შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი თმა ქარში არაა, თმაშია ქარი. (1)


23-01-2016, 18:47
ავტორი BvBArMy
ნანახია 2 074

ბედნიერება რა არის? არ ვიცი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ერთხელაც არ ვყოფილვარ ბედნიერი, არ ვაზვიადებ ეს ასეა. მშობლების სითბო არასდროს მიგრძვნია, ხო არასდროს. ჩემი მშობლები ფულიან ელიტაში "გაჩითული" ხალხი იყო და შესაბამისად მეც მიწევდა ამ დამპალ ელიტაში ყოფნა. ასე, რომ ვთქვათ ჩემ მშობლებს მხოლოდ იმიტომ ვჭირდებოდი, რომ მათ ფულიან წრეში ერთ ერთი საამაყო შვილის ტიტულით მესარგებლა და თვითონ კიდევ კარგი მშობლების. თითქმის არასდროს არიან სახლში და მე ეს ძალიანაც მიხარია. ჩემ მშობლებს ჩემთვის ერთხელაც კი არ უთქვამთ თბილი სიტყვა რაც გულს ძალიან მწყვეტდა, მათი დამსახურებაა რომ ასეთი ვარ, ასეთში ვგულისხმობ, არ მიყვარს სითბო ჩახუტება და ა.შ ხო ცოტა ჩაკეტილიც ვარ. ჩემი მშობლები ცნობილი ბიზნესმენები არიან და ფულიც ბლომად აქვთ, ყოველთვის მაღლიდან უყურებენ მათ დაბლა მყოფ საზოგადოებას, მე ასე არ ვარ და არც არასდროს ვიქნები. არასდროს მიამაყია ჩემი მშობლებით და არც არასდროს ვიამაყებ, მათგან სითბო არასდროს მიგრძვნია და, როგორც ჩვეულებრივ სხვა ბავშვებს მშობლები ძალიან უყვართ მე მხოლოდ მათ მიმართ სიცივეს ვგრძნობ სხვა არაფერს. მოკლედ გეტყვით ჩემ შესახებ მე ვარ თაკო ჯანხოთელი 18 წლის, მყავს და 22 წლის, მაგრამ მშობლები მას შვილად აღარ თვლიან რადგან მაყუთიან ტიპს არ გაყვა ცოლად. მაქვს შავი თვალები, იასამნისფერში გარდამავალი გრძელი თმა, არ ვარ "ჩამოსხმული" გოგო, არც ისე მაღალი ვარ და ხო ვარ გამხდარი. ვფიქრობ, რომ სიყვარული არ არსებობს, არ მყავს ბევრი მეგობრები, ვსწავლობ ფსიქოლოგიოურზე. სიგარეტს ვეწევი ბევრჯერ ვცადე თავის დანებება, მაგრამ არ გამოვიდა. მყავს ორი საუკეთესო მეგობარი ლაშა და ნუკი აი ეს ორი ყველას მირჩევნიაა, ლაშა ბაბნიკი ტიპია, ნუკი კიდევ ყოველ სამ დღეში ერთხელ დეპრესიაშია იმის გამო, რომ შეყვარებულს დაშორდა. ერთმანეთისგან რადიკალურად განვსხვავდებით, მაგრამ მაინც ერთად ვართ, ხო და ბოლოს ჩემი ჰობი არის ძილი. მოკლედ მოვრჩი ჩემზე ლაპარაკს, დილით ნუკის ზარმა გამაღვიძა.

- თაკოო, ტიროდაა ჰაჰ მორიგმა ბიჭმა მიატოვა იმ ბიჭმა რომელსაც ძალიან უყვარდა თურმე.

- რა გინდა? ნამძინარევმა ვუპასუხე,

- გამო რა ჩემთან სლუკუნებდა.

- ჯანდაბას გამოვალ ტელეფონი გავუთიშე როგორც ყოველთვის შავი დახეული შარვალი ორი ზომით დიდი შავი მაისური და ბათინკები ჩავიცვი, ყურსასმენებს და ტელეფონს ხელი დავავლე და ნუკისთან ფეხით წავედი. ყურსასმენები გავიიკეთე და სხვა სამყაროში გადავეშვი, მუსიკაა? ეს... ეს არის ჩემი ცხოვრება, მუსიკის გარეშე არ ვარსებობს, ხო ისე დამავიწყდა მეთქვა კარგი ხმა მაქვს და გიტარაზეც მშვენივრად ვუკრავ, მაგრამ ძალიან იშვიათად ვმღერი. AVENGED SEVENFOLD-ის DEAR GOD ჩავრთე და ცოტა ხნით მოვწყდი ამ დაწყევლილ სამყაროს. როგორ მივედი ნუკისთან არ მახსოვს გზად სიგარეტი ვიყიდეე და კიბეებზე სწრაფად ავედი. დაუკაკუნებლად შევედი სახლში და ნუკის ოთახისკენ ავიღე გეზი.

- სად ხარ აქამდე? ტირილით მიტხრა ნუკიმ ჩემსკენ წამოვიდა და ჩამეხუტა მე არ ჩავხუტებივარ და ეს სულაც არ სწყინდა რადგან იცოდა ჩემი ხასიათი.

- რა გჭირს? ისევ მიგატოვეს? ცინიკურად ჩავიცინე.

- აუუ თაკო ძალიან ცუდად ვარ მართლა ამოიკნავლა ნუკიმ.

- რამდენჯერ გითხარი, რომ სიყვარული არ არსებობს? ხედავთ თქვენი ეგრედწოდებული სიყვარული რას გიშვება?

- აუ თაკო კარგი რააა, რა ვქნა მიყვარს,

- ხო ისე გიყვარს მეორე დღეს სხვა ბიჭი გიყვარს ირონიულად ჩავიცინე

- შენი ირონიულობა და ცინიზმი მომკლავს მე.

- ძალიან გამიხარდება ვუთხარი და სიგარეტის ერთი ღერი ამოვიღე.
აუუუ თაკო რა იდიოტი ხარ რააა, ნამტირალები სახით შემომხედა ნუკიმ.

- იდიოტი ბებიაშენია, შევუღრინე.

- ამ ბებიაჩემს რას გადაეკიდე ერთი რა?

- კიდე მე გადავეკიდე? ჯერ, რომ მოვდივარ ისეთი სახით მხვდება მგონია თავზე რამეს გადამამტვრევს. ირონიულად გავუცინე და კიდევ ერთ ღერ სიგარეტს მოვუკიდე.

- იმიტომ, რომ წინა ზაფხულს კინაღამ ყბა ჩაუმტვირე გაცეცხლებულმა მითხრა კატომ.

- კინაღამ არ ითვლება ნუკი ვუთხარი და ჯიბიდან ტელეფონი ამოვაძვრინე.

- ვის ურეკავ? გაკვირვებულმა მკითხა ნუკიმ და ჩაცმა დაიწყო

- ნანას (ჩემი და) მეორე ზარზე აიღო ჩემმა დამ და მხიარულად მიპასუხა.

- დაა გაგახსენდა როგორ ვერ ვიტან ამ წინადადებას.

- მადლობა თქვი ვაფშე, რომ გირეკავ რააა გაბრაზებულმა ჩავძახე ტელეფონში და სიგარეტი გავაბოლე.

- კარგი კარგი როგორ ხარ ისე? არ გამოივლი ჩემკენ?

- დღეს თავისუფალი ვარ გამოგივლი საღამოს.

- რომ ამოხვალ შოკოლადები ამოიყოლე რააა ნანას სიცილიანი ხმა ჩამესმა ყურში.

- შენ მაგიტო გინდა ხო მე, რომ მანდ ამოვიდე? გაბრაზებული ტონით ვუთხარი.

- არა მართლა მომენატრე სიცილით მითხრა.

- ჰაჰ კაი პასუხს არ დავლოდებივარ ისე გავუთიშე ტელეფონი.

- ტატუ უნდა გავიკეთო მხიარულად ვუთხარი ნუკის.

- გაგიჟდი? დედაშენი და მამაშენი გადაირევა ჯერ თმები, რომ შეიღებე მაშინ რა დღეში ჩავარდნენ და ახლა ტატუზე ვაფშე გაგიჟდებიან. თვალებგაფართოებულმა მითხრა ნუკიმ.

- ერთი კი არა ბევრი ტატუ მინდა, ნუკის ლაპარაკს ყურადღება არ მივაქციე ისე გავაგრძელე ჩემთვის ფიქრი.

- გოგო არ გესმის რას გელაპარაკები? იყვირა ნუკიმ.

- აუ ნუკი სულ არ მაინტერესებს რას იტყვიან ეგრედწოდებული "დედა" და "მამა" წავედი მე და მოდიხარ თუ არა? კარებში გასვლამდე მივუტრიალდი ნუკის.

- ხო კარგი მოვდივარ ჩაიბურტყუნა და უკან გამომყვა. ლაშას მოცემულ მისამართზე მივედით ოთახში, რომ შევედით გარშემო უამრავი ნახატი იყო, მაშინვე მომეწონა ეს გარემო, ჩვენთან ერთი ბიჭი მოვიდა ეტყობა ის ხატავდა ტატუებს.

- გამარჯობა რით შემიძლია დაგეხმაროთ? ღიმილით გვკითხა მე და ნუკის.

- ტატუს გაკეტება მინდა ჩვეულებრივი სახით ვუთხარი.

- აქეთ დაბრძანდით, სკამისკენ გვანიშნა ხელი მეც მივედი და დავჯექი, მერე ტატუები ამარჩევინეს, ძალიან მომწონდა ჩემი არჩევანი ტატუს, რომ მახატავდნენ ნუკი თვალებზე ხელს იფარებდა მე კიდევ ვკვდებოდი სიცილით.

- ნუკი რა გჭირს? სიცილით ვუთხარი.

- ეხლა არ გტკივა? ცრემლიანი თვალები შემომანათა.

- არა არ მტკივა სიცილით ვუთხარი. აღარაფერი უთქვამს, ხელები ისევ სახეზე აიფარა, ტატუს დახატვას დიდი ხანი დასჭირდა. სარკეში ჩავიხედე და ძალიან მომეწონა, რომ დავფიქრდი აქამდე რატომ არ გავიკეთე თქო გამეცინა, მერე ნუკის სახლსიიკენ ავიღეთ გეზი სადარბაზოსთან, რომ მივედით მერე გამახსენდა, რომ ნანაუნდა მენახა.

- აუუ ნუკი უნდა წავიდე მე.

- სად უნდა წახვიდე?

- ჩემ დასთან კაი წავედი, აღარ დავლოდებივარ ისე გავუდექი
გზას, ყურსასმენები გავიკეთე და მუსიკის სამყაროში გადავეშვი, არ ვიცი, მართლა არ ვიცი რას მიშვება მუსიკა, მაგრამ მისი მოსმენისას რაც არ უნდა ცუდად ვიყო ვმშვიდდები, ამ ბინძურ ცხოვრებას ვცილდები და თითქოს სხვა განზომილებაში გადავყავარ. მივდიოდი ქუჩაში და ვერ ვამჩნევდი ვერავის, ვიყავით მხოლოდ მე და მუსიკა. სახლში, რომ მივედი ჩემდა გასაკვირად დედაჩემი და მამაჩემი სახლში იყვნენ, არაფერი მითქვამს ჩემ ოთახში შესვლა დავაპირე, რომ მამაჩემის მკაცრი ხმა დამეწია.

- თაკო აქ მოდი, ჰაჰაჰა როგორც ჩანს გავახსენდი, ირონიული სახით შევბრუნდი მამაჩემისკენ, ყურადღება ჩემ ხელზე ქონდა გადატანილი.

- რა გინდა? მკაცრად ვუთხარი, ჩემი თავის მეც გამიკვირდა.

- ეს რა ჯანდაბაააა? თითქმის ყვირილით მითხრა.

- პირველი ნუ მიყვირიხარ და მეორეც ამას ტატუ ქვია, ხმამაღლა ვუთხარი და მზერა ჩემი ხელისკენ გადავიტანე.

- შენ ჩემი შვილი ხარ რასაც მინდა იმას გეტყვი გაიგე? ან ვის კითხე ნებართვა ტატუს, რომ იხატავდი, თან მთელ ხელზე. ცინიკურად
ჩავიცინე.

- ხოოო? ახლა გაგახსენდათ, რომ შვილი გყავთ? აქამდე სად იყავით? იმ მომენტში სად იყავით როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა თქვენი გვერდით ყოფნა გამაგებინეთ? მითხარით როდისმე ჩამხუტებიხართ? ტკბილი სიტყვა მაინც გითქვამთ ჩემთვის? სიგარეტის მოწევა, რომ დავიწყე ერთხელ მაინც მითხარით შვილო ეგ შენი ჯანმრთელობისთვის საზიანოა და აღარ მოწევო? თქვენ მხოლოდ თქვენი დამპრალი საზოგადოება, და ფული გაინტერესებთ. ნანა? ნანაზე რას მეტყვით? შვილად მხოლოდ იმიტომ აღარ აღიარებთ, რომ მაყუთა ტიპს არ გაყვა ამ ყველაფრის მერე თქვენ მშობელბი ხართ? ბოლო ხმაზე დავიწყე ღრიალი და რაც ამდენი ხნის განმავლობაში არ მითქვამს ყველაფერი ვთქვი. ორივე გაკვირვებულები მიყურებდნენ მერე მამაჩემი გაცეცხლებული ჩემსკენ წამოვიდა ხელი უნდა დაერტყა, მაგრამ ჰაერში დავუჭირე.

- ეგ კაცობა არ არის უხეშად გავუშვი ხელი ჩემ ოთახში შევედი გამოვიცვალე და ნანასთან წავედი, საშინლად ნერვებმოშლილი ვიყავი. ისევ ყურსასმენები გავიკეთე ისევ ყველაფერი დამავიწყდა, მანქანა გამოვიყვანე და ნანას სახლისკენ გავუდექი გზას. მანქანა მოშორებით გავაჩერე და მაღაზიაში შევედი, ბევრი შოკოლადი და სიგარეტი ვიყიდე, ვიცი ვიცი, რომ არ არის კარგი, რომ ვეწევი, მაგრამ რა ვქნა უბრალოდ არ შემიძლია თავი დავანებო. ლიფტით არ ავსულვარ მე-8 სართულამდე ფეხით ავედი, საშინელი ჩხუბის ხმა გავიგე თანაც ჩემი დის სახლიდან სწრაფი ნაბიჯით შევედი სახლში და თვალები გამიფართოვდა, ჩემი და მუხლებზე იყო დაცემული და ტიროდა, ზაზა (ქმარი) ბოლო ხმაზე უყვიროდა და ხანდახან ხელს ურტყავდა.

