შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმშვიდიდან სიგიჟემდე,ძვირფასო!(თავი XI)


26-01-2016, 01:33
ავტორი Nina))
ნანახია 4 056

-როგორ არ მინდა შენი გაშვება..-განიერ მკლავებში ჩამალა გოგონა,ეხუტებოდა და სახის ყველა ნაკვთს უკოცნიდა - რომ ვიცოდე რომ არ წახვიდოდი,რომ დამიბრუნდებოდი,ჩემზე ბედნიერი არავინ იქნებოდა დედამიზის ზურგზე, რომ დამიბრუნდებოდი, ოღონდ ვიცოდე რომ მხოლოდ მე მეკუთვნი და გეფიცები მზად ვარ მთელი დარჩენილი სიცოცხლე გავატანო უფალს,ეჰ,ელენა,გოგო კიარა ანგელოზი ხარ- ელენას ცრემლები წამოუვიდა და უფრო ძლიერად მიეკრო მამაკაცს
-რომ იცოდე დათუნა,როგორ ძლიერ მიყვარხარ უბრალოდ ასე სურდა უფალს,ჩვენ წინ ვერ აღვუდგებით ბედისწერას.
-ხომ გეუბნები ანგელოზი ხარ-მეთქი,შენ კი ყურსაც არ მიგდებ..
-მომენატრები-უკანასკნელად მოეხვია მამაკაცს და თვითმფრინავისკენ გასწია...
მგზავრობა იმაზე დამღლელი და გრძელი აღმოჩნდა,ვიდრე აქეთობას,იმაზე უფრო მძიმეც კი ვიდრე მოელოდა.. ეს გამომშვიდობება, აღიარებს,საშინლად სძულს გამოთხოვება,ძალიან გაუჭირდა მამაკაცთან განშორება,თუმცა გული იქეთკენ მიუწევდა საითკენაც თავისი ოჯახი,პატარა თბილი ოჯახი ეგულებოდა...
თვითმფრინავი არ გადასცდენია გრაფიკს და ზუსტად ექვს საათზე მშობლიურ მიწაზე იდგა და გარშემომყოფთ ათვალიერებდა, თითქოს არაფერი,აქედან ვინც მიდის ყველას გონია რომ წავლენ და საკუთარ თავს იპოვნიან,მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა,საქართველო იქნება ეს თუ ფლორიდა,ევროპა თუ ამერიკა,სადაც დაიბადე იქ თუ ვერ იპოვე საკუთარი თავი,ჩათვალე რომ სხვაგან მით უმეტესს ვერ იპოვნი. თავის დროზე ელენასაც ეგონა,ოღონდ აქედან წავიდეო,იყო კიდევაც წასული,ხომ შეეძლო მიეღო დათუნას შემოთავაზება და დარჩენილიყო იქ,სადაც სხვების აზრით უზრუნველი ცხოვრება და ნათელი მომავალი ექნებოდა,მაგრამ არ უყო გულმა,ვერ უღალატა სამშობლოს,მშობლიური სულისკვეთება მაინც ყველა ადამიანში ცხოვრობს,გააჩნია როდის ეცდები მის გაღვიძებასა და გაჩაღებას,ხარბად ჩაისუნთქა მშობლიური ჰაერი და ახლა თეკლასა და კაკის დაუწყო ძებნა,როდესაც ვერსად დაინახა ტელეფონი ამოიღო და დარეკვა გადაწყვიტა,მაგრამ ლამის ხელიდან გაუვარდა,როდესაც ნაცნობი ბარიტონი მოესმა უკნიდან
-ვინმეს ეძებ,ძვირფასო!?- დიახ, ეს დემეტრე იყო,დემეტრე დადიანი,იდგა მის უკან თვითკმაყოფილი ღიმილით და ელენას ელოდებოდა
-შენ?-თვალები ჭყიტა გოგონამ-შენ აქ რას აკეთებ?
-შენ გელოდებოდი,ძვირფასო,როგორც ჩანს პუნქტუალური ხარ,არ გიყვარს ვინმეს რომ ალოდინებ,მაგრამ ალბათ გუმანით ხვდებოდი რომ დაგხვდებოდი და უფრო ჩქარობდი
-ოჰ,რა ბედნიერი ვიყავი შენგან შორს მყოფი-ირონიულად გაუღიმა მამაკაცს და მხარზე ხელი ჩამოუსვა,მამაკაცის მყისიერმა რეფლექსებმა არ დააყოვნეს და წელზე შემოეჭდო დემეტრეს მარჯვენა ხელი,ნელა უბიძგა რომ სიარული გაეგრძელებინა და მანქანისკენ გაწიეს
-აბა,როგორ იმგზავრე?-თითქოსდა დიდი ინტერესით ჰკითხა მამაკაცმა
-ძალიან რომ გაინტერესებდეს ისე საუბრობ,აჰ,თუ მოიცა,მოიცა, გაინტერესებს ცხელ ფლორიდაში ცხელი ღამეების შესახებ?-სწრაფად უპოვა მწარე წერტილი და ზედ შეადგა ფეხებით
-ელენა,ჩემს მოთმინებას ხშირად ცდი-თითქოს არაფერიო,მაგრამ ღრენით გაუღიმა მამაკაცმა
-მოიცა,შენ რა შუაში ხარ საერთოდ?!
-ოჰ,ძალიან კარგადაც იცი-ცალყბად გაუღიმა მამაკაცმა და მანქანის კარები გაუღო
-შენშიც არსებობს რაღაც ჯენტლმენური სულისკვეთებისა-გადაიკისკისა გოგონამ და კუთვნილი ადგილი დაიკავა,მამაკაცს გაეღიმა სასურველი სიცილის მოსმენაზე და თვითონაც სწრაფად დაიკავა ადგილი
-აბა,დიდ ხანს გაგიგრძელდა დასვენება,აწი ხომ იცი სიმშვიდეს ვერ ეღირსები -თვალებში მოცეკვავე ჭინკები აუთამაშდნენ მამაკაცს
-არ მითხრა რომ ჩვენთან რჩები-შეიცხადა ელენამ
-ნუ,რადგან ასე მთხოვ,თანახმა ვარ,დავრჩე და შენს უღიმღამო ცხოვრებას ცოტაოდენი პოზიტივიც შევმატო
-ეგ,თქვენი ცეცხლოვანი ღამეებისთვის შემოინახე,ძვირფასო-ენა გამოუყო მამაკაცს და კულტურულად ჩამოაგდო თემა ნინაზე
-არ მჯერა,ვიღაც ეჭვიანობს,მაგრამ იცი რას ვერ ვხვდები?
-რას?-თამაშში ძალაუნებურად აჰყვა ელენაც
-შენ საერთოდ ვინ გეკითხება?-უდარდელი სახე მიიღო დემეტრემ და ელენას რეაქციაზე უფრო გამხიარულდა,ტუჩებგაბუსხული ელენა საოცრად სასაცილო შესახედავ იყო- ნეტა მანქანაზე არ ვიჯდე,სიამოვნებით დაგიკბენდი მაგ დაბუსხულ ტუჩებს
-ზედმეტი,დევდარიანო!-დაუღრინა მამაკაცს და სავარძელი ოდნავ უკან გადაწია,სიამოვნებით მიაწვა და ხელები გაშალა,თითქოსდა გაფრენას აპირებსო
-კარგი,კარგი, რომ ჩავალთ ერთი-ორად აგინაზღაურებ,საყვარელო-გამოაჯავრა მამაკაცმა და სიმღერებს აუწია,ამ ეტაპზე ერჩივნა ასე დაესრულებინა საუბარი,თორემ ეს კბენები შორს არ წაიყვანდნენ,ისევ კატა-თაგვებივით დაიწყებდნენ წრეზე სიარულს...

***
-წარმომიდგენია ელენას სახე,როდესაც დემეტრეს დაინახავდა ჩვენს ნაცვლად-გამხიარულდა თეკლა
-ჰო,ზედმეტად სახალისო წარმოსადგენია,წარბებ აზიდული და ყბა ჩამოვარდნილი ელენა,აფსუს,რა სანახაობას გამოვაკლდით?!-რიტორიკული შეკითხვა დასვა კაკიმ
-კარგი,შენ ის მითხარი,ამ საღამოსთვის ყველაფერი მზად გაქვს?
-კი,ხალხი დაპატიჟებულია,სასმელით გაჭედილია მაცივარი და ასე შემდეგ
-ოჰ,რა საუცხოო ბიჭი მყავხარ!-ხელები შემოხვია კისერზე მამაკაცს და ტუჩების გასალაშქრად მოემზადა,როდესაც კარი დაქანცულმა ელენამ შემოაღო,ჩანთა დივანზე მოისროლა და თეკლასკენ წავიდა სირბილით,კისერზე ჩამოეკონწიალა და მთელი სახე დაუკოცნა
-რომ იცოდე როგორ დავიღალე-აღმოხდა საშინლად დაქანცულს და ზედ შეახტა დაქალს
-კხმ კხმ-ჩაახველა დემეტრემ-ჩვენც აქ ვართ,ეგ თვრამეტი პლიუსი საქმეები დროებით გვერდით გადადეთ
-მოიცა,დაიღალე და არა მოგენატრე?-გაბრაზდა თეკლა
-ოფ,სიძე,ეს ამ ბუტიაობას ვერ გადააჩვიე ხო?-ახლა კაკის გადაეხვია
-შენ ვის რას ეუბნები-გამოაჯავრა დემეტრემ და ხელები გადააჯვარედინა
-მართალი ხარ,დემეტრე,მსოფლიოში ამაზე ბუტია ადამიანი ჯერ არ შემხვედრია
-ოჰ,შენც ისე ამბობ მთელი მსოფლიო გქონდეს შემოვლილი-სწრაფად დაგესლა დაქალი და კიბეებისკენ გასწია
-საით?-შეეკითხა თეკლა
-შხაპი რომ არ მივიღო შეიძლება ამ წუთასვე მოვკვდე და გავახარო ზოგიერთები-დემეტრეს მისამართით ჩაილაპარაკა და ფეხაკრებით გასწია საძინებლისკენ,დემეტრეს მხოლოდ ჩაეღიმა გოგოს სიჯიუტეზე და არაფერიაო თავით ანიშნა თეკლას.

ბანაობა,ეს ხომ უებარი წამალია დამღლელი დღისთვის და არამარტო.მთელი ნახევარი საათი იდგა წყლის ქვეშ და ხან რას და ხან რას ღიღინებდა,ყველა სიმღერა რომ ამოეწურა მიხვდა დრო იყო გამოსულიყო,თავზე პირსახოცი წაიკრა,მერე სხეულზეც და ფეხის წვერებით გამოვიდა ოთახში,ლამის იატაკზე გაიშოტა,როდესაც მომღიმარი დემეტრე შეეჩეხა
-არ მითხრა რომ გაიგონე-თვალებზე აიფარა გოგონამ ხელი,მამაკაცმა კი გასაჯავრებლად წაიღიღინა
-ნევერ ლეთ მი გო-რაც უფრო ხელს იჭერდა ელენა და იხშობდა ყურთასმენას მით უფრო უმატებდა მამაკაცი ტონალობას და უფრო ამცირებდა მათ შორის მანძილს,როდესაც თვალდახუჭულ ელენას მის ცხვირწინ მოესმა ღიღინი და მისი ცხელი სუნთქვა სახეზე მიეფრქვა მთელ სხეულში აახურა,საოცარი მუხტი იგრძნო,თითქოსდა ეს სხეული ეზიდებოდა მისკენ,ეს კი შეწინააღმდეგებას ვერ ახერხებდა,მამაკაცმა წელზე მოხვია ხელები და მისკენ მიიზიდა,მინიმალურამდე დაეცა მათ შორის ადგილი და ელენა მაინც არ ახელდა თვალებს,თითქოს ბიძგს ელოდებოდა მამაკაცისგან,რომელიც დიდხანს არ დააყოვნებდა,მამაკაცმა ახლოს მიუტანა სახე და ერთი ხელის მოსმით პირსახოცი გადააძრო თავიდან,არეულად ჩამოყრილი დალალების სურნელი ხარბად შეისუნთქა და თითქოს თავისთვისო ამოიბუტბუტა
-როგორ მენატრებოდა ეს სურნელი-მერე ნელა ჩამოუსვა ხელი სახეზე,უაზროდ დაახეტებდა თავის გრძელ თითებს ელენას სახეზე, ხან თვალს მოეფერებოდა,ხან ცხვირს,ზოგჯერ ტუჩებსაც გაუხახუნებდა და გონებას აკარგვინებდა გოგონას...

***
-თენგო,ჩემს შვილს ნატალიას ქალიშვილი უყვარს,გესმის ეს რას ნიშნავს?-სასოწარკვეთილმა ამოილაპარაკა მერაბმა და საზურგეს მიაწვა,რომ სიძლიერე შეენარჩუნებინა
-შენი ნათქვამი ახდა მერაბ,ახლა რას იზამ,ნინა შვილივით გიყვარს,მაგრამ შენი დიდი ოცნება ყოველთვის ეს იყო,რომ ნატალიას ქალიშვილზე დაქორწინებულიყო შენი დემეტრე და ის რაც შენ ვერ შეძელი ახალგაზრდობაში შენს შვილს შეეძლო.
-ნატალიაა-არისტოკრატულად წარმოთქვა მისი სახელი და სევდიანად გაეღიმა-ნატალია საუცხოო ქალი იყო,თენგო,თბილი,ნაღვლიანი,მაგრამ ძლიერი,არასდროს არავისთვის უნახებია თავისი სისუსტე,თავისი ტკივილი,საუცხოო სიყვარული და ვნება იცოდა,არასდროს დამავიწყდება ის ღამე,როდესაც მაჩუქა თავისი პირველი ვნება,არასდროს დამავიწყდება დედაშობილა ნატალიას უნაკლო სხეული,მთელი ღამე შემეძლო მისი აღნაგობის ყურებით დავმტკბარიყავი,მაგრამ მისი ნაცრისფერი თვალები არ მაძლევდა ამის საშუალებას,უფრო სწორად არც მიცდია მისი სხვა ადგილების შესწავლა,მთელი ღამის განმავლობაში მის თვალებს ვუცქერდი,ის ქალი მთლიანად მე მეკუთვნოდა,მან მე მაჩუქა თავისი ყოფა,მაგრამ გამოჩნდა კახა,დაწყევლილი კახა,რომელმაც მონუსხა და წამართვა იგი,ჩემი ანგელოზი წამართვა,ანგელოზ,რომელიც მე მეკუთვნოდა,პირველად მე მეკუთვნოდა ნატალია და არა კახას.-დარდიანად ამოიგმინა წარსულის გახსენებაზე
-მაშინ ხომ ცოლი გყავდა,მერაბ?
-ცდები,თენგო,თამილამ დიდი ხნის წინათ დამტოვა,დამიტოვა დემეტრე და წავიდა,ერთადერთი კარგი რაც თამილამ გააკეთა მაჩუქა ვაჟი,რომელიც ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა,მაგრამ ისე დამწყევლა რომ მას შემდეგ,ნატალიას შემდეგ ქალის ალერსი და სიყვარული არ მღირსებია
-ახლა რას იზამ,მერაბ?-ჩაეძია მამაკაცი
-ახლა? ახლა არაფერს,ყველანაირად ვეცდები ჩემმა შვილმა იგივე ტკივილი არ გადაიტანოს რაც მე გადამხდა თავს,სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს დავიცავ მათ სიყვარულს და თუ სიყვარული არ არის ჯერ მათში,ყველანაირად ვეცდები,ნატალიას სახელზე ვეცდები რომ ისინი მაინც იყვნენ ერთად და ბედნიერად
-მერაბ,ნატალიას ხომ უყვარდა კახი?
-შეუყვარდა,ძალიან შეუყვარდა-მამაკაცმა გულისკენ წაიღო ხელი,თითქოს ეს-ეს იყო ამოვარდებოდა გული და მის შესაჩერებლად მოუჭირა
-მერაბ,ნინა?
-მეორე ხარისხოვანია,თენგო,აწი ყველა,ჩემმა შვილმა ცხოვრების სიყვარული იპოვა,მჯერა რომ ეს სიყვარული ცხოვრების ბოლომდე გაყვება,შეუძლებელია იმ თვალების დავიწყება,რომელიც ნატალიას ჰქონდა.
-ხო მაგრამ ის ხომ ნატალია იყო
-არა,თენგო,მასაც დედის მსგავსი თვალები აქვს,სევდიანი ნაცრისფერი თვალები-ზიზღით ისმენდა ამ ყოველივეს კარებთან მდგარი ნინა და გონებაში ყველაფრის გადახარშვას ცდილობდა,ჯანდაბაშიც წასულიყო აწი მერაბი,რაც მთავარია ყველაზე დიდი კოზირი ხელთ ჰქონდა ნინას და ამ ყველაფერს ისე გამოიყენებდა რომ საბოლოოდ გაყრიდა მათ გზებს,ისე რომ აღარასდროს გადაიკვეთებოდნენ ხელმეორედ,ოღონდ ჯერ აცლიდა,მოითმენდა,უკიდურეს ზომებამდე მიიყვანდა და მერე ნაკუწებად უქცევდა ორივეს გულს...

***
-დემეტრე,გაიწიე-ხელი კრა მამაკაცს
-დავიჯერო არ გინდა?-უკან დაიხია მამაკაცმა,არასდროს არავისზე უხმარია ძალა და არ აპირებდა ეს ელენაზე გაეკეთებია
-რა თქმა უნდა,არა!-ყელი წამოღერა გოგონამ-ახლა კი გადი უნდა ჩავიცვა-ზურგით მიუბრუნდა მამაკაცს,დემეტრემ დრო იხელთა და გოგონას უკნიდან აეკრო,ლამის ხელებში ჩაეღვარა სითხედ ქცეული გოგონა და რომ არა დემეტრე ალბათ ძირსაც მოადენდა ზღართანს
-დემეტრე,რას აკეთებ-გაიბრძოლა ელენამ
-და დავიჯერო,ამის შემდეგ შენ ჩემი სხეულისკენ არ მიილტვი?
-შეშლილი ხარ დემეტრე! შეშლილი და გამეცალე თუ ღმერთი გწამს!-უხეშად მოუვიდა შემობრუნება და რომ არა დემეტრე ალბათ ის აფარებული პირსახოცი ახლა იატაკზე იქნებოდა დაგდებული,მაგრამ მამაკაცმა შეაშველა ხელი და პირვანდელ ადგილს დაუბრუნა
-ჩვენ ისევ შევხვდებით,ჭირვეულო-გაუღიმა და ოთახი მშვიდად დატოვა,სამაგიეროდ არ იყო მშვიდად ელენა,საშინელი ქაოსი იყო მის თავში და არა მარტო,მუცელშიც,გულშიც და საერთოდ სხეულშიც,რას უკეთებდა ეს ბიჭი?! ცდილობდა ჭკუიდან გადაეყვანა,რაც უდავოდ ოსტატურად გამოსდიოდა,კიდევ უფრო ამაღლდა ელენას თვალებში,როდესაც მან პირსახოცს არ მისცა დავარნის უფლება,გაეღიმა მამაკაცზე და თავის მოწესრიგებას შეუდგა...
თითქმის მშრალი ჰქონდა ელენას თმები,როდესაც ქვევიდან სიმღერის ხმები შემოესმა,გადაიხედა და უამრავი ადამიანი დაინახა ჰოლში,ჩაეღიმა მიხვდა თეკლას ოინები რომ იქნებოდა და გადაწყვიტა ბოლომდე გართობილიყო,ისევ ოთახში დაბრუნდა,ყველაზე გამომწვევ ჯინს დაავლო ხელი,ამოიცვა,შავი მოყვანილი პრიტელებიან ზედაც გადმოაცვა და თეთრი მოსახური მოიცვა,საუცხოო გეგმა ჰქონდა მამაკაცის გამწარებისა და არავის მისცემდა უფლებას ამ გეგმის ჩაშლისთვის,ნახევრად მშრალი დალალები უწესრიგოდ მიმოფანტა,საყვარელი სუნამო იპკურა,ღია ფერის ტუჩსაცხიც გადაისვა,თვალებიც აიპრეხა და მზად იყო,ჰო,არა,ბოტები აკლდა,დღეს აპირებდა მეტი სითამამისთვის ცხოვრებაში პირველად დაელია და ჭკუიდან გადაეყვანა დევდარიანი,რომელსაც ასე კარგად გამოსდიოდა გოგონას ცხოვრების არევ-დარევა.
ნელი,არისტოკრატული ნაბიჯებით დაეშვა კიბეებზე, ერთ-ერთ სტუმარს,რომელიც უკვე გაირკვა რომ დიჯეი იყო ხელი დაავლო და უკან გაიყვანა,რაღაც უჩურჩულა და კმაყოფილი მივიდა დასალევებისკენ განკუთვნილ ადგილას,მარტინს ხელი დაავლო და ერთი დალევით ჩაცალა,საშინლად გააჟრჟოლა,არასდროს დაულევია და როდესაც ერთი დალევით ჩაცალა მთელი ყელ-ხორხი აეწვა,საშინელი შეგრძნება დაეუფლა,მაგრამ ერთს მეორე მიაყოლა და საშინელ შეგრძნებას მომთხოვნადობამ გადააჭარბა,მესამე ჭიქას ცლიდა,როდესაც წაბარბაცდა და ვიღაცას შეასკდა უკნიდან,ვინ იქნებოდა ეს თუ არა დემეტრე დევდარიანი
-ზედმეტად ბევრი მოგივიდა პირველი ჯერისთვის,ხომ ასეა?-ღიმილით ჩაილაპარაკა,ელენა არ აპირებდა შებრუნებას,ასე აყრდნობილიც საუცხოოდ გრძნობდა თავს,მითუმეტეს ორგანიზმში არყის მოლეკულების შემოტევა ჰქონდა,ამ გახურებულ ორგანიზმს დემეტრეს სხეულიდან წამოსული სითბოც თან ჰყვა და საუცხოო სინთეზი წარმოიქმნა
-შესაძლოა-ნელ-ნელა მიბრუნდა მამაკაცისკენ და ტუჩზე იკბინა,მამაკაცსაც თვალები წამსვე ტუჩებისკენ გაექცა და აპირებდა მისკენ წასვლას,მაგრამ ელენას საჩვენებელმა თითმა გზა გადაუკეტა,რომელიც ასე ძლიერად იყო მიჭერილი დემეტრეს ტუჩებზე,მამაკაცმა მსუბუქად უკბინა თითზე,ელენამ სახე დამანჭა და მერე ისევ გაუღიმა მამაკაცს
-რომ ვამბობ ცხოველი ხარ-მეთქი არ მიჯერებ დაა..-მხრები აიჩეჩა გოგონამ და კისერზე შემოაწყო უსუსური ხელები,ოფლმა რომ დაასხა მიხვდა ზედის გახდის დრო იყო,მიმზიდველად გაიხადა მოსაცმელი და ჯანდაბაში გააქანა,სამაგიეროდ მისმა საამაყო გულ-მკერდმა მიიქცია დემეტრეს ყურადღება,თუმცა თქვენც კარგად იცით, არაერთხელ უნახავს მამაკაცს ელენას გულ-მკერდი,საცურაო კოსტუმში თუ ბიუსჰალტერში,ისევ საჩვენებელი თითი დაუქნია ელენამ და მარტინის შემდეგ ჭიქას დაეწაფა,რომელიც ოდნავ გადმოეღვარა ტუჩზე,დემეტრეს, რა თქმა უნდა,არ გამორჩენია ყოველივე ეს,ცერა თითი დაუსვა ტუჩებზე და ტუჩი შეუმშრალა,მერე საკუთარი ტუჩებისკენ წაიღო ის ცერა თითი და თვითონ გაუსინჯა ელენას ტუჩებზე დაღვრილ სითხეს გემო,ეგონა მარტინის ნაცვლად წყალი იყო,თუმცა არ გაიკვირვა,ერთი ცალყბად გაუღიმა და ის-ის იყო ისევ უნდა წასულიყო მის საკოცნელად,როდესაც სიმღერები შეწყდა და ელენაც დაუსლხტა ხელიდან,ხალხი მიმოიფანტა,ელენა კი შუაგულისკენ წავიდა,დიჯეის რაღაც ანიშნა და მანაც არ დააყოვნა,სიმღერასთან ერთად ელენას ირგვლივ ცეცხლი გაჩნდა,ხალხმა ოვაციები ვერ დაიოკეს და აღტაცებით დაუკრეს ტაში,ელენას სტიმული მიეცა და ცეკვაც დაიწყო,საშინლად გამომწვევად ცეკვავდა,ისეთ მიხვრა-მოხვრებს აკეთებდა რომ ყველას ახვევდა თავბრუს,კაკიც და თეკლაც კი გაკვირვებულები უცქერდა მას და სილამაზით ტკბებოდნენ,შეუჩერებლივ და ენერგიულად ცეკვავდა ელენა,ხან იქეთ აქნევდა დალალებს,ხან აქეთ,უკვე პიკს აღწევდა კაკის მოთმინების ფიალა და როდესაც უკვე ბოლომდე აივსო ხელი დაავლო ელენას და მისი ოთახისკენ წაათრია,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
"ესეც ასე,დევდარიანო,ერთით-ნული!"-ფიქრობდა დემეტრეს სიბრაზით გამხიარებული ელენა და საერთოდაც არ უწევდა წინააღმდეგობას,უბრალოდ ცდილობდა ფეხები არ არეოდა კიბეებზე,ბოლოს როგორც იქნა მიაღწიეს ელენას ოთახს და დასრულდა ეს დასაწვავიი კიბეები,უხეშად შეანჯღრია მამაკაცმა ელენა და სიბრაზისგან ანთებული კუპრივით შავი თვალებით შეხედა
-შენ გოგო,დაწყობილი თუ ხარ?!
-რა მოხდა?-უდარდელად აიჩეჩა ელენამ მხრები
-მეკითხები კიდევაც? რას ქვია რა მოხდა,ათასი თვალი გიყურებს და რა ქუჩის ქალივით ცეკვავ,ადამიანო ჭკუა სულ დაკარგე?
-რომ იცოდე როგორი საყვარელი ხარ,როდესაც ბრაზობ-ხელი აუსვა სახეზე მამაკაცს,დემეტრემ კი უხეშად მოიშორა- მაშინ უფრო მიმზიდველი ხარ,როდესაც ასე უხეშობ
-ელენა,წონასწორობიდან ნუ გამოგყავარ! ვიჩხუბებთ იცოდე!-დაემუქრა მამაკაცი
-და მერე რა? ისედაც სულ არ ვჩხუბობთ?- ისევ უდარდელად ჩაილაპარაკა,მამაკაცს კიდევ უფრო ახელებდა მისი ეს უდარდელი საუბარი
-ელენა!-იღრიალა ბოლოს,მაგრამ ამაზეც არ ჰქონია რეაქცია
-ახლა ეს რომ არ გავაკეთო,ჩათვალე მთელი ცხოვრება ფუჭად დამიხარჯავს-მამაკაცის მიმზიდველ ტუჩებს პირველად თავისი ინიციატივით დაეკონა და ხელები კისერზე მოხვია,როდესაც მამაკაცისგანაც იგრძნო ბიძგი და მისი ძლიერი ხელები წელზე სულ გადავიდა ჭკუიდან.
ელენამ პირველად გადადგა სწორი ნაბიჯი.
დაადუმა მათი ბაგეები,სამაგიეროდ მოძებნა გულების ასალაპარაკებლად ახალი ხერხი,რომელიც არა ერთ წყვილს გამოუყენები აქამდის მარადისობის შეასგრძნებად...


----------
ვიმედოვნებ საკმაოდ ცხელი თავი გამომივიდა.
დაგვიბრუნდა მოჭიდავე წყვილი.
მიყვარხართ ძალიან!



№1 სტუმარი darina

Ra sayvarlebi arian eseni ertad, ise uxdebian ertmanets, au am ninis tavisi ar gaatanio moashore aqedan, fexmdzimoba da msgavsi banaluroba ar gvinda, titqmis yvelgan egre aketeben, ai minda rom eseni gamorcheuli wyvili iyvnen ertmanetze gagijebuli da ertmanetis garda aravissas rom ar daijereben, au avushvi afrebo, ai shen dzalian momwonxar da miyvars es istoria.

 


№2  offline წევრი natia-natia

ყოჩაღ კარგი იყო

 


№3 სტუმარი Elene

მაგარიააა მალე დადეეე მიხარიხარ :დდ

 


№4  offline მოდერი Nina))

როგორ მიხარიხართ რომ იცოდეთ ^^
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent