ზედმეტად სექსუალური -3-
მამაკაცმა მსუბუქად მიანარცხა კარებს ქალი და გაშმაგებით დაეწაფა მის ბაგეებს.მაქსიმეს დაეფიცება რომ ასეთი ნაზი,ტკბილი და ამავდროულად ვნებიანი ტუჩები არასოდეს უნახავს.ქალს ხელები წელზე მოხვია და კოცნა უფრო გააღრმავა,ამასთანავე ახელებდა ის ფაქტი რომ ქალიც ჰყვებოდა ალერსში და ვნებიანად კრუსუნებდა მის მკლავებში მოქცეული. ადელა ხვდებოდა რომ გრძნობების გაშიშვლებით კარგი არაფერი მოელოდა,ნელ-ნელა დაეშვა ღრუბლებიდან, მამაკაცის კისერზე მოხვეული ხელი მოადუნა,თუმცა კაცი მაინც ვნებიანად ეტანებოდა მის არაამქვეყნიურად ტკბილ ტუჩებს, რომელიც კაცმა ღრუბლის ქულასაც კი შეადარა.ადელას პირველად შეაწუხა უმწეობის ინსტიქტმა,ადრე სულ ის იყო დომინანტი ნებისმიერ ვითარებაში და ახლა ამ ორი დღის გაცნობილმა კაცმა სანთელივით დაადნო ყინულივით ცივი ქალი. ქვედა ტუჩზე მტკივნეულად მოსდო კბილი კაცის სავსე ტუჩებს ადელამ და ცინიკურად შეხედა გაოგნებულ კაცს.კაცს მოეჩვენა რომ ქალს ორი ნიღაბი ჰქონდა აფარებული,თითქოს ამ განრისხებული მზერის ქვეშ დაუცველი ქალი იმალებოდა,თვითონ კი მოუნდა მასზე მთელი დარჩენილი ცხოვრება ეზრუნა. -ჩემ რადიუსზე არ შემოიჭრა ვილბიანო თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ!-გესლიანად ჩაილაპარა ქალმა და მედიდური ნაბიჯებით მიუბრუნდა სამუშაო მაგიდას. კაცს გულწრფელად გაეღიმა ქალის მედიდურობაზე და კაბინეტიდან გაღიმებული გავიდა.საქმეში გართულმა ადელამ შეამჩნია რომ საკმარისად არ იყო საქმეზე ორიენტირებული და ისევ ვილბიანის სავსე ტუჩებზე ფიქრობდა.თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა რომ დამშვიდებულიყო,არაფრის მაქნისი ფიქრები თავიდან მოიშორა და დალაგებული გონებით განაგრძო მუშაობა. შესვენებაზე სასწარფოდ გამართულ კომფერენციაზე ადელა გულაფანცქალებული შევიდა.გრძნობდა რამდენად ახლოს იყო მიზანთან,მთელი შემართრბით დაიწყო საქმის მასალების შეგროვება არაფერზე ფიქრობდა იმის გარდა რომ ოჯახის ღირსება აღედგინა და ყველაფერი სამართლიანად მოეგვარებინა. *** ადელამ დილა უცნაურ ტალღაზე დაიწყო,რაღაც განსაკუთრებულ ელოდა დღევანდელი დღიდან.გუშინ მთელი ღამე პოლიციელის ინსტიქტით მოძრაობდა,მთელი ღამის განმავლობაში ზვერავდა სიტუაციას ბაღაშვილების ჩამოსვლასთან დაკავშირებით და სიხარულით დაფრინავდა. სააბაზანოში დიდხანს დაჰყო,უცნაურად აღტკინებული არჩეცდა ტანსაცმელსაც...საბოლოოდ მუხლს ოდნავ აცილებული,გრძელმკავიანი შავი კაბა ჩაიცვა რომელიც საოცრარ სინთეზს ქმნიდა მის სხეულთან.ფეხზე შავი ქუსლიანები ჩაიცვა,მაკიაჟი გაიკეთა,თმები გაიშალა და სახლი დატოვა. -უჩვეულო განწყობაზე ბრძანდებით ადელინა,მოხდა რამე?-სასურველი კითხვა დაუსვა მაქსიმემ ქალს. -ჰო...-ლაკონურად გასცა პასუხი კაცს და საბუთებში ქექვა განაგრძო. -იქნებ გამხადოთ მოზიარე თქვენი ბედნიერების...-ცინიკურად ჩაიცინა მაქსიმემ და ფეხზე წამოდგა. -რათქმაუნდა!-ტაში შემოჰკრა ქალმა, სავარძლიდან წამოდგა და წინ აეტუზა კაცს.-მე ყოველთვის ვასრულებ ჩემ სიტყვას და...-სიტყვის დასრულება არ აცადა კაცმა ისე დაეტაკა ტუჩებზე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.