შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკურნალი ცრემლები 12თავი


24-01-2016, 13:28
ავტორი ლორელაი
ნანახია 8 001

12
ჩემი და ნიკას ურთიერთობაში ბევრი არაფერი შეცვლილა,მე არასდროს ვურეკავდი,მხოლოდ მესიჯს ვწერდი,ისიც შუადღით,როცა დარწმუნებული ვიყავი,რომ ლანასთან არ იქნებოდა.მართალია ლანას გამო სინდისი მაწუხებდა,მაგრამ თავს ვერ ვერეოდი,ვერ ვიგებდი ნიკას რა მიზანი ჰქონდა,თუ ჩემთან უნდოდა, ლანას რატომ არ შორდებოდა,ან ლანასნაირ ქალს როგორ ღალატობდა,რომელიც სულ მალე შვილს აჩუქებდა.მოკლედ,სრულ გაუგებრობაში ვიყავი.
სამსახურიდან ყოველ საღამოს ნუცასთან მივდიოდი და გულს ვაყოლებდი.ან ბექას მივყავდით ორივე სადმე. მათთან ყოფნისაას ვხვდებოდი,თუ როგორ მაკლდა გვერდით ადამიანი, ვინც ჩემზე იზრუნებდა.ბექა არაჩვეულებრივი ქმარი იყო,ვაღიარებ,ხანდახან მშურდა ნუცასი ასე,რომ გაუმართლა,მე ხომ აქამდე ვერ ვეღირსე მშვიდად ცხოვრებას და მოსიყვარულე მამაკაცს ჩემს გვერდით.
ერთ საღამოს ნიკამ მომწერა საღამოს გამოგივლი,მოემზადეო.სამსახურიდან მაღაზიებში გავიარე და კაბა ვიყიდე.მერე სალონშიც წავედი და თმა და ფრჩხილები გავიკეთე.სახლში მისულმა კაბა ჩავიცვი და სარკის წინ ვტრიალებდი,როდესაც ნიკამ მომწერა,დაბლა გელოდებიო.ჩემს ანარეკლს სარკეში კიდევ ერთხელ შევავლე თვალი და დაბლა ჩავედი.ნიკა მანქანას მიყრდნობილი იდგა,კლასიკურ ფორმაში გამოწყობილი და მიღიმოდა.ასეთ ნიკას პირველად ვხედავდი და რაც უფრო ვუახლოვდებოდი,მით მეტად ვიხიბლებოდი მისით.
-როგორ ხარ?-ვკითხე და ლოყაზე ოდნავ შევეხე,ნიკამ ჩემი ტუჩებისკენ გაიწია,ძალიან ვნებიანად მაკოცა და ჩაიცინა.
-ახლა კარგად ვარ.-კარი გამიღო და ჩაჯდომაში მომეხმარა.
-სად მივდივაართ?-ვკითხე,როცა მანქანა დაძრა.
-მივალთ და გაიგებ.
-ხო,იცი არ მიყვარს ასეთი რაღაცეები?-ავწუწუნდი,მაგრამ ისეთი თვალებით გადმომხედა სუნთქვა შემეკრა.გამეღიმა,მივხვდი,რომ ჩემთვის რაღაც სიურპრიზი ჰქონდა და ამის გამო სიხარულისგან გული მიჩქარდებოდა.ფეხები მომეკვეთა,როცა დარბაზში შესულს,ნიკამ ერთი მაგიდისკენ მიბიძგა,მაგიდის გარშემო წყვილები ისხდნენ და ჩვენკენ იყურებოდნენ,ჩვენს დანახვაზე ბიჭები ფეხზე ადგნენ.
-ნიკა-ხელზე ხელი მოვუჭირე და ნერვიულობისგან ნერწყვი გამიშრა.
-ნუ ღელავ,მოეშვი და მენდე.-ხელი წელზე შემომხვია და საფეთქელზე მაკოცა.
-გაიცანით,ეს ელენეა-გააცნო ყველას ჩემი თავი-ესენი კი ჩემი მეგობრები არიან.
სუნთქვა შემეკრა,ვიგრძენი,როგორ ამიკანკალდა ფეხები,ნიკამ მეგობრებთან მომიყვანა,მაგრამ რა სტატუსით?ვინ ვიყავი ახლა მეე?მას ხომ ცოლი ჰყავდა,ეს მისმა მეგობრებმაც იცოდნენ,თუმცა ჩემდა გასაკვირად ყველამ კარგად მიმიღო და ერთი წუთით არ მიგვრძნია,რომ უცხო ვიყავი.გოგოები ძალიან საყვარლები იყვნენ და უცებ ამიყოლიეს საუბარში.ნიკა დროდადრო სიამაყით გადმომხედავდა და ჩემს მხარზე შემოხვეული ხელით მკლავზე ნაზად მეფერებოდა.თავს კარგად ვგრძნობდი,თავისუფლად ვიქცეოდი,ვხვდებოდი,რომ ნიკასგან ჩვენზე უკვე ყველაფერი იცოდნენ.მიუხედავად იმისა,რომ ჩემი ავადმყოფობა აღარ მაწუხებდა ნიკა მაინც არ მაძლევდა დალევის უფლებას.
საღამომ სასიამოვნოდ ჩაიარა,აღფრთოვანებული ვიყვი ნიკას მეგობრებით,მათი მეუღლეებით და შეყვარებულებით,ახლა ვხვდებოდი,რადგან ნიკამ მათთან წამიყვანა,გამოდის მეც მნიშვნელოვანი ვიყავი მისთვის.
რესტორნიდან გამოსულს ნიკა ზურგიდან მომეხვია და ნიკაპი მხარზე ჩამომადო.
-როგორი იყოო?
-ძალიან კარგი,მშვენიერი საღამო იყო და აღფრთოვანებული ვარ შენი მეგობრებით-ვერ ვმალავდი აჟიტირებას.
-დამიჯერე,მათ უფრო მოეწონე-კმაყოფილი ხმით მითხრა და ყურზე მაკოცა.
-ჰო?-სიამოვნებისგან ძლივს ამოვთქვი ერთი სიტყვა.
-ჰოო-ნიკა ისევ აგრძელებდა კოცნას და ხელებს მუცელზე მიჭერდა.
-რაოო მაინც?
-რაო და ბავშვიაო-ჩამჩურჩულა ყურში და მომშორდა,გაოგნებული ვიდექი და მანქანისკენ მიმავალ ნიკას ვუყურებდი.
მანქანა წყნარად დაძრა და ნელა გავაგრძელეთ გზა.ინტერესი მკლავდა,რას მეტყოდა,მაგრამ ჯიუტად დუმდა.ხმას არც მე ვიღებდი,თავი საქარე მინაზე მედო და ღამის თბილისით ვტკბებოდი.
-ელენე-სიჩუმე ნიკამ დაარღვია.
-ჰოო-მიუბრუნებლად ვუპასუხე.
-ჩემი ხომ გჯერაა?
-ჰოო-ვუპასუხე და სიმწრისგან გამეღიმა,მჯეროდა!მჯეროდა,თუმცა არც ვიცი რატომ.
-ცოტა ხნით ქალაქიდან გავდივარ-მეგონა გული ამომგლიჯეს,ტკივილმა ყელი ამატკივა,ბოღმისგან სპაზმებმა მომიჭირა.ტუჩებს კბილს ვაჭერდი,რომ არ მეტირა,თავი ისევ მინაზე მედო და მის ნათქვამზე ვფიქრობდი.-აუცილებლად უნდა წავიდე,გპირდები მალე ჩამოვალ და მერე ყველაფერი შეიცვლება ელენე.
-ჰო-ისევ დავეთანხმე და ცრემლებმა თვალები ამიწვა.
-არ იტირო ჰოო-ნიკამ მანქანა გააჩერა და ჩემკენ შემობრუნდა.
-ელენ,შემომხედე.
-ნიკა.
-ნუ ტირი,გთხოვ.-ხელი მომხვია და გულში ჩამიკრა.ამ საქციელმა უარესად ამრია,ტკივილმა მთელი სული მოიცვა და გულამდე მოაღწია.ის მიდიოდა,რატომ არ მეუბნებოდა,საერთოდ არ ვიცოდი რას აკეთებდა და რატომ უნდა დამეჯერებინა მისთვის.
-მიყვარხარ-ამოვიჩურჩულე და მანქანიდან გადავედი.სირბილით ავირბინე კიბეები და ოთახში შევიკეტე.იმ ღამეს ტირილში ჩამეძინა,ვტიროდი რადგან ვხვდებოდი,რომ ეს ყველაფერი მე მაზარალებდა.
დღეები უსაშველოდ იწელებოდა,მე რობოტივით ვიყავი,ინსტიქტურად ვმოძრაობდი და ვაკეთებდი საქმეს ან საათობით დავცქეროდი ტელეფონს,რომ მისი სახელი წამეკითხა ,თუმცა უშედეგოდ,ნიკა არც მწერდა,არც მირეკავდა.ვგრძნობდი,რომ რაღაც ხდებოდა,რაღაც მნიშვნელოვანი,მაგრამ ქალური ლოგიკა და შიში მისი დაკარგვისა, მანადგურებდა.
სახლში მყოფი მის ნაჩუქარ ორქიდეას ვუყურებდი,თითქოს ამით ნიკასთან სიახლოვეს ვგრძნობდი,ეს იყო ერთადერთი ხელშესახები რამ, რაც მისგან მქონდა და არ შემეძლო გულგრილად შემეხედა...
მარტის დასაწყისი იყო,სითბოს და გაზაფხულის სურნელს მოეცვა ქალაქი,მზე საგრძნობლად ათბობდა ჰაერს და მე და ჩემმა ორქიდეამაც ოთახიდან აივანზე გადავინაცვლეთ.ყავას ვსვავდი და წიგნს ვკითხულობდი,როცა კარზე ზარი გაისმა ინსტიქტურად წამოვვარდი და გასაღები გადავატრიალე,მეგონა ნიკა იქნებოდა.ზღურბლზე კი ჩემდა გასაკვირად ლანკა იდგა.ორივე დაბნეული შევცქეროდით ერთმანეთს და არ ვიცოდი რა მეთქვა.
-შეიძლება შემოვიდე?-დუმილი ლანამ დაარღვია და თითებს დაუწყო წვალება.
-შემოდი-ძლივს ამოვღერღე და ლანას მუცელს მივაშტერდი.-აქ დაჯექი.რას დალევ?
-არაფერს,მადლობა...ელენე, ეს...ეს განქორწინების საბუთებია...-მეგონა ცხელი წყალი გადამასხეს,ავკანკალდი.სიხარულისა და სირცხვილისაგან ერთდროულად გავწითლდი.-მიეცი ნიკას...-რაღაც ქაღალდები გამომიწოდა და მეც ჩამოვართვი.
-მეე?მე როგორ კი მაგრამ-უხერხულობისგან აღარ ვიცოდი თავი სად წამეღო.
-არ გინდა ელენე,მე ყველაფერი ვიცი..მას შენ უყვარხარ.მე ზედმეტი ვარ-შევამჩნიე,როგორ უკანკალებდა მხრები და საოცარი სიბრალული ვიგრძენი მის მიმართ.-მე და ბავშვი არასდროს არ შევაწუხებთ.
-რაა? ლანა.-გაოცებისგან წამოვიყვირე.
-მივდივარ ელენე,და ალბათ აღარასდროს დავბრუნდები უკან.-ლანა ფეხზე წამოდგა და მუცელზე შემოიხვია ხელი.-თქვენ იმსახურებთ ერთად ყოფნას.
-კი მაგრამ ლანა,ნიკა ხომ მამა?ასე როგორ შეიძლება.
-ელენე,ბედნიერებას გისურვებ,შენ ამას ნამდვილად იმსახურებ...გთხოვ მიეცი ის ნიკას,რაც მე ვერ მივეცი-გამიღიმა ლანამ და მივხვდი,რომ მას ძალიან უყვარდა ნიკა,არ იმჩნევდა,მაგრამ ამ ყველაფრის გამო უბედური იყო.-მას შენ უყვარხარ,ჩვენი დაქორწინება მხოლოდ გარიგება იყო.გარიგება,რომლის გამოც სამივე დავიტანჯეთ.მინდა,რომ თქვენ მაინც იყოთ ბედნიერები.ამას იმსახურებთ-ლანამ თვალები დახუჭა,ცრემლებს გზა გადაუკეტა და ისევ განაგრძო.-ეს ბავშვი ნიკასი არ არის.მას შენთვის არასდროს უღალატია ელენე. -თავზარდაცემული ვიდექი და ცრემლები მდიოდა.-თავიდან მეგონა,რომ შევძლებდი თავი შემეყვარებინა და ვთხოვე დამხმარებოდა.მერე კი ვიგრძენი,რომ მომწონდა,მასაც მოვწონდი,მანამდე...მანამდე სანამ შენ გაგიცნობდა...იქ,ბათუმშივე მივხვდი,რომ მე შანსი არ მქონდა,თუმცა ვიმედოვნებდი,რომ ოჯახი და ბავშვი ისევ ჩემსკენ მოაბრუნებდა...ვცდებოდი...მაშინ,ქორწილის წინა დღეს შენ რომ ჩემთან მოხვედი..მაშინ მივხვდი,რომ ვერ შევძლებდი,ვერ აღვუდგებლდი,შენს სიყვარულს წინ...მინდოდა ქორწილი ჩამეშალა,მაგრამ ნიკამ უფლება არ მომცა,არა იმიტომ რომ ჩემთან უნდოდა,თავს დავალებულად გრძნობდა და იმიტომ-ლანამ თვალები მოიწმინდა და გაეღიმა.-მადლიერება სიყვარული არ არის,მე ეს ვიცი.ამიტომ მინდა,რომ ბედნიერი იყოს.ხელს არ შეგიშლით.
ლანას წასვლა ვერ გავიგე,ვიჯექი და განქორწინების საბუთებს დავცქეროდი.ჩემს სულში ქარიშხალი ტრიალებდა,ერთდროულად მიხაროდა და მტკიოდა,ბედნიერი და აჟიტირებული ვიყავი.თან ლანა ძალიან მებრალებოდა.ვხვდებოდი,რომ რაღაც ისე ვერ იყო,თუმცა იმას ვერ წარმოვიდგენდი,რომ ლანასა და ნიკას ქორწინება უბრალოდ გარიგება იყო.ახლა მესმოდა რატომ იქცეოდა ასე ნიკა. მესმოდა მაგრამ კმაყოფილებას ვერ ვგრძნობდი,ლანას თვალები არ ამომდიოდა მეხსიერებიდან.მეცოდებლდა ლანა,მას ხომ ისევე უყვარდა ნიკა,როგორც მე.უყვარდა,თუმცა დათმო,ძლიერი აღმოჩნდა და საკუთარ ეგოიზმს გადააბიჯა,ჩემგან განსხვავებით



№1 სტუმარი nino k.d..

oo lore gamochndi rogorc iqna. dzalian chaxlartuli istoriaa da shen agvianeb : ( ar myofnis. male dade da ecade didi tavi tore davitanje. I love you lore.

 


№2  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

nino k.d..
oo lore gamochndi rogorc iqna. dzalian chaxlartuli istoriaa da shen agvianeb : ( ar myofnis. male dade da ecade didi tavi tore davitanje. I love you lore.

მაპატიეეტ,ძალიან მინდა არ დავაგვიანო,მაგრამ არ გამომდიის love მადლობაააა

 


№3 სტუმარი beren

dzalin momewona magram intervali tavebs shoris gausadzlisia

 


№4  offline მოდერი chica sol

აი, ლორე არ ვიცი როგორ ავღწერო ჩემი ემოციები. ამოვდუღდი პირდაპირ.
ძალიან მასევდიანებს ეს იატორია რაღაცნაირად მაიძულებს ღრმად შევიჭრა მასში და არ ვიცი.. უბრალოდ მიყვარს მე ეს ისტორია და მიყვახარ შენ.
მიუხედავად ამისა შენი შოკოლადი მაინც ფავორიტია ჩემთვის❤❤❤❤

ა და კიდევ. ძალიან მომწონს ნიკა, შემდგარი და ჩამოყალიბებულია თუმცა ვბრაზობ იმაზე რომ ელენესგან დამოუკიდებლად მოქმედებს...

 


№5  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

მარიამ ზაქარაშვილი
აი, ლორე არ ვიცი როგორ ავღწერო ჩემი ემოციები. ამოვდუღდი პირდაპირ.
ძალიან მასევდიანებს ეს იატორია რაღაცნაირად მაიძულებს ღრმად შევიჭრა მასში და არ ვიცი.. უბრალოდ მიყვარს მე ეს ისტორია და მიყვახარ შენ.
მიუხედავად ამისა შენი შოკოლადი მაინც ფავორიტია ჩემთვის❤❤❤❤

ა და კიდევ. ძალიან მომწონს ნიკა, შემდგარი და ჩამოყალიბებულია თუმცა ვბრაზობ იმაზე რომ ელენესგან დამოუკიდებლად მოქმედებს...

მადლობა მარიამ,მიხარია ძალიან.ხო შოკოლადი ჩემი ფავორიტიცაა

 


№6 სტუმარი Black

Chemi lore chemi chemii..miyvarxar da kargi tavia velodebi shemdeg tavs chemo lorelai

 


№7  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

Black
Chemi lore chemi chemii..miyvarxar da kargi tavia velodebi shemdeg tavs chemo lorelai

ოხ,ბლექ!გამახარეეეე

 


№8 სტუმარი Black

ლორელაი
Black
Chemi lore chemi chemii..miyvarxar da kargi tavia velodebi shemdeg tavs chemo lorelai

ოხ,ბლექ!გამახარეეეე

me ufro gamaxare seni gamocenit lovewink

 


№9  offline აქტიური მკითხველი grafo

ღმერთო, რა ბენტერაა ეს გოგო. სულ თვითგვემაში როგორ შეიძლება ადამიანი იყოს?! ახლა ლანას კარგი ადამიანობა "შეშურდა", და თურმე თვითონ ეგოისტი ყოფილა. კაცს ამასთან უნდოდა, ლანასთან შვილი არ აკავშირებდა, არც გრძნობა, მხოლოდ გარიგება იყო და რატომ უნდა გამდგარიყო განზე. იმედია, როდესმე ბოლომდე მისცემს საკუთარ თავს ბედნიერების უფლებას.

 


№10  offline ახალბედა მწერალი lullaby

ესე იგი, ამდენი ხანია ახალ თავს ველოდები. ახლა კიდევ ვკითხულობ და მეშლება ნერვები. ელენე მშლის ნერვებზე. მიყვარხარო ეუბნება და მერე ეგოისტი ვარო. //
არ დააგვიანო მომდევნო თავი " იმ რაღაცეების " ძებნაში მე რომ მოოოოოოოუთმენლად ველოდები. მაინტერესებს ერთი, როდემდე იჯება ეს გოგო და დაიდანაშაულებს თავს.
პროსტა კაშმაარ!!! :დდ

 


№11  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

რა ქნას ვერ ისწავლა ამ გოგომ ჯერ ვერაფერი,ისედაც საოცრად გამოსწორდა და მაგასაც ეშველება.მარიამ შენი მოლოდინი ცოტა დააგვიანებს.ვნერვიულობ ძალიან,ამ თემაზე ჯერ არასდროს დამიწერია და ვფრთხილობ,არ მინდა ზედმეტად საშიში,დამთრგუნველი გამოვიდეს.

 


№12  offline ახალბედა მწერალი lullaby

ლორელაი
რა ქნას ვერ ისწავლა ამ გოგომ ჯერ ვერაფერი,ისედაც საოცრად გამოსწორდა და მაგასაც ეშველება.მარიამ შენი მოლოდინი ცოტა დააგვიანებს.ვნერვიულობ ძალიან,ამ თემაზე ჯერ არასდროს დამიწერია და ვფრთხილობ,არ მინდა ზედმეტად საშიში,დამთრგუნველი გამოვიდეს.


ეს რა მესმის. როცა ამ თემაზე წერ საშიში უნდა იყოს აბა ისე როგორ? ახლა მე შეიძლება ვერ შემაშინო, მაგრამ სხვები აუცილებლად :დდ მეტი სიმძაფრე მეეტიი <3

 


№13  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

უჰ,ვნერვიულობ საოცრად

 


№14  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ელე♥
ვაიმეეე ვაიმეეეე ..... ვეელიი ბოლოო თაავს... სადაააა კაციი?? სად წაიიყვაანეე ელეენეს კაციიი? ჰაა?? მიინდაა მალეე თორეე ხოო იციი ბეეიიბიიი

რაო ბეიბიი?შენ მკითხაობამ ძალიან ხომ არ აგაგდოო?მოვა ელენეს კაცი,მაგრამ შენ რააა?

 


№15  offline აქტიური მკითხველი tatuka20

აუუ გთხოვ მალე დადე გაგძელება რაააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent