შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მენდე! გულს არ გატკენ... (თავი 6)


26-01-2016, 23:58
ავტორი MLM
ნანახია 2 849

სახლში ავედი და მაშინვე ნინი შემეფეთა, რომელმაც ყველაფერი მომიყვა, მომიყვა თუ რატომ ეშინოდა ჩემთან ურთიერთობის, თუ რატომ გამირბოდა და რატომ მარიდებდა თავს. ნინის ავუხსენი რომ მართლა შემიყვარდა და ყველაფერს ვიზავდი მისთვის, 2 დღე ყველგან ვეძებე, მაგრამ ამაოდ, ვერსად მივაგენი, შემეშინდა რომ წავიდა და აღარ დაბრუნდებოდა, შემეშინდა რომ ეს ბინაც შეიცვალა და გაიქვა, იმის წარმოდგენაც კი არ მინდოდა, რომ ვეღარ ვნახავდი, გადაწყვეტილი მქონდა მოსაწევს აღარ გავკარებოდი, უზომოდ მიჭირდა, იმიტომ რომ ანისაც ვერ ვპოულობდი, მაგრამ მაინც არ ვეკარებოდი. კვირას საღამოს სახლში მოვედი, უბანში მანქანა გავაჩერე და ისევ ფანჯრებს ავხედე, შუქი რომ დავინახე მის ფანჯრებში, გიჟივით გავვარდი მისკენ, კარი რომ გამიღო და დავრწმუნდი ის იყო, ერთი ამოსუნთქვით მივაყარე...

*****************************************
სახლში 10 წუთის შესული ვიყავი კარებზე ზარი რომ იყო, ,, დიწყო“, ვთქვი ჩემთვის და კარისკენ წავედი, კარის უკან მაო იდგა რომელმაც როგორც კი დამინახა, ხელები მომხვია და ისე ჩამიკრა გულში ცოტაც და ძვლები გადამიტყდებოდა, ,,ამის ტვინში მგონი არაფერი არ შედის“ გავიფიქრე ჩემთვის და ხელი გამიშვა კიდეც, ორივე ხელი მხრებზე ჰქონდა მოკიდებული ცოტა უკან გამწია და იმდენად თბილი ხმით მითხრა, რომ ვერ ვიცანი ჩემს წინ ვინ იდგა:
- მიყვარხარ ანი, საკუთარ თავზე მეტად მიყვარხარ, არ მეგონა ასეთი გრძნობა ოდესმე თუ დამიმორჩილებდა და გამაკონტროლებდა, მაგრამ შენ ჩემში ისეთი რაღაცეები მოახდინე რომ სხვაზე ვეღარაფერზე ვეღარ ვფიქრომ, მიყვარხარ გესმის? მიყვარხარ და მინდა ეს ყველას გავაგებინო. (ხმას ვეღარ ვიღებდი, ყველაფერს მოველოდებოდი მისგან იმის გარდა რაც გავიგე)
- მაო...
- არა ანი გთხოვ, არ თქვა არაფერი, უბრალოდ დამაკვირდი და შენით მიხვდები რომ ის მაო სადღაც გაქრა, ისევ დამიბრუნდა ცხოვრების ხალისი, ისევ მომინდა საქმეში ჩაბმა, ისევ მიხარია რომ დღე თენდება და ეს მარტო შენი დამსახურებაა, დაგიმტკიცებ რომ რაც ნინისთან ილაპარაკე და ვინც დაახასიათე აღარ არსებობს, მიყვარხარ და მაბედნიერებს ის ფაქტი, რომ ჩემს ცხოვრებაში შემოიჭერი, შენთვის არასოდეს შემომიხედავს ისე როგორც სხვა ქალისთვის, შენ სხვა ხარ, შენ ისეთი წმინდა და სუფთა ხარ, ისეთი ნაზი არსება რომ შეხებაც კი მეშინია, მეშინია რომ სადმე გაქრები.
- მაო...
- არა ეხლა მე წავედი, არ მოგისმენ, იმიტომ რომ ეხლა ისევ ხელს მკრავ, უბრალოდ იცოდე რომ უშენოდ არცერთი დღე აღარ იარსებებს, უბრალოდ მენდე! გულს არ გატკენ... (უცბად მეცა, შუბლზე მაკოცა და გავარდა) მიყვარხარ ანი.
რასაც ქვია გაშტერებული დავრჩი, ეს ის მაო იყო ვისაც ვიცნობ? რა დაემართა? ნუთუ შეიძლება რომ მართლა შევყვარებოდი? კითხვებს კითხვებზე ვაყრიდი საკუთარ თავს და პასუხს ვერ ვცემდი, უბრალოდ გადავწყვიტე დრო მიმეცა მისთვის, რომ დავრწმუნებულიყავი მისი სიტყვების სინამდვილეში. ბედნიერი სახით შევბრუნდი სახლში და ტანსაცმლის ამოლაგება დავიწყე მომღიმარი სახით, მერე დავჯექი და 2 დღის უკანდელი კოცნა გავიხსენე, ტუჩებზე ხელი გადავისვი, თვალები დავხუჭე და ღრმად შევისუნთქე ჰაერი, საწოლზე გადავწექი და თავს უფლება მივეცი, ლამაზ ოცნებებში წასულიყო.
დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, მობილურს დავხედე და მაო იყო, ჯერ გამეღიმა, მერე სახე დავალაგე და ვუპასუხე.
- გისმენ
- დილამშვიდობისა ანგელოზო 8-ს უკლია 59 წუთი, სანამ მაღვიძარა დარეკავდა, მე მინდოდა გამეღვიძებინე. მე წაგიყვან დღეს, რომელზე ჩამოვიდე?
- მაოო? რა გჭირს? დამშვიდდი.
- სანამ არ გნახავ იქამდე ვერ დავმშვიდდები, ნახევარი საათი არ გეყოფა?
- კაი ნახევარ საათში ჩამოდი და თან ვილაპარაკოთ.
- კაი ნახევარ საათში მანდ ვარ. მიყვარხარ...
ისე გათიშა რომ არც კი მაცალა რამე მეპასუხა, გამეცინა და წამოვჯექი. 20 წუთში ზარის ხმაც გაისმა. კარი გავაღე და გაღიმებული მაო მომესალმა:
- ულამაზესი ხარ. ეს შენ (1 ცალი ვარდი მომაწოდა)
- ეს ამ დილა უთენია სად იშოვე?
- წუხელ ვიყიდე რომ დღეს დილით სახლიდან არ გაგეგდე (სიცილით მითხრა და მეც გამეცინა)
- და იფიქრე რომ ვარდით მომთაფლავდი?
- კაი ეხლა ეგ რა შუაშია?
- და ჯერ რო მზად არ ვარ? 10 წუთი კიდევ მაქვს
- ვეღარ მოვითმინე, ყავას ხო დამალევინებ? (შემოვიდა, თან ლოყაზე მაკოცა და თან სამზარეულოში გავიდა, კიდე გამეღიმა მის საქციელზე და გავძახე)
- მეც გამიკეთე ყავა, მანამდე მოვემზადები მაშინ
- არის უფროსო... (დილა იმდენად კარგად დაიწყო, რომ ყველაფერი მეუცნაურებოდა, ვარდს დავსუნე და საწოლის გვერდით კომოდზე დავდე, მალევე გავედი სამზარეულოში უკვე მოწესრიგებული)
- ყავა დავლიოთ და გავიდეთ რომ არ დამაგვიანდეს.
- ხო მეც საქმეები მაქვს
- ხოო? რა საქმეები? ნუ თუ საიდუმლო არაა რა თქმა უნდა (მზერა დაათბო, ორი თითით ნიკაპზე მომეფერა და მითხრა)
- შენთვის ჩენს შესახებ არაფერია საიდუმლო, ამაში მალე დარწმუნდები. რესტორანში მივდივარ
- რამდენი ხანია იქ არ ყოფილხარ?
- 3 წელია ფეხიც არ შემიდგამს.
- მერე როგორ ფიქრობ ყველაფერი ისე დაგხვდება როგორც დატოვე?
- არაუშავს ისედაც ბევრი რამის შეცვლა მომიწევს, სხვა გეგმები მაქვს. ახლა მთავარი ისაა რომ იქ მივდივარ
- და რატო აღარ მიდიოდი რო?
- სალომე ხელმძღვანელობდა მთლიანად და მე ფეხებზე დავიკიდე იქაურობა
- ანუ სალომეც იქ იქნება?
- ხოარ ეჭვიანობ?
- მაგას რატო მეკითხები? უნდა ვეჭვიანობდე?
- ყოველთვის ნუ მემწარები, თორე ერთხელაც ისე დაგატკბობ რომ ინანებ ამდენ სიმწარეს
- რაც მკითხე იმაზე გიპასუხე, სიმწარე რა შუაშია?
- სალომეც იქ იქნება, ადვოკატთან ერთად, ჩემს კუთვნილებას ვყიდი და ფულს სხვა რესტორანში ჩავდებ
- აჰაა, გასაგებია,
- ხო დამეხმარები რესტორნის დიზაინში?
- ვნახოთ როგორ დაიმსახურებ. ადე ეხლა თორე დავაგვიანებ,
- თუ გინდა 5 წუთში გაგიყვან რა პრობლემაა?
- დილაა და საცობებია, ესაა პრობლემა, ასე რომ წავედით. (ნიშნის მოგებით ვუთხარი და ხელით ავაყენე სკამიდან).

**********************
დილით პირველი რომ ანის ნამძინარევი ხმა გავიგე, ჩემზე ბედნიერი არ იყო არავინ, მერე ვერ მოვითმინე და ადრე ჩასვლა გადავწყვიტე, ტასუნას ბოდიში მოვუხადე სკოლაში რომ ვერ მიყავდა და გარეთ გამოვედი, როცა დავინახე, ერთიანად გავთბი, ვარდი მალე მივაწოდე თორემ სახეზე ეტყობოდა საჩხუბრად ემზადებოდა, ოთახში რომ შევიდა ჩუმად ვუყურებდი, ვარდს დასუნა, ხელი გადაუსვა და საწოლის გვერდით დადო, ისე მესიამოვნა ეს ფაქტი რომ გახარებული გამოვვარდი სამზარეულოში, როგორ მინდოდა მისი ტუჩეები დამეგემოვნებინა, მაგრამ ვერ ვბედავდი, ყველა ნაბიჯს ვთვლიდი რომ არ დამეფრთხო და არ დამეკარგა.
ანი საავადმყოფოში დავტოვე და მე რესტორანში წავედი. სალომემ წინადადება შემომთავაზა:
- ფულს გადაგიხდი და რესტორანს მე დავიტოვებ.
- ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ იყიდის რესტორანს, მთავარია გავყიდო რომ მარტომ წამოვიწყო საქმე.
- რამდენს აფასებ? (თანხა საკმაოდ დიდი იყო რადგან რესტორანი სანაპიროზე იყო, მოვილაპარაკეთ, ანგარიშის ნომერი მივეცი და რესტორანი დავტოვე. მანქანა უნდა დამეძრა სალომე რომ ჩაჯდა და ჩუმად იყო.)
- რას აკეთებ?
- დროა ვილაპარაკოთ, სადმე მშვიდ ადგილას წადი, ისიც კი არ გიკითხავს ჩემთვის რატომ ვიტოვებ რესტორანს.
- გადადი მანქანიდან, შენთან სალაპარაკო არაფერი არ მაქვს და არც ეგ მაინტერეაებს.
- იცოდე გიჩივლებ მაო, ბავშვს არ დაგითმობ, მშვიდად მოვილაპარაკოთ და ისე დავშორდეთ ერთმანეთს, ან იქნებ არც დავშორდეთ? (სახეზე მომისვა ხელი, მე კი რამის გული ამერია)
- სალომე ქუჩის ქალივით ნუ იქცევი, გადადი მანქანიდან.
- კაი რა ცხოვრება, ეს ხო პირველი ჩხუბი არაა, ისევ მოვგვარდებით, დაბრუნდი რა სახლში? მომენატრე.
- გოგო შენ ნორმალური ხარ? ისე არ ქნა მაგ ბინის გარეშე დაგტოვო სალომე, შემეშვი, ბავშვის ნახვა როცა მოგინდება ნახავ, დანარჩენი მორჩა, მეზიზღები გეამის?
- არ მოგცემ უფლებას რომ რაც გინდა ის აკეთო, შენ კარგად მიცნობ და იცი რისი გაკეთება შემიძლია.
- შენც მიცნობ და იცი რომ ჩემთან შედარებით არაფერი შეგიძლია, ხოდა ისე ნუ იზავ რომ გაგანადგურო. გადადი ეხლა. (სარკე ჩამოწია, ტუჩები შეიღება, თმა გაისწორა და სუნამო დაისხა, თითქოს ამას გარეთ ვერ იზავდა. გადავიდა და მომაძახა)
- ბავშვს მე გამოვიყვან დღეს.
- საღამოს სახლში მოიყვანე თორე დაგბრიდავ. (როგორ მაღიზიანებდა ეს ქალი სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რა გავაკეთო რომ საბოლოოდ მოვიშორო თავიდან არ ვიცი. მობილური ავიღე და ანის დავურეკე. მინდოდა დავმშვიდებულიყავი, მე კი მისი ხმის გარდა არაფერი მამშვიდებს ასე.)
- როგორ ხარ ან?
- ნორმალურად, შენ? რა ქენი მოაგვარე საქმე?
- რავი სალომემ მე გადაგიხდიო და სხვა კლიენტის ძებნას შევეშვი. არ გინდა შუადღეს რო გამოხვიდე? ვჭამოთ და ისევ მიბრუნდი, გთხოვ რაა.
- ჯერ იმდენი საქმე მაქ არ ვიცი მაო, საერთოდ თუ მოვიცლი საჭმელად კარგია. დაგირეკავ წინასწარ კაი?
- კაი ჩემო ცხოვრება, მიდი აღარ მოგაცდენ. (ცხოვრება წამომცდა, ჯერ არ მინდოდა ასეთი სიტყვების გამოყენება, ანისგანაც მინდოდა გამეგო რომ ვუყვარვარ. თუმცა რადგან რეაქცია არ ჰქონდა გამოდის რომ გამარჯვებისკენ მივდივარ.)
- კაი ჭკვიანად...
- ანიი
- ხო?
- მიყვარხარ ჩემო ერთადერთო.
- კაი წავედი ოპერაციაზე უნდა შევიდე.
გამითიშა, გამეღიმა ჩემთვის და გზა გავაგრძელე. ფანჯრები ბოლომდე ჩავუწიე მანქანას და ისე მივქროდი რომ სალომეს სუნი არ ჩარჩენილიყო მანქანაში, არ მინდოდა ანის რამე ზედმეტი ეფიქრა, მთელი დღე დავდიოდი ჩემს საქმეებზე, ანი რომ არ შემეხმიანა 3 საათამდე გადავწყვიტე, მზა საჭმელი თავად მიმეტანა. ვიყიდე რამოდენიმე სალათი და ტკბილეული. საავადმყოფოში დიდი ქაოსი იყო, ანი ვიკითხე და მითხრეს, რომ საოპერაციოში ეხმარებოდა მთავარ ქირურგს, გადავწყვიტე დავლოდებოდი, 5 საათამდე მომიწია ასე საოპერაცოსთან ლოდინი. უამრავი ხალხი ირეოდა, ზოგი ტიროდა, ზოგი უაზროდ დადიოდა, ყური მოვკარი ავარია ყოფილა და 2 ბიჭი ძალიან მძიმედააო. როგორც იქნა ანი გამოჩნდა, მე ვერ დამინახა, პირდაპირ ხალხთან მივიდა, ისეთი გადაღლილი სახე ჰქონდა შემეცოდა, ხალხმა მადლობის გადახდა რომ დაიწყო მივხვდი, ანუ ყველაფერი კარგად დამთავრდა, ჩემსკენ წამოვიდა ანი და რომ დამინახა თვალები გაუბრწყინდა, თუმცა არ შეიმჩნია დიდად,
- აქ რას აკეათებ?
- შენ გელიდები რამოდენიმე საათია, საჭმელი მოგიტანე რომ არ შემეხმიანე, ყველაფერი რიგზეა იქით? (საოპერაციოსკენ ვანიშნე)
- ეხლა კი, 2 ბიჭი შემოიყვანეს საშინლად მძიმეები, ერთი თითქმის დავკარგეთ მაგრამ მადლობა ღმერთს გამოვიდა მდგომარეობიდან.
- იცი რა დაღლილი სახე გაქ? არ შეიძლება ადრე გამოგიშვან? (ხელი მის სახეს ჩამოვუსვი და ლოყაზე გავაჩერე წამებით)
- ვერა მაო 6საათზე წამოვალ,
- ანუ უკვე მალე მორჩები მაინც?
- რომელია საათი რო?
- 17:35. მიდი მოწესრიგდი და აქ დაგელოდები, წავიდეთ ცოტა განიტვირთები გარეთ,
- უი რა დრო გასულა? კაი, შემოვლაზე შევალ პალატებში გადავაბარებ ცვლას და გამოვალ. გარეთ დამელოდები?
- არა, აქ ვიქნები. (თავი დამიქნია და წავიდა. 6 საათზე გამოჩნდა კიდეც, მისი დანახვისას მთლიანი სხეული მითბება, სასიამოვნო გრძნობები იღვიძებს ჩემში, თავი ის პატარა ბიჭი მგონია რომელსაც პირველად მოეწონება გოგო და პირველი წრფელი სიყვარულით უყვარდება გოგო.)
- წამო სადმე კაფეში დავჯდეთ თუ გინდა და ვჭამოთ
- არ გეწყინოს მაო, მართლა ძალიან ვარ დაღლილი, სახლში წამიყვანე რაა, სხვა დროს იყოს
- კარგი, როგორც გირჩევნია, ასეთი დატვირთული დღეები ხშირად გაქვს ხოლმე?
- დღეს ძალიან მძიმე დღე იყო და მეც ვინერვიულე, თავი მტკივა ძალიან, ეხლა დაძინების მეტი არაფერი არ მინდა
- წამალი გინდა გიყიდო?
- არა, სახლში მაქ ყველაფერი. (ასეთ მზრუნველობას რომ იჩენს ჩემს მიმართ მაო, თავი პატარა გოგო მგონია, მაგრამ უნდა ვაღიარო რომ ძალიან მსიამოვნებს მისი ყურადღება) თუ საღამოსკენ გამივლის თავი გავიაროთ სადმე, გინდა?
- მინდა? მაგას კითხვა უნდა? მთავარია კარგად იყო და როცა გინდა მაშინ გავიაროთ სადმე. (როგორც იქნა თვითონაც მოინდომა ჩემთან სიახლოვე, რამაც უზომოდ გამახარა,)
- ხოდა მაშინ ჯერ მივიდეთ სახლში და ვნახოთ მერე რა იქნება, თუ ასეთი კარგი ამინდი იქნება ტასუნა და ნინიც წავიყვანოთ.
- როგორც გინდა, მაგრამ თავიდან მირჩევნია მარტოები ვიყოთ, რომ უკეთ გამიცნო
- შენ მაგაზე არ იდარდო, ისეც კარგად გაგიცნობ (სიცილით ვუთხარი და გარეთ გავიხედე, მაომ ჩემი ხელი თავის ხელში მოიქცია და მაკოცა, თავი მივატრიალე მისკენ და გაღიმებულმა შევხედე)
- ასე რატომ მიყურებ?
- ვფიქრობ.
- და რაზე?
- ბევრ რამეზე, მაგალითად იმაზე თუ როდის შეგიყვარდი,
- ძალიან გაინტერესებს?
- რატომაც არა?
- ჩემ ტელეფონში სურათები ნახე, (ცოტა გამიკვირდა რა შუაში იყო ტელეფონი, მაგრამ მაინც ვნახე, ჩუმად მიყურებდა და იღიმოდა, როცა ჩემი და ტასუნას სურათი დავინახე სიცილი ამიტყდა)
- ეს რა არის?
- ეგ სურათი ჩემთვის ყველაფერია, იმიტომ რომ, სწორედ მაგ დღეს გამიჩნდა შენს მიმართ გრძნობები, მაგ დღეს დავინახე შენი შინაგანი სამყარო, ის სითბო და მზრუნველობა რაც ტასუნასა და ჩემს მიმართ გამოავლინე, ყველას არ გააჩნია, უფრო მეტიც, მეგონა რომ მსგავსი გრძნობები რეალურ სამყაროში არავის გააჩნდა, იმიტომ რომ ყველა თავისას ეძებდა, მაგრამ შენში, ულევი სითბო, სიკეთე და სიმშვიდეა, იმდენად ნაზი ხარ რომ, ამაზე მეტად ადამიანი ვერ შეგეხება (ხელი ჩამომისვა სახეზე და კისერთან გააჩერა, თან გზას უყურებდა და თან მე.) ზუსტად ვერ გეტყვი როდის შემიყვარდი, მაგრამ ის ვიცი რომ სიგიჟემდე შემიყვარდი, ჩემში ისეთ ემოციებს აღვიძებ რომ, მგონია აი მაგ დღის მერე დავიბადე. (ისევ სურათზე მანიშნა) მანამდე არ ვარსებობდი, ვფიქრობდი რომ მხოლოდ ტასუნასთვის უნდა მეცოცხლა და მოვალეობის მოხდის მიზნით ვცხოვრობდი, მაგრამ ახლა, ახლა ყველაფერი მშვენიერია გარშემო, ყველაფერი მიხარია, მინდა რომ ჩემით იამაყო, მინდა სულ შენ სახეს ვუყურებდე და შენით ვფეთქავდე. უზომოდ მიყვარხარ ანი... (გაჩუმდა და მიყურებდა, ისეთი გრძნობით ლაპარაკობდა ვერც მივხვდი მანქანა როდის გააჩერა, როცა მის ამ სიტყვებს ვისმენდი, თვალები ცრემლებმა ამიმღვრია, ორივე ხელი სახეზე ჰქონდა მოკიდებული და მეფერებოდა) აქამდე სად იყავი? (მითხრა, თვალები დავხუჭე და ვიგრძენი როგორ გადმომვარდა ცრემლი, მაგრამ მოულოდნელად ისეთი გრძნობები დამეუფლა, მსგავსი რომ არასოდეს მიგვრძნია, იმდნად ნაზად და ფრთხილად მკოცნიდა წინააღმდეგობა ვერ გავუწიე და ხელები მოვხვიე, მეც ავყევი კოცნაში)
- შენ ჩემთვის მოვლენილი სასწაული ხარ ანი, ჩემ ცხოვრებაში აღმოჩენილი განძი, რომელსაც ყოველთვის გავუფრთხილდები და არასოდეს დავკარგავ. პირობას გაძლევ რომ გულს არასოდეს გატკენ. (ჩახუტებული ვყავდი და ისე აგრძელებდა ლაპარაკს,)
- მეშინია მაო, მეშინია რომ შენც დაგკარგავ, ნიკა მთელი არსებით შევიყვარე მაგრამ გამანადგურა, მეშინია რომ თუ შენც გამოგიტყდები სიყვარულში შენი სიყვარულიც გაქრება სადმე.
- ჩუუ... მე ნიკა არ ვარ, ნიკამ ვერ დაგაფასა და ამისთვის ღმერთს მადლობას ვუხდი. მე ბავშვი აღარ ვარ ცხოვრება, უკვე საკმაოდ კარგად ვიცნობ თავს და ვიცი რაც მინდა, უბრალოდ იმის მეშინია რომ შენს ღირსად არ ჩამთვლი და ზურგს მაქცევ.
- ხოდა მაგისთვის საჭიროა ცხოვრებას სხვა თვალით შეხედო.
- ყველაფერს გავაკეთებ რომ დაგიმსახურო, (ისევ მაკოცა და მანქანა დაძრა). წამო ეხლა სახლში თორემ ცოდო ხარ.
სანამ მანქანა არ გააჩერა ჩემი ხელისთვეს ხელი არ გაუშვია, დროდადრო მკოცნიდა და ტასუნაზე მელაპარაკებოდა, ისეთი სითბოთი საუბრობდა მასზე, რომ სახეზე მეც ღიმილი მქონდა აკრული, დავემშვიდობე და სახლში შევედი, მაოს ნაყიდი საჭმელები ამოვალაგე და აბაზანაში შევედი, მერე დავჯექი და გემრიელად მივირთვი, ცოტახანში დაძინება გადავწყვიტე, ტელეფონი ავიღე და მესიჯი გავგზავნე:
,, მაო თავის ტკივილმა შედარებით გამიარა, შენი ნაყიდი საჭმელებიც ძალიან გემრიელი იყო, ცოტახნით დავიძინებ და მერე შეგეხმიანები.“
პასუხი 2 წუთში დამიბრუნა
,,კარგი ჩემო ცხოვრება, მე სახლში ვარ, ლაშა და სხვა ბიჭები მოდიან, რომ გაიღვიძებ ამოდი რა მინდა შენი თავი გავაცნო ბიჭებს.“
,, კარგად გაერთე, ვნახოთ რომ გავიღვიძებ როგორ ვიქნები.“
,, მიყვარხარ და გკოცნი.“
მაოს მიმართ გრძნობები მიღვივდებოდა და ვგრძნობდი რომ მალე სიყვარულამდე მიმიდგებოდა საქმე, მასზე ფიქრში გაღიმებულს ჩამეძინა. მთელი ღამე მეძინა გაუნძრევლად.

***************************
როგორია?



№1  offline წევრი natia-natia

ძაანნ კარგია რასაყვარელია მაო

 


№2  offline წევრი Guitaristxati

აან კარგია ველოდები შემდეგ თავს დღეს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent