შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკანასკნელი იმედი (1)


28-01-2016, 00:13
ავტორი mariako1997
ნანახია 1 697

უბრალო და არაფრის მთქმელი შაბათი იყო, უმეტეს წილად არაფრის მთქმელია ხოლმე ჩემი დღეები.არც მზის სხივებს გავუღვიძებივარ და არც ჟუჟუნა წვიმას.
ჩვეულებისამებრ, გამოუძინებელზე გამოძინებული ავდექი.
როცა საათს დავხედე პირველს სულ რაღაც 19იოდე წუთი აკლდა.
სულ არ მიგრძვნია სირცხვილი, რადგან ყველამ კარგად იცოდა, ამ სახლში, წუხელ რომელზე დავბრუნდი.
საწოლი უხასიათოდ გადავასწორე და პიჟამა საგულდაგულოდ დავმალე ბალიშის ქვეშ.
ხალათი შემოვიცვი და კიბეებს ფეხაკრეფით ჩავუყევი.
თავში გამუდმებით 'აზრების კორიანტელი' დაპარპაშებდა.
უაზროდ ყრუ და შორეულ თავის ტკივილს ცოტათი ის მიმსუბუქებდა რომ შაბათი იყო და ამ წყეულ სამსახურამდე ორი თავისუფალი დღე მქონდა.თუმცა ვერ ვიტყვი რომ თავისუფალ დღეებზე ფიქრით დიდ სიხარულს ვგრძნობდი.მაგალითად ისე როგორც წინა კვირებში.
უხასიათოდ მივიზლაზნე საპირფარეშოში და სარკეს დავაშტერდი, ახლა ვიგრძენი რომ იმაზე უფრო ცუდად გამოვიყურებოდი ვიდრე წარმოდგენა მქონდა. ჩემს თეთრ კანს თითქოს უამრავი წითელი ლაქა გასჩენოდა. იქნებ სიცივის ბრალია ვთქვი უიმედოდ და თითები ნელა მოვისვი ლაქებზე.თვალები მეტად ჩაშავებული მეჩვენა, ახლა ვცადე თითებით თვალებს შევხებოდი. ვხედავდი მწვანე ბურთულების ირგვლივ ჩაწითლებულ გარეკანს და წამწამების ზემოთ-ქვემოთ ჩაშავებულ უცნაურ სილუეტებს. ალბად ტუშისგან, ან ფანქრისგან ვთქვი დაბალ ნოტზე და წყლის გამაცხელებელი ავამოქმედე.
25წუთი აბაზანაში გავჩერდი.
თბილი წყალი მთელი ღამის გამოუძინებელს დიდ სიამოვნებას მგვრიდა, ხალათი შემოვიცვი და სასწრაფოდ გავედი აბაზანიდან.
ძალიან მშია, ძალიან ვთქვი და გაუაზრებლად გავეშურე სამზარეულოში.
ჩემი მრავალრიცხოვანი ოჯახი არსად ჩანდა, კი მაგრამ რა დაემართა ასე ყველას ერთად. დედა ხო ყოველთვის შინაა, ვთქვი ჩაფიქრებით და სამზარეულოს მაგიდაზე მობრაწულ ომლეტებს თვალი მოვკარი. მშიერზე ეს ყოველივე იმაზე გემრიელი მეჩვენა ვიდრე იყო, და საწრაფოდ შევუდექი გემრიელი საუზმით თავის განებივრებას.
მალე ჩემი ტელეფონიც აჟღერდა და წამებში დავწვდი ყურმილს.
-ლიზა როგორ ხარ შვილო ?
თქვა დედაჩემმა თამარმა და გაირინდა.
-კარგად დედა ახლახანს გავიღვიძე წყალი გადავივლე და ვსაუზმობ, შენ როგორ გიკითხო, სად ხარ?
- დილით დაგვირეკეს, სასწრაფოდ წამოსვლა მოგვიწია, შენი და ძმაც აქაა, აღარ გაგაღვიძე. დილის ექვსზე მოსულ, დაძინებული დამენანე დედი.
-რა ხდება ხოა მშვიდობა ?
-რავიცი შვილო რავიცი, ჩამოდი ირაკლის ვეტყვი გამოგიაროს. არაა კაი ამბავი.
- რახდება ბოლობოლო არიტყვიი ?!
სიბრაზე შემერია ხმაში და ავნერვიულდი.
- მამაშენი არაა კარგად, ხო იცი დღეს უკვე ორი წელი სრულდება რაც სოფელში გამოვუშვით და ვერ აიტანა უჩვენობა ალბად. დღეს დილით დარეკეს ჩამოდით ინფაქტი აქვსო. და ჩვენც აქ ვართ რეანიმაციაში.
ხმა არც ახლა გამიღია, ვერ ვიტყვი რომ მამას მიმართ იმას ვგრძნობდი რასაც გოგონების უმეტესობა გრძნობს ხოლმე. რადგან კარგი თითქმის არაფერი მახსენდება.
თუმცა მაინც გამაჩნია სიყვარული უბრალოდ მშობლის. ახლა კადრები უფრო ნათელი იყო. მამა 12 წელია პათოლოგია. სვავს, ჩხუბობს,ბოტასს კარგად ისვრის და კარგად შეუძლია დედაჩემის ცემა, მხოლოდ ეს მახსენდება უკანასკნელი 12 წლიდან.
რა ხდებოდა უწინ ?
მახსოვს 12 წლის წინ ჩავეხუტე, მაკოცა და მითხრა რომ ვეამაყებოდი, ფხიზელი იყო. მითხრა რომ თავის სამ შვილში ყველაზე მეტად ვუყვარდი.
რა იყო შემდეგგ ?
შემდეგ უბრალოდ ზარი იყო.დიახ ზარი, უბრალოდ ზარი.
სახლის ტელეფონის წკრიალა ხმა, დედას გამოძახილი სახლიდან, მამას აჩქარებული ნაბიჯები, ჩემი უკან გაყოლა.
მისი გაყინული მზერა, შეცბუნებული თვალები და ორიოდე ცრემლი, მაშინ სულ 9წლის ვიყავი. ბოლო სითბო და ცრემლების ზღვა კარგად ჩამებეჭდა.
მახსოვს ჩემი გულუბრყვილო, დაბნეული, შეშინებული თვალები.
კარისკენ გაქცეული მამიკო, გატირებული მე, არსად გამექცესთქო და უეცარი მოულოდნელი დაცემა.......
დიახ დაცემა, მახსოვს მაშინ პირველად გადმოიტანა თავისი ნერვები ჩემზე, პირველად დამარტყა და ასე გრძელდებოდა დიდხანს.
ალბად იკითხავთ რამოხდა ....
რამოხდაა? ავტოავარია, თავისი მშობლები და და რომლებიც სიცოცხლეს სამუდამოდ გამომემშვიდობნენ. შემდეგ მახსენდება ყოველი დალევა, მისი სასმლისა და თამბაქოს ჩევული სურნელი.
მთვრალეულზე აუარებელი ქვითინი და გრძნობები რომლებიც გაცივდნენ. მახსენდება სანათესავო: დარიგებები, დამუქრებები, ტკბილი სიტყვა და ბევრი ყვირილები.
გაუთავებელი ომი ოჯახში.
დღეს ჩვენც არასწორედ ჩამოვყალიბდით, მაგრამ გადავიტანეთ. ორი წელი სრულდება რაც სოფელში "უპატრონოს" სახელი აიკიდა, აიჩემა იქ მინდაო და წავიდა. არავის დაუძალებია დარჩიო რადგან ყველას გაუცივდა გრძნობა.
მაგრამ მე მაინც მახსენდება და მიყვარს ჩემი მამიკო, ის მამიკო 12 წლის წინ რომ დავკარგე და თითქოს მე მას მივტირი დღესაც და არაქვს მნიშვნელობა გამოვა თუ არა ცოცხალი რეანიმაციულიდან.
სასწრაფოდ მოვიცვი ქურთუკი, ძალიან ციოდა. ჩანთა ავიღე, მეორე ხელში ტელეფონი და გავვარდი.ნამდვილად არ მქონდა დრო და სურვილი ჩემს ბიძაშვილ " ირაკლის" დავლოდებოდი.
პირველივე ტაქსს 2ჯერ მეტი შევთავაზე ვიდრე ღირს ხოლმე და რაჭაში გავეშურე.
როგორც შევედი " აგარაში" საავადმყოფოს მივაშურე.
შევვარდი და აი ერთ ჩემს ნაცნობსაც მოვკარი თვალი პირველ სართულზე, ჩამეხუტა და დუმილით ავყევით ლიფტს მეოთხეზე.
- ლიზა მოხვედი?
ჩამესმა უკნიდან თამარის ხმა და ქვითინი.
- რა ხდება ?
ვიკითხე გაოცებული ტონით რადგან უკვე ყველა ტიროდა, რთული მისახვედრიც აღარ იყოო. ყველაფრის და მიუხედავად ახსოვდათ 12წლის წინათ და დიდი ხნის წინ გატირებულს ხელახლა იტირებდნენ.
- მოკვდა ძლივს!
წამოსცდა სადღაც ერთს და ........
და ..... უბრალოდ იმის ძალაც წამერთვა რამე მეთქვა.

ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ რაც შავებში ვარ შემოსილი და მის სურათს დავატარებ გულით. ჩემი და ძმა ასე არიქცევა, რაც გულს ყველაზე მეტად მწყვეტს. მათ შორის მე ვარ უფროსი თუმცა რა მოვკითხო...
თამარი მშვენივრადაა, მეც არ ვარ დიდად სევდიანი თუმცა გულში უფრო მეტს ვგრძნობ ვიდრე ეს ვიზუალურად ჩანს.
მიტივტივდება გონებაში სამსახური, რომელსაც სავარაუდოდ ვკარგავ. ჩემი ანჩხლი უფროსის გამო, რომელმაც მამის გარდაცვალება ვერ გამიგო და რაღაცნაირად შვება მეუფლება რადგან თავი დავიხსენი მისგანნ და წყეული სამუშაოსგან.
ერთი საღამო იყო, თამარს დაურეკეს..
ნელი ნაბიჯებით და თავის ჩემსკენ ბრუნებით საპირფარეშოში ჩაიკეტა.
მე როგორც უაზროდ ცნობისმოყვარემ გადავწყვიტე გავყოლოდი და კარს მივაყურადე.
-დიახ დალი, ხვალ საღამოს აუცილებლად დაგელოდებით გოგო, შენს გიორგისთან და ქმართან ერთად. ლიზამ არაფერი იცის.
გავქვავდი რადგან წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყო დალი, გიორგი. და რა არ ვიცოდი.
ველოდებოდი თამარს რომ რაღაცას მაინც ამოღერღავდა და გამანდობდა..
თუმცა სულ ტყუილად.
დილით უნი ში წავედი, მოვუსმინე დაახლოებით 12ი თანაკურსელის სამძიმარს კითხვებს თუ რა დაემართა.
მე კი საღამოს გულის ფანცქალით ველოდი. მალე ჩემი მოსწავლე მოვიდა სახეზე შეწუხებული მზერა აეკრა, იზიზარებდა როცა წარმოდგენაც არ ქონდა, რა ხდებოდა ჩემს თავს.
განადგურებული სახით ვიჯექი ვხსნიდი ორუცნობიან განტოლებას მაგრამ გონება სხვაგან იყო.
ნუთუ ეს ის დალი იყო?
ვიზეც თამარი ორჯერ მესაუბრა.
ამბობდა რომ მისი დაქალი დალი მალე დუბაიდან ჩამოვიდოდა. აუცილებლად გამაცნობდა რადგან უკვე დიდი ვიყავი.
უკვე დიდი ვიყავი ამომიტივტივდა კვლავ. რას უნდა ნიშნავდეს მისი ნათქვამი უკვე დიდი ხარ. რისთვის მამმზადებდა ის ამით. აქამდე ვერ ვხვდებოდი ვერაფერს და მის სიტყვებს გაუაზრებლად ვატარებდი...
თუმცა ახლა ეს სიტყვები ეჭვ ქვეშ იდგა.....

--------------------
გავაგრძელოო ??? გთხოვთ შემიფასეთ :* <3



№1  offline მოდერი sopiko

რადგან შენ სხვების აზრის გაგება გინდა, მეც გულწრფელად შეგაფასებ. მძიმეზე და წერტილზე არაფერი რომ არ ვთქვა, ზოგი სიტყვა ერთად უნდა ეწეროს და ზოგი ტირით, რაც ძალიან მნიშვნელოვანის. ამის შესასწავლად გამოიყენე ორთოგრაფიული ლექსიკონი ან ena.ge. შემდეგ ის, რომ მუდამ "თქვა" "თქვა" მოსაბეზრებელია, ჩაანაცვლე სხვა ზმნებით. "ძლივს" არა, "ძვლივს". შინაარსი ამ შემთხვევაში მთავარი არ არის, უბრალოდ სანამ საიტზე ნაწერს გამოაქყვეყნებ ზოგად საკითხებში დარწმუნებული უნდა იყო. მე ვფიქრობ, ცოტა უფრო რომ დაიხვეწო (და ეს შეიძლება ორ დღეშიც მოხდეს) და მერე თავიდან დადო პირველი თავიც და ისე გააგრძელო, უკეთესი იქნება, მაგრამ ამას მე ვერ გადავწყვეტ! გთხოვ, ჩემი რჩევა, რჩევად მიიღე!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent