პირველად ცხოვრებაში... I თავი
სააბაზანოში, იატაკზე ვიჯექი და ამუშავებულ სარეცხის მანქანას ვუყურებდი. ასე ვიყავი ნახევარი საათი. ბოლოს, ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული, კმაყოფილი ფეხზე წამოვდექი და ჩემს ოთახში გავედი. ცოტა ხანი საწოლზე წამოვწექი და კიდევ ერთხელ დავფიქრდი. ვერც კი მივხვდი, როგორ ჩამეძინა. საღამოს რვა საათზე გამეღვიძა. მშვენიერია, მშობლები ალბათ სამსახურიდან დაბრუნდებოდნენ. არც შევმცდარვარ, დედაჩემი სამზარეულოში ფუსფუსებდა იმისდა მიუხედავად, რომ მათთვის ვახშამი მომმზადებული მქონდა. მამაჩემი კი როგორც ყოველთვის, დაღლილი ტელევიზორს უყურებდა. ჯერ მასთან მივედი, მოვეხვიე ლოყაზე ვაკოცე, მოვიკითხე და დედასთან გავედი. დედას უკნიდან მივეპარე და უცბად მოვეხვიე. მისმა ყვირილმაც არ დააყოვნა - ნიცა, რამდენჯერ გითხარი ნუ მიხეთქავ გულს თქო, სად შემიძლია ამდენი, დამარტყავს გული და მეყოლე მერე ვარდივით - საყვარლად ქოთქოთებდა ჩემი დედიკო. - კაი რა დე, მომენატრე და ჩაგეხუტე. - ჩახუტება ვიცი მე ნორმალური, ასე გიჟივით შემოხტომა ვის გაუგია! - აუ კააი რა დე, ნუ მეჩხუბები. - მოდი ჩაგეხუტოს დედა, ჩემი სიცოცხლე, დედას სიყვარული. - მიყვარხარ დე! - მეც ჩემო პატარა გოგო. - რაღა პატარა დავბერდი დედი - ვუთხარი დედას სიცილით. - შენ ჩემთვის და მამიკოსთვის სულ ჩვენი პატარა გოგო იქნები დე. - დედიკოო, ვახშამზე რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გითხრათ კაი? - კაი დე, მოვრჩები ხუთ წუთში. ცუდი ხომ არაფერია? - არა ნუ ნერვიულობ. სანამ დედა ვახშამს ამზადებდა მაგიდა გადავწმინდე, თეფშები, დანა-ჩანგალი და ჭიქები ლამაზად დავალაგე და ჩემს კუთვნილ ადგილას დავჯექი. რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას. უკვე 26 წლის ვარ. მართალია უნივერსიტეტი დავამათავრე, მშვენიერი ადვოკატიც ვიქნებოდი, მაგრამ მუშაობა ვერსად ვერ დავიწყე. ვაკანსია როგორც კი გამოჩნდებოდა, მივდიოდი იმის იმედით, რომ მუშაობას დავიწყებდი, მაგრამ უკან ყოველთვის უარით მისტუმრებდნენ. არ ვიცი რაში იყო პრობლემა. რამენჯერმე ვმუშაობდი მაღაზიებში გამყიდველად, მაგრამ ისეთი საშინელი უფროსები მყავდა, რომ იძულებული გავხდი წამოვსულიყავი. ახლა კი გადავწყვიტე წავსულიყავი გერმანიაში. ჩემს საუკეთესო მეგობართან მაკასთან, რომელიც უკვე ხუთი წელია იქ ცხოვრობს. მაკაც 26 წლისაა, ბაღიდანვე ჩვენ ორნი განუყრელები ვიყავით, სანამ მაკა სასწავლებლად გერმანიაში გადავიდოდა. მართალია სკაიპით ყოველდღე ვლაპარაკობდით, მაგრამ ეს ვერ მიმსუბუქებდა მწვავე მონატრებას. აი ახლა, უმუშევრობის და მონატრების გამო გადავწყვიტე მასთან ჩასვლა. ადვოკატი თუ ვერ ვიქნებოდი, მოხუცს ან თუნდაც ბავშვს მაინც მოვუვლიდი. ამასობაში დედამ ვახშამი მოამზადა და საკვები მაგიდაზე დადო. ცოტა ვჭამე და ლაპარაკი წამოვიწყე - დედა, მამა. როგორც იცით, მუშაობა ვერა და ვერ დავიწყე, არაფერში არ მიმართლებდა, თანაც მთელი ცხოვრება თქვენს კისერზე ვერ ვიქნები. ამხელა ქალი ვარ და ძალიან მრცხვენია თქვენი, ვერაფერში ვერ გეხმარებით, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ მაკსათან წავიდე... - ნიცა არ არის საჭირო უცხო ქვეყანაში წასვლა, აქაც იშოვი რამეს. - წამოიწყო მამამ. -არა მამა, ვერა და ვერ ვიშოვე ეს წყეული სამსახური, თან მაკა უკვე სიგიჟემდე მენატრება, თავისი ბინა აქვს და იქ ვიცხოვრებ, რამდენი ხანია მეხვეწება, მუშაობას რომ დავიწყებ გადასახადებს მეც გადავიხდი ხოლმე, თორემ ასე მთლად უნამუსოდაც ვერ ვიქნები. თანაც ვხვდები, რომ სამსახურში ორივეს გაქვთ გარკვეული პრობლემები, ვიცი რომ გიჭირთ, ამიტომ იქიდან მეც გამოგიგზავნით ხოლმე ფულს. ბილეთის საყიდელი ფული მე მაქვს, ჩემი დანაზოგიდან, აეროპორტში კი მაკა დამხვდება. არაფერი არ გაქვთ სანერვიულო, ყოველდღე დაგელაპარაკებით ხოლმე სკაიპით. - კარგი ნიცა, როდის წახვალ? - რავი, დღეს ბარგს ჩავალაგებ, ხვალ ბილეთს ვიყიდი და ღამით წავალ... - კარგი დე, წამო ერთად ჩავალაგოთ - თქვა დედამ და ლოყაზე მომეფერა. - მამიკოოო, არ ინერვიულო კარგი? - ,,ფირმა“ სიძე ჩამომიყვანე იცოდე, ისე არ ჩამოხვიდე - მითხრა სიცილით მამამ. - გპირდებიი! მე და დედა ჩემს ოთახში შევედით, კარადიდან ტანსაცმელები და სამგზავრო ჩანტები გადმოვიღეთ და საქმეს შევუდექით. ორ საათში მოვრჩით ბარგის ჩალაგებას, ყველა ტანსაცმელი არ ჩამიდია, მხოლოდ ისინი რაც საჭირო იყო, დანარჩენს იქ ვიყიდიდი. დაღლილები მივესვენეთ საწოლზე და ერთმანეთს ჩავეხუტეთ. ღრმად შევიგრძენი დედის სურნელი და გავიტრუნე. ცოტახანში მამაც ჩვენთან შემოვიდა და დედას საპირისპირო მხრიდან მომიწვა. მე შუაში მოვექეცი, როგორც ბავშვობაში. შუაში ჩავუხტებოდი ხოლმე, ორივეს ჩავეხუტებოდი და თავს ყველაზე დაცულ ადამიანად ვგრძნობდი. ახლაც ეს შეგრძნება დამეუფლა და ბედნიერმა დავიძინე. * * * დილით უცბად წამოვხტი, გარეთ გავვარდი, ბილეთი ვიყიდე და ისევ სახლში დავბრუნდი. მთელი დღე დედასთან გავატარე. ვეფერებოდი, ვეხუტებოდი, ღრმად ვისუნთქავდი მის სურნელს, რომ დიდხანს გამყოლოდა. მალე მამაც მოვიდა, სამსახურიდან ადრე წამოვიდა. ფრენა ღამის 3 საათზე იყო. დრო ისე გავიდა ვერც კი შევამჩნიე. მამამ მანქანით აეროპორტში წამიყვანა. 20 წუთი იყო დარჩენილი სანამ თვითმფრინავი გაფრინდებოდა. ბარგი შეამოწმეს, ყველა საჭირო პროცედურა გავიარე. დედას და მამას მთელი ძალით მოვეხვიე. საშინლად არ მინდოდა მეტირა ამიტომ თავი მაღლა ავწიე, რომ ცრემლები შემეჩერებინა, მაგრამ მშობლების სახეებს რომ შევხედე ერთი ცრემლი მაინც გადმომივარდა. კიდევ ერთხელ მოვეხვიე, ღრმად შევიგრძენი მათი სურნელი, ლოყები დავუკოცნე და კარში გავიარე. * * * თვითმფრინავიდან ფეხი ჩამოვდგი და ბერლინის ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. აეროპორტში შევედი, ჩემი ჩანთები მომცეს და კარებში გამოვედი. მალევე შევნიშნე მაკა, რომელიც სკამზე ასულიყო და თვალებით მეძებდა. მერე შემამჩნია და სიმღერა დაიწყო - ვისიააა ვისიაა ქალიი ლამაზიი! - სიცილით მღეროდა, ხალხი კი გაკვირვებული შეჰყურებდა სკამზე შემხტარ გიჟს, რომელიც უცხო ენაზე მღეროდა. შემდეგ ჩამოხტა და ჩემსკენ გამოექანა. კინაღამ გადავვარდი ისე შემომახტა, მაგრამ თავი შევიკავე. ასეთია მაკა, ჩემსავით მარტოხელა 26 წლის ქალია, მაგრამ ჩემგან განსხვავებით ნამდვილი გიჟია, მე კი შედარებით წყნარი ვარ. მაინც, ჩემი მაკა სიცოცხლეს მირჩევნია. მაკას თავისი მანქანა ჰყავდა ამიტომ ტაქსის ლოდინი არ მოგვიწია. მაკა მეჭორავებოდა ,,ბერლინურ“ ამბებზე, მეც სიცილით ვკვდებოდი, რომ შევყურებდი როგორი ემოციებით ყვებოდა. ყოველთვის ასე იცოდა, ხელებით და სახის სასაცილო მიმიკებით საუბარი. ფანჯარაში ვიყურებოდი და უცხო ქალაქს ვაკვირდებოდი. მალევე მივაღწიეთ მაკას კორპუსამდე და ბინაში ავედით. კარები რომ შევაღე ჯერ ყვირილი მომესმა, შემდეგ სახეზე რაღაცეები მომედო. ვერ გავაცნობიერე რა ხდებოდა ამიტომ კიბეები ჩავირბინე და შეშინებული ავიხედე ზემოთ. მაკა სიცილით მიყურებდა და მანიშნებდა ამოდიო. ავედი და სახლში შევედი. მისაღებ ოთახში ბიჭები ისხდნენ, ხოლო სამზარეულოდან გოგონებს საჭმელი გამოჰქონდათ. მალევე მივხვდი რაც ხდებოდა და ჩემი საქციელის შემრცხვა. ალბათ მაკას მეგობრები არიან და დახვედრა მომიწყეს, მე კი გავიქეცი. მისაღებში შევედი და მორიდებით ვთქვი - გამარჯობა - ვაა ვაა ჩვენი ნიცააც მოსულაა! მოდი რას იმორცხვები ტო! მოდი მოდი გაგაცნო ბავშვები. მივედი და გვერდით მივუჯექი. - კაროჩე ეს კატოა - მიმანიშნა ლამაზ, ქერათმიან გოგონაზე, რომელიც საყვარლად მიღიმოდა - ეს ნინია - მითხრა წითურ და თაფლისფერთვალება გოგოზე - ეს დემეა - დემე ჩვეულებრივი შავგვრემანი, სასიამოვნო შესახედაობის, სიმპატიური ბიჭი იყო - გიორგი - მიმანიშნა ქერა, ცისფერთვალება ბიჭზე - ეს კი თორნიკეა - შევხედე და გული შემიქანდა. მართლა, ძალიან მომეწონა, მართალია გასაგიჟებელი ბიჭი არ იყო, მაგარმ ძალიან უცხო გარეგნობა ჰქონდა, ლამაზი, წვრილი და გრძელი, ლამაზი მოყვანილობის ცისფერი თვალები, მუქი, ოდნავ გრძელი წაბლისფერი თმა, ოდნავ გაწეული ყბები, ლამაზი ცხვირი და სავსე, ვარდისფერი ტუჩები. შევცდი, მართლაც გასაგიჟებელი გარეგნობა ჰქონდა. - მე კი ნიკა ვარ - დაასრულა გაცნობა და მე შემომხედა. - სასიამოვნოა, მე ნიცა ვარ, ნიცა გორგოძე. ყველა ძალიან ლამაზი იყო, ჩემი მაკაც მზეთუნახავივით გამოიყურებოდა. შემრცხვა, მართლა შემრცხვა. ყველა ისეთი გამორჩეულად ლამაზი იყო, მე კი არაფრით გამოვირჩეოდი. ჩვეულებრივი შავგვრემანი, გამხდარი გოგო ვიყავი. ყველა ძალიან მხიარული და მეგობრული იყო. განსაკუთრებით ნიკა, სულ ცანცარებდა და ხუმრობდა. ძალიან საყვარელი იყო. ბედი ჰქონია ჩემს მაკუნიას, ყველა ქართველი იყო, შეიკრიბნენ ერთად და აღარც შორდებოდნენ ერთმანეთს. ჩუმ-ჩუმად თორნიკესკენ ვაპარებდი მზერას. რაღაცნაირი იყო, სხვანაირი, განსხვავებული. მხიარულიც იყო და უჟმურიც. ძალიან მომეწონა, ასეთი რამ ცხოვრებაში არ დამმართნია. ვერ ვიტყვი, რომ შეყვარებული არ მყოლია, თინეიჯერობის დროა მყავდა. ერთი მერვე, ხოლო მეორე მეცხრე კლასში. მათ შემდეგ არავისთვის არ შემიხედავს. სულაც არ ვაქცევდი ბიჭებს ყურადღებას. მთლიანად სწავლაზე ვიყავი გადართული, მაგრამ რათ გინდა, ამდენი ვიწვალე, მაგრამ დავრჩი ხახაგამომშრალი. * * * მაკასთან ერთად ვიწექი და დაძინებას ვცდილობდი, მაგრამ ვერაფრით ვახერხებდი. თვალებს როგორც კი დავხუჭავდი, მაშინვე თოკოს თვალებს ვხედავდი, რომლებიც ასეთი უცნაური და ჩემთვის ამოუხსნელი, მიუწვდომელი იყო. ვერასდროს ვიფიქრებდი ასეთი რამ თუ დამემართებოდა. საშინლად არ მიყვარს სენტიმენტალურობა და ზედმეტად ბანალურობა, მაგრამ ფიქრებს ვერაფერს ვუხერხებდი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.