- როგორ გაბედე ჰა? გეკითხები, როგორ გამიბედე?

- ბოდიში, მაპატიე გთხოვ, ქვითინებდა ნანა და ძლივს ლაპარაკობდა.

- შენი დედამოვ**ან ხელის დარტყმას აპირებდა ზაზა, რომ ბოლო ხმაზე შევკივლე

- არ გაბედო, არ გაბედო ნაბი*ვარო თორემ გეფიცები ჩემი ხელით მოგკლავ, ვუთხარი და ნანას წიინ გადავუდექი, ზაზამ გაკვირვებული სახით შემომხედა და ჩაიცინა.

- გზაზე არ გადამეღობო ლაწირაკო თორემ..... გავაწყვეტინე სიტყვა.

- თორემ? თორემ რა გეკითხები? ორივეს მოგვკლავ? აბა გაბედე, მიდი გაბედე ნანას ხელს დააკარებ და მოგკლავ შენც ძალიან კარგად იცი, რომ ამას გავაკეთებ გამწარებულმა ვუთხარი ძალიან მომინდა, რომ ნანას ჩავხუტებოდი და მეც მასტან მეტირა, მაგრამ არ შემეძლო უბრალოდ არ შემეძლო. ცხოვრებაში ერთხელაც არ მიტირია, ჩემს თვალზე ცრემლი არავის დაუნახია ახლაც ვერ ვიტირებდი, იმიტომ, რომ არ შემეძლო ცრემლები არ მქონდა.

- ერთი ამ ლაწირაკს შეხედე გამოვიდა მაშველი, გადაიხარხარა ზაზამ.

- წაეთრიე ამ სახლიდან და აღარასდროს დაბრუნდე, ყვირილით ვუთხარი.

- შენ თავი ვინ გგონია? ვერ გამაგდებ გესმის? უფლება არ გაქვს შენ ვინ მიგდიხარ ამის დედამოვ**ან.

- როგორც მოგეხსენება ეს სახლი ჩემი დის არის, შესაბამისად შეუძლია გაგაგდოს, ხო ისე როდიდან გახდა მოდაში დედის გინებები? თავი მაგარი ტიპი გგონია? უკვე მოთმინება მეკარგებოდა.

- მოდი აბა შენ ძვირფას დას ვკითხოთ თუ უნდა ჩემი წასვლა ნანასთან დაიხარა და მკვლელის თვალებით შეხედა, ნანა საყვარელო, ჩემო სიცოცხლე გინდა, რომ წავიდე? ნანას ერთი დიდი მინუსი ქონდა თბილ სიტყვებზე ეგრევე ლბებოდა ხოლმე, ამიტომ მეგონა, რომ არ გაუშვებდა, მაგრამ შევცდი ადგა და სახეში გაარტყა.

- ჩემმა თვალებმა აღარ დაგინახოს დაუყვირა, ზაზაც გამწარებული გავარდა სახლიდან ნანა ადგა და ჩამეხუტა, მე არ ჩავხუტებივარ ისევ ისე უმოქმედოდ ვიდექი.
ზოგჯერ ვფიქრობ ნუთუ უნდა ცხოვრობდეს ჩემნაირი ადამიანი ამ სამყაროში, აადამიანი, რომელსაც არ გააჩნია გრძნობები, არ შეუძლია გამოხატოს სითბო, ტკივლი, მაგრამ რადგან ვცხოვრობ ესეიგი შესაძლებელია. ლაშაც და ნუკიც კარგად მიგებდნენ და ჩემ ცივ დამოკიდებულებას ყურადღებას არ აქცევდნენ, რასაც ვერ ვიტყვი ნანაზე, ის ყოველთვის მეჩხუბებოდა იმის გამო, რომ არცერთხელ ჩავხუტებივარ, ხანდახან ისიც კი უთქვია მშურს შენი გრძნობების გამოხატვა, რომ არ შეგიძლიაო.
ისევ ისე გაშეშებული ვიდექი, ნანა ისევ შემომხვეოდა, მერე უცბათ მომშორდა და თვალებში ჩამხედა, მე მზერა ავარიდე და იქვე დივანზე დავჯექი.

- როგორ შეგიძლია? როგორ შეგიძლია ასეთი იყო? ტირილით მითხრა ნანამ და ჩემს გვერდით ჩამოჯდა.

- როგორი? მშვიდად ვუთხარი.

- როგორი და ასეთი ცივი, თითქოს გრძნობები არ გაგაჩნია, არ გტკივა, არ გიხარია, ასეთი როგორ ხარ? ოდნავ სითბოსაც კი არ გამოხატავ, ირონიითა და ცინიზმით ხარ გაჟღენთილი არაფერი მითქვია, ამ კითხვაზე პასუხი არც მე მქონდა, ვცადე საუბარი სხვა თემაზე წამომეწყო.

- ბოდიშს რატომ უხდიდი?

- რაააა? მე რას გელაპარაკები და შენ რას მეუბნევი ტირილით მითხრა.

- ბოდიშს რატო უხდიდი თქო? ისევ გავუმეორე კითხვა.

- რა?... ვის? თავი დაიდებილა ნანამ.

- ბოდიშს რატომ უხდიდი მეთქი ცოტა ხმამაღლა ვუთხარი და ჯიბიდან სიგარეტი ამოვიღე.

- არ გადაეჩვიე? საუბრის სხვა თემაზე გადატანა სცადა,

- კიდევ ბევრჯერ უნდა გამამეორებინო? ბოდიშს რატო უხდიდი ჩემდა გასაკვირად მშვიდად ვუთხარი.

- მეეე... მეეე სლუკუნებდა ნანა და ვერაფერს მეუბნევოდა.

- ხელს გარტყავდა და კიდევ შენ უხდიდი ბოდიშს ირონიულად ჩავიცინე და სიგარეტს მოვუკიდე. არაფერი უთქვია.

- ახლა აღარ შეგაწუხებს, წავიდა.

- მე რა ვქნა თაკო? ახლა როგორ ვიცხოვრო, დედა და მამა შვილად აღარ მთვლიან ფული ხომ მჭირდება არა?

- ლაშას ვეტყვი და რამე სამსახურს მოგიძებნის

- კარგი რა სირცხვილია, აღარაფერი მითქვამს ტელეფონი ამოვიღე და ლაშას დავურეკე.

- ხო თაკუშ ლაშას სიცილნარევი ხმა მომესმა ტელეფონში.

- პირველი თაკუშას ნუ მეძახი, მეორე ნანასთან ამოდი საქმე მაქვს.

- კაი 10 წუთში მანდ ვარ.

- სად ხარ ახლა? ცინიკურად ვუთხარი.

- საბურთალოზე

- ვერ მოასწრებ ირონიულად ვუთხარი.

- მოვასწრებ გაიცინა, აღარაფერი მითქვამს ტელეფონი გავუთიშე.
დრო დავნიშნე და ზუსტად 14 წუთში შემოვარდა ლაშა და დივანზე
დაეხეთქა.

- ლაშა 23 წლის ხარ უკვე და პატარა ბავშვივით ცანცარებ. ნანას
სახეზე აღარ ეტყობოდა, რომ იტირა შესაბამისად ლაშას არაფერი
უთქვია.

- ყველა შენი ქმარივით დასტოინი ვერ იქნება, ნანამ თავი ჩახარა.

- ვერ მოასწარი, ცინიკურად ვუთხარი.

- 4 წუთი არც იქით არც აქეთ ცალყბად გაიცინა.

- შენ თქვი 10-შიო ხოდა ვერ მოხვედი 10 წუთში.

- ეს შენი და ხო არაფერს შემარჩენს ნანას მიუბრუნდა. - ხო კაი ეხლა რატო დამიბარე ესე სასწრაფოდ? ისევ მე შემომხედა.

- ნანას სამუშაო უნდა აშოვნინო, წყალი კინაღამ გადასცდა ლაშას.

- რააააა? ამას? ხელი გაიშვირა ნანასკენ. - პროსტა ამან რა უნდა გააკეთოს ტო? გაკვირვებული სახით შემომხედა ლაშამ.

- იდი... სიტყვა გავაწყვეტინე ნანას.

- მომისმინე ლაშა. ნანა ზურას დაშორდა, როგორც იცი ჩვენი ძვირფასი მშობლები შვილად აღარ აღიარებენ ხოდა ახლა ფული სჭირდება აუცილებლად.

- რააა? რატო დაშორდით? გაკვირვებული სახე მოგვავლო მე და ნანას.

- რა მნიშვნელობა აქვს უშოვი თუ არა? მშვიდად ვკითხე და ფანჯარასთან დავდექი.

- ხო აბა რას ვიზავ ტო. ისე დღეს კლუბში ხო არ წავსულიყავით?
ჩემი ძმაკაცის ძმა ჩამოდის ამერიკიდან და კლუბში ვიკრიბებით, თან ნანა გულს გადააყოლებს. აციმციმებული თვალებით შემომხედა ნანამ.

- აუ წავიდეთ ხო თაკო? ისე შენ რას გეკითხები შენზე დიდი ვარ
და როგორც მინდა ისე ქინება ბავშვურად მითხრა ნანამ.

- ხოდა თქვენ წადით მშვიდად ვუთხარი და სიგარეტი გავაბოლე.

- ოოო ეგრე არ წავალ მაშინ, გაიბუსხა ნანა.

- მაშინ ძალიან დიდ ხანს ნუ გავჩერდებით.

- მაგარია. ნუკისაც დავურეკეთ და 8 საათისთვის კლუბში წავედით. არ ვიცი, რატომ მაგრამ თითქოს დის მოვალეობები ავამუშავე, მიუხედავად იმისა, რომ ნანა ჩემზე დიდი იყო, ყოველთვის მასზე კარგად ვაზროვნებდი და ხანდახან იმასაც ვფიქრობდი ნანაზე დიდი ხო არ ვარ და ხომ არ მატყუებენ თქო. ბავშვობიდან მეუბნევოდნენ უცნაური და განსხვავებული ხარო, მაგრამ მაშინ ამ ყველაფრის განმარტება არ ვიცოდი, აახლა როცა გავიზარდე, ჭკუაში ჩავვარდი ვფიქრობ და ვხვდები, რომ ეს მართალია, რაღაცით უცნაურიც
ვარ სხვებისგან, და ყველაფრით განსხვავებული, მხოლოდ ერთი საერთო გვაქვს ყველას, ყველა ადამიანია.
ჩემ ცხოვრებაში ალბათ ყველაზე დიდი როლი ლაშამ და ნუკიმ ითამაშეს, ისინი, რომ არა ალბათ ახლა ამაზე უარესი ვიქნებოდი ვიდრე ვარ. მათთვის ცხოვრებაში არასდროს მითქვამს თბილი სიტყვა, მაგრამ მაინც ყოველთვის მიგებდნენ და თბილად მექცეოდნენ. არასდროს სწყინდათ ჩემგან ცივი მოპყრობა რადგან იცოდნენ ჩემი ხასიათი, არ ცდილობდნენ ჩემ შეცვლას, მეც როცა საჭირო იყო და როცა უჭირდათ გვერდში ვედექი. აი ნანა კი ყოველთვის ჩხუბობდა იმის გამო, რომ ასეთი ვიყავი, ყოველთვის უნდოდა ჩემში რაღაც შეეცვალა, რაღაც კი არა რაღაცეები, მაგრამ არასდროს გამოსდიოდა.
კლუბში შევედით, ეს არის ის გარემო, რომელსაც ყველაზე მეტად ვერ ვიტან. საშინელი ხმაური, უამრავი გალეშილი ტიპი, ზოგისთვის გემოვნებიანი ზოგისთვის კი უგემოვნო მუსიკა. ერთი მაგიდისკენ წავედით სადაც ლაშას ძმაკაცები ისხდნენ.

- ვააა თაკო როგორ ხარ ტო? სად დაიკარგე? მხიარულად მკითხა გიორგიმ.

- კარგად შენ? მშვიდად ვუთხარი და ნუკის გვერდით დავიკავე ადგილი.

- რავი მეც ვარ რააა, აუ ისე სად არიან ამდენ ხანს? გიორგიმ მის გვერძე მჯდომ გოგას გადახედა.

- აი მოდიან თქვა გოგამ და კარებისკენ გაიხედა, მე არ გამიხედია, ვიგრძენი ჩემს უკან, როგორ დადგა ვიღაც.

- ვააა როგორ ხარ ბრატ? რამდენი ხანია არ მინახიხარ, აუ ვაფშე მაგრად შეცვლილხარ რა დაიქოქა გიორგი და ვეღარ გაჩერდა, ჩემდაუნებურად გამეცინა.

- კარგად თქვენ როგორ ხართ? უკნიდან უბოხესი ხმა მომესმა. მაინც არ შევტრიალდი და ჰოპა უცბათ უცნობი ჩემს გვერდით აღმოჩნდა, მისი უამრავ ტატუიანი ხელი თითქმის ჩემ ხელს ეხებოდა. ნუკი ჩემს მეორე მხარეს იჯდა თვალებგაფართოებულმა გამომხედა და ჩამჩურჩულა.

- აუ რა სიმპატიური ბიჭია ქვედა ტუჩი მოიკვნიტა, არაფერი მითქვამს უბრალოდ გავუღიმე, ბოლოს დადგა დრო ჩვენი გაცნობისა.

- უი ხო გაიცანი ეს თაკოა, ეს ნანა,ეს ნუკი გოგოებო ეს დაჩის ძმააა ზუკა.

- სასიამოვნოა გვითხრა ზუკამ, მის საკმაოდ წამოზრდილ წვერზე ხელი მოისვა და მე გადმომხედა.

- ჩემთვისაც ირონიულად გავუცინე და ნანას გადავხედე, რომელსაც
თვალები ერთი ადგილისთვის გაეშტერებინა მეც თვალი გავაყოლე და ზურა დავინახე, რომელიც ვიღაც გოგოეს ეხვეოდა, ცინიკურად გამეცინა
და ისევ ნანას შევხედე, ცოტაღა აკლდა ტირილამდე ადგა და საპირპარეშოში გავიდა მეც გავყევი, სარკესთან დადგა და ტირილი დაიწყო, მე კარებს მივეყუდე და ლოდინი დავიწყე. დაახლოებით 10 წუთი ტიროდა. ეტყობა ელოდა, რომ მივიდოდი და ჩავეხუტებოდი, მაგრამ ისიც იცოდა, რომ ეს არ მოხდებოდა.

- გეყოფა მშვიდად ვუთხარი,

- თავი დამანებე გაბრაზებულმა მითხრა და გავიდა, მერე კლუბიდან გასასვლელი კარებისკენ წავიდა. ლაშამ და ბიჭებმა თვალი გამოგვაყოლეს, ლაშა ადგა და უკან გამომყვა, ნანამ ტაქსი გააჩერა და წავიდა არ გავყოლილვარ, იქვე ბარდიულზე ჩამოვჯექი სიგარეტი ამოვიღე და მოვუკიდე, ლაშაც გვერდით მომიჯდა.

- რა მოხდა? გაკვირვებულმა მკითხრა - რატომ წავიდა?

- ზურა დაინახა ვიღაც გოგოსთან ერთად, მერე საპირფარეშოში შევიდა და ტირილი დაიწყო, არაფეირ მითქვამს, ეტყობა ეგონა ვანუგეშებდი, ჩავეხუტებოდი ან რჩევას მივცემდი, მაგრამ ხო იცი მასეთები არ შემიძლია არაა ვთქვი და სიგარეტი გავაბოლე.

- მაგან კიდევ რითი ვერ გაიგო, რომ არ ხარ მასეტი ტიპი? თითქოს გაბრაზებულმა თქვა.

- ლაშა. წყნარად ვუთხარი.

- ჰო, მანაც მშვიდად მიპასუხა.

- ცუდი ადამიანი ვარ? ან საერთოდ ადამიანი ვარ? მე რა ადამიანი ვარ არ გამაჩნია გრძნობები, ასეთი ცივი ვარ, საერთოდ რა მინდა? რატომ ვცხოვრობ რა არის ჩემი მიზანი? ესეც კი არ ვიცი, ხანდახან იცი, როგორ მინდა მეც შემეძლოს ტირილი? იცი, როგორ მინდა თქვენთან მოვიდე და ჩაგეხუტოთ? მაგრამ არ შემიძლია თითქოს რაღაც მიჭერს, და თქვენამდე არ მიშვებს, თითქოს ცრემლები აღარ მაქვს, რომ ვიტირო. მაგრამ ხანდახან მომწონს როგორიც ვარ რაც არ უნდა სიგიჟედ ჩათვალო, რა ვქნა ლაშა? არ შემიძლია შეცვლა ასეტი ვარ. ან საერთოდ რატომ ცდილობენ ჩემ შეცვლას, რა დავაშავე ისეტი, რომ ასეთი მშობლები მყავს? საერთოდ არ ვაინტერესებ, მათგან სითბო ცხოვრებაში ერთხელაც არ მიგრძვნია, მხოლოდ შენ და ნუკი მედექით გვერძე, მაგრამ ხედავ? არც თქვენ მიმართ შემიძლია სითბო გამოვხატო. ახლა როცა ამ სიტყვებს ვამბობ მინდა ვიტირო, მაგრამ არც ეგ შემიძლია მშვიდად ვთქვი და თავი ჩავხარე. ლაშამ მაგრად მომხვია ხელები.

- მე შენ ისეთი მიყვარხარ როგორიც ხარ, ამაზე ნუღარ იფიქრებ დამერწმუნე ზოგჯერ აჯობებს ისეთი ადამიანი იყო როგორიც შენ ხარ. ნუღარ დაიგრუზები რა მაგის გამო მითხრა და თავზე მაკოცა. ცოტა ხანს ვიჯექით მერე ავდექით და შიგნით შევედით ყველამ გვკითხა რა მოხდაო, მე და ლაშამ კი ყველას ერთი და იგივე პასუხი გავეცით "არაფერი" ჩვეულებრივად გაგრძელდა მხიარულება, ზუკას მზერა კი მწვავდა.
წვიმდა, მაგრამ მე მაინც ნელა მივდიოდი ქუჩაში, წვიმა ალბათ ერთადერთი იყო რაც მიყვარდა. ყურსასმენები მეკეთა და ნელი ნაბიჯით მივდიოდი ქუჩაში, უცბათ უკნიდან სიგნალის ხმა მომესმა, მივიხედე დაბურულ ფანჯარაში ვერ მივხვდი ვინ იყო, სანამ მანქანიდან ზუკა არ გადმოვიდა, კაპიშონი სწრაფად წამოიფარა თავზე და ჩემსკენ წამოვიდა.

- თაკო ჩაჯექი წაგიყვან მშვიდად მითხრა და გამიღიმა.

- არ მინდა, მეც წყნარად ვუთხარი და გზა გავაგრძელე ზუკაც გამომყვა.

- წვიმს დასველდები წამო უკვე ნერვები მეშლებოდა,

- რომ წვიმს სწორედ ამიტომ ვარ ახლა გარეთ, ზუკამ უბრალოდ ჩაიცინა.

- კაი მეც შენთან ერთად წამოვალ, მანქანის კარები დაკეტა და უკან გამომყვა. ცოტა ხანს ხმას არცერთი ვიღებდით ბოლოს სიჩუმე მან დაარღვია.

- რამეს არ მომიყვები შენზეე? გაიღიმა და დაბლა დაიხედა, ვაღიარებ მართლაც საოცარი ღიმილი ჰქონდა.

- რა გაინტერესებს? გვერდულად ავხედე და მეც გავუღიმე.

- შენზე მომიყევი რამე, ისევ ის ღიმილი.

- თაკო ჯანხოთელი 18 წლის, ვსწავლობ ფსიქოლოგიურზე. ცინიკური ღიმილით შევხედე.

- სულ ესაააა? მანაც ირონიულად ჩაიცინა.

- სულ ესააა. შენზე რას მეტყვი.? დაინტერესებულმა ვკითხე.

- ზუკა ჩხეიძე 23 წლის, ფოტოგრაფი და DJ-ი ვარ იმ კლუბში პირველად, რომ შეგხვდი. ეშმაკურად ჩაიცინა და გვერდით გაიხედა.

- კარგი პროფესიები გაქვს გავიღიმე და ჯიბიდან სიგარეტი ამოვიღე.

- შენ რა ეწევი? გაკვირვებული სახე მომაპყრო.

- არა სილამაზისტვის დამაქვს ირონიულად ჩავიცინე.

- მომეცი მკაცრად მითხრა?

- რააა? გაკვირვებულმა ვკითხე

- შეგიძლია სიგარეტი მომცე? მშვიდად მკკითხა და თვალებში ჩამაჩერდა.

- აიღე მთლიანი ყუთით გავუწოდე მან სწრაფად გამომართვა და გადააგდო.

- ეეეე ბიჭო შენ ნორმალური ხარ? რა გააკეთე? უკვე ნერვები მეშლებოდა.

- მგონი კარგად დაინახე რაც გაავაკეთე მან ცინიკურად ჩაიცინა და გზა გააგრძელა,

- კარგი ასე არაა? აქვეა მაღაზია, ჩემს გვერდით მაღაზიაში შესვლას ვაპირებდი, რომ უცბათ ხელში მწვდა და დამიჭირა.

- მე ის სიგარეტი იმიტომ კი არ გადავაგდე, რომ კოლოფი არ დამევასა, იმიტომ რომ ამის მერე აღარ მოწევ. აქ უკვე ამომასხა.

- შენ ვინ ჯანდაბა მიგდიხარ რამე, რომ ამიკრძალო? ბოლო ხმაზე ვუყვირე და არ მივაქციე ყურადღება ჩვენზე მოშტერებულ ხალხს.

- მომისმინე ასე ბოლოჯერ მომმართავ, და კიდე მეც ბოლოჯერ გიმეორებ, რომ აღარ მოწევ მკაცრად მითხრა ხელი დამავლო და მანქანისკენ წამიყვანა, ერთი მაგარი დავარტყი, მაგრამ აზრი აღარ ქონდა, პანიკებში არ ჩავვარდნილვარ, მშვიდად ვიყავი და ვხვდებოდი როგრი გაკვირვება აღბეჭვდოდა ზუკას სახეზე, მაგრამ არ იმჩნევდა. მანქანაში ჩამსვა და დაქოქა, ხმას არ ვიღებდი, ბოლოს, რომ მივხვდი ჩემი სახლის გზაზე მივდიოდი ჩემდაუნებურად გამეღიმა. ჩემს სახლთან, რომ მივედით, უცბათ გავაღე კარები და გადმოვედი, ზუკაც გადმოვიდა.

- აბა შეხვედრამდე ლამაზო

- ფუუ წადი შენი ჩემთვის ჩავიბუტბუტე და სახლში ავედი
დილით ადრე გავიღვიძე როგორ მოხდა მეც ძალიან გამიკვირდა. დედა
და მამა როგორც ყოველთვის სახლში არ იყვნენ. სამზარეულოში გავედი ჩაი გავიკეთე, ლეპტოპი ავიღე და დივანზე დავჯექი. FB-ში შევედი. 5 მეგობრობის მოთხოვნა ჩამოვყევი და ზუკა ჩხეიძე ერტი ირონიულად ჩავიცინე და დასტურს დავაჭირე. ეგრევე ესემესი მომივიდა.

"ოჰო რა იყო ლამაზო ჩემზე ფიქრები არ გაძინებს? " იდიოტი უკვე ვეღარ ვიტანდი, ნერვებს მიშლიდა.

" რა დიდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე " როგორ ვერ ვიტანდი ასეთ ადამიანებს,

" აღიარე, რომ ძალიან სიმპატიური ვარ " რა დიდი წარმოდგენა აქვს თავის თავზე.

" ხოოო? რავი ვერ შევამჩნიე რაღაც" ირონიულად ჩავიცინე თითქოს და დაინახავდა.

" რაღაც არ მჯერა."

" რას ვიზავთ ყველას ყველაფრის არ სჯერა " ნერვები მეშლებოდა, მაგრამ ვცდილობდა ეს არ შემემჩნია.

" იმედია მიჯერებ და აღარ ეწევი" სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი.

" რა ცუდია ადამიანს იმედები, რომ გიცრუვდება კარგად" მხოლოდ ეს მივწერე და ლეპტოპი გამოვრთე. სწრაფად გამოვიცვალე ტანსაცმელი ყურსასმენები, ტელეფონი და წიგნები სწრაფად ჩავალაგე ჩანთაში და უნივერსიტეტში წავედი. ტაქსი გავაჩერე და უნივერსიტეტში წავედი, ფანჯარას თავი მივადე და თბილისის ქუჩებს დავაკვირდი, რომლებსაც უკვე ეგრძნოთ შემოდგომის მოსვლა. წითელ-ყვითელი ფოთლები ძირს არეულად ეყარა ხეები კი გაშიშვლებულიყვნენ. შემოდგომა მიყვარდა, მაგრამ უფრო ზამთარი, ალბათ იმიტომ, რომ ისიც ჩემსავით ცივი იყო. თბილისიც შემოდგომობით და ზამთრობით უფრო მომწონდა, სასეირნოდაც უფრო ხშირად გამოვდიოდი. ვერც კი მივხვდი როგორ მივედი უნივერსიტეტში, მძღოლს მადლობა ვუთხარი ფული გადავუხადე და უნივერსიტეტში შევედი. დერეფანშ შევედი თუ არა ეგრევე ნუკი მომვარდა.

- თაკუშ როგორ ხარ? მხიარულად მკითხა.

- რამდენჯერ გაგიმეორო, რომ თაკუშა არ ვარ, თაკო ვარ მე. დავუბღვირე.

- რა უჟმური ხარ რაა, გაბრაზებულმა მითხრა.

- რამე ახალი, რომ მითხრა არა?

- შეყვარებული ვარ თვალები ამიციმციმა ნუკიმ.

- მე გითხარი რამე ახალი თქო, ცინიკურად გავუცინე და თავი დაბლა ჩავხარე.

- აუუუ ვაფშე აღარაფერს გეტყვი რააა გაცოფებულმა მითხრა ნუკიმ.

- კაი სულერთიას გამომეტყველებით ვუთხარი.

- ვაიმე იცი რა საყვარელია? ისევ მხიარულად მითხრა,

- აბა აღარაფერს გეტყვიო? გაბრაზებულმა ვუთხარი.

- დებილო მომაძახა და ლექციაზე შევიდა, მეც უკან მივყევი. როგორც ყოველთვის ლექციებმა უინტერესოდ ჩაიარა.

- წამო წავიდეთ თაკო.

- კაი წამო ფეხით წავიდეთ. ვუთხარი და გზას გავუდექი.

- ოოო მეზარება მე ფეხით. წუწუნით თქვა ნუკიმ და ტაქსი გააჩერა.

- კაი ვუთხარი და გზა გავაგრძელე. ყურსასმენები გავიკეთე ქუჩაში მივდიოდი, რომ იქვე პარკში ბიჭი და გოგო შევამჩნიე ლამის კუჭის წვენი ამოუღეს ერთმანეთს ზიზღით შევხედე და გავიარე. უცბატ ჩემს წინ მანქანა გაჩერდა და მომღიმარი ზუკა გადმოვიდა, ისე, რომ არაფერი უთხვია ხელი მტაცა და მანქანაში ჩამტენა უკვე მეორედ.

- ბიჭო შენ ნორმალური ხარ? ხმას არ იღებდა.

- ოეეე, გესმის? ისევ არ ამოუღია ხმა, მეც გავჩუმდი, სანამ მანქანა თბილისს არ გაცდა.

- იდიოტო გააჩერე მანქანა ბოლო ხმაზე ვუღრიალე, მანაც გააჩერა კარები გააღო და "სკოჩით" პირი ამიკრა. მერე ხელებიც თოკიტ შემიკრა და გზააა გააგრძელა, გაგიჟებას ვიყავი. წყნეთში ერთ ლამაზ სახლთან გააჩერა ხელში ამიყვანა და ოტახშ შემიყვანა, მერე პირიდანაც მომხსნა ის
რაღაც და ხელებიც გამიხსნა.

- სახლშ დამაბრუნე იდიოტო, რას აკეთებ რა გინდა? ვუყვიროდი ბოლო ხმაზე, ასეთი გაბრაზებული არასდროს ვყოფილვარ.

- ჭკუას ისწავლი ლამაზო მითხრა ოთახიდან გავიდა და კარები ჩაკეტა, არაფერი ვიცოდი ერთის გარდა ზუკა ჩხეიძეს ამას არ ვაპატიებდი.
ერთი დღითაც არ ვაპირებდი ამ სახლში გაჩერებას, მთავარია აქედან გამეხწია და წყნეთში მშობლების სახლში წავიდოდი, რომლის გასაღებიც სულ თან დამქონდა. ტელეფონი ზუკამ წამართვა, არა ასეთი იდიოტი როგორ იყო ვერ ვიტანდი, მეზიზღებოდა. კარებს მივუახლოვდი და სახელური ჩამოვწიეე კარი ღია იყო, რა დებილია იმასაც ვერ ხვდება, რომ კარი უნდა ჩაკეტოს ირონიულად გავიცინე და ფრთხილად დავუყევი კიბეებს, ზუკა დივანზე იწვა და ეძინა, ერთი ჩავიცინე და მაგიდაზე დადებული ჩემი ტელეფონისკენ გადავიტანე მზერა. ნელა წავედი და სწრაფად დავავლე ხელი ტელეფონს მერე კი გარეთ გასასვლელი კარისკენ ავიღე გეზი. სახელური ჩამოვწიე და დაკეტილი იყო გასაღები კარებზევე ეკიდა, ერთი ცინიკურად ჩავიცინე გასაღები გადავატრიალე და სწრაფად გავვარდი გარეთ. მივრბოდი მიუხედავად იმისა, რომ ზუკა არ მომყვებოდა სწრაფად მივედი სახლში და ეგრევე ლაშას დავურეკე.

- რა იყო თაკუშ? მხიარულად ჩამძახა ტელეფონში. როგორ ვერ ვიტანდი თაკუშას რომ მეძახდნენ, ლაშამ ეს იცოდა, მაგრამ ყოველთვის ნერვებს მიშლიდა მაინც, ხოდა ახლა მეც მოვუშლიდი.

- რაღაც უნდა გითხრა ლაშუკაააა ბოლო სიტყვა გავუგრძელე და ირონიულად ჩავიცინე,

- ოჰ შენ რომ ნერვები არ მომიშალო აბა ისე როგორ. თითქოსდა გაბრაზებით თქვა. - რა უნდა მითხრა?

- აუ წყნეთში ვარ და ჩამომაკითხე რაც შეიძლება მალე.

- მანდ რა ჯანდაბა გინდა გოგო? გაკვირვება დაეტყო ხმაში.

- ვაიმეე ამოხვალ თუ არა? მობეზრებით ვთქვი.

- 10 წუთში მანდ ვარ.

- აბა შენ იცი როგორც ყოველთვის არ აგვიანებ ხოლმე ისე არ დააგვიანო სიცილით ვუთხარი.

- ერთხელ მაგ ენას ამოგაძრობ თითქოს და გაბრაზებით თქვა.

- შენ 10 წუთში აქ უნდა იყო ირონიულად ვუთხარი.

- ვიქნები კიდეც სიცილით მითხრა და ტელეფონი გამითიშა, მე კარები ისევ გადავკეტე, დივანზე მოვიკალათე და სიმღერების მოსმენა დავიწყე, ჩემდა გასაკვირად ლაშა ზუსტად 10 წუთში მოვიდა.

- აქვე ახლოს იყავი ხო? სიცილით ვუთხარი.

- ვაიმე რა ჭკვიანი ხარ როგორ გამოიცანი? ირონიულად მითხრა და სიცილით გადაწვა დივანზე.

- აუუ აეგდე და წავიდეთ რა, წუწუნით ვუთხარი.

- ოოო სად მეჩქარება? თვალებდახუჭულმა მითრხა.

- სამეცადინო მაქვს, თან კონსპექტები მაქვს დასაწერი. თითქოს დენმა დაარტყაო ისე წამოვარდა ლაშა.

- რაააა? შენ მეცადინეობ კიდეც ტო? ვააააა სიცილით თქვა და კარისკენ წავიდა მეც უკან მივყევი.

- ამხელა ბიჭი ხარ და ჭკუა ჯერ კიდევ არ გაქვს. სიცილით ვუთხარი სახლის კარი გადავკეტე, ლაშამ მანქანის კარი სიცილით გამიღო მეც დავჯექიტ და თბილისში წავედი, გზაზე ზუკას სახლი უნდა გაგვევლო. დავინახე როგორი გამწარებული გამოდიოდა სახლიდან მანქანას შემოხედა
და მე, რომ დამინახა თვალები გაუფართოვდა ერთი გავიცინე და შუა თითი ავუწია. ლაშამ დაინახა ყოველივე ეს და გაკვირვებულმა შემომხედა, მერე გაკვირვება ბრაზში გადაუვიდა.

- ახლავე ამიხსნი რა მოხდა. გაბრაზებულმა მითხრა.

- არაფერი, მშვიდად ვუთხარი და ფანჯარაში ყურება გავაგრძელე.

- არაფერი? გოგო რო გეკითხები მიპასუხე,

- ზუკამ მომიტაცა და აქ წამომიყვანა თავის სახლში მერე გამოვეპარე და დანარჩენი შენც იცი.

- რააა? მანქანა სწრაფად გააჩერა ლაშამ. - მოვკლავ მაგს სი*ს

- კაი ლაშა რა არ გინდა გთხოვ მშვიდად ვუთხარი.

- მე ვიცი რა მინდა და რა არა, გაბრაზებულმა თქვა და მანქანა დაქოქა.

- ლაშა ცოლის მოყვანას არ აპირებ? სიცილით ვუთხარი. ლაშას აშკარად ეტყობოდა, რომ გაუკვირდა ეს შეკითხვა.

- ჯერ არა გაკვირვებულმა მითხრა.

- და არც არავინ მოგწონს? ახლა უფრო დაქაჩა თვალები. მარა მერე უცბათ გაუბრწყინდა.

- კი მომწონს ერთი ღიმილით მითხრა,

- მართლა? და ვიცნობ? ერთი თვალი ავუწიე.

- მაგას რა მნიშვნელობა აქვს?

- ლაშა მითხარი რა.

- არა.

- კი.

- არა

- კი ვაგრძელებდი,

- კარგი ხო, დამნებდა ბოლოს.

- გისმენ თვალები გავაფართოვე.

- შენი და ნანა მომწონს მითხრა და ჩემ რეაქციას დაელოდა, მე ერთი
გამეღიმა და მხარი მაგრად დავკარი ბეჭებზე,

- შეიძე შე ძველოო სიცილით ვუთხარი და გზას გავხედე. ლაშასაც გაეცინა და აღარაფერი უთხვქმას.

__________________________________________________________

- ისევ მაგვიანდება ჩემთვის თქვი და სწრაფად ჩავიცვი, მერე ნივთები ჩანთაში ჩავალაგე და უნივერსიტეტის გზას პირველად ჩემს ჩხოვრებაში ჩემი მანქანით გავუყევი ესეც იმიტომ, რომ ძალიან მაგვიანდებოდა 1 კვირააა გადაბმულად ვაგვიანებ და არ მინდოდა ახლაც იგივე მომხდარიყო. სწრაფად მივდიოდი და უნივერსიტეტში 10 წუთით ადრეც მივედი. დერეფანში მივდიოდი, თავი ჩახრილი მქონდა და ტელეფონში სიმღერებს ვეძებდი, რომ უცბათ ვიღაცას შევასკდი. ჩემი ბრალი იყო.

- ბოდიში ვუთხარი და ბიჭს შევხედე, რომელიც გაკვირვებით მიყურებდა.

- არაუშავს მითხრა და გამიღიმა, მე წასვლა დავაპირე, რომ უკან წამომეწია.

- საბა. გაკვირვებულმა შევხედე. - მე საბა მესხი მითხრა და ისევ გაიღიმა რა საყვარლად იღიმის გავიფიქრე, სტოპპპ ახლა მე რა ვთქვი? ნუთუ თაკომ თქვა ოდესღაც ეს სიტყვები? ჩემივე სიტყვებზე გამეცინა.

- თაკო ჯანხოთელი. ღიმილით ვუთხარი.

- კარგი გემოვნება გაქვს მითხრა და ჩემ metallica-ს მაისურზე მიმანიშნა, ახლა დავუკვირდი, რომ ძალიან საყვარელი ბიჭი იყო. წამოზრდილი თმა და შავი თვალები, ღიმილი? რაღაც საოცრება, მეც არ მჯერა ამ ყველაფერს, რომ ვლაპარაკობ.

- რაზე სწავლობ? ისევ მან გააგრძელა საუბარი.

- ფსიქოლოგიურზე, შენ? მშვიდად ვუთხარი.

- მე აქ არ ვსწავლობ, ძმაკაცს მოვაკითხე,

- აააა, კარგი კარგად უნდა წავიდე ვუთხარი როცა ჩემს აუდიტორიასთან მივედი და აღარ დაველოდე რას მეტყოდა ისე შევედი.
შაბათი როგორც ყოველთვის გვიანობდამდე მეძინა. კიდევ დიდხანს მეძინებოდა ლაშას, რომ არ დაერეკა.

- რა ჯანდაბა გინდა ბიჭო ამ დილაუთენია.? გაბრაზებულმა ჩავყვირე.

- დილაუთენია? გოგო შენ საათს არ უყურებ ხოლმე? 2 საათია უკვე ხარხარი დაიწყო ლაშამ.

- ლაშა რა გინდა? მობეზრებულად ვუპასუხე.

- რა მინდა და დღეს კლუბში ქართული როკ ჯგუფის კონცერტია და არ წავიდეთ? არ წყვეტდა სიცილის ლაშა.

- რომელ საათზეა? მშვიდად ვკითხე.

- 10 საათზე ძლივს სიცილს მორჩა.

- ფუუ ჯანდაბა. მერე 2 საათზე მაღვიძებ? გაბრაზებულმა დავუყვირე.

- ოოო წამოხვალ თუ არა? ისევ სიცილი დაიწყო.

- 10-ის ნახევარზე დაბლა იყავი მხოლოდ ეს ვუთხარი და ტელეფონი გავუთიშე, ისევ დავწექი და ძილი შევბირუნე. არა რა ჩემი თავის მიკვირს ამდენ ხანს ძილი როგორ შემმიძლია, სულ ყველგან ძილი ძილი მაკერია პირზე რა. კარგა ხანს მეძინა 9 საათზე ავდექი და წყალი გადავივლე მერე ტანსაცმელი გამოვიცვალე და ზუსტად ათისნახევარზე დაბლა ვიყავი, ლაშა როგორც ყოველთვის აგვიანებდა. და აი ისიც მოვიდა გადმოვიდა თუ არა სიცილი დაიწყო და მითხრა.

- არა რა დღითიდღე ვრწმუნდები, რომ გოგო არ ხარ სიცილიტ მითხრა და მანქანისკენ მანიშნა ხელი.

- ეხლა რა გავაკეთე მასეთი? ცინიკურად ჩავიცინე.

- ხშირშემთხვევაში გოგოები იგვიანებდენ და არა ბიჭები და ახლა პირიქით მოხდა. სიცილით კვდებოდა ლაშა.

- პუნქტუალური ვარ, სიცილით ვუთხარი და მანქანაში ჩავჯექი. გზაში ხმა არცერთ ამოგვიღია მერე ნუკის კორპუსტანაც მივედით, პადიეზდიდან დაღვრემილი სახით გამოვიდა, ისევ მიატოვეს ირონიულად ჩავიცინე და უკანა სავარძელძე ჩამომჯდაღ ნუკის გავხედე.

- ეხლა რაღატო დაშორდით? ცინიკურად ვუთხარი.

- ცოლი მომყავსო იდიოტმა, ცოფებს ყრიდა ნუკი.

- აააა ვთქვი და ჩემს ადგილს დავუბრუნდი.

- აუ იცით რააა? ვაფშე აღარ მაინტერესებს ეს ბიჭი რა ვსვავთ სიკვდილამდე სიცილით თქვა ნუკიმ.

- ხო აბა რა. აყვა ლაშაც.

- სვავთ ისე მითქვამს გზა არ მომიშორებია გზისთვის.

- აუ შენ რა უჟმური ხარ რააა. გაბრაზებულმა მითხრა ნუკიმ.

- შენ მაგის მეტი არაფერი იცი? ირონიულად ვუთხარი.

- იქნებ გაჩერდეთ? სიცილით გვითხრა ლაშამ. ჩვენც ხმა აღარ ამოგვიღია სანამ კლუბში არ შევედით. მერე იქვე სცენასთან ახლოს დავჯექით და თვალები გამიფართოვდა სცენაზე გამოსული საბა თავის ჯგუფის წევრებთან ერთად, რომ დავინახე მართლა არ მოველოდი, გაკვირვების დასამალად თავი გვერძე გავატრიალე და ხალხს დავუწყე ყურება, მერე ისევ შევტრიალდი და საბას გაოცებულ სახეს გადავაწყდი, მე გამეღიმა. დაიწყეს სიმღერა და ხმააა? აი ვაფშე მაგარი ხმა ისე დაიწყეს სიმღერა თავიდან დამბურძგლა, გულისყურით ვუსმენდი მათ სიმღერას და მინდოდა გაგრძელებულიყო დიდხანს ეს წუთები. ზუსტად 1 საათი გაგრძელდა მატი კონცერთი, მერე ხალხი აირია ისევ სმა და იდიოტური ლაპარაკი დაიწყეს, რაღაც უგემოვნო მუსიკები ჩართეს რადგან ჯერ არ ვაპირებდით წასვლას გარეთ გადავწყვიტე გასვლა, იქვე კლუბის წინ სკამზე ჩამოვჯექი და სიგარეტი ამოვიღე, რომ უცებ გვერდით ვირაც მომიჯდა, ავხედე და მომღიმარი საბა შემრჩა. მე თავი ისევ დაბლა დავხარე და მიწას დავუწყე ყურება.

- როგორ ხარ? სიცუმე საბამ დაარღვია.

- კარგად შენ? თავი არ ამიწევია ისე ვუთხარი.

- კარგად, არ მოველოდი შენს აქ ნახვას.

- არც მეე, ისე კარგად მღერიხარ, ეს ვუთხარი და თავი ავწიე იღიმოდა, "რა მაგარი ღიმილი აქვს" გავიფიქრე და ჩემივე ფიქრებზე გამეცინა.

- მადლობა ღიმილით მითხრა. შემოდგომა იყო, ღამე შესაბამისად ციოდა, მე კი ისე თხლად მეცვა კანკალი დავიწყე საბამ ეს შეამჩნია.

- გცივა? ღიმილით მითხრა.

- ჰოო მშვიდად ვუთხარი და მთელი ძალით შემოვიკარი ტანზე ჟაკეტი. უცბათ საბამ ქურთუკი გაიხადა და ბეჭებზე მომაცვა, ღიმილიტ გავხედე.

- შენ არ გცივა? ღიმილით ვუთხარი.

- არა, მე მათბობენ გაიღიმა და ჯიბიდან სიგარეტი სწრაფად ამოიღო.



№1  offline წევრი nirvanus

მომეწონა!!! მომეწონა ძალიან! გააგრძელე იცოდე ჩეემი თავი ამოვიცანი რაღაც მომენტებში.

 


№2 სტუმარი Black

Satauri magrad mecnoba,isev am saitze maqvs wakitxuli mgoni am sataurit leqsi an rame

 


№3  offline წევრი BvBArMy

Black
Satauri magrad mecnoba,isev am saitze maqvs wakitxuli mgoni am sataurit leqsi an rame

Chem siaxles erqva ase.
--------------------
I Hate Everything About You

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent