შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნაური დღიური


24-01-2016, 19:29
ავტორი flightless bird
ნანახია 1 596

სახლიდან გავედი და უმიზნოდ დავიწყე ხეტიალი... რაღაც უცნაურმა გრძნობამ შემიპყრო... თითქოს ამ დღისგან ბევრს მოველი თუმცა რატომ? დღეს ხომ უბრალოდ ოცდაორი იანვარია , რა უნდა ხდებოდეს განსაკუთრებული?
-ესეც მორიგი სისულელეა ვთქვი ჩემთვის და თავი გავაქნიე... უბრალოდ რაღაც აზრი ამეკვიატა და ვერ ვიშორებ...
აღარ მინდოდა ამაზე ფიქრი , ამიტომ თავს უფრო სწორად ფეხებს უფლება მივეცი სადაც უნდოდათ იქ წავეყვანე, არც გზას ვაკვირდებოდი , არც გამვლელებს... ჩემთვის ეს საკმაოდ უცნაური იყო , რადგან ყოველთვის ყურადღებიანი ვიყავი უცნობების მიმართაც კი... თუმცა დღევანდელი დღე გამონაკლისი გახლდათ , თავდახრილი მივაბოტებდი და გულში საყვარელი სიმღერების ტექსტებს ვღიღინებდი... უცებ ვიგრძენი , რომ ვიღაც ჩემს პირად სივრცეში შემოიჭრა , უფრო სწორად ჩემი პირადი სივრცისგან აღარაფერი დატოვა. მაშინვე სხვა სადარდებელი გამიჩნდა , პირად სივრცეს ვინღა ჩოდა , როგორმე წამებში უნდა მომეხერხებინა და თავი დაცემისგან გადამერჩინა... გავსხმარტალდი , ხელფეხიც გავაქნიე თუმცა ვერაფერმა გაჭრა... რამოდენიმე წამში მიწას ჩავეკონე მთელი ჩემი ავლადიდებით... გონზე მოვედი თუ არა იმ ბიჭს დავუწყე ძებნა მთელი შინაგანი სამყარო (ორგანიზმს ვგულისხმობ ) რომ გამინადგურა თავისი დაჯახებით... მერე ესეც რომ არ იკმარა და ფეხზე წამოდგომაშიც , არ დამეხმარა. ამაოდ ვაცეცებდი თვალებს , მისი კვალიც კი აღარ იყო არსად.
უზრდელი! წავიბურდღუნე და იქვე მდგარ ძელსკამზე ჩამოვჯექი. მართალი გითხრათ დიდად არ დავინტერესებულვარ სად ვიყავი , ერთადერთი რაზეც ვფიქრობდი ის იყო , რომ ჩემი მუხლიდან მჩქეფარე სისხლს შეჩერება სჭირდებოდა , მაშინვე ჩანთა გავხსენი... ვიმედოვნებდი ვიპოვიდი რამეს რითაც სისხლდეის შეჩერებას შევძლებდი... დიდი ხნის ქექვის შემდეგ დავრწმუნდი , რომ მსგავსი არაფერი მოიძებნებოდა, ამიტომ სხვა ალტერნატივაზე დავიწყე ფიქრი... სასწრაფოდ ტაქსი მჭირდებოდა, ისიც არ ვიცოდი ფული მქონდა თუ არა...
საფულე გავხსენი და კინაღამ გული შემიწუხდა, სულ სამი ლარის ხურდა თუ ეყრებოდა შიგ, რომელი ტაქსი წამიყვანდა სამ ლარად სახლში?
-ჯანდაბა! სანამ სახლიდან გამობანცალდები ვერ ჩაიხედავ საფულეში ? იქნებადა კვდები !!! როდემდე უნდა იყო ასეთი უთავბოლო? როდემდე?
საკუთარ თავთან ჩხუბი ძალიან საინტერესო რამ არის , მარტივად რომ ვთქვათ მოსამართლეც შენ ხარ და განსასჯელიც... ხშირად მიწევს ხოლმე მსგავსი პროცესის გამართვა. მოკლედ ისე გავერთე საკუთარი თავისთვის ბრალის წაყენებით , რომ ვერც კი შევამჩნიე როგორ დამივარდა საფულე... მის ასაღებად დავიხარე და ასამდე ავტობუსის ბილეთი დავინახე , რომელიც ჩემი საფულის ჯიბიდან გადმოცვივდა... თავიდან ძალიან გამიკვირდა , ვერ მივხვდი რა იყო... მერე გამახსენდა ერთი წლის წინანდელი ჩვევა და გამეღიმა...
ზუსტად ერთი წლის წინ აბიტურიენტი გახლდით , მაშინ ცოტა სხვანაირი ვიყავი... უცნაური აკვიატებები მაწუხებდა... მაგალითად გადაწყვეტილი მქონდა ჩემი მოსწავლის ბარათის დამსახურება ჩამენიშნა... ავტობუსის ბილეთებს ვაგროვებდი და იმ დღეს რაიმე საინტრესო თუ ხდებოდა უკანა მხარეს წარწერებს ვუკეთებდი... სკოლას მოვრჩი თუ არა ჩემი „ბილეთშემმგროვებლობის“ პერიოდი დასრულდა... ისინი საფულის პატარა ჯიბეში მოვათავსე და დავივიწყე...
გადავწყვიტე ძველი დრო გამეხსენებინა , ბილეთები ამოვიღე და კითხვას შევუდექი... სულ თხუთმეტს თუ ოცს ექნებოდა წარწერა , დანარჩენი ბილეთები სუფთა იყო... ნუთუ ამდენი სიცარიელით აღსავსე დღე იყო ჩემს ცხოვრებაში?
ჩემს „უცნაურ დღიურს“ ერთი უპირატესობა ჰქონდა , მასზე ზუსტად ეწერა იმ ფაქტის თარიღიც და საათიც რა დღესაც ესა თუ ის მოვლენა მომხდარა...
ბილეთები ქრონოლოგიურად დავალაგე და კითხვას შევუდექი...
ბილეთი N 1
„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“
ავტობუსი: TTC – 824 (3824)
სალ : 2396 (2) ყუთი : 3194
თარიღი : 15 / 09 / 14 17 : 02
_ N 60 _
ფასი : 0თ (უფასო)
ბარათი : 596814212
წარწერა ბილეთზე : „თეოსთან ვიყავი , ამ დღეს ქეთოც აქ იყო...)
თარიღის მიხედვით ეს ის დღეა სწავლა, რომ დაიწყო... იგი ჩემს დაქალებთან გავატარე , მახსოვს ძალიან ბედნიერი ვიყავი... სოფლიდან ახალი დაბრუნებული გახლდით და ორივე მონატრებული მყავდა... ის დღე მართლაც რომ დასამახსოვრებელი იყო , რა კარგად მოვქცეულვარ ბილეთების შეგროვება , რომ დამიწყია...
რამოდენიმე გადავიკითხე და მივხვდი , რომ ბილეთების უმეტესობა ჩემს ორ „ცუნცულიკოსთან“ გატარებულ დღეებს ეხებოდა... ვფიქრობ მართებული იქნება თუ სათითაოდ არ ჩამოვთვლი , რადგან ჩვენ სამის შეკრება თითქმის ყოველთვის ერთნაირად სრულდება... ბევრს ვიცინით , ვმხიარულობთ... საღამოობით ვგრძნობთ , რომ დრო დგება სერიოზული თემები განვიხილოთ , ასეც ვიქცევით... ერთმანეთს პრობლემებს ვუზიარებთ და თავზე ისე გვათენდება ვერც კი ვიგებთ...

ბილეთი N 11
„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“
ავტობუსი: TTC – 795 (3795)
სალ : 2816 (2) ყუთი : 3183
თარიღი: 23 / 10 / 14 15:08
_ N 49 _
ფასი : 0თ (უფასო)
ბარათი : 596814212
წარწერა ბილეთზე : პრომოობას შევეშვი , ბედნიერი ვარ...
ეს დღე მართლა გარკვევით წარმომიდგა გონებაში, მახსოვს გასაყიდი ვაუჩერები მქონდა დარჩენილი რომლის გაყიდვასაც აღარ ვაპირებდი ამიტომ უნდა დამებრუნებინა... მესიკვდილებოდა იქ წასვლა , იმხელა გზა მქონდა ფეხით გასავლელი... კიდევ კარგი დედამ შემომთავაზა გაყოლა. ჯერ მეტროთი ვიმგზავრეთ , უკან კი ავტობუსით დავბრუნდით... მახსოვს რამხელა სიმსუბუქე ვიგრძენი როცა ვაუჩერები დავაბრუნე... თითქოს ვინმე მაძალებდა მუშაობას... ავიტეხე გინდათ თუ არა ჩემი ფული მჭირდებათქო... მშობლებმაც იცოდნენ , რომ აკვიატება მალევე გაივლიდა ამიტომაც ნება დამრთეს მემუშავა... როგორც ხედავთ მალევე მომბეზრდა და წამოვედი...
დანარჩენი ჩანაწერები თითქმის ერთი და იგივე შინაარსის იყო , აღარც ვაპირებდი კითხვის გაგრძელებას , რომ არა ერთი უცნაური ბილეთი... ხელში ავიღე თუ არა გული შემიფრთხიალდა... ჯანდაბა! ზუსტად ვიცოდი ეს რომელი ბილეთიც იყო , მაგრამ ბოლომდე იმედი მქონდა რომ ვცდებოდი... ფრთხილად გავშალე , გაკრული ხელით იყო ნაწერი , მელანსაც ფერი ჰქონდა შეცვლილი , ლურჯიდან იასამნისფერში გადასულიყო...
მაშ ასე , ეს საბოლოო ბილეთია , რომელსაც წარწერა აქვს...

ბილეთი N 19

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“
ავტობუსი: TTC –917 (3917)
სალ: 2601 (2) ყუთი : 9369
თარიღი 22/01/15 18:48
_N 17 _
ფასი : 0თ (უფასო)

ბარათი : 596814212
წარწერა ბილეთზე :
„ეს ის დღეა მასწავლებელმა ჩემი წიგნი , რომ დაიწუნა და ამოსაცვლელად წავედი... ეს ის დღეა იმას , რომ შევხვდი რომელსაც რეალობაში ვეღარ ვნახავ... ღამეულ ზმანებებში კი ალბათ ათასჯერ... ეს ის დღეა, როცა გულში წარმოთქმულ სიტყვებს არ ეღირსა ბაგით გაჟღერება...“
მოგონებები რომელსაც გულის უღრმეს კუნჭულში ვმალავდი ფილმის კადრებივით წამომეშალა გონებაში...
პარასკევი იყო , ინგლისურის გაკვეთილი მქონდა... მახსოვს იმ დღეს ახალი წიგნით უნდა დაგვეწყო სწავლა... ჩემი “Round Up “ რომ ამოვიღე მასწავლებელმა კივილი დაიწყო... მე „new – ს „ გარეშე გთხოვე , შენ კი რა გიყიდიაო... მთხოვა სასწრაფოდ ახალი მეყიდა, დავპირდი , რომ ასეც მოვიქცეოდი... თუმცა ისე მეზარებოდა წიგნის გამოსაცვლელად სირბილი , რომ წინასწარ გამოვიგლოვე ჩემი თავი... გაკვეთილი ექვს საათზე დამთავრდა , მინდოდა იმ დღესვე მომესწრო ამოცვლა , ვიცოდი მერე დამეზარებოდა... ოთახიდან გველნაკვბენივით გავვარდი... წარმომიდგენია როგორი შესახედი ვიქნებოდი , „თმაგაწეწილი , ლოყებ აწითლებული გოგონა მეტროში გიჟივით შევარდა“ ნეტავ რას იფიქრებდნენ? სად მივრბოდი ასეთი გამწარებული?
ვაგონში შევედი თუ არა თავი მშვიდად ვიგრძენი , „ღრმაღელიდან“ „სადგურის მოედნამდე „ გასვლას დაახლოებით ოცი წუთი სჭირდებოდა... სანერვიულო აღარაფერი მქონდა... ყურსასმენები გავიკეთე და ჩემს „playlist” ში გადავეშვი...
წესით მთლიანად უნდა გამოვთიშვოდი ამ სამყაროს , მაგრამ ასე არ მოხდა , ვიღაცის მზერამ შემაწუხა... უფრო სწორად მაიძულა ყურადღება მასზე გადამეტანა... ცხოვრებაში პირველად დამემართა ასე... მისი თვალები იმდენად მწველი აღმოჩნდა , რომ კარგა ხანს შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი... ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს მას ვიცნობდი... ჩემი ჩასვლის დრო რომ არ ყოფილიყო შეიძლებოდა მივსულიყავი კიდეც და მეკითხა... თუმცა წინადადებამ „სადგურის მოედანი“ გამომაფხიზლა , თავი სულელივით გავაქნიე და ვაგონიდან ჩავედი. „ბავშვთა სამყაროს „ მხარეს ვაპირებდი ამოსვლას , ამიტომ გეზი ქვის კიბეებისკენ ავიღე... ნელა ავდიოდი , აფორიაქებული ვიყავი... ვერ ვხვდებოდი რას ნიშნავდა ის მზერა... ისე ვიყავი ჩემს ფიქრებში გართული , რომ ვერც კი შევამჩნიე ისე დავეჯახე გვერდით მიმავალ უცნობს... თავი მოვაბრუნე , ბოდიში უნდა მომეხადა , მაგრამ სიტყვები პირზე შემაშრა...
ისევ ის მზერა... ნუთუ შეიძლება ერთი ადამიანისთვის გაიმეტოს უფალმა ამხელა საჩუქარი? ისე მანათებდა იმ მწვანე თვალებს მეგონა ცოტაც და სულ გავქრებოდი... ისევ ის საოცარი შეგრძნება დამეუფლა, მეგონა დიდი ხნის ნაცნობები ვიყავით...
„-იცით ? ძალიან მეცნობით... ალბათ გაგეცინებათ , მაგრამ ასე მგონია აქამდეც მყავხართ ნანახი...“
ალბათ სწორი იქნებოდა ეს სიტყვები მეთქვა თუმცა ვერ გავბედე... ამის მაგივრად ბოდიში მოვიხადე და სწრაფად გავეცალე...
წიგნის ამოცვლა მოვახერხე , თუმცა მაინცდამაინც არ გამხარებია... ფიქრი მჭირდებოდა , გადავწყვიტე ავტობუსით დავბრუნებულიყავი სახლში... ბილეთი ავიღე თუ არა კალამი მოვიმარჯვე და წარწერა გავაკეთე... ვიგრძენი როგორ დამისველდა ლოყა ცრემლებით... შემდეგ მათ ბილეთზეც გადაიმაცვლეს... მელნის ლუჯი ფერი იისფერში გადავიდა.... ჩემს სულშიც კი იისფერმა სიცარიელემ დაიბუდა...
საერთოდ არასდროს ვყოფილვარ სენტიმენტალური , თუმცა იმ ინციდენტმა მაიძულა რაღაცაზე დავფიქრებულიყავი... შეიძლება დაუჯერებლად მოგეჩვენოთ , მაგრამ ის სიცარიელე რომელიც იმ „უცნობი ნაცნობის“ მზერამ გამიჩინა ვერაფერით შევავსე...
ჩემი ყურადღება ბილეთის თარიღმა მიიპყრო , რომელსაც აქამდე არ დავკვირვებივარ...
22/01/15 - ჯანდაბა! აი თურმე რა მჭირს დღეს... ეს ყველაფერი ზუსტად ერთი წლის წინ მოხდა... დღეს ოცდაორი იანვარია ... მე კი ისევ ნაცნობ ადგილას ვარ... ირგვლივ მიმოვიხედე დავინახე წარწერა „სადგურის მოედანი“ ... ნუთუ ამდენი ვიარე? თანაც რისთვის? იმისთვის , რომ დიდი ხნის წინ დავიწყებული ამბავი გამეხსენებინა?
აღარ მინდოდა წარსულში ქექვა , ბილეთი საფულეში ჩავკუჭე და ადგომა დავაპირე , თუმცა საფულე ისევ დამივარდა...
-მოუხერხებელო! შევამკე ჩემი თავი და მის ასაღებად დავიხარე... ჩემს თვალთახედვას არ გამოჰპარვია ორი ფეხი , რომელსაც სპორტული ფეხსაცმელი ამშვენებდა... ეს ფეხები მე მიახლოვდებოდნენ , ნელა ავაყოლე მზერა მათ პატრონს...
ისევ ის თვალები... ამჯერად ზემოდან დამყურებდა , მის სახეს არნახული ღიმილი ამშვენებდა... ღიმილი , რომელიც მაიძულებდა მოვდუნებულიყავი... ღიმილი , რომელიც მაჰიპნოზებდა...
მოულოდნელად სახე მოექუფრა , მეც გამოვედი ჰიპნოზიდან... ვერ მივხვდი რა დაემართა , მერე მის მზერას დავაკვირდი , მივხვდი , რომ ჩემი მუხლის გამო იყო ასე...
ჯიბეები მოიქექა, ხელსახოცი ამოიღო და გამომიწოდა... ალბათ მართებული იქნებოდა მადლობის გადახდა... მაგრამ ასე არ მოვიქეცი... უბრალოდ საუბრის წამოწყება ვცადე.
-იცით ? ძალიან მეცნობით... ასე მგონია აქამდეც მყავხართ ნანახი...
მის სახეს ისევ ის ღიმილი დაუბრუნდა...
-გაგეცინება რომ გითხრა მთელი წელი გეძებდითქო?!
-იმედია არც შენ გაგეცინება თუ გეტყვი , რომ მთელი წელი გელოდი...



№1 სტუმარი Teo

Vau ramagaria

 


№2  offline წევრი flightless bird

გმადლობ :დ <3
--------------------
თ.ნ.

 


№3 სტუმარი Barbi......

Vau ra sainteresoa..... Martla magaria.... Nale gaagrdzele ok?

 


№4  offline წევრი flightless bird

დიდი მადლობა ბავშვებო , ეს არის მხოლოდ <3 უბრალოდ ჩანახატების მითითება მინდოდა და შემთხვევით ისტორიები მივუთითე :/ <3
--------------------
თ.ნ.

 


№5 სტუმარი Barbi......

flightless bird
დიდი მადლობა ბავშვებო , ეს არის მხოლოდ <3 უბრალოდ ჩანახატების მითითება მინდოდა და შემთხვევით ისტორიები მივუთითე :/ <3

Dzalian samwuxaroa...... Ras vizavt xdeba xolme.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent