შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აფერისტი პატარძალი [ნაწილი პირველი]


28-01-2016, 21:58
ავტორი მარრიამი
ნანახია 10 297

- ქეთა დარწმუნებული ხარ? _ დაეჭვებით გადახედა დას.
- კი ქრისტი, დარწმუნებული ვარ, არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ შენი დახმარება დამჭირდება.
- რაში?
- კომპანიას შენ უნდა უხელმძღვანელო ეს პერიოდი, ჩემი სახელი არსად არ უნდა გამოჩნდეს, ოფიციალურადაც გავაფორმებ ყველაფერს.
- არა რა, რაღაც არ მომწონს, იქნებ ჯობს რომ ყველაფერი ისე დარჩეს როგორც არის?
- ყველაფერი ძალიან ცუდადაა ქრისტი, ამ პერიოდში თან მოვაგვარებთ, თან ჩვენს გასაკეთებელს გავაკეთებთ.
- შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს _ ჩაიფრუტუნა _ კარგი, იყოს ნება შენი _ გაუცინა.
- კარგი, წავედი მე, ხვალ კომპანიაში გელოდები, დღეს უკვე საქმეს უნდა შევუდგე.
- ქეთა, წარმატებები და ფრთხილად იყავი.
- ფრთხილად ვიქნები _ გაუღიმა _ ჰო, დედას უკვე ველაპარაკე, ვუთხარი რომ გადავდიოდი, ასე რომ კიდევ ერთხელ გააფრთხილე არ ინერვიულოს.

----------

კომფორტული, ერთ-ოთახიანი სახლი იქირავა, იმ დღესვე თავის ნებაზე მოაწყო, რაღაცებს ადგილი შეუცვალა, რაღაცები დაამატა და საბოლოოდ, თავისთვის იდეალური საცხოვრებელი გამოუვიდა. ღიმილით გადაწვა რბილ ლოგინზე და ჭაღს მიაშტერდა. ისე შეუმჩნევლად შეეპარა ქუთუთოებს სიმძიმე, ვერც კი მიხვდა. საღამოს ხუთისთვის გამოეღვიძა, ფეხშიშველი გავიდა სამზარეულოში, ყავა მოიმზადა და მაგიდასთან ჩამოჯდა. როგორ დაღალა ამ კლასიკურმა სტილმა, მაღალქუსლიანებმა, ახლა ცოტა ხნით ამ ყველაფრისგან დასვენებაც შეიძლებოდა. დაწყობილი გეგმებით კმაყოფილმა ჩაიღიმა და ოთახს მიაშურა მოსამზადებლად. გრძელი, შიფონის თეთრი სარაფანი მოირგო, თმები დაიწნა და სახლიდან გავიდა.

ის იყო ჩიხში უნდა შეეხვია მანქანით, რომ მეორე მანქანა გამოჩნდა და წამებში, ძალიან მარტივად შეეჯახა. მეორე ავტომობილიც გაჩერდა, თვითონაც რასაკვირველია და სწრაფად გადავიდა.

- ვაიმე, ბოდიში, როგორ დამემართა _ შეწუხებული მოთქვამდა _ ხომ არაფერი დაგიშავდათ?
- დამშვიდდით მე კარგად ვარ, რასაც მგონი მანქანებზე ვერ ვიტყვით.
- არც კი ვიცი რა მომივიდა, ყურადღება გამეფანტა უეცრად.
- არაუშავს, საგანგაშო არაფერია, იქოქება რაც მთავარია, სახლამდე მივალ, დანარჩენს მერე მოვაგვარებ.
- მე ნომერს დაგიტოვებთ, ხვალ შემეხმიანეთ და ხარჯებს მე დავფარავ.
- არაფერია, არ ღირს შეწუხებად, მე თვითონ მივხედავ.
- არა, ჩემი ბრალია, ასე რომ _ მანქანასთან მივიდა, პატარა ფურცელზე ნომერი და სახელი დაუწერა და მიაწოდა _ კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს, ახლა უნდა წავიდე, მეჩქარება.
- ნახვამდის _ გზაში დააწია ხმა. ღიმილით დახედა ნომერს.

- თამთუსი, გამოხვალ დღეს ჩემთან? _ მეგობრის ხმის გაგონებისთანავე დაიწყო ლაპარაკი.
- რა ხდება დღეს შენთან?
- არაფერი, ისე, ახალ სახლში არ უნდა გაათიო ღამე?
- კაი, ნახევარ საათში შენთან ვარ, ყავა და ნაყინი დამახვედრე.
- აუცილებლად _ გაუცინა და მაღაზიაში შევიდა.

ზუსტად ნახევარ საათში თამთა კარებზე აკაკუნებდა. პირდაპირ გიჟდებოდა ამ გოგოს პუნქტუალურობაზე.

- შენ ნორმალური ხარ გოგო? _ ხმაურით შეიჭრა თამთა.
- ხომ მშვიდობაა? _ გაეცინა.
- მშვიდობა? რას ჰგავს მანქანა? არა მითხარი ერთი, მითხარი..
- თუ დამაცდი გეტყვი.
- ჰო, ჰო გისმენ, მიდი აბა, როგორ მოახერხე.
- თამთა! მაცადე გოგო, როგორ მოვახერხე და ჩვეულებრივ, ავდექი და დავარტყი.
- რას დაარტყი?
- სხვა მანქანას?
- რაა?
- ვაიმე თამთა, შევეჯახე სხვა მანქანას, ბატონი ბექა მანქანას _ გაუღიმა.
- არ არსებობს _ შეიცხადა.
- არ-სე-ბობს _ კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და სავარძელში ჩაეშვა.
- საინტერესოა, მერე რაო?
- მერე არაფერი, ნომერი დავუტოვე, შემეხმიანე, ხარჯებს ავანაზღაურებ-მეთქი.
- ყოჩაღ შენ, სწრაფად მოქმედებ.
- აბა რა _ ყავა მოსვა.

მეორე დილით ჩვეულებისამებრ კლასიკურად გამოეწყო, მაღლებიც მოირგო და კომპანიაში წავიდა. ოფიციალურად გააფორმა ყველაფერი ქრისტიზე, თანამშრომლებსაც გააცნო თავისი გადაწყვეტილება დროებითი დასვენების შესახებ და კაბინეტი დატოვა.

- გისმენთ _ აწკრიალებულ ტელეფონს უპასუხა.
- გამარჯობა, ქეთა ბრძანდებით?
- დიახ, ვის ვესაუბრები?
- მე ბექა ბერულავა ვარ, გუშინ რომ დამეჯახეთ.
- აჰ, გასაგებია, გისმენთ.
- მანქანასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არაა, მაგრამ დანაშაულის გამოსყიდვის მიზნით იქნებ ერთად გვევახშმა?
- დღეეს? იცით დღეს არ გამოვა, ბოდიში.
- მაშინ იყოს ხვალ.
- ხვალ, კარგი ხვალ ვნახოთ.
- კარგი, ხვალ შეგეხმიანები მაშინ.
- ნახვამდის _ ღიმილით გათიშა ტელეფონი.
- რატომ უთხარი უარი? _ გაკვირვებული დაეკითხა ქრისტი.
- საჭიროა ქრისტი, ხვალ ისევ დარეკავს.
- დარწმუნებული ხარ?
- რასაკვირველია _ გაუცინა.
- სახლში წამოხვალ? შემოიაროსო დედამ.
- წავიდეთ და ვესტუმროთ ქალბატონ დედას _ მანქანა დაქოქა და სახლისკენ წავიდა.

პროგნოზი გამართლდა, მეორე დღეს ისევ დაურეკა ბექამ. შეხვედრაზეც შეთანხმდნენ. საღამოსთვის ეცადა არც ძალიან გადატვირთული ყოფილიყო და არც ზედმეტად ოფიციალური, ჯინსის შარვალი, თეთრი პერაგი და ქუსლიანი ფეხსაცმელი, თმა კოსად შეიკრა და ბექას ზარს დაელოდა.

- არაჩვეულებრივად გამოიყურები _ სადარბაზოსთანვე შეეგება.
- მადლობა _ მორცხვად გაუღიმა. მანქანის კარები გაუღო, დაჯდომაში დაეხმარა და შემდეგ მიუჯდა თვითონაც საჭეს.
- როგორ ხარ?
- კარგად, თავად?
- მეც კარგად.
- მანქანა? _ გაუღიმა.
- როგორც ხედავ მანქანაც კარგადაა.
- არც კი ვიცი რა დამემართა, პირველი შემთხვევა იყო.
- დიდი ხანია რაც მანქანას მართავ?
- მეოთხე წელია.
- ყოჩაღ, თუ ეს პირველი შემთხვევა იყო არაუშავს _ გაუღიმა _ მოვედით.

ქეთა შეატარა და უკან მიჰყვა. სასიამოვნო გარემო იყო რესტორანში, დაბალ ხმაზე ჟღერდა მუსიკა, მათი მაგიდა ფანჯარასთან იყო დაჯავშნილი, ღიმილით მოთავსდა ქეთა და ქუჩაში გაიხედა.

- შეკვეთასაც ახლავე მოიტანენ. _ ღიმილით დაუკრა თავი ქეთამაც. _ მეჩვენება რომ მორცხვობ.
- ალბათ _ ბექას ღიმილზე თვალს ვერ ხუჭავდა, რა ექნა, მოეწონა.
- რას საქმიანობ ქეთა?
- მე, ბავშვებს ვამზადებ _ ესეც პირველი ტყუილი.
- არ მეგონა მასწავლებლებს იმხელა შემოსავალი თუ ჰქონდათ, რომ ასეთი მანქანა ეყიდათ _ გაუცინა.
- მე რეპეტიტორი ვარ, შესაბამისად საკმაოდ კარგი შემოსავალი მაქვს, ამას დაემატა მშობლებისგან დახმარება და _ მხრები აიჩეჩა.
- გასაგებია. და რამდენი წლის ხარ?
- 24-ის.
- ძალიან კარგი, აი შეკვეთაც მოვიდა. ჩემი გემოვნებით შევუკვეთე და იმედი მაქვს მოგეწონება.
- მგონი ერთნაირი გემოვნება გვაქვს _ ჩაიღიმა.
- მით უკეთესი.
- და შენ რას საქმიანობ?
- მე საკუთარი კომპანია მაქვს, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი რომ მამაჩემისაა, მაგრამ მმართველობა გადმომაბარა.
- ვაუ, ძალიან მაგარია _ ყალბი გაოცება აიკრა სახეზე.
- ჰო _ გაუღიმა. _ თუ წინააღმდეგი არ იქნები, მე ვისურვებდი კიდევ შევხვედროდით ერთმანეთს.
- პაემანს მინიშნავ? _ ეშმაკურად გაუცინა.
- დღევანდელი შეხვედრა რამე სხვაა?
- დღევანდელი შეხვედრა დანაშაულის გამოსყიდვა იყო.
- კარგი, მაშინ პაემანს გინიშნავ _ გაუღიმა.
- ნუ ცდილობ ღიმილით დამაბნიო.
- ანუ ჩემი ღიმილი გაბნევს კიდეც? _ ჩაიცინა.
- შეუჩვეველი ვარ _ თვითონაც გაეცინა. _ წასვლის დროა, არ მინდა დედამ ინერვიულოს.
- მშობლებთან ერთად ცხოვრობ?
- მამა არ მყავს, დედა ცალკე ცხოვრობს, მაგრამ სულ ახლახანს გადავედი ცალკე საცხოვრებლად და მაინც ნერვიულობს.
- მამა _ გაურკვეველი ტონით დაიწყო.
- მამა გარდაიცვალა.
- ვწუხვარ, მაპატიე.
- არაუშავს, წავიდეთ ხომ?
- წავიდეთ _ გაუღიმა.

გარეთ გამოსულებს გაზაფხულის მშვიდი საღამო შეეგებათ. უყვარდა ქეთას ასეთი საღამოები, ქალაქიც მშვიდი ეჩვენებოდა, სუსხ-შეპარული სითბო და გაზაფხულის სურნელი ჰაერში.

- ამ დროს ქალაქის ქუჩებში სეირნობა ძალიან სასიმოვნოა.
- ჰო, მეც მიყვარს _ გაუღიმა ქეთამ.
- გინდა გავისეირნოთ?
- მოდი სეირნობა სხვა დროისთვის გადავდოთ.
- კარგი, ვიმახსოვრებ _ გაუცინა _ დაბრძანდით _ კარები გაუღო.

სახლთან მიიყვანა ქეთა, ისევ გაუღო კარები და ხელი გაუწოდა.

- მადლობა ამ საღამოსთვის ბექა _ გაუღიმა.
- პირიქით, მადლობა შენ.
- ნახვამდის.
- დროებით ქეთა, დროებით _ ლოყაზე აკოცა და დაელოდა, სანამ სადარბაზოში შევიდოდა.

როგორც კი სახლის კარები შეაღო, ერთი ღრმად ამოისუნთქა გოგონამ და შუქი აანთო. არც ისეთი მარტივი ყოფილა, როგორიც წარმოედგინა, მიუხედავად იმისა, რომ აშკარად გრძნობდა ბექასგან მოწონებას. კარგი ბიჭი ჩანდა ბექა, მაგრამ არა ქეთასთვის.

- ქრისტი, შეგიძლია გამოხვიდე? _ დაურეკა დას.
- რა ხდება? ხომ მშვიდობაა?
- კი, კი უბრალოდ შენთან ლაპარაკი მინდა.
- კარგი, დამელოდე.

მაცივრიდან მარწყვი გამოიღო და ტელევიზორთან მოკალათდა. ცოტას შეჭამს, თან განიტვირთება, ხვალიდან ისევ ახალი დღე დაიწყება, ისევ ახალი ამბებით.

- აბა რა ხდება დაო ჩემო? _ კისკისით შევიდა სახლში ქრისტი.
- შევხვდი _ ჩუმად ჩაილაპარაკა.
- მერე?
- ყველაფერი კარგადაა, მითხრა კიდევ მინდა შენთან შეხვედრაო.
- ძალიან კარგი, ეს ხომ ზუსტად ისაა, რაც შენ გინდოდა.
- ჰო, მაგრამ რატომღაც სხვანაირ ტიპაჟს ველოდი და სულ სხვანაირი აღმოჩნდა.
- ეგ კარგია თუ ცუდი?
- მგონი ცუდი _ სახე-შეჭმუხნულმა გადახედა.
- რას გეუბნებოდი?
- გეყოფა ქრისტი, არაფერსაც არ მეუბნებოდი.
- ოოჰ ქეთა _ ამოიოხრა.
- დარჩები დღეს ჩემთან?
- დავრჩები, დედასთან ნანიკო რჩება.
- კარგი. კომპანიაში რა ხდებოდა?
- არაფერი, ყველაფერი რიგზეა, ბატონი გიორგი ყველაფერში მეხმარება.
- ძალიან კარგი, თქვენი იმედი მაქვს.
- მე უნდა დავიძინო, ხვალ დილით სამსახურში უნდა წავიდე _ სიცილით მოიღერა ყელი ქრისტიმ და საძინებლისკენ წავიდა.

ქეთა კი მარტო დარჩა ფიქრებთან. ისე ცუდი აზრი არ იყო ბავშვების მეცადინეობა, ტყუილების თქმაც აღარ მოუწევდა, მაგრამ არა, ერთი თვით ხომ ვერ აიყვანდა ბავშვებს? თუ მაინცდამაინც დასჭირდებოდა ჩვენება, დედამისის მოსწავლეებს გამოიყენებდა და მორჩა. ჯერ მხოლოდ პირველი დღე იყო და უკვე დაკარგა შემართება.

დილით ქრისტი წასული დახვდა რომ გაიღვიძა. მზიანი დილა იყო, ხალათი მოიცვა და ყავის ფინჯანთან ერთად აივანზე გავიდა. ყველაფერი რამდენიმე წლის წინ დაიწყო. აქამდე მშვიდად მცხოვრები ოჯახი მღელვარებამ მოიცვა, უფრო სწორად, მამა გახდა ნერვიული, სულ დაძაბული იყო, ოჯახის წევრებთან ლაპარაკსაც შეეშვა, მათთან დიდი დროის გატარებასაც, საკუთარ თავში ჩაიკეტა. თავიდან ფიქრობდნენ გადაუვლისო, თუმცა არაფერმაც არ გადაუარა. მერე როგორც გაარკვიეს, კომპანია გაკოტრების საფრთხის წინაშე იდგა. სულ მალე კი ის მოხდა, რისიც ყველას ეშინოდა, კომპანია ფაქტობრივად გაკოტრდა. მამას მოუწია სამუშაო პერსონალის შემცირება, შემდეგ ხელფასის, შემოსავლის. რამდენიმე თვეში გულმაც ვეღარ გაუძლო, ერთი შეტევა და ყველაფერი დამთავრდა. კომპანიის მმართველობა ქეთამ გადაიბარა, მამას მეგობარი ბატონი გიორგი ყველანარად ეხმარებოდა ოჯახს. ნელ-ნელა შეეგუა მთელი ოჯახი მამის სიკვდილსაც, კომპანიის ამ მდგომარეობაში ყოფნასაც. ფიქრებისგან ტელეფონის ზარმა გამოარკვია. უკვე ნაცნობი ნომრის დანახვისას კმაყოფილმა ჩაიცინა და ხალისიანად უპასუხა.

- გისმენთ.
- დილა მშვიდობის ქეთა.
- დილა მშვიდობის ბექა.
- როგორ ხარ?
- კარგად, შენ?
- მეც ძალიან კარგად უკვე, დილას რომ ამისთანა ხმით დაიწყებ.
- მადლობა _ გაეღიმა.
- მაინტერესებს დღეს რა გეგმები გაქვს.
- დღეს? ისეთი არაფერი, რა ხდება?
- საღამოს სასეირნოდ დაგპატიჟებ მაშინ.
- კარგი, ვისეირნოთ.
- გამოგივლი საღამოს.
- დაგელოდები.

საღამომდე თავისუფალი იყო, მაგიდაზე ცივი ყავა დაიდგა, გვერდით ფრჩხილების მოვლისთვის საჭირო ნივთები და დაიწყო მოწესრიგება. თმებიც დაიხვია, კულულების ხასიათზე იყო. საღამოს ჩვეულებისამებრ კლასიკური ქეთას ნაცვლად, სპორტული გოგონა უმზერდა. ღიმილით ჩაირბინა კიბეები და ბექა გადაკოცნა.

- საღამო მშვიდობის. როგორ ხარ? _ გაცისკროვნებული შესქეროდა.
- კარგად, შენ? განსხვავებულად გამოიყურები.
- არ მოგწონს? _ მაშინვე მოიწყინა, არადა როგორ ვერ იტანდა ყალბ ემოციებს.
- არა, არა, მომწონს, თან ძალიან.
- მადლობა. შენ რამდენი წლის ხარ? _ ინტერესით ახედა.
- 27-ის.
- მართლა? არ მეგონე ამხელა.
- ნაყინი გინდა?
- მინდა _ გაუღიმა _ ნაყინი ისაა, რაზეც ვერასდროს ვამბობ უარს.
- ხანდახან როგორი ბავშვური ხარ.
- ხანდახან _ მრავლისმთქმელი ღიმილი შეაგება და უკვე ნაყიდ ნაყინს გემრიელად შეექცა.

ერთი თვის განმავლობაში შეხვედრებს ყოველდღიური სახე მიეცა. ტყუილს ტყუილი ემატებოდა, ფაქტობრივი მხოლოდ. ემოციებსაც გულწრფელად გამოხატავდა, აღარც ხელოვნურობას ცდილობდა, იყო ის, ვინც იყო. ქალაქში ზაფხული მოვიდა, ტემპერატურამ კიდევ უფრო აიწია.

- ქეთა, ქეთა უფრო და უფრო უახლოვდები, ხვდები? _ საყვედურნარევი ტონით ჰკითხა დას.
- ზუსტად ეგ არის ჩემი მიზანი დაიკო _ გაუღიმა.
- ყოჩაღ ქეთევან, ყოჩაღ, ერთ თვეში თავბრუ დაახვიე _ გადაიკისკისა თამთამ.
- მე იმის მეშინია, ის არ გახდეს საკითხავი ვინ ვის დაახვია თავბრუ.
- ქრისტის მოგხვდება, არ იცოდე მაინც ჩემი ხასიათი _ თვალი ჩაუკრა.
- კარგი ჰო, დედას როდის უნდა დაელაპარაკო?
- დედა უბრალოდ გაიგებს რომ ვთხოვდები, ამის შესახებ დაველაპარაკები, მაგრამ სიმართლის თქმას არ ვაპირებ, არ მინდა ინერვიულოს, როცა ყველაფერი დამთავრდება, მაშინ ვეტყვი სიმართლეს.
- ჰო, ალბათ ასე აჯობებს.
- მოკლედ, ქალაქგარეთ წასვლა შემომთავაზა.
- სად?
- ზღვაზე მეპატიჟება.
- მერე?
- გავყვები, ორი-სამი დღით.
- და მეტით რატომ არა? _ გაიკვირვა თამთამ.
- გოგო, დაგავიწყდა? მოსწავლეები მყავს _ სამივეს გაეცინათ. _ ხვალ დედას დაველაპარაკები.
- გელით ქალბატონო ქეთევან _ უცინოდა ქრისტი.

***
- საღამო მშვიდობის _ გადაკოცნა და მიიხუტა.
- სად იყავი მთელი დღე?
- საქმეები მქონდა, წინასწარ უნდა მომეგვარებინა, რომ ეს რამდენიმე დღე არავის შევეწუხებინეთ.
- და მოაგვარე?
- რა თქმა უნდა _ ხელი ჩაკიდა. _ როდის წავიდეთ?
- შაბათს დილით და ორშაბათს დილით დავბრუნდეთ.
- ძალიან ცოტა დროა.
- რა ვქნა ბექა, ივნისია ჯერ, სხვანაირად ვერ მოვიცლი, თუ გინდა საერთოდ არ წავიდეთ.
- ამიტომ არ მითქვამს, ხომ იცი რომ მინდა _ გაუღიმა. _ დღეს მინდა რომ ჩემი მეგობრები გაგაცნო.
- უკვე?
- და რას ველოდო?
- არ ვიცი, ასე მალე არ ველოდი, თან ასე მოუმზადებელი _ დაბნეული ლაპარაკობდა.
- დამშვიდდი, სანერვიულო არაფერია, ჩემს მეგობრებს შენი გაცნობა უნდათ და არა წინასწარ მომზადებული, სპეციალურად გამოწყობილ- გამოპრანჭული ქეთასი.
- კარგი, გავიცნობ.
- ჰოდა ძალიან კარგი, კოსტას სახლში არიან შეკრებილები ოჯახებითურთ.
- ბევრნი?
- არა, კოსტა, ანდრონიკე და თენგო.
- ყველა დაოჯახებულია?
- მხოლოდ მე და თენგო ვართ დარჩენილები _ გაუცინა.
- მინიშნება იყო?
- შეიძლება ითქვას.
- მალე მივალთ?
- მივედით თითქმის.

რამდენიმე სართული აიარეს და დააკაკუნეს.

- მობრძანდიით _ უღიმოდა გოგონა.
- მიდი _ წინ შეატარა ქეთა და თვითონაც მიჰყვა.
- გამარჯობა _ გაუღიმა გოგონას, ოთახში შესვლის შემდეგ სხვებსაც მიესალმა.
- ეს არის ჩემი ქეთა, გაიცანი კონსტანტინე..
- შეგიძლია კოსტა დამიძახო _ ღიმილით ჩაერთო ბიჭი.
- მისი მეუღლე თეკო, ანდრონიკე და მარიამი და თენგო.
- სასიამოვნოა.
- ჩვენთვისაც, დაჯექი, დაჯექი არ მოგერიდოს.
- მადლობა _ ბექას მიუჯდა გვერდით და წვენი მოსვა.
- რა უთხარი ასეთი ჩვენზე? გაფითრებულია ბავშვი _ გაიცინა კოსტამ.
- გეყოფა _ მაშინვე მიარტყა „მუჯლუგუნი“ თეკომ _ აცადე ადამიანს გაცნობა.
- ბავშვები სად არიან?
- ოთახში თამაშობენ.
- თეკო დაუძახე რა.
- ახლავე ბექა _ რამდენიმე წუთში ოთხი ბავშვი ჩამწრივდა წყვილის პირდაპირ.
- აი, ნახე, ეს საბაა, ჩემი ნათლული, თეკოს და კოსტას შვილი, ესენი ტასო, ალექსანდრე და ნინა - ანდრონიკეს და მარიამის შვილები, ბავშვებო გაიცანით ქეთა.
- სასიამოვნოა _ გაუცინა ბავშვებს, ბავშვებმაც მორცხვად შეაგებეს ღიმილი და ოთახს დაუბრუნდნენ.
- კოსტა ჩემი კომპანიის იურისტია, მისგან გავიცანი ანდრონიკე, თენგოსთან იქამდეც ვმეგობრობდი და ასე მოვხვდით ოთხივე ერთად.
- ძალიან კარგი, ბედნიერებაა კარგი მეგობრები.
- თქვენ როგორ გაიცანით? _ უღიმოდა მეუღლის მხარს მიხუტებული მარიამი.
- ჩვენ _ გაეცინათ _ ჩემი დიდი დამსახურებაა _ უპასუხა ქეთამ _ მანქანით დავეჯახე და მერე აეწყო.

საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატარეს. იმხიარულეს, რაც ყველაზე მთავარია ბუნებრივი იყო.

- დედაჩემის სახლთან მიმიყვანე _ გაუღიმა.
- იქ რჩები დღეს?
- შეიძლება დავრჩე, ზუსტად არ ვიცი.
- კარგი, ხვალ შეგეხმიანები და ზეგ მივდივართ ხომ?
- კი, ზეგ მივდივართ.
- ძალიან კარგი, რომ ჩამოვალთ იმედია შენს მეგობრებსაც გამაცნობ.
- გაგაცნობ, გაგაცნობ... მადლობა _ აკოცა და მანქანიდან გადავიდა.

დღეს დედას უნდა დალაპარაკებოდა, ცოტას ღელავდა კიდეც. კარები შეაღო და სახლში შევიდა. უყვარდა თავის სახლში მისვლა, სულ სხვანაირად გრძნობდა თავს.

- დეე, მოვედი _ ხმამაღლა დაიძახა, შესასვლელშივე გაიშალა თმები, ფეხსაცმელიც გაიხადა და მისაღებ ოთახში შეაბიჯა _ დედიკო, როგორ მომენატრე _ მოეხვია ქალს.
- კი დამივიწყე სულ _ ნაწყენი ჩანდა.
- კარგი რა, გემრიელი სურნელი ტრიალებს.
- ჰო, შოკოლადის ტორტი გაგიკეთე.
- როგორ მიყვარს, ქრისტი სადაა?
- გზაშია, მოდის.
- ძალიან კარგი, რაღაც უნდა გითხრა.

***
სამი ქალბატონი გარშემო უსხდა პატარა მაგიდას, სამი ფინჯანი ყავა და გემრიელი ტორტი.

- მოკლედ, დე, ჩემს ცხოვრებაში ერთი ადამიანი გამოჩნდა _ ამოისუნთქა _ ერთად კარგად ვართ, სერიოზული ურთიერთობისკენ მივიწევთ
- დარწმუნებული ხარ რომ წესიერი ბიჭია?
- კი დედა, წესიერია, დასაქმებული, ზრდილობიანი, ჰოდა, ყველაზე მთავარი რაც უნდა მეთქვა, რამდენიმე დღით ბათუმში მივდივარ მასთან ერთად.
- კარგი დედიკო, შენი იმედი ყოველთვის მაქვს.
- ძალიან გემრიელია დე _ გაუღიმა ქეთამ და კიდევ ერთი ნაჭერი გადაიღო თეფშზე.

***

- წავედით?
- წავედით.

მთელი გზა ეძინა ფაქტობრივად, თუმცა რა გასაკვირია, დილის ექვს საათზე გაიღვიძა. ღიმილით გადახედავდა ხოლმე ბექა მძინარე მშვენიერებას. გრძნობდა, როგორ უცებ დაიკავა ამ გოგომ მის ცხოვრებაში ადგილი, მნიშვნელოვანი ადგილი. ყოველ დღე მასთან ყოფნა უნდოდა, მისი ხმის გაგონება.

- მოვედით? _ თვალები მოიფშვნიტა ქეთამ.
- მალე მივალთ, აი ზღვა ჩანს უკვე, გახედე _ გაუღიმა.
- ჰო _ ღიმილით შეისუნთქა ზღვის სურნელი, როგორც კი ზღვას დაინახავდა, მაშინვე გრძნობდა მის სუნს, ამ ზღვისპირა ქალაქებში ხომ მთლად გამეფებულიყო.
- აი მოვედით.
- ეს სახლი შენია?
- არა, დეიდაჩემის სახლია, თუმცა ახლა აქ არ არიან, სოფელსი ისვენებენ, ასე რომ სახლი ჩვენს განკარგულებაშია.
- ძალიან ლამაზი სახლია _ თვალი მოავლო.
- დავისვენოთ ცოტა და საღამოს გავიდეთ ზღვაზე.
- ჰო, არ გშია?
- ძალიან, გავალ და მზას მოვიტან რამეს, მერე პროდუქტიც ვიყიდოთ.
- კარგი _ გაუღიმა და დივანზე მიწვა.

***

- ძალიან კარგად გამოიყურები _ აღფრთოვანებული შესცქეროდა ბექა.
- მადლობა _ გაეცინა _ წავედი მე _ წყლისკენ წავიდა და ნელ-ნელა გაცურა.
- მოვედი მეც _ დაეწია. _ ვერც კი წარმოიდგენ რა ლამაზია შენი თვალები ზღვის ფონზე.
- რამდენი კომპლიმენტია ერთბაშად _ გაუღიმა _ მამაც სულ ამას მეუბნებოდა.
- მამაც ხედავდა ქალიშვილის მშვენიერებას.
- მადლობა _ გაუღიმა _ ავალ მე _ ნაპირისკენ დაიძრა.
- ცოტას კიდევ გავცურავ და ამოვალ.

გაჰყურებდა ზღვას და იძირებოდა ფიქრებში, ჰორიზონტს თვალს არ აშორებდა. სულ მალე მიაღწევდა მიზანს და გახდებოდა ბექასთვის საყვარელი ქალი, იმედია სულ მალე მეუღლეც. დაიბრუნებდა ყველაფერს რაც უნდოდა და მორჩა.

- რაზე ფიქრობ? _ მოულოდნელად წამოადგა თავზე ბექა.
- ჩვენზე.
- ოჰო, და რას ფიქრობ ჩვენზე?
- საიდუმლოდ დავტოვებ _ გაუცინა _ შეგიძლია დამეხმარო და ზურგზე მზისგან დამცავი კრემი წამისვა?
- რა თქმა უნდა.

ცოტა ხანს ორივე ჩუმად იყვნენ, მზემაც დაიწყო ზღვისკენ წასვლა.

- წავიდეთ? _ ფიქრებს მოწყვიტა ბექას ხმამ.
- მზის ჩასვლას ვუყუროთ რა.
- ვუყუროთ _ ხელი მოჰხვია და მიიხუტა.
- აქ თავს ისე კარგად ვგრძნობ.
- მე ყველგან კარგად ვარ, სადაც შენ ხარ.
- შენთან უბრალოდ ბედნიერი ვარ _ ყელზე შეახო ტუჩები და გაუღიმა.
- მიყვარხარ..
- რა, რა თქვი? _ გაკვირვებულმა შეხედა.
- მიყვარხარ ქეთა.
- ბექა, მეც _ მთელი ძალით ჩაეხუტა, მოშორდა თუ არა ბიჭი შეეხო ნაზად ტუჩებზე.
- წავიდეთ?
- წავიდეთ.

მთელი გზა მიხუტებულები მისეირნობდნენ. სიყვარულით სავსე მზერით შესცქეროდა ბექა, არც ქეთა აკლებდა თბილ მზერას, გულში კი გამარჯვებას ზეიმობდა.
სხვადასხვა ოთახებში ეძინათ. როგორც კი დარწმუნდა, რომ ბექას ჩაეძინა, მაშინვე დას და დაქალს დაურეკა, ყველაფერი მოუყვა, კიდევ ერთხელ მოისმინა დის საყვედურები, თამთას გამარჯვების აღსანიშნავი სიცილი და სურვილები მომავალი წარმატების შესახებ.

- დილა მშვიდობის მშვენიერო _ კოცნით გააღვიძა.
- უკეთეს დილას ვერც ვინატრებდი _ გაუცინა და მისკენ გადაბრუნდა.
- სიამოვნებით დავიწყებდი ყოველ დილას შენთან ერთად.
- იგივე შემიძლია გითხრა _ ბედნიერი ღიმილით გაუსწორა მზერა.
- გინდა ეს სურვილი რეალობად ვაქციოთ? _ თვალი ჩაუკრა.
- რას მთავაზობ? _ თვალები აუციმციმდა.
- გთავაზობ ყოველი დილის ჩემთან ერთად დაწყებას, ყოველი დღის ჩემთან ერთად გატარებას და ყოველი საღამოს ჩემთან ერთად დაღამებას.
- საინტერესო შემოთავაზებაა, ღირს დაფიქრება.
- მაბრაზებ, რად უნდა ფიქრი?
- კარგი _ გაუცინა _ არაჩვეულებრივი შემოთავაზებაა.
- ზედმეტად არარომანტიკული სიტუაცია შევარჩიე, მაგრამ გამომყვები ცოლად?
- ბექა _ გაკვირვებული უყურებდა _ მართლა მეკითხები? ვაიმე _ ნერვიულად გაიცინა _ ძალიან დამაბნიე, არ ველოდი..
- ყველაფერს ამბობ იმის გარდა, რაც უნდა თქვა.
- მაპატიე, დავიბენი, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა თანახმა ვარ _ ჩაეხუტა.
- ძალიან კარგი, როგორც კი ჩავალთ, შენთან მოვალ და შენს ხელს ოფიციალურად ვითხოვ, მერე ჩემს მშობლებს გაგაცნობ და ქორწილსაც დავგეგმავთ, რაც შეიძლება მალე.
- ასე მალე არ ველოდი ბექა.
- არც მე ველოდი, მაგრამ ხომ ხედავ როგორ აეწყო ყველაფერი.
- ბედნიერება ხარ...
- მიდი, მოემზადე ახლა, დღეს დელფინარიუმში მივდივართ.
- აქამდე რატომ არ ვიცოდი?
- რა ვიცი, დამავიწყდა ალბათ თქმა.
- მართლა ბედნიერება ხარ, მადლობა _ ლოგინიდან ადგა და სააბაზანოში შევიდა.

არის! მიზანს მიაღწია, ახლა მხოლოდ ქორწილი და პატარა დეტალიღა დარჩა. ყველფერი იმაზე მალე მოხდა ვიდრე ელოდა, ბევრად უფრო მარტივად, ვიდრე წარმოედგინა. საოცრად კმაყოფილი იყო, ხანდახან გაკრავდა გულში უსიამოვნო გრძნობები, სინდისის ქენჯნაც, მაგრამ მაშინვე იშორებდა. უკვე მოწესრიგებული გავიდა აივანზე ყავის ფინჯნებით.

- მადლობა _ გაუღიმა ბექამ _ მოდი აქ _ ოდნავ მიიწია და ანიშნა მის გვერდით დამჯდარიყო. _ შენთან როდის მოვიდე?
- როცა გინდა.
- მაშინ რაც შეიძლება მალე.
- ჰო, ოღონდ ჯერ მე დაველაპარაკები დედას.
- რა თქმა უნდა.

***

- საოცრებაა, რა მაგარია _ აღფრთოვანებული ეჩურჩულებოდა და დელფინებს თვალს არ აშორებდა.
- შენსავით საოცრებები არიან.
- არა, ესენი მართლა საოცრებები არიან _ ემოციებს ვეღარ გამოხატავდა, იმდენად იყო აღფროვანებული, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა.

***
- მადლობა ამ დღეებისთვის, ერთ-ერთი საუკეთესო დასვენება იყო.
- ჩემთვისაც.

მეორე დილით დამღლელი მგზავრობის შემდეგ ისევ დაუბრუნდნენ მშობლიურ ქალაქს. პირველი, რაც სახლში შესვლის შემდეგ გააკეთა, ქრისტისთან და თამთასთან დარეკვა იყო. ბექა კი მშობლებთან სასაუბროდ წავიდა.

- გამარჯობა _ ჩაეხუტნენ _ დაიწყე აბა დაიწყე _ ჯერ სახლში არ იყვნენ შესულები, ლაპარაკი რომ დაიწყეს.
- სულ მალე მეჯვარე იქნები თამთუს..
- რა? ასე მალე? გაღიარებ რა.
- ჰო, ცოლობა მთხოვა და დავთანხმდი, ამ შანსის გაშვება არ შეიძლებოდა.
- ანუ ყველაფერი გეგმის მიხედვითაა, ახლა რას აპირებ?
- ახლა უკვე საბუთების მზადებას დავიწყებ.
- რატომღაც ყველაფერი ძალიან მარტივადაა, არ მომწონს ეს _ უკმაყოფილო იყო ქრისტი.
- ნუ ხარ შენ სკეპტიკოსი, უბრალოდ შენმა დამ მოაგვარა მარტივად _ გაუცინა ქეთიმ.

***

- ძალიან ვნერვიულობ, რომ არ მოვეწონო შენს მშობლებს?
- შეუძლებელია შენ ვინმეს არ მოეწონო.
- არ ვიცი _ შეწუხებულმა გადახედა.
- კარგი რა, ყველაფერი კარგად იქნება, ჩემს მშობლებს ძალიან მოეწონები.
- იმედია _ გაუღიმა.

ყველაფერმა კარგად ჩაიარა. თავიდან დაიძაბა ცოტა, გვარის თქმისას სამამამთილოს სახე რომ დაინახა, თუმცა როგორც კი მამის გამოგონილი სახელიც დაუმატა, ყველაფერი მწყობრში ჩადგა. მოეწონათ! თვითონაც არ დარჩა უკმაყოფილო მომავალი ოჯახით.

ზუსტად ერთ კვირაში ბექა ავიდა ქეთას ოჯახში. ოფიციალურად ითხოვა გოგონას ხელი და თანხმობაც მიიღო. ქორწილის თარიგიც დანიშნეს, 27 ივნისს იქორწინებდნენ. გრანდიოზულ ქორწილს არ აპირებდნენ, თუმცა არც ძალიან ვიწრო წრეში აღნიშნავდნენ.

- არ ჯობდა რომ გეთხოვა მხოლოდ ჩვენ და ოჯახის წევრები ვიყოთო? _ გადახედა ქრისტიმ სურათების თვალიერებაში გართულ დას.
- არ ჯობდა, ერთხელ მაქვს ქორწილი და მინდა მაქსიმალურად დასამახსოვრებელი, ორიგინალური და ლამაზი იყოს.
- დარწმუნებული ხარ რომ მხოლოდ ეს ერთი იქნება?
- ნუ, პირველი მაინც გამორჩეული უნდა იყოს _ გაიცინა და ლეპტოპი დისკენ მიატრიალა _ ეს კაბა ნახე, ხომ კარგია?
- აი ეს მესმის, ძალიან მაგარია.
- ძალიან კარგი, ეს მინდა.
- მთელი ქორწილი ამხელა კაბით იქნები?
- მეორე კაბას ვერ შევარჩევ? მეორეს უფრო სადას ვიპოვი და მორჩა.
- ისე ნუ იზამ ქორწილმა გააკოტროს _ გაიცინა.
- ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება.

***

- საღამო მშვიდობის.
- გამარჯობა _ აკოცა და გაუღიმა.
- როგორ ხარ?
- კარგად, ცოტა დავიღალე, მაგრამ ღირს ამ დღისთვის.
- ყველაფერი შეარჩიე?
- კი, კაბა, თაიგული, ვარცხნილობა, მე და გოგოებმა დღეს რესტორანიც ვნახეთ, მაგრამ მინდა რომ შენც ნახო.
- ჯვრისწერა?
- რა თქმა უნდა, ტაძარშიც მივიდეთ ერთად.

***

27 ივნისი - დადგა ეს დიდებული დღეც. პირდაპირ ბრწყინავდა ქეთა, შესანიშნავად გამოიყურებოდა. ბედნიერ ღიმილს დაემშვენებინა მისი სახე და თანაც ისე, რომ სიყალბის ნიშანს ვერავინ შეამჩნევდა.

- ნერვიულობ? _ უცინოდა ქრისტი.
- ძალიან, რაც არ უნდა იყოს ვთხოვდები.
- ჰო თხოვდები, გზაში არიან უკვე.
- იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის, თამთა სად არის?
- დედასთანაა, ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია ბუნებრივი იყო.
- ჰო, ბუნებრივად ბედნიერი.
- საჭირო ნივთები თან გაქვს ხომ?
- კი.. ვაიმე, მოვიდნენ მგონი _ ღრმად ჩაისუნთქა.
- ჰო, აბა, წავედით _ ჩაეხუტა და და ოთახიდან გავიდნენ.

ღიმილით მოავლო თვალი ბიჭებს, ყველა გადაკოცნა და ბოლოს საქმროს ტუჩებსაც შეეხო ოდნავ.
- გამაოცე _ უჩურჩულა ბექამ.
- მადლობა, ვეცადე _ გაუცინა.
- დაგლოცავთ შვილებო, ბედნიერები ყოფილიყავით, ღმერთმა ტკბილად შეგაბეროთ ერთმანეთს _ აკანკალებული ხმით ლოცავდა დედა. სხვებმაც დალოცეს და სახლიდან გავიდნენ.

ჯვრისწერა ყველაზე რთული აღმოჩნდა. უსმენდა სიტყვებს და ამავე დროს, იცოდა რომ ვერც ერთ პირობას ვერ შეასრულებდა. ტაძრიდან დამძიმებული გულით გამოვიდა, ახლა უფრო მძაფრად ესმოდა სინდისის ხმა, მაგრამ უკვე უკან დახევა არ შეიძლებოდა. ხელის მოწერამ უფრო მხიარულად ჩაიარა. პირველი ცეკვაც შეასრულა წყვილმა და რესტორანში გადაინაცვლეს. ბევრი იმხიარულეს, კიდევ უფრო ბევრი იცეკვეს, დალიეს, მაქსიმალურად ცდილობდა ქეთა ღამესთან ერთად შეპარული ღელვა არ შეემჩნიათ სხვებს.

- დაიღალე? _ მოშიშვლებულ მხარზე აკოცა ბექამ.
- ცოტა _ გაუღიმა.
- მოდი წავიდეთ..
- წავიდეთ.
- მანქანა გარეთ გველოდება, ჩვენს სახლში წავიდეთ..

ხელში აყვანილი შეიყვანა სახლში და პირდაპირ ოთახისკენ წაიყვანა.

- ბექა, შეგიძლია ეს თასმები გამიხსნა? შხაპი უნდა მივიღო _ ხვდებოდა ნერვიულობისგან როგორ უთრთოდა სხეული.
- ახლავე _ თასმები გაუხსნა, კისერში ნაზი კოცნა დაუტოვა და გაუშვა.

თავზე პირსახოცმოხვეული, ხალათით გამოვიდა აბაზანიდან და ლოგინზე მიწოლილ უკვე ქმარს გაუღიმა.

- მაც გადავივლებ წყალს და დავბრუნდები.
- კარგი, მე მანამდე შამპანურს მოვიტან _ გაუღიმა და სამზარეულოსკენ წავიდა.

სწრაფად ჩამოასხა ჭიქებში და გამოსვლისთანავე გაუწოდა.

- გაგვიმარჯოს _ ერთი ყლუპი მოსვა ქეთამ.
- ბოლომდე ძვირფასო _ გაუცინა ბიჭმა.
- შენც დალიე მაშინ.
- კარგი _ მთელი ჭიქა დალია და ქეთას კიდევ უფრო მიუახლოვდა.
- ჭიქებს სამზარეულოში გავიტან _ სწრაფად წამოიძახა და ჭიქა გამოართვა _ დაწექი და დამელოდე, მალე მოვალ _ ოთახიდან გავიდა და ღრმად ამოისუნთქა. იმედი ჰქონდა, წამალი იმოქმედებდა და მართლაც იმოქმედა. ბექას მშვიდად ეძინა, ღიმილით დახედა მძინარეს, ხალათი გაიხადა, ლოგინში შეწვა და მშვიდად დაიძინა.
ჯერ გათენებულიც არ იყო, თვალები რომ დააჭყიტა, ქმარს ისევ ეძინა. შვებით ამოისუნთქა, ლოგინიდან ადგა, მოწესრიგდა და ხალათით გავიდა სამზარეულოში. საუზმის მომზადება დაიწყო. თითქმის შუადღე იყო, ბექამ რომ გაიღვიძა. ცოლი გვერდით არ დახვდა, თუმცა სახლში ისეთი სუნი იდგა, ადვილი მისახვედრი იყო სად იქნებოდა.
- დილა მშვიდობის _ ზურგიდან მიეხუტა გოგოს.
- გამარჯობა _ შემობრუნდა და აკოცა.
- თავი მისკდება და რატომღაც არაფერი მახსოვს.
- ბოლო ჭიქა არ უნდა დაგელია _ გაეცინა.
- მართალი ხარ, მაგრამ არც ისეთი მთვრალი არ ვიყავი.
- ვისაუზმოთ _ სუფრისკენ ანიშნა.
- ძალიან გემრიელია _ როგორც კი ლუკმა ჩაყლაპა, მაშინვე შეუფასა.
- უი, კინაღამ დამავიწყდა, დილით შენი მდივანი იყო მოსული, რაღაც საბუთები მოიტანა, სასწრაფოაო, თორემ არ შეგაწუხებდითო, მაგრამ ვერ გაგაღვიძე _ გაუღიმა.
- ხომ შეიძლება ქორწილის შემდეგ ერთი დღე მაინც დამასვენონ, აუ რამე წამალი დამალევინე რა.
- არაფერი გვაქვს ახლა, მოდი შენ ხელი მოაწერე, ამ საბუთებს მე წავიღებ კომპანიაში, იქიდან აფთიაქშიც გამოვივლი და მალე დავბრუნდები.
- ამ დილისთვის უკეთესი გეგმები მქონდა.
- ეგ გეგმები რომ დავბრუნდები მერე შევასრულოთ _ გაუცინა.
- კარგი, სადაა აბა საბუთები? რაც მალე მოვაწერ ხელს, მით მალე წახვალ და მალე დაბრუნდები.
- აი საბუთები, აი მონიშნულია სად უნდა მოაწერო.

სწრაფად მოაწერა საბუთებს ხელი, არც წაუკითხავს, დიდად არც დაინტერესებულა, ენდობოდა თავის მდივანს. საბუთები მაშინვე აიღო ქეთამ, სწრაფად მოემზადა, ქმარს კოცნა დაუტოვა და წავიდა.

- ქრისტი, ყველაფერი დამთავრდა.
- უკვე?
- უკვე დაიკო, წამოვედი ახლა.
- კარგი, გილოცავ..

პირდაპირ თავის სახლში წავიდა, გოგონები უკვე ელოდებოდნენ. ერთ საათში ტელეფონზე ზარი გაისმა.
- რეკავს _ ნერვიულად ამოისუნთქა.
- უპასუხე, ხომ უნდა იცოდეს სიმართლე.
- გისმენთ.
- ქეთა, სად ხარ ამდენ ხანს?
- მე წავედი ბექა.
- ჰო ვიცი და მაგიტომაც გირეკავ, როდის მოხვალ?
- აღარ მოვალ.
- ქეთა, გეყოფა..
- ბექა მართლა გეუბნები, თამაში დამთავრდა, მე მიზანს მივაღწიე, შენი კომპანია ჩემია, დავიბრუნე ის, რაც მე მეკუთვნოდა.
- ქეთა რას ამბობ?
- ჰო, ბექა, ჰო, ნახვამდის ძვირფასო მეუღლევ! _ ტელეფონი გათიშა და ლოგინზე მიაგდო. _ აბა, წავედით, თანამშრომლებმა ახალი უფროსი უნდა გაიცნონ _ გაუღიმა გოგოებს და ჩანთა აიღო.

____
ვაიჰ, როგორ მომენატრეთ.. ვეღარ მოვითმინე და აი.. სულ ორი ნაწილი იქნება, მეორე შეიძლება ცოტა პატარა იყოს და წინასწარ გაფრთხილებთ, ამ დღეებში დავდებ მეორესაც, უახლოეს 2-3 დღეში.. რა გამოვიდა თქვენი შესაფასებელია.. ახლა ამ მინაწერისთვის ისე ვეძებ სიტყვებს, თითქოს პირველად ვტვირთავდე, მომნატრებია ეს ემოცია.. მადლობა რომ ასე მახარებთ..
უყვარხართ მარრიამს..



№1  offline ადმინი ano23

rogor momenattra sheni istoriebi bartyo ^_^ chemi nichieri da tkbili gogo xar she.. dzalian momwoons da moutmenlad veli meore nawils :-* ^_^

 


№2  offline წევრი mani156

აუ შემეცოდა ბექა :( ძაალიან მომეწონა ველოდები მეორე ნაწილს :*

 


№3  offline წევრი Nate

მე პირველად ვკითხულობ შენს ისტორიას და იმედია ბოლომდე მომეწონება wink კარგი იყო საინტერესო ჩანს love სათაურზე ბევრი ვიხალისე lol მოკლედ ველი შემდეგ თავს

 


№4  offline წევრი sergio ramos

Mariaaam rogor momenatreet shen da sheni istoriebii.tvalrbs ar vujerebdi rom.dabrundi.rogorc yoveltvis arachveulebrivi xar

 


№5 სტუმარი A

Dzalian momewona magaria magram alalad shemexoda beqa. Ar daumsaxurebia piradad mas aeti tyuili da aseti mopyroba. Mas xom qeta alald shwuyvarda.

 


№6 სტუმარი ......

Au maleee gaagrdzele <3

 


№7  offline წევრი სპენსერი

ვაიიმე აუ როგრ გამახარე შენ არ იცი რა ^_^ თან ის სახელები რომ გაქვს გამოყენებული რაც გირშიე აი მართლა შოკოლადი ხარ! უზომოდ გამახარე ძაალიან love შეუდარებელო! love

 


№8 სტუმარი darina

Qetasnairi adamianebi mecodebian, bolos sindisis qejna mas sheawuxebs, am shemtxvevashi girsia beqam rom ar apatios, tavis dagebul maxeshi tviton, rom gaebmeba eg iqneba mistvis sasjeli, dzalian gamixarda mariam sheni dabruneba, miyvars sheni istoriebi.

 


№9  offline წევრი Masho_97

Sawkali beqa :/ ❤ veli meore tavs.

 


№10 სტუმარი ემი

აუუ, მომეჩვენა რომ ძალიან მშრალი იყო, უემოციო. არ ვიცი შეიძლება ასე გქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ მე მაინც დამაკლდა. მერე რა რომ სულ დიალოგები იყო. დიალოგებშიც არანაირი ემოცია არ იყო, თუნდაც უარყოფითი

მარიააამ, არ მიწყინო, ვგიჟდები მე შენზე, შენს ისტორიებზე და შენი ისტორიების გმირებზე. ილიას გახსენებაზე ეხლაც მიფორიაქდება გული. აი ასეთ მუხტს ველოდი და ვერ მივიღე

 


№11  offline მოდერი მარრიამი

ano23
rogor momenattra sheni istoriebi bartyo ^_^ chemi nichieri da tkbili gogo xar she.. dzalian momwoons da moutmenlad veli meore nawils :-* ^_^

sergio ramos
Mariaaam rogor momenatreet shen da sheni istoriebii.tvalrbs ar vujerebdi rom.dabrundi.rogorc yoveltvis arachveulebrivi xar

......
Au maleee gaagrdzele <3

სპენსერი
ვაიიმე აუ როგრ გამახარე შენ არ იცი რა ^_^ თან ის სახელები რომ გაქვს გამოყენებული რაც გირშიე აი მართლა შოკოლადი ხარ! უზომოდ გამახარე ძაალიან love შეუდარებელო! love

ძაალიან დიდი მადლობა <3
mani156
აუ შემეცოდა ბექა :( ძაალიან მომეწონა ველოდები მეორე ნაწილს :*

A
Dzalian momewona magaria magram alalad shemexoda beqa. Ar daumsaxurebia piradad mas aeti tyuili da aseti mopyroba. Mas xom qeta alald shwuyvarda.

darina
Qetasnairi adamianebi mecodebian, bolos sindisis qejna mas sheawuxebs, am shemtxvevashi girsia beqam rom ar apatios, tavis dagebul maxeshi tviton, rom gaebmeba eg iqneba mistvis sasjeli, dzalian gamixarda mariam sheni dabruneba, miyvars sheni istoriebi.

Masho_97
Sawkali beqa :/ ❤ veli meore tavs.

მადლობა <3 ჰო ბექა ბექა :დ მალე დავდებ მეორესაც <3
ემი
აუუ, მომეჩვენა რომ ძალიან მშრალი იყო, უემოციო. არ ვიცი შეიძლება ასე გქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ მე მაინც დამაკლდა. მერე რა რომ სულ დიალოგები იყო. დიალოგებშიც არანაირი ემოცია არ იყო, თუნდაც უარყოფითი

მარიააამ, არ მიწყინო, ვგიჟდები მე შენზე, შენს ისტორიებზე და შენი ისტორიების გმირებზე. ილიას გახსენებაზე ეხლაც მიფორიაქდება გული. აი ასეთ მუხტს ველოდი და ვერ მივიღე

ძალიან დიდი მადლობა <3 არ მწყენია, გასაგებია ყველაფერი, ვეცდები გამოვასწორო ^_^ ბელო და ილია რომ გახსოვს ძალიან მიხარია

 


№12  offline წევრი eki_eka_ake

au shemecoda beqa ra ase rom gamoiyena da miagdo qetan misi daqali ar momwons ufro waaqeza rom es gaeketebina netav rito damtavrdeba? Mxolod erti dge gavida qorwilidan da ukve sashinel dgeahi chaagdo me tu mkitxav zedmeti mouvida <3 male dade shemdegi :* :*

 


№13  offline მოდერი მარრიამი

eki_eka_ake
au shemecoda beqa ra ase rom gamoiyena da miagdo qetan misi daqali ar momwons ufro waaqeza rom es gaeketebina netav rito damtavrdeba? Mxolod erti dge gavida qorwilidan da ukve sashinel dgeahi chaagdo me tu mkitxav zedmeti mouvida <3 male dade shemdegi :* :*

ვეცდები ხვალ დავდო <3

 


№14 სტუმარი Winston

Diese tropische Frucht hat aufgrund ihres auffälligen Aussehens und ihres
starken Nährwertprofils weltweit an Beliebtheit gewonnen. Lassen Sie uns die wichtigsten Vorteile der
Drachenfrucht erkunden und warum Sie diese Superfrucht in Ihre Ernährung
aufnehmen sollten. Egal, ob Sie die rote oder die gelbe Drachenfrucht bevorzugen, Drachenfrüchte bieten für jeden etwas.
Kokoswasser, die klare Flüssigkeit aus jungen Kokosnüssen, ist mehr als nur ein erfrischendes Getränk.

Mit seinem leicht süßen, nussigen Geschmack und seinem reichhaltigen Nährstoffprofil hat Kokoswasser aufgrund seiner einzigartigen gesundheitlichen Vorteile an Beliebtheit gewonnen. Vollgepackt mit Elektrolyten wie Kalium, Magnesium
und Kalzium ist es ein ideales Getränk zur Flüssigkeitszufuhr und für
natürliches Wohlbefinden. Der Zusammenhang zwischen Nieren und Blutdruck ist ein wichtiger Aspekt der Gesundheit, den viele Menschen übersehen.
Eine Testosteronersatztherapie (TRT) kann dann verschrieben werden, wenn mehrere Symptome eines niedrigen Testosteronspiegels auftreten und Bluttestergebnisse auf
einen Mangel hinweisen. Sowohl Magnesium- als auch Zinkmangel kann
durch die Ernährung ausgeglichen werden.
Zink ist ebenfalls in dunklem Gemüse, Leinsamen oder Kürbiskernen enthalten. Wie
Magnesium kann auch Zinkmangel zu einem Absinken des Testosteronspiegels beitragen.
Substanzen wie Quercetin, Genistein und Postbiotika (wie kurzkettige Fettsäuren,
SCFAs) haben in Studien gezeigt, dass sie die Insulinsensitivität verbessern können. Wie bereits erwähnt,
können Testosteronpräparate eine hervorragende Möglichkeit sein, den Testosteronspiegel auf natürliche und sichere Weise zu erhöhen. Allerdings ist es wichtig,
eine Testosteron-Ergänzung, die tatsächlich funktioniert zu bekommen. Nach Untersuchungen der National Institutes of Health (NIH) sinkt
der Gesamttestosteronspiegel im Durchschnitt um 1,6 % pro Jahr[1].

Dazu gehören Lachs und andere fette Fische, angereicherte Milch- und
Getreideprodukte. Die Symptome eines niedrigen Testosteronspiegels können unter anderem Erektionsstörungen oder die Abnahme der Knochenmasse und
des Sexualtriebs sein. Erfahren Sie hier, wie Sie Ihren Testosteronspiegel aufrechterhalten können. Es wird in der ayurvedischen Medizin verwendet, um bei Verdauungsproblemen und Libido zu helfen. Eine Studie aus dem Jahr 2011 kam zu dem Schluss, dass Bockshornklee die Libido verbessern und einen gesunden Testosteronspiegel aufrechterhalten kann.
Eine 2009 an männlichen Athleten durchgeführte Studie kam jedoch zu
dem Schluss, dass Bockshornklee keinen Vorteil für den Testosteronspiegel hatte.

Viele, die es verwenden, haben von seiner Wirksamkeit berichtet, während andere keine Verbesserung bemerkt
haben. Leinsamen können den Testosteronspiegel senken, indem sie die Menge an Stresshormonen im Körper
reduzieren. Dies geschieht durch Phytoöstrogene
in Leinsamen, die als natürliches Anti-Stress-Mittel wirken können. Phytoöstrogene helfen möglicherweise auch bei der Herstellung von anderen Hormonen. Alkohol kann den Testosteronspiegel beeinflussen, indem er die Produktion des
Hormons hemmen soll.
Aktuelle Studien haben gezeigt, dass die Testosteronausschüttung mit
der täglichen Einnahme eines Ashwagandha-Präparats gesteigert
werden kann. Dank der potenziell stresslindernden Wirkung dieses pflanzlichen Mittels und seiner möglichen positiven Auswirkungen auf die sportliche Leistung
ist Ashwagandha ein Kraftpaket für Männer, die ihre
allgemeine Vitalität verbessern möchten. Fischöl enthält eine hohe Menge an Omega-3-Fettsäuren wie EPA und DHA und soll sich positiv auf den Testosteronspiegel auswirken.
Sie bieten Ihnen eine beträchtliche Menge an exogenem Testosteron,
das Ihren natürlichen Testosteronspiegel unterdrückt und ersetzt.
Dies stellt an sich schon ein Risiko dar, insbesondere wenn Sie einen exogenen Testosteronzyklus beendet haben. Untersuchungen haben gezeigt, dass es verschiedene
gesundheitliche Vorteile hat und auch als natürlicher testosteron pflaster
nebenwirkungen (epsontario.com)-Booster wirken kann.
Konzentrieren Sie sich auf eine Ernährung, die auf
Vollwertkost, regelmäßiger Bewegung, gutem Schlaf, Lachen und
einem ausgewogenen Lebensstil basiert. All dies kann Stress reduzieren und
Ihre Gesundheit und Ihren Testosteronspiegel verbessern. Stress und ein hoher Cortisolspiegel können auch
die Nahrungsaufnahme, die Gewichtszunahme und die Einlagerung von schädlichem Körperfett um Ihre Organe erhöhen.
Deshalb ist es wichtig, sich professionell beraten zu lassen – ob nun bei einem Arzt oder einem Therapeuten.
Testosteron spielt eine zentrale Rolle nicht nur in deiner körperlichen Verfassung,
sondern auch in deinem emotionalen Gleichgewicht. Eine ausgewogene Ernährung reich an Omega-3-Fettsäuren und regelmäßige
Bewegung sind nur zwei Beispiele dafür. Forschungen zeigen immer wieder die positive Wirkung eines gesunden Lebensstils auf den Hormonhaushalt.
Es gibt zahlreiche naturbasierte Methoden und Verhaltensweisen, die helfen können, deinen Testosteronspiegel
auf gesunde Weise ins Gleichgewicht zu bringen.

 


№15 სტუმარი Maryellen

As somebody who balances intense exercises with
a demanding schedule, I’ve always struggled with midday crashes.
My search for solutions led me to explore how
specific foods might assist each my vitality wants and
hormonal well being. After months of trial and error, I found snacks that not
only maintain me energized but also align...
When you prioritize a great sleep, it ensures that fasting helps your hormones somewhat than leading to imbalances as a
end result of lack of rest. What you eat when breaking your fast is just as essential because the quick itself.

Any day that you don’t get 20 minutes of direct daylight on your skin, you wish to supplement with 5,000 international items of vitamin D3.
Alcohol consumption can cut back the manufacturing and
release of hormones which may be needed for reproductive capabilities and intervene with hormone manufacturing in the hypothalamus.
All of those threat elements deplete the conventional immune response, may result in obesity and diabetes, tax the
physique, and reduce metabolism. Analysis exhibits that low
testosterone has turn into such a difficulty that up to 40 % of men over 45 are affected.

LifeMD and WeightWatchers are two telehealth platforms with a common goal of
supporting weight reduction. LifeMD and Noom are two telehealth platforms
providing weight loss treatment. Learn more in regards to the differences, similarities, and which can be best natural steroids supplements for you.

I had been doing intermittent fasting earlier than, however I additionally continued
doing the 16/8 intermittent fasting schedule throughout my restoration. Metformin is a kind 2 diabetes remedy that
may additionally promote weight reduction. Uncover the problems and
potential risks that male hypogonadism can have on erectile operate and total reproductive health.
To find out if this system is right for you, just reply some about your symptoms and medical historical
past.
For extra information about the relationship between Hone and the medical practices, click right here.

Research-backed tools, ways, and techniques to maximize your well being, delivered to your
inbox every Monday. And all the other advantages that come with raising your testosterone safely.
However that is often misinterpreted and there are a few important details that folks typically
miss when discussing this research, says Kreipke.

If you were looking for a pure enhancement protocol, some analysis suggests that IF
may be an excellent possibility. Their pure elements
work together with your body’s natural biology to gently but potently suppress appetite signaling.

In 1988, researchers on the University of Virginia discovered that, after 24 hours of not consuming, mens’ production of growth hormone increased by a whopping 2000% (source).
Fasting will not, in itself, promote elevated testosterone
manufacturing. That's as a outcome of the body responds to hunger when we limit
caloric intake. These do not embrace the manufacturing of new
anabolic hormones, and so testosterone manufacturing could diminish barely.
In alternate-day fasting, regular eating days alternate with
days whenever you quick or devour only a few calories.

This issue is clearly emphasized by The World Well Being Group (WHO) for public well being [22].

Therefore, the consumption of mineralized waters should present a sufficient amount of energy-free minerals/elements [23,24].
It is understood that in fasting minerals are extra simply absorbed from ingested water than from food [25,26].

With that being said, taking HGH injections whereas fasting appears to be
secure, as lengthy as the affected person doesn't
have any of the contraindications we already mentioned. It
is a natural course of that includes removing waste from the cell, in addition to recycling broken components.
This process is thought to play a preventive position against the development of illnesses
such as cancer. With Fastic, hundreds of thousands of people have
achieved their desired weight, overcome
illness and regained their quality of life. You
ought to at all times seek the recommendation of your
physician or other certified well being provider with any questions you might have relating to
a medical situation or your particular state of affairs. Never disregard
professional medical recommendation or delay
looking for it because of BetterMe content material.
Testosterone is a hormone primarily produced in males's testicles (and in smaller quantities in ladies's ovaries).
It performs a vital role within the improvement of
male reproductive tissues, in addition to promoting secondary sexual characteristics similar to elevated muscle mass,
bone density, and physique hair. This is why, through fasting,
your physique has time to process glucose and increase insulin sensitivity.
As we realized before, lean body mass and weight reduction promote testosterone manufacturing,
creating a full circle.
Dietary restriction will increase the number of newly generated neural cells,
and induces BDNF expression, within the dentate gyrus of rats.
Mark currently owns 5 sites in the men's sexual health niche and has published
greater than 5,000 articles and weblog posts on dozens
of websites everywhere in the world wide net. Lastly, learn the difference between emotional
starvation and bodily hunger. A lot of what we consider
as "hunger" is definitely our psychological addiction to the process of consuming.
More essential, the caffeine in each drinks is a potent appetite
suppressant. I as soon as tried to cross the time throughout a
fast reading paperbacks about a non-public detective who loves
to prepare dinner. As An Alternative, fill your time with activities that distract you out of your hunger.

 


№16 სტუმარი Eldon

Steve was also having good outcomes when it came to elevated stamina and
endurance. He additionally didn’t assume he was as tired and exhausted
after a visit to the health club. Throughout the check section, we had our purchasers get
their T depend measured, and we took a detailed have a look at
coaching capability, endurance, and the impact
Best
Legal Steroids On The Market
muscle mass. We teamed
up with a quantity of purchasers to check out the claims of this testosterone booster.
A every day dosage of 2.5 to 6 milligrams of boron has been administered in most studies for osteoarthritis and energy conditioning.
The key ingredient in the Six Star Testosterone Booster is boron, which based on a examine in the National Library of Drugs, is a helpful
hint mineral for regulating sex hormones [1]. Six Star Testosterone Booster is one of the main complement corporations in America, and we've recommended several of their products prior
to now.
In my quest to address points like low testosterone ranges, muscle loss, high cortisol, fatigue, and lowered exercise performance,
I came across the Six Star Testosterone Booster supplement.
My #1 ranked testosterone booster on this website
(TestoGen) really enhanced my strength coaching efficiency, in addition to
my sexual efficiency. I observed results within days of taking it,
both in the bedroom and my weight coaching efficiency.

I love taking that testosterone booster before
the health club as sort of a pre exercise supplement and have
seen important muscle growth after doing so. Greetings
fellow gym-goers, it’s Jackson right here to share my experience
with Zdravo Nutrition’s testosterone complement for men. As somebody who takes their exercises critically, I am
all the time looking for methods to enhance my performance and results.

This product has positively helped me achieve that with its powerful mix of natural elements like Tongkat Ali.


This ratio is essential because an imbalance in the ratio in path of cortisol is among the primary factors which may make you feel drained and fatigued.
A proprietary blend is very common today and makes our
analysis tough because we battle to determine if they are included in a high sufficient
dose to have any impact.
Increased vitality levels can be because of a rise in your
testosterone ranges, but this isn't the one cause.

It makes use of components that combat stress, and in flip, improve your testosterone ranges and quality of life as a man. There are additionally ingredients which enhance blood move,
which can positively have an result on your erections.

This booster not only helps with muscle progress but additionally aids in post-workout recovery.

Secondly, there are countless choices obtainable available
within the market when it comes to testosterone boosters.
This could make it overwhelming and complicated for people to
choose the proper one for their particular needs.

No, there aren't any clinically confirmed estrogen blocking ingredients within the formulation, which is a significant downside in our view.
The lack of an estrogen blocker element is probably one of the reasons why we do
not advocate this testosterone booster.
At All Times check with the newest scientific literature for probably the most up-to-date info.
These kinds of nutrients can actually assist contribute
to your body’s increased natural manufacturing of testosterone.

If you aren’t in search of anything spectacular but nonetheless want first rate leads to
the health club, Six Star Testosterone Booster could possibly be your reply.
Ultimately, there’s a scarcity of human evidence to
substantiate any beneficial effects Ginkgo may have
in your testosterone levels. We consider Six Star Take A Look At Booster could’ve used a proven ingredient right here as an alternative of gambling with
Ginkgo. One thing we did discover was that Six Star Pro Diet
aims to deliver clinically-backed, premium dietary supplements at a worth that’s reasonably
priced to everybody.
Sadly the elements can’t assist these claims, it’s just about unimaginable for any complement
to have a major effect in only a few days as some
have claimed. Six Star Testosterone Booster claim enhancements in T-levels
after 7 days. Some guys have reported energy features on this time, other guys
have taken it for six weeks and seen no results in any respect.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent