სიზმარი თუ რეალობა (1თავი)
ისევ იგივე, უკვე სასაცილოდაც კი მეჩვენება. მივრბივარ, გაუაზრებლად, ყოველგვარი რუკის გარეშე, სიბნელეა და ვიღაც განწირული ხმით ყვირის ჩემს სახელს... ხმა უფრო და უფრო მიახლოვდება, მაგრამ უცბად უცხო ბარიტონმა გააყრუა არემარე და ახლოს მოსული ხმაც დადუმდა. მე კი უცხო ხმას მივყვები, ისაა სიბნელეში თაფილსფერად ანთებულ პატარა ნათურებს მივუახლოვდე (რომლებიც თვალებს მაგონებს) რომ კადრი წყდება და მე ვიღვიძებ, დედას ხმა მაღვიძებს: -მარიამ... ისევ იგივე? -ჰო დედა, შეიძლება ერთიდაიგივე ყოველ ღამე? ფილმის კადრივითაა -კარგი დამშვიდდი... მეც დავწყნარდი და დედა ოთახიდან გავიდა. მე... მე უბრალოდ მარიამი ვარ,17 წლის, ყოველ ღამე სიზმრები მტანჯავს, სიზმრები კიარა სიზმარი...უნდა ავდგე თორემ სკოლაში დამაგვიანდება... დილას ჩემს დაქალს ვხვდები როგორც ყოველთვის და სკოლისაკენ ერთად მივიკვლევთ გზას. მას ლინა ჰქვია, ულამაზესია, იმიტომ არა რომ ჩემი მეგობარია, უბრალოდ ის მართლა ძალიან ლამაზია. ბიჭების რისხვა რასაც ქვია :დდ -მარიტ დღეს რა გეგმები გაქ?- მეკითხება ლინა და თან თვალებში ჭინკები უთამაშებს,ვხვდები რაღაც აქვს ჩაფიქრებული. -რავიცი არაფერი. -დღეს პარასკევიაა -ვიცი, შენ რა გეგმები გაქ? -ნიკუშამ დაგვპატიჟა სახლში და წავიდეთ რა გთხოოვ თათაც წამოვა ანკაც, კატო და ტასოც, მოკლედ სასტავი იკრიბება რა -ახლა ნამდვილი მიზეზი მითხარი რატო გინდა წასვლა :დდ ჰოიცი კარგად გიცნობ -იცი... საბაც იქ იქნება, უი და ნიკუშას ძმა ჩამოვიდა საფრანგეთიდან და ალბათ ეგეც. საერთოდ არ გავს აქაურ ბიჭებს. -რა განასხვავებს? -რავიცი ამბობენ ძალიან სიმპატიურიაო მაგრამ არცერთი ფოტო არ მაქვს ნანახი, იმენა მაგ ტიპზე ლეგენდები დადის... აქაურებივით არ ”კაიბიჭობს” ის მართლა კაი ბიჭია, მთელ თბილისს ხო იცნობს ვაბშე ყველა კკაი ბიჭს და ქურდს და საფრანგეთშიც თითქმის ყველა ქურდს იცნობს... .ამბობენ ერთხელ თუ შეხედავ თვალებში ვეღარ დაივიწყებო:დდდ ვითომ ჯადო აქვს? -აჰაჰაჰაჰაჰაჰ :დდდ კარგად გამაცინე ლინა... ჰო რავიცი ვეტყვი ლანას თუ გამომიშვა... -აჰ ეგ მოგვარებულია... რომც არ გამოგიშვას არ იქნებიან სახლში ჩემები და შენებიც ერთად მიდიან სადღაც... შვილები მოგვტეხეს. (დედაჩემი ლანა, მამაჩემი ლუკა და ლინას მშობლები ია და გიორგი ბავშობიდან მეგობრობენ, ძმაკაცებმა მოკლედ დაქალებზე იქორწინეს რა და შეიქმნა დაუშლელი ოთხეული.) -რამ ააცუნდრუკა ამხელა ხალხი რა... გეგონება 20 წლისები იყვნენ -ჰო გოგო სადააცაა 18ის გავხდბი და დედაჩემი 35წლის ასაკშიც კი ჩემზე მაგრად ერთობა, რა უსამართლოა ცხოვრება...- და ეს ლინას დრამატიზმი უკვე პიკი იყო, იქ დავიხოცეთ სიცილით:დდ ამ კისკისში სკოლამდეც მივაღწიეთ... კლასში შევედით და ვნახე ჩემი ბავშვები, ტასო და კატო ტყუპები, თათა, ანკა ახლა ბიჭები ლუკა, ნიკა, გიო და ალექსი... დანარჩენი კლასელები უბრალოდ არ მაინტერესებს... ამ სწავლის დღემაც ჩვეულებრივ ჩაიარა ხალისიანად... -დე დღეს ნიკუშამ დაგვპატიჟა სახლში და გამიშვებ? -ფართი და რამე? -ჰოო რა:დ -დალევ? -არა -მაშინ გაგიშვებ -მამასთან საქმეს ჩამიწყობ? -ადრე მოხვალ? -ძაან არ დავაგვიანებ -კარგი ჩაგიწყობ, ლინაც მოდის? -კიი, თქვენ სად მიკუსკუსებთ? -რავიცი სადმე რესტორანში დავსხდებით რა -ჰო კარგი კარგი... -ოთახში ვიქნები მე მალე ლინა მოვა და უთხარი რო იქ ვარ. -კარგი მიდი. ოთახში როგორც კი შევედი ლინამ დამირეკა skype-ში. -ვაიმეე წეღან არ გნახე? -კაი ნუ წუწუნებ მარიტ.. რას იცმევ? -არვიცი -ლურჯი მაღალ წელიანი შარვალი რო გაქვს -ჰოო -სადაა ეგ? -მოიცა - მოვძებნე და ვანახე - ეს? -ჰოო მე შავს ჩავიცმევ მასეთს... ტოპს მოგცემ რამეს და ჩაიცვი მაგ შარვალთან... -ოოო ნუ ხარ ბოთე ამ შარვალს ვერ ვიტან მითუმეტეს ტოპებს... -აბა რას ჩაიცმევ? -რამეს. შენი თეთრი მაიკა წამომიღე როწამოხვალ ჩემთან... -რომელი? წარწერებიანი? -არა ჩვეულებრივი -გაჩუქებ თუ გინდა მაგას მაინც არმევასება -კიბატონო მაგაზე გაწყენინებ? :დდ -კაიკაი ჩავიცმევ და გამოვალ -რომელზე უნდა ვიყოთ იქ? -2საათში -ანუ 6ზე? -ჰოო მათემატიკაც გასწავლო? 5ზე აქ იყავი -ოქეიი 5მდე მუსიკას ვუსმენდი და ოდნავ ჩამეძინა... Music,sleep and hug is what i need always^^ ( მთლად გრამატიკული არაა მაგრამ იმედია აზრს ჩაწვდებით:დდდ) ჰოდა ოთახში გიჟივით შემომივარდა ლინა... -გოგოოოო ნახევარია უკვეეე ადექიიი რა დროს ძილია?? გამაგიჟებ რაა -მე რას მეჩხუბები შენ დაგაგვიანდა -გაჩუმდი და ჩაიცვი მალე აჰა შენ მაიკა... მეც გამოვაღე ჩემი კარადა მოვძებნე მუქი ნაცრისფერი შარვალი, ლინას უფროსწორად უკვე ჩემი თეთრი მაიკა და ნაცრისფერი ჟაკეტი, ფეხზე შავი ბენსიმონები, შარვალი ოდნავ ავიკეცე ტელეფონი ავიღე, თმა გადავივარცხნე და ვსო მზად ვიყავი, არ მიყვარს ეს მაკიაჟი და რავქნა... წაბლისფერი თმა მაქვს, ოდნავ ჭორფლები და ცისფერი თვალები... უკვე ნიკუშასთან ვიყავით მე და ლინა... ლინამაც საწადელს მიაღწია და საბა ნახა.. -მარიამ, ლინა გამიხარდა თქვენი ნახვა... -ჩვენც საბა- უპასუხა ლინამ მე მხოლოდ ღიმილით შემოვიფარგლე -მე დაგტოვებთ ბავშვებს ვნახავ... -მოიცა მარიტ მეც წამოვალ -ლინ იყავი რა...- საბამ მუდარის თვალებით გადახედა და აბა ლინა იმის ჩიტი იყო საბასთან მარტო ყოფნა გაემაზა? -კაი მარიტ ბოდიში მარტო წადი მომიკითხე ყველა -დღეს არ ნახე? -მერე რა მაინც... -კაი ჰო ნახვამდის საბა -დროებით. მოვშორდი ამ წყვილს და ბავშვებთან გადავედი, ლუკა და ანკა როგორც ყოველთვის კამათობენ მარა ერთმანეთის გარეშეც ვერ ძლებენ, თათა,ნიკა და გიო ერთად გულიანად იცინოდნენ, ალექსი და ტყუპები ოდნავ მოშორებით იდგნენ მეც მათთან გავემართე. -რა აცინებთ? -მათი სიცილის შემხრდვარე მეც სიცილი ამიტყდა -არვიცით - მიპასუხა ტასომ... მოკლედ ყველაფერი კარგად მიდიოდა, უკვე 12 ხდებოდა დედა არ მირეკავდა ამიტომ მე მივწერე: -ერთობით? -კიი თქვენ? - პასუხმაც არ დააყოვნა -ჩვენც -ჭკუით. საბა და ლინა ბევრს ცეკვავდნენ და მერე ეზოში გავიდნენ, მეც ავედევნე რომ ლინასთვის დრო მეცნობებინა, უკვე გვიანი იყო და უნდა წავსულიყავით... გარეთ გავედი მაგრამ ვერ ვნახე ლინა, აუზისკენ გავემართე სადაც ბიჭი იყო, მგონი სისხლისგან იცლებოდა -ჰეი რაგჭირს? მოდი სახლში შეგიყვან... - ისიც დამემორჩილა, თავაუწეველი წამოდგა და ოდნავ დამეყრდნო, საერთოდ არ მეცნობოდა, ან როგორ უნდა მეცნო სახეც არ დამინახავს... სახლში შევიყვანე, სააბაზანო მოვძებნე და იქ აღმოვუჩინე პირველადი დახმარება... -რა გჭირს? -არაფერი უბრალოდ, დამეხმარე რა -გეხმარები -კითხვების გარეშე!- მისი ხმა ისე მეცნობოდა თითქოს მრავალი წელია ვიცნობ... საბედნიეროდ ღრმა ჭრილობა არ იყო. -დამუშავება დავამთავრე. კარგად -! გავდიოდი მისმა ხმამ რომ გამაჩერა: -მადლობა მარიამ. -ჩემი სახელი საიდ...- სიტყვა გამიწყდა... მისი თვალები... ეს ის იყო... ის... ჩემი სიზმრებიდან! ღმერთო ! ნამდვილად ის იყო!!! ეს თაფლისფერი თვალები როგორ უნდა შეგეშალოს!!! გაოგნებული, აღფრთოვანებული, არვიცი კიდევ ამ მდგომარეობას რა სიტყვა შეეფერება! ყველაფერი ერთად დამატყდა თავს! ნუთუ შეიძლება ერთმა ადამიანმა ამხელა ზეგავლენა მოახდინოს სხვა ადამიანზე? გაუქროს ყველა საფიქრალი, თავდაყირა დააყენოს მისი ფიქრები, აზროვნება, მისი სამყარო! ამ გაურკვეელი გრძნობებით და პასუხგაუცემელი კითხვებით დავტოვე სახლი. არ მაინტერესებდნენ ლინა და საბა რომელიც მეძახდნენ, უკან მოუხედავად გავრბოდი! მან ჩემი სახელი იცის! კიმაგრამ საიდან? ან რატომ მესიზმრება? მივრბოდი გაუჩერებლლდ ზუსტად ისე როგორც სიზმარში, უმისამართოდ და გაუაზრებლად! ისევ სიბნელე... ნიკუშას სახლთან ახლოს ვცხოვრობ მაგრამ გზა და დრო უსაშველოდ გაიწელა. ისევ სიბნელე. ყველგან სიბნელე. სახლამდე მოვაღწიე საწოლზე კი არ დავწექი დავებერტყე! და გადავეშვი სიზმრბის სამყაროში... იგივე ჟესტი იყო ოღონდ გაგრძელება ჰქონდა, მივუახლოვდი ნათურებს თუ თვალებს, რა მნიშვნელობა აქვს! ამ თვალებში მე ჩემს სამყაროს, წარსულს,აწმყოს და მომავალს ვხედავდი. თითქოს ჩემს თვალწინ ვიღაცის სახე გადაიშალა, არვიცოდი ვინ იყო, ან რა უნდოდა ჩემგან, ერთადერთი ის ვიცოდი რომ ამ სახის უკან ჩემი ცხოვრება იშლებოდა, ეს უცნობი ჩემი მხსნელი იყო რომელიც იმ მეორე ხმისგან დამიცავდა. სახეს უფროდაუფრო ვუახლოვდებოდი მაგრამ ნაკვთებს ვერ ვარჩევდი, თავისით მივიწევდი მისკენ, ფეხები მე არ მემორჩილებოდა, იმ წამში ჩემები არ იყვნენ, თითქოს მომწყდნენ და თავისით გარბოდნენ მისკენ. -მარიამ- ყურში ჩურჩულით ჩამესმა მისი უსაზღვროდ ნაზი ხმა, მინდოდა შევხებოდი, თითები მის სახესთან მივიტანე რომლისგანაც ძალიან დიდი სითბო მოდიოდა და... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.