შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კატათაგვობანა –5–


26-01-2016, 18:05
ავტორი sopiko
ნანახია 3 496

[თავი 5]
იოანე მობეზრებული ატრიალებს თვალის გუგებს. მე მაგას ვანახებ, როგორ უნდა მოსისხლე მტრობა და ამავე დროს ჩემი სისხლისფერი ბაგეებით ტკბობა! არა, ამ უკანასკნელზე ვერაფერს ვიტყვი. ბოლოს და ბოლოს ტყუილი გამომივა. მე ხომ თავადაც ძალიან მსიამოვნებს მისი ალერსი და მოფერება, კოცნა ხომ საერთოდ!
-ვინ არის სტილი? ერთი ლაშასნაირი?-ირონიით გაჟღენთილი ხმით მეკითხება. განგებ სერიოზულ სახეს ვიღებ, თორემ გულში ვხარხარებ. ეჭვიანობ, ხევსურო?
-ჩემს ლაშასნაირებში შენ ნუ ერევი!-თვალს ვუკრავ.-და კიდევ! სტილი ჩემი ძაღლია და ძალიან შია... სახლში უნდა წამიყვანო!
-კიდევ რამე ხომ არ გნებავთ, თქვენო უდიდებულესობავ?-მწარედ ეცინება ანთაურს.
-არა... მგონი სხვა არაფერი.-პირდაპირი მნიშვნელობით ‘’ვიგებ’’ მის კითხვას.
-მეძინება!-თავისი საძინებლისკენ მიდის ის. ხომ ვიძახი თავხედია_მეთქი! ეძინება...
-მე არა! წამიყვანე! წა-მიყ-ვა-ნე!-ბურტყუნით ვედევნები,
-კარგი ერთი!-საწოლში წვება და თვალებს ხუჭავს. აღშფოთებისგან აღარ ვიცი, რა ვქნა. ჯერ ყველაფერი დავლეწო და ჭერი მერე ჩამოვუნგრიო თუ ჯერ ჭერი ჩამოვუნგრიო და მერე ყველაფერი დავლეწო.
არც კი სრცხვენია ისე უშვებს ხვრინვას. ვიცი, არ სძინავს და ამას იმიტომ აკეთებს, რომ წყობიდან გამომიყვანოს. მეც ზუსტად ეს მინდა, ოღონდ სუბიექტი მე უნდა ვიყო და არა ის!
-გა-იღ-ვი-ძე!-ზემოდან ვახტები და მუცელზე ვუღუტუნებ.-რა ლამაზი ღამეაა...
გდია და არ ინძრევა.
-აეთრიე!-თავში ვუბარტყუნებ ხელებს.
მოულოდნელად ტრიალდება და ზემოდან მექცევა. ჩემს კივილს ყურსაც არ უგდებს, ისე მხვევს ხელებს და მოხერხებულად წვება ჩემზე.
-იდიოტო, ადექი!-გვერდში ვჩქმეტ. რა ცივსისხლიანია, არ სტკივა მაინც?
-კრეტინო!-იყვირე რა! ძროხასავით მაწევს ზედ! ვით რა... ძროხა არაა?
–ზზზ...–ხელს პირზე მაფარებს. ჰქონია ამით გამაჩუმებს? მე რომ ხმა მააქვს!
–საქონელო, ვირო, სახედარო! გემრიელად წევხარ ჩემზე? მე შენი ლეიბი კი არ ვარ...–მუხლს ფეხებშუა მსუბუქად ვკრავ და როგორც იქნა მეც სიმსუბუქეს ვგრძნობ.
იოანე ბუტბუტით დგება და თავისი მზერით ლამისაა განმგმიროს. ესეც ასე! ხომ მაინც მივიღე ის, რაც მინდოდა!
ხელებს ისე ვიბერტყავ. თითქოს დასვრილი მქონდეს. რატომ ვერ ვაგიჟებ ამ კაცს, რატომ? ხომ შეიძლება ერთხელ ისე გაბრაზდეს, რომ იღრიალოს, მიყვიროს, თუნდაც დამახრჩოს... ხო, მე გიჟი ვარ, მაგრამ ის?
–მივდივართ ხომ?–ცეკვა–ცეკვით ვამბობ და ჩემს ნივთებს ვკრეფ.–შენი მანქანით წავიდეთ, თორემ ამ პერანგით ხომ ვერ ვივლი ღამით.
–ღამეა და არაფერი გიჭირს!–მოკლედ მიჭრის იოანე და გასაღებს ჯიბეში იჩურთავს.
არა, არ არის საცემი ახლა? მე, ასეთი ანგელოზი მის სახლში ვარ, ის კი ლამის მაგდებს ნახევრად შიშველს და სულ არ დარდობს იმაზე, როგორ დამჭამენ თვალებით დილით ადრე სავარჯიშოდ გამოსული ხამი მამაკაცები. საცემია, აბა, რა!
–წავედით!–ისე ვამბობ თითქოს მისი სიტყვები არ გამიგონია და ისიც ასე თუ ისე, მემორჩილება. მანქანაში ვსხდებით და მივქრივართ.
მოვდივარ, სტილ! შენ არ ინერვიულო!
* * *
იოანე ლიფტის ღილაკს თითს აჭერს. მე კი ჩემს გეგმებში დავძრომიალობ. სახლში რომ ავალ... ჩშუ! ეს საიდუმლოა! უეცრად გონება მიანათდება და ხელზე ხელს ვადებ. გაკვირვებული ბრუნდება ჩემკენ და ცხვირს ჭმუხნის, ოღონდ არ ვიცი, რისი თქმა უნდა ამით.
–დახურული სივრცის შიში მაქვს!–რა თქმა უნდა ვცრუობ. შიში არა, ის! მე ისეთი გულადი გოგო ვარ, არაფრის არ მეშინია, მაგრამ გეგმა ''ბ'' ხომ უნდა ავამუშავო.
–ხოდა შენ ადი ფეხით, მე კი ლიფტით ავალ მეხუთე სართულზე, სულ რამდენიმე წამში!–გამარჯვებული სახე აქვს. რა სულელია! აი, რატომაა ცუდი, რომ არ მიცნობს! რამდენიმე წამში კი არა, ერთ საათში თუ ამოვიდა, მადლობა უნდა თქვას.
ფეხით ავრბივარ მეორე სართულზე და დაბლიდან ლიფტის დახურვის ხმაც მესმის. არწივი უკვე გალიაშია გაბმული. ღილაკს თითს რამდენჯერმე ვაჭერ, ლიფტი მძვინვარდება და ჩერდება. ჩვენი იოანე სადღაც შუაში გაიჭედა. უცნაური ხმები მესმის. ანთაურიც გამძვინვარებულა. არა, საერთოდ რად მინდოდა ეს ხევსური ქმარი?
ნელ–ნელა ავდივარ მეხუთე სართულზე. იოანესთვის კი ''რამდენიმე წამი'' საუკუნესავით იწელება. ასე უნდა! აბა რა ეგონა, იმ რამდენიმე ხერხით ჩემს გაბითურებას შევარჩენდი? ეტყობა არც სვანებს იცნობს კარგად. მე კი სვანი ვარ! დიდი გელოვანი! ალბათ ჩემი სახელი ისტორიასაც შემორჩება.
სტილი კართან არის ჩასაფრებული. ნაწყენი მიყურებს. ნუ ღელავ, გენაცვალე... შენი დედიკო უკვე შენთანაა და საჭმელიც მალე მზად იქნება.
უკვე დანაყრებული ძაღლი ჩემს მუხლებზე კომფორტულად თავსდება. ცოდო ხომ არ არის, ამდენი ხანი სიბნელეში რომ ზის იოანე? ძალიან მაინტერესებს რითი დამსჯის? კოცნით? ჩახუტებით? თუ... მოდი ამ თუს ძალიან ნუ ჩავუღრმავდებით. იმედი მაქვს პირველი ორიდან რომელიმეს აირჩევს. სხვა შემთხვევაში გეგმა ''ბ''–ს დამატებითი პუნქტებიც აქვს.
ტელეფონს ვიღებ ხელში, სამაშველოს რომ გამოვუძახო. სწრფაფად ვეუბნები მისამართს ოპერატორს და ოთახში ბოლთას ვცემ. სულ ხუთ წუთში კარზე ზარია. სირბილით გავრბივარ შემოსასვლელში და კარებს ვაღებ. ზღურბლზე გააფთრებული იოანე დგას. გაუთვალისწინებელ შემთვევასთან მაქვს საქმე... იმაზე ნამდვილად არ მიფიქრია, რომ შეეძლო თავისით გამოსულიყო... პირველ რიგში დასამალი ადგილი უნდა ვიპოვო, თორემ ცოტა ხანში მაშველები ჩემს ცხედარს იპოვნიან, ლიფტში გამოკეტილ დევს კი არა.
როგორც ყოველთვის გასაოცარი აზრი მომდის თავში. იოანეს კისერზე ვეკიდები და გააზრებასაც ვერ ასწრებს, რომ ტუჩებზე ვეწაფები, თითქოს წითელი ღვინო იყოს. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ღვინო ვერ დამათრობდა ისე, როგორც ეს კოცნა მათრობს. ოსტატურად ვუკოცნი ბაგეებს, თუმცა არ ვიცი, ვინ ან რამ დამაოსტატა. შიშმა? ალბათ უფრო თვითონ იოანემ. ისიც გონს მოდის და ისეთი მონდომებით მკოცნის, მგონი სხვისთვის ასე არასდროს უკოცნია. მამაკაცის ხელს მისივე პერანგის ქვეშ რომ ვგრძნობ, ვხვდები, რომ უკვე ძალიან ღრმად შევტოპეთ და უკან ვხტები. მგონი საკმარისად ვასიამოვნე, ასე რომ ჩემი სიკვდილით დასჯა უსამართლობა იქნება.
იოანეს ეცინება. ხვდება ჩემი გათამამების მიზეზს და მოულოდნელდ ხელში მიტატებს.
–გგონია გადამირჩი?–ჩემს თმაში ხლართავს თითებს. კარს ცალი ხელით კეტავს და მისაღებში შევყავარ.
ამრეზით ვუყურებ და მერე ისევ თვალს ვარიდებ.
დივანზე მაწვენს და ზემოდან დამყურებს. აღარ ვიცი, სად წავიდე... სხეულზე ცეცხლი მიკიდია. მგონია, რომ სისხლძარღვებში სისხლი კი არა, ლავა დამიდის. ჭიანჭველები ჩემს სახეზე უმისამართოდ დაეხეტებიან. არ ვიცი, რას გეგმავს ანთაური... რა განზრახვა აქვს... ვღელავ... გული გაასმაგებულად მიცემს და ჯერაც ვერ ვხვდები რა მჭირს... რა მემართება ამ კაცის დანახვისას... რატომ ვხდები ასეთი უუნარო და რატომ მსურს ასე ძალიან მისი ტუჩების შეხება..
–ამბობენ, ლამაზი ქალები სულელები არიანო! მართალი ყოფილა!–ამ სიტყვებით მშორდება და მეც მშვიდად სუნთქვის საშუალება მეძლევა. მართალია ძალიან არ მომწონს ამ გამონათქვამის აზრი, მაგრამ რაც მთავარია სისულელე არ ჩავიდინე და კიდევ ერთხელ არ დავეძგერე იოანეს. სხვა ყველაფერი ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია.
სტილს ვხედავ. სავარძლის ქვეშაა შემძვრალი და მხოლოდ თავი მოუჩანს. სახლში შუქი არ ანთია. ალბათ შემოსვლისას ჩააქრო ანთაურმა. აი, ესეც კი არ შემიმჩნევია. იოანე ზურგით დგას და არასდიდებით არ ტრიალდება ჩემკენ. მე ვიცი, რასაც მოიმოქმედებს შემობრუნების შემდგომ და მოუთმენლად ველი ამ მოვლენას.
–იოანე...–ვჩურჩულებ და ფეხებს დივნიდან ვყოფ.
–არ გინდა!–ხელის აწევით მაჩერებს და კარისკენ მიდის. დაუმშვიდობებლად სტოვებს ჩემს სახლს. თავს ხელებში ვრგავ და გულისცემის დარეგულირებას ვცდილობ.

^^^
საღამო მშვიდობისა!
ყოველთვის დილის საათებში ვდებდი ისტორიას, თუმცა დღეს შემაგვიანდა და იმედია ჩემი მკითხველები არ გამიბრაზდებიან...
უღრმესი მადლობა თბილი შეფასებებისთვის და ახლაც დიდი მოლოდინით ველი მათ, თქვენ შემდეგ თავს დაელოდეთ, რადგან ისეთი ამბები მოხდებააა!
გუშინ ერთი გრამატიკული შენიშვნა მომცეს, რომელიც მართებული არ არის! იქაც დავწერე და ახლაც ვიტყვი, ''ძლივს'' არასწორი ფორმაა და ჩემს მიერ გამოყენებული ''ძვლივს'' არის ორთოგრაფიულად სწორი. კრიტიკა მისაღებია ჩემთვის მატილდა (თუ სწორად მახსოვს ნიკი) უბრალოდ რადგან არასწორი იყო შენი შესწორება, ამიტომ აღვნიშნე.
თქვენი სოფო!



№1 სტუმარი Black

Magaria dzaan;)

 


№2  offline წევრი kaxelii

love მიყვარს ეს ისტორია მაგრამ არ მყოფნის.

 


№3  offline მოდერი sopiko

Black
Magaria dzaan;)

გმადლობ!
nino k.d.
love მიყვარს ეს ისტორია მაგრამ არ მყოფნის.

მიხარია ძალიან ♥

 


№4 სტუმარი A

Umagresi iyo. Momewona dzalian....

 


№5  offline მოდერი sopiko

A
Umagresi iyo. Momewona dzalian....

მადლობა! მადლობა! მადლობა! ♥

 


№6  offline წევრი Firefly

ყველაზე კარგო!
მიყვარს მე ეს ხევსური...
--------------------
M.T

 


№7  offline მოდერი sopiko

Firefly
ყველაზე კარგო!
მიყვარს მე ეს ხევსური...

დიდი მადლობა, ჩემო მარიამ! ♥

 


№8  offline წევრი მოლურჯო

ხუთივე თავი წავიკითხე თავიდანვე
მაგრამ რატომღაც კომენტარის დატოვება მეზარებოდა
მაპატიებ იმედია..
რაც შეეხება ისტორიას
შემიძლია ერთი თავი მილიონჯერ გადავიკითხო
არ მბეზრდება
და სამწუხაროდ ბევრი ისტორიაა ამ საიტზე რომელიც მბეზრდება
ორის გარდა ახლა მესამეც შეემატა
იმდენად მამხიარულებს დეპრესიაში მყოფ ადამიანს რომ ღიმილს ვერ ვიკავებ
ეს ბიჭი ამ გოგოს კი არა მე მაგიჟებს
ყველანაირი ემოცია მეუფლება როდესაც ვკითხულობ
სამწუხაროდ არ გიცნობ პირველად ვკითხულობ შენს ისტორიას და დამიჯერე რომ ყველაზე მეტად მომწონს
ყველაზე განსხვავებული თბილი და ძალიან კარგია.
პატივისცემით “სევდიანი გიჟი“
--------------------
მარიამი

 


№9  offline მოდერი bibo

აუ როგორ მომწონს ვერ წარმოიდგენ შენ საოცრება ხარ სასწაული აი გასაგიჟებელიი ტკბილო

 


№10  offline მოდერი sopiko

სევდიანი გიჟი
ხუთივე თავი წავიკითხე თავიდანვე
მაგრამ რატომღაც კომენტარის დატოვება მეზარებოდა
მაპატიებ იმედია..
რაც შეეხება ისტორიას
შემიძლია ერთი თავი მილიონჯერ გადავიკითხო
არ მბეზრდება
და სამწუხაროდ ბევრი ისტორიაა ამ საიტზე რომელიც მბეზრდება
ორის გარდა ახლა მესამეც შეემატა
იმდენად მამხიარულებს დეპრესიაში მყოფ ადამიანს რომ ღიმილს ვერ ვიკავებ
ეს ბიჭი ამ გოგოს კი არა მე მაგიჟებს
ყველანაირი ემოცია მეუფლება როდესაც ვკითხულობ
სამწუხაროდ არ გიცნობ პირველად ვკითხულობ შენს ისტორიას და დამიჯერე რომ ყველაზე მეტად მომწონს
ყველაზე განსხვავებული თბილი და ძალიან კარგია.
პატივისცემით “სევდიანი გიჟი“

უღრმესი მადლობა, ჩემო კარგო ♥
bibo
აუ როგორ მომწონს ვერ წარმოიდგენ შენ საოცრება ხარ სასწაული აი გასაგიჟებელიი ტკბილო

გმადლობ ჩემო ბიბო ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent