი წასწია, რომ მუცელზე შეხებოდა ,მაგრამ ვერ გაბედა . საბანი სწრაფად მიაფარა და მის გვერდით მოიკუნტა. დაღამებამდე ასე იწვა ყოველგვარი რეაქციის გარეშე . როის გაუჩინარებაც კი გადაავიწყა და ბოლოს ჩაძინა . მხოლოდ დაღამებისას იგრძნო სახეზე რაღაც ცივის შეგრძნება რამაც მოასულიერა და თვალები მოიფშვნიტა . სახეზე ელენას ხელი ედო . ყინულივით ცივი და გაფითრებული. ქალს მხოლოდ თვალები გაეხილა,მაგრამ არც საუბრობდა და არც ირყეოდა.
მაიკი სწრაფი მორაობით წამოჯდა საწოლზე , ელენას ხელი აიღო და ნერვიულად დაუწყო კოცნა . ქალი აშკარად აზრზე იყო და ყველაფერს იგებდა ,მაგრამ ადგილიდან არ იძვროდა . მერე თვალები ნელა დააფახუნა და ჰაერი ხარბად შეისუნთქა. ელენამ ახლა მეორე ხელი წამოსწია ,მაგრამ წვეთოვანმა არ გაუშვა .კაცმა აუხსნა სჯობს არ გაინძრეო და ფრთხილად გამოაძრო მაჯდან. მერე წამოჯდომაში დაეხმარა და ისიც მძიმედ მიესვენა ბალიშზე. გეგონებოდათ საქმის კეთებისგან არის გადაღლილიო . მას მართლაც უჭირდა სუნთქვა ამიტომაც კაცმა სასწრაფოდ გამოაღო ფანჯარა და მხოლოდ ახლა დაუსვა პირველი კითხვა:
_კარგად ხარ ?_ისეთი მზრუნველი ტონით წარმოთქვა ,რომ ქალმა გაჭირვებით ,მაგრამ მაინც გაუღიმა
_დაღლილობას ვგრძნობ ,მაგრამ კარგად ვარ _ ძლივს გადააბა წინადადება ერთმანეთზე
_იმდენი ხანია უგონოდ ხარ ,რომ ... გეფიცები ლამის იყო შევიშალე. აღარც მჯეროდა ,რომ გონს მოხვიდოდი .მიუხედავად იმისა,რომ კონსტანცა ამას დაჟინებით ამტკიცებდა_ქალმა გაკვირვებით შეხედა კაცს ,რომელიც გიჟივით ეხუტებოდა
_ჰო უკვე სამ კვირაზე მეტია რაც უგონოდ ხარ. ძილში დასუსტდი და ამიტომაც ხარ ასე _ ელენამ სასოწარვეთილი მზერა მოავლო ოთახს და ძლივს წარმოთქვა
_წყალი მინდა _მაიკი ელვის სისწრაფით წამოხტა ფეხზე და სამზარეულოში გავარდა . მის დაფეთებულ სახეზე ელენას მომხიბლავად გაეღიმა . მოსასვლელად ერთი წუთიც არ დასჭირვებია . წყლით სავსე ჭიქა ტუჩებთან მიუტანა და დაალევია
_გმადლობ _წარმოთქვა ქალმა. მაიკი ისევ ნერვიულად წამოხტა ფეხზე თითქოს არ უნდოდა შეეწუხბინა ,მაგრამ ქალმა ხელზე რაც შეეძლო ძლიერად მოუჭირა . კაცს ეს თითქმის არ უგრძვნია , მიუხედავად ამისა მიხვდა რომ მას რაღაცის თქმა უნდოდა და ისევ გვერდით მოუჯდა . ცხვირზე აკოცა და გულზე მიიხუტა.
_ისე შემეშინდა გონზე ,რომ არ მოდიოდი . ვგრძნობდი როგორ ვიშლებოდი ჭკუიდან
_მე კარგად ვიქნები. ხომ არ გავიწყდება ვინ ვარ _ეშმაკურად ჩაიღიმა ქალმა და რაც შეძლო ძლიერად მოუჭირა ხელები კაცს .
_ამ მდგომარეობაშიც კი ჩემზე ძლიერი ხარ
_ცხოვრებაში იმდენი რამ გამომივლია ,რომ უკვე ვეღარაფერი შემაშინებს . ჩემი ხომ გჯერა?
_რათქმაუნდა მჯერა _ თბილად გაუღიმა მაიკმა და ამჯერად ტუჩებში აკოცა . მერე ფეხზე წამოდგა და ფანჯარა დაკეტა .
_გარედან კარგი ჰაერი შემოდის
_გაცივდები . მართალია გაზაფხული მოდის ,მაგრამ ჯერ ისევ სიცივეებია. გაარეთ ჯერ ისევ თოვლი დევს . ალასკაზე ვართ და არა ლოს ანჯელესში _ქალი დაეთანხმა და თავი დაუქნია
_იმ დღეს ვიღაცამ გადამარჩინა
_მონადირე იყო . სხვათაშორის მთელი სამი კვირა მისაღებში დივანზე დამჯდარმა გაატარა. ამ დილით სადღაც გაქრა და ჯერ არ გამოჩენილა
_ნეტა რა მოხდა?
_ასე იცის ხოლმე . ხომ გითხარი უცნაური ვინმეა მეთქი
_ჩემებისგან რა ისმის ?
_ კონსტანცა და იზაბელა ყოველ საათში რეკავენ. ბარბარა ჩემებთანაა . დანარჩენები ჯერჯერობით მშვიდად არიან. კონსტანცა ფიქრობს ,რომ ბავშვის დაბადებას ელოდებიან
_ჰგონია ,რომ ჩვენი შვილის მოკვლა უნდათ?
_ჰო ,მაგრამ ვფიქრობ ,რომ მანამდე რამე საშინელებას ჩაიდენენ
ამ დროს მისაღებში ფეხსაცმლის ბრახა-ბრუხის ხმა გაისმა და ორივე მიხვდა ,რომ მონადირე დაბრუნდა.მალე გახშირებული სუნთქვის ხმა გაისმა და ისიც გამოჩნდა. ელენა გაღვიძებული ,რომ დაუხვდა ვერც სიხარული დამალა და ვერც გაკვირვება . რაღაცის თქმა უნდოდა , მაგრამ თავი ვერ მოაბა და სისულელე მოჩმახა
_მძინარე მზეთუნახავს გაუღვიძია. როგორ ხარ?
_ ნორმალურად . მშვიდი ტონით წარმოთქვა ქალმა
_ მიხარია ,რომ გონს მოდი . სხვათაშორის დღეს უსიამოვნებას წავაწყდით ,მაგრამ მოვაგვარეთ .
_რა მოხდა? _ძლივს ამოთქვა მაიკმა და სმენად იქცა
_სტუმარი გვყავდა ლოს-ანჯელესიდან
_ჩემები იყვნენ ?_შეიცხადა ელენამ
_ერთი იყო . ნური ერქვა მგონი . ძალიან გგავდა . რონიზე ადევნებას აპირებდა ,მაგრამ მამაშენმა კვალის არევა გადწყვიტა. ბოლოს საჭირო არ გახდა მისი სუნი შორიდანვე ვიგრძენი და სანამ საქმეს გაართულებდა მანამდე დავიჭირე .
_რამე ხომ არ დაუშავე? _თვალი გაუსწორა ქალმა
_ამათ ვილაში მივათრიე ლეტოსთან . იმან კიდევ აეროპორტამდე ჯორჯი გააყოლა და სახლში გაუშვა. გააფრთხილა თქვენი ფეხი აქ არ ვნახო თორემ დაგხოცავთო . დამიჯერე აღარ ჩამოვლენ .არ გარისკავენ
_ეს ამბავი არ მომწონს _ამოიკვნესა ელენამ და ისევ ბალიშზე გადაწვა . ქალი ისეთი ძალაგამოცლილი ჩანდა ,რომ მაიკი ჩვეული სისხარტით მოშორდა ფანჯარას, გვერდით მოუჯდა და მხრებზე ხელი მოხვია .
_უნდა დაისვენო . რაც უფრო მშვიდად იქნები უფრო მეტად გაგიიოლდება ეს მდგომარეობა _თქვა კაცმა
_ამდენი დრო გავიდა რაც მძინავს . ახლა მხოლოდ ის მინდა ,რომ ჰაერზე გავიარო . სული მეხუთება
_მე კიდევ მგონია რომ დროა დიდ სახლში გადახვიდეთ . ელენას ქალის მოვლა სჭირდება . დარწმუნებული ვარ ,რომ ისინი არ ჩამოვლენ _ გადაჭრით თქვა მონადირემ
_ასეთი დარწმუნებული როგორ ხარ? _ შეუბღვირა მაიკმა
_მათ ნიადაგი მოსინჯეს . უნდოდათ დარწმუნებული ყოფილიყვნენ ,რომ ელენა იქ არ იყო. ახლა ეს იციან . ლეტო სულელი არ არის ბარბარა იმიტომაც გამოაჩინა ,რომ ნური დაერწმუნებინა ამაში . თუ შენ იქ იყავი ამ შემთხვევაში შენს დას რატომ გამოაჩენდა ? მან ამით დაუმტკიცა ,რომ დასამალი არაფერი ჰქონდა.
_ჭკვიანურია _ ადგილზე შენიშნა ელენამ და მონადირემაც თავმომწონედ დააქნია თავი .
_ ესეიგი დიდ სახლში გადავიდეთ? ის მართაალია შენ განსაკუთრებული მოვლა გჭირდება. ძალიან ვღელავ... ეს დღეები საუკუნეებად გაიწელა ...
_ისე ნუ მიყურებთ როგორც ავადმყოფ და უძლურ დედაბერს _ ისეთი ხმით დაიღრიალა ქალმა , რომ ორივე პატარა ბავშვივით აიწურა კედელთან . მის სიტყვებში ერთდროულად მრისხანება და ბრძანება გამოსჭვიოდა .იმ დროს ძნელი იყო გეფიქრათ ,რომ სამი კვირის განმავლობაში უგონოდ იწვა საწოლში_ჯერ ისევ ცოცხალი ვარ და ფეხზე ვდგავარ _განაგრძო ქალმა და უკანასკნელი ძალები მოიკრიბა . ფეხები საწოლიდან გადმოჰყო და წამოდგა . როგორც კი წელში გასწორდა იგრძნო როგორ დატრიალდა ოთახში ყველაფერი და ისევ საწოლზე დაჯდა . ოთახში მხოლოდ ფხუკუნი გაისმა და ელენამ იმწამს დააფიქსირა, რომ ეს როი იყო. გამწარებულმა ბალიშს წამოავლო ხელი და მოისროლა, მაგრამ მას როიმდე არ მიუღწევია .
_ გეყოფა , ვერ ხედავ ,რომ ნერვებს უშლი? გადი ოთახიდან და დასვენება აცადე . რონის დავურეკავ და დილით მოგვაკითხავს _მონადირე ფეხათრევით გავიდა საძინებლიდან და მალე წყვილმა ცხადად გაიგონა როგორ დაიკეტა მისაღების მძიმე და ჭრიალა კარი .
მაიკი ისევ მოეხვია ქალს და დაწოლისკენ უბიძგა . თან მომხიბლავი ღიმილით გაამხნევა .
_ ყურადღებას ნუ მიაქევ . მთავარია შენ იგრძნო თავი კარგად. არავისთვის არაფრის დამტკიცება არ გჭირდება . ყველაზე კარგად მე ვიცი რამდენად ძლიერი ადამიანი ხარ. ეს მანაც იცის, მაგრამ ცდილობს ეს არ აღიარობს . მიდი შენ დაისვენე და მე სახლში დავრეკავ . დამიჯრე დედა ისე მოგივლის ლოს-ანჯელესში წასვლა აღარც მოგინდება . თან ახლა გემრიელი კერძები ნამდვილად გჭირდება .ამ დროის მანძილზე ძალიან დასუსტდი და შეიძლება ეს არ იყოს კარგი _ელენამ გაღვიძების შემდეგ პირველად დახედა საკუთარ სხეულს და ის რისი დანახვისთვისაც მაიკს სამი კვირა დასჭირდა მან მხოლოდ ერთ წამში შეამჩნია.აკანკალებული ხელი სხეულზე ჩამოისვა და წამოზრდილი მუცელი მაისურით დაიფარა. თითქოს არ უნდოდა,რომ ვინმეს დაენახა. მაიკმა თავი მაიმუნივით მოიქექა და სიცილი აუტყდა .
_ნეტა რა გაცინებს ?_გაბრაზდა ქალი და შეუღრინა. მაიკს არაფერი უთქვამს მხოლოდ ოთახიდან გავიდა და მამის ვილაში დარეკა.
ქალბატონი ელიზაბეტ პირსლი თავის სასტუმროს ნომერში იჯდა და გოგონებთან ერთად გეგმებს აწყობდა . შეკრებაზე მხოლოდ კარინა და მაირა იყვნენ . სამანტამ გადაჭრით განუცხადა მათ, რომ ამ ამბავში არ გაერეოდა. რადგან ნურისგან ინფორმაცია მიიღეს ,რომ ელენა მაიკის მშობლების სახლში არ იყო და ისიც გამოიჭირეს მათაც ახალი გეგმის დაწყობა დაიწყეს . უფროსი პირსლი ლამის ცოფებს ყრიდა სიბრაზისგან.
_როგორც ჩანს ელენას ჩვენ ვერ გამოვიჭერთ . დროა თავისი ფეხით დაბრუნდეს სახლში _კბილებში გამოსცრა ქალმა და დანაოჭებული სახე მოეღრიცა .
_დედა ზღაპრებს ნუ გვიყვები . დროა გონზე მოხვიდე და ოცნებას შეეშვა _ ამის გაგონებაზე ელიზაბეტმა ისე შეხედა ქალიშვილს ,რომ გოგონა ადგილზე გაქვავდა . მერე სავარძელთან ნელი და გრაციოზული მოძრაობით მივიდა და მაირას თვალებში ჩახედა .
_როდესაც არ გეკითხებიან ხმა არ უნდა ამოიღო . როცა მე ვსაუბრობ შენ უნდა გაჩუმდე . თუ კიდევ ერთხელ გაბედავ ჩემს დაცინვას იცოდე აღარ გაპატიებ _გოგონა სავარძლის კიდეს აეკრა და შიშით ჩახედა დედას გაცრეცილ ზღვისფერ თვალებში ,რომელსაც მემკვიდრეობით თითქმის ყველა პირსლი იღებდა . მასაც ზუსტად ისეთივე ჰქონდა მხოლოდ დრო და ჟამისგან გაცვეთილი ,მაგრამ მაინც მტკიცე.
_დეიდა ახლა დაპირისპირების დრო არ არის .ჩვენი რიგები ისედაც მეტისმეტად დავიწროვდა . ნურის ჩამოსვლას დაველოდოთ და გადავწყვიტოთ მერე რას ვიზამთ _ქალი წელში გასწორდა და ოთახში სიარულს მოჰყვა . ბოლოს გაჩერდა . მთელი თავისი სიმტკიცე მოიკრიბა და ისე წარმოთქვა.
_მე უკვე ვიცი როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს საკითხი ,მაგრამ თქვენი დახმარება დამჭირდება .
_რა უნდა გავაკეთოთ?
_ დიდ სახლში უნდა მივიდე თანაც ზუსტად მაშინ როცა ყველა იქ იქნებით .
_დედა რას აპირებ ?
_ეს თქვენ არ გეხებათ.ამის გამკეთებლები ისედაც არ ხართ .
_დეიდა ჩვენს შესაძლებლობებში ეჭვი მეტისმეტად ხომ არ გეპარება?_ისაყვედურასავით კარინამ
_ნამდვილად არა,მითუფრო როცა საქმე შენ გეხება. ყოველთვის დამფრთხალი თაგვივით გარბიხარ. განა ეს საკმარისი მიზეზი არ არის?_გოგონას უწინდელი სახე წამიერად მოუდუნდა. სისხლი კისერში მოაწვა და გულში გაიფიქრა ''_ბებერო ძუკნავ ელენა ასე, რომ არ მძულდეს პირველად შენ გაგისტუმრებდი იმ ქვეყნად .''
_ვფიქრობ შენი სახლში შეყვანა პრობლემა არ იქნება. კონსტანცას და იზაბელას დავარწმუნებთ , რომ მათთან საუბარი გსურს _თავდაჯერებულად წარმოთქვა მაირამ
_არც ეცადო მათ დაშინებას . კონსტანცა შენი შვილია და ყველაზე უკეთ იცი როგორიცაა. იზაბელა კი მოკვდება და ელენას არ გასცემს _თითქოს შური იძია წინანდელი დამცირებისთვის კარინამ
_ეგეც არ იყოს და ჯეიმსი სულ მათ გვერდითაა . მასთან ჭიდილი კი იგივეა კლდის გადაადგილება დააპირო _საბოლოოდ გადაწურა ყველა იმედი მაირამ .
_მათი ალაპარაკება არ მჭირდება . თქვენ მხოლოდ ერთი რამ უნდა გააკეთოთ. როგორმე პირსლების სახლში უნდა მოვხვდე .ეს მაშინ უნდა გააკეთოთ როცა ყველა სახლში იქნება . კონსტანცა ,სამანტა და განსაკუთრებით იზაბელა .
ქალმა მათი სახელები ისე გამოთქმით და სიამოვნებით აღსავსემ წარმოთქვა ,რომ გოგონებმა მაშინვე გააცნობიერეს რას გეგმავდა ქალბატონი ელიზაბეტი . ორივეს ღიმილი შეეყინა სახეზე და თვალებში აუღწერელი შიში ჩაუდგათ . მაირამ თმები ნერვიულად აიჩეჩა და დედას მიაშტერდა.
_იმედი მაქვს მზად ხარ იმ მრისხანებისთვის , რომელიც თავს დაგვატყდება როცა ელენა გაიგებს რა ჩაიდინე .
_ელენა დასუსტდა. არავინ იცის როდის აღუდგება ან საერთოდ აღუდგება თუ არა ძალები . ის უმოქმედოა , უმართავი გიჟი . ჩვენ ეს დრო უნდა გამოვიყენოთ .
_ ის ვინც მტრის შესაძლებლობებს სათანადოდ ვერ აფასებს დამარცხებისთვისაა განწირული _ ყველა გზა მოუჭრა კარინამ და გამარჯვების ნიშნად წელში გაიმართა .
_მაგასაც ვნახავთ ვინ გაიმარჯვებს . დიდი დროის მანძილზე ეჭირა სადავეები ხელში ელენას . დროა თამაშიდან გავიდეს .
ელენა ამჩნევდა ,რომ მაიკის შუათანა ძმას ჯორჯის ყოველთვის შორს ეჭირა თავი მისგან. შეიძლება ითქვას არც მოდიოდა ტყის სახლში ძმის მოსანახულებლად. შინაგანად ყოველთვის გრძნობდა ,რომ მას და მაიკს მხოლოდ იმიტომ ეხმარებოდა მამის სიტყვას ვერ გადადიოდა. იმ საღამოს წყვილის წამოსაყვანად ორივეს და გასაკვირად სწორედ ჯორჯი მოვიდა . ძმამ მიახალა მეგონა რონი მოგვაკითხავდაო და გაუღიმა. ბიჭმა მხოლოდ მხრები აიჩეჩა და არაფერი უთქვამს .ორივეს ბარგი მანქანაში ჩააწყო და მანქანაზე აყუდებულმა დაელოდა როდის გამოიყვანდა მისი ძმა ელენას . მანაც არ დააგვიანა და რათქმაუნდა ბამბის ქულასავით ხელში აყვანილი გამოარბენინა და მანქანის უკანა სავარძელზე დააჯინა . ქალს ტყის სუფთა ჰაერი იმდენად ესიამოვნა ,რომ კედლებში გამომწყვდევის სურვილი სრულიად დაკარგა . სახლამდე ისე იარეს ჯორჯი ისევ ჩუმად იყო .
მისის ოსტინი ელენას დასახვედრად უკვე ემზადებოდა და შესამჩნევადაც ღელავდა . პირველ რიგში მის ჯანმრთელობაზე და მერე იმაზე ,რომ მათი ასე მალე გადმობარგება აშინებდა . მიუხედავად იმისა ,რომ შვილის და მისი მომავალი ოჯახის იმ ჭერქვეშ ცხოვრება მისთვის მხოლოდ ბედნიერება იყო თავს მშვიდად მანამდე უფრო გრძნობდა. როგორც კი მანქანის ხმა გაიგონა მაშინვე კიბეები ჩამოირბინა და გარეთ გავარდა. მიუხედავად იმისა ,რომ ქალი კარგა გვარიანად ჩაპუტკუნებულიყო შესაშურად სხარტად მოძრაობდა. იგი ძალიან ჩქარობდა ,მაგრამ კარებში გამოქცევა მაინც ლუნამ მოასწრო . პირდაპირ ელენასკენ გაქანდა და წელზე მოეხვია. ქალსაც უნდოდა ,რომ გოგონას ჩახუტებოდა ,მაგრამ წელში მოხრა შესამჩნევად უჭირდა .თანაც მაიკს ისე ძლიერად მოეხვია ხელი ფაქტიურად ვერ ირყეოდა. ორივემ შენიშნა , რომ ბავშვს ასეთი ცივი შეხვედრა ეწყინა და სიტუაცია თავად მაიკმა განმუხტა :
_ლუნა ელენას აპატიე მოძრაობა უჭირს _გოგონა მაშინვე გაიბადრა ,რადგანაც მიხვდა ,რომ შეხვედრის ასეთი ფორმა სხვა რამის ბრალი იყო .
_რა გჭირს ავად ხარ? _შეწუხებული სახით იკითხა მან. ელენა დაიბნა და არ იცოდა რა ეპასუხა. ის ხომ ბავშვი იყო . მიუხედავად ამისა ისევ მაიკი წამოეშველა და დას მარტივად აუხსნა . პირდაპირ და მიკიბვ-მოკიბვის გარეშე
_დაიკო ელენა ორსულადაა და მისთვის ბევრი მოძრაობა არ შეიძლება .გთხოვ ნუ შეაწუხებ
_არ მაწუხებს _ შეუბღვირა ელენამ და იდაყვი გაჰკრა .როგორც ყოველთვის მაიკს ეს არ გაუგია, მაგრამ უკან კი დაიხია _ბავშვს რას ეუბნები . დღეს რა გაგაფრთხილე ისე ნუ მექცევი როგორც ავადმყოფს მეთქი _ ლუნა გამარჯვების და ბედნიერების ნიშნად ყურებამდე გაიბადრა და მადლიერებით სავსე მზერა მიაპყრო ქალს . მერე მისი ოსტინი მოვიდა და ორივე დედაშვილურად გადაკოცნა. ელენა ამ ქალის შეხებისას თავს ყოველთვის ისე გრძნობდა თითქოს დედა ეხუტებოდა. ოღონდ არა ნურ რიდლის მსგავსი არამედ ნამდვილი დედა . მაიკმა მისაღებში დივანზე ჩამოსვა იგი და თავისი ოთახისკენ წაჰყვა დედამისს. ოთახში მხოლოდ ჯორჯი დარჩა და ლუნა რომელიც გვერდით ეჯდა ელენას . ბიჭი ცივად გაბრუნდა და წასვლა დააპირა ,მაგრამ ელენამ გააჩერა .
_ჯორჯ ასე ცივად რატომ ექცევი შენს ძმას?
_რაღაც გეჩვენებათ
_არ მეჩვენება. გასაგებია ,რომ შეიძლება მე არ მოგწონდე ,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ძმასაც ზურგი უნდა აქციო
_მე არავის არ ვაქცევ ზურგს ქალბატონო . ყველა თავს ისულელებს ,მაგრამ ის რომ ვდუმვარ და ხმას არ ვიღებს ეს იმას არ ნიშნავს ,რომ მეც გამოვშტერდი . ყველაფერი რაც ჩვენს გარშემო ხდება კარგად ვიცით რისი ბრალიც არის ...უფრო სწორად ვისი ... აქამდე მსგავსი პრობლემები ჩვენს ოჯახს არ ჰქონია . ახლა კი თქვენი გიჟი ოჯახისგან ყოველ წამს ველით რაღაც უბედურებას .სიმშვიდე დავკარგეთ აი რა არის რეალობა . მე ჩემს მოვალეობას ვასრულებს და ოჯახს მხარში ვუდგავარ .არც არასოდეს მივატოვებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას ,რომ ამ ყველაფერს ვეთანხმები . თუმცა თქვენ რას გიხსნით საერთოდ იცით კი რას ნიშნავს სიტყვა ''ოჯახი'' ?_
ელენას მთელს სხეულში დაუარა აუღწერელმა ტკივილმა. ენერგიის და ძალის ის უკანასკნელი მარცვალიც გამოეცალა ,რომელიც ამ ბოლო დღეებში შერჩენოდა . თვალებზე ბინდი გადაეკრა თითქოს ისევ გონებას კარგავდა . შებარბაცდა ,უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და სავარძლის კიდეს დაეყრდნო . ჯორჯი მაშინვე მიხვდა ,რომ ზედმეტი მოუვიდა და იქედან გაქცევა დააპირა ,მაგრამ ვიღაცის ყინულივით ცივმა ხმამ ადგილლზე გააქვავა .
_სად მიდიხარ?_მამის ამ ორ სიტყვაში და ნაცნობ ინტონაციაში მან ყველაფერი ერთდროულად ამოიკითხა .
_გარეთ გავალ_ ნაწყვეტებად წარმოთქვა მან დანერწყვი გადასცდა
_საწყენია , როგორც ჩანს შენთვის ცხოვრება კი არა ქალის პატივისცემაც არ მისწავლებია . დააშავე და ლაჩარივით გარბიხარ . ამას ლუნაც კი არ გააკეთებდა მიუხედავად იმისა, რომ გოგოა და შენზე გაცილებით პატარა.
_მამა მე მხოლოდ ..._თავის მართლება დააპირა ბიჭმა ,მაგრამ კაცმა ხელით ანიშნა გაჩუმდიო
_ახლავე ბოდიში მოიხადე _ლეტომ ისეთი მრისხანე ხმით და თვალებით წარმოთქვა ეს სიტყვები, რომ ბიჭი მორჩილად შემობრუნდა მისაღებში და ელენას წინ დაეყუდა .
_მაპატიე _ორივეს გასაგონად და ხმამაღლა წარმოთქვა ეს სიტყვა და რადგან მიხვდა ,რომ შეეძლო წასულიყო ოთახიდან სასწრაფოდ გაქრა.
_საჭირო არ იყო _ხმის კანკალით წარმოთქვა ელენამ და სავარძელზე ისევ ჩამოჯდა . თვალებში ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ იყურებოდა ,მაგრამ მიხვდა როგორ შემოვიდა ოთახში მაიკი .მერე ხელში აიტაცა და რამდენიმე წამში უკვე გრძნობდა ,რომ რბილ ბალიშზე ედო თავი . კაცმა მოყვითალო თმა გადაუწია ,შუბლზე აკოცა და ქალს მაშინვე ჩაეძინა .


თავი XXIV : ''მე შენ მიყვარხარ'' პირველად



მაიკი მოსვლის წუთიდან ამჩნევდა ,რომ ბარბარა არსად ჩანდა. საძინებლის კარი, რომ გამოიხურა მისის ოსტინი სწორედ მაშინ შემოხვდა. ქალი ელენას მოსანახულებლად მიდიოდა , მაგრამ შვილმა მოახსენა უკვე სძინავსო და ისიც უკან მობრუნდა . კაცმა მაშინვე იკითხა უმცროსი რიდლი ,რაზეც დედამ უპასუხა ,რომ რონის ჰყავდა წაყვანილი ქალაქში . მისის ოსტინს მაიკი მეტისმეტად გადაღლილი ეჩვენა . მან კარგად იცოდა საკუთარი შვილის ფიზიკური შესაძლებლობები და ამის გათვალისწინებით კარგად წარმოიდგინა რამდენი დროის განმავლობაში არ უძინია და არც დაუსვენია . წელზე ხელი მოხვია და დედობრივი სიყვარულით დაარიგა :
_შვილო ცოტა უნდა დაისვენო . თვალები სულ ჩაშავებული გაქვს უძილობისგან.
_არაფერია დედა . ჩვენ მსგავს სიტუაციებს ვუძლებთ
_თუ ასე გააგრძელებ ბოლომდე ვერ გაძლებ . ჯერ კიდევ ყველაფერი წინ გვაქვს .
_ვიცი დედა და კარგად ვაცნობიერებ ამას
_მამაშენი ძალიან ბედნიერია ,რომ შვილი გეყოლება. არ ამჟღავნებს, მაგრამ მე ხომ ვიცი
_გმადლობ დედა ,რომ ამ რთულ დროს მხარში გვიდგახარ . უთქვენოდ რა გვეშველებოდა .
_მამაშენი არასდროს დაუშვებს ,რომ მის სისხლსა და ხორცს ვინმემ რამე დაუშავოს .
_ვიცი დედა. რამეს შევჭამ და მეც დავისვენებ _მისის ოსტინი სამზარეულოში შეუძღვა შვილს და გემრიელი კერძი გამოუტანა .
თოვლი თხლად ,მაგრამ ჯერ ისევ იდო ''ტყის მცველის '' მახლობლად. ნამქერში ოთხზე დაეცა უზარმაზარი ცხოველი და გახელებული გავარდა ხეებით დაფარულ ფერდობზე. მთელი ძალით და ენერგიით გარბოდა . მისი ტორების თითოეული შეხება მიწასთან მეხის გავარდნას ჰგავდა . ცხოველი მაღალ ფერდობზე გადმოდგა საიდანაც შორს ,მაგრამ მაინც მოსჩანდა ოსტინების უზარმაზარი ვილა . მგელმა დრუნჩი მიწასთან დასწია და მთელი ძალით შეისუნთქა . სასურველი სურნელი დააფიქსირა და მიხვდა ,რომ ის იქ იყო . მის დიდრონ თვალებში ელენას უნაკლო სახე აირეკლა . ცხოველი შებრუნდა ,მაგრამ კიდევ ერთხელ მოიხედა უკან და გიჟივით გაიქცა . მანამ ირბინა სანამ დაღლილობისგან ძალაგამოცლილი არ დაეცა ''მონადირისს კოშკის'' წინ .
მაიკი სულგანაბული მიუწვა გვერდით ელენას ,რომ არ გაეღვიძებინა . ქალი ადგილზე შეიშმუშნა და ამით მიახვედრა ,რომ არ ეძინა . მისკენ გადაბრუნდა და მკერდზე მიეხუტა . ისევ მძიმედ სუნთქავდა , მაგრამ აშკარად უკეთესად გამოიყურებოდა. კაცმა გაუღიმა და თმაზე აკოცა:
_უკეთ გამოიყურები ძილი მოგიხდა
_ თითქოს დიდი ხანია არ მიძინია ხომ ?_ იხუმრა ელენამ
_ძალიან მტკივა გული იმიტომ ,რომ ჩემს გამო ხარ ამ მდგომარეობაში
_ასე რატომ ფიქრობ? მე შენ არაფერში გადანაშაულებ
_იქნებ თავიდანვე უნდა მეფიქრა იმაზე,რომ შეიძლებოდა დაორსულებულიყავი
_გამოდის ,რომ ორივეს უნდა გვეფიქრა ,მაგრამ იცი რა? ახლა სხვანაირად ვმსჯელობ. იქნებ ეს არის ის შანსი , რომელსაც ცხოვრება მაძლევს იმისათვის ,რომ შევიცვალო .
_მე მეშინია . შენს შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება ,მაგრამ ეჭვი მღრღნის ,რომ შეიძლება რამე დაგემართოს ... ამას ჩემს თავს ვერ ვაპატიებ .
_შენ არ ხარ დამნაშავე იმაში რაც ხდება. შენ მე არჩევანი მომეცი თანაც სრულიად თავისუფალი, მაგრამ მე ეს გზა ავირჩია. იმაზე რაც მოხდება პასუხისმგებელი მხოლოდ მე ვარ
_შემიძლია ყველაფერი დავთმო ,მაგრამ შენი დათმობა არ შემიძლია. თავს ისე ვგრძნობ ,როგორც გალიაში გამომწყვდეული .
_თავს უცნაურად ვგრძნობ იცი ? ყოველთვის მინდოდა ნორმალური ადამიანი ვყოფილიყავი , მაგრამ ახლა როცა ეს მოხდა ასე მგონია ჭკუიდან ვიშლები . არ ვიცი როგორ აგიხსნა ... თავს ისე უსუსურად ვგრძნობ...ისე ჩვეულებრივად... ისე ადამიანურად _მაიკს ჩაეცინა და ბალიშზე გადაწვა
_გინდა ისევ ისეთი იყო არა? სხვანაირად ცხოვრება აღარ შეგიძლია
_არ ვიცი როგორ ავხსნა ის რაც ჩემს თავს ხდება... თითქოს ეს მე არ ვარ ...თითქოს ვიღაცის უარგის სხეულში შემასახლეს დროებით
_ძნელია როცა ძალაუფლებას კარგავ და ვეღარ მართავ იმას რასაც აქამდე მართავდი .თუნდაც ეს გრძნოები იყოს . შენ ძალიან ძლიერი ადამიანი ხარ და ის ნიჭი რაც გაქვს წარმოუდგენელია .
_გგონია ძალებს აღვიდგენ ?
_კონსტანცა ამტკიცებს, რომ კი .
_არ მინდა ვინმეზე დამოკიდებული ვიყო. არ მინდა ასე დაუცველ და იდიოტურ მდგომარეობაში ვიცხოვრო. როცა გამუდმებით ვიღაც მითვალთვალებს . მინდა ჩემი თავის დაცვა შემეძლოს
_შენ საოცარი ადამიანი ხარ ელენა . ის რაც შენ გაქვს სხვებს ამაზე მხოლოდ ოცნება შეუძლიათ .
_სხვანაირი,რომ ვყოფიყავი შეგიყვარდებოდი ?
_სხვანაირი როგორი ?
_ჩვეულებრივი დიასახლისი
_როცა შემიყვარდი მაშინ ხომ არ ვიცოდი,რომ განსაკუთრებული იყავი
_მხოლოდ გარეგნობამ მოგხიბლა. კაცები ასეთები ხართ . შენ არც პირველი ყოფილხარ და არც უკანასკნელი
_მაგას ნუ მეუბნები ,რომ უკანასკნელ არ ვარ თორემ შეიძლება ჭკუიდან შევიშალო
_მე შენ მიყვარხარ ! _ გაუღიმა ელენამ ,კისერზე მოეხვია და აკოცა
_რა მითხარი ? _ გაშტერებული თვალები მიაპყრო კაცმა
_რა მოხდა ?
_პირველად მითხარი ,რომ გიყვარვარ. მართლა ასეა თუ ეს უბრალოდ წამოიძახე ?_ ელენამ ღრმად ამოისუნთხა . დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში სრულიად დუმდა .თითქოს რაღაცას ფიქრობდა თუ აზრებს აწყობდა. ხელი არც მაიკმა შეუშალა და ადგილზე გაიყურსა. ბოლოს როგორც იქნა გამოერკვა და ენის ბორძიკით,მაგრამ მაინც თქვა სათქმელი .
_მაიკ! ის ,რომ ყოველ წამს კისერზე არ გეკიდები და საქვეყნოდ არ ვყვირი,რომ მიყვარხარ ეს იმას არ ნიშავს ,რომ ასე არ არის . რათქმუნდა ასეა . ჩემებურად ,მაგრამ მაინც მიყვარხარ .სხვა შემთხვევაში მე დღეს აქ არ ვიქნებოდი . შენ მე ვინ გგონივარ? თეატრის მსახიობი ,რომელსაც სახლობანას თამაში მოუნდა? შესაძლოა ... უფრო სწორად დარწმუნებული ვარ ,რომ მე ვერ ვიქნები ისეთი ცოლი და დედა როგორიც მისის ოსტინია ,მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვეცდები ,რომ ყველაზე უარესიც არ ვიყო .
_მე ეს არ მიგულისხმია. უბრალოდ ფაქტი აღვნიშნე ,რომ აქამდე ეს არგითქვამს. მე დარწმუნებული ვარ შენ კარგი დედა იქნები. როცა შვილი გაგიჩნდება ყველაფერს სხვა თვალით შეხედავ .
_ვნახოთ მანამდე ჯერ კიდევ დიდი დროა
_ექვსი თვე ,რომელიც კატასტროფულად გაიწელება ჩვენი მტრების მოლოდინში
_უფრო ჩემი მდგომარეობის გამო ,მაგრამ შესაძლოა ექვსი თვე ლოდინი არც მოგვიწიოს . კონსტანცამ მითხრა ,რომ დიდი ალბათობაა იმისა ნაადრევად ვიმშობიარო . ამიხსნა რამდენად შეიძლება დააჩქაროს მოვლენები ჩემმა ნერვულმა და ჰალუცინაციურმა შეტევებმა
_ ვიცი ,კონსტანცას შენი უგონოდ ყოფნის დროს ბევრი ვესაუბრე. ამიხსნა ,რომ ექვსი თვის ორსულად,რომ იქნები მას მერე ყველაფერი შეიძლება მოხდეს .
_შენ დასაძინებლად არ შემოხვედი ? დაისვენე თორემ ცოდვა ხარ რამდენი დღეა ნორმალურად არ გიძინია?
_არაუშავს შენთან საუბარი ყველაფერს მირჩევნია
_გინდა ,რომ დაუძლურდე ? ასე როგორ დამიცავ ? გთხოვ მეც აქ ვიქნები ადგომას არ ვაპირებ
_იცოდე გარეთ ფეხი არ გაადგა.არ მინდა თუნდაც როის გადაეყარო
_მოდი აქ _ანიშნა ქალმა და ხელში რაც ძალა ჰქონდა შერჩენილი იმით მოქაჩა მკლავზე . მაიკმა გაუღიმა და თავი მკერდზე დაადო . თავისი გრძელი და ძლიერი მკლავები მუცელზე შემოახვია და რამდენიმე წამში პატარა ბავშვივით ჩაეძინა .
_ახლა ძალიანაც,რომ მინდოდეს აქედან ვეღარ გავიქცევი _ ამოილუღლუღა ქალმა და თეთრი ქათქათა თითები აჩეჩილ თმაში შეუცურა .



თავი XXV: შეთქმულება

მისაღებში მხოლოდ იზაბელა და კონსტანცა ისხდნენ. ყავას სვამდნენ და უინტერესოდ ფურცლავდნენ ჟურნალებს.ორივე ერთსა და იმავეზე ფიქრობდა, უბრალოდ არ ამჟღავნებდნენ . ბოლოს ისევ იზაბელამ ამოიღო ხმა და დეიდაშვილს მიმართა:
_როგორ გგონია ელენა გაუძლებს?
_ვფიქრობ ,რომ კი
_მასზე ძალიან ვღელავ .ის ასეთ ცხოვრებას მიჩვეული არ არის . შეიძლება , რომ მართლა გაგიჟდეს?
_თეორიულად კი ,მაგრამ ვფიქრობ ელენა შეძლებს გაუმკლავდეს
_ამათი სიმშვიდე არ მომწონს . არც ის ,რომ ნურმა ალასკაზე იმოგზაურა.
_დღეს მაიკმა მომწერა , რომ დიდ სახლში გადავიდნენ
_სახიფათო არ არის?
_ დარწმუნებულნი არიან, რომ აღარცერთი მათგანი აღარ ჩავა.
_ღმერთმაც ქნას . ელენასთან საუბარი მინდა . იმდენი ხანია რაც ერთმანეთისთვის არაფერი გაგვიზიარებია . საშინლად მენატრება . ხანდახან მგონია ,რომ აღარ დაბრუნდბა
_გაჩერდი მაგას ნუ ამბობ .ის დაბრუნდება და ჩვენ ისევ აქ დავხვდებით. ის ისევ ისეთი ძლიერი იქნება როგორც ადრე და ყველა მის მტერს მუხლებზე დააჩოქებს . ეს მხოლოდ დროის საკითხია .
ამ დროს შემოსასვლელის დიდი კარი გაიღო და ნური შემოვიდა. გოგონებმა სრულიად უემოციოდ შეხედეს მას .
_ალასკაზე სტუმრობამ როგორ ჩაიარა?_მანაც ცხვირი აიბზუა და კიბეებისკენ წავიდა ,მაგრამ ზემოდან კარინა და მაირა შემოხვდა .
_ნურ უნდა ვილაპარაკოთ ერთი წუთით მისაღებში შევიდეთ?_ანიშნა კარინამ და ისიც კიბეზე ჩაბრუნდა. იზაბელა და კონსტანცა სმენად იქცნენ .
_დედას თქვენთან შეხვედრა და დალაპარაკება უნდა. დამაბარა გადმომეცა ,რომ სტუმრად მოსვლის უფლება მისცეთ
_მაირა ჩვენ მასთან სალაპარაკო აღარაფერი გვაქვს _ მიახალა კონსტანცამ
_ამჯერად რა უნდა? _სხვათაშორის იკითხა იზაბელამ
_მგონი ლონდონში წასვლას აპირებს . თქვა ელენას ძებნას აზრი არ აქვს სანამ თვითონ არ გამოჩნდებაო _დამაჯერებლად წარმოთქვა კარინამ
_ასე უცებ აზრი რატომ შეიცვალა?_ დაეჭვებით იკითხა კონსტანცამ
_ალასკაზე ნურმა ვერაფერი იპოვა .რადგან იქ არ არის მთელს დედამიწაზე ძებნას ხომ არ დავიწყებთ?_ხელები გაშალა მაირამ
_დეიდამ მეც მითხრა რაღაც _დაამატა ნურმა
_კარგი ჩვენთან დალაპარაკება რატომ უნდა? _ისევ გაიმეორა შეკითხვა იზაბელამ
_არ ვიცი ჩვენთვის არ უთქვამს . მხოლოდ ის დაგვაბარა ,რომ თქვენთან შეხვედრა სურს _ სრული სერიოზულობით წარმოთქვა კარინამ
_ჩვენ მართლა არაფრი ვიცით,დღეს დაგვირეკა და მისვლა გვთხოვა. მისგან გავიგეთ ,რომ ნურმა ელენა ვერ იპოვა. ხოდა ... _მაირამ საწყალი სახე ოსტატურად მიიღო
_თან გვითხრა ,რომ თავადაც გირეკავდა ,მაგრამ არ უპასუხე _მეტი დამაჯერებლობისთვის კარინამ არს ეს დაივიწყა . კონსტანცამ გამომცდელად გახედა იზაბელას თითქოს ეკითხებოდა სიმართლე იყო თუ არა. მანაც თანხმობის ნიშნად თავი დააქნია
_დილით მირეკავდა ,მაგრამ არ ვუპასუხე . ვიფიქრე ისევ ნერვებს მომიშლის მეთქი.
_კარგი ,მოვუსმინოთ რა უნდა ეგებ ბოლოს და ბოლოს თავი დაგვანებოს_ თქვა კონსტანცამ , მაგრამ მის ხმაში უნდობლობა და შიში გამოსჭვიოდა. იზაბელამ დეიდაშვილს დაეთანხმა ,მაგრამ მასაც აშკარად ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა.
_იცოდეთ თუ რამეს გაბედავთ სამივეს მასთან ერთად გაგყრით სახლიდან და ქუჩაში მოგიწევთ ცხოვრება . მეტ შანსს აღარ მოგცემთ _ გააფრთხილა ყველა წითურმა და ისინიც უკმაყოფილო სახით გაიფანტნენ ოთახიდან.
ზემოთ ასვლისთანავე მაირა მოცელილივით დაეცა საწოლზე და თვალები მოიფშვნიტა. ეტყობოდა , რომ ძალიან დაღლილი იყო . გვერდზე გადაბრუნდა და ლამის ტანსაცმლიანად ჩაეძინა , მაგრამ ამ დროს მისი მობილურის ხმა გაისმა . ისიც ზანტად წამოდგა და ეკრანს დახედა. ზედ მწვანედ ციმციმებდა ''დედა'' . უკმაყოფილოდ დაიჭყანა და გამოეპასუხა.
_დედა საშინლად მეძინება . გოგონები შეხვედრაზე თანახმა არიან . შენი დავალება შესრულებულია.
_ძალიან კარგი .
_ესეიგი შემიძლია დავიძინო ?
_ ხვალ საღამოს მოვალ . იმათაც შევუთანხმდები ,მაგრამ ერთი პრობლემა გვაქვს
_ამჯერად რა?
_კონსტანცა
_კონსტანცა ?
_შეხვედრას არ უნდა დაესწროს . იზაბელასთან მარტო უნდა ვიყო პირისპირ
_შენ ხომ თქვი რომ ყველა ...
_კონსტანცა ოთახში ჩაკეტე
_რატომ ? ისიც ,რომ დაესწროს რა დაშავდება ?
_დაგავიწყდა ,რომ ელენას შემდეგ ის ყველაზე ძლიერია? არ დავუშვებ ჩემი მართვა დააპიროს
_დედა მეშინია იმის რასაც აპირებ
_სხვა გზა არ გვაქვს . ელენას მმართველობას მხოლოდ ასე დაესმება წერტილი . იცოდე თუ კონსტანცას თავიდან მოცილებას ვერ შეძლებ პასუხს შენ გაგებინებ .
_ეს მარტივი არ იქნება
_მაგრამ არც შეუძლებელი _ ტელეფონი გაითიშა . მაირა ძალაგამოცლილი დაეცა საწოლზე და ფიქრი დაიწყო . მერე დაღლილობისგან თვალები დახუჭა და ჩაეძინა . კონსტანცა და იზაბელა პირაღმა იწვნენ საწოლზე და ფიქრობდნენ სწორად იქცეოდნენ თუ არა .
ბარბარა და რონი ქალაქიდან, რომ დაბრუნდნენ ლუნამ პირდაპირ მიახალა ელენა მოიყვანესო და ისიც სირბილით გაიქცა სახლისკენ . უკვე ერთი თვე გასულიყო მას მერე რაც უკანასკნელად შეხვდნენ ერთმანეთს. ფართე ხის კიბეები სირბილით აირბინა და კარზე დაუკაკუნებლად შევარდა მაიკის ოთახში . მერე მისი საქციელის შერცხვა და’’ ბოდიშიო’’ წარმოთქვა,მაგრამ წყვილს ეს სულაც არ გაუგონია . ორივეს მშვიდად ეძინა საწოლზე , რომლის გვერდითაც ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა . გოგონამ მომხიბლავად გაიღიმა და კარი ფეხაკრეფით გამოიხურა . ამ დროს რონიც წამოეწია და შეეკითხა თუ ნახეო.
_ბავშვებივით სძინავთ ორივეს _გაიღიმა გოგონამ
_კარგია თუ დასვენებას ახერხებენ.ბევრი რამ გადაიტანეს ამ ბოლო დღეებში . ორივე უკიდურესად დაუძლურდა . ძალების აღდგენა სჭირდებათ
_მართალი ხარ. სჯობს ხელი არ შევუშალოთ და ქვევით ჩავიდეთ . მისის ოსტინი ალბათ სუფრას აწყობს სავახშმოდ.
ელენას მაიკის თავზე ედო თავი და ეძინა. თითქოს უდარდელი ბავშვი იყო და მის თავს არაფერი არ ხდებოდა. სახეზე სრული სიმშვიდე და უშფოთველობა ეხატა . მოულოდნელად კვნესა და წრიალი დაიწყო . გეგონებოდათ რაღაც კოშმარულ სიზმარში გადავარდაო . ცხადად წარმოუდგა ვიღაც ქალი , რომელიც დედამისსაც მიამსგავსა და ელიზაბეტსაც . ზუსტად ვერ გაარჩია რომელი ,მაგრამ მიხვდა ,რომ ეს მათ შორის ერთ-ერთი იყო. ხელები სისხლით ჰქონდა დასვრილი ,რომელსაც სიამოვნებით აჩვენებდა და უმეორებდა ,რომ მან გაიმარჯვა . მაიკი ქალის კვნესამ და წრიალმა გამოაღვიძა . როცა დაინახა ,რომ იგი ძილში ტიროდა და შველას ითხოვდა ლამის გაგიჟდა. ასეთი რამ მანამდე არ ენახა . შეანჯღრია და გაღვიძება სცადა ,მაგრამ კარგა ხანს არ გამოუვიდა . იგი არ ემორჩილებოდა და ხელებს იქნევდა . ყოველი შეხებისას თავიდან იშორებდა და შეიძლება ითქვას ყვიროდა. ბოლოს როგორც იქნა მოფხიზლდა და საწოლზე ინსტინქტურად წამოჯდა. სუნთქვა ისე უჭირდა იხრჩვებოდა,ვერც ლაპარაკობდა და ვერც მშვიდდებოდა . მაიკმა ჭიქაში წყალი დაასხა და ძალით დაალევინა . ქალი მთელი სხეულით კანკალედა და ლამის ტანსაცმელს იგლეჯდა .
_რა გჭირს ელენა . ცოტა ხნის წინ ხომ კარგად იყავი
_რაღაც საშინელება მესიზმრა ,მაგრამ აზრი ვერ გამოვიტანე და ვერც დავიმახსოვრე
_არ გახსოვს?
_არა
_ალბათ ისევ ჰალუცინაცია იყო ოღონდ ამჯერად მსუბუქი ფორმის .
_ალბათ მასეა . ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ძილში ვიგუდებოდი
_ყოველ ჯერზე მგონია ,რომ მდგომარეობიდან ვეღარ გამოხვალ. რაც მეტი დრო გადის მით მეტად მიჭირს საკუთარი თავის კონტროლი .
_ვწუხვარ ,რომ ასეთ მძიმე ტვირთად ვიქეცი ყველასთვის
_მაგას ნუ მეუბნები საწყენად არ მითქვამს და არც იმიტომ ,რომ ცუდად გაგეგო
_არც მწყენია და არც ცუდად გამიგია მაიკ . ვიცი რას ნიშნავს ამ მდგომარეობაში ჩემი დაცვა და მოვლა
_უბრალოდ ყოველ ჯერზე მანადგურებს იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება დაგკარგო_ელენა მთელი ძალით დაეცა ბალიშზე და ღრმად სუნთქვა განაგრძო . კარგა ხანს იწვა ასე და ხმას არ იღებდა. ბოლოს ძლივს ამოთქვა თან ისე ,რომ მის ტონალობაში განუზომელი შიში და ტკივილი მოსჩანდა.
_მეშინია. იმის კი არა , რომ მოვკვდები ან ვერ გავუძლებ. იმის მეშინია, რომ საკუთარი თავის გადარჩენის მცდელობის დროს ვინმე უდანაშაულოs შევწირავ . იმაზე ფიქრი მანადგურებს ,რომ შეიძლება ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის დაღუპვის მიზეზი გავხდე . ამას ვეღარ გადავიტან მაიკ . დანაშაულის გრძნობა ეს ყველაზე დიდი სასჯელია რაც შეიძლება ადამიანს მიუსაჯო. ყველაფერს გაექცევი და დაემალები ,მაგრამ სინდისის ქენჯნის ხმა ყოველთვის თან გდევს, როგორც ტვირთი რომელიც უნდა ათრიო სანამ სუნთქავ . ეს ის არის რისგანაც ვერ განთავისუფლდები ,რასაც ვერ დაემალები, რასაც ვერ დაივიწყებ ... ის რაც შინაგანად გღრღნის. ამ სამყაროდან გშლის და არსებობის უფლებას გართმევს . შეგიძლია ეს გაიგო ? მიპასუხე _მაიკი პასუხს აგვიანებდა. თითქოს იმ წუთას ოთახიდან გაქრა ,მაგრამ მაინც უთხრა
_არა.არ შემიძლია გავიგო ,რადგან არ გამომიცდია. სამაგიეროდ თეორიულად ვხვდები რასაც ნიშნავს
_ამას თეორიებით ვერ ისწავლი . ეს განცდაა და არა წიგნი ,რომელსაც ფურცელზე გადაიტან და მაშინ წაიკითხავ როცა მოგინდება .
_ნეტა შემეძლოს დაგეხმარო _სინანულით თქვა კაცმა და თავი მხარზე ჩამოადო
_იმით ,რომ აქ ხარ უკვე მეხმარები _მისი ტუჩები ნაზად შეახო მაიკისას . მანაც ხელის ერთი მოძრაობით დაიჭირა და მისკენ ძლიერად მიიზიდა . ელენა უკვე კარგა ხანი იყო არ ეწინააღმდეგებოდა მის ასეთ ჩვევებს ,რადგანაც აზრი არ ჰქონდა. მან კარგად იცოდა ,რომ მაქციის ფიზიკურ ძალას ის ვერასოდეს ვერ გაუმკლავდებოდა . თუმცა ამის სურვილი დიდად არც არასდროს არ უჩნდებოდა . კაცმა ხელის ერთი მოძრაობით გადააძო ერთადერთი მაისური რომელიც ტანზე ეცვა ქალს და ისევ აკოცა.
_ამ სახლში იმდენი ადამიანი ცხოვრობს უკვე სათვალავი ამერია .დარწმუნებული ხარ ,რომ არავინ შემოვა? _სასხვათაშორის იკითხა ელენამ
_ჩემს ოთახში უკითხავად არავინ შემოდის და ვერც შემოვა . თუ არ ჩავთვლით შენს პატარა დაიკოს, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დაუკითხავად შემოვარდა. რომ გათენდება მაგასაც მოვაგვარებ _თვალი კარისკენ უქნია და წელზე მოხვია ხელი
_შენ რა იცი ხომ გეძინა?
_მეძინა მკვდარი კი არ ვიყავი _თავმომწონედ ჩაილაპარაკა კაცმა
_ძილშიც გრძნობთ?_აღფრთოვანებით იკითხა მან
_ეს მცირედი დეტალები ხვალ ,რომ მოგიყვე არ შეიძლება ? _ გაუღიმა მაიკმა,წელზე ხელი სტაცა და საწოლზე გადააგორა . ქალს სიცილი აუარდა და ძლივს წარმოთქვა
_მგონი სჯობს იმ ქოხში დავბრუნდეთ

თავი XXVI: მახე
ელენას მაიკის მკერდზე ეძინა ,მაგრამ კოშმარებმა და მოჩვენებებმა არც ღამით მოასვენეს. ყოველ წუთას წრიალებდა. ძილში საუბრობდა და რაღაცეებს წამოიყვირებდა ხოლმე. ზოგჯერ ისე ხტუნავდა ,რომ კაცი მის გაღვიძებასაც კი აპირებდა. ბოლოს თვითონვე მოფხიზლდა და შიშველი სხეული თბილ საბანში გამოხვია . თან კანკალებდა და იძახდა მცივაო . მთელი ღამე ასე გაატარა და მხოლოდ გამთენიისას ჩაეძინა. მაიკი ფეხაკრეფით გაიპარა ოთახიდან და ქვემოთ ჩავიდა . მისის ოსტინი როგორც ყოველთვის სამზარეულოში ფუსფუსებდა და გემრიელ საჭმელს ამზადებდა . დედას მიეპარა და ლოყაზე აკოცა . მერე ერთ ახლადგამომცხვარ ფუნთუშას წაავლო ხელი და მაგიდასთან დაჯდა. ქაალმა დედაშვილურად მიეფერა შვილს :
_მაიკ ვერც წარმოიდგენ როგორ მიხარია ,რომ ოჯახში დაბრუნდი . მერჩივნა ეს უფრო მშვიდ ვითარებაში მომხდარიყო ,მაგრამ არაუშავს. ჩვენ ყველაფერს გავუძლებთ.
_გმადლობ დედა
_ელენა როგორ არის?
_წუხელ ძალიან გაწვალდა და მხოლოდ დილით ჩაეძინა .
_ჩვენ ყველამ ვიცოდით ,რომ ეს არ იქნეოდა მარტივი .
_სიმართლე გითხრა მეც კი მაოცებს ელენას გამძლეობა . ისეა ხოლმე თითქოს მის თავს არაფერი ხდებოდეს.
_ცხოვრება მეტისმეტად კარგად წვრთნის ადამიანებს შვილო_მაიკმა თანხმობის ნიშნად თავი დააქნია
_დედა შეგიძლია დღეს ელენას მიხედო ? გთხოვ თვალი არ მოაცილო ხომ იცი მარტო შენ განდობ მის თავს?
_რათქმაუნდა შემიძლია ,მაგრამ შენ სად მიდიხარ?
_ქალაქში . რაღაც საქმეები მაქვს. მერე მონადირესთან წავალ. მინდა დაველაპარაკო . საღამოსკენ დავბრუნდები. ალბათ მანამდე ელენაც არ გაიღვიძებს. წუხელ კარგად არ უძინია და თან რონიც სახლშია. უთხარი ჩემს მოსვლამდე შორს არ წავიდეს_ქალმა თავი დაუქნია ვაჟს
_არ იჯავრო. მერე საჭმელსაც ავუტან და შხაპის მიღებაშიც დავეხმარები .
_გმადლობ დედა,როგორც ყოველთვის საუკეთესო ხარ _ გაიღიმა და ამ დროს სიცილის ხმა გაისმა . გვერდით ოთახში რონი და ბარბარა გამოჩნდა . ბიჭი რაღაცას უყვებოდა ,რაზეც გოგონა გულიანად იცინოდა. მაიკს ლამის ლუკმა გაეჩხირა კისერში და დედას მიუბრუნდა:
_ამათ რა სჭირთ ? გუშინ ერთად წავიდნენ დღეს კი ერთი შეხედე .
_მგონი რონიმ ამ ტყეში ბოლოს და ბოლოს პარტნიორი იშოვა .
_იმედი მაქვს იმას არ გულისხმობ რასაც მე ვფიქრობ _ქალმა მხრები აიჩეჩა
_არ ვიცი . სიმართლე გითხრა მაგაზე არ მიფიქრია
_თითქოს პრობლემები თავზე საყრელად არ გვქონდეს ახლა ესენი ?
_ნუ ამლაშებ. უბრალოდ ერთმანეთის გარდა დამლაპარაკებელი არავინ ჰყავთ და ამ შანსს იყენებენ. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ
_დედა გეხვეწები ამათ მიხედე ზედმეტი პრობლემები არ გვჭირდება _ ჩაილაპარაკა მაიკმა და ოთახიდან გავიდა . მის დანახვაზე ორივე შეხტა და სიცილი შეწყვიტეს.
_მაიკ როგორ ხარ?_ღიმილით მიესალმა ბარბარამ და გადაკოცნა
_მე წავალ სამზარულოდან კარგი სურნელი გამოდის_ გაიკრიჭა რონი. მაიკი წასვლამდე ბარბარასკენ გადაიხარა და ყურში წასჩურჩილა .
_არ მიყვარს როცა ჩემს ოთახში დაუკითხავად შემოდიან _ცხვირზე ხელი მოუჭირა ბიჭმა და დედას ხელი დაუქნია მივდივარო .
_ბოდიში მოვიხადე..._მიაძახა გოგონამ, მაგრამ ეს უკანასნელი სიტყვები მას უკვე აღარ გაუგონია. ბარბარა სამზარეულოში შევიდა და მისის ოსტინს სთხოვა ელენას ვნახავო .
_სჯობს არ შეაწუხო შვილო. მაიკმა მითხრა ,რომ წუხელ თითქმის არ უძინია .აცადე დაისვენოს . რომ გაიღვიძებს მერე ნახე_გოგონამ თავი დაუქნია და მაგიდას მოუჯდა.
იზაბელა და კონსტანცა მარტო ისხდნენ მაგიდასთან და უგემურად ჭამდნენ . წითური პირსლი დეიდამისს ესაუბრებოდა ტელეფონზე .
_კარგი დეიდა... ხუთ საათზე გელოდევბით ....გასაგებია სახლში ვიქნები და დაგელოდები_იზაბელამ თვალები გადაატრიალა და ტელეფონი გათიშა.
_რაო რა მინდაო ?
_ისეთი მონდომებულია მგონი თავი უკვე წმინდანი ჰგონია. რაც არ უნდა იყოს მაინტერესებს რას იტყვის .
_ჯეიმსს უთხარი შემოუშვას ,რომ მოვა
_აუცილებლად გავაფრთხილებ თორემ სკანდალს მოაწყობს და აქეთ დაგვდებს ბრალს შერიგება არ გინდათო_ კონსტანცამ გაიღიმა
_გოგონები სად არიან?
_ჯერ არ ამდგარან .რა ენაღვლებათ უდარდელად ცხოვრობენ სხვის ხარჯზე
_მე მაინც მგონია ,რომ ელენა მეტისმეტად ანებივრებთ . აქამდე უნდა ეიძულებინა კომპანიაში ემუშავათ. მერე ამდენი ფიქრისთვის დრო არ ექნებოდათ და ვერც ბუნტს მოაწყობდნენ .
_მეც მასე მგონია ,მაგრამ მაგენის გაკეთებულ საქმეს სჯობს საერთოდ არაფერი გააკეთონ. დამიჯერე მაგათ გარეშე უფრო კარგად ვიმუშავებთ.
_ეგეც მართალია,მაგრამ მომკალი და ამ დედაჩემის ვიზიტის ამბავი არ მომწონს. მგონია რომ რაღაცას ხლართავს .
_ვერაფერს გაბედავს. მე მაინც მგონია,რომ მიუხედავად ყველაფრისა ელენასი მაინც ეშინია
_შესაძლოა ,მაგრამ მას დასაკარგი არაფერი აქვს . თანაც აუცილებლად გამოიყენებს იმ ფაქტს ,რომ ელენა სუსტია .
_მაგაში ეჭვიც არ მეპარება.
სადილის შემდეგ ოთახში მხოლოდ მისის ოსტინი და ბარბარა დარჩნენ . ქალი ელენასთვის საჭმელს საგანგებოდ ამზადებდა და თან გოგონას მის ოჯახზე რაღაცეებს ეკითხებოდა. ბარბარაც სიამოვნებით ყვებოდა რაც ახსენდებოდა.
_შენი დები და დეიდაშვილები როგორები არიან ?_სხვათაშორის იკითხა ქალმა
_ ისინი ისე ჰგვანან და ამავდროულად ისე განსხვავდებიან ერთმანეთისგან . ფიზიკურად საოცრად ლამაზები არიან. განსაკუთრებით ჩემი და იზაბელა . წითურია და უკვე წლებია ჩვენი ფირმის უცვლელი სახეა .ნური ძალიან ფიცხია და ამავე დროს ბოღმიანი . ფიზიკურად ელენას ყველაზე მეტად ის ჰგავს .
_ხო ვიცი ვნახე .მართლა საოცრია ეს მსგავსება.
_დედას ასლია
_დედა გახსოვს?
_არა ,ძალიან პატარა ვიყავი რომ გარდაიცვალა.ის და მამა ერთ დღეს დაიღუპა,მაგრამ ამ ამბავზე ჩვენს ოჯახში არავინ საუბრობს . ელენა ყველას უკრძალავდა
_ელენაზე მიამბე_გოგონამ აღფრთოვანებით ჩაღიმა და დაიწყო:
_ელენა. ვიცი ,რომ ცხოვრებაში ბევრი გადაიტანა . ისიც ვიცი ,რომ ამაში ძირითადად დედაჩემი იყო დამნაშავე , მაგრამ ზუსტად არ ვიცი რა მოხდა. ჩემთვის არასდროს არ მოუყოლია. ეს ამბავი მხოლოდ იზაბელამ და კონსტანცამ იციან . მას დედა სძულს და მგონია, რომ ამის სერიოზული მიზეზი აქვს
_დანარჩენებს?
_არ ვიცი ვინ რას გრძნობენ ,რადგანაც ამაზე არ საუბრობენ.ელენა დედაჩემის სახელის გაგონებაზეც კი ჭკუიდან გადადის
_ეტყობა რაღაც სერიოზული მოხდა _თავი გადააქნია ქალმა და ბარბარაც დაეთანხმა
_როგორც ჩანს
_შენ და რონი ძალიან დამეგობრდით _გოგონა სირცხვილისგან გაწითლდა თითქოს უპატიებელი დანაშაული ჩაედინოს .
_რამე დავაშავე?_შეშინებული სახით იკითხა მან
_არა არაფერი ,მაგრამ მეტისმეტიც არ მოგივიდეთ _თვალი ჩაუკრა ქალმა,ლანგარი ხელში აიღო და ელენას ოთახისკენ წავიდა . მერე მიაძახა _წამოდი შენი და ნახე ალბათ უკვე გაეღვიძა _ისიც ფეხზე წამოხტა და უკან აედევნა. ოთახში ,რომ შევიდნენ ელენა საწოლში არ იწვა. მისის ოსტინმა თვალი ოთახს მოავლო და მიხვდა ,რომ აბაზანაში იყო . იგი რამდენიმე წამში მართლაც გამოვიდა .ხელში პირსახოცი ეჭირა და ხელებს იმშრალებდა. ორივეს ღიმილით მიესალმა ,მაგრამ ბარბარა გაექანა და კისერზე შემოეხვია.
_ გუშინაც ვიყავი მოსული,მაგრამ გეძინათ
_ვიცი მაიკმა მითხრა _გოგონა წინანდელ ოთახში შევარდნაზე ისევ გაწითლდა და დას თვალი აარიდა_კარგი არაუშავს . გამარჯობა მისის ოსტინ _ახლა მას მიესალმა ელენამ და იმანაც გაუღიმა .
_დილა მშვიდობის თუმცა უკვე შუა დღე მოდის
_ხო ამ დილით ჩამეძინა და ..._თავი იმართლასავით ქალმა
_არაუშავს შენ აქ დასასვენებლად ხარ ჩამოსული . შენს მდგომარეობაში და მითუმეტეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში სჯობს თავს მიხედო . მთავარი ახლა თქვენი ჯანმრთელობა _დედობრივი სითბოთი გაუღიმა ქალმა,ზუსტად ისე როგორც სჩვეოდა .ელენა საწოლზე ჩამოჯდა და საჭმელს დააჩერდა. უცნაური იყო, მაგრამ საერთოდ არ ჰქონდა საჭმლის ჭამის სურვილი . მისის ოსტინი ამას მაშინვე მიხვდა და სხარტად მოუჯდა გვერდით . პურზე თაფლი და კარაქი წაუსვა და ჩაი დაუსხა .
_ელენა უნდა ჭამო თორემ დაუძლურდები _შეევედრა ბარბარამ
_შენი და მართალს გეუბნება . იცოდე აქედან ფეხს არ მოვიცვლი სანამ ყველაფერს არ შეჭამ . რაც დრო გავა ბავშვი უფრო მოძლიერდება. როგორ გინდა გაუძლო .ის ხომ ჩვეულებრივი არ არის _აუხსნა ქალმა
_არც მე ვარ ჩვეულებრივი _თავმომწონედ თქვა ელენამ
_ხო,ესეც მაგრთალია ,მაგრამ მაინც უნდა ჭამო_ცხადი იყო ,რომ პოზიციების დათმობას არ აპირებდა . ელენამ უღიმღამოდ აიღო ერთი ნაჭერი და ისე შეჭამა გემო საერთოდ არ გაუგია. მიუხედავად იმისა ,რომ მისის ოსტინის გამზადებული საჭმელი ყოველთვის ჯადოსნურად გემრიელი იყო .
_გმადლობ _წარმოთქვა ,როცა ყველაფერი გაათავა
_იცოდე მანამდე თუ მოგშივდება სანამ მე თვითონ მოვალ მაშინვე მითხარი _მკაცრად გააფრთხილა და ოთახიდან გავიდა. ბარბარა საწოლზე ჩამოუჯდა და ელენამ კალთაში ჩაუდო თავი
_ჩვენებისგან არაფერი ისმის ?_გოგონამ თავი გააქნია
_იმედი მაქვს სანამ უკან დაბრუნებას შევძლებ საშინელება არ დატრიალდება
_მაგაზე ნუ ღელავ კონი ყველაფერს მიხედავს. ხომ იცი მაგის ამბავი . ახლა მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა იფიქრო_თმა გადაუწია და ლოყაზე აკოცა გოგონამ.
დაახლოებით ხუთის ნახევარი იყო ელიზაბეტმა მაირას ისევ ,რომ დაურეკა . გოგონამ მაშინვე უპასუხა და თან თმის ვარცხნა განაგრძო. ქალი საეჭვოდ მშვიდად საუბრობდა და არც შვილს უყვიროდა,რამაც მაირა საგრძნობლად მოალობო.
_გზის გადაკვეთასთან ვდგავარ და ხუთ წუთში სახლში ვიქნები
_გელოდებიან
_იზაბელა სად არის?
_კაბინეტშია და ემას ესაუბრება. მითითებებს აძლევს
_კონსტანცა?
_ცოტა ხნის წინ ვიყავი და ჯაკუზიში იწვა. ალბათ ჯერ არ ჩაუცვამს
_ხომ გახსოვს რა გითხარი?
_კი დედა ,მაგრამ....
_არავითარი მაგრამ ..._ ტელეფონი მაშინვე გაითიშა . მაირამ კარგა ხანს იყოყმანა და ბოლოს მაინც გადაწყვიტა. ნელა შეაღო კონსტანცას ოთახის კარი .ხმადაბლა დაიძახა ,მაგრამ არავინ გამოეხმაურა . სააბაზანოს კართან ფეხაკრეფით მიიპარა და დაინახა ,რომ ის ისევ არხეინად ნებივრობდა ჯაკუზიში. მერე მობრუნდა . სარკესთან დადებულ მობილური ტელეფონს ხელი სტაცა და კარი გასაღებით გარედან გადაკეტა. კიბეებს თავისი ჩვეული ნარნარა სიარულით დაუყვა ისე,რომ გეგონებოდათ ფეხებს ძირს არ აკარებსო . ძირს ჩასვლისთანავე გამოვიდა კაბინეტიდან იზაბელა და პირდაპირ კიბისკენ წავიდა .
_დედამ დარეკა უკვე აქვეა და მალე მოვა _ მისი შეყოვნება სცადა მაირამ
_მანამდე კონის დავუძახებ
_ალბათ ცოტა შეაგვიანდება _ შიშნარევი ხმით წარმოთქვა გოგონამ
_რატომ ?_იგივე ტონალობით გაიმეორა იზაბელამ
_ამწუთას ვიყავი და ჯერ ისევ ჯაკუზიში წევს .
_ კარგი ვეტყვი ,რომ იჩქაროს. იმ ქალთან მარტო დარჩენა არ მინდა. ის ისევ კიბისკენ წავიდა ,მაგრამ ამ დროს შემოსასვლელის დიდი კარი გაიღო და ქალბატონი ელიზაბეტი შემოვიდა . გოგონებს საეჭვოდ მშვიდი ხმით მიესალმა და შიგნით შეპატიჟებას დაელოდა. იზაბელამ თავისი ჩვეული სიდინჯე და თავაზიანობა არც ამჯერად დაივიწყა . დეიდას მიესალმა და მისაღებისენ მიანიშნა შემოდიო . ქალმა შეუმჩნევლად უქნია თვალი ქალიშვილს და როგორც კი მისგან დადებითი პასუხი მიიღო უფრო მეტი სითამამე შეეპარა .
_მიხარია ,რომ შეხვედრაზე დამთანხმდით. მგონი უკვე დროა რაღაც-რაღაცეები საბოლოოდ გავარკვიოთ_მშვიდი, მაგრამ უფრო ნარნარა ხმით წარმოთქვა ქალმა.
_მეც ასე ვფიქრობ ,მაგრამ იმედი მაქვს ჩვენი ეს თავაზიანი ჟესტი არასწორად არ იქნება გაგებული
_ყველაფერს ისე გავიგებ როგორც საჭიროა_ჩაილაპარაკა ელიზაბეტმა და ახლა მაირას მიმართა_შენ როგორ ხარ ?
_ნორმალურად _მისდაუნებლიედ ხმა ჩაუწყდა გოგონას და ქალს მიაშტერდა. იზაბელამ მაშინვე მიხვდა ,რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და მაირა ამიტომაც ნერვიულობდა . კიბეზე ამჯერად ნური და კარინა დაეშვა და მაირას ამოუდგა მხარში . წითური პირსლი ფეხზე წამოხტა და კიბისკენ აიღო გეზი ,რადგან ეს ამბავი უვე აღარ მოსწონდა.
_მე წავალ და კონის დავუძახებ. დარწმუნებული ვარ უკვე გამოვიდა სააბაზანოდან. ვეტყვი იჩაქაროს _ ხმა აუკანკალდა ქალს და ფეხს აუჩქარა,მაგრამ ოთახში ელიზაბეტის ძველებური მკაცრი ხმა გაისმა :
_საჭირო არ არის .კონსტანცა არ მოვა,უფრო სწორად ვერ მოვა _ქილიკით წარმოთქვა დეიდამ
_რას ნიშნავს ვერ მოვა ? გამატარეთ ხელი ჰკრა გოგონებს და ისევ კიბისკენ წავიდა . უმცროს პირსლებს კი გასცილდა,მაგრამ მოულოდნელად ფეხზე ელიზაბეტი წამოდგა და ქალს თვალწინ აესვეტა .
_ვერ მოვა იცი რას ნიშნავს ?იმას რომ ვერ მოვა _ამჯერად მის ხმაში დამცინავი ტონი გამოერია
_რა გაუკეთეთ ? კონსტანცააა _ხმამაღლა დაიყვირა წითურმა და მისმა ხმამ მთელს სახლში დაიჭექა . _ კონსტანცა ტანზე იცმევდა და თმას ივარცხნიდა დეიდაშვილის ხმა ,რომ გაიგო და ჩაილაპარაკა მოვდივარო . სახელურს დაეჭიდა ,მაგრამ არ გაიღო .
_ღმერთო ჩემო ეს რა ჯანდაბაა _საკუთარ თავს დაუყვირა მან და კიდევ უფრო ძლიერად მოქაჩა სახელური , მაგრამ ვერ მოერია . წამიერად გაიაზრა ,რომ ჩაკეტეს და ხელები თავში შემოირტყა . იზაბელას ხმა კიდევ ერთხელ გაისმა და კონი მიხვდა ,რომ მათ ის მახეში გააბეს .
_დეიდა რას აკეტებ საკუთარი შვილი მაინც არ გეცოდება?_შეიცხადა წითურმა
_მას არაფერი მოუვა . პირიქით უნებლიე შეცდომისგან დავიცავი და ოთახში ჩავკეტე .
_გამატარე_კიდევ ერთხელ გაიბრძოლა და გაქცევა სცადა,მაგრამ ელიზაბეტმა ისე ძლიერად გაარტყა სახეში ,რომ იგი პირდაპირ კედელს მიენარცხა . მობილური ტელეფონი რომელიც ხელში ეჭირა ძირს დაეცა და დეიდამისის ფეხებთან მიგორდა .
_ახლა თუ ჭკვიანი გოგო ხარ მითხარი სად არის შენი და . დამიჯერე ამის ბევრჯერ გამეორებას აღარ ვაპირებ . უბრალოდ მინდა, რომ გადარჩენის შანსი მოგცე.
_როგორ გეტყობა ,რომ კარგად არ მიცნობ . ამ საიდუმლოს საფლავში ჩავიტან და შენ არასდროს გეტყვი. რაც გინდა ის გააკეთე. მოჭრით თქვა იზაბელამ და დადუმდა _ ზემოდან ისევ გაისმა ბრახუნი და ყვირილი. კონსტანცა დეიდაშვილს ეძახდა.იზაბელა ფეხზე წამოხტა და ხმამაღლა დაიძახა ჯეიმსის სახელი. მისი ხმა რათქმაუნდა ჭიშკრამდე ვერ მიაღწევდა სადაც მუდმივად იდგა კაცი .
_შენი ნებაა . მერე არ თქვა ,რომ შანსი არ მოგეცი _ თვალები დააბრიალა ქალმა და დივნისკენ დაიხარა სადაც მისი ჩანთა იდო.ყველამ მას გააყოლა თვალი.
_ნურ შენ მაინც რას აკეთებ ? საკუთარ დას სწირავ ? გაიხსენე რამდენჯერ გადაურჩენიხარ ელენას კრიტიკულ სიტუაციაში . გაიხსენე რამდენ შენს დანაშაულზე დაუხუჭავს თვალი . საკუთარ დებს ასე როგორ ექცევი . დედაჩვენს ემსგავსები ბოროტი და გაიძვერა _ ნურს სახე მოეღრიცა და სახეზე სინანული გამოეხატა .მისი შეშფოთება კი უფრო მეტად გაიზარდა როცა დეიდამისმა ჩანთიდან იარაღი ამოაძრო .
_დეიდა რას აკეთებ ?ჩვენ ამაზე არ შევთანხმებულვართ _შეშინებული ხმით წამოიყვირა ნურმა.
_შენ უნდა შეგითანხმდე რა გავაკეთო და რა არა?_ შეუბღვირა ქალმა
_ყველაფრის მიუხედავად ის ჩემი დაა და მკვლელობა ეს უკვე მეტისმეტია _ისევ შეუტია მან
_შენი და? რა გვიან გაგახსენდა . მისი და მაშინ არ იყავი როცა ელენას მონობის ქვეშ ცხორობდით? როცა გატერორებდათ და ცხოვრებას გიწამლავდათ? მის ჭკუაზე გატარებდათ და ისე გექცეოდათ როგორც ნივთაბს , უსულო საგნებს . მაშინ გაახსენდა ამ ქალბატონს ,რომ მისი და იყავი ?_თვალები დაქაჩა ქალმა და გოგონამაც უკან დაიხია _ხედავ ? მაინც და მაინც უნდა შეგახსენონ წარსული ,რომ გონება გაგინათდეს .
_ახლა გასაგებია რატომაც გსურდა კონის ჩაკეტვა. შენი შეჩერება ჩვენს შორის მხოლოდ მას შეუძლია _ ამოთქვა მაირამ
_ყოჩაღ ,ყველაფერს მიხვდი _შეაქო გოგონა დედამისმა და ისევ იზაბელას მიუბრუნდა . იარაღი გადატენა და დაუმიზნა _იცოდე ამ შეკითხვას უკანასკკნელად გისვამ. მეტჯერ გამეორებისთვის თავს აღარ შევიწუხებ _სად არის ელენა ?_ოთახში ყოველი წამი საუკუნედ გაიწელა .
ზედა სართულიდან კი კარზე ბრახუნი და გაბმული კივილი ისმოდა. ეს კონსტანცა იყო ,რომელიც გიჟივით მივარდა ფანჯარასთან და გამოგლიჯა . ჯეიმსის სახელის მთელს ხმაზე კივილი დაიწყო . კაცმა ტლანქად მოაბრუნა თავისი ზორბა სხეული და კარგა ხანს მოუნდა იმის გარჩევას ხმა საიდან ისმოდა. მერე ძუნძულით მივარდა ფანჯარასთან და გაოცებისგან შეჰყვირა
_რა ხდება ქალბატონო ?
_დეიდა უკვე მოვიდა?
_დიახ რამდენიმე წუთის წინ
_ახლავე წადი იზაბელა სახლში მარტოა . მისი მოკვლა უნდათ. მე კი ოთახში ვარ ჩაკეტილი _კაცი მაშინვე მიბრუნდა და მისი ფიზიკური გრანდიოზულობის გათვალისწინებით შესაძლებელზე სწრაფად გაიქცა სახლისკენ.
სწორედ იმ დროს როცა მისაღებში ყველა იზაბელას პასუხს ელოდა ელენას ბარბარას კალთაში ჩასძინებოდა. გოგონა თმებზე ეფერებოდა და დრო და დრო შუბლზე კოცნიდა. ადგილიდან არ იძვროდა , რადგან არ უნდოდა გაეღვიძებინა . მოულოდნელად ქალმა ძილში ჩვეული წრიალი და ხტუნვა დაიწყო. ბარბარამ მისი დამშვიდება სცადა ,მაგრამ არ გამოუვიდა . შეტევა უფრო და უფრო გაძლიერდა . უმცროსმა პირსლმა შეანჯღრია და მოაფხიზლა . ქალმა თვალები გაახილა და ჭერს მიაშტერდა . თითქოს ბურანში იყო და ვერაფერს ხედავდა . მხოლოდ რამდენიმე გაურკვეველი ლაქა სრიალებდა ჰაერში . საწოლზე წამოჯდა და ადგომა სცადა ,მაგრამ მოულოდნელად მის თვალწინ წითელი თმა გაფრიალდა . თვალწინ იზაბელა დაუდგა რომელმაც ჩვეული სიყვარულით გაუღიმა და ხელი დაუქნია . მერე კი ფანჯარაში გაუჩინარდა. ელენამ მხოლოდ მის მშვენიერ წითელ თმას მოჰკრა თვალი . ქალი როგორც იქნა გონს მოვიდა ,მაგრამ გიჟივით წამოხტა ფეხზე და ტელეფონის ძებნა დაიწყო .
_ელენა რას ეძებ ?_ ნანახისგან ბარბარა ისე შეშინებულიყო ,რომ ფეხს ადგილიდან ვერ იცვლიდა.
_ტელეფონი ... ტელეფონი მომეცი ახლავე_ისე დაიღრიალა ,რომ გოგონამ მხოლოდ თავისის მიწოდება მოიფიქრა .
მისაღებში კი დაძაბულობა პიკს აღწევდა ყველა სმენად იქცა და იზაბელას რეაქციას დაელოდა . მისმა მოულოდნელმა პასუხმა კი ელიზაბეტის ჩათვლით ყველა ადგილზე გააქვავა
_ჯანდაბამდე გზა გქონია ბებერო ძუკნავ _ზიზღით მოეღრიცა ტუჩები წითურს
ქალმა კბილები დააღრჭიალა და ისე დაიღრინა ,რომ ყველა ადგილზე შეხტა. იარაღი ასწია და დაუმიზნა. მხეცი რომელიც მისი თვალებიდან იყურებოდა უკვე ვეღარ აზროვნებდა . ნურმა დეიდასკენ გაიწია ,მაგრამ გოგონებმა ხელი ჩაავლეს და უკან მოქაჩეს. ელიზაბეტმა იარაღას ხელი გამოჰკრა და იზაბელას სისხლმა მთელი კედელი შეღება. წითური პირსლი უსულოდ ჩაიკეცა იატაკზე და წითელი სისხლი მის მშვენიერ ოქროფერ კულულებს შეერია. ოთახში ჯეიმსიც შემოვარდა და ნანახისგანშოკირებული დააჩერდა მსხვერპლს . კონსტანცა ტკივილისგან კართან ჩაიკეცადა ცივი ხმით აიკივლა .
_არაააააააააააააააააააააააა
ტელეფონი რომელიც ცოტა ხნით ადრე ელიზაბეტ რიდლის ფეხებთან გაგორდა მოულოდნელად აწკრიალდა .
_ვინ არის? _ამოთქვა კარინამ
_სახელი არ აწერია,ალბათ ელენაა ...რა დროულად რეკავს?..._ჩაისისინა ქალმა და უპასუხა
_გისმენთ
ელენას მისი ხმის გაგონებაზე თავზარი დაეცა . მიხვდა ,რომ კარგი არაფერი მომხდარა და მთელი ძალით მოკაწრა საწოლის კიდე
_რა ჩაიდინე _ ისე დაიღრიალა, რომ დეიდამისი ადგილზე შეხტა._რა ჩაიდინე შე წყეულო ...
_სხვა გზა არ დამიტოვე . იმედი მაქვს შენი დაიკოს დაკრძალვაზე მაინც ჩამოხვალ!
ელენას ტელეფონი ხელიდან გაუსრიალდა .მუხლებზე დაეცა და ისე საზარლად დაიკივლა ,რომ სახლის ყველა კუთხეში გაიგონა ოჯახის წევრებმა . მისმა ხმამ მონადირის კოშკამდეც მიაღწია და როი მაშინვე ტყეში გადახტა.
ჯეიმსის გაცეცხლებულ სახეს ,რომ შეხედეს ქალები მაშინვე გაიკრიფნენ სახლიდან.კაცი შეშლილივით მივარდა თავის ქალბატონს და მისი მოსულიერება სცადა. მერე პულსი გაუსინჯა ,რომელიც უმნიშვნელოდ ,მაგრამ მაინც ფეთქავდა.
კონსტანცა სიმწრით წამოდგა ფეხზე და ისევ დააბრახუნა კარზე.. ჯეიმსი უკვე სასწრაფოში რეკავდა. იზაბელა ხელში აიყვანა და დივანზე დასვა. მერე ზედა სართულისკენ გაიქცა და კონსტანცას კარი გაუღო. ქალს ფაქტობრივად არც კი შეუხედავს მისთვის ისე დაეშვა კიბეებზე. სისხლში ამოსვრილი დეიდაშვილი, რომ დაინახა გონება დაებინდა. თვალებიდან ცრემლები ნიაღვარივით წასკდა და აკანკალებული ხელები მის გასისხლიანებულ წითურ თმებს შეახო.
_ეს რა ჩაიდინეს. ნამდვილი ურჩხულები არიან._ძლივს ამოთქვა ეს სიტყვები და მის უსულო სხეულთან ჩაიკეცა.
_ქალბატონი ელიზაბეტი იყო . ეს მან ჩაიდინა.
_სად წავიდნენ ?_თვალები აუალდა ქალს
_სანამ სასწრაფოში ვრეკავდი გაიქცნენ. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი.
_მეტი რაღა უნდა მოხდეს?
_ქალბატონმა ელენამ ყველაფერი იცის..._ კონიმ ამის გაგონებაზე იგრძნო როგორ გამოეცალა ძალა და უფრო შესაბრალისად დაიკივლა.
ის იყო ელენა ფეხზე წამოდგა,რომ მისის ოსტინი ოთახში შემოვარდა.ბარბარა კედელზე აწურულიყო და შიშისგან ხმას ვერ იღებდა. ელენას როგორც შეეძლო ისეთი სისწრაფით წამოხტა ფეხზე, კარადა გამოგლიჯა და მხოლოდ საფულე აიღო. მაიკის დედა მაშინვე მიხვდა ქალი რასაც აპირებდა და მაჯაში ხელი წაავლო. მანაც ისეთი გაცეცხლებული მზერა ესროლა ,რომ მისის ოსტინმა წამში უკან დაიხია და ხელი გაუშვა. მერე კი მკაცრად დაუყვირა.
_წასვლის უფლებას არ მოგცემ _ ელენამ ისე შეხედა ქალს ,რომ მანაც მიხვდა იგი ნებართვის აღებას არ აპირებდა.
_მათ ჩემი და მოკლეს . გგონიათ ახლა ვინმეს ნებართვას დაველოდები?_მერე სწრაფად დაეშვა ხის კიბეებზე და იგრძნო როგორ დაიქნია თავმა. წამიერად წაბარბაცდა და ხელი მოაჯირს ჩაავლო. მიუხედავად ამისა გზა გააგრძელა და მსუბუქმა შეტევამაც მალევე გაუარა. შემოსასვლელში მხოლოდ ლეტო იდგა და ადგილიდან არ ირყეოდა.
_ელენა მეც მოვდივარ_მიაყვირა ატირებულმა ბარბარამ და მკლავზე ჩამოეკიდა,მაგრამ ქალმა მოიშორა და მკაცრად გაუმეორა
_აქ დარჩი ახლა შენი დრო არ მაქვს
_ის ხომ ჩემი დაცაა_ ცხოვრებაში პირველად შეეპასუხა იგი ელენას
_ახლა მხოლოდ ის შეგიძლია ,რომ ილოცო... ილოცე ბარბარა. ახლა მხოლოდ ეს თუ იხსნის ჩვენს ოჯახს
_წასვლის უფლებას მისცემ ? _დაუყვირა ქმარს მისის ოსტინმა.კაცს წარბიც კი არ შეუხრია მხოლოდ ერთი წინადადება წარმოთქვა
_აქვს კი ამას აზრი ?
_რონი სად არის ?_ქალმა ახლა შვილის ძებნა დაიწყო ,მაგრამ არავინ გამოეხმაურა.
ელენა მანქანამდე ძლივს მიბარბაცდა. მანქანის სახელურს ჩაეჭიდა გასაღებად და სწორედ ახლა მიხვდა რამდენად დაუძლურებულიყო . ლამის ცრემლებმა დაახრჩო და კარი მთელი ძალით მიახეთქა. გაზს დააწვა და მანქანა მკვეთრი მოძრაობით დაძრა ადგილიდან . ნახევრად გამდნარი თოვლი ნაფლეთ-ნაფლეთ აიყარა ჰაერში და ადგილს მოსწყდა .მისის ოსტინი და ბარბარა კარგა ხანს იდგნენ ეზოში . მოულოდნელად ტყიდან ‘’მონადირე’’ გადმოხტა და მისი დიდრონი თვალებით მიაჩერდა მას .
_დაახლოებით ათი წუთია რაც წავიდა. შეძლებ დაეწიო?_მიაძახა ქალმა. მგელმა თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დააქნია _მოაბრუნე უკან თორემ მოკლავენ_მიაყვირა ისევ თუმცა ცხოველი უკვე ქარიშხალივით გარბოდა ხეებს შორის .
‘’_გზა უნდა მოვუჭრა,ტრასაზე თუ გამასწრო ვეღარ მოვაბრუნებ ’’_გაიფიქრა როიმ და ახლა სხვა მიმართულებით წავიდა .
ცხოველი იმხელა ძალით და სისწრაფით გარბოდა ,რომ ყოველი მისი მიწასთან შეხება მეხის გავარდნას ემსგავსებოდა .ელენამ კი ძლიერად ჩასჭიდა ხელები საჭეს და თვალები რაც შეეძლო გააფართოვა. მერე გონება დაძაბა ,რომ გზა რომელიც ჩამოსვლის დროს განვლო აღედგინა და გაეხსენებინა. ამისთვის მას დიდი ძალისხმევა სულაც არ დასჭირვებია. მიდიოდა და გზა და გზა თითქოს ჩართულ კადრებს ხედავდა. მის და გასაოცრად ყოველი ხეც კი ახსოვდა ,რომელიც გზაში ხვდებოდა.
რიდლების სახლთან სასწრაფოს სირენების ხმა გაისმა. კონსტანცამ მაშინვე იფხიზლა და ჯეიმსი გააფრთხილა.
_არ უნდა გაიგონ ეს ვინ ჩაიძინა. პოლიცია აუცილებლად დაგვკითხავს და ჩვენების სახელი არ ახსენო .მათ ჩვენ თვითონ მივხედავთ. ამ ამბავში სხვა არ უნდა გაერიოს _ჯეიმსისთვის უფროსის სიტყვა ყოველთვის კანონი იყო ამიტომაც მორჩილად დააქნია თავი.
_ძარცვა იყო_იქვე მოიფიქრა კაცმა და კონიც დაეთანხმა.
ოთახში ექიმები შემოცვივდნენ . იზაბელას როგორც კი დახედეს მაშინვე ხელი დასტაცეს,საკაცეზე დასვეს და მანქანისკენ წაიყვანეს. კონსტანცა მანქანაში შეხტა და დეიდაშვილს შუბლზე აკოცა. მერე ყურთან დაიხარა და წასჩურჩულა
_არ ინერვიულო დაიკო . ელენა ალბათ უკვე გზაშია. ხედავ როგორ უყვარხარ?_ წითურმა მხოლოდ ახლა იფხიზლა და ამის დანახვაზე კონის ცრემლები წასკდა და იზაბელას სახეზე დაეწვეთა.
_ის არ უნდა ჩამოვიდეს _ ქალი ისე საუბრობდა გეგონებოდათ ახრჩობენო.
_შენზე უკეთ ელენას ვინ იცნობს? გგონია ვინმე შეაჩერებს?„
_ვუთხარი,რომ ამ საიდუმლოს საფლავში ჩავიტანდი და ხედავ ? მართლა ასე მოხდა _ამ წინადადების სათქმელად ლამის მთელი წუთი დასჭირდა.
_ნუ ამბობს სისულელეს... შენ იცოცხლებ გესმის? ჯერ ისევ სჭირდები ამ ოჯახს ... არ დაივიწყო ,რომ ყველაზე კარგი ხარ _იზაბელამ ჩვეული მომხიბლაობით გაიღიმა, ხელი მძიმედ ასწია და კონსტანცას სახეზე შეახო,მაგრამ არ გამოუვიდა რადგან გონება დაკარგა.
ელენამ მკვეთრი მოძრაობით გადაუხვია ქალაქის მიმართულებით და გაზს დააწვა. რამდენიმე წუთში უკვე მანქანებს შეერია და გზაც უფრო გაწმენდილი გამოჩნდა.
მაიკმა მისაღებში, რომ შეაბიჯა ყველა მოღუშული იჯდა დივანზე. ბარბარას კი თავი ხელებში ჩაერგო და ხმადაბლა ტიროდა .
_მონადირე ვერ ვნახე. როგორც ყოველთვის წასულია_ უდარდელად წარმოთქვა კაცმა და მხოლოდ ახლა შენიშნა ოჯახში დაძაბულობა_მოხდა რამე?_შიშნარევი ხმით იკითა და ზედა სართულისკენ გაექცა თვალი.
_ელენა ლოს-ანჯელესში წავიდა_ცივად თქვა ლეტომ
_რა ქნა? ხუმრობთ? ამის უფლება როგორ მიეცით?
_მისი შეჩერება არავის შეეძლო. ამის მორალური უფლება არავის არ აქვს_იგივე ტონალობით წარმოთქვა კაცმა
_რას ნიშნავს არ აქვს? მას საფრთხე ემუქრება_შემზარავად დაიყვირა მაიკმა და ხელი მაგიდას დაჰკრა
_საშინელება უკვე დატრიალდა _ფეხზე წამოხტა ბარბარა _ელენა გაცეცხლებულია. ალბათ საშინელებას ჩაიდენს
_რა მოხდა?_ გოგონას მივარდა და შეანჯღრია
_მათ იზაბელა მოკლეს _ თავზარდაცემულმა კაცმა ხელი გაუშვა გოგონას და სიმწრისგან ლამის თმები მოიგლიჯა თავზე . რაღაცის კითხვა უნდოდა ,მაგრამ როგორც დამუნჯებული ისე იყო . ძალა აღარ ჰქონდა, რომ რამე ეკითხა.უცებ გაიაზრა რა დღეში იყო ახლა ელენა და მაშინვე გარეთ გავარდა.
_მონადირე დაედევნა_მიაძახა დედამისმა. მაიკი უკან მობრუნდა
_რა?
_როის ვთხოვე უკან დაებრუნებინა. ჯერ ისევ მაქვს იმედი ,რომ დაეწევა
_როის შეუძლია მხოლოდ გზამდე ზდიოს მას. მერე გაჩერება მოუწევს.ასე ვერ გარისკავს
მაიკმა კარი გაიჯახუნა და გარეთ გავარდა. კართან მხოლოდ ჯორჯის მოტოციკლი ეყენა. ზედ მოაჯდა და მთელი სიჩქარით გააქროლა.
‘’მონადირე’’ გზის გადაკვეთასთან ,რომ მივიდა მაშინვე მიხვდა ქალს იქ უკვე გაევლო . უძლურებისგან თავი დახარა და ტყეში შევარდა. ელენამ მთელი ძალით დაამუხრუჭა აეროპორტში და მანქანიდან გადმოხტა. ისე ჩქარობდა კარის დაკეტვისთვისაც კი არ შეჩერებულა. უზარმაზარ მიმღებში , რომ შევიდა სწორედ მაშინ გამოაცხადეს აფრენა ლოს-ანჯელესის მიმართულებითო. ფეხს აუჩქარა და ბილეთის საყიდლად მივარდა . მოხუცმა ქალმა რომელსაც ხელში ოთახის პატარა ფინია ეჭირა მტრულად შეუბღვირა.
_ეს რა უზრდელობაა? რიგი დაიცავით ქალბატონოი_ელენას ამ გაპრანჭული სინიორას თავი ნამდვილად არ ჰქონდა და ყურადღებაც არ მიუქცევია. მხოლოდ მიაძახა
_ჩემი რეისის აფრენა უკვე დაიწყო ბილეთი უნდა ვიყიდო .
_სხვათაშორის ჩემი რეისიც ამ წუთას გამოაცხადეს _ელენამ ისევ არ მიაქცია ამ ქალს ყურადრება და მოსამსახურე პერსონალს მიმართა
_ერთი ბილეთი ლოს-ანჯელესამდე_ახალგაზრდა გოგონამ კომპიუტერში ჩაჰყო თავი და რამდენიმე წამში მოახსენა.
_სამწუხაროდ მხოლოდ ერთი ბილეთი იყო და ამ ქალბატონმა უკვე დაჯავშნა_მიანიშნა აბეზარ მგზავრზე მან,რომელსაც ფინია მკერდზე აეკრა და ეფერებოდა. თითქოს შეშინებულს ამშვიდებდა
_უნდა გავფრინდე ეს სიკვდილ სიცოცხლის საქმეა_შეუტია ელენამ ნერვიულად და საბუთები წინ დაუყარა
_ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია . ადგილები აღარ არის _ელენამ ამჯერად მოხუც ქალს მოუბრუნდა
_არ შეგიძლიათ მომდევნო რეისს დაელოდოთ?
_რაა?_შეიცხადა მან და მტრული თვალებით შეხედა
_ბილეთი დამითმეთ ეს ძალიან მნიშვნელოვანია
_გიჟი ხართ ? გამატარეთ მეჩქარება _ხელი უჯიკა და ოპერატორთან მივიდა. ელენამ თვალები სიბრაზისგაან დახუჭა და გაიფიქრა ახლა ჩემი ნიჭის გამოყენება ,რომ შემეძლოსო.
_გადაგიხდით ორმაგს... სამმაგს ... თუნდაც ათმაგს ან ნებისმიერ თანხას რომელსაც დაასახელებთ_შეევედრა და მაგიდას ცალი ხელით დაეყრდნო .
_მეჩქარება _აიმრიზა ქალი ისევ
_უკაცრავად ,მაგრამ ჩასხდომა დაიწყო _ შეახსენა ოპერატორმა
_ჩემი და სიკვდილის პირასაა უნდა ჩავიდე და ვნახო _ მკლავზე მოქაჩა ელენამ და ამჯერად ვედრებით შეხედა . გადაგიხდით ნებისმიერ თანხას . რამელსაც დაასახელებთ და ამისთვის მხოლოდ მომდევნო რეისამდე დაიცადეთ _ ელენამ საფულე გახსნა და რაც ნაღდი ფული ქონდა ყველა წინ დაუყარა უცნობს. სულ ცოტა ათჯერ მეტი იქნებოდა ბილეთის ღირებულებაზე . მსუქან ქალს ამდენი ფულის დანახვაზე თვალები დაუფართოვდა და ოპერატორს უთხრა ეს ქალბატონი წავაო. ელენამ მადლობის ნიშნად გადაეხვია და ამჯერად საკრედიტო ბარათი გაუწოდა მოსამსახურე პერსონალს ,რადგანაც ნაღდი ფული აღარ ჰქონდა . რამდენიმე წამში გოგონამ გასასვლელისკენ მიანიშნა. მანაც ბარათი და საბუთები ხელში აიღო და იქეთ გაიქცა. შიგნით შესვლამდე ტელეფონი ამოიღო და დარეკა .
_ჯეიმს შენ ხარ?
_ქალბატონო როგორ მიხარია, რომ თქვენი ხმა მესმის .
_ლოს-ანჯელესში ვბრუნდები. ნური იპოვე სადაც არ უნდა იყოს და სახლში დამახვედრე _ელენას მეტი არაფერი უთქვაამს. გასასვლელი გაიარა და რამდენიმე წუთში თვითმფრინავი უკვე ჰაერში იყო.

თავი XXVII : გუშინ და დღეს

გოგონების მამა გარედი ისე მოკვდა მან არც კი იცოდა ,რომ მის ცოლს ნურს ბიჭის გაჩენა არ შეეძლო. ელენას დაბადების შემდეგ დარწმუნებული იყო ვაჟი შეეძინებოდა და მოუთმენლად ელოდა მეორე შვილს. და აი განსაკუთრებული მოლოდინით დაბადებული ბავშვი იყო იზაბელა . გოგონა ერთადედრთი იყო ოჯახში რომელიც მამას ფიზიკურად ჰგავდა . დანარჩენები ერთი შეხედვითაც დედამისის ასლები იყვნენ . განსაკუთრებით ელენა და უმცროსი ნური . წითური იერით დაჯილდოებულ კაცს ვაჟი არა ,მაგრამ მასსავით ოქროსთმიანი გოგონა შეეძინა . სწორედ ის შეიყვარა და გაანებივრა განსაკუთრებით . მის სიცოცხლით სავსე თვალებში და მოწითალო თმებში ჰპოვებდა კაცი საკუთარ თავს . ბევრჯერ უფიქრია მისი გარიდება ოჯახიდან რათა არ დამსგავსებოდა ქალს რომელმაც ცხოვრება გაუნადგურა და მუდმივი სატანჯველი მიუსაჯა . ბევრჯერ უფიქრია შვილების გადასარჩენად მისი სახლიდან გაგდება ,მაგრამ ვერასოდეს ხსნიდა რა მიზეზით არ აკეთებდა ამას . მას არც კი შეეძლო წარმოედგინა , რომ ცოლი საკუთარი ზებუნებრივი ნიჭის წყალობით მართავდა და ყოველ ჯერზე მის დამორჩილებას ახერხებდა.
დიდი ხანი იყო რაც ცოლს აღარც პატივს სცემდა და არც მის ერთგულებაში იყო დარწმნებული . სიგიჟემდე უყვარდა და ეს იყო ერთადერთი მიზეზი რის გამოც ყველაფერზე თვალს ხუჭავდა . მეორეს მხრივ კი ვერასოდეს აეხსნა რატომ იყო მიჯაჭვული მასზე და მის ფიზიკურ მშვენიერებაზე . საკმარისი იყო მისთვის თვალებში ჩაეხედა, რომ ნურისთვის მოკვდებოდა .
ერთადერთი ვისაც კაცი ოჯახში პატივს სცემდა ელენა იყო . მიუხედავად იმისა ,რომ გოგონას სულ რაღაც ოცი წელი შესრულებოდა გარედი მისდამი უსაზღვრო პატივისცემას გრძნობდა. ხშირად ისიც კი ეგონა, რომ მასზე ბევრად უფროსი იყო და ცხოვრებისგან მრავალჯერ გამოცდილ მოხუცს ესაუბრებოდა. ის ერთადერთი იყო ვინც ხმამაღლა ამბობდა სათქმელს და ერთადერთი ვინც ღიად უპირისპირდებოდა ქალბატონ პირსლს . კაცს ხშირად ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ შურისძიებას საკუთარი შვილის ხელებით აღასრულებდა. ელენამ კარგად იცოდა დედამისი როგორი ქალიც იყო და იმასაც ხედავდა მამამისი როგორ იტანჯებოდა მის გამო ,მაგრამ არ ეცოდებოდა . გამუდმებით იმას ფიქრობდა ღირსია იმის რაც სჭირდა ამ ქალს თავიდან ,რომ არ იშორებსო . მამისთვის გაგება მხოლოდ იმ დღეს შეძლო როცა პირველად დაინახა საკუთარ თავში ის ურჩხული რომელიც ბევრჯერ უნახავს დედის თვალებში . მიხვდა, რომ მსგავსი ადამიანების მართვა უბრალოდ შეუძლებელია .
მიუხედავად იმისა ,რომ გარედს ყველაზე მეტად იზაბელა უყვარდა იმასაც ხვდებოდა ვინ უნდა ყოფილიყო ოჯახის უფროსი მომავალში . ხშირად ხედავდა როგორ იცავდა დებს ელენა საკუთარი დედისგანაც კი . მასში მებრძოლ და მტკიცე ადამიანს ხედავდა როგორადაც ყოფნასაც თავადაც ისურვებდა,მაგრამ არ შეეძლო . საბოლოოდ გადაწყვეტილება მიიღო და მთელი ოჯახის ქონება ელენას უანდერძა რათა დაეცვა ყველა მათგანი. იგი კარგად ხედავდა ,რომ მისი და ნურის ურთიერთობა დიდხანს ვერ გასტანდა . იმასაც ხვდებოდა ქალი ბოლო დღეებში მისგან გაქცევას როგორ ცდილობდა რასაც ასე მარტივად ვერ დაუთმობდა. ყველაფერი ისე ახდა როგორც ელოდა.

იმ საბედისწერო დღეს როცა პირსლების ოჯახში ტრაგედია დატრიალდა ცოლ-ქმარი ბერგერების წვეულებაზე იყვნენ მიწვეული . იმ საღამოს ნურმა საბოლოოდ დაამტკიცა ვინც იყო . ვიღაც გაბღენძილ მილიონერს აეკიდა თანაც ისე ,რომ ეს მის ქმარსაც დაენახა. ცდილობდა გარედი გამოეწვია და გაეღიზიანებია . კაცმა დაინახა საშუალო ასაკის ტლანქმა ჰალსტუხიანმა როგორ წაათრია მისი ცოლი დერეფნისაკენ და უკან გაჰყვა . ვრცელ ჰოლში ორივე კედელზე მიყუდებულიყო და ერთმანეთს კოცნიდნენ . უფრო სწორად კარგად ნასვამი კაცი როგორ ეკიდებოდა კისერზე. ტვინში სისხლი ჩაექცა . ბიზნესმენს ცხვირში უთავაზა,ნურს მაჯაში ხელი წაავლო და თრევა-თრევით გამოიყვანა იქედან . სახლში , რომ მოვიდნენ პირველად და უკანასკნელად ასწია მასზე ხელი და მანამდე ულაწუნა სახეში სანამ არ დაიღალა .ნურის კივილზე ოთახში ელენა შემოვარდა და უკან დებიც მოჰყვნენ ,მაგრამ უფროსმა დამ ყველას თვალლები დაუბრიალა და ოთახებში გაყარა . მას არ უნდოდა, რომ ამ სცენებს ისინიც შესწრებოდნენ . მიტუმეტეს ბარბარა რომელიც ჯერ მცირეწლოვანი იყო და ნური რომელიც აგრესიებს პატარა ასაკიდანვე ავლენდა.
ელენამ დაინახა როგორ ამოაძრო უჯრიდან იარაღი მამამისმა და ნურს დაუმიზნა . ქალმა ჩვეულ ხერხს მიმართა და კაცის მდგომარეობიდან გამოყვანა სცადა . მან ეს მოახერხა კიდევაც ,მაგრამ მანამდე თოფმა გაისროლა და შიგ გულში გაუარა . მერე გარედმა იგივე ფისტოლეტი შუბლთან მიიტანა და მეორედ გაისროლა . ნანახისგან გაოგნებულმა ელენამ მხოლოდ თვალები დახუჭა ,ხოლო შეშინებული დები იზაბელამ საწოლში შეიწვინა და ჩაიხუტა . რიდლების ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ ყველა მათგანი შეძრა . მხოლოდ ელენამ შეძლო ღრმად ჩაემარხა გულში ნანახი. მთელი ცხოვრება ცდილობდა დებისთვისაც დაევიწყებინა მომხდარი.დედის დაკარგვა იმდენად არ განუცდია რამდენადაც მამის , რადგანაც მიუხედავად ყველაფრისა ის მაინც კარგი ადამიანი იყო .
დაკრძალვის დღეს თავისი ობოლი დეიდაშვილები დაიბარა და მათთან ერთად ლოს-ანჯელესში წასვლა შესთავაზა. ისინიც დასთანხმდნენ და მათი ცხოვრება ახალ ქვეყანაში ახალი გვარით და შემართებით დაიწყეს . მიუხედავად იმისა ,რომ ელენა გამუდმებით ცდილობდა მათი გენი საბოლოოდ ჩაეკლა . ნიჭმა თავი მაინც იჩინა და ერთ დღესაც იგივე დანაშაული ნურმაც ჩაიდინა,მერე ჯენიფერმა და კარინამაც . ელენა მიხვდა ,რომ ყველა მათგანის კონტროლი აუცილებელი გახდა თორემ შესაძლო იყო ამ ამბავს ყოველი მათგანი ემსხვერპლა . სწორედ ასე დაიწყო ის ცნობილი ‘’მონობა’’ რომელსაც ასე აქტიურად აპროტესტებდნენ.
დატრიალებულმა ტრაგედიამ კიდევ უფრო მეტად დაახლოვა ის იზაბელასთან . ყოველ დღე და დღე ერთმანეთისთვის დასაყრდენად და ცხოვრების თანამგზავრად იქცნენ . ერთმანეთს ყოველთვის ამხნევებდნენ და წარსულის დავიწყებაში ეხმარებოდნენ.იზაბელას უანგარო სიყვარული დის მიმართ ნელ-ნელა უსაზღვრო პატივისცემაში გადაიზარდა. მის აზრს ყოველთვის იზიარებდა და რჩევასაც ეკითხებოდა . ელენა ოჯახში მხოლოდ ერთ ადამიანს ენდობოდა და ეს წითური პირსლი იყო . მხოლოდ მის თვალებში ხედავდა დედმამიშვილურ სიყვარულს და უპირობო ერთგულებას . ყველა დანარჩენისგან მხოლოდ სიძულვილს და მტრობას მოელოდა . სწორედ ამან განაპირობა მათი ერთმანეთზე მიჯაჭვა . ელენას მხოლოდ ერთი რამის ეშინოდა და ეს იზაბელას დაკარგვა იყო .რადგან იცოდა , რომ ამ შემთხვევაში სრულიად მარტო დარჩებოდა . მეორე დეიდაშვილი რომლისგანაც იგივეს მოელოდა კონსტანცა იყო ,მაგრამ ის მეტისმეტად შორს იყო.
ახლაც წლების შემდეგ როცა ელენა თვითმფრინავში იჯდა და ლოს-ანჯელესისკენ მოდიოდა იხსენებდა წარსულს რომელსიც მხოლოდ ერთ ადამიანს ხედავდაა და ისიც იზაბელა იყო . გული ამოუჯდა და ამოისლუკუნა . გული უსკდებოდა და ეშინოდა იმის ,რომ აღარ დახვდებოდა მისი მშვენიერი დაიკო რომელიც ძველებურად გაუღიმებდა და ისე მოხვოდა ყველაფერს დაავიწყებდა . ტკივილმა თმის ღერიდან ფეხის თითებამდე დაუარა და თითქოს პარალიზებულად აქცია . სუნთქვა შეეკრა და გული შეეკუმშა თითქოს ძგერა შეწყვიტა . თეთრი ქათქათა თითები ერთმანეთს გადააჭდო და ნერვიულად მოიგრიხა . მერე თავი საზურგეს მიაჭირა და იგრძნო მდუღარე ცრემლი ,რომელიც კისრამდე ჩამოუგორდა . მტანჯველმა ფიქრებმა კიდევ უფრო ძლიერად შემოუტია :
‘’_მაპატიე დაიკო .ვიცი, რომ მე გაგწირე ,მაგრამ ამას ნუ გამიკეთებ მთელი ცხოვრება ამ ტანჯვისთვის ნუ გამიმეტებ ‘’

მაიკი აეროპორტში ,რომ მივიდა თვითმფრინავი უკვე წასული დაუხვდა. მაშინვე სახლში გადარეკა და გააფრთხილა , რომ არ დაბრუნდებოდა და მომდევნო რეისს გაჰყვებოდა. თუმცა იმის შიში, რომ მის მისვლამდე ტრაგედია დატრიალდებოდა არ ასვენებდა . მონიტორზე წამებს ითვლიდა და მოსაცდელში ნერვიულად დააბიჯებდა . მოულოდნელად ვიღაცამ მხარზე ხელი დაადო და ისიც ელვის სისწრაფით მობრუნდა. ქვეცნობიერში არ სჯეროდა ,მაგრამ იმედის ნაპერწკალმა გაუელვა ,რომ ელენა იყო . ხელში მონადირე შერჩა .
_ლოს -ანჯელესში მიდიხარ?_ნაღვლიანი ხმით ჰკითხა მან
_კი მივდივარ
_რაც შემეძლო გავაკეთე ,მაგრამ მეტისმეთად დიდი მანძილი იყო ჩვენს შორის . ვერ დავეწიე
_ვიცი ,არ იჯავრო შენ არაფერში გადანაშაულებ
_გინდა წამოგყვე?
_საჭირო არ არის . თუ გახდება აუცილებლად დაგირეკავ
_მას ახლა ისე სჭირდება სწორ გზაზე დაყენება როგორც არასდროს .საშიში თამაში უკვე დაიწყო . აქამდე ნიავი უბერავდა, უკვე ქარიშხალია
_ვიცი _ნერწყვი გადასცდა მაიკს და გაასვლელისკენ შებრუნდა თითქოს პირველად გააცნობიერა ის რაც მომავალში ელოდათ . მონადირემ მხარზე ხელი დაჰკრა და აეროპორტიდან წამიერად გაქრა . გზას რომ გადაუხვია ტყისკენ მხოლოდ მაშინ ახტა ჰაერში და ოთხზე დაეცა . სახლამდე მთელი სიჩქარით ირბინა და გახელებული დაეცა ძირს . მის დიდრონ თვალებში ისევ ელენას სახე აირეკლა .
კონსტანცა მოსაცდელში იდგა უკვე რამდენიმე საათი იყო და ელოდა ქალს როდის გამოიყვანდნენ საოპერაციოდან . პოლიცია ,რომელსაც საავადმყოფომ აცნობა დანაშაულის შესახებ ადგილზე რამდენიმე წუთში გაჩნდა. კონსტანცამ და ჯეიმსმა მომხდარი ზუსტად იდენტური ვერსია მოყვეს . ქალი დიდხანს არ დაუკითხავთ, რადგანაც ჯეიმსმა პოლიციას განუცხადა ქალბატონი ოთახში ჩაკეტეს და არაფერი დაუნახავსო. კაცმა ოფიცრებს სახლში გაჰყვა ,რომ ყველაფერი შეემოწმებინათ . დაკარგული ოჯახის წევრები კი მას შემდეგ საერთოდ არ გამოჩენილან . პოლიცია არარსებული მძარცველების ძებნას შეუდგა.
კონსტანცა ლამის იყო ჭკუიდან იშლებოდა რადგან უკვე რამდენიმე საათი გასულიყო და იზაბელა არ გამოჰყავდათ . ტანზე ჯერ ისევ გასისხლიანებული თეთრი პერანგი ეცვა. შუბლი კედელს მიაყრდნო და მოფხიზლება ასე სცადა . ჯერ ისევ შოკში იყო და ვერ გაეცნობიერებინა რა მოხდა მათ თავს . სწორედ ამაზე ფიქრობდა ,როცა ჰოლის მოძრავი კარი გაიღო და საოპერაციოდან იზაბელა გამოიყვანეს . კონსტანცა მაშინვ მივარდა და ლამის გული გაუჩერდა როცა დაინახა როგორ უსულოდ ესვენა საწოლზე. ქალი ისედაც მეტისმეტად თეთრი იყო და ახლა სულ მიტკალს დამსგავსებოდა . სხეული დამდნარ სანთელს მიუგავდა . თითქოს მისი მბზინავი წითური თმებიც კი გაუფერულებულიყო . ახლა ექიმს მიუბრუნდა და ვედრებით სავსე თვალებით შეხედა
_მითხარით ხომ კარგად იქნება?_ექიმმა დუმილით უპასუხა მის მზერას და თავი უიმედოდ გადააქნია
_ვწუხვარ ,მაგრამ დამაიმედებელს ვერაფერს გეტყვით .ამწუთას კომაშია და მისი გონზე მოსვლის სავარაუდო დროსაც ვერ ვიტყვით .
_მაგრამ ხომ არსებობს შანსი ?_ისევ შეევედრა ქალმა და ხელზე ხელი მოუჭირა.
_შანსი ყოველთვის არსებობს ,მაგრამ ამჯერად ძალიან ცოტა _ხანში შესულმა ექიმმა მამაშვილურად ჩამოუსვა მოყვითალო თმებზე ხელი ქალს და გაშორდა . კონსტანცა უზარმაზარი მინით დაფარულ კედელს მადგა სადაც იზაბელა შეიყვანეს და თითები შეახო . ახლა უკვე ისე ღრმად სუნთქავდა როგორც ასთმით დაავადებული პაციენტი. გულის ძგერა აუჩქარდა და ხელები აუკანკალდა . ირგვლივ მიმოიხედა და გააცნობიერა ,რომ სრულიად მარტო იყო. ისევ იზაბელას მიაშტერდა და მის და უნებლიედ წაიჩურჩულა:
_სად ხარ ელენა
_აქ ვარ _მის ზურგს უკან ნაცნობი მელოდიური ხმა გაისმა.

კონსტანცა ნელა მოტრიალდა. მერე კარგა ხანს გაურყევლად უყურებდა და როგორც კი დარწმუნდა , რომ არ ეჩვენებოდა გაექანა და პირდაპირ კისერზე მოეხვია. ისე ძლიერად ლამის ერთ მთლიანობად იქცნენ. სახეზე ცრემლი ჩამოუგორდა და დაინახა დეიდაშვილის გაშტერებული თვალები ,რომელიც მინით დაფარულ ოთახისკენ იყურებოდა .ელენა თითქოს ქანდაკებად ქცეულიყო ,რომელსაც სუნთქვის ნიშანწყალიც აღარ ეტყობოდა.
კონიმ მაშინვე დააფისქირს მისი გამხდარი სხეული და აცახცახებული ხელები . მხრებზე ხელი მოხვია და წასჩურჩულა:
_ხედავ როგორ გასწირეს ჩვენი იზაბელა?
_ამისთვის პასუხს აგებენ. სათითაოდ ყველანი . ახლა მხოლოდ ის მანაღვლებს, რომ გადარჩეს .
_გაუძლებს. ჩვენ ხომ პირსლები ვართ.ვერავინ დაგვამარცხებს_ქალს თითქოს იმედი ჩაუსახა დეიდაშვილის სიტყვებმა და პირველად გაიღიმა.მას არასდროს ესმოდა როგორ ახერხებდა ყველა სიტუაციაში თავის გამხნევებას კონსტანცა.
_ პოლიცია იყო ?
_ნუ ღელავ როგორც ყოველთვის ჯეიმსმა ყველაფერი მოაგვარა.
_უნდა შევიდე და ვნახო დავრწმუნდე ,რომ ჯერ ისევ სუნთქავს.
_არ გვიშვებენ, რადგან რეამინაციაში შესვლა არ შეიძლება
_არ მაინტერესებს.აქედან ფეხს არ მოვიცვლი სანამ არ ვნახავ _ელენა მინის კარს მიუახლოვდა, გადასწია და შიგნით შევიდა. ექთანი რომელიც თავზე ადგა პაციენტს კარებში მოეგება და გარეთ გასვლა მოსთხოვა,მაგრამ მისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია . საწოლთან დაიხარა და შუბლზე აკოცა .
_ქალბატონო გარეთ უნდა გახვიდეთ_ამჯერად უფრო მკაცრი ხმით უბრძანა ექთანმა ,მაგრამ პასუხი ისევ არ მიუღია.მერე გარეთ გავარდა,აშკარა იყო ექიმთან მიდიოდა.
ელენას ნერვიულობისგან მთელი სხეული აუკანკალდა. შეხება ძლივს გაბედა და როგორც შეეძლო ისე მოეხვია.
_არ მეგონა ასე თუ მიყვარდი დაიკო . შენთვის არასდროს მიგრძნობინებია რამდენად მნიშვნელოვანი იყავი ჩემთვის. ახლა როცა მივხვდი , რომ გკარგავდი ჩემთვის ყველაფერმა აზრი დაკარგა. შენს გარეშე არავინ ვარ...არ ვარსებობ . თუ როდესმე ჩემს ცხოვრებაში ნათელი წერტილი ყოფილა ყველა შენი დამსახურებაა . ასე ნუ გამიმეტებ და საბოლოოდ ნუ გამანადგურებ . ჩემს თავს ვერასდროს ვაპატიებ ამას ... ვიცი ..ვიცი, რომ მე გაგწირე . მინდა, რომ ახლა ამ წუთას აქ მე ვიწვე და ვკვდებოდე . თავი ყველაზე ძლიერი მეგონა , მაგრამ მხდალივით გავიქეცი და ამ ურჩხულების ხელში დაგტოვე . ჩემს შეცდომებზე და დანაშაულებზე შენ არ უნდა აგო პასუხი ... ოღონდ შენ არა . მაგრამ არაუშავს გპირდები რომ სათითაოდ დაისჯება ყველა მათგანი .ამას არც ერთს არ ვაპატიებ _ ელენა გათიშული იყო მღელვარებისგან ,მაგრამ მაინც მიხვდა ვიღაც თავზე როგორ დაადგა . უკან მოიხედა და თეთრ ხალათში გამოხვეული ხანში შესული კაცი შერჩა, რომელმაც ზრდილობიანათ მოსთხოვა გარეთ გასულიყო.
_თქვენ ვინ ხართ? აქ შემოსვლა არ შეიძლება მით უფრო უცხოების
_მე უცხო არ ვარ. მისი უფროსი და ვარ _გარკვევით წარმოთქვა ქალმა
_უკაცრავად არ ვიცოდი .ახლავე დატოვეთ პალატა პაციენტი მძიმედაა .
_თქვენ მისი ექიმი ხართ?_კაცმა მხოლოდ თავი დააქნია_მინდა ,რომ დაგელაპარაკოთ
_გავიდეთ და აქ მეორედ ნუ შემოხვალთ.ეს უბრალო პალატა არ არის .
ელენა გარეთ გაუძღვა კაცს და სერიოზული კითხვა დაუსვა.
_მითხარით ჩემი და გადარჩება?
_ვერ მოგატყუებთ და სიმართლეს გეტყვით. მდგომარეობა ძალიან მძიმეა ,მაგრამ იმედი არსებობს. ყველა პაციენტის ორგანიზმი ინდივიდუალურია
_ის ძალიან ძლიერია
_ვიცი ,სხვა მის ადგილას უკვე მკვდარი იქნებოდა
_მაგრამ ხომ ცოცხალია?_ბედნიერებისგან თვლეზე ცრემლი აუციმციმდა ელენას. კაცმა ისეც დაუქნია თავი და მამაშვილურად გაუღიმა.
ჯეიმსს უკვე დაეღწია თვი პოლიციისგან და ახლა ქუჩა-ქუჩა დაეძებდა ნურს. ყველა ბარში შეიხედა საიდანაც კი როდესმე წამოუთრევია უგონოდ მთვრალი .უკვე ბინდდებოდა და წვიმასაც აპირებდა უკანასკნელი კლუბის კარი ,რომ შეეაღო და გამოშტერებულ სახიან ახალგაზრდებს შორის მისი ძებნა დაიწყო. ისეთი საშინელი განათება იყო კაცი ხშირად ვერც კი ხედავდა რა ხდებოდა მის თვალწინ.უკვე წასვლასაც კი აპირებდა ბართან ნახევრად ჩამოკიდებული ქერა გოგონა, რომ შენიშნა რომელსაც ვიღაც უცხო ბიჭი ძალით ეპორწიალებოდა. ჯეიმსი მაშინვე იქეთ წავიდა რადგან დანახვისთანავე იცნო ვინც იყო . უცხოს თავაზიანად უთხრა ხელი გაუშვიო ,მაგრამ გაბრუებულმა აქეთ შეუტია შენ ვინ გეკითხებაო . ჯეიმსმა ყბაში ისე ძლიერად დაარტყა გაძვალტყავებულმა ბიჭმა ფეხზე ადგომა ძლივს მოახერხა. სახლის ზორბა მცველმა ნური კისერზე გადაიკიდა და გარეთ გამოიყვანა . მერე მანქანის უკანა სავარძელზე დააწვინა და სწრაფად დაქოქა. გზაში მობილური მოიმარჯვა და თავის ქალბატონს დაურეკა. ხმა კონსტანცამ გამოსცა.
_გისმენ ჯეიმს
_ქალბატონ ელენასთან საქმე მაქვს
_ექიმს ესაუბრება ახლავე მივალ _კონიმ ტელეფონი გაუწოდა დეიდაშვილს და თავად განაგრძო ექიმთან ლაპარაკი
_ჯეიმს მოხდა რამე?
_ვიპოვე და სახლში მომყავს
_გასაგებია ახლავე მოვალ_ ქალმა ღრმად ამოისუნთქა და სიბრაზისგან კბილები გამოაჩინა. კონსტანცმ ეს მაშინვე დააფიქსირა და სწრაფი ნაბიჯებით მოუახლოვდა დეიდაშვილს.
_რა მოხდა ელენა?
_ჯეიმსმა ნური იპოვა
_სად არის?
_სახლში მიჰყავს .დროა ვისაუბროთ. როგორც ჩანს ჩვენი ოჯახის წევრებს გასარკვევად ვერ ვუხსნი ვინ არის უფროსი .
_ელენა ეცადე თავი ხელში აიყვანო
_მაგას წლებია ვაკეთებ ,მაგრამ რა შეიცვალა? საკუთარი და როგორ გაიმეტა. საერთოდ დაკარგა ადამიანის სახე .
_შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება .ისევ ,რომ დაკარგო გონება და მთელი თვე ვერ მოფხიზლდე?
_ეს არ მოხდება . შენ აქ დარჩი მე სახლში მივდივარ
_მეც მოვდივარ .მარტო წასვლის უფლებას არ მოგცემ
_ხომ არ გაგიჟდი მისი მარტო დარჩენა არ შეიძლება. იქნებ აქაც მოვიდნენ
_არ მოვლენ . მათ იზაბელას მოკვლა, რომ სდომოდათ მხოლოდ ერთხელ არ ესროდნენ. მათ რაც უნდოდათ უკვე მოხდა. შენ აქ ხარ . ექთანი მუდმივად მის გვერდითაა და შიგნით არავის უშვებენ. ოჯახის წევრებსაც კი .
_იმ ექთანს დაუძახე _მიანიშნა ახალგაზრდა გოგონაზე რომელიც პალატაში აქეთ-იქეთ დადიოდა. კონსტანცამ თვალი დაუქნია და ისიც მაშინვე გამოვიდა
_გისმენთ რა გნებავთ?შიგნით ვერ შეგიშვებთ _თავი იმართლასავით მან
_მინდა, რომ ჩემს დას გვერდიდან არ მოშორდე სანამ ჩვენ აქ არ ვიქნებით.
_ნუ გეშინიათ ყურადღებას მივაქცევ _აუხსნა ექთანმა
_მე ეს არ მიგულისხმია. მინდა ,რომ ჩვენს დაბრუნებამდე მისი პალატიდან არ გამოხვიდე .შიგნით კი არავინ შეუშვა გარდა მისი ექიმისა. მხოლოდ რამდენიმე საათი დაგვჭირდება . ამისთვის შესაფერისად დაგაჯილდოებ თუ ისე გააკეთებ ყველაფერს როგორც საჭიროა_ახალგაზრდა გოგონას თვალები გაუფართოვდა და თავი მონდომებით დააქნია.
_დაგაჯილდოებ თუ ჩემს დას უვნებელს დამახვედრებ ,მაგრამ რამე თუ მოუა იცოდე ამ ქვეყნად ვერაფერი გიხსნის _ყურში წასჩურშულა ელენამ და ადგილს მოშორდა .ექთნის ბედნიერი თვალები წამიერად შიშმა შეცვალა
ელენას მთელი გზა ხმა არ ამოუღია. ფანჯარაში იყურებოდა და ფიქრობდა. ბოლოს კონსტანცამ გაბედა მისთვის კითხვა დაესვა.
_მაიკმა იცის რომ აქ ხარ?
_ალბათ უკვე იცის _მხრები აიჩეჩა ქალმა
_უნდა გეთქვა დარწმუნებული ვარ თვითონ წამოგიყვანდა
_სახლში არ იყო. მეორეც ერთი არავის წაყვანა და წამოყვანა არ მჭირდება. ჯერ ისევ ფეხზე ვდგავად და ვსუნთქავ. ისე ნუ მექცევით, როგორც მომაკვდავ ავადმყოფს. იცი რისი ბრალია ,რომ ესენი ასე გათავხედდნენ და სულ აიშვეს? ჩათვალეს, რომ ელენა მოკვდა და პასუხს ვერავის მოსთხოვს. მაგრამ იმედები უნდა გავუცრუო ყველას _იწყინა ქალმა და სავარძელს აეკრა
_საწყენად არ მითქვამს. უბრალოდ წარმოიდგინე რას გრძნობბს ახლა როცა არ იცის როგორ ხარ
_შეუძლია დარეკოს და ამბავი გაიგოს . საჭირო არ არის ამდენი დრამატიზება. მაშინ როცა ჩემი და სიკვდილს ებრძვის იმაზე ვერ ვიფიქრებ სხვა რას ფიქრობს და რას არა
_ნურს რას უპირებ?
_იმას რაც აქამდეც უნდა გამეკეთებინა_ამ დროს უკვე პირსლების უზარმაზარ ჭიშკარს მიადგნენ რომელიც ფართოდ გაუღო ჯეიმსმა და ქალბატონს ბედნიერი თვალებით გაუღიმა. მერე ხელი გაუწოდა და მანქანიდან გადმოსვლაში დაეხმარა.
_როგორ ბრძნდებით?
_გმადლობ ჯეიმს კარგად. სახლში ვინ არის?
_არავინ , რამდნეიმე დღით ყველა მსახური დავითხოვე
_კარგია ,სახლში შევიდეთ



ელენამ როგორც კი ზღურბლზე გადაბიჯა და მისაღებში შევიდა მაშინვე დაინახა უმცროსი და რომელიც უსულოდ იყო გადმოკიდებული დივანზე. ცალი ხელი ძირს უხოხიალებდა მეორე კი თავქვეშ ამოედო . მიუხედავად ყველაფრისა მის მიმართ აუღწერელი სიბრალული იგრძნო . თავში გაუაელვა მოგონებებმა . როგორ ცდილობდა მისთვის ეს მძიმე ხვედრი აეცილებინდა და ნორმალური ადამიანის ცხოვრება ეჩუქებინა.გული შეეკუმშა როცა გააცნობიერა როგორ გაინადგურა ცხოვრება საკუთარი ხელით.მერე იზაბელა მოაგონდა. ამრეზით შეხედა და ჯეიმს მიმართა:
_სად იყო ?
_კლუბში . უგონოდ დაულევია და ...
_დანარჩენები ?
_მარტო იყო . ძლივს მივუსწარი თორემ მისნაირი მიათრევდა სადღაც
_მისგან უკეთეს საქციელს არც მოველოდი . გონზე მოიყვანე _დაავალა კაცს
_მგონი ცივი აბაზანა არ აწყენს _პირველად ამოიღო ხმა კონსტანცამ . ელენა სამზარეულოსკენ წავიდა . მაცივრის კარი გამოაღო და იქედან ერთი ბოთლი წყალი გამოიღო . შემოსასვლელში დაბრუნდა და თავი მოხსნა.
_მგონი გაგრილებაც ეყოფა_დამცინავად ჩაილაპარაკა და თავზე გადაასხა. გაყინულმა წყალმა სახეზეც ჩამოუარა და გოგონამ შიშისგან წამოიკივლა. თვალები გაახილა და ელენა, რომ დაინახა ეგონა სიმთვრალისგან ეჩვენებოდა და გიჟივით სიცილი დაიწყო
_მგონი უკვე მეჩვენები _ხელი მისკენ გაიწვდინა თითქოს შეხება უნდოდა.
_შენ და საუბედუროდ არ გეჩვენები პატარა გაიძვერავ _ძველებური მტკიცე ხმით დაჭექა ქალმა და ისე მწარედ გაარტყა სახეში ,რომ გოგონა საბოლოოდ მოფხიზლდა.
_შეენ ?აქ რა გინდა?_შიში გამოერია ხმაში გოგონას და წამოდგომა სცადა
_იმისთვის მოვედი ,რომ ჩემი ხელით დაგახრჩო . ეს რა გააკეთე . როგორ გაბედე . მიდი... მიდი თავი იმართლე _ კისერში ხელი წაუჭირა და დახრჩობა დაუპირა
_ჩემი ბრალი არ იყო ელენა. მე ვცადე მისი შეჩერება, მაგრამ ვერ შევძელი.
_რა ვერ შეძელი. ვის ატყუებ ? მე მატყუებ? ვინმეში ხომ არ გეშლები ? შემომხედე ეს მე ვარ ელენა პირსლი ...ეგ ზღაპრები შენს უარგის საყვარლებს მოუყევი ..._ ქალს თვალები მრისხანებისგან აენთო. ისევ გაარტყა სახეში და დივნიდან ძირს გადმოაგდო .მერე თმაში ხელი წაავლო და მუხლებზე წამოაყენა. ვერც ჯეიმსმა და ვერც კონსტანცამ ვერ გაბედეს ხელიდან გამოერთმია გოგონა.
_გეფიცები...თუ გინდა იზაბელას ჰკითხე . დეიდას შევეწინააღმდეგე ,მაგრამ არ მომისმინა. მისკენაც კი წავედი , რომ წინ გადავდგომოდი ,მაგრამ კარინამ და მაირამ გამაკავეს და უფლება არ მომცეს.
_შენ ხომ სუყველა მათგანზე ძლიერი ხარ . როგორ ბედავ და თავს იმართლებ . იცი რა გელის ? იცი რას გიზამ ჩემს დას რამე თუ მოუა? დარწმუნებული იყავი ,რომ ვერავინ მოგასწრებს იმ ქვეყნად წასვლას . გაჩენის დღეს დაწყევლი_ისევ შეუტია გოგონას ,მაგრამ იგრძნო ცუდად იყო და ხელი გაუშვა. ნური იატაკზე დაეცა და შესაბრალისად დაიწყო ტირილი . ელენამ თვალწინ ისევ ბინდი და უცნაური გამოსახულებები დაინახა. ხელი დივნის საზურგეს ჩასჭიდა და თავი შეიმაგრა.კონსტანცამ ხელი წააშველა , მაგრამ ვეღარ დაიჭირა ქალმა გონება დაკარგა და უსულოდ დაეცა დივანზე .
ჯეიმსმა შეშფოთებული სახით შეხედა თავის ქალბატონს ,მაგრამ არ განძრეულა.რატომღაც ყოველთვის ხვდებოდა ,რომ ეს ქალები არ იყვნენ ჩვეულებრივები. იმასაც ხვდებოდა რა ხდებოდა ამ ოჯახში ,მაგრამ კითხვებს არასდროს სვამდა. უსიტყვოდ ემორჩილებოდა ელენას და ყველა მის დავალებას ახსნა განმარტების გარეშე ასრულებდა. ახლაც თითქოს გრძნობდა სიტუაციის სირთულეს . კონსტანცა ფეხზე წამოდგა და ჯეიმსს დაუყვირა.
_ნური სარდაფში ჩაიყვანე და იქედან არ გამოუშვა. ელენა გონზე ,რომ მოვა თვითონ გადაწყვეტს რა უყოს. მერე დამეხმარე ,რომ ზემოთ ავიყვანო. დასვენება სჭირდება დღევანდელი დღე მეტისმეტი იყო .
კაცმა ხელი წაავლო უმცროს დას და როგორც ფანტელი ისე წაათრია სარდაფისკენ. გოგონამ სულ რამდენჯერმე ამოიკვნესა ,მაგრამ არ შეწინააღმდეგებია.
კონსტანცა თმაზე ეფერებოდა ელენას და მის გონზე მოყვანას ცდილობდა როცა ოთახში ვიღაცის ფეხის ხმა გაისმა. ქალმა უკან მიიხედა და მაიკი დაინახა .
კაცი დაბნეული ჩანდა ,მაგრამ გონდაკარგული ელენა ,რომ დაინახა ელვის სისწრაფით მიუახლოვდა და მისი მოფხიზლება სცადა.
_ოღონდ ეს არა ..._ლამის ცრემლნარევი ხმით წარმოთქვა მაიკმა და ქალი მკერდზე მიიხუტა.
_დაწყნარდი. მგონი უფრო გადაღლილობის ბრალია
_ამდენჯერ გონების დაკარგვა მის მდგომარეობაში ნორმალურია? ბავშვს ხომ არ ავნებს
_ის რისი გამოვლაც მას უწევს არ არის მარტივი . დაწყნარდი შესაძლოა ჩვეულებრივმა ნაყოფმა ამას ვერ გაუძლოს,მაგრამ ის ხომ ნახევრად მაქცია ნახევრად ადამიანია . თან ჩვეულებრივი ადამიანი არა
_ვიცი ...გგონია ამას ვერ ვხვდები ? მაგრამ მაინც ვღელავ _ისაყვედურა კაცმა _იზაბელა როგორ არის? ეს როგორ ჩაიდინეს ჯერ ისევ შოკში ვარ
_ძალიან მძიმედაა . მგონი იმედებსაც ზრდილობის გამო გვაძლევენ . არც კი მინდა წარმოვიდგინო რა მოხდება მას თუ..._კონსტანცას ხმა ჩაუწყდა დანერწყვი გადაყლაპა . მაიკმა თანაგრძნობით შეხედა მას. მერე ელენა ხელში აიტაცა და ზედა სართულისკენ წაიყვანა .
_მისი ოთახი დერეფნის ბოლოშია
_ვიცი _მოაძახა კაცმა და გზა განაგრძო .
როგორც კი რბილ საწოლზე დააწვინა ქალი მაშინვე შეიშმუშნა და თვალები ძლივს გაახილა. პირველი რაც იგრძნო ეს გაკვირვება იყო . უცებ სულელურმა ფიქრმა გაუელვა . იქნებ ეს ყოველივე მესიზმრა, იზაბელა კარგად არის და ისევ ალასკაზე ვარო . ოთახს თვალი როგორც კი მოავლო მაშინვე მიხვდა თავის უზარმაზარ საძინებელში იწვა , რომელიც ამდენი ხნის მანძილზე სულაც არ მონატრებია. უცებ გული შეეკუმშა და სინანული იგრძნო ნეტა აღარ გამღვიძებოდაო. კაცი მოთმინებით ელოდა როდის იტყოდა პირველ სიტყვას ელენა.
_ჩამოხვედი ?_მხოლოდ ეს მოიფიქრა მან და საწოლზე წამოჯდა_იზაბელა ...ის ...ის...
_ამაში ეჭვი გეპარებოდა?
_სიმართლე გითხრა არა.
_კარგია ,რომ ასე ცუდად მაინც არ მიცნობ _ელენამ შეატყო ,რომ იგი ნაწყენი იყო და რაღაცნაირად თავი იმართლა
_მაპატიე ... ვერც შენ და ვერც ვერავის ვერ დაველოდებოდი ამ სიტუაციაში . იზაბელა ჩემთვის ყველაფერია. ახლა განსაკუთრებით ვაცნობიერებ ამას ...
_მე შენ არაფერს გსაყვედურობ ვერ ხედავ?_გააწყვეტინა და შუბლზე აკოცა
_ხო ,მაგრამ ვხვდები ნაწყენი ხარ
_ნაწყენი არა. უბრალოდ ...შეიძლებოდა გზაში რამე მოგსვლოდა .
_მთავარია ეს არ მოხდა _კაცმა თავი დაუქნია
_ელენა თუ არ დაისვენებ და თავს არ მიხედავ შენი მდგომარეობა დამძიმდება
_ახლა მხოლოდ ჩემი დის მდგომარეობა მაღელვებს . არც მინდა წარმოვიდგინო რას ჩავიდენ რამე ,რომ ...არა ამაზე ფიქრიც კი მანადგურებს... ამის დაშვებაც კი მიჭირს
_გამოძვრება. აი ნახავ და ისევ შენთან იქნება
_მისი არსებობაც კი მაძლიერებს . ამის გაგება ყველას არ შეუძლია ... ის ჩემი იმედია ,ჩემი დასაყრდენი . ვიცი ,რომ ყოველთვის მაქვს მისასვლელი ადამიანთან ,რომელიც ხელს გამომიწოდებს და ისეთს მიმიღებს როგოროიც ვარ. არასოდეს მიღალატებს და მიმატოვებს.ჩემს ცხოვრებაში ასეთი ადამიანი ერთადერთია და ეს ის არის ...იზაბელა . ახლა როცა აქ ასე უსულოდ და უგონოდ წევს საწოლზე ასე მგონია მეც მოვკვდი . თითქოს ჩემი გულისცემა გაჩერდა .
_ყველაფერი მესმის . ყველა აგებს თავის დანაშაულზე პასუხს
_მაგაში დარწმუნებული იყავი _ჩვეული მრისხანე თვალებით შეხედა კაცს და სიბრაზისგან ზეწარი ხელში დაჭმუჭნა.
_შეეცადე დამშვიდდე . მე შენთან ვარ და არ მიგატოვებ . ხომ იცი ?_ქალმა თავი დაუქნია და იატაკზე გადმოსვლა დააპირა
_საავადმყოფოში უნდა წავიდე _მაგრამ მაიკმა ხელი მოჰკიდა და არ გაუშვა . მერე მისი თეთრი ქათქათა ხელი აიღო და ზედ აკოცა .
_ჯერ უნდა დაისვენო . ამხელა გზაზე იფრინე . მთელი დღე ფეხზე იდექი. დაგავიწყდა წუხელ როგორ იყავი ?
_ჩემს დას მარტო ვერ დავტოვებ ეს ძალიან საშიშია .
_ნუ გეშინია მარტო არ არის _ქალმა ცნობისმოყვარე მზერა მიაპყრო კაცს
_ეს როგორ ?აჰ ექთანზე გითხრა კონიმ ?
_არა საავადმყოფოში ვიყავი და ვნახე. ვიფიქრე პირდაპირ იქ მიხვიდოდი
_ვიყავი კიდევაც ,მაგრამ შენ როგორ მიხვდი რომელ საავადმყოფოში ..._ქალს თითქოს გონება გაუნათდა_ აჰ ყველაფერი გასაგებია
_თქვენს სახლთან ახლოს არის . იზაბელასთან რონი დავტოვე
_რონი?აქ არის?
_კი აეროპორტში დამეწია ზუსტად ხუთი წუთით ადრე
_ბარბარა?
_ისევ ალასკაზეა . მოკლედ იზაბელაზე არ იღელვო. მთელი ლოს-ანჯელესიც ,რომ დაიარო მასზე უკეთეს მცველს ვერ იპოვი .
_გასაგებია მაგრამ მე მინდა ,რომ მის გვერდით ვიყო .
_დღეს თუ არ დაისვენებ მის გვერდით ყოფნას ვერ შეძლებ. ეს უბრალო გულის წასვლა მხოლოდ გაფრთხილება იყო . შენ გადაიღალე. დილამდე დაისვენე შენი იქ ყოფნა არაფერს შეცვლის. ამ დროს კონსტანცა შემოვიდა და საწოლზე ჩამოჯდა
_ელენა როგორ ხარ?
_ნორმალურაად
_ახლა ვუხსნიდი, რომ დასვენება სჭირდება_თქვა მაიკმა
_მართალია ელენა. წარმოიდგინე შენც თუ უმოქმედო იქნები ისინი მარტივდ დაგვამარცხებენ . შენ ჯერ ისევ გვჭირდები _ სიყვარულით გაუღიმა დეიდაშვილმა და ხელზე ხელი მოუჭირა
_სემს ვერ ვხედავ ისიც იმ ალქაჯს გაჰყვა? _წარმოთქვა ელენამ და ბალიშზე გადაწვა. თითქოს შვება იგრძნო და სხეული მოუდუნდა
_არა ჯენიფერს გაჰყვა გასტროლებზე . ბოლო წამს გადაწყვიტა.
_ყოველ შემთხვევაში მოღალატე არ არის _ სასიამოვნოდ გაოცდა ელენა
_ნური სარდაფში ჩავაყვანინე ჯეიმსს . მერე თვითონ გადაწყვიტე რა ვუყოთ
_იყოს სადაც არის .არ მინდა ,რომ დეიდა რამენაირად დაუკავშირდეს
_კარგი როგორც იტყვი. მე საავადმყოფოში წავალ . შენ დაისვენე
_თუ რამე შეიცვალა მაშინვე დამირეკე . რა დროც არ უნდა იყოს
_აუცილებლად
კონსტანცა საავადმყოფოში ,რომ მივიდა პირდაპირ იზაბელას პალატის მინას მიადგა. ექთანი ოთახში იჯდა და ადგილიდან არ იძვროდა. მხოლოდ მაშინ წამოდგა როცა ის იცნო . რონიმ უცხო ქალი ,რომ დაინახა მაშინვე მიაყვირა:
_ვინ ხართ? _შეუბღვირა ბიჭმა . კონი მისკენ ,რომ შემობრუნდა იმწამსვე მიხვდა ელენას ნათესავი იყო . სხვა შემთვევაში მსგავსება ასეთი დიდი ვერ იქნებოდა;
_მე კონსტანცა პირსლი ვარ_თავმომწონედ წარმოთქვა მან _შენ ვინ ხარ?
_გვიან მივხვდი მაპატიეთ . მე მაიკის ძმა ვარ.აქ დარჩენა მთხოვა.
_გასაგებია_ამ დროს ექთანიც მოუახლოვდა_ჩემი და როგორ არის?
_ისევ ისე. არაფერი შეცვლილა_ქალი პალატის მინას მიუახლოვდა და უძლურების ნიშნად შუბლი მიადო .
ელენა დილით ტელეფონის ხმამ გამოაღვიძა. ქვეცნობიერში გაიფიქრა საავადმყოფოდან რეკავენო და გიჟივით წამოხტა. მაიკი იქვე სავარძელში იჯდა და რაღაცას ფურცლავდა . ქალი ტელეფონს დასწვდა და როგორც კი მიხვდა ,რომ ასე არ იყო დამშვიდდა. ზარის შემდეგ ნაცნობი მკაცრი და ირონიული ხმა გაისმა .
_ გამარჯობა ძვირფასო დისშვილო. გავიგე ,რომ ოჯახში დაბრუნდი.
_ვერსად დამემალები ბებერო გაიძვერავ . მოგკლავ ...გეფიცები მოგკლავ და შენს თავს მგლებს მივუგდებ საჯიჯგნად ...ცოცხლად დაგევავ ან რამე ახალს მოვიფიქრებ ,რომ ჩვენმა საგვარეულომ ვერასოდეს დაივიწყოს როგორ ისჯებიან ისინი ვინც ელენა პირსლს ღალატობენ ...
_ხედავ? მგონი ცხოვრება დაგცინის . ჯერ კიდევ გუშინ მე გეძებდი .ახლა მე ვიცი სად ხარ,შენ კი ისღა დაგრჩენია მეძებო ...დაიმახსოვრე ის რაც ხდება შენი ბრალია. მაიძულე რომ უკიდურეს ზომებზე მიმემართა. იზაბელას არაფერს ვერჩოდი . ის მხოლოდ უდანაშაულო მსხვერპლია ...შენი მსვერპლი ,რომელიც ტავის გადასარჩენად გაიღე...ვინ იქნება მომდევნო მსხვერპლი ?
_მე ჩემს დანაშაულს ვაცნობიერებ ,მაგრამ ეს ვერ გიხსნის იმისგან რასაც გიმზადებ . შენ ჯერ არ იცი რა შეუძლია ელენა პირსლს როცა მისთვის ძვირფასს ეხებიან ... შენგან განსხვავებით მე არაფრის არ მეშინია ...აქ ვარ და გელოდები
_არა ... ახლა უკვე შენ მოგიწევს ჩემი ძებნა .ისე ახლოს ვარ როგორც არასდროს
ელენამ ტელეფონი ძირს დაახეთქა და საწოლზე დაეცა .მძიმედ სუნთქავდა ,მაგრამ სიბრაზისგან .მაიკმა აცადა თავად დამშვიდებულიყო და ადგილიდან არც კი გარყეულა
თავი XXVIII: ეს დასასრულია!
იმ წამიდან რაც ელენამ ტელეფონი გათიშაერთ თვეზე მეტი გავიდა. დღეები ერთმანეთს ჰგავდა.თითქმის მთელი დღე საავადმყოფოს მოსაცდელში ისხდნენ . მიუხედავად იმისა ,რომ ექიმი სთხოვდათ სახლში წასულიყვნენ რადგან იქ ყოფნას აზრი არ ჰქონდა არც ერთი მათგანი ფეხს არ იცვლიდა. მხოლოდ ელენა მიდიოდა ხანდახან სახლში და იძინებდა ისიც მაშინ როცა უკიდურეს ზომამდე მივიდოდა. ექიმი დღეში ერთხელ უშვებდა სულ რაღაც ხუთი წუთით დის სანახავად რადგანაც ქალს სიბრაზისგან ისტერიკები ეწყებოდა. ნურთან არავინ ჩადიოდა სულ მარტო იყო სარდაფში ,მხოლოდ საჭმელი მიჰქონდა ჯეიმსს. ელიზაბეტი თითქმის ყოველ დღე ურეკავდა ელენას და ნერვებს უშლიდა. ეს დრო ისე გაიწელა ყოველ მათგანს დაეტყო მოთმინების დაკარგვა. ელენას პარანოია დაეწყო და ხანდახან ეჩვენებოდა ,რომ იზაბელა აღარ სუნთქავდა და ისე ტიროდა ვეღარ აჩერებდნენ . ვეღარაფერს ვეღარ გრძნობდა . ვეღარც სიხარულს და ვეღარც სიძულვილს .გაურკვევლობამ საბოლოოდ დაასვა დაღი მის ნებისყოფას ,რამაც ჰალუცინაციების შემოტევაც გაახშირა,მაგრამ საბედნიეროდ მას შემდეგ გონება აღარ დაუკარგავს. თითქოს საკუთარ თავს აიძულებდა ყველაფრისთვის გაეძლო . ხშირად ხმამაღლაც კი ჩასძახოდა
''_გაუძელი ელენა ... გაუძელი ჯერ კიდევ გაქვს დაუსრულებელი საქმეები''

ამ ფიქრებში იყო გართული ჯეიმსი თავზე რომ დაადგა. ჩვეული პატივისცემით და სიმშვიდით მიესალმა. კაცმა მიახვედრა ,რომ მასთან ცალკე საუბარი სურდა და ისიც გაჰყვა უკან . მაიკმა თვალი გააყოლა ორივეს ,რადგანაც მათი საიდუმლო საუბრები უკვე აღარ მოსწონდა. იგი ხვდებოდა ,რომ ელენა რაღაცას აპირებდა. მას უკვე აფიქრებდა ის გაბოროტებული სული რომელიც დღითიდღე იკრებდა ძალებს . ამ პერიოდში პირველად მიხვდა რა იყო ის რაღაც რაც ქალში აშინებდა და რაც მის ნიჭთან კავშირში არ იყო . მის მრისხანებას შეეძლო გაენადგურებინა ყველა ვინც წინ გადაუდგებოდა. იმასაც ხვდებოდა როგორ მოქმედებდა ეს ორმოცდაათ კილოგრამიანი სიფრიფანა ქალი ამხელა ზორბა ჯეიმსზე ,რომელიც მთასავით ადგა ხოლმე თავზე.
_გისმენ ჯეიმს რამე გაარკვიე?
_ყველგან ვეძებე ქალბატონო ,მაგრამ ამაოდ. არცერთ სასტუმროში არ გაჩერებულა .
_ხომ ვერ აორთქლდებოდა? ცდილობს რომ წყობიდან გამომიყვანოს. ჩემს მოთმინებას ცდის , მაგრამ არ გამოუა ყოველთვის ვერ შეძლებს დამალვას .
_ნურს რა ვუყო ?
_სარდაფიდან არ გამოუშვა. ვეჭვობ კიდევ დაგვჭირდება
_მეც მასე ვფიქრობ. ახლა შეგიძლია წახვიდე. გმადლობ ყველაფრისთვის_გაუღიმა ქალბატონმა და ისიც ბატარა ბავშვივით გაიბადრა .

მიუხედავად ამისა ეს ყველაფერი მარტივი არ იყო . მაიკი ხედავდა როგორ თვალსა და ხელს შუა ნადგურდებოდა მისი საყვარელი ქალი . კონსტანცა კი მის გამხნევებასაც ვეღარ ბედავდა მითუმეტეს ,რომ უკვე კარგა დრო გასულიყო და ექიმიც კი თავს არიდებდა იზაბელას გამოჯანმრთელებაზე საუბარს. ყოველი მათგანი ელენას თვლწინ თითქოს გათამაშებულ სპექტაკლს მართავდა და ამტკიცებდნენ გონს მალე მოვაო. ისეთებსაც კი გაუღვიძიებიათ წლები, რომ იყვნენ უგონოდო.
მაგრამ იყო ერთი რამ .
მისი მოტყუება ასეთი მარტივი არ აღმოჩნდა. ყველას და გასაკვირად მდგომარეობის სირთულეს როგორც ყოველთვის ყველაზე კარგად სწორედ ელენა ხვდებოდა. აცნობიერებდა ,რომ ყოველი წამი რომელიც იზაბელას გარეშე გადიოდა მხოლოდ აშორებდა მას . გულში მთელი ხმით ყვიროდა ,რომ ამას არ შეეგუებოდა ,მაგრამ ქვეცნობიერი სულ სხვას უმტკიცებდა . ტკივილი რომელსაც მისი სხეული სრულიად მოეცვა ყოველ წამს ძლიერდებოდა და გაყუჩება შეუძლებელი ხდებოდა. ყველასგან გარიყულ მარტოსულ არსებად იქცა. მისი სიცოცხლის ერთადერთ დამამტკიცებელ საბუთად ის ცრემლები იქცა რომელიც ინსტინქტურად მოსდიოდა როცა დას საწოლთან ჩამოუჯდებოდა.
გარდა ამისა ბარბარა გამუდმებით ითხოვდა ლოს-ანჯელესში დაბრუნებას . ელენა გამუდმებით უარზე იყო რადგან მისი ალასკაზე ყოფნით ერთი ადამიანის სიცოცხლე მაინც ეგულებოდა დაცული. საბოლოოდ გოგონამ თავისი გაიტანა .
ეს წინა ღამით მოხდა. ელენას თხოვნით იგი პალატაში რამდენიმე წუთით შეუშვეს . ბარბარა არასდროს გამოირჩეოდა ძლიერი ხასიათით ,მას გამუდმებით სჭირდებოდა ვიღაც ვინც მასზე იზრუნებდ და დაიცავდა. ნებისყოფამ ამჯერადაც უმტყუნა და მალევე გარეთ გამოვიდა. კონსტანცას გვერდით კედელთან აიტუზა, რადგანაც დასთან მიახლოებას ვერ ბედავდა.
_მითხარი კონი ჩემი და ხომ იცოცხლებს?_ვედრებით სავსე მზერა მიაპყრო დეიდაშვილს და მკერდზე მიეხუტა
_იცოცხლებს ...იცოცხლებს_მხოლოდ ეს სიტყვები ამოილუღლუღა ქალმა და ცრემლებით სავსე თვალები პალატისკენ გააპარა. მის მზერაში იმედი საბოლოოდ ჩამკვდარიყო
მუდამ პირმცინარი პირსლი სულით ხორცამდე შეცვლილიყო. მის მზერაში მხოლოდ უიმედობას და მომავლის შიშს დაედო ბინა. ყოველთვის ყველაზე მეტს საუბრობდა და გამოუალ მდგომარეობაშიც კი ყველაზე მხნედ ის გამოიყურებოდა. ამ ბოლო დროს კი სულ შეიცვალა. სიგარეტსაც უფრო მეტად დაეძალა და ახლა ჩაქრობასაც ვერ ასწრებდა ისე გარბოდა მეორის მოსაწევად.მკერდზე მიხუტებულ დეიდაშვილს ხელი ცივად გაუშვა და ეზოსკენ წავიდა . იქვე კაფის მსგავსი მოეწყოთ ,სადაც ავადმყოფების პატრონები იკრიბებოდნენ და ყავას სვამდნენ ხოლმე . აქა იქ გრძელი სკამებიც დაედგათ . მან შეამჩნია ,რომ ზოგიერთ მათგანზე პაციენტები ისხდნენ ექთნებთან ერთად, ალბათ სუფთა ჰაერზე ჰყავდათ გამოყვანილი. კონი ერთ-ერთზე ჩამოჯდა და სიგარეტს მოუკიდა. მერე მოხერხებულად ჩაცურდა სკამზე და თავი საზურგეს მიაჭირა. მისი ბაგეებიდან სიგარეტის კვამლი ნაწილ-ნაწილ გამოცურდა. ქალი აკვირდებოდა სხვადასხვა ფორმის ნაცრისფერ ლაქებს და ცდილობდა რამეზე მიემსგავსებინა. თითქოს ყურადღების გაფანტვას ცდილობდა ,ომ პრობლემები დავიწყებოდა. ახლა უკვე იმაზე ფიქრობდა სად შეიძლებოდა დამალულიყო დედამისი . მიხვედრას ვინ დაეძებდა ვერსიაც ,კი არ გაუჩნდა. იმ დღიდან მოყოლებული ყოველ წამს იდანაშაულებდა თავს იმის გამო რაც მოხდა. სულ იმას იმეორებდა შეხვედრაზე არ უნდა დავთანხმებოდიო ,მაგრამ ახლა ჯავრს რაღა აზრი ჰქონდა . ყველაფერი უკვე მომხდარი იყო და ამას ვერაფერი ვეღარ შეცვლიდა. ფიქრებიდან ნაცნობმა ხმამ გამოარკვია. ქალმა თვალები გაახილა და ზუსტად მის უკან ბოძზე აყუდებული მაიკი დაინახა რომელიც მთასავით დადგომოდა თავზე . კონსტანცა ადგილიდან არ გარყეულა ,თუ არ ჩავთვლით იმას ნაგვის ურნისკენ ,რომ გადაიხარა და სიგარეტის ნამწვავი მოისროლა. მაიკმა გაღიმა და გვერდით მოუჯდა:
_ამ ბოლო დროს ბევრს ეწევი ... თანაც მეტისმეტად ბევრს _ქალმა მხრები აიჩეჩა
_მე ყოველთვის ასე ვეწეოდი . უბრალოს ამას ვერ ხედავდნენ
_რაღაც არამგონია_დაეჭვებით შეხედა კაცმა
_ხო ცოტა მოვუმატე _ გამოტყდა იგი
_სიგარეტით თავს თუ მოიკლავ მაგით არაფერი შეიცვლება
_ვიცი _აიმრიზა კონი
_ელენას გამო ვღელავ
_მეც
_ასე უხეშად ნუ მელაპარაკები მე სერიოზულად ვამბობ
_უხეშად არ გელაპარაკები უბრალოდ გაღიზიანებული ვარ . ჰო რაც შეეხება ელენას ის ყველაფერს გაუძლებს.მის ადგილას მე უკვე მკვდარი ვიქნებოდი
_მე იმის მეშინია რაც მოხდება თუ ..._კაცს ხმა ჩაუწყდა და თქმა ვერ გაბედა_ვერაოდეს ვიფიქრებდი , რომ როდესმე რამე გაგტეხდა და მითუმეტეს შენს სახეზე ღიმილს გააქრობდა.
_იმის შემდეგ რაც ელენას ვუყურებ აღარაფერი მაოცებს . ვერასოდეს ვიფიქრებდი ასე თუ უყვარდა იზაბელა .არასოდეს არავის აგრძნობინებდა იმას რაც გულში ჰქონდა . ხომ იცი როგორია?
_ვიცი .ამ რამდენიმე თვეში საკმარისად გავიცანი.
_ჰო... რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეს ის შენ გენდობა
_რატომ უნდა გამიკვირდეს?
_იმიტომ რომ ის არასოდეს ენდობოდა კაცებს. უფრო მეტიც...
_რა
_მას სძულდა კაცები
_მართლა?ჩემთვის ეს არასდროს უთქვამს
_ჰო ...სძულდა იმიტომ ,რომ ყოველი მათგანი ისე უყურებდა როგორც კარგ საყვარელს . ხომ იცი როგორც ხდება ,როცა მის მსგავს თვალწარმტაც ქალს ხედავთ ...უკანასკნელი იდიოტივით იქცევით და შეცდომას შეცდომაზე უშვებთ_ქალმა ისევ მოუკიდა ახალ ღერს , მაიკმა კი საყვედურით გახედა მე რა შუაში ვარო .
_ესე იგი კაცთმოძულეა ?
_იყო სანამ შენ გაგიცნობდა. ისე კაცთმოძულე ცოტა თამამი ნათქვამია. იყო დრო როცა კაცებთან ფლირტაობით ისიც ერთობოდა ,მაგრამ მერე შეიცვალა. მათ მიმართ სიბრალული და ცოტათი ზიზღიც კი გაუჩნდა.
_ესე იგი მე შევცვალე?
_ჰო ასე გამოდის .
_განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია
_გააკეთე სხვებივით პირველსავე დანახვაზე მისი საწოლში წათრევა, რომ არ დააპირე _ ქალმა ისევ სიამოვნებით ამოუშვა კვამლი და თვალი გააყოლა როგორ ჩაიკარგა თვალწინ გაშლილ სივრცეში.
_გასაგებია და ისიც დარწმუნდა ,რომ ყველა კაცი ერთნაირი არ არის ხომ ?
_კარგი ახლა გეყოს თავშიც ნუ აგივარდება. დარწმუნებული ვარ ეს შენი კარგად გათამაშებული ხრიკი იყო. შენ ხომ ნახევრად მსახიობი ხარ?
_მსგავსი არაფერი ყოფილა და არც მსახიობი ვარ ნახევრად
_რა გინდა მითხრა ,რომ როცა პირველად შეხვდი მასზე თვალი არ გაგიშტერდა?
_მერე რა ,რომ გამიშტერდა ?
_შენც სხვებისნაირი ხარ უბრალოდ ცოტათი უფრო ცივილიზებული . მოითმინე და დაელოდე მანამ სანამ თავისი ფეხით არ მოვიდა შენთან
_ხომ გაგიგია ვინც მოითმენს ის მოიგებსო
_შენც ჯეკპოტი მოიგე ხომ?
_შენ უბრალოდ გაღიზიანებული ხარ და იმიტომ იკბინები ასე. აქამდე არ გითქვამს , რომ ჩემზე ასე ფიქრობდი
_ასე როგორ ? ცუდი არაფერი მითქვამს. პირიქით შენს შესაძლებლობებს გაუსვი ხაზი . კაცი რომელსაც ელენა პირსლის შებმა შეუძლია ან ზებუნებრივ ძალებს ფლობს ,ან საუკეთესო მამაკაცია
_შენი აზრით რომელი ვარ?
_რაღაც ჯადოქარს არ გავხარ _ კონსტანცამ მზის სხივზე თვალი მოჭუტა ,რომ მაიკისკენ გაეხედა. მერე სიგარეტის ახალი ღერი ამოაძრო და ზელახლა მოუკიდა.
_ისევ დამცინი ხომ ?_წამოდგომა დააპირა კაცმა
_არა შენ მართლაც ,რომ საუკეთესო მამაკაცი ხარ . თუ ვინმე იმსახურებს ელენას სიყვარულს ეს ნამდვილად შენ ხარ .
_მართლა ასე ფიქრობ ?
_დამიჯერე მე ,რომ კაცი ვიყო ელენას ერთ კვირასაც ვერ გავუძლებდი _მაიკმა რაღაცნაირად შეხედა . თითქოს მოეჩვენაო_არა იმას კი არ ვამბობ ,რომ ელენა ცუდია . პირიქით ის ისევე არის საუკეთესო ქალი როგორც შენ საუკეთესო მამაკაცი . უბრალოდ ის მეტისმეტად მძიმეა სატარებლად . ძლიერია,მბრძანებლობა უყვარს და არასოდეს არ ემორჩილება არავის . მისნაირი ქალები რეალურ სამყაროში არ არსებობენ . ის თითქოს ციდან დედამიწაზე შემთხვევით მოხვედრილი არსებაა . ის არ ჰგავს იმ ქალებს რომლებსაც მოსწონთ ამაღელვებელი და რომანტიკული სისულელეები რომლებზეც ასე გიჟდებიან ადამიანები . მაგრამ შენ ახერხებ მის დამორჩილებას . ეს ძალიან მაგარია .
_მე არც კი ვცდილობ ,რომ ის დავიმორჩილო . მე ისეთი მომწონს ის როგორიც არის
_ვიცი ,მაგრამ ეს თქვენგან დამოუკიდებლად ხდება. ის შენ გენდობა იმიტომ , რომ უყვარხარ _მაიკმა ისეთი სახით შეხედა ქალს რომ გიჟივით აღმოხდა_ასეც ვიცოდი ჯერ არ უთქვამს ,რომ უყვარხარ არა?
_უთქვამს ...ერთხელ ...
_ძალიანაც კარგი . ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია _მოულოდნელად ქალს სიცილი აუტყდა
_რა გაცინებს?_გაეღიმა მაიკსაც
_ახლა რაღაც გამახსენდა
_რა გაგახსენდა.
_ერთხელ მე და ელენა პარიზში ვიყავით . მას მაინც და მაინც არ უყვარს მოგზაურობა. განსაკუთრებით ევროპა ეჯავრება...აზია უფრო მოსწონს . ლოს-ანჯელესს შეეჩვია და ცდილობს სულ აქ იყოს. შეიძლება ითქვას შეუყვარდა კიდეც ეს ქალაქი. კაფეში ვისხედით და ყავას ვსვამდით . უცებ ვიღაც კაცი შემოვარდა უზარმაზარი ვარდების თაიგულით ხელში .
_ჰო წარმომიდგენია _სახე ალმაცერად აუკიაფდა კაცს და წამით წარმოიდგინა ელენას რეაქცია
_მერე ერთ ერთ მაგიდასთან მჯდომ გოგოს მივარდა .ყვავილები ხელში მიაჩეჩა .დაუჩოქა და ცოლობა სთხოვა. კაფის ყველა კლიენტი და მომუშავე პერსონალი ცრემლად იღვრებოდა . მეც კი ამაღელვა ამ ამბავმა ,მაგრამ ელენა რომ დავინახე ხელებში თავჩარგული ლამის სიცილით გავიგუდე. იცოდე არასდროს გაბედო მასთან მსგავსი სცენების გათამაშება. იცოდე ვერ იტანს ასეთ რამეებს . მიაჩნია ,რომ მეტისმეტად ყალბია.
_გადლობ რომ მითხარი.გავითვალისწინებ
_ხედავ?მე არც ისე მტრულად ვარ შენს მიმართ განწყობილი
__მიხარია _თავი დაუქია კაცმა. წამით გაჩუმდა და თითქოს მზედა სხვა რამეზე გადაიტანა. მერე მშვიდად ,მაგრამ ინტერესით იკითხა_როგორ გგონია დედაშენი რატომ იმალება? მას ხომ შეუძლია უბრალოდ მოვიდეს.ეს არ უნდოდა?
_უფრო მარტივ ხერხს მიმართავს. უნდა ,რომ ელენა ჭკუიდან შეშალოს და უფრო მეტად დაასუსტოს . თანაც ალბათ უკვე იცის ,რომ ჩვენს რიგებში ორი მაქცია დაემატა
_მაგაზე არ მიფიქრია .მე ელენას გაბოროტებული მზერა მაშინებს. თითქოს მის ყოველ გამოხედვაში აღსასრულს ვხედავ . ასე მგონია ,რომ ეს ტრაგედია არაფრად მოგვეჩვენება იმასთან შედარებით რაც გველის .
_იზაბელა ,რომ მოკვდეს ჩვენს გვარში ომი დაიწყება რომელსაც ბევრი ემსხვერპლება . ელენა ამას არავის აპატიებს
_თქვენს გვარში ? კიდევ არიან თქვენნაირები ?
_არიან .რუსეთში და ამბობენ ,რომ ესპანეთშიც ,მაგრამ მათთან ურთიერთობა არ გვაქვს . მხოლოდ რუსებს ვიცნობთ.
_რუსეთში რა უნდათ პირსლებს ?
_ლონდონიდან გაიქცნენ . დიდი ხნის წინ უსიამოვნება მოუვიდათ ერთ-ერთ ვამპირულ ოჯახთან და იქ გადაიხვეწენ . უფრო ზუსტად გაურიგდნენ ,რომ ლონდონში არ დაბრუნდებოდნენ და ისინიც მათ დევნას შეწყვეტდნენ
_როდის იყო ვამპირები ვინმესთან გარიგებაზე მიდიოდნენ ?
_შენ მართლაც არაფერი გაგეგება ჩვენს სამყაროზე? მაშინ ძალიან მძიმე პერიოდი დაუდგათ განსხვავებულ ადამიანებს. მათ შორის ჩვენც.
_მსგავსი რამეები არ ვიცი. არასდროს დავინტერესებურვარ და საბოლოოდ ოჯახიდან გამოვიქეცი . თუ არა მამაჩემი სხვა ვერავინ მომიყვებოდა ამას.
_გასული საუკუნის მიწურულს სამოციანებში სერიოზული შეტაკება მოხდა. სხვათა შორის მაგ შეტაკებით ჩვენები ერთხელ უკვე დავაშინე . მაქციებმა,ვამპირებმა და სხვებმა მათ შორის პირსლების გვარმაც გადაწყვიტეს მოკვდავები დაეშინებინათ . საკუთარი ძალების დემონსტრირებას არ ერიდებოდნენ. ამ უნარებს იყენებდნენ და ბოლოს იმ ზომამდე მივიდნენ ,რომ განდიდების მანიამ სრულიად დააბრმავათ. საჯაროდ უტევდნენ ჩვეულებრივებს . ხშირად ეს მსხვერპლითაც სრულდებოდა ან უკეთეს შემთხვევაში მძიმე დაზიანებით, მაშინ სამოცზე მეტი ჩვეულებრივი ადამიანი დაირუპა. მათთვის ეს მხოლოდ ხუმრობა იყო , მაგრამ მოკვდავები პანიკამ მოიცვა. ბევრი მათგანი ამტკიცებდა ესა თუ ის ცხოველი ადამიანივით მიყურებდაო, ზოგი ამბობდა ცხოველი მესუბრებოდაო .ზოგი ამტკიცებდა წითელთვალა ადამიანები ვნახეო . დავინახე ადამიანი ცხოველად როგორ გადაიქცაო . მიუხედავად ამისა მათ არავინ დაუჯერა . სკანდალისტ ავანტიურისტებად მონათლეს. ეს მოსალოდნელიც იყო ,მაგრამ ჩვენი სამყარო გამოაშკარავების საფრთხის წინაშე ასე რეალურად არასდროს დამდგარა._კონსტანცამ ისევ მოქაჩა სიგარეტს და გააბოლა .იგი მიხვდა ,რომ მსმენელი მთელი ინტერესით უგდებდა ყურს
_მერე რა მოხდა?
_რათქმაუნდა სახელმწიფო სტრუქტურები არ იჯერებდნენ . რაც უფრო მეტს ვიგებ ამ ჩვეულებრივებზე მიტ უფრო ვრწმუნდები,რომ ნამდვილი იდიოტები არიან. ურჩევნიათ ტყუილით დაიმშვიდონ თავი და მოჩვენებითი სიმშვიდით ეძინოთ ღამე . ვიდრე უბრალოდ ადგნენ და დაუშვან ის ვერსიაც ,რომ ვარსებობთ. მატიც დიდსულოვნად დააწყნარეს მოსახლეობა და ერთი-ორი მათგანი გიჟად ან ფსიქიკაშერყეულად გამოაცხადეს. მიუხედავად ამისა ხალხში უამრავი ლეგენდა გავრცელდა. ზოგი ახლოსაც არ იყო სიმართლესთან ,მაგრამ ჭოდი დიდი ძალაა...დამანგრეველი ძალა_დასტურის ნიშნად ქალმა მრავალმნიშვნელოვნად დააქნია თავი _ საჭირო გახდა განსხვავებული ადამიანების ერთი იდეით გაერთიანება. ისინი შეიკრიბნენ და შეთანხმდნენ იმაზე ,რომ უნდა ეზრუნათ ჩვენი განსხვავებულობის დამალვაზე. ამავდროულად უნდა გვეზრუნა საკუთარი თავის მართვაზეც . ხომ ხვდები რატომაც ? ხშირად ჩვენ ვერ ვმართავთ საკუთარ ნიჭს და შესაძლებლობებს . მაშინ პირსლების იმ ოჯახმა არეულობის გამოწვევაში ბრალი ვამპირთა ერთ დაჯგუფებას დასდო რამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ . სიმართლე გითხრა დიდი ხანია ვცდილობ გავიგო რამ გამოიწვია ამხელა არეულობა მაგრამ ვერ ვხვდები . არც არსადაა მოხსენიებული ....ჩვენი ისტორია ამ ფაქტს საგულდაგულოდ მალავს. მაგრამ ჩვენი სამყაროს ერთ-ერთ უდიდეს შეტაკებაში პირსლების გვარიც მონაწილეობდა. შეთანხმება ახალი მიღწეული იყო და ყველა იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყვნენ . ისინი რუსეთში გაიხიზნენ და დღემდე იქ ცხოვრობენ .
_თქვენგან რამით განსხვავდებიან ?
_ფაქტობრივად არაფრით .
_რატომ გგონია ,რომ ომი გარდაუალი იქნება და შეიძლება ამას ელენა ემსხვერპლოს?არის კიდევ რამე რაც არ გითქვამს?
_არის ,ის რაც მამაშენმაც იცის და ელიზაბეტმაც. მე უკვე ბევრჯერ ვთქვი , რომ შენ და ელენა ყველაზე ხელსაყრელი წყვილი ხართ. ელენას შენი მოკვლა არ შეუძლია და ამიტომ,მაგრამ ამავე დროს ყველაზე სახიფათო . ჩვენში სისხლის აღრევა დაუშვებელია
_რაა?
_მოქცევითების კანონი ამას კრძალავს .
_ხო ,მაგრამ რატომ ?
_იმიტომ რომ არავინ იცის თქვენი შვილი როგორი იქნება .
_ხო ,მაგრამ თქვენ ხომ გყავთ ქმრებად ჩვეულებრივი ადამინები?ელენას მამა ხომ ადამიანი იყო,რატომ არ შეიძლება მოქცევითთან იქორწინოს?
_ეს სულ სხვაა. ჩვეულებრივი ადამიანი საფრთხეს არ წარმოადგენს . დიდი-დიდი უნიჭო ბავშვი გააჩინო . მეორეც პირსლების ნიჭი მეტად მოსახერხებელია. ჩვენ შეგვიძლია დავმალოთ ჩვენი განსხვავებულობა გარეგნულად მაინც , თქვენ კი არა. ჩვენი ნიჭი ამის საშუალებას იძლევა ,თქვენი მონაცემები კი არა . თქვენ არასდროს იცით სად და როდის მოექცევით,ვამპირებს კი ფიზიკურადაც კი ეტყობათ ეს. ჩვენ მხოლოდ არადამაჯერებლად ლამაზები ვართ. სილამაზის გამო კი ბრალს ვერავინ დაგვდებს. ჩვენ კარგად ვნიღბავთ საკუთარ თავს . ეჭვიც რომ გამოვიწვიოთ ვერავნ ვერაფერს დაგვიმტკიცებს.
_აი თურმე რატომ მითხრა მამამ ,რომ ჩვენს ფეხქვეშ მიწა ზანზარებს .
_ თქვენ შეთანხმების დარღვევაში დაგდებენ ბრალს და სამივეს დაგხოცავენ .
_ეს კანონი აქამდე არ დარღვეულა?_კონსტანცამ თავი უიმედოდ გადააქნა
_ყოველ შემთხვევაში არ გახმაურებულა. იმ პერიოდში ისეთი ამბები დატრიალდა ,რომ ხელახლა ომის წამოწყება აღარავის აწყობდა.
_იქნებ არც ახლა აწყობთ
_ თუ ამას ერთხელ დაუშვებენ მერე სიტუაცია უმართავი გახდება . ეს იმას ნიშნავს ,რომ ჩვენ ვამტკიცებთ ამ კანონს . ერთი შემთხვევის გამო ამაზე თვალს არ დახუჭავენ
_შენ ეს აქამდე უნდა გეთქვა ,რომ რამე გვეღონა
_მამაშენსაც უნდა ეთქვა ,მაგრამ არ თქვა.ალბათ შეეშინდა ,რომ ბავშვს გაიმეტებდით. ეს ხომ თქვენს პრინციპებს პირდაპირ ეწინაარმდეგება_მოჭრით თქვა კონსტანცამ . მაიკს სათქმელი აღარაფერი დარჩა. მხოლოდ უიმედოდ აღმოხდა:
_რომ გავიქცეთ?
_ისინი ყველგან მოვლენ .
_რუსები არ დაგვეხმარებიან ? ისინი ხომ თქვენი საგვარეულოს ნაწილი არიან
_ისინი შანსს არ გაუშვებენ ხელიდან ,რომ ურთიერთობა დაალაგონ ვამპირულ კლანებთან. მათ მხარეს დადგებიან და ამით მოიპოვებენ თავისუფლებას
_რაში ჭირდებათ ისედაც ხომ გაქცეული არიან
_მათ სიკვდილივით ეშინიათ ვმპირების . ჩვენს ძარღვებში სისხლი ჩქებს ,რომელიც მათ სწყურიათ . მხოლოდ საბაბი სჭირდებათ ...ერთი სიტყვა ...ერთი მიზეზი_მაიკს მიუხედავად რკინასავით მაგარი სხეულისა მთელს ტანში გააჟრჟოლა
_ესეიგი რუსების იმედი არ უნდა გვქონდეს?_ქალმა თავი გააქნია
_მათ არ უყვართ ელენა.
_რატომ ?
_მიუხედავად იმისა ,რომ ჩვენ არც ისე კარგად ვიცნობთ ერთმანეთს ელენა პირსლების საგვარეულოს მართავს. წლების მანძილზე მის მიმართ დიდი სიძულვილი დაგროვდა. ისინი ხელიდან არ გაუშვებენ ელენას თამაშიდან გაყვანის შანსს .
_ახლა ყველაფერი გასაგებია_ჩაიბურტყუნა მაიკმა და ხელი სახეზე ნერვიულად მოისვა. კონსტანცამ უკანასკნელი სიგარეტის ნამწვავი ნაგვის ურნაში მოისროლა და მძიმედ წამოდგა ფეხზე. მაიკს მხარზე ხელი დაადო და უიმედოდ გაუღიმა .
_მაგრამ არ დაგავიწყდეს ,რომ ყველაზე გამოუალ მდგომარეობაშიც შეიძლება იპოვო გამოსავალი. მაიკს არაფერი უასუხია. ქალი საოცრად ნელი მოძრაობით მოშორდა გრძელ სკამს და შენობისკენ წავიდა. კაცს მისკენ არც კი გაუხედავს. თავი უფრო მეტად ჩარგო ხელებში და თითქოს ისევ გააჟრჟოლა.
კარგა ხანს იჯდა იმ ადგილას. თითქოს სკამზე იყო გაყინული და განძრევა არ შეეძლო.თავში უამრავი აზრი უტრიალებდა. კონსტანცას მონაყოლს აანალიზებდა და ცდილობდა რამე ხელჩასაჭიდი ეპოვა ,მაგრამ ამაოდ . გონება თითქოს გაურღვეველ ყორანივით შავ ნისლში გახვეოდა და სრულიად გაეთიშა .ნისლი მის თვალწინ ტრიალებდა, თითქოს შეეძლო ხელითაც შეხებოდა, მაგრამ ამას არ აკეთებდა. უბრალოდ უყურებდა რადგანაც მისი ცქერისას სიმშვიდე ეუფლებოდა. მერე თითქოს ძილი მოერია და ჩასთვლიმა, მაგრამ არ დანებდა და ქუთუთოები ზლიერად მოისრისა . უცებ წარმოიდგინა რა მოხდებოდა იზაბელა ,რომ მომკვდარიყო. გაიხსენა ელენას თვალებში დატრიალებული სიძულვილისა და შურისძიების ქარცეცხლი და გაიაზრა რა შეეძლო ამ გრძნობას ჩაედინა. შიშმა ახლა მის თვალებში სამუდამოდ დაიდო ბინა და მთელი მისი სხეული მოიცვა. თუ ისე მოხდებოდა , რომ წითური პირსლის გადარჩენას ვერ შეძლებდნენ ნეტა თუ შეძლებდა ელენას მართვას. მას ერთხელ უკვე ენახა ქალის სხეულში გაღვიძებული მხეცის ძალა . სწორედ იმ ღამეს როცა სახლიდან გაქიცა და მაიკმა გადაწყვიტა რომ ეპოვა. გაიხსენა როგორ გარბოდა ასფალტზე და მთელი გრძნობით ცდილობდა მისი სურნელის აღებას. იმ დღეს გაუმართლა და მის უბანთან ახლოს იპოვა. ეს იმაზე მარტივი არმოჩნდა ვიდრე მოელოდა. მე თავის სახლში წაიყვანა და საიდუმლოც გაიგო . იმ ღამეს მან ისიც აღმოაჩინა როგორ თავდავიწყებით შეყვარებოდა და მიუხედავად იმისა,რომ ქალი გამოტყდა მის მოკვლას ცდილობდა ოდნავადაც არ უგრძვნია სიძულვილი.



სიძულვილს ახლა მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ გრძნობდა. გულის სიღრმეში აღიარებდა ,რომ ყველაფერი რაც პირსლების თავს ტრიალებდა მხოლოდ მისი და ელენას ურთიერთობის გამო ხდებოდა.თუ კი კონსტანცას დაუჯერებდა მთელი მათი სამყარო დაუპირისპირდებოდა იმ ბავშვის არსებობას რომელსაც ელოდებოდნენ. მეორეს მხრივ ელენას მრისხანება მომხდარის გამო განუზომელი იყ. აქამდე მტრად მხოლოდ პირსლების ქალები მიაჩნდათ ახლა კი რეალურად გააცნობიერა საფრთხე. თუ იცოდა ,რომ ასე მოხდებოდა და მან მაინც გადაწყვიტა შვილის გაჩენა ეს იმას ნიშნავდა ,რომ ის შეიცვალა. მის სხეულში სამუდამოდ მოკვდა პირსლების ბოროტი სული. ის რისიც ორივეს ეშინოდა გადალახული იყო . განა ელენას ყველაზე მეტად ის არ აფიქრებდა ,რომ შეიძლებოდა შვილი შესძულებოდა?
მაიკი ფეხათრევით ადგა და ელენს სანახავად შევიდა საავადმყოფოში. იგი ახლა მინის წინ იდგა და იზაბელას შესცქეროდა. როგორც ყოველთვის ახლაც მძიმედ და მარტოსულად გამოიყურებოდა. თითქოს საუკუნე გავიდა მას შემდეგ რაც ბოლოს ეძინა. წელზე ხელი მოხვია და წასჩურჩულა:
_წამოდი კაფეტერიაში რამე ჭამე . მთელი დღეა ასე ხარ
_არ მინდა _წარმოთქვა ქალმა . მერე კედელთან მივიდა და სკამზე ჩამოჯდა .
_გთხოვ... ყველას გვესმის შენი მდგომარეობა. კარგად არავინ არ ვართ ,მაგრამ თავს ძალა დაატანე _ ისაყვედურასავით კაცმა
_არ მინდა ,რომ ასე მოვიქცე
_ამით ვერაფერს მიაღწევ . შენი სიჩუმე და უძრაობა ყველას აშინებს . ნუთუ ვერ ხედავ ამას?
_ჰოდა ეშინოდეს_ შესამჩნევად ხმამაღლა წარმოთქვა მან. იქვე მდგარ ბარბარას ლამის მთელს ტანში გააჟრჟოლა და კედელს უფრო მეტად აეკრა. ელენას მხოლოდ ერთხელ გაექცა თვალი მისკენ და მიხვდა , რომ გოგონა ძალიან შეშინდა
_როგორც გინდა... როდის იყო როდესმე ვინმესი გესმოდა
_კონსტანცა სად არის?
_არ ვიცი ცოტა ხნის წინ ეზოში ვნახე ეწეოდა. სხვათაშორის უკვე მეტისმეტი მოსდის და უცნაურად იქცევა
_ის სულ ასე იქცევა. ალბათ ტვინს იჭ....ტს იმაზე რა მოხდება მომავალში
რადგან რონი და ბარბარა იქვე იყვნენ მაიკმა მკლავში მოჰკიდა ხელი ელენას და ისევ პალატის მინისკენ წაიყვანა. ჯერ სერიოზული სახით უყურებდა მერე ,კი როგორც იქნა შეკითხვა გაბედა
_შენ იცოდი რომ ჩვენში სისხლის აღრევა არ შეიძლებოდა?
_ეს ყველამ იცის
_მე არ ვიცოდი რადგან დიდი ხანია ოჯახის წევრთა სიაში მხოლოდ ფორმალურად ვირიცხები
_საერთოდ არ მაინტერესებს ვინ რას იფიქრებს
_ეს სერიოზული პრობლემაა ელენა
_რა მოხდა შეგეშინდა?
_სულაც არა ,მაგრამ მე მქონდა უფლება მცოდნოდა
_ეს ჩემს თქმამდეც უნდა გცოდნოდა. შენ უფრო ადრე გაიგე ,რომ მე არ ვიყავი ჩვეულებრივი
_ხომ აგიხსენი ,რომ მე ...
_ გეყოფა ახლა ეს პრობლემა შეიძლება ითქვას საერთოდ არ მაინტერესებს
_ამაზე ყურადღების მოდუნება სახიფათოა,ღმერთმა უწყის ვისთან რა წამოროშა დეიდაშენმა
_შენ წარმოიდგინე მაგ ქალს მეტოქედაც კი არ მივიჩნევ . ერთი უსახური ბებერია. ნამდვილი უტვინო და სულელი . უბრალოდ გოგონები გამოიყენა და ამით შეძლო იზაბელამდე მიღწევა. მარტო არაფერს წარმოადგენს
_ის მარტო არ არის : მაირა და კარინა...
_ახლა ალბათ შიშით ძრწიან როცა წარმოიდგენენ როგორ ვაგებინებ პასუხს იმისთვის რაც ჩაიდინეს
_რუსებზე რას იტყვი ?_ელენამ ალმაცერად გახედა
_მათზე საიდან გაიგე?
_კონსტანცამ მიამბო ,რომ თქვენნაირები კიდევ არიან
_ისინი წლების წინ გაიქცნენ
_კონსტანცა ფიქრობს რომ ვამპირებთან გარიგებაზე წავლენ
_ვიცი
_მერე ასე მშვიდად როგორ ხარ?
_რუსები არც არაფერში გვჭირდებიან.ჩვენს მხარეს რომ დადგენენ მხოლოდ ტვირთად დაგვაწვებიან . ბევრი არაფერი შეუძლიათ. ჩვენი საგვარეულოს მთავარი რგოლი ყოველთვის ჩვენ ვიყავით. ბებიაჩემი და მერე დედაჩემი.ახლა კი მე . მიუხედავად იმისა რომ ორივეს შესაძლებლობები წარმოუდგენლად დიდი იყო მე მაინც გაცილებით დიდი შესაძლებლობები მაქვს .
_კარგია როცა ასეთი თავდაჯერებული ხარ
_არა მე ყოველთვის სათანადოდ ვაფასებ როგორც მტრის ასევე საკუთარ შესაძლებლობებსაც . ეს მე არ მაფასებენ სათანადოდ ჩემი მოწინააღმდეგეები. მაგრამ მივეჩვიე ყოველთვის ასეა_ქალმა მხრები აიჩეჩა
_ახლა რას აპირებ? შენ ხომ ფეხმძიმედ ხარ?
_მოცდას... მხოლოდ და მხოლოდ მოცდას
_ეს მამშვიდებს
_როცა ძალებს დავიბრუნებ მხოლოდ მაშინ მოვაგვარებ ამ ქაოსს . უკვე ძალიან გართულდა სიტუაცია
_’’მონადირე’’ ჩვენს მხარეს იქნება
_ვიცი
_მიუხედავად იმისა ,რომ ჩვენ კანონი დავარღვიეთ ჩვენი მოდგმა საკუთარი სისხლის წინააღმდეგ არ წავა.
_საუბედუროდ ჩვენს მოდგმაში არც სისხლი აჩერებთ და არც გვარი . ამაზე ამაზრზენი ოჯახის ნახვა ყოვლად შეუძლებელია
_ყველას ერთ ქვაბში ნუ ხარშავ
_ყოველთვის მინდოდა მისნაირი ვყოფილიყავი. მე მას ვაღმერთებდი უბრალოდ ამას არ ვამბობდი . იზაბელა ერთადერთია ვინაც ყველაფრის მიუხედავად ადამიანობა შეინარჩუნა. მას არასოდეს შეუქცევია ჩემთვის ზურგი . არასოდეს დამორჩილებია ჩვენს წყეულ ნიჭს და მერე თავი არ უმართლებია იმითი ,რომ ‘’უბრალოდ ასეთია’’. მის გაამო ყველას და ყველაფერს გავწირავ... აფსოლუტურად ყველას... არც შენ და არც არავის წარმოუდგენია რისი ჩამდენი ვარ მას ,რომ...
_ვიცი რასაც განიცდი მის მიმართ. მასაც ძალიან უყვარხარ . შენს გამო საკუთარი სიცოცხლე გაიმეტა და მაინც არ გაგცა.
_ნუ მახსენებ მაგას თორემ შეიძლება გავგიჟდე
_ამაში ცუდი არაფერია ელენა. დარწმუნებული ვარ შენც იგივეს გააკეთებდი მისთვის და თანაც დაუფიქრებლად. წარმოგიდგენია? მას რომ შენთვის ეღალატა დღეს ხომ აქ არ იდგებოდი და მის სიყვარულზე არ ისაუბრებდი . ეს იმას ნიშნავს ,რომ თავს ტყუილად მიიჩნევ მონსტრად . გგონია შენი საიდუმლო ,რომ გაეცა დეიდაშენი ამას მაინც არ გააკეთებდა? მას შენი გამწარება უდოდა და ყველაზე მტკივნეულ ადგილას დაგარტყა . მან უბრალოდ გონივრულად იმუშავა _მაიკმა დაინახა სიბრაზისგან როგორ მოუჭირა ხელი ტელეფონს ელენამ.
_გონივრულად? შენ მის ქმედებას გონივრულს ეძახი ? როგორც ჩანს არც ისე კარგად მიცნობ თორემ ამას გონივრულს ნამდვილად არ უწოდებდი .წყეული ბებერი. თავის დროზე უნდა მიმეჩინა მისთვის ადგილი _მაიკმა თანაგრძნობით მოხვია ხელი ელენას მხრებზე და მკერდზე მიიხუტა. დერეფნის ბოლოდან კონსტანცა გამოჩნდა და პირდაპირ სკამისკენ წავიდა. დაღლილი და გატანჯული სახე სრულიად გაფითრებოდა. ის და ელენა ისე ხშირად აღარ საუბრობდნენ როგორც ადრე. თითქოს მათ შორის შავი ნისლი ჩამოწოლილიყო. მხოლოდ ხანდახან გახედავდნენ ერთმანეთს თითქოს თანაგრძნობით ...თითქოს ვედრებით... შვება რომელსაც ერთმანეთში ეძებდნენ არ არსებობდა. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა ,მით უფრო მეტად უჭირდათ ერთმანეთის თვალებში და გულში ჩახედვა. დაუსრულებლად გრძელი დღეები არ ილეოდა. დღოთა განმავლობაში სიჩუმე ყველასთვის სასჯელად იქცა.
მეორე დილით ექვს საათზე ელენა უცნაურმა სიგნალმა გამოაღვიძა ,რომელიც მთელს დერეფანში განუწყვეტლივ ისმოდა. ქალს თავი კედელზე მიედო და ჩაეთვლიმა. მაშინვე ფეხზე წმოხტა და დაინახა როგორ შევარდა ექიმი იზაბელას პალატაში . მისი საწოლის თავზე წითლად ციმციმებდა ნათურა. მან მაშინვე გააცნობიერა ,რომ ამ საზარელ ხმას სწორედ ის გამოსცემდა. ყველა სმენად იქცა . ექიმები და მოსამსახურე პერსონალი აირია. ერთმანეთს რაღაცას გადასძახებდნენ ხოლმე. ხშირად გაუგებარი სამედიცინო ტერმინოლოგიაც გაიჟღერებდა,რომელიც ყველაზე მეტად უშლიდა ნერვებს ყველას.ბოლოს ნაცნობი ხანშიშესული ექიმიც გამოჩნდა. ყველას ისე ჩაურბინა წინ გვერდით არც კი მოუხედავს. სახეზე ეწერა უიმედობა და ამ ყოველივეს მოლოდინი. პირდაპირ პაციენტის საწოლთან მივარდა და პულსი გაუსინჯა . მხოლოდ ერთხელ გააქნია თავი და მერე ხმამაღლა დაიძახა რაღაც. ექთანმაც წამსვე დასწია მოძრავი საწოლი ძირს და ექიმს მრავალმნიშვნელოვნად გახედა. პირზე გაკეთებული ნიღბების უკან დამძიმებული სახეები მოსჩანდა.
ელენა ერთადერთი იყო რომელმაც მინის გადასაწევ კართან მისვლა გაბედა,მაგრამ ექთანმა ცხვირწინ დაკეტვა დაუპირა . ქალმა ხელი ჰკრა და ოთახში შევარდა. ექიმმა მხოლოდ ერთხელ გამოიხედა მისკენ და დაყვირება დააპირა,მაგრამ ამის დრო აღარ ჰქონდა . ელენამ რამდენჯერმე მოასწრო იმის დანახვა როგორ აიწია ჰაერში მისი დის უსულო სხეული რომლის მოცოცხლებასაც ელექტრო შოკით უშედეგოდ აპირებდნენ .
‘’_გაუძელი იზაბელა ‘’_ვედრებით წარმოთქვა გონებაში ქალმა და თვალები დახუჭა.
ციფრებს ყოველ წამს იზრდებოდა ,მაგრამ ეკრანზე მდგომრეობა უცვლელი იყო. ელენა ხან მონიტორისკენ იყურებოდა ხან დისკენ . რაღაც წარმოუდგენელი ნებისყოფის ხარჯზე ახერხებდა გაჩუმებულიყო და მთელს ხმაზე არ ეკივლა. მისმა გონებამ ქვეცნობიერში უკვე წაიკითხა დღევანდელი დღის საბედისწერო განაჩენი. გული ისე აუძგერდა ლამის სხეული გახლიჩა და გარეთ გამოვარდა. რაღაც გიჟური აზრები მოაწვა ,თითქოს საგანგებოდ მისთვის გამოგზავნესო :
‘’_რატომ არის ასეთი ძნელი აღიარო,რომ დამარცხდი ელენა?’’_ თავი ძლიერად გააქნია თითქოს ამ ფიქრების თავიდან გაფერთხვას აპირებდა .
ჯიუტად არ ნებდებოდა და საკუთარ თავს არ აძლევდა უფლებას ,რომ დანებებოდა. მანამ სანამ უკანასკნელად არ დაეცა საწოლზე ქალის თეთრი ხელები და მონიტორზე სწორი ხაზი არ გამოჩნდა . ექიმმა მოლურჯო ფერის ხალათი მოიხსნა და ძირს უღონოდ დააგდო .მის შემხედვარეს იფიქრებდით , რომ ამ წუთას ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ომი წააგოო. იგი ხვდებოდა ,რომ არცერთი სანუგეშებელი სიტყვა ამ სიტუაციაში არ გამოდგებოდა. მერე ელენას გახედა და ცრემლნარევი ხმით წარმოთქვა. გარდაცვალების დრო დილის ექვსი საათი და თორმეტი წუთი .მას ამ სიტყვების წარმოთქმა ისე გააუჭირდა ,როგორც არასსდროს მთელს თავის კარიერაში. ექთანმა ზეწარი სახეზე გადააფარა პაციენტს და სწორედ ამ დროს გაისმა ოთახში სულის შემძვრელი პირველი დაკივლება .
_არა ...არ დამტოვო გთხოვ .ასე ნუ მომექცევი_ელენამ აკანკალებული ხელები სახეზე აიფარა და მოცელილივით დაეცა მუხლებზე . მისმა ყვირილმა ირგვლივ ყველაფერი შეძრა .
დერეფანში თითქოს ყველა გაქვავდა . სხვა ავადმყოფების პატრონებიც მოგროვილიყვნენ და ახლა აქეთ იყურებოდნენ, კონსტანცა ჩაიკეცა კედელთან და თავი მუხლებში ჩარგო . ხანში შესულმა ექიმმა ხელი შეაშველა ელენას და წამოდგომაში დაეხმარა. საწოლამდე მისვლას ლამის მთელი საათი მოუნდა. კაცის საგრძნობლად დამჭკნარი ხელები ისე ძლიერად ჩაბღუჯოდა ელენას ქაღალდივით გაფითრებულ ხელს , თითქოს ერთმანეთს სამუდამოდ შეერწყაო. აკანკალებულმა გადააძრო სახეზე გადაფარებული ზეწარი და დაინახა მისი წითური დაიკო ,რომელსაც ძველებურად მშვენიერ სახეზე სრული სიმშვიდე ეხატა. თმები ისევ ისე ძველებურად უბზინავდა როგორც ბაჯაღლო ოქრო, რაღაც არანორმალურად მოუნდა იმდენი ეკივლა სანამ გონებას არ დაკარგავდა , მაგრამ ვერ შეძლო. ხმა სადღაც ყელში ეკარგებოდა . უნდოდა ცრემლისგან დაღვრილიყო,მაგრამ თვალებთან მოსვლამდე უშრებოდა . ვეღარც კი გრძნობდა როგორ გადიოდა დრო ან რა ხდებოდა მის გარშემო . მხოლოდ ჩურჩულისმაგვარი გადალაპარაკებები და წამოძახილები გაისმებოდა .
უკვე აღარავინ და აღარაფერი აინტერესებდა. ჯიუტად უმტკიცებდა საკუთარ თავს ,რომ წუთი-წუთზე იზაბელა თვალს გაახელდა და ისევ გაუღიმებდა. ეს მანამდე გრძელდებოდა სანამ იმედის უკანასკნელი ნაპერწკალიც არ ჩაქრა მის ტვინში და გულში. მერე ხელი გაუშვა მის მაჯას რომელიც ისე ჩაებღუჯა გეგონებოდათ ეშინია სადმე არ გაექცესო . სიძულვილით და მრისხანებით აღსავსე თვალები ოთახს მოავლო და მძიმე ნაბიჯებით წავიდა კარისკენ . ბარბარა ადგილს მოშორდა და მისკენ წასვლა დააპირა,მაგრამ მაიკმა ძლიერად მოქაჩა თავისკენ და არ მიუშვა .
_არ გინდა_ გოგონამ კიდევ ერთხელ გაიწია დისკენ ,მაგრამ ძლიერმა ხელმა ისევ მოქაჩა. ისიც საბოლოოდ დამორჩილდა და ახლა პალატისკენ გააპარა ცრემლებით სავსე თვალები.
ელენამ დერეფანში ისე ჩაიარა მზერა ერთი წერტილისთვის არ მოუცილებია. თითქოს გაშტერებულიყო .გარშემო არაფერს უყურებდა.არც ტიროდა და არც ლაპარაკობდა. მხოლოდ მიაბიჯებდა მდუმარედ თეთრად მოგებულ იატაკზე ისმოდა მხოლოდ ფეხსაცმლის ქუსლების მონოტონური კაკუნი.
სულის შემძვრელი კაკუნი, თითქოს ის იყო ემოციის და ტკივილის ყველაზე კარგი გამომხატველი.

უზარმაზარი სცენა, რომელიც მოედნის შუაგულში მოეწყოთ საოცრად ბრწყინავდა. გარშემო უამრავი ხალხი შეკრებილიყო . ყველა მოუთმენლად ელოდა გამომსვლელს. მეტისმეტად გამხდარი გოგონა საუთარი ხელით იწყობდა უშნოდ აჩეხილ ყორანივით შავ თმას. ტანზე შავი შარვალი და ტყავის ქურთუკი ეცვა. ოთახში ვიღაც შემოვიდა. მაგიდაზე ჟურნალები დაყარა და გოგონას მიმართა:
_ჯურნალებს ვათვალიერებდი. მაინტერესებდა ამ ტურნირზე რამე თუ დაწერეს
_მერე?
_ახსენეს ფესტივალი. პირველ გვერდზე არ ვართ ,მაგრამ ესეც იქნება
_მთავარია ,რომ დაინტერესდნენ _სარკის წინ მჯდარმა სხარტად გაისწორა ტანზე უკანასკნელი დეტალები,გიტარას დასწვდა და მოხერხებულად გადაიკიდა
_აბა შენ იცი ჯენიფერ . წინანდელივით უნდა დაუკრა
_რათქმაუნდა_მიუხედავად საშინელი ვარცხნილობისა და მაკიაჟისა გოგონა საოცრად მომხიბლავი და ლამაზი იყო _მიდი შენ ესენი ისევ გადაიკითხე _ალმაცერად გაიღიმა და ჟურნალს დასწვდა ,რომ მიეწოდებინა . წამიც არ იყო გასული სახე მოეღრიცა და თვალები ცრემლებით აევსო .
_რა გჭირს ჯენიფერ?
_შეუძლებელია
_მაჩვენე რა არის?_ჟურნალი გამოართვა და ხმამაღლა წაიკითხა მსხვილი შრიფტით და
წერილი დიდი სათაური .
‘’პირსლების კომპანიის სახე იზაბელა პირსლი საავადმყოფოში გარდაიცვალა’’
_უნდა დავბრუნდე
_გაგიჟდი? გარეთ გაიხედე რამდენი ხალხია. ყველა შენ გელოდება.ასე ადგები და წახვალ?
_ნუთუ ვერ ხვდები? მე ოჯახის წევრი მომიკვდა. ახლა გინდა იქ დავდგე და ვიმღერო ? ამას ვერ გავაკეთებ
_აბა ყველას აქ დაგვტოვებ ამ გაურკვევლობაში ?
_რაც გინდათ ის ქენით
ჯენიფერმა კარი გამოიხურა და გარეთ გავარდა. ტაქსიში ჩაჯდა და პირდაპირ სსტუმროსკენ წავიდა . რაც შეიძლება სწრაფად უნდა ეცნობებინა სამანტასთვის და უკან დაბრუნებულიყვნენ. როგორც კი ნომერში ავიდა მიხვდა ,რომ უკვე გვიან იყო . ქალს ჟურნალები მთელს დივანზე გაეშალა და მთელს ხმაზე ტიროდა. ჯენიფერი სწრაფად მივარდა და მოეხვია.
_უნდა დავბრუნდეთ სემ
_ეს მაინც გააკეთა
_დეიდა ნამდვილი ურჩხულია
_წარმოიდგინე ელენა რა დღეშია
_არც მინდა მაგის წარმოდგენა. ყველას სათითაოდ გაუსწორდება
_იქაურობა არ უნდა მიგვეტოვებინა
_არა ჩვენ სწორად მოვიქეცით. უფლება არ მივეცით სხვას ,რომ ვემართეთ. ჩვენ შეცდომებს გავექეცით
_ჩვენ ოჯახი მივატოვეთ ,თანაც მაშინ როცა ყველაზე მეტად ვჭირდებოდით. ელენას თვალებში როგორ შევხედოთ
_დარწმუნებული ვარ ესმის ჩვენი მდგომარეობა. იქ დაბრუნებას არ ვაპირებ. ჩვენ ჩავალთ და ვალს მოვიხდით როგორც ოჯახის წევრი. მე უკვე გადავწყვიტე.არ მინდა ამ ბინძურ გარჩევაში მივიღო მონაწილეობა.
_წარმოგიდგენია?... იზაბელა...ასეთი ახალგაზრდა და ლამაზი...ასე როგორ გაიმეტეს ღმერთო ვერ ვიჯერებ
_ჩვენ ვერც კი გავაცნობიერეთ ისე ვიქეცით საკუთარი თავის მონებად. ეს ამაზრზენია სემ... ერთმანეთს ვანადგურებთ ...თან რისთვის? ამ წყეული საიდუმლოსთვის.
_ჩვენ ასეთებად დავიბადეთ ჯენიფერ...ეს ჩვენ არ აგვირჩევია. იმაში მაინც ნუ დაგვდებ ბრალს რაშიც არ ვართ დამნაშავე. გვეყოფა ის ცოდვები რაც უკვე გვაწევს მხრებზე
_უშედეგოდ ვკამათობთ. სჯობს დავბრუნდეთ და პატივი მივაგოთ იზაბელას. ბოლოს და ბოლოს ჩვენს ოჯახში ყველაზე მეტად ის იმსახურებდა ამას_ სემმა კიდევ ერთხელ დახედა ჟურნალზე დახატულ იზაბელას მშვენიერ ფოტოს და კარადისკენ წავიდა ,რომ ყველაფერი ჩაელაგებინა .

ელენა საძინებელში შევიდა . ირგვლივ ყველაფერს მოავლო თვალი და ახლა პირველად შეიგრძნო ის რეალური მარტოობა ,რომელიც ამ სახლში დახვდა. ყველაფერი ისეთი ცივი და უკარება იყო თითქოს აკლდამაში იდგა მიწის ქვეშ. საწოლზე მოიკუნდა და მწარედ აქვითინდა. თვალწინ დაუდგა ის დღე როცა პირველად მივიდნენ იმ სახლში. ცხოვრება თავიდან დაიწყეს და მომავლის იმედით განაგრძეს ცხოვრება. მაშინ იზაბელა თექვსმეტი წლის იყო . მიუხედავად ბავშვური იერისა ოქროსთმიანი პირსლი საოცრად მომხიბლავად გამოიყურებოდა. თავიდანვე დახვეწილი მანერები და განსაკუთრებული გემოვნება ჰქონდა. ამიტომაც სახლის მოწყობა მთლიანად მის თავზე აიღო. ამას მთელი ხალისით და სიამოვნებით აკეთებდა. ეს ყოველივე ახლა ისე ცხადად დაუდგა თვალწინ ელენას თითქოს ამ წუთას იქ მის გვერდით ჩართულ კადრებს უყურებდა.
‘’_ელენა შეიძლება სახლი ჩემი გემოვნებით მოვაწყო ?
_რა თქმა უნდა _გაიღიმა ელენამ და პატარა დას ხელი მოხვია
_ჯეიმსი დამეხმარება
_ შენს განკარგულებაშია...ასე არ არის ჯეიმს?_ კაცი მაშინაც ისეთივე ზორბა და ძლიერი შესახედავი იყო როგორც ახლა. უბრალოდ ათი წლით ახალგაზრდა. იგი ახლაც სწორედ ისეთივე აღფრთოვანებით და პატივისცემით უყურებდა თავის ქალბატონს როგორც ადრე ‘’
ელენა ცხადში მყოფივით უყურებდა როგორ ტრიალებდა სახლში ჯერ კიდევ პატარა იზაბელა და როგორ მორჩილად დაზდევდა ფეხებში ჯეიმსი . მის ყველა თხოვნას უსიტყვოდ ასრულებდა. თვითონაც კი უკვირდა რა კარგად ახსოვდა ყველაფერი. გადაღლილ გონებას მივიწყებოდა ,რომ მას იშვიათი ფოტოგრაფიული მეხსიერება ჰქონდა.
_ელენა ადექი დაკრძალვაზე უნდა წავიდეთ _ვიღაცამ ძლიერად შეანჯღრია. მიხვდა რომ კონსტანცა იყო , მაგრამ ადგილიდან არ გარყეულა. არც სურვილი ჰქონდა და აღარც ფიზიკური შესაძლებლობა. მხოლოდ ერთი მიმართულებით იყურებოდა და არანაირ რეაქციას არ ახდენდა.
_ელენა გთხოვ ძალა მოიკრიბე_გამოეხმაურა მეორე ხმამ ,რომელიც იქვე იდგა. ეს მაიკი იყო. ქალს ხმა არ გაუღია უსიტყვოდ ჩასრიალდა საწოლზე და ძველებურად მოიკუნტა.
‘’ნეტა შემეძლოს ავდგე და წამოვიდე. თითქოს ასე ადვილი იყოს. როგორ მივიდე იქ,იმ ცივ საფლავზე და დავტოვო ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი. ამას ვერ ვუყურებ ... არ შემიძლია..რატომ არ გესმით?’’ _ფიქრობდა გულში და ყვირილიც უნდოდა ,მაგრამ არ შეეძლო. თითქოს სამუდამო სიჩუმეს დაედო ბინა მის სულსა და გონებაში. სასწრაფოდ სჭირდებოდა რაიმე გზა საიმისოდ ,რომ ეს ტკივილი გამოეხატა. წინააღმდეგ შემთხვევაში დიდხანს ვეღარ გაუძლებდა. მის არსებაშ ადამიანი ორად გაიხლიჩა,რომლების საპირისპიროს ჩასძახოდნენ . ერთი მოუწოდებდა შური ეძია დის გამო, მეორე კი უმტკიცებდა ,რომ პასუხს მომხდარზე ვერავის მოსთხოვდა რადგან ყველაფერში დამნაშავე თავად იყო.
კონსტანცა და მაიკი კიდევ კარგა ხანს ჯიუტად ცდილობდნენ ელენა წასვლაზე დაეთანხმებინათ , მაგრამ უშედეგოდ. ქალს პალატიდან გამოსვლის მერე სიტყვაც არ დაუძრავს. არავის უყურებდა და არაფერს ამბობდა. საბოლოოდ თავი დაანებეს და მის გარეშე წავიდნენ.
ჰოლში ჩასულებს უცნაური სიურპრიზი დახვდათ. სამანტა და ჯენიფერი ჩამოსულიყვნენ. ორივე საგანგებოდ შავებში შემოსილები. სემს ჯერ კიდევ ეტყობოდა თვალთან ჩამოგორებული ცრემლი. გოგონები ერთმანეთს გადაეხვიენ. ჯენიფერი ჩვეულებისამებრ უემოციოდ გამოიყურებოდა, მაგრამ ეტყობოდა ,რომ ისიც განიცდიდა.
_თავზარი დამეცა ჟურნალი ,რომ ვნახე_ამოისლუკუნა სამანტამ
_მაშინვე წამოვედით_თავი დააქნია ჯენიფერმა
_მიხარია ,რომ აქ ხართ _კონიმ ნერვიულად გაიღიმა და კიდევ ერთხელ მოეხვია ორივეს
_უკვე გადიხართ?_იკითხა ჯენიფერმა
_კი...ყველანი მზად ვართ_ კარისკენ მანიშნა მაიკმა
_ელენა?_გაოცებისგან მიმოიხედა სამანტამ
_ის არ მოდის _ხმაში სინანული გამოერია კონის
_რას ამბობ ...ალბათ ხუმრობ ხომ ?
_ამ სიტუაციაში ხუმობა რა სათქმელია. აღარც კი ვიცი სიტყვები სად ვეძებო მის გასამხნევებლად_ ისაყვედურასავით მაიკმა
_ჯერ ისევ შოკშია. არ ჭამს ...არ საუბრობს და არც ტირის. ისეა როგორც ფსიქიკაშერყეული _ განმარტა კონსტანცამ
_საბრალო . შეიძლება ვნახო ?_ ითხოვა სემმა
_არ გინდა ...არ ღირს... დრო სჭირდება. სჯობს ჩვენ წავიდეთ
_მერე მარტო დავტოვოთ?_ეჭვნარევად იკითხა ჯენიფერმა
_არა... მარტო არ იქნება ჯეიმსი აქ არის_შემოსასვლელის კარი გაიღო და ბარბარა გამოჩნდა.
_არ წავიდეთ? _გოგონას ხელში ცხვირსახოცი ეჭირა და ცრემლებს ყოველ წამს იმშრალებდა.
ელენამ ყური მიუგდო მანქანის ძრავის ხმას . მანამდე უსმინა სანამ დიდი რკინის ჭიშკარი არ მიიხურა და ყველაფერი ძველებურად არ დადუმდა. თვალები დახუჭა და უსასრულო სიმშვიდის მოლოდინში ჩაეძინა.

დიდი დრო გავიდა იზაბელას დაკრძალვიდან. თითქმის ორი კვირა. ელენა ისევ გაურყევლად იწვა და არანაირ რეაგირებას არ ახდენდა. ბურანიდან მხოლოდ განუზომელმა ტკივილმა გამოაფხიზლა. ეგონა ეს მისი სულის ძახილი იყო ,რომელიც წამალს ეძებდა დასამშვიდებლად. საწოლზე წამოჯდა და ყურებზე ხელები მიიჭირა ,მაგრამ ამაოდ. ტკივილი სადღააც ქვემოდან მოდიოდა და ყოველ წამს უფრო და უფრო ძლიერდებოდა. უნდა ეკივლა თორემ უკვე თავს ვეღარ ერეოდა. ეს ტკივილი იმაზე ძლიერი იყო ვიდრე როდესმე განუცდია. მუცელზე ხელი მიიჭირა და სცადა გაეყუჩებინა ,მაგრამ ამაოდ. განწირული კივილი არმოხდა და სუნთქვა შეეკრა. მიხვდა ,რომ მისი შვილი იბადებოდა!


თავი XXIX :ჯერ კიდევ გუშინ!


1965 წელი . ხო ეს ზუსტად ის წელი იყო როცა იქ სადღაც თვალწარმტაც სასახლეში განსხვავებული ადამიანები შეხვედრას მართავდნენ . სინამდვილეში ეს სულაც არ იყო სასახლე ,არამედ ეს იყო მუზეუმის უზარმაზარი სადარბაზო ოთახი. ჩვეულებრივი ადამიანებისთვის თვალის ასახვევად რომელიღაც არარსებული კომპანიის დაარსებას მიაწერეს. წვეულება დახურულად გამოცხადდა და იქ მხოლოდ მოსაწვევით დაიშვებოდა თითოეული ადამიანი ,რომლებიც მკაცრად განსაზღვრულად მოწმდებოდა. შენობას არაფერი ეტყობოდა. არც მორთულობები და არც რაიმე სახის გაფორმება. ისე იყო ყველაფერი მოწყობილი თითქოს შიგნით არაფერი ხდებოდა. კარგად შენიღბული თავშეყრა ერთდროულად საჭიროც იყო და აუცილებელიც. გარედან ერთი კაციც კი არ ჭაჭანებდა. მხოლოდ შიგნით იდგა ორი უცნაურად ჩაცმული კაცი და მომსვლელების მოსაწვევებს ამოწმებდა. ორივე მათგანს მოგრძო ფორმის სახე და ელვარე მწვანე თვალები ჰქონდა. ნაკვთები ქანდაკებას მიუგავდათ. არც ერთი მოძრაობა მათ გამომეტყველებას არ ცვლიდა და არც ერთი მათი მოძრაობა არ ჰგავდა ჩვეულებრივი ადამიანისას .
მუზეუმის წინ შავი მანქანა გაჩერდა. იქედან ჯერ მძღოლი გადმოვიდა მერე,კი უკანა კარი უფროსებს გაუღო და ხელი გაუწოდა დასახმარებლად. წუთით მანქანიდან არავინ გამოჩენილა. მერე კი შავი ბარხატის ხელთათმანიანი ხელი ნაზად შეირხა, რასაც მუქი ფერის შლიაპა და მოხდენილი ქალბატონი მოჰყვა.
_მისის პირსლ_ქალბატონს თავდახრით და პატივისცემით მიეგება მძღოლი
_გმადლობ ჯას _ეცადე ვინმეს ფეხებში არ გამოედო .
_როგორც ყოველთვის შეუმჩნეველი ვიქნები
_კარგია . ნურ ისედაც ვიგვიანებთ ფეხი გამოადგი_თავი ამაყად ასწია და თავდაჯერებულმა გაუყვა მუზეუმთან მისასვლელ გზას
მშვენიერი პირისახის ,მაგრამ მეტად უცნაური გამომეტყველების გოგონა დედას მიუახლოვდა და გრაციოზული მოძრაობით გაჰყვა გვერდით.
ჯერ კიდევ მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა ,რომ ეს გოგონა რომელიც დედას ასე უმშვენებდა მხარს ნურ პირსლი იყო. იგი ამ განსაკუთრებულ ადამიანთა გარემოცვაშიც კი უნიკალური იყო . ჯერ კიდევ მაშინ ბევრმა მათგანმა იცოდა მისის პირსლის ქალიშვილის ამბავი . ამბობდნენ რომ მისი გარეგნობა იმდენად დიადი იყო ,რომ შესაძლებლობებს ბევრად აღემატებოდაო .სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა ,რომ იგი იმ დღეს შეკრებაზე მიიწვიეს. მიუხედავად ყველაფრისა ქალბატონი პირსლი უარს ამბობდა ქალიშვილის საჯაროდ გამოჩენაზე. ამით კიდევ უფრო მეტად ამძაფრებდა ინტერესს გარეშე პირთაგან. იმ დილით კი მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და შვილს უბრძანა მოხდენილად გამოწყობილიყო რადგანაც ისინი მიდიოდნენ ადგილას სადაც ყველაფერი სხვანაირი იყო...ყველაფრი განსაკუთრებული...
უზარმაზარი დარბაზი რომელიც სხვადასხვანაირი გარეგნობის ხალხით იყო გადაჭედეილი უცნაურად გამოიყურებოდა. ამ ყველაფერს კი იქ დამსწრე საზოგადოება აძლევდა მთელს მომხიბლაობას. აქა-იქ მაგიდებთან შეიმჩნეოდა შავ ,შინდისფერ ან მუქ მწვანე წამოსასხამებში გამოწყობილი ადამიანები. მეტად გრაციოზული მიხრა-მოხრით და არაბუნებრივი გამომეტყველებით. ერთმანთს სრულიად მშვიდად და აუღელვებლად ესაუბრებოდნენ. იფიქრებდით ,რომ მათ შორის სრული იდილია იყო ,რომელიც მოულოდნელად კარის ხმაურმა დაარღვია და ყოველმა მათგანმა მისდაუნებლიედ მიიხედა უკან . ფართოდ გაღებულ შემოსასვლელში ორი სილუეტი აირეკლა. ორივე ქალი იყო . ერთი ოდნავ ხანში შესული მეორე კი ახალგაზრდა დაახლოებით თვრამეტი-ცხრამეტი წლის. მსგავსება იმდენად დიდი იყო რომ უმცროსი უფროსის ახალგაზრდობა გეგონებოდათ. თუმცა ეს მხოლო უჩვეულო და მეტად საინტერესო მსგავსება იყო დედა-შვილს შორის. ორივე გასაოცრად თეთრი იყო ,ზღვისფერი თვალებით და მოყვითალო ფერის თმებით.რამდენიმე იქ მყოფმა პირდაპირ ქალებისკენ აიღო გეზი . მისის პირსლმა თავაზიანად გაუწოდა ხელი კაცს ,რომელიც ის-ის იყო მისკენ დაიძრა.
_მისის პირსლ ?_მოწიწებით ეამბორა მან ხელზე და აღფრთოვანებით გადახედა ჯერ ქალს მერე კი გოგონას.
_ლუკე მიხარია ,რომ ისევ გხედავ. შენ არ იცვლები
_როგორ შეიძლება თქვენ სხვის გარეგნობაზე ისაუბროთ ,წლები თითქოს არც კი გადის
_გმადლობ კომპლიმენტისთვის ...
_ეს ალბათ ნურია თქვენი შუათანა ქალიშვილი_ახლა მისკენ გადაიხედა კაცმა და თვალი გაუსწორა
_დიახ მე ვარ_თავაზიანად უპასუხა ნურმა
_უნდა გამოგიტყდეთ დღეს თქვენს მოსვლამდე ამ ოთახში ბევრჯერ გაიჟღერა ამ სახელმა
_ალბათ იმიტომ ,რომ დავიგვიანეთ_მანაც თავისებურად ეცადა ეხუმრა
_კარგი იყო ხუმრობისთვის,მაგრამ დამიჯერე აქ ბევრს სურს თქვენი გაცნობა
__მეც მსურს გავიცნო ჩემნაირები
_ვერ დაგპირდებით რომ ყველა თქვენსავით უნიკალური იქნება
_არც მოველი მაგას_თავმომწონედ თქვა გოგონამ და ლუკე მიხვდა რამდენად აღაფრთოვანებდა ამ ახალგაზრდას საკუთარი თავი.
_მიყვარს ადამიანები რომლებიც საკუთარ თავს სათანადოდ აფასებენ. მისის პირსლ თქვენის ნებართვით ნურს ერთ ჩემს მეგობარს გავაცნობ
_რათქმაუნდა ძვირფასო აქ სწორედ მაგისთვის ვართ. _წყვილი ხალხში შეერია და მალევე გაუჩინარდა.
_თქვენ ბევრს იცნობთ ჩვენნაირებს?
_საკმაოდ
_მე თითქმის არავის
_ძალიან ცუდი
_როგორ გგონია რატომ თვლის ყველა ,რომ მე განსაკუთრებული ვარ?
_იმიტომ რომ შენი ნიჭი ყველაზე ძლიერია მათს შორის ვისაც კი ჩვენ შევხვედრივართ . რათქაუნდა შენს საგვარეულოში.
_შენ გგონია ,რომ მე ყველას მართვას შევძლებ ჩემს საგვარეულოში თუ მოვინდომებ ?
_დარწმუნებული ვარ. აი ისიც ვისაც ასე სურს შენი გაცნობა
_ვინ არის? რას წარმოადგენს?
_გსმენია ვამპირებზე?
_ხო რაღაც მსმენია ,მაგრამ ბევრი არაფერი
_მაგალითად ,რომ გითხრა ვამპირი ვარ მეთქი შეგეშინდება და გაიქცევი ?_ კაცმა მასინვე დააფიქსირა როგორ გამოესახა ნურს სახეზე გაურკვევლობა და შიში ერთდროულად. მიუხედავად ამისა მან თავი ხელში აიყვანა და ისე უპასუხა
_არა არ გავიქცევი ,მაგრამ არ მეგონა თუ...
_ვამპირი ვიყავი ?
_ჰო_კაცმა ერთი ხელის მოძრაობით თითქოს თვალები მოისრისა და მეორე წამს წითლად გაიელვა
_ლინზები გეკეთა?_შეშფოთდა ნური
_ჰო,რატომღაც მიჩვეული ვარ გარეთ გამოსვლის დროს ამის გაკეთებას
_გასაგებია
_მოდი ჯერ ჩემს მეგობარს გაგაცნობ მერე კი ისევ ვისაუბროთ
_კარგი
_დიმიტრი ნახე ვინ მოგიყვანე? _კაცი ნელა და მშვიდად მობრუნდა .მოგრძო ქერა თმები და ლუკეს მსგავსად წითელი ელვარე თვალები ჰქონდა. მისი სახე ახლად გაღვიძებულ მშვენიერ ქანდაკებას მოგაგონებდათ . დიმიტრიმ მრავალმნიშვნელოვნად გადახედა ახლად გაცნობილ გოგონას და ხელზე აკოცნელად დაიხარა.
_მოხარული ვარ. როგორც იქნა გაგიცანით
_არ მეგონა თუ ვინმეს ჩემი გაცნობა ასე ძალიან სურდა
_მე კიდევ არ მეგონა თუ დედათქვენი აქ მოგიყვანდათ
_სიმართლე გითხრათ არც მე მეგონა. დედა ძალიან უცნაური ქალია
_უცნაური ,მაგრამ საინტერესო _ჩაფიქრებით თქვა დიმიტრიმ და ორაზროვნად გაიღიმა
_მე დაგტოვებთ და თქვენ ისაუბრეთ_თქვა ლუკემ და პასუხს არც დალოდებია ისე გაქრა იქედან .
_ რა სწრაფად გაუჩინარდა არა?
_ჰო,ეს ჩვენი ერთ-ერთი უნიკალური თვისებაა
_მაგარია
_უფრო მაგარი იცი რა არის? ახლა აქ მხოლოდ ჩვენ ,რომ ვართ და შეგვიძლია ის ვაკეთოთ რაც გვსურს. ასე ,რომ ვთქვათ არ დავიმალოთ
_ჰო ეს ნამდვილად კარგია
_შენზე რას მეტყვი ნურ ?
_რა გაინტერესებს?
_ხმები დადის ,რომ ერთ სულელ ბიზნესმენთან გაქვს ახლო ურთიერთობა
_სულელი სულაც არ არის . წარმატებული ბიზნესმენია. ბევრი ფული აქვს
_შენი წყენინება არც მიფიქრია უბრალოდ მგონია ,რომ უკეთესს იმსახურებ
_არ მწყენია ნუ ღელავ
_ცოლად გაჰყვები ?
_ვნახოთ ,ალბათ კი
_არასდროს მესმოდა პირსლები ყოველთვის სულელ ადამიანებს რატომ ირჩევდით
_ალბათ იმიტომ ,რომ განსხვავებულ ადამიანებთან ცხოვრება საინტერესოა
_გარედმა იცის ვინც ხარ სინამდვილეში ?
_ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ
_ტყუილის თქმა ცუდი საქციელია
_იქნებ მეც ცუდი გოგო ვარ
_არა შენ გასაოცარი გოგო ხარ. შენნაირი მეორე არ მინახავს
_გმადლობ
მიუხედავად იმისა ,რომ ნური მაშინ მხოლოდ თვრამეტი-ცხრამეტი წლის იქნებოდა ისეთი მაცდური ღიმილი ჰქონდა ყველას ერთი შეხედვით ატყვევებდა. მან სწორედ ასე გაუღიმა იმ წუთას დიმიტრის და ისიც მაშინვე მოიხიბლა. წყვილმა დიდხანს ისაუბრა . დიმეტრი უყვებოდა მას სხვადასხვა მოდგმის ადამიანებზე. ზოგი მათგანი გააცნო კიდევაც .ნური დარწმუნდა რომ ის ნამდვილად ისეთი საინტერესო და განსაკუთრებული იყო ყოველი მათგანისთვის როგორც მოელოდა . უფრო მეტიც მისდამი ინტერესმა მოლოდინს გადააჭარბა კიდევაც . საღამო ხანს წვეულება საბოლოოდ დასრულდა და დიმიტრიც თავაზიანად დაემშვიდობა. ნურს ძალიან გაუჭირდა იმ სამყაროსთან დამშვიდობება რომელიც იმ დღეს პირველად გაიცნო . გული დასწყდა ,რომ დიმიტრიმ ბოლო ისტორიის მოყოლაც კი ვერ დაასრულა. ყველაზე მეტად კი გული იმან დასწყვიტა როცა გაიგო მსგავსი შეკრებების თარიღი განსაზღვრული არასდროს არ იყო . ეს კი იმას ნიშნავდა ,რომ მისი შეხვედრა ამ ადამიანებთან გაურკვეველი დროით გადაიდო.

მასინ ეს გასაოცარი აადამიანები ,რომლებიც საკუთარ თავებს განსაკუთრებულებს ეძახდნენ ვერც კი წარმოიდგენდნენ თუ ეს მშვენიერი არსება ქვეყანას გოგონას მოავლენდა ,რომელიც შეცვლიდა ყვველაფერს მანამდე არსებულს...


____
ეს არის ჩემი წიგნი. ჩემი პირველი სერიოზული ნამუშევარი. ბოლომდე კორექტირებული არ არის, მაგრამ ვიცი ,რომ აქ ბევრს უყვარს და ამიტომაც დავდე.
თანაც რამდენიმე დრის წინ არმოვაცინე ,რომ საიტზე აღარ დევს.
იმედი მაქვს გახსოვთ და წაიკითხავთ
გთხოვთ ვინც შეძლებთ თქვენი აზრი აუცილებლად გამოთვით რადგან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტულად ამ ნაწარმოების შეფასება.
მიყვარხართ და მიხარია რომ არსებობთ ჩემს ცხოვრებაში: მუდამ თქვენი Lisebeth



№1  offline წევრი blackboss

ახლა არ თქვა რომ გაგრძელება არ აქვს თორემ ალბათ გულის შეტევას მივიღებ!! <3 ძალიან მაგარი და ჩამთრევია ;დ

 


№2  offline წევრი lisebeth

blackboss
ახლა არ თქვა რომ გაგრძელება არ აქვს თორემ ალბათ გულის შეტევას მივიღებ!! <3 ძალიან მაგარი და ჩამთრევია ;დ

აქვს გაგრძელება. მეორე წიგნი რომელიც არ დამისრულებია...
არ მეგონა თავის დროზე თუ გამომივიდოდა და წერა შევწყვიტე მაგრამ გაგრძელებას ვაპირებ. ცოტა უკვე მაქვს დაწერილი მეორე წიგნში

 


№3  offline მოდერი Kira

ზუსტად იგივეს დაწერა მინდოდა მაგრამ რო გავიგე გაგრძელებაც იქნებაო აღარ გკითხე .. მოლოდინს გადააჭარბე . ძალიან მაგარი იყო , რაღაც განხვავებული და კარგი. ისე შევედი როლებში მეგონა მეც ვმონაწილეობდი ამ ისტორიაში მათთან ერთად. :D წარმატებებს გისურვებ და იმედია მალე ვიხილავთ გაგრძელებას <3. <3
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 


№4  offline წევრი si-xa

თათ გეფიცები ეს კიდე რომ არ გააგრძელოო მე ვიქნები შენი საბედისწერო ქალი არა მაგრამ ბავშვი. გავგიჟდებიი და გავაფრენ ეს რომ არ გაგრძელდეს ყველაზე მეტად მე ველოდები ქერა ბიჭუნას ამ ისტორიის გაგრძელებიდან :D ძალიან ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ love <3

 


№5  offline წევრი lisebeth

Kira
ზუსტად იგივეს დაწერა მინდოდა მაგრამ რო გავიგე გაგრძელებაც იქნებაო აღარ გკითხე .. მოლოდინს გადააჭარბე . ძალიან მაგარი იყო , რაღაც განხვავებული და კარგი. ისე შევედი როლებში მეგონა მეც ვმონაწილეობდი ამ ისტორიაში მათთან ერთად. :D წარმატებებს გისურვებ და იმედია მალე ვიხილავთ გაგრძელებას <3. <3

si-xa
თათ გეფიცები ეს კიდე რომ არ გააგრძელოო მე ვიქნები შენი საბედისწერო ქალი არა მაგრამ ბავშვი. გავგიჟდებიი და გავაფრენ ეს რომ არ გაგრძელდეს ყველაზე მეტად მე ველოდები ქერა ბიჭუნას ამ ისტორიის გაგრძელებიდან :D ძალიან ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ love <3

მიყვარხართ ყველანი და ჩემი სტიმული ხართ love

 


№6 სტუმარი Mari gurchumelia

ძალიან მაგარია. სიტყვები არ მყოფნის ისეთია. იმედი მაქვს მეორე ნაწილს მალე დადებ...

 


№7  offline წევრი lisebeth

Mari gurchumelia
ძალიან მაგარია. სიტყვები არ მყოფნის ისეთია. იმედი მაქვს მეორე ნაწილს მალე დადებ...
ძაან დიდი მადლობა ❤❤❤

 


№8 სტუმარი mari

მე-2 ნაწილს მალს მალე დადებთ?

 


№9 სტუმარი თაია

ახლა მე ლომკები მეწყება...თუ ახლავე არ გააგრძელებ,ჭკუიდან ავიწევი..შენ რა მაგარი გოგო ყოფილხარ,წარმატებებს გისურვებ...ველოდები გაგრძელებას უახლოეს დღეებში მაინც..

 


№10 სტუმარი მიკა

აუუ როგორი ფინალი ააქ არარი მეორეშიიიც მოცემულიიი

ააა ეს სამივე ნაწილი პირველი წიგნიაა ?? აუუ ასე ჯერ არაფერი მომწონებია ა ამ საიტზეე,.. იმედი მაქ, მალე დაიდებააა.. დღეში მერამდენედ ვამოწმეებ ))) ერთი სული მაააქქქ

 


№11  offline წევრი lisebeth

მიკა
აუუ როგორი ფინალი ააქ არარი მეორეშიიიც მოცემულიიი

ააა ეს სამივე ნაწილი პირველი წიგნიაა ?? აუუ ასე ჯერ არაფერი მომწონებია ა ამ საიტზეე,.. იმედი მაქ, მალე დაიდებააა.. დღეში მერამდენედ ვამოწმეებ ))) ერთი სული მაააქქქ

თაია
ახლა მე ლომკები მეწყება...თუ ახლავე არ გააგრძელებ,ჭკუიდან ავიწევი..შენ რა მაგარი გოგო ყოფილხარ,წარმატებებს გისურვებ...ველოდები გაგრძელებას უახლოეს დღეებში მაინც..

mari
მე-2 ნაწილს მალს მალე დადებთ?

მადლობა დიდი ყველას <3

 


№12 სტუმარი მიკა

Lizebeth sheni wigni.meramdened wavikitxe ukve da memilioned vamowmeb,axali tavi xo ar dadotqo.. arvici rogor shegapaso,.sityvebi ar myopnis.jer ar minaxavs am saitze aseti shesanishnavi ram. Arachveulebrivi xar .madloba rom arsebob,madloba rom dade es wigni aq da.mogveci sashualeba chvenc davmtkbariyavit... aravin shemipasebia ase aq, martla aghprtovanebuli var.. ertisuli maq ,rodis wavikitxav bolomde

 


№13  offline წევრი lisebeth

მიკა
Lizebeth sheni wigni.meramdened wavikitxe ukve da memilioned vamowmeb,axali tavi xo ar dadotqo.. arvici rogor shegapaso,.sityvebi ar myopnis.jer ar minaxavs am saitze aseti shesanishnavi ram. Arachveulebrivi xar .madloba rom arsebob,madloba rom dade es wigni aq da.mogveci sashualeba chvenc davmtkbariyavit... aravin shemipasebia ase aq, martla aghprtovanebuli var.. ertisuli maq ,rodis wavikitxav bolomde

დიდი მადლობა საყვარელო გაიხარე <3 ჩემთვის დიდი პატივია

 


№14 სტუმარი Guest მარიამი

მეორე ნაწილი არ დევს ამ წიგნის? ძალან დამაინტერესა და გაგრძელებას ველი

 


№15  offline აქტიური მკითხველი La-Na

უმაგრესი ხარ იმედია მალე დადებ.ყველანაირად განსხვავებულია
--------------------
ლანა

 


№16 სტუმარი Guest მარიამი

ამ წიგნის გაგრძწლებას როდის დადებთ?... გთხოვთ მალე დადეთ რაა...

 


№17 სტუმარი Natashkina

გამარჯობა
ძალიან მომეწონა წიგნი. მაინტერესებს მეორე წიგნი როდის გამოდის

 


№18  offline წევრი lisebeth

Guest მარიამი
მეორე ნაწილი არ დევს ამ წიგნის? ძალან დამაინტერესა და გაგრძელებას ველი

La-Na
უმაგრესი ხარ იმედია მალე დადებ.ყველანაირად განსხვავებულია

Guest მარიამი
ამ წიგნის გაგრძწლებას როდის დადებთ?... გთხოვთ მალე დადეთ რაა...

Natashkina
გამარჯობა
ძალიან მომეწონა წიგნი. მაინტერესებს მეორე წიგნი როდის გამოდის

იმდენი ხანია არ დამიდევს.მომინდა მისი დადება რაღაცნაირად
იმედი მაქვს მალე იქნება და თქვენც გემახსოვრებათ

 


№19 სტუმარი eto

rato agar dadevi exla wavikitxe da dzalian momewonaaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent