შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კატათაგვობანა –4–


25-01-2016, 13:38
ავტორი sopiko
ნანახია 3 424

[თავი 4]
დღეები მდორედ მიედინება. დავდივარ სამსახურში... სახლში მისვლისთანავე ვაჭმევ სტილს, ცოტა ხანს ვეფერები, ვიძინებ. სალონებს ვსტუმრობ, სხვადასხვა ექსპერიმენტს ვიკეთებ თმაზე, ვიხვევ, ვიკუწუწებ, მაგრამ ბოლოს მაინც ვისწორებ, რადგან ცვლილებებთან შეგუება მიჭირს. ნიცასთან ერთად მივირთმევ ჩემ საყვარელ პიცას, საყვარელ კაფეში.
და რატომ მდორე? აქამდეც ხომ ასე ვცხოვრობდი? გეფიცებით, ჩემი გაბრაზებული სახე მომენატრა. იოანეს ხრიკები მომენატრა. ცალკე ნიცა კითხვებით მიკლებს, ვინ არის, ერთხელ როგორ ვერ შევხვდი და ა.შ. და ა.შ. იმ ხეპრეს სულ ორი დღეა ვიცნობ და ისე ღრმად დაამჩნია ჩემს სუსტ ბუნებაზე კვალი, რომ მენატრება...
არ ჩანს! იმ დღეს, მე რომ დამშორდა, თავის ოთახში ავიდა. მეორე დილას კი წავიდა და აღარც დაბრუნებულა. მეგონა ერთ... ორ... სამ დღეში დაბრუნდებოდა, მაგრამ არ ჩანდა, არც მაშინ და არც ახლა! მე ის მომწონს! სულით ხორცამდე მომწონს! მისი თვალები მომწონს, შავი თვალები... მისი ნატიფი თითები მომწონს... თავისი ხისთავიანობით მომწონს!
ის კოცნა... აი, ის კოცნა კი სულ სხვა ამბავია... სულ სხვა ადგილი დატოვა ჩემ ცხოვრებაში. ღამღამობით მეჩვენება, რომ ისევ მეხება მისი გახურებული ბაგეები, ისევ მეხვევა მარწუხებივით მისი ხელები წელზე, მინდა თვალები გავახილო და კიდევ ერთხელ შეერთდეს ჩვენი ტუჩები, მაგრამ თითოეული ჩემი მცდელობა კრახით სრულდება...
დღესაც სულ ტყუილად, უსაფუძვლოდ ველი მას. ჩემს უხასიათობას ლაშაც ამჩნევს. ჩემთან დალაპარაკებას ცდილობს, მაგრამ არაფერი გამოსდის. მას არავითარი ბრალი არ მიუძღვის, მაგრამ თამაში მიჭირს და გაბუსხულ ტუჩებს ვერაფერს ვუხერხებ. ის კი არა, ჩემი პატივცემული უფროსი იმასაც მეუბნება, თუ გინდა დღეს წადი, ნიცასთან ერთად იშოპინგე და მოგეშვებაო.
–შოპინგი აღარ მიხსენო!–შევუღრინე.
შოპინგზე გაქცეული ხევსური გამახსენდა. მე ხომ მის დაჭერას ვაპირებდი, მაგრამ იოანემ და მასზე ფიქრებმა ისე გამომაშტერა, ისიც კინაღამ დამავიწყდა, უსათუოდ ხევსურს რომ უნდა გავყოლოდი ცოლად.
–ნეტავ, იოანე ხევსურია?–ფიქრი მინდოდა, მაგრამ ხმამაღლა ''მეთქვა''. კიდევ კარგი ვერავინ გაიგონა. ჩემი ე.წ. ''საიდუმლო'' არავინ იცის, ნიცაცოს გარდა.
სამუშაო საათები როგორც იქნა სრულდება. ლიკუნა დღესაც მორიგეა, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი კვირა გავიდა, რაც იოანე არ მინახავს. მორიგეებს ვემშვიდობები და სასტუმროდან გავდივარ. უკვე ბნელა, მე კი სიბნელის სრულიად არ მეშინია! პირიქით მიყვარს კიდეც ღამე! ის ყვითელი ვარსკვლავებიც, ზემოდან რომ დამყურებენ ხოლმე.
უჩვეულოდ მელანქოლიურ ხასიათზე ვდგები. ის რაც ჩემ გულში, გონებაში ხდება უცნაურია, არატრადიციული. კუთხეში შეხვევას ვაპირებ, ვიღაც საპირისპირო მხარეს რომ მიმათრევს. თითქმის ჰაერში ვარ, რადგან მიწას ფეხებით ვეღარც ვწვდები.
–ვინ ხარ? რა გინდა?–პანიკაში ჩავარდნილი ვკივი. ეს არის სიბნელის არ მეშინიაო? სიბნელის არა, მაგრამ მოულოდნელად გამოჩენილი გადარეული ხალხის კი...
–ფული გინდა?–ტირილით ვეკითხები და ფართხალს არ ვწყვეტ. ველი როდის ვიგრძნობ პისტოლეტის ლულას შუბლზე, ამის ნაცვლად კი ბაგეებს ვგრძნობ, ცხელ ბაგეებს და იოანეს სურნელს.
–არა, შენ!–ჩახშული ხმით მპასუხობს და ტუჩებზე ნაზად მეხება. ჩემში შემწინაამღდეგებელს რომ ვერ ხედავს, ერთი ტუჩიდან უკვე მეორეზე გადადის და ხელებსაც ადუნებს. დიაფრაგმა მეკუმშება. თითქოს დედამიწაც იმ ტრენაჟორივით უმატებს სიჩქარეს და სწრაფად ბრუნავს. თითები იოანეს თმისკენ მიმაქვს და გულზე ვეკვრი.
–მაშო...–ჩემი სახელის გაგონებაზე ვკრთები და მამაკაცის სხეულს ვშორდები. კიდევ კარგი ბნელა და იოანე ჩემ გაწითლებულ ლოყებს ვერ ამჩნევს.
–შენ ხარ?–არც კი ვაანალიზებ იმას, რასაც ვამბობ. რაღა თქმა უნდა ვცრუობ. არავის არ მივცემდი მიკარების უფლებას იოანეს გარდა. და საერთოდ, ვინ არის იოანე? რა პრივილეგიით სარგებლობს?
–ტყუილი არ გიხდება, მაშო..–ცხირზე თითს მსუბუქად მკრავს და თავს ჩემ ყელში რგავს.
–და რა იცი, რომ... რომ ვცრუობ...–გაურკვევლად ვლუღლუღებ, თუმცა მამაკაცი ისე ახლოსაა ჩემთან, რომ მაინც იგებს.
–ვიცი და ვერასდროს გადამარწმუნებ!
აი, უკვე ისევ ისეთი ცივია, როგორც პირველი შეხვედრისას. ვერ გამიგია რა არის მისი ასეთი წუთიერი ცვლილებების მიზეზი. ჩიხიდან გავყავარ და მეც უკმაყოფილო სახით ვუსწრებ რამდენიმე ნაბიჯით.
–ცოტა ნელა რა!–დამცინავი რეპლიკებით ჩემს შემკობას დღესაც აგრძელებს. შადრევნის ქვის სარტყელს ხელებით ვეყრდნობი და თვალებს ვაკვესებ.
–იოანე, ნუ მეთამაშები! ნუ...–წინადადებას ვეღარ ვაგრძელებ. ისეთ რაღაცას ვხედავ, გული როგორ მიძგერს, მიკვირს. ეს ხუმრობით, მაგრამ... მაგრამ იოანეს თვალზე ამ ნაიარევს რა უნდა?
იოანე ანთაური! იოანე ანთაური! იოანე ანთაური! ყველა ფრაგმენტი მოკლემეტრაჟიანი ფილმივით მივლის. მან ხომ მითხრა ყველას ეჯახებიო... მოუხერხებელი ხარო... აი, თურმე ჩემი მეზობლის უცნაური ქცევის მიზეზი რა ყოფილა... ეტყობა იოანემ ჩემი მისამართი გაიგო და... სასტუმროში შესავსები ანკეტაც ხომ ლაშამ შეავსო ჩემს ნაცვლად... ღმერთო, აქამდე როგორ ვერ მივხვდი!
თავბრუ მესხმის. თავს ვეღარ ვიკავებ და უკან ვვარდები... წყალში!
* * *
არც წყლის მეშინია, მაგრამ ძალიან დამამცირებელია, მსოფლიოში პირველი ცინიკოსის წინაშე ასეთ მდგომარეობაში რომ ჩავარდები. თვალებს ვიწმენდ, რადგან ძალიან მეწვის. თმის რეზინა დაბლა ჩამომწევია და თითქმის დამეშალა სანაქებო ხვეულა. წყალი მხოლოდ მუხლებამდე მწვდება. დარცხვენილი ვდგავარ დამცინავად მომღიმარი იოანეს წინ და არ ვინძრევი. როგორ შეუძლია ასეთს მიყურებდეს და ოდნავადაც არ მოუნდეს ჩემი დახმარება. მე აქ ვკანკალებ, ის კი უბეებიდანაც არ იღებს ხელებს.
-იქნებ ხელი გამომიწოდოთ, ბატონო იოანე?-ბღვერით ვეკითხები.-თუ ახლაც გაიქცევი?
-ახლაც?-ხელს მაინც არ მიწვდის, წარმოგიდგენიათ? მოწონების ღირსიც კი არაა, იყოს ხევსური, რა რომ?
-მე ვახსენე ახლაც?-მისივე ტაქტიკას მივმართავ. ისიც ხომ ასე ისულელებს ხოლმე თავს.
ანთაურს ეცინება. გონებაში ალბათ ფიქრობს, ვაი, შე უბედუროო...
-ვინაა უბედური?-‘’ვჭყივი’’და მხოლოდ ამ წამოროშილი სიტყვების შემდეგ ვხვდები, რომ ეს მან გონებაში გაიფიქრა, მე კი... მე ისევ მახეში გავები!
იოანეს სიცილი უტყდება. ალბათ ახლა მაინც დამეხმარება ‘’აქედან’’ ამოყვანაში.
ისევ შევცდი! ზურგს მაქცევს და ადგილიდან იძვრება.
-საით?-ვკადრულობ და მთლად გაწუწული ამოვდივარ წყლის აუზიდან.
-სახლში!-მოკლედ მიჭრის.
-და მე?-ვპილპილდები.
-შენც!-ხელს წელზე მხვევს და იძულებით მიმაქანებს გაურკვეველი მიმართულებით.
-არა, არა და არა!-განწირული ვყვირივარ. გამვლელი ტაქსი ჩვენს დანახვაზე ჩერდება, თუმცა იოანე ისეთი მკვლელი თვალებით უყურებს, მძღოლი ისევ გზას აგრძელებს.
სხვა რა გზა მაქვს. უნდა გავყვე. თვითონაც ვერ გამიგია, რატომ ვუმალავ საკუთარ თავს იმას, რომ ძალიან მინდა იოანეს სახლში აღმოჩენა. რატომ? მეც უნდა ავყვე კატა-თაგვობანას თამაშში. მე უნდა დავარქვა ამ ყველაფერს სახელი. ახლა ჩემი ჯერია! მეც შევძლებ იოანეს დამარცხებას! ამისთვის კი უნდა გამოვიყენო ეს სიტუაცია.
იოანეს სახლი დანახვისთანავე მხიბლავს, იოანესავით. მამაკაცი სმოკინგს საკიდზე კიდებს და მისაღებში ფეხსაცმლის გაუხდელად შედის. სავარძელში მძიმედ ეშვება და ჭუჭყიან ძირებს მაგიდაზე ალაგებს.
აქამდე თავი სტუმრად მიმაჩნდა და ხმას არ ვიღებდი, მაგრამ ამის ატანა შეუძლებელია! როგორ ვერ ვიტან საწოლში ტანსაცმლის ამარა რომ წვებიან, ჭუჭყიან ფეხსაცმელებს შემოსასვლელშივე არ იხდიან და მოკლედ რომ ვთქვა, უსუფთაობას ვერ ვიტან!
-იოანე! ჩამოსწიე ფეხები!-წინ ვესვეტები და თითს ვუქნევ.
იოანე დგება და ტუჩებზე მაჩერდება. ვიცი, რის გაკეთებას აპირებს და ისე ვღელავ, როგორც არასდროს. ცოტაც და... თვალებს ვნაბავ. უჰ, რატომ იგვიანებს? ისევ ვწევ ქუთუთოებს და მისი მზერა უმალ თავს მახრევინებს.
ანთაური საჩვენებელი თითით მაწევინებს ნიკაპს და ცხვირს ლოყაზე მიხახუნებს. ნელ-ნელა ჩემს ტუჩებს უახლოვდება. როცა თვლის, რომ საკმარისად დამტანჯა ისევ ჩემი ბაგეებისკენ იხრება და მოწყვეტით მეამბორება. ცივი ჰაერი სახეზე მელამუნება და გაბრაზებული ვაჭყიტავ თვალებს. ეს რა იყო ვითომ?
იოანე ფეხსაცმელებს იხდის და სააბაზანოსკენ მიემართება. კარს აღებს და თავს ოდნავ აქნევს.
-რა?-ვერ ვხვდები რას მანიშნებს.
-სველი ხარ! გაცივდები...-თბილ ნოტებს ვამჩნევ და სიხარულისგან დავფრინავ. რა მიხარია რომ?
მაინც დასჯილი ბავშვივით შევდივარ იოანეს სააბაზანოში. ტანისამოსს ვიხდი და სარკეში ჩემი მომხიბლავი მკერდის დანახვაზე კმაყოფილი ტუჩს ვიკვნეტ. რა გინდა, კარგი გემოვნება ჰქონია ანთაურს. მშვენიერ ფერებში მოუწყვია ეს პატარა ოთახი. ცხელი წლის ქვეშ ვდგები და სიამოვნებისგან კვნესა მხდება.
-მშვიდობაა?-კარს იქიდან მესმის იოანეს ხმა. რა? როგორ გაიგონა?
-მშვიდობაა! მშვიდობაა!-გავძახი სიცილით. ოჰ, არ უნდა გამეცინა! ონკანს უფრო მეტად ვუშვებ, რომ ჩემი ხმა ვერ გაიგოს, თუმცა არ ვიცი ეს გეგმა გაამართლებს თუ არა.
შხაპის მიღებას რეკორდულ დროში ვასწრებ. ‘’რაღაც’’ საქმეები მაქვს, თანაც ძალიან მნიშვნელოვანი! ხო, ეს საქმეები რა თქმა უნდა ჩემს ხევსურს უკავშირდება. პირსახოცს ტანზე ვიხვევ და ახლაღა მახსენდება, რომ ტანსაცმელი არ მაქვს. სველი ტანსაცმელი უკვე გასარეცხების ყუთშია ჩაყრილი. თავში ხელს ვირტყამ და სულ ოდნავ ვაღებ კარებს. დერეფანი თავისუფალია! ესე იგი გასვლა შემიძლია.
ქურდივით ვიპარები პირველივე ოთახში, რომელიც გზად მხვდება და თან უკან ვიხედები. ამ უკან ყურებაში რაღაცას ვასკდები და ძვლივს ვიჭერ გადაყირავებულ სკამს.
-უუჰ!-შვებას ვგრძნობ და გარდერობს ვაღებ. ამმ, იოანეს საძინებელში ამომიყვია თავი. ორმაგად გამიმართლა! ორ-მა-გად! ახლა ერთი გემრიელად გამოვიპრანჭები ანთაურის ტანსაცმელში და გეგმა ა-საც შესაფერის პირობებს შევუქმნი.
იოანეს ნაცრისფერ პერანგში ხელებს ვყოფ და სარკისკენ ვაპარებ თვალს. ძალიან კარგი! ლამისაა მუხლებამდე მომწვდეს და ამ სიგრძის კაბებია სწორედ მოდაში.
ჩემს ყურადღებას ახლა უკვე ჩართული, მაგრამ დახურული ნოუთბუქი იქცევს. რას გვიმალავსო იოანეო? პირველივე ფაილს ვხსნი და წარმატება უჩვეულოდ მახარებს. როგორც ჩანს იოანე ანთაური საკურორტო სააგენტოში მუშაობს საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე. კოტეჯების სურათებით აქვს გავსებული მთელი ფაილი, ალბათ ხვალ სამსახურში უნდა წარადგინოს. ერთი კარგი იდეა მომდის და ინტერნეტში შევდივარ.
საძიებელ ველში სასურველ სიტყვას ვწერ და ბავშვების საყვარელი მულტფილმის, ტომი და ჯერის ფოტოებს ვათვალიერებ. ერთ–ერთს ვარჩევ, სლაიდ–შოუს ბოლო გვერდზე ვათავსებ და ეშმაკურად ვხითხითებ.
-ხვალინდელ პრეზენტაციაზე როგორ არ უნდა ვიყო მე?-ვფიქრობ... ვფიქრობ... ვფიქრობ, მაგრამ ვერაფერს ვიფიქრებ. როგორ უნდა მოვიქცე, რომ პრეზენტაციას შორიდან მაინც შევავლო თვალი?
კარზე კაკუნის ხმა ამ სამყაროში მაბრუნებს. ყოველი შემთხვევისთვის ბოლოში მიწერილი კომპანიის სახელს ვიმახსოვრებ და საგონებელში მხოლოდ ამის შემდეგ ვვარდები. ახლა რა უნდა ვქნა? ხან ერთ კედელს ვასკდები, ხან მეორეს, მაგრამ გამოსავალს მაინც ვერ ვპოულობ. მეც არ ვიცი, როგორ ვჩნდები კარადაში ოთხად კი არა, ხუთად მოკეცილი! რა უბედურებაა! იმდენი ტანსაცმელია, თავს ვეღარ ვწევ მაღლა... ან გარდერობი ეყიდა უფრო მაღალი! ფული აკლია თუ...
-მაშო!-ისე განსაკუთრებულად მიხმობს, რომ ლამისაა გავეპასუხო. საბედნიეროდ საკუთარ თავს არ ვყიდი და ოფლს გამალებით ვიწმენდ შუბლიდან.
-მა-შო!-ახლა უკვე მარცვლავს ჩემ სახელს.
-მაშიკო!
ეს მაშიკო კი უკვე ძნელი ასატანია. კარადიდან გამოვდივარ და დემონტრირებულად ვშლი ხელებს.
-რა მაშიკო? რა მაშიკო?-პირს იმხელაზე ვაღებ, ლამისაა გამეხას.
-ვაა, მაშიკო? აქ რა გინდა?-მისი მზერა კარგს არაფერს მოასწავებს. ვა-ი! ნოუთბუქი რომ არ დამიხურავს?
რა მინდა აქ?
პერანგი!
-პერანგი!-სულელივით ვიკრიჭები.
-არ გიხდება!-ძუნწად მიგდებს ერთ სიტყვას და ოთახიდან გადის.
-შენ რომ გიხდება, რა რომ!-უკან ბაწარგამობმული ძაღლივით მივდევ და ამ ძაღლზე ჩემი სტილი მახსენდება. განა მან არ გამაცნო იოანე? ახლა კი სახლში ზის მშიერი და მე მელოდება...
-სტილლ..-სჯობს თავის შეცოდებით დავიწყოთ. ნერწყვს ხმაურით ვყლაპავ და იოანეს იმ პატარა ბავშვივით ვუღიმი, ნაყინი რომ უნდა. ისე ეჭვი მეპარება, რომ იოანე კეთილი ძია იყოს და მისი მოთაფვლა ადვილი აღმოჩნდეს.

^^^
ესეც შემდგომი სახალისო თავი!
ძალზედ მახარებს თქვენი შეფასებები და ახლაც ველი კომენტარებს. წინასწარ იმას გეტყვით, რომ მეტად ''მაშოსებური'' თავი გელით წინ!
თქვენი სოფო!



№1  offline მოდერი bibo

აუ მაგარია რა ვგიჟდები მე შენზე მაგარია ეს მაშო რა იოანე კიდე სჰოკოლადო ბისკვიწია ცხოვრება მიყვარს მე ეს ბიჭი ვგიჯდები მაგაე : love დიდ დიდ დიდი დიდი თავებიდადე რა და მალ მალეეე

 


№2  offline წევრი Firefly

როგორ გამახარეეე!
არაჩვეულებრვი ხარ როგორც ყოველთვის
--------------------
M.T

 


№3 სტუმარი nino k.d..

dzalian kargia sof. me momwons da velodebi moutmenlad axal tavs.

 


№4  offline მოდერი წითური გოგონა

ვაიმე, არ მყოფნის... მეტი მინდა! მეტი!
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№5  offline მოდერი sopiko

bibo
აუ მაგარია რა ვგიჟდები მე შენზე მაგარია ეს მაშო რა იოანე კიდე სჰოკოლადო ბისკვიწია ცხოვრება მიყვარს მე ეს ბიჭი ვგიჯდები მაგაე : love დიდ დიდ დიდი დიდი თავებიდადე რა და მალ მალეეე

მე კიდევ შენ თბილ შეფასებებზე ვგიჟდები! ♥
Firefly
როგორ გამახარეეე!
არაჩვეულებრვი ხარ როგორც ყოველთვის

მარიამ, უღრმესი მადლობა! ♥
nino k.d..
dzalian kargia sof. me momwons da velodebi moutmenlad axal tavs.

გმადლობ, ნინ! ♥
წითური გოგონა
ვაიმე, არ მყოფნის... მეტი მინდა! მეტი!

ჩემი წითურიი ♥ უნდა იკმარო, სხვა რა გზაა...

 


№6 სტუმარი A

Rogor axerxeb mitxari rom yvela tavi aseti saxaliso, saintereso da magari iyos. Yochag. Magaria....

 


№7  offline მოდერი sopiko

A
Rogor axerxeb mitxari rom yvela tavi aseti saxaliso, saintereso da magari iyos. Yochag. Magaria....

ვაიმეე, მადლობა საყვარელო! love

 


№8 სტუმარი A

Arapers sayvarelo martlac dzalian momwons es istoria.....

 


№9  offline მოდერი sopiko

A
Arapers sayvarelo martlac dzalian momwons es istoria.....

love

 


№10 სტუმარი Black

Kargiaaaa shemdeg tavs veli malee

 


№11 სტუმარი matilda

სწორია "ძლივს" ,შეცდომააა "ძვლივს".
ისტორია ძალიან სახალისოა და მომწონს :)

 


№12  offline მოდერი sopiko

Black
Kargiaaaa shemdeg tavs veli malee

გმადლობ!
matilda
სწორია "ძლივს" ,შეცდომააა "ძვლივს".
ისტორია ძალიან სახალისოა და მომწონს :)

არა, "ძვლივს" ზუსტად ვიცი, რომ ორთოგრაფიულად სწორია. მიხარია, რომ მოგწონს ♥

 


№13 სტუმარი A

sopiko
A
Arapers sayvarelo martlac dzalian momwons es istoria.....

love

Exla vpiqrobdi da davaskveni rogoric xar tavad iseti istoriaa esec. Xalisiani da sitboti savse.....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent