შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირველად ცხოვრებაში... II თავი


28-01-2016, 20:07
ავტორი anuki ^-^
ნანახია 1 894

პირველად ცხოვრებაში... II თავი
უკვე ერთი კვირა გავიდა, რაც ბერლინში ვარ. ძალიან მომწონს აქაურობა. ნელ-ნელა ენას უფრო კარგად ვსწავლობ. ბავშვები ყოველდღე ჩვენთან არიან და გვამხიარულებენ. ყველა ისეთი თბილი, მეგობრული და მხიარული იყო, რომ გული სითბოთი მევსებოდა. მიხაროდა მეგობრები, რომ გავიჩინე რადგან მაკას გარდა არავისთან არ ვმეგობრობდი. ვერავის ვერ ვეწყობოდი და შესაბამისად მაკა ერთადერთი იყო, მაგრამ აი ეს ბავშვები ძალიან საყვარლები, მეგობრულები და პოზიტიურები იყვნენ. რაც შეეხება თოკოს, არც არაფერი არ ხდება მასთან დაკავშირებით. სულაც არ მაქცევს ყურადღებას, რაც გულს ძალიან მტკენს. ან რას მოველოდი, ასეთ ბიჭს მოვეწონებოდი? ნუ რაღა ბიჭი 28 წლისაა, მაგრამ საერთოდ არ ეტყობა, 20 წლის ბიჭს მაგონებს. სიმართლე გითხრათ არც მეტყობა ასაკი, რაც ძალიან მახარებს. ნუ რაღა ასაკი ჯერ 26 წლის ვარ, მაგრამ ჩემთვის მაინც ბევრია, ამ ასაკში დედაჩემს უკვე ვყავდი მე. ნუ მოკლედ, გერმანულსაც ადვილად ავუღე ალღო, რადგან ცოტ-ცოტა ვიცოდი. ახლა უკვე სამუშაოს ვეძებ. გაზეთებში ვიქექებით ხოლმე მე და მაკა. ახლა მაღაზიაშია ჩასული ყავის ამოსატანად. აი კარების ხმაც ალბათ მოვიდა
- მაკაა - დავუძახე მე.
- ხო ხო მოვედი, ნიცა კარგი ვაკანსია ვნახე, ბავშვის მოვლაზე, ხელფასიც ბევრია და დარეკე აბა. - ქოშინით მელაპარაკებოდა მაკა.
- მაჩვენე ნომერი - ვუთხარი და ფურცელი გამოვართვი. დავრეკე და ქალს შევუთანხმდი, რომ ხვალ გასაუბრებაზე მივსულიყავი. ხომ უნდა ნახონ სანდო ვარ თუ არა. სიხარულისგან ხტუნაობა დავიწყე. იმედია კარგი ხალხი იქნებოდა. ცოტა ხანში ბავშვებიც მოვიდნენ. მკა დივანზე შეხტა არყის ბოთლით და დაიყვირა
- ხალხნო და ჯამაათნო, ჩვენმა ნიცამ მუშაობა დაიწყო. ეს უნდა ავღნიშნოთ! - ყვიროდა ბოლო ხმაზე. ბავშვებიც აყვნენ და დალევა დაიწყეს. ისე დამიწყეს ხვეწნა მეც დავიწყე დალევა იმის იმედით, რომ გასაუბრებაზე შუადღის სამ საათზე უნდა მივსულიყავი და ადგომა არ გამიჭირდებოდა. დავიწყე დალევა, ერთ ჭიქას მოყვა მეორე, მეორეს მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და ამი შემდეგ გავითიშე და გასაუბრებაც სულ დამავიწყდა.

* * *
საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა. თვალებს ვერ ვახელდი. ჯერ ერთი თვალი გავახილე, მერე მეორე, ბოლოს ორივე ერთად გავახილე და ჭერის ყურება დავიწყე. ასე ვიყურებოდი დაახლოებით ხუთი წუთი. საათს მშვიდად გავხედე და დავინახე რომ უკვე სამის ნახევარი იყო. ისე გიჟივით წამოვხტი, რომ თავის ტკივილი სულ დამავიწყდა. მიმოვიხედე ბავშვები არსად არ იყვნენ. უცბად სამზარეულოდან ნიკას, დემეს მაკას და კატოს როხროხი გავიგონე და მივხვდი, რომ იქ იქნებოდნენ. ისევ საათს გავხედე და გამახსენდა გასაუბრება. ჩემი და მაკას საძინებელ ოთახში შევვარდი, კარადას ვეცი და სპორტულები უცბად ჩავიცვი. სააბაზანოში შევედი, პირი დავიბანე თმა უცბად ზევით, კოსად ავიწიე, სპორტული ჩანთა ავიღე, მობილური და საფულე ჩავაგდე, სამზარეულოში შევვარდი და ბავშვებს ვუთხარი
- წავედი მე სამსახურში
- გაგიყვან თუ გინდა - მითხრა ნიკამ.
- აუ მიდი რა თუ არ გეზარება - შევეხვეწე მე.
- არა რა მეზარება წამო - მაგიდიდან მანქანის გასაღები აიღო და კარებისკენ წავიდა.
- ნიკა მე წავიყვან! - გავიგონეთ თოკოს ხმა.
- კაი მიდი - უთხრა ნიკამ. აი მე კიდე კი დამემართა ელეთ-მელეთი. თოკოსთან ერთად მანქანაში? ღმერთო დიდებულო! თოკო კარებიდან გავიდა და მეც უკან გავყევი. კიბეები ჩავირბინეთ და მანქანაში ჩავჯექით. ცოტა ხანში ლაპარაკი წამოვიწყე
- აბა, რას საქმიანობ?
- არაფერს - მიპასუხა და ღიმილით გადმომხედა.
- ანუ არსად არ მუშაობ?
- ნწ, ცოტა ხნის წინ მამაჩემის კომაპნიაში ვმუშაობდი, მაგრამ ნერვებს ვუშლიდი და გამომაგდო - გაკრეჭილი მიყვებოდა.
- აა, საშინელებაა უმუშევრობა, საქართველოში ვერსად ვერ ვიწყებდი მუშაობას, მაგიტომ წამოვედი გერმანიაში, თან მაკა სიგიჟემდე მენატრებოდა. ისე თუ არსად არ მუშაობ, თავს როგორ ინახავ?
- ბარათზე მაქვს ჩემი დანაზოგი და...
- გასაგებია - ვუთხარი და ფანჯარაში გავიხედე. მალევე მივედით, მანქანიდან უნდა გადავსულიყავი, მაგრამ თოკომ შემაჩერა
- წამოსვლის დრო, რომ იქნება დამირეკე და მოგაკითხავ.
- კარგი მაგრამ ნომერი არ მაქვს შენი.
- აი ჩაიწერე - მობილური გამომიწოდა სადაც თავისი ნომერი ეწერა, მალევე ჩავიწერე თოკოს მადლობა გადავუხადე და მანქანიდან გადავედი. სადარბაზოში შევედი და მეოთხე სართულზე ფეხის კანკალით ავედი. ვლოცულობდი გამმართლებოდა და ოჯახს მოვწონებოდი.მალევე მივედი კარებთან ღრმად ჩავისუნთქე და ზარი დავრეკე. ფეხის ნაბიჯების ხმას, საკეტის ხმა მოჰყვა და კარები გაიღო. კარებში ლამაზი შესახედაობის, ქერა ქალბატონი იდგა.
- უკაცრავად, თქვენ კაროლინა ბრძანდებით? - ვიკითხე გერმანულად.
- კი, შენ ხარ ნიცა?
- დიახ.
- შემოდი, შემოდი - მითხრა თბილად და სახლში შემიყვანა. სასტუმრო ოთახში გავედით, სადაც სასიამოვნო შესახედაობის მამაკაცი იჯდა.
- ნიცა, ეს ჩემი მეუღლეა ოტო, ოტო აი ეს გოგონაა მოსული ბავშვის თაობაზე.
- გამარჯობა ნიცა, სასიამოვნოა. – მითხრა ბატონმა ოტომ.
- ნიცა, სანდო გოგონა ჩანხარ, ზოგი ძალიან მოხუცი იყო, ემოებიც კი იყვნენ მოსულები. მოხუცბს ნამდვილად ვერ ავიყვანდით, რადგან ბავშვი ისეთი ცელქია ვერ გაუძლებდნენ. იმედია ბავშვები გიყვარს. - მითხრა კაროლინამ.
- კი ძალიან მიყვარს, ძალიან საყვარლები არიან, პატარა დეიდაშვილი მყავს საქართველოში, სულ ჩემთან იყო ხოლმე, ასე რომ გამცდილებაც ასე თუ ისე მაქვს. - ვთქვი მორიდებით.
- ძალიან კარგი. ბავშვი ბებიასთანაა, მალე მოვლენ და ნახავ. დღეს მე და ოტო სახლში ვართ, ასე რომ ხვალიდან დაიწყე მუშაობა. ბავშვს განახებ და მერე წადი.
- კარგით ქალბატონო კაროლინა. ბავშვს რა ჰქვია?
- კარლი - თქვა თბილი ხმით.
- ერთი სული მაქვს როდის ვნახავ - ვთქვი მოთმინება დაკარგულმა. ამ დროს ზარის ხმაც გავიგე, ქალბატონი კაროლინა წამოხტა და კარები გააღო. ცოტა ხანში ბავშვის ტიტინი გავიგე
- დედა დედიკო, ცემი მაქანები მინდა.
- კარლი, შენი ძიძა სასტუმრო ოთახშია, შედი და ნახე, მოგეწონება.
- მათლა? ლა მაგალიაა - დაიყვირა ბავშვმა. გამიხარდა ბავშვს, რომ უნდოდა ძიძა და არანაირი პრეტენზიები არ ჰქონდა. მალე ოთახში ძალიან ლამაზი და საყვარელი, ქერა და ცისფერთვალება ბავშვი შემოვიდა. ოთახს თვალი მოავლო, უცხო რომ დამინახა მიხვდა, რომ მე ვიქნებოდი ძიძა ამიტომ ჩემსკენ გამოიქცა და კისერზე მომეხვია.
- სენ ქალ ძიძა?
- კი პატარა, მე ნიცა მქვია.
- ნიჩაა ნიჩაა - სიცილი დაიწყო პატარამ. ალბათ ჩემი სახელი ეუცნაურა და ამიტომ გაიცინა. მის კისკისზე მეც გამეღიმა.
- კარლი, რამდენი წლის ხარ?
- ჰუთი - მითხრა და გამეკრიჭა.
- ვაიმეე, დიდი ბიჭი ყოფილხარ. აბა დამითვალე ხუთამდე.
- ეთი, ოლი, სამი და ჰუთი - თითებზე საყვარლად ჩამომითვალა.
- ვაიმე რა საყვარელი ხაარ - ვუთხარი და ჩავკოცნე.
- ვიცი ლომ საკვალელი ვალ, კველა მაგას მეუბნება. სენც საკვალელი ქალ - მითხრა და საყვარლად გამიღიმა. დედაა ეს რა გაიზრდება!
- მადლობა პატარაა - ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე.
- კარგით მე წავალ. ხვალ რომელ საათზე მოვიდე? - ვიკითხე მე.
- დილის ათ საათზე. ხომ გაწყობს?
- კი კი რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა და ნახვამდის.
სადარბაზოდან გამოვედი და თოკოს დავურეკე. 10 წუთში მოვალო. მალევე მოვიდა, მაგრამ მის გვერდით მჯდარი გოგონა, რომ დავინახე არ მესიამოვნა. მანქანა გააჩერა და მეც უკან ჩავჯექი.
- როგორ ჩაიარა გასაუბრებამ? - მკითხა თოკომ.
- კარგად, ხვალ უნდა წავიდე.
- ძალიან კარგია, გილოცავ. უი ხო, გაიცანი ჩემი შეყვარებული ტასო.
- მიმანიშნა მის გვერდით მჯდომზე. გული დამწყდა მაგრამ არშევიმჩნიე.
- სასიამოვნოა. მე ნიცა ვარ. აუ რა მაგარია ქართველები ერთად შეიკრიბეთ.
- ჩემთვისაც სასიამოვნოა ნიცა. ხო მე და თოკო საქართველოშივე შეყვარებულები ვიყავით.
- ძალიან კარგია - ვთქვი და გავიღიმე, მაგრამ ვაი რად დამიჯდ ეს გაღიმება. სკარა იყო, რომ თორნიკეს მიმართ გარკვეული გრძნობები გამაჩნდა, მაგრამ რა ვქნა, არაფერში არ მიმართლებს...



ჰელოუთ ხალხებო ^-^ ესეც მეორე თავი ^-^ მიხარია თუ ვინმეს მოგწონთ და კითხულობთ, მაგრამ კომენტარებიც მჭირდება, რომ სტიმული მომეცეს. პირველ თავზე რამოდენიმემ დამიკომეტარა და ისე გამიხარდა რამის ხტუნაობა დავიწყე. თუ ვინმე კითხულობთ და მოგწონთ მხარში დამიდექით, რომ წერა გავაგრძელო. ჰოდაამ *-* ველიოდები კომენწარიებს *-*



№1  offline მოდერი bibo

Vaime rogor momwonxar me shen ar icii :* vgijdebi shokolado me shen miyvarxar chemo shoki moki tkbilo <3 chemo bananooo warmatebebi da gagrdzele

 


№2  offline წევრი anuki ^-^

bibo
Vaime rogor momwonxar me shen ar icii :* vgijdebi shokolado me shen miyvarxar chemo shoki moki tkbilo <3 chemo bananooo warmatebebi da gagrdzele

ვაიმეე ძალიაან დიდი მადლობა ^__^ თავი შემაყვარე შენი თბილი კომეტარებით *-* <3

 


№3 სტუმარი Xatia

Mokled bibos veravin aswrebs komentars mara mec didi siamovnebit vkitxulob da momwons. Mixaria kide rom mowons vinmes. Es nica dzalian sayvareli gogo chans tan zustad erti asakis vart da upro metad ormagad mainteresebs. Male dade ra shemdegi kargi?

 


№4  offline წევრი anuki ^-^

Xatia
Mokled bibos veravin aswrebs komentars mara mec didi siamovnebit vkitxulob da momwons. Mixaria kide rom mowons vinmes. Es nica dzalian sayvareli gogo chans tan zustad erti asakis vart da upro metad ormagad mainteresebs. Male dade ra shemdegi kargi?

მიხარია რომ მოგწონს ^-^ ხვალ ამ დროს აუცილებლად დავდებ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent