შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბავშვობის სიყვარული თუ სექსუალური მოცეკვავე ? (თავი 1)


26-01-2016, 23:18
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 5 259

კლასის კარები აღელვებით შეაღო.ყოველთვის ასე ხდებოდა,როცა ინტერვალის შემდეგ ბრუნდებოდა სასწავლებლში.გული ისევ ჩვეულად უძგერდა ევას.ისევ ეგონა,რომ ყურადღების ცენტრში იქნებოდა.ერთი მხრივ სწორი იყო გოგონა,მართლაც რომ მიაქცევდნენ ყურადღებას.ალბათ,დააკვირდებოდნენ კიდეც,შეიცვალა თუ არა,თუმცა რა შეცვლაზეა საუბარი,ის ხომ უკვე ჩვიდმეტი წლის გოგონაა,გოგონა,რომელსაც საკუთარი ცხოვრება აქვს და აფასებს მას.
-გამარჯობათ..-კლასში დამრიგებელი დახვდა,რომელსაც თმა უფრო შეემოკლებინა,კარეზე მაღლა დაეყენებინა და სასიამოვნოდ იღიმოდა.ამ ქალის ღიმილი პირველად ესიამოვნა,მგონი.
-როგორ დაისვენე,ევა?
-ნორმალურად,თქვენ?-მისკენ წავიდა და გადაკოცნა,უფრო სწორედ,ყოყა მიუშვირა,სულ ასე იქცეოდა ხოლმე.კლასელები შეათვალიერა,ყველას გაუღიმა და რადიატორისკენ წავიდა.29 იანვარი იყო ანუ სკოლა კარგა ხნის დაწყებული,მაგრამ არავინ იკლავდა თავს სიარულით.
-შენი სურათები ვნახე..-შეეცადა და გვერდით მდგომ გოგონას საუბარი დაუწყო.
-ჰო...დედაჩემის მორთული იყო ეგ ნაძვის ხე..-ანანომ გაიღიმა და ფანჯრისკენ გააპარა თვალი.
-შეგიძლია მაშინ გამომიგზავნო ტესტების სურათები,როცა გინდა,დაგეხმარები-შესთავაზა გოგონას და მობრუნდა.იმედი ჰქონდა,რომ მისი დაქალი,ლეა,მოვიდოდა.ისევ მისწერა შეტყობინება და წელში გასწორდა.
-მადლობ,ჩემო სიხარულო...-წაეპათხალიმა ანანო.
-აი,ლეაც..-კარებისკენ წავიდა და დაქალი გადაკოცნა.
-კიდევ კარგი აქ ხარ..
-მოხვედი ძლივს-ამოსუნთქვის გარეშე თქვა.
-რამდენიმე ხართ,ჰო? უი,მას...გამარჯობათ..როგორ ბრძანდებით?-წავიდა დამრიგებლისკენ.
-პირველი ისტორიაა,ჰო?-გადმოხედა კუთხეში მჯდომმა ბიჭმა,რომელიც სიტყვას სიტყვაზე წესიერად ვერ აბამს და მუდამ ევას ტვინსაა შემოკედლებული.
-თემის დაწერა გინდა?-ირონიით გკითხა ევამ ვაკოს.
-არა,ჯერ არა..
-ისე არ მოგერიდება,ჰო?
-იმ დღეს საკონტროლო მქონდა..
-უი,ჰო..მაგრამ ჰო იცი ცეკვაზე ვიყავი და ვერ მოგწერდი..
-ჰო,კარგი..
-სხვა დროს შემაწუხე-ხალისიანად უთხრა ბიჭს და თავისი ადგილი დაიკავა.
-ამის გაკვეთილს რა გაუძლებს...ისევ მე გამომიძახებს,სხვა ხომ არავინ სწავლობთ..მე ვარ რა თქვენი მზე და მთვარე..-გადასჩურჩულა ლეას.
-გოგო,ვისწავლე..
-არადა ისტორიაზე მეტად არაფერი მეჯავრებოდა და არც მეჯავრება..-ჩუმად უთხრა დაქალს და წიგნი ამოიღო.დარწმუნებული იყო,რომ მასწავლებელი მას მოაჩერდებოდა.
-დარსანია!-მშვიდად თქვა ქალმა და გოგონასკენ გამოიხედა.
-ახლავე-ფეხზე წამოდგა ევა და ხელში წიგნი აიღო.
-რა გვქონდა დღეისთვის?
-ბოლოს 25-ე,თუ არ ვცდები-დააყოლა და წიგნი გადაშალა.
-დაიწყე,მიდი..სხვა არაფრის მაქნისი არაა..

-გოგო,არ გახსოვს მე-11 კლასის მასალაო..რა სწრაფად დაასკვნა..
-ჰო,მართლა..არ გახსოვს.
-კი,არ მახსოვს და ვიცი..რა დაიმახსოვრებს ამდენს.
-ჩემი საწუხარი ესეცაა...
-ვინც სწავლობდა და დაიკიდებს,ის ვერ ჩააბარებს..ასე ხდება ხოლმე,მოკლედ წინ გრძელი გზა მაქვს.
-ეკლის გვირგვინი უნდა დაიდგა,ევა?-ირონიით გკითხა ლეამ.
-შევეცდები..
-უი,ისინი მოვიდნენ..გიორგი და გიგა..
-ვინ? სასწაული.-კარებისკენ გაიხედა,გიორგის გაუღიმა,ფეხზე წამოდგა და საკოცნელად ლოყა მიუშვირა.
-ლამაზი ხარ,ევა..შენც ლეა..-გაუღიმა ბიჭმა და შემდეგ მეორე გოგოც გადაკოცნა.გიგა არც შერხეულა,მეორე მხარეს გაიხედა,შემდეგ ბიჭები დაძებნა და გადაკოცნა,მეორე მხარეს მყოფი გოგოებიც მოიკითხა,თუმცა ევასარ გაკარებულა.ასე ხდება ხოლმე.ერთმანეთს არ ესაუბრებიან,მათ შორის თითქოს ჩატეხილი ხიდია.არც ერთია გიორგი და არც მეორე კესო,მაგრამ რას იზამ!
-უცნაურია,არა?-გკითხა ლეამ.
-ყველა ბიჭი ვერაა კომუნიკაბელური-ირონიით თქვა და წიგნში ჩაიხედა.
-გოგო,დღეს ჩემთან დარჩი რა.პიჟამოების წვეულებაა და მაგრად ვიხალისებთ.
-თუ მოვასწარი გაკვეთილები კი.
-პირველზე მოდი,ჩემი ძმა გამოგივლის.
-შენი ძმა სახლში?-თვალები გაუფართოვდა ევას.
-ჰო,დღეს სახლშია.მობეზრდა გართობა.
-ამდენი ბარი და კლუბი ზედმეტია,ცოტა დასერიოზულდეს-უემოციოდ თქვა და წიგნს დააშტერდა.
-რას ფიქრობ კარგი რადიოლოგი ვიქნები?-ჰკითხა ლეამ და წიგნი დაუხურა.
-აუ,ნახე ვინ მოდის-საუბრის თემა შეაბრუნა.
-ბესიკი...-გაეღიმა ლეას.
ორივენი მიესალმნენ სათვალიანსა და დაბალ ბიჭს.ევა საუკუნეა რაც აღარ იზრდება სიმაღლეში,მაგრამ ბესიკი მაინც ვერ დაეწია.დიპლომატი ეკავა ხელში და სათვალეს ისწორებდა,გათეთრებული თმები არ უჩანდა ბიჭს.
-როგორ ხართ?-შორიდან მოიკითხა გოგონები და მერხისკენ წავიდა.
-ვარ რა.ამ გამოცდების ხელში რავა ვიქნები-წუწუნით თქვა ევამ და ლეას გახედა,ისიც დაეთანხმა.

გაკევთილებმა უჩვეულოდ ჩაიარა.პირველის ოც წუთზე გაიხურეს სკოლის კარები დაქალებმა და სახლებისკენ წავიდნენ.უხასიათოდ მიუყვებოდა სახლისკენ მიმავალ გზას ევა.შინ უფროსი ძმა ელოდა და მისი თავი არ ჰქონდა.ლევანი ყოველთვის საყვედურებით ავსებდა,ხან მისი გადაწმენდილი მაგიდა არ მოსწონდა,ხან კი უბრალოდ საკუთარ ჭიქას ვერ პოულობდა.კარგ ხასიათზე როცა იყო,ეს ახალისებდა კიდეც,მაგრამ იმ დღეს საკმაოდ უჩვეულოდ იყო.ეძინებოდა და მხოლოდ ბალიშზე ფიქრობდა,თუმცა გრაფიკი ამის საშუალებას არ აძლევდა.
-როგორ ხარ,დაიკო?-კარები გაუღო ლევანმა.
-კარგად,შენ,ჩემო ლევანიკო?
-დედამ ვერაფერი მოამზადა და რაღაცები ამოვიტანე..შენ რამეს მიირთმევ?
-ახლა არა და მოგვიანებით თავად მივხედავ თავს-ირონიით უთხრა და თავის ოთახში შევიდა.
-რა გეტაკა,გოგო?
-დაღლა რა არის,იცი?
-ყავას მოგიდუღებ.
-მზრუნევლი ხარ დღეს?-ისევ ირონიით გახედა ბიჭს.
-გამოცდა ჩავაბარე გოგო.ფინალურზე ორმოციდან ორმოცი ავიღე.რასაც გინდა შეგისრულებ-ენერგიულად უთხრა.
-კარგი,მაშინ მშვიდობა მომეცი,კარგი? უბრალოდ გააჩუმე ეგ მუსიკები და სწავლის საშუალება მომეცი.
-კარგი,ჩემო ევა.
-ძლივს!-ამოიხვნეშა და წიგნებში ჩაიხედა.ამ ბოლო დროს აუცრუვდასავით გული.ახალი გზები დაინახა თითქოს.მგონი,სულ სხვა სფერო აინტერესებს.ისევ ის უნდა,რაც ადრე.ადრე მხოლოდ ახირება ეგონა,ახლა კი მზადაა ყველაფერზე აიღოს ხელი.ფეისბუქის დადებით-უარყოფითებზე დაწერა თემა და რვეული ჩანთაში ჩააცურა,ამ ბოლო დროს დრო არ ყოფნის და ყვეალფერს პირდაპირ წერს,ეს ამართლებს კიდეც,ნაკლები დრო ეხარჯება.
ხელები მაღლა ასწია და სიმღერას მოჰყვა..იღიმოდა და ერთი სული ჰქონდა როდის დადგებოდა საღამო.ლეასთან დროის გატარება მოენატრა,ასე რომ ძილის სულ გადაავიწყდა.

-მიყვარს პიჟამო-ფართი..-ღიმილით შეაღო დაქალის კარები.
-გოგო,დაურეკე დედაშენს,თორემ ჰო იცი მაგისი ამბავი.
-კარგი,ჰო..-მისწერა ლონდას და ტელეფონი ჩანთაში ჩააცურა,ჩანთა კი სადღაც მიაგდო.
-ჩემები წასულები არიან.
-ძმა?
-ის ოთახში გამოვკეტე.
-ყოჩაღ.
-რა ქენი დღეს?
-რა ვიცი,ეკლიანი გვირგვინი დავიდგი-ირონიით უპასუხა.
-დღეს ირონია უნდა შეგარქვა შენ.
-კარგი რა.ჩემმა ძმამ მიწასთან გაასწორა ფინალურები,ისე უხაროდა.
-ეგ რა შუაშია ახლა?
-წამო,რამე ვქნათ.გავიძროთ ეს ტანსაცმელი,ცხელა შენთან.
-კარგი-თავი დაუქნია,მაგრამ მისმა ალოგიკურმა საუბარმა ცოტა არის იყოს შეაშფოთა.
-დღეს თავი მისკდებოდა..ხვალ არ წავიდეთ სკოლაში..ისედაც რამდენ ხანს ვიარეთ რა..-წუწუნით იხდიდა ტანსაცმელს და თან საათს უყურებდა.
-რა გჭირს?
-გადავიწვი,გოგო...და თან რაღაც ვერ ვარ.მგონი,აღარ მინდა ის,რაც ადრე.
-მაინც რას გულისხმობ?
-აღარ მინდა ფილოლოგიურზე ჩაბარება,სულ სხვა რამ მინდა.მე კი ლიტერატურით იქ ვერ მოვხვდები.იქნებ ახლა დავიწყო მომზადება,მაგრამ ამდენი წვალება...მთელი ძველი ქართული და ათასი რამე..გოგო,ვეფხისტყაოსანი ყველაფერი ზეპირად ვისწავლე...თითქმის ზეპირად ვიცი მთელი ტექსტებ-ლექსები..-ნაღლიანად თქვა.
-მართლა?-ჰკითხა ლეამ და ახედა.
-ჰო,ვგრძნობ,რომ ეს აღარ მინდა..შემიძლია ისედაც ვწერო,მაგრამ გული სხვა რამეს მკარნახობს..ძველი სიყვარულივით მიბრუნდება..არ ვიცი რა ვქნა.
-მოდი,დამშვიდდი,გამოვიძინოთ და მერე ვნახოთ რა იქნება,კარგი?
-წარმოგიდგენია,რომ..მოკლედ,არ გეყვი რა მინდა.
-კარგი,როგორც გინდა-ღამის პერანგი გაუსწორა დაქალს და საწოლთან მიიყვანა.
-სულ ასეთი აბნეული ვიყავი,ჰო? ასეთი იდიოტი..ვერასდროს ვიყავი საკუთარ თავში დარწმუენებული.
-კარგი რა.ზოგი თვითდარწმუნებული იდიოტია.
-ლეა,დავიღალე..ჩამეხუტე!-საბამი გაისწორა და დაქალის მხარს მიადო თავი.
-ჩემი საოცარი გოგო.
-საოცარი კი არა კვახი.
-კვახი მომენატრა-ჩასჩურჩულა დაქალმა ყურში,სიმღერასავით ჩაესმა მისი სიტყვები,ტანით წინ წამოიწია,კარგად გაიზმორა და თვალები ისევ დახუჭა.

გამოღვიძებულს თავი ფიქრისგან უსკდებოდა.ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა მის თავს,რამ გამოიწვია ასეთი ცვლილება.
-გოგო,თავი უჟასურად მაქვს-ფეხზე ბარბაცით წამოდგა.
-უნდა დაისვენო,სანამ სადმე წახვალ.
-დღეს უნარები მაქვს მარტო.ისიც ექვსზე,მანამდე კიდევ ხომ არ წავუძინო?
-არა,დღეს გიორგის დაბადების დღეა,გუშინ მომწერა და უნდა წავიდეთ.
-უნარებს რა ვუყო?
-გადაატანინე და დღეს გავერთოთ.
-კარგი,ოღონც არ უთხრა ლონდას.
-მაგაზე ნუ გექნება დარდი-ღიმილით უთხრა ლეამ და თავზე აკოცა.
-ეს რა იცი ხოლმე.
-რა არ მოგწონს-ღიღინით წავიდა სააბაზანოსკენ.

-რა მინდა გიორგის დაბადების დღეზე?-ალმაცერად შეხედა დაქალს.
-გავერთობით.სადღაც კლუბში იხდის და მოდი რა.ჰო იცი როგორ მოსწონს გიორგის შენი ნაწერები-გაახსენდა მისი და გიგას ბოლო საუბარი.ალბათ,ეს იყო საუბარი,რომელიც დაამახსოვრდა,თორემ მერეც ექნებოდა რაიმე ნაკითხი,მაგალითად,ამ ტესტში ბ-ა თუ გ-ო,მაგრამ ესეც არ ახსენდებოდა ევას.ჰო,გიგამ კითხა,მართლა შენ დაწერე ეს მოთხრობაო.დარწმუენბული იყო,რომ არ ჰქონდა წაკითხული მას,გიორგიმ უთხრა,თუმცა ესეც ესიამოვნა იმ წამს.ვერ მიხვდა რატომ,მაგრამ ესიამოვნა.იმ ამბის შემდეგ ორი წელი იქნებოდა გასული,თუმცა გოგონას ისევ ახსოვდა გიგას იმდღევანდელი სახის გამომეტყველება.
-რა იყო?
-რა ჩავიცვა?
-შენს ძმას გამოართვი ფული და რამე ვიყიდოთ.
-ჰო იცი,რომ საუკუნეა არსად წავსულვარ.
-ეგ არაფერი,მე დაველაპარაკები ლევანიკოს.ჰო იცი ადრე რომ ვუყვარდი?
-არ გაიშვა მისი ბავშვური სიყვარული.
-მაშინ მეხუთეში იყო,გახსოვს?
-კი,ჩვენს კლასში რომ შემოდიოდა და პირველკლასელებს ზილინა-ზილინას თამაშში ხელს გვიშლიდა.
-ეგ მაიმუნი,ეგა..-ჩაეცინა ლეას.
-იქნებ არ კვდება ბავშვობის სიყვარული,არ გიფიქრია ამაზე?-ჰკითხა დაქალს და თვალებით იატაკს მიაშტერდა.
-კარგი რა-სიცილით თქვა ლეამ და ტელეფონს დასწვდა,რათა დაერეკა ლევანისთვის,რომელსაც ისევ ლევანიკოს ეძახდნენ დაქალები.
-უხდება ეს სახელი...ლევანიკო!-ღიმილით წარმოთქვა ევამ.სანამ დაქალი საუბრობდა,ჩანთიდან ტელეფონი ამოიღო.ცეკვის მეგობარს მოეწერა,ხვალ „ელიტ დანს სტუდიოში“ ცვლილებელია მოსალოდნელიო.არაფერი უპასუხია,ვერც კი გაიზრა ნუკის მოწერილი,ტელეფონი ისევ უაზროდ ჩადო ჩანთაში და ლეასთან გავიდა.
-ჩემი ტკბილი ბიჭია-ღიმილით თქვა ლეამ.
-შენი?
-ჰო,ჩემი საყვარელი დაქალის ძმაა..რა გინდა მეტი?-თვალი ჩაუკრა და მეორე ოთახში გავიდა.

მთელი თბილისი დაიარეს თითქის,ბოლოს რაღაც კაბას წააწყდნენ და მოეწონათ,უფრო სწორედ ევას მოეწონა,ბავშვობიდან წუნია გოგოს.ჯერ კიდევ ხუთი წლის იყო,როცა დედას მაღაზიაში არ შეყავდა,წუნიაობას დაიწყებსო.გასაზომად როცა შეიყვანადა ხოლმე ლონდა,გამყიდველები უკვე ცნობდნენ ევას.გოგონა ამ მხრივ ცნობილი იყო.მთელი ბაზბობა გიცნობსო,ეუბნებოდა ხოლმე ქალბატონი ლონდა.ასე ირონიის დროს მიმართავდა ხოლმე ევა.
-ეს შენს ტანზე.
-მართლაც მიხდება-გაუღიმა საკუთარ თავს და მუხლზემოთ მოტკეცილი კაბა შეისწორა.
-ულამაზესი ხარ.
-თან პატარა მკერდსაც არ მიჩენს.
-კარგი რა.გეყო ბაზარი-თვალები დაუბრიალა ლეამ.
-კარგი,ჰო..მალე,თორემ დავაგვიანებთ.
-აჰა,ანერვიულდი შენც,ასე სჯობს!

კლუბში აქამდე არ ყოფილა,არ მოსწონდა მსგავსი გართობა.ალბათ,იმიტომ,რომ არასდროს გამოეცადა,რისი გემოც არ იცი,არ გიზიდავს,ეს ახალი არაა!
-აუ,კარგია რა..-ლეამ თვალებით გიორგის ძებნა დაიწყო,ჩვენი ევა კი გიგას შეეფეთა.
-როგორ ხარ?-მგონი,ეს კითხვა პირველად დაუსვა მან.თვალები რაღაცნაირად ჰქონდა.ალბათ,გოგონას აკვირდებოდა,მისი კაბა ხომ შესანიშნავად აჩენდა გოგონას გრძელსა და ლამაზ ფეხებს.ევა თვითონაც მაღალი იყო 180-მდე ცოტა აკლდა,მგონი
-არამიშავს,შენ?-გაკვირვებული იყო,ამიტომ ბიჭის ათვალიერებ-დათვალიერება არ გაკვირვებია.
-ეს მარიამია-გააცნო ლამაზი შავგვრემანი გოგონა ევას.
-სასიამოვნოა,მარიამ-ღიმილი დაახვედრა გოგონას სასიამოვნო გამოხედვას.
-რამეს დალევ?-მისკენ წავიდა მარიამი.
-კი,დავლევ.
რაღაც ალკოჰოლური სასმელი მიაწოდა ევას.ევას არ უნდოდა,მაგრამ მაინც მოსვა.
-კლსელები ხართ,ჰო?-კითხა მარიამმა ისე,რომ ევასთვის თვალი არ მოუშორებია.
-კი,კლასელები..და არ მეუბნებოდი,ასეთი ლამაზი კლასელი თუ გყავს? შოკი გოგოა.
-მადლობ,მაგრამ ამეტებ-ევას აწითლება მაჯიაჟმა დაუფარა,თორემ ნამდვილად მოეჭრებოდა თავი.არა,კი არ მოეჭრებოდა,მაგრამ ევა ასე თვლიდა.
-წავალ,დაქალს მოვძებნი-თავი დააღწია წყვილს,მარიამს სოციალური ქსელიდან იცნობდა,უფრო სწორედ,მისი ფოტოები ჰქონდა ნანახი.გიგასთან ერთად გაატარა ზაფხული და,როგორც ჩანს,ახლო ურთიერთობა ჰქონდათ.
გაუკვირდა რატომ იგრძნო უხერხულობა,საკუთარ თავს გაუბრაზდა და ლეასკენ წავიდა.
-ლეა,რა ხდება?
-შენთან?
-მეგობარი შევიძინე-ირონიით უთხრა და უხასიათოდ მოსვა სასმელი.
-არასდროს დამთვრახარ,ვიცი.
-არ თქვა მარიამთან-ბრაზიანი გამომეტყველებით შეხედა.
-ვინაა ეს მარიამი?
-გიგას შეყვარებული.
-გიგა კლასში ხმას არ გცემს და აქ ლოვესაც გაცნობს?-სიცილი აუტყდა ლეას.
-გოგო,შევეფეთეთ და..
-რაღაც ვერ ხართ.
-ჩუმად რა-აგდებით უთხრა და მეორე ჭიქა აიღო.
-ვეძებ გიორგის,რომ გადავსცე ჩვენი ერთობლივი საჩუქარი.
-აუ,მაგ სუნამოს კარგი სუნი აქვს,ჰო?-თვალები დაპრაჭა ევამ.
-აბა,რა..-გადაიკისკისა.ამ დროს გიორგიც გამოჩნდა,ეგეც ვიღაც ქერა გოგოსთან ერთად იყო.
-ეს ჩვენგან,გილოცავთ..-ერთდროულად თქვეს გოგონებმა.

მთელი საღამო მხიარულად გაატარეს.ევა პირველად დათვრა.საკმადო ბევრი დალია და მალევე მოეკიდა,ასმაგად მოკიდებული იყო და სიარულითაც ძლივს დადიოდა.უკვე გვიანი იყო,როცა მარიამი მიუჯდა გვერდით.
-სად აპირებ სწავლის გაგრძელებას?-ჰკითხა მტკივნეული კითხა,კითხვა,რომელიც ბოლო დროს ევას აწუხებდა და თავის ქალას ხდიდა.
-უნივერსიტეტში-მეტი არაფერი უთქვამს,ფეხზე წამოდგა და გამოემშვიდობა.
-ჰო კარგი იყო?
-გული მერევა,გოგო-დაბნედილი ადამიანივით წარმოთქვა.
-კარგი,მიგიყვან სახლამდე.
-იქნებ ვინმე ბიჭი დაგეკერა,ტაქსის ფული აღარ დაგვრჩა და ავტობუსი უჟას.
-კარგი რა..კარგი,წავალ და ვინმე ნაცნობს დავიჭერ.
-მიდი,გელოდები.
-მანქანიანი ტიპები ხართ აქ?-იკითხა ლეამ.სხვა დროს ასეთი თამამი არ იყო,თუმცა სასმელმა მაინც თავისი ქნა.
-წაგიყვანთ-გიგას ხმა იყო...ვერ გააცნობიერა,რომ მან შემოთავაზა.
-მართლა?-მხოლოდ ამის კითხვაღა მოახერხა ლეამ.
-ჰო,რა პრობლემაა,თან მარიამიც იქითკენ მიდის.
-არა,მე დავრჩენი რა-მუდარით შეხედა შეყვარებულს.
-კარგი,მაშინ გამოგივლი.

-აუ,მოხვედი..მცივა აქ თუ მცხელა ვერ ვარკვევ-ამოისლუკუნა და მუცელზე მიიფარა ხელი.
-ევა,ხომ კარგად ხარ?-საუკუნის მერე მიმართა გიგამ სახელით ევას.
-ცუდად ვარ..-არც კი შეუხედავს მისთვის.გონზე ძლივს იყო და დასკვნების გამოტაბნისთვის სად ეცალა!
-დღეს ამასთან დავრჩები-დაბალ ხმაზე თქვა ლეამ.
-ცუდადაა ძალიან-გადმოსვლისას ანიშნა ლეას ევაზე.
-ადექი,ევა.
-ცუდად ვარ-ამის თქმაც კი ძლივს შესძლო გოგონამ.
-მოდი,დაგეხმარები-მკლავში ხელი ჩაავლო გიგამ და ადგომაში დაეხმარა,მაგრამ ევა ვერ გაინძრა,ძალა არ ეყო,რომ ერთი ნაბიჯი მაინც გადაედგა წინ.
-მე ავიყვან,ლიფტი მუშაობს-ლეამ ახედა ბიჭს.
-ვერ შესძლებ..-გოგონას ხელი კისრის უკან მოათავსა და ფეხებში ხელი ჩაავლო.იოლად აიტაცა ხელში და ჰარმონიულად წაიყვანა ლიფტისკენ.ლეა უკან წაყვა,ხუთთეთრიანის მაგიერ ათთეთრიანი ჩააგნო შიგ და მეშვიდე სართულს მიაჭირა.
ევას ჩანთაში ძლივს იპოვა გასაღაბი ლეამ და შემდეგ გააღო.არ უნდოდა,რომ ვინმე გაეღვიძებინა.ნაზად შეიყვანა გოგონა გიგამ სახლში და საწოლზე დააწვინა.
-ნაბეღლავს მოურიეთ და დამალევინეთ,მაცივარშია..-ძლივს თქვა ევან და თვალი დახუჭა.
-აქ დარჩი,მე წავალ-ანიშნა ბიჭს ევაზე და ფეხსაცმლის გახდის შემდეგ სამზარეულოში გავედი.
-რა მოხდა? რამე ხდება?-ლევანი ჩუმად საუბრობდა.
-შენი და პირველად დათვრა და ნაბეღლავს ვეძებ.
-აუ,გააფრინა რა.
-კარგი,გეყო.არ გაუფრენია.დაისვენე,მე მოვუვლი.
-დარჩი,მე არ მცალია-ბიჭი თავის ოთახში გავიდა და ლეა მარტო დატოვა.
-ახლავე,მომაქვს-ფეხაკრეფით შევიდა ოთახში და გიგას გვერდით ჩაიმუხლა.
-წადი,შენ.დიდი მადლობა..ისე ცხოვრებაში ჩვენთან სულ ცივად იყავი და ახლა...გამიკვირდა მართლა.
-ორმხრივია ყველაფერი-მეტი არაფერი უთქვამს ბიჭს,ისე წავიდა.ლეამ კარები დაუკეტა ისე,რომ ხმა არ დაუძრავს.
-მოსვი,მოდი-წამოაყენა დაქალს და რამდენიმე კოვზი დაალევინა.

როგორც იქნა გამოვიდა ევა პახმელიიდან,ფეხზე წამოდგა და საათს დახედა,უკვე სამი ხდებოდა.გააცნობიერა,რაც მოხდა,ესიამოვნა,რომ გიგამ ასეთი ყურადღება გამოიჩინა,თუმცა ამაზე ფიქრის დრო არ ჰქონდა.
ცეკვის სტუდიაში წასასვლელად მოემზადა,ოთხზე ეწყებოდა.იქ მხოლოდ ნუკისთან იყო ახლოს.ახლაც ის დახვდა კარებში,გადაკოცნა და სიახლეებზე ჰკითხა.
-ისე მოგწერე-ჩაეცინა გოგონას და დარბაზს გახედა.
-აუ,გუშინ ისე ცუდად ვიყავი.
-ახლა როგორ ხარ?
-კარგად ვარ.უი,ჩემი დაქალი მირეკავს-ტელეფონის ეკრანს დახედა და გული აუფანცქალდა,ეს ლეა არ იყო,არამედ გიგა..გიგას ხმა ჰარმონიულად ჩესმა ყურში და სახე გაებადრა.გარეთ გავიდა,რომ მუსიკის ხმას საუბარში ხელი არ შეეშალა.
-როგორ ხარ?
-კარგად ვარ,მადლობ და ბოდიში გუშინდელის გამო.
-არა,რის ბოდიში..-სიცილით უთხრა ბიჭმა.
-კარგი,ახლა ცეკვაზე ვარ.მარიამი მომიკითხე-მარიამზე ამდენ ხანს რატომ ფიქრობდა თვითონაც ვერ ხვდებოდა,რა საჭირო იყო ამდენი ფიქრი უცნობ გოგონაზე.
სახლში თერთმეტზე მივიდა,უნარების მერე დაღლილი იყო,მაგრამ მაინც შევიდა „ფეისბუქში“ და მაიცნ ჩამოყვა მარიამის პროფილს.მარიამიც მეგრელი იყო.აი,კიდევ ერთი საერთო.სიმართლე რომ ეთქვა,ვერაფრის სჯობდა ევას,ერთადერთი მასზე დიდი მკერდი ჰქონდა და ესეც გემოვნების ამბავი იყო.

-დე,სასაუბრო მაქვს.
-მეჩქარება,გოგო..რა ხდება?-ლონდა ფართხაფურთხით ალაგებდა რაღაც ნივთებს.
-რა ხდება,დე?
-თვითმფრინავზე მაგვინდება.
-ისევ მივლინება?-სევდიანად ჰკითხა და საათს ახედა,ეს უკვე ჩვევად ჰქონდა.
-ჰო,ორდღიანია.ჭკვიანად და ლევანიკოს ნაშები არ ამოაყვანინო,კარგო?
-კარგი,ჰო-ძლიერად ამოისუნთქა და თავის ოთახში გავიდა.
სკოლისთვის მოემზადა,მანამდე ლეას გაუარა,ის მის მეზობლად ცხოვრობდა,ამიტომ სულ ერთად მიდი-მოდიოდნენ.
-დედაჩემი მიდის..
-მერე რა? კარგი არაა?-ჩანთის ზონარი გაისწორა ლეამ და საათს დახედა-სამ წუთში ზარია.
-გვაგვიანდება,სწრაფად!-ევა მაინც თითით საჩვენებელი მოსწავლე იყო,საცაა ოქროს მედალს აიღებდა,თუმცა რა!
-ევაჩკები,რატომ ხარ ასეთი პუნქტუალური?
-უბრალოდ ვცდილობ.
-არ გინდა,გიგაზე მომიყვე.
-რა უნდა მოგიყვე?-ჰკითხა გაკვირვებულმა.
-მე წელს გამდოვედი,მანამდე კი შენ იცნობდი მას..ის უცნაურად იქცევა...დაფიქრდი,რომელი ბიჭი იჭერს შენგან თავს ასე შორს? მეც რომ არ მეკარება..რატომ? იმიტომ,რომ შენი დაქალი ვარ.
-არ მესმის რაზე საუბრობ,ლეა..-წარბი მაღლა ასწია გოგონამ.
-მეტყვი,თორემ ფეხებით დაგკიდებ.
-თუ გგონია,რომ რაიმე ურთიერთობა გვაკავშირებს,ძალიან ცდები!
-აბა რა ხდება?
-სკოლის მერე გეტყვი,რახან შემჭამე!-ამოიოხრა და ნაბიჯს უფრო აუჩქარა.
-ვნახოთ,აბა..ახლა როგორ შეგხვდება-ირონიულად ჩაიცინა ლეამ.

-გოგოებო,რატომ დაიგვიანეთ?-იკითხა მაღალმა ქალმა და სათლვალე შეისწორა.
-აუ,მათემატიკა..-ლეამ თავისთვის ჩაილაპარაკა.
-ბოდიში,მას-ევას ოდნავ გაეღიმა და მერხისკენ წავიდა,მას შემდეგ,რაც ნანამ ანიშნა,დასხედითო.
ერთმანეთის გვერდიგვერდ დასხდნენ გოგონები.ორივენი კარგ ხასიათზე იყვნენ.ალბათ,ვერც კი შენიშნეს გიგა,რომელიც მათ უკან იჯდა და დალის რაღაცას ესაუბრებოდა.ჰო,ისინი ძმაკაც-დაქალობენ,ალბათ,ბანკეტზეც ერთად აპირებენ წასვლას.არ ვიცი ასეა თუ არა,მაგრამ ევა ასე ფიქრობ.ფიქრობს? რატომ ფიქრობს? რაში აინტერესბეს? იმდენი კლასელი ჰყავს და რა მნიშვნელობა აქვს ვინ ვისთან ერთად წავა?

-უი,გიგა..-მეორე გაკვეთილის დაწყებისას შენიშნა ბიჭი ლეამ.
-უი,ჰო..-უხერხულად ჩაახველა და დალის გადახედა.
-გიორგიც ხომ არ გადათვრა?-მეტი ვერაფერი მოიფიქრა ლეამ.
-კი და სახლშია ისვნებს-ევა..-დაუძახა გოგონას,ისიც შემობრუნდა და ჩვეულებრივ ახედა ბიჭს.
-კარგად ხარ,ჰო?
-კი,კარგად.მადლობ,რომ მომიკითხე-უხერულად უთხრა.
-შენი ნომერი ძლივს გავიგე-ჩაიცინა ბიჭმა-ახლა ასტრონომიაა,მგონი,ჰო?
-ჰო,წავიდეთ რა სახლში.არებს არ წერს-აიჩემა ლეამ.
-კარგი,წავედით.დარაჯს დავუყარაულდეთ ზარს რომ დარეკავს,გავიქცეთ.
სკოლიდან გამოვაღწიეთ და მოშორებით დავდექით,ცოტა ხანში გიგაც გამოჩნდა,მათკენ მოდიოდა.
-რა ხდება?
-წამოვედი-უპასუხა ლეას.
-კარგი,კაგრად აბა-გაუღიმა ლეამ და ხელი ჩაავლო.საყვარელ კაფეში შეიარეს დაქალებმა.ირგვლის სიმყუდროვე იყო,როგორც ყოველთვის.ყავა შეუკვეთეთ და დასხედნენ,ლეამ ნამცვარიც დაამატა და კმაყოფილად ჩამოჯდა.სახეზე მოულოდნელობა აღბეჭდვობა.ეტყობოდა,რომ რაღაც გასაოცარს ელოდა.
-დაიწყე აბა-შეკვეთა მიიღო თუ არა,მაშინვე ატლიკინდა.
-გოგო,უბრალოდ სისულელეა...მეც არ ვიცი...
-დაიწყე აბა,თორემ სამუდამოდ გაგებუტები-გაიბუსხა ლეა.
-მესამე კლასიდან მომწონდა...მერე გადამიარა..ხან სიყვარულიც მეგონა ეს..ზოგ ეტაპზე მეგონა,რომ მიყვარდა,მაგრამ ამას მალევე ვუარყოფდი,რადგან სიყვარული ყოველთვის რაღაც სხვად წარმომედგინა.არ ვიცოდი რა იყო ეს,მაგრამ ვგრძნობდი,რომ იყო რაღაც სხვა..შემეძლო ყოველ წამს მასზე მეფიქრა,ხშირად ვფიქრობდი,თუ როგორ მიახლოვდებოდა..ჩემი ღამის ზმანება იყო,ჩემი ფიქრების მბრძანებელი...თურმე ეს მოწონებაზე მეტი ყოფილა..და მიხვდი მაშინ,როცა ყველაფერი დროს გაჰყვა...
-უბრალოდ წავიდა..
-ჰო..როგორც ლევანიკოს გატაცება შენდამი..
-არა,ეს სხვა.. და ეს ბიჭი რატომ იქცევა ასე უხერულად?-თვალები გაუფართოვდა ლეას.
-არ ვიცი..სულ მეგონა,რომ მიყურებდა,მეგონა,რომ თვალებით მჭამდა..ალბათ,ემთხვეოდა ხოლმე...სულ აქეთკენ იყო..ან მეჩვენებოდა,ალბათ..
-ნახე როგორი ემოციური ხარ..
-გთხოვ,არავის უთხრა.
-ეს შენთვის მნიშვენლოვანი იყო,ამიტომ იყავი ჩუმად არა?-სახე შეეცვალა ლეას.
-არ ვიცი...უბრალოდ მრცხვენოდა!-ალბათ,წამოწითლდა კიდეც ევა.
-და რატომ ასეთი უხერხულობა? მესმის,მაგრამ იქნებ ისიც...
-არ ვიცი-გააწყვეტინა ევამ..-ერთხელ რაღაც მოხდა,რამაც შესაძლებელია ეს მაფიქრებინოს..მაშინ ზღვაზე ვიყავი ჩემს ძმასა და მის ძმაკაცებთან ერთად..მახსოვს ძალით გამიშვეს მშობლებმა..არ მიყვარდა ქობულეთი..
-და მერე? რომანტიკაა?-ინტერესით დაჭყიტა თვალები ლეამ.
-მას ქობულეთში ჰქონია სახლი და ყოველ ზაფხულს ჩამოდიოდა..
-დაიცა,ეს როდის იყო?-გააწყვეტინა დაქალს თხრობა.
-სადღაც 4-5 წლის წინ.
-მართლა?
-ჰო.. იმ დღეს ნაპირას შევხვდით..ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს..
____
ახალი ისტორიაც...
გაგრძელება იქნება...(როგორც სერიალების გახმოვანებისას ამბობენ ხოლმე ;დ)

რეალურ ისტორიას რომ შეგპირდით, ის არ ვიცი როდის იქნება,ალბათ,ჯერ არა.
მიყვარხართ!



№1  offline წევრი Firefly

ველოდები შემდეგ სერიას :დ
--------------------
M.T

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

Firefly
ველოდები შემდეგ სერიას :დ

აუცილებლად <3

 


№3  offline ადმინი უნდა ვწერო

S o f i a
ჩვენც გვიყვარხარ! მიყვარს შენი ისტორიების კითხვა, რაღაცნაირად წერ, განსხვავებულად. კი, რა თქმა უნდა არის ადგილები, რომლებიც ყოველთვის კარგად არ იკითხება, ამის გარეშე შეუძლებელიც კია, მაგრამ ნაწერში ყოველთვის ძალიან ცოტა შეცდომაა და ისეთი თითქმი არასდროს არ არის, რომ ყურადღებას იქცევდეს, რაც სასიაოვნო წასაკითხს ხდის. შენს ნაწერში კიდევ ის მომწონს, რომ ყველაფერი სწრაფად არ ხდება, მოვლნებს ეტაპობრივად ანვითარებ და ყოველთვის წყვილის გარშემო არ ტრიალებ,სხვა გარემოებებსაც აღწერ. ეს ისტორია მომეწონა, დამაინტერესა. ველოდები შემდეგ თავს. <3

მადლობ love
აუცილებლად იქნება.
უბრალოდ ზოგი უმნიშვნელო დეტალი საჭირო იყო დასაწყისში,შემდეგში უფრო საინტერესო გახდება.

 


№4 სტუმარი tia

sainteresoa, :-D

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

tia
sainteresoa, :-D

love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent