უცნაური სიყვარული 6
**** დღე 4 **** -რუსოო გაიღვიძე ვისაუზმოთ...'არა ეს სიზმარია სანდრო არ არის ჩემს სახლში'. -ხო ვდგები.. -ძილისგუდა გაახილე თვალები ეგრე არ დავიჯერებ რომ გღვიძავს. თვალები გავახილე და ჩემს საწოლზე მართლაც სანდრო იჯდა.. -შენ აქ რა გინდა ჩემი და სად არის?? -შენი და ბაკურიანშია ქმართან ერთად. -სად?? -ბაკურიანში.. მის ქმარს უფროსმა აჩუქა ორ კაციანი საგზური სასტუმროს და მგზავრობის ხარჯებიც დაუფარა. -და შენ საიდან იცი ან აქ როგორ შემოხვედი ჩემმა დამ რატომ არ მითხრა? -ეგ უკვე ჩემი საქმეა...ადექი ვისაუზმოთ. საწოლიდან წამოვდექი და სანდროსთან ერთად ვისაუზმე. -დღეს რაღა მოიფიქრე?? -არასფერი დღეს გულახდილად ვილაპარაკებთ მე და შენ. -მაშინ შენ დაიწყე. -ჯერ არა მაგიდა ავალაგოთ ჭურჭელი გავრეცხოთ და მერე.. ჭურჭლის რეცხვისას კარგად გავერთე მე ვრეცხავდი სანდრო ამშრალებდა... მერე ყავა მოვადუღე, პოპკორნი მოვამზადე და დივანზე ჩამოვჯექი სანდრომ ფილმი ჩართო და ჩემს გვერდით ჩამოჯდა.. -ეს ფილმი ნანახი გაქვს?? -არა... კარგი ფილმიაა? -საუკეთესო... ჩემი ერთერთი საყვარელი ფილმია. -ჩემი დის მფარველი ანგელოზი... დრამაა?? -კიიი.. მოგეწონება დამიჯერე. მთელი ფილმი ვტიროდი სანდრო კი დამცინოდა. -რა გატირებს?? -არაფერი ემოციური ფილმია და ამეტირა ასე მემართება ყოველთვის. -ანუ სენტიმენტალური ხარ?? -საკმაოდ... აბა გულახდილად უნდა გველაპარაკა. -ხოო... მერე გელოდები რატომ არ გინდა რომ მითხრა რა მიზეზით არ მიშვებ ახლოს?? -როგორ მოგიშვა ამაზე ახლოს?? ჩემს სახლში ხარ და ისე იქცევი როგორც საკუთარ სახლში. -მე სხვა რამეზე გელაპარაკები. -რაზე?? -შენ თავის გასულელებაც კარგად გამოგდის. -არ ვისულელებ მართლა ვერ ვხვდები რაზე მელაპარაკები. -კარგი მაშინ უკეთ აგიხსნი... მითხარი რატომ არ გინდა აღიარო რომ გიყვარვარ... -ვინ გითხრა რომ მიყვარხარ ან საიდან მოიტანე. - ვგრძნობ რომ გიყვარვარ მაგრამ რაღაცას მიმალავ. -არაფერს არ გიმალავ... მე მშვიდად გელოდები როდის გავა ხუთი დღე რომ მიხვდე ვერ მოახერხებ თავი შემაყვარო. -ესეიგი არც კი მოგწონვარ? -არა... სანდრო მაპატიე მაგრამ მე შენთან ვერ ვიქნები არ მომწონხარ ვერ შეგიყვარე... ვერც შევძლებ შენს შეყვრებას ისე ძლიერ როგორც შენ იმსიმსახურებ -რატომ ვინმე გიყვარს?? -ხოო... მე სხვა მიყვარს. -აბა რატომ დათანხმდი შეთანხმებას და რატომ გადაწყვიტე ეს თამაში??........ რატომ ხარ ჩუმად?? .... ჩემი წასვლა გინდა შენი ცხოვრებიდან?? წავალ მაგრამ არ ინანო... ხო მართლა ეს დისკი შენ საჩუქრად იმედია მოგეწონება ეს ხვალინდელი ანუ ბოლო დღის გეგმა იყო... სანდრო წავიდა მე კი ცრემლები მახრჩობდა ვერ ვხვდებოდი როგორ ამეხსნა სანდროსთვის მიზეზი თუ რატომ არ მინდოდა მასთან ურთიერთობა როგორ ამეხსნა რომ ამ ყველაფერს მისთვის მისი ბედნიერებისთვის ვაკეთებდი... კარზე ზარი დარეკეს მეგონა სანდრო იყო მაგრამ მარი აღმოჩნდა. -რუსო რა გჭირს?? -შემოდი ჯერ... -რუსო რამე მოხდა სანდრომ დამირეკა მიდი მარტოაო. -არაფერი უბრალოდ სანდრო მიხვდა რომ თავს ვერ შემაყვარებდა და წავიდა. -შენ რა გადაირიე მე ვიცნობ სანდროს ის მხოლოდ მაშინ ნებდება როცა იმედი აღარ არსებობს ესეთი რა უთხარი? -არაფერი მარი საერთოს არაფერი... -რუსო მომიყევი რა ხდება შენს თავს... ვხედავ რომ შენც გიყვარს სანდრო. -ხო მიყვარს მერე?? -თუ გიყვარს რატომ გაუშვი?? -იმიტომ რომ ის საუკეთესოს იმსახურებს მე კი მას ვერ გავაბედნიერებ.. -აბსურდული მიზეზია ამიხსენი. -მე არ შემიძლია სანდროს შვილები ვაჩუქო ის კი ოცნებობს პატარებზე რომელთაც ჩემი ღიმილი და მისი თვალები ექნებათ. -კი მაგრამ რატომ არ შეგიძლია.. -იმიტომ რომ ხუთი წლის წინ გამიკეთეს ოპერაცია და საშვილოსნო ამომჭრეს... იმის შანსი დავკარგე რომ დედა გავხდებოდი შვილები არ მეყოლება ჩემს სხეულში ვერ გაიზრდება ახალი სიცოცხლე ჩემი და სანდროს სიყვარულის ნაყოფი... -და გგონია რომ ამის გამო სანდრო უარს იტყვის შენზე?? -ვიცი რომ არ იტყვის უარს მაგრამ მე არ შემიძლია მის უბედურებას ვუყურო.. -შენ იცი როგორ გარდაიცვალა სანდროს დედა?? -არა.... სანდრომ მითხრა რომ არ უნდოდა ამ თემაზე საუბარი. -მაშინ სანდრო თხუტმეტი წლის იყო ნუცა კი თორმეტის სანდროს დედას საშვილოსნოს სიმსივნე დაუდგინეს მაგრამ უკვე მთელს სხეულში იყო მოდებული სიმსივნური უჯრედები და ვერ გადაარჩინეს.... როცა ნუცა შეეძინა ექიმებმა უთხრეს ბიცოლას რომ საშვილოსნოს ამოკვეთა აჯობებდა მაგრამ ბიცოლამ უარი თქვა იმიტომ რომ მას კიდევ უნდოდა ბიძიას გაბედნიერება და მისთვის შვილების ჩუქება... დედამისის გარდაცვალების შემდეგ სანდრომ დაიფიცა რომ არასოდეს იტყოდა ქალზე უარს იმის გამო რომ შვილის გაჩენა არ შეეძლო... ბიძაჩემისგან დაიცვა 19 წლის ნუცა როცა ფეხმძიმედ იყო არ შეეშინდა ხალხის აზრის მისთვის მთავარი მისი დის ბედნიერება იყო... კარგად დაფიქრდი გიღირს კი ამ მიზეზით სანდროს დაკარგვა??... მე წავალ შენ კი იფიქრე თუ რამე დაგჭირდა დამირეკე.. მარი წავიდა მე კი ვიჯექი დივანზე თავი მუხლებში ჩავრგე და ვტიროდი მტკიოდა ჩემი უძლურება... თხუტმეტი წლის ასაკიდან მოყოლებული ყველა ბანაობისას ჩემს სხეულზე დარჩენი იარა მახსენებდა რომ არ ვიყავი სრულყოფილი ქალი და არ შემეძლო მამაკაცია გაბედნიერება, არ შემეძლო მეგრძნო ის ბედნიერება რასაც დედობა ქვია, ვერ ვეგუებოდი იმას რომ შეიძლებოდა მამაკაცს უარი ეთქვა ჩემზე იმიტომ რომ შვილს ვერ ვაჩუქებდი ამიტომ ვიკავებდი თავს სასიყვარულო ურთიერთობებისგან სანდროსთვისაც მინდოდა წინააღმდეგოვის გაწევა მაგრამ ვერ შევძელი გულმა აჯობა გონებას და სანდრო შემიყვარდა... მშურდა ყველა იმ ქალის ვინც კი იტყოდა რომ მალე დედა გახდებოდა ჩემი და მიხვდა რატომ მეტკინა ასე მისი გათხოვების ამბავი მე ის უფრო მეტკინა რომ მალე დედა გახდებოდა ჩემი ეგოიზმი უფრო მეტად მტკიოდა ვიდრე ეს ყველაფერი... ახლა ჩემს ტკივილს ისიც ემატებოდა რომ სანდრო დავკარგე მამაკაცი რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა... იმ ღამით მის მკლავებში ვიგრძენი თუ როგორი ძლიერი იყო მისი სიყვარული და როგორ მტკენდა... მის ნათქვამ სიტყვა შვილებზე კი ყოველ ჯერზე უფრო მაგრად მესობოდა გულში ლახვარი... როგორც კი წავიკითხავდი სადმე იმას რომ ვიღაცამ შვილი სანაგვეზე მიაგდო ან სიკვდილისთვსი გაიმეტა უფრო მეტად მიმძაფრდებოდა უსამართლობის განცდა მე ხომ ჯერ ოცი წლის ვიყვი ცხოვრებას ახლა ვიწყებ რატომ უნდა დავკარგო საყვარელი ადამიანი იმის გამო რომ არ შემიძლი ვაჩუქო ის რაზეც ყველა ნორმალური წყვილი ოცნებობოს... არავინ იცოდა სად ვატარებდი კვირაში ერთ რომელიმე დღეს მაგრამ ბავშთა სახლის თანამშრომლებს უფრო უკვირდათ ის რომ კვირაში ერთ დღეს მათთან ვატარებდი და ვკიცხავდი ყველა იმ დედას ვინც შვილი მარტო დატოვა... ეხლაც ვიცი გვიანია უკვე ღამის ათი საათია მგრამ მაინც გამოვიძახე ტაქსი ქურთუკი ჩავიცვი და ბავშთა სახლისკენ გავეშურე.. ************** -არ მესმის ვაჩე თუ არ ვუყვარვარ რატომ ადრე არ მომიშორა რატომ ითამაშა ჩემს გრძნობებზე? -უყვარხარ.... გაისმა ახლად შემოსული მარის ხმა, ძალიან უყვარხარ და ამიტომ მოგიშორა თავიდან შენთვის ტკივილის მოყენება არ უნდა. -კარგი რა მარიამ რა მიზეზი უნდა ქონდეს ეგეთი მითხრა რომ სხვა უყვარს და მორჩა. -და შენ გჯერა მაგის სანდრო?? -კი მჯერა და წავალ მისი ცხოვრებიდან. -გამოუსწორებელ შეცდომას დაუშვებ ორივე დაიტანჯებით. -არ ვუყვარვარ გოგო და ძალით ხომ ვერ შევაყვარებ თავს?? -უყვარხარ მენდე მას ძალიან უყვარხარ სანდრო არ დაკარგო გთხოვ აიძულე სიმართლე გითხრას.. -რომელ სიმართლეზე ლაპარაკობ მარიამ?? -სიმართლეზე რომლის გამოც იჭერდა თავს შენგან შორს კარგად დაფიქრდი ყველაზე ხშირად რომელი სიტყვების გაგონებაზე ტკენდა გული დაფიქრდი და ყველაფერს მიხვდები... ვაჩე მე წავალ წიგნს წავიკითხავ შენ მიხედე მაგას.. -მარიამ შენ იცი სიმართლე?? -სიმართლე შენც იცი გაიხსენე ერთად გატარებული ყოველი წამი და სიმართლეს გაიგებ... ხო მართლა იცი ეხლა სადაა რუსო?? -არა და სად?? -ბავშთასახლში... ********** ესეც მეექვსე თავი იმედია მოგეწონებათ.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.