შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორში ერთი ( 2 ; 3 )


26-01-2016, 14:18
ავტორი Mari javaxishvili
ნანახია 1 778

2). თავი

ყველაფერი დაწყნარდა უკვე 22:45 წუთია, მე მისაღებში გავედი, ჩემი მშობლები საინფორმაციო გაფაცემას ისე უყურებენ ვერც კი იფიქრებდი, რომ სულ რამდენიმე საათის წინ რამის ერთმანეთი დავხოცეთ. ჩემი ოთახის კარები ჩაკეტილი დავტოვე რათა შიგნით არავინ შესულიყო, თორემ გეგმები ჩამეშლებოდა. სამზარეულოში შევედი და ომლეტი გავიკეთე, შევჭამე და სამზარეულო ისევ დავტოვე. გავიღიმე ვითომ საერთოდ არაფერი მომხდარა. ცხოვრებამ ერთი რამ მაინც მასწავლა, სხვის თვალში უგულოდ და ბედნიერ ადამიანად თავის მოჩვენება. ეს ყველაფერი ისე შევისისხლხორცე რომ ზოგჯერ მავიწყდება ჩემი ნამდვილი მე. ნერვული შეტევა როცა მემართება მხოლოდ მაშინ მახსენდება ყველაფერი და ტკივილი ისევ უკან ბრუნდება. ბევრჯერ მიცდია ხელები დამესერა, მაგრამ ვერცერთხელ ვერ შევძელი, ვერ ვბედავ ალბად იმიტომ რომ სანამ ეს ჯოჯოხეთურ ცხოვრება დაიწყებოდა, მანამდე ამ ყველაფრის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი. ვფიქრობდი როგორ შეეძლო ადამიანს ეცადა თვითმკვლელობა, როგორ უნდა მისულიყო ზღვარამდე და გადაებიჯებინა მისთვის. მაგრამ მე ამ ზღვარს გადავაბიჯე და უკვე კილომეტრებით გავცდი მას. ცხოვრება კი ბოლოს მიღებს და ნელ-ნელა მკლავს ისე რომ ვერცკი ვეწინააღმდეგები, თითქოს ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული და ჩემი ბედი უკვე კარგახანია რაც გადაწყვეტილია. იქ ზემოთ თუ მართლა არსებობს ვიღაც ვინც წყვეტს ჩვენს ბედს, აშკარად ჩემი ბედის დაწერის დროს ცუდ ხასიათზე იყო და მთელი თავისი ბოღმა ჩემზე ამოანთხია. გადაწყვიტა დავეწყევლე, დავეწყევლე მთელი არსებით რათა დამტანჯოს და ჩემი ტანჯვის ყურებით გაიხაროს იქ სადაც არის.
ისევ ოთახში დავბრუნდი და კარები დავკეტე. გადავწყვიტე დამეძინა ამიტომ მაღვიძარა დავაყენე რომ ზუსტ დროს ავმდგარიყავი და არ დამეგვიანა. თუმცა ძილი?! ეს სიტყვა ჩემთვის უკვე ტკივილთან არის ასოცირებული. უკვე რამდენიმე კვირაა რაც კოშმარები მაღვიძებს. პირველ კვირას მაღალი ტემპერატურაც კი მქონდა ხოლმე.
ისევ კოშმარმა გამაღვიძა უკვე 2 საათი იყო. მაღვიძარას დავასწარი და ადრე გავიღვიძე, გავთიშე რომ აღარ დაერეკა. ავდექი მოვწესრიგდი და ტაქსი გამოვიძახე. ოთახიდან ჩუმად გავედი, ჩემი მშობლების საძინებელ ოთახთან მივედი და მივაყურადე, ჩუმი ფშვინვა ისმოდა უკვე ღრმად ეძინათ. კარის გასაღები ავიღე და ოთახში დავბრუნდი. ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე, ზურგჩანთა მოვიკიდე და ჩემოდნები ფეხაკრეფით გავიტანე გარეთ. სახლიდან ჩუმად გავედი ისე რომ ვერავინ ვერ დამინახა. გარეთ გავედი ტაქსი უკვე მელოდებოდა, მძღოლმა როგორც კი დამინახა მანქანიდან გადმოვიდა და დამეხმარა ჩემოდნების საბარგულში ჩალაგებაში. ახლა უკვე აეროპორტის გზაზე ვარ და ვფიქრობ, ვფიქრობ ყველაფერზე რაც ჩემს თავს ხდება -უკვე დავიღალე ამ ყველაფრით- ჩუმად ჩავიფრუტუნე ისე რომ ტაქსის მძღოლს არაფერი გაეგო.
ერთ რამეში მართლაც რომ გამიმართლა უკვე სრულწლოვანი ვარ და მათ აღარ შეუძლიათ ჩემი ცხოვრების მართვა და თავისუფლებით მანიპულირება. სადაც მინდა და როცა მინდა მაშინ წავალ მათგან, ხო აი ამაში მაინც გამიმართლა.

********
უკვე ერთი თვე გავიდა რაც ინგლისში ჩამოვედი. ყველაფერი დავივიწყე, რაც წარსულთან მაკავშირებს. მშობლებს მას შემდეგ არ დავკავშირებულვარ რაც იქიდან გამოვიქეცი, მათთვის ისიც საკმარისია რომ წერილი დავუტოვე " წავედი თქვენგან! ჩემი მოძებნით თავს ნუ შეიწუხებთ, არასოდეს დავბრუნდები უკან. მშვიდობით!"
დავივიწყეთქო წარსული გითხარით, მაგრამ ეს აფსურდია. გამოფიტული ვარ, არაფერი მახარებს. გულში დიდი ხვრელი მაქვს გაჩენილი, ვხვდები რომ ნელ-ნელა ცივი და უგრძნობი ვხდები. ვეღარ ვტირი უფროსწორად ცრემლი აღარ მომდის თვალიდან, რაც მანადგურებს და ემოციურად დაცლის საშუალებას არ მაძლევს. აღარანაირი გრძნობა დამრჩა გარდა უდიდესი ზიზღისა, რომელიც ჩემი ცხოვრების , არსებობის მიმართ მაქვს გაჩენილი.
დავდივარ ლონდონის ქუჩებში და ვერაფერს ვამჩნევ, ყველაფერი უფერული და ნაცრისფერია ჩემთვის. აქ ხშირად წვიმს თითქოს ზეცა ჩემთან ერთად გლოვობს და ჩემს მაგივრად დასტირის ჩემს გასაცოდავებულ ცხოვრებას. ღამით ვერ ვიძინებ ისევ კოშმარები მაღვიძებს და ამის საშუალებას არ მაძლევს, ამის შემდეგ კი შიშისგან ვეღარ ვიძინებ, როგორცვე თვალს ვხუჭავ ისევ ის კადრები იწყებენ თავში ამოტივტივებას და სულს მიხუთავს თითქოს ყელში ვიღაც მწვდა და ჩემი დახრჩობა აქვს განზრახულიო. ზოგჯერ ისე მდომებია რომ გვერდით ვინმე მყოლოდა და ეთქვა რომ ჩემთან იყო, თავის სხეულზე მაგრად მივეკარი რათა მეგძნო მისი სითბო და სიძლიერე, ცოტახნით მაინც მეგრძნო რომ დაცული ვიყავი და მოდუნების საშუალება მქონოდა.
ეს ღამეც არ ყოფილა გამონაკლისი, ისევ კოშმარმა გამომაღვიძა ,, გავრბოდი, უსასრულობაში შორს, ძალიან შორს, ხელები სისხლში მქონდა ამოსვრილი, სხეულზე ჭრილობები მაქვს მოყენებული, მაგრამ ვგრძნობ, ვგრძნობ რომ სისხლი ჩემს ხელებზე რომელიც მთვარის შუქზე მუქ ლაქებად ეცემა მიწას, ჩემი არ არის. გავრბივარ და უკნიდან ფეხსაცმელების ბაკუნის ხმა მესმის რომელიც ასფალტზე მეხის გავარდნასავით ჩამესმის ყურებში. ბოლოს კი გასროლის ხმა........" და აი უკვე მეღვიძება, სახეს ვერ ვხედავ რადგან უკან ვერ ვბრუნდები, მუდამ ერთი და იგივე სიზმარი, ეს ყველაფერი უკვე შიგნიდან მღრღნის და მჭამს.
ასე ვაღარ ვიქნები, მარტო ყოფნით გავგიჟდები- ვთქვი ხმამაღლა და უცებ წამოვიყვირე - კოლეჯი- ეს მართლაც რომ კარგი აზრია იქ ვიცხოვრებ და ცოტახანს მაინც ვიქნები ჩემი ფიქრებისგან განთავისუფლებული. კომპიუტერი ავიღე და საუკეთესო კოლეჯის ძიება დავიწყე, მალევე შევაჩერე ერთ-ერთ კოლეჯზე არჩევანი, დიდი შენობა რომელიც მთლიანად სიმწვანეშია ჩაკარგული და იქვე ახლოს ლამაზი რეკრეაციული კუთხეა სადაც ყველასგან და ყველაფრისგან განთავისუფლება შეგიძლია. კარგი ინფრასტრუქტურითა და კეთილმოწყობილი ოთახებით, რაც მთავარია ყველა ოთახს თავისი სააბაზანო აქვს. უკვე ერთი სული მაქვს როდის გათენდება.
------

თავი 3
მეორე დღეს დილის 9 საათზე უკვე კოლეჯის დირექტორის კაბინეტში ვიჯექი და ვსაუბრობდით.
-გამარჯობა სერ - ჩემი ნიღაბი კარგად მოვირგე და გავუღიმე, ისე თითქოს ჩემზე ბედნიერი ადამიანი მსოფლიოში არ არსებიბს.
-გამარჯობა - მისტერ გრინმანმა თბილად მომიგო - დაბრძანდით გთხოვთ - თბილად გამიღიმა.
-მადლობთ - ისევ ეს სულელური ღიმილი ავიკარი სახეზე. ხო მართლა მე ჩემს ოცნებებზე ვთქვი უარი, რომელზეც მთელი ჩემი ცხოვრება ვვოცნებობდი. ოცნებები ...... ეს ყველაფერი ფუჭია, სრულიად გამოუსადეგარი. დამატებით ხელოვნების ფაკულტეტის არჩევა გადავწყვიტე, ასე უფრო ცოტა დრო მექნება ჩემს დაწყევლილ თავთან დასარჩენად.
-რით შემიძლია დაგეხმაროთ მის? - მისტერ გრინმანის ხმამ გამომარკვია ჩემი ფიქრებიდან.
-მე მსურს რომ თქვენს სასწავლებელში განვაგრძო სწავლა. ვფიქრობ ეს ადგილი ჩემზე დადებითად იმოქმედებს და წარმატების მისაღწევად წინ უდიდეს ნაბიჯს გადავდგავ აქ მოხვედრით.
მოკლედ ყველაფერი მოვაგვარე, როცა ჩემი საბუთები ნახეს გაოცდნენ უმაღლეს ქულებითა და უამრავი წარმატებებით სავსე იყო ის. რათქმაუნდა ეს ყველაფერი ოდნავ გადაჭარბებულია და თან ტყუილიც, მაგრამ ჩემთვის მარტივია ტყუილი ვაქციო სიმართლედ. მართალია ზუსტად მიხვდით კოლეჯში მოსახვედრად ჩემი საბუთები "შევასწორე", მოდი ბევრს აღარ ვისაუბრებ ამ თემასთან დაკავშირებით. რათქმაუნდა ასეთი საბუთებით დაუყოვნებლივ მიმიღეს კოლეჯში.
-მისტერ გრინმან - მივუგე მოჩვენებითი მორიდებით, მან შემომხედა და თავი დამიქნია ნიშნად იმის რომ გამეგრძელებინა საუბარი - თუ შიძლება, უფროსწორად თუ შესაძლებელია რომ ოთახში მარტო ვიცხოვრო და არ მყავდეს ოთახის მეზობელიი?
-კი მაგრამ...... - მისტერ გრინმანი დაიბნა
-უბრალოდ ასე მირჩევნია, ღამით ვმეცადინეობ და ასევე მიყვარს წიგნს კჯთხვა. ამიტომ ჩემი ამ ჩვევის გამო არავის შეწუხება არ მსურს. - უცბად მოვიფიქრე ეს სულელური ტყუილი, მან კი თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად.
მართლაც მივიღე ოთახი სადაც მარტო ვიცხოვრებ, ალბად ხვდებით რომ ჩემთვის ოთახის მეზობლის ყოლა არ იყო პრობლემა, უბრალოდ ჩემი ღამის კოშმარების შესახებ არავინ არ უნდა გაიგოს. ოთახის მარტო მოცემაში არაფერი არ იყო რთული, მხოლოდ მეტ თანხას გადავიხდი ყოველ თვე, ვიდრე სხვასთან ერთად ცხოვრების დროს.
************
მეორე დღესვე გადავიტანე ჩემი ბარგი კოლეჯში. ოათახში სამზარეულო და სააბაზანოც კეთილმოწყობილი იყო, საწოლსაც არაუშავრდა, საბოლოო ჯამში მშვენიერი ოთახი მქონდა.
ბარგი ამოვალაგე და საწოლზე წამოვწექი, მივხვდი რომ ისევ ჩემს წარსულზე ფიქრს ვიწყებდი და საწოლიდან ელვის სისწრაფით წამოვხტი ფეხზე. საფულე ავიღე, ითახიდან გავედი კარები ჩავკეტე და გავეშურე ერთი პრობლემის მოსაგვარებლად. მხოლოდ ერთი სიტყვა - მანქანა - რომელიც ჩემი ნერვების დამაწყნარებელია. გზაში ფიქრებში გადავეშვი, უცბად მძიმე რაღაც ვიგრძენი და მივხვდი რომ რაღაცას შევეჯახე, არა უფროსწორად ვიღაცას.
- ცოტა ფრთხილად იარე - გამოსცრა კბილებში. მაღლა ავიხედე და მას შევხედე, სიმპატიური ბიჭი იდგა ჩემს წინ, ღია ფერის ოდნავ გრძელი თმით, გაცრეცილი ლურჯი ფერის თვალებით, ( რომელშიც შესაძლოა ჩაკარგულიყავი ) და ვარდისფერი მომაჯადოვებელი ტუჩებით.
- უკაცრავად - მეც იგივე ტონით ვუპასუხე და გავცილდი. ისევ არაფრისმთქმელი სახე მქონდა, გაყინული და უგრძნობი გამოხედვით. მტკიცე ნაბიჯებით გავედი გარეთ და კოლეჯი დავტოვე. ტაქსი გავაჩერე და ზუსტად ნახევარ საათში ავტოსალონში ვიყავი. ბოლოს გადავწყვიტე აუდი q7 მეყიდა, ეს მანქანა ძალიან მომწონს დიდი და ძლიერია. თანხა გადავიხადე და ჩემს საყვარელ მანქანაში მოვთავსდი. უკვე საღამო იყო მეკი უკვე დაღლილი ვიყავი ამიტომ უკან კოლეჯში დაბრუნება გადავწყვუტე. ავტოსადგომზე რომ მივედი დავინახე მხოლოდ ერთი ადგილიღა იყო დარჩენილი და მეც მანქანის იქ დასაყენებლად დავიძარი, უცბად არსაიდან გამოჩნდა წითელი მერსედესის მარკის კაბრიოლეტი. მივხვდი რასაც აპირებდა მძღოლი, ამიტომ ჩემს გამოცდილებას ვენდე და ასევთქვათ ჩემი პატარა ხრიკი გამოვიყენე, რაშიც ასეთი მაგარი ვიყავი. მანქანა ელვის სისწრაფით მოვწყვიტე ადგილს და ხელის მუხრუჭი ამოვწიე. ვიგრძენი მანქანა როგორ მოსრიალდა და წითელ კაბრიოლეტს მილიმეტრებით როგორ აცდა. მიყვარს ეს გრძნობა ( არ ვიცი მთელი ერთი თვე მანქანის გარეშე როგორ გავძელი ) შთამბეჭდავია ადრენალინის მოზღვავებას რომ გრძნობ, ამ დროს ყველაფერი ქრება და მარტო შენ რჩები, ყველაფერი გავიწყდება და მხოლოდ სიამოვნებაზე ფიქრობ რლმელიც ულევად მიეწოდება შენს ორგანიზმს.
პროფესიონალურად მილიმეტრებში ჩავსვი მანქანა ორ მანქანას შირის. დავინახე 5 ბიჭი გაკვირვებული როგორ მიყურებდნენ, გულში გამეცინა მათ სახეებზე, ერთი ბიჭი მეცნო - ხო ის ბიჭია - გავიფიქრე - კოლიდორში რომ დავეჯახე - თავი მაღა ავწიე და გადმოვედი, მანქანა ჩავკეტე და უკვე წასვლას ვაპირებდი როცა ვიღაც ქერას წიკვინის ხმა გავიგე, როგორც ჩანს ის იყო კაბრიოლეტის მფლობელი, ჩემთან მოვარდა ისეთი გაბრაზებული და დაბოღმილი იყო რომ მთელი სახე პომიდორივით წითელი ჰქონდა.
-ჰეი შენ - მომმართა აგდებული ხმით, როგორ ჩანს სურდა იმ უცნობი ბიჭების ყურადღების მიქცევა და გამოუვიდა კიდევაც, მე იმ წიკვინა ქერა გოგონას მივუბრუნდი და შევხედე
-შე იდიოტო რას შვრები, იცი ვინ ვარ? რამის დამამტვრიე - მე ამოვიოხრე და არაფრისმთქმელი სახით შევხედე - დროზე გადააყენე მანქანა ეს ჩემი ადგილია, აქ მხოლოდ მე მაქვს მანქანის დაყენების უფლება, გაიგე არარაობავ?! - დაამთავრა თავისი მონოლოგი და კმაყოფილმა შემომხედა. მე ვეღარ მოვითმინე და ამდენი ხნის შემდეგ მოულოდნელად გამეცინა
-რას იცინი, შენ სულ გამოშტერდი? იდიოტი - ეს თქვა თუარა დავსერიოზულდი
-მომისმინე თოჯინავ! სულ არ მაინტერესებს აქამდე სად აყენებდი შენს სათამაშოს. მოკეტე და მაგ მოსაბეზრებელ ლაპარაკს მოეშვი, შენი წიკვინა ხმა პირდაპირ ნევულ სისტემას ურტყავს - შევხედე ირონიულად და უკან გავბრუნდი წასასვლელად.გვერდი ავუარე იმ ბიჭებს და ჩემი ოთახისკენ გავწიე.
--
იაქტიურეთ !



№1 სტუმარი bubi

Gaagrdzelee aucileblad

 


№2 სტუმარი ბიჩ

კლასნია :დდ

 


№3 სტუმარი A

Kargia gaagrdzele icode uechvelad.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent