ისევ შემიყვარე... თავი (20) ნაწილი (2)
გვიანი იყო სახლში რომ წამოვედი,დათომ და თემომ გამომაცილეს და გზაში ათასი რჩევა-დარიგებით შემამკეს. სახლში გაყინული შევედი,აკანკალებულმა გავიძრე დუტი და საკიდზე ამოვკიდე,ფეხსაცმელები იქვე მივყარე და ფეხები ფუმფულა ფეხსაცმელებში ჩავყავი.სამზარეულოში შევედი ნათია და ნინო ისხდნენ ჩაის სვამდნენ. -მოხვედი დე?-გამიღიმა ნინომ -არა დე,ისევ იქაა-გაეცინა ნათიას -იუმორის დედა ხარ ნათია!-მეც გამეცინა-აუ დე,ჩაი მეც დამისხი რა-სამზარეულოს ბარის მაღალ სკამზე შემოვსკუპდი და იდაყვებით რაფას დავეყრდენი ნათია ისეთი აღფრთოვანებული ლაპარაკობდა რუსეთზე,რომ ნერვები მომეშალა,ვერ ვიტანდი ამ ქვეყანას და იქ წასვლაც მესიკვდილებოდა. გვიანობამდე ვისხედით სამზარეულოში და განვიხილავდით მოსკოვში ვიზიტს.ცოტახანში აკომ დამირეკა -ჰო აკო -მიხვედი? -კი -რატო არ მომწერე მერე? -დარეკვას ვაპირებდი აკო,შენ როგორ ხარ? -მე კარგად ვარ ნია,ხდება რამე? -არა,რა უნდა ხდებოდეს? -აბა რანაირად იქცევი? ხო იცი რო გელოდებოდი? -მაპატიე,ვაპირებდი მოწერას -კარგი,კარგი,დაძინებას არ აპირებ? გვიანია უკვე -კი აკო,გადავივლებ და დავწვები,მხარი როგორ გაქვს? -უკეთესად,პროსტა წოლა აღარ შემიძლია -მალე გაგივლის და შეძლებ წამოდგომას -ჰო,იმედია,კარგი მიდი გადაივლე და დაიძინე,ფეისბუქზე არ შეხვიდე იცოდე-გაეცინა-მიყვარხარ მეც გამეცინა და გავუთიშე,გადავივლე და ჩავწექი. დილით ბავშვებმა დამირეკეს და აკოსთან წავედით,რომ მივედი სახე გაუნათდა -აუ რა მაგრად გამისწორეთ ტო-გაეცინა-ნია მოდი რა,ხელი გამომიწოდა -რავიცი ისე ჩვენც აქ ვართ-სასხვათაშორისოდ თქვა ლადომ და დაუსტვინა -ეჭვიანობ ლადუნა?-თვალი ჩაუკრა დანელიამ და გაუღიმა -ჩემო გიჟო,გახსოვს ჩვენი ვნებიანი ღამეები?-კოცნა გაუგზავნა ლადომ -მმმ,სასწაული იყო-გაეცინა დანელიას -მიღალატე ალეკუნა?-ტუჩები დაპრუწა გიგამ -აუ რა ქალუსიები ხართ!-გაბრაზდა სალომე,ვერ იტანდა ასე საზიზღრად რომ ღადაობდნენ -ნუ ეჭვიანობ სალომე,ლადუნა სულ შენია ეხლა -გიგა,წადი თავი აიფეთქე და მერე გვამი გადამალე-თვალები დააწვრილა ელენემ -მერე შენ რა გეშველება ჩემო პატარა?-ენა მოუჩლიფა გიგამ და უჩქმიტა მოკლედ დიდხანს ვიმასხარავეთ ასე,აკომ მთხოვა მესენჯერში თოკოსთან მინაწერებში შევსულიყავი და ვირაც ნიკას ნომერი ამომეწერა,მინაწერებში შევედი და ჩემი სახელი წავიკითხე.მომენტალურად ავყევი ნაწერებს -რა ქენი ბიჭო? -რავი ტო,ვჩალიჩობ მარა არაო,უარზეა -კაი შეჩ*მა შეეშვი ოდოა გოგო,არ გეყო რაც გაამწარე? -შენც ხო იცი რო ეგ სპეციალურად არ გამიკეთებია? -და რატო არ ეშვები ჰა? გაუშვი რა თავის გზაზე,ხო იძახდი რო აღარ მიყვარსო -ბიჭო ვერ ვეშვები რა,თანაც ვიცი რო ვუყვარვარ და იქნებ ისევ დავეჩალიჩო -და რა პონტში? ცოდოა შეჩ*მა -მაინტერესებს ისევ ვუყვარვარ თუ არა,დავეჩალიჩები იქნებ გამოვიდეს რამე -ეეე მაგრად ატრაკებ რა,ხო იცი რო არ გაპატიებს? -გავმაზოთ? -არ გინდა რა,პროსტა მაგრად მიყვარს ეგ ბავშვი,კარგი გოგოა თანაც იმენა მაგრად გაუჩალიჩე უკვე,იცოდე არ ქნა ეგ,მაგრად მიქარავ -კაი რა ,პროსტა მაინტერესებს რას იზამს,თან მგონი არავინ არ ყავს -ცუდად იქცევი ძმაო,იცოდე შემოგიბრუნდება,არ გირჩევ ბრატ,მოკალი რა ეგ ბაზარი ვაბშე. მეტი აღარ წამიკითხავს,ვუყურებდი ნაწერს და არ მჯეროდა,თუმცა ეს ფაქტი იყო,რომელსაც ჩემი თვალით ვხედავდი,რა ვიგრძენი? გამეცინა,მწარედ გამეცინა,ხომ იცოდი ნია? ხომ იცოდი რომ თუ კაცი ერთხელ ჩაიჭრება მას მეორედ რომ აღარ უნდა ენდო? და ახლა რას ეტყვი ამ შენს დამპალ გულს? ადგები და წხვალ? ხმას არ გასცემ? უბრალოდ უსიტყვოდ წახვალ თუ ყველაფერს ეტყვი რასაც ფიქრობ? იმ წუთას ვერ ვაზროვნებდი,ისე გადამეკეტა დანა რომ გაეყარათ წვეთი სისხლი არ წამოვიდოდა.ამაკანკალა,სახეზე წამოვხურდი,ყელში ნაცნობი ბურთი გამეჩხირა,თუმცა გადავაგორე.გული სწრაფად მიცემდა,ყველა ემოცია და გრძნობა ერთიანად მომწვა,სისხლი გამეყინა ძარღვებში.არ წაიქცე ნია! არ წაიქცე ნია! ვუმეორებდი საკუთარ თავს.თავი ხელში აიყვანე,სისუსტე არ გამოიჩინო,არ დაანახო რომ გაიმარჯვა.ნია უბრალოდ უხმოდ წადი! ნია ადექი და უხმოდ გადი! უბრალოდ წადი! არ იმსახურებს შენს ერთ სიტყვასაც კი! ვუმეორებდი საკუთარ თავს,თუმცა ზუსტად ვიცოდი ახლა რომ ავმდგარიყავი ნაბიჯსაც კი ვერ გადავდგამდი,უეჭველად წავიქცეოდი.სუნთქვა გამიხშირდა.არ იტირო ნია! ეგ არ გაბედო! შენ ძლიერი ხარ! ამასაც გადაიტან,ესეც გაივლის! ხომ ელოდი? ხომ იცოდი?! ხოდა ახლა კეთილი ინებე და უხმოდ გაეცალე აქაურობას! ისევ და ისევ საკუთარ მეს ველაპარაკებოდი.მგონი რაღაც მკითხა ალეკომ თუმცა იმდენად ტრანსში ვიყავი,რომ ვერ გავარჩიე სიტყვები,აკანკალებული წამოვდექი,ტელეფონი დავუბრუნე და სწრაფად გავეცალე იქაურობას.მეძახდა,ჰო მგონი მეძახდა,თუმცა კარგად ვერ გავარჩიე ხმა.ვიტირე? საერთოდ არა,თუმცა ბურთი ისევ გაჩხერილი მონდა ყელში,გადავაგორე,უკვე მერამდენედ გადავაგორე,მაგრამ ისევ იჩხირებოდა და მაიძულებდა,რომ მეტირა.არ ვიტირებ! წინ იყურე ნია! თავი ხელში აიყვანე! ახლა მხოლოდ საკუთარ თავს ველაპარაკებოდი,თუმცა გონებაში.ნაბიჯებს ავუჩქარე სწრაფად ჩამოვედი ვერიდან,და რუსტაველის მოედანს დავუყევი ფეხით,ციოდა და თან როგორ ციოდა,თუმცა ეს ვერ ვიგრძენი.ტელეფონი რეკავდა,ესეც ბუნდოვნად ჩამესმოდა,გაბრუებული მივყვებოდი გრძელ ბულვარს,ტაქსი გავაჩერე ინსტიქტურად და სწრაფად ჩავჯექი -საით? -ნახალოვკაში-გაყინული სახით გავეცი გაოცებულ მძღოლს პასუხი მეტი არაფერი უკითხავს. უხმოდ ვიჯექი სივრცეს მიშტერებული.რა გავაკეთო ახლა მე? ხომ იოდა რომ ამას ვეღარ გადავიტანდი? გსმენიათ ალბათ სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯიაო არ დაიჯეროთ,ტყუილია.სიძულვილიც კი გრძნობაა,თუმცა ამ გრძნობასაც კი არ იმსახურებდა დანელია.რას ვგრძობდი? საერთოდ არაფერს,არც მძულდა,არც მიყვარდა,არ ვიცი როგორ,ასე უცებ რანაირად,მაგრამ მოკვდა,ჩემში მოკვდა,ყველანაირი გრძნობა მოკვდა და ეს უფრო მეტად მეტკინა ვიდრე მისი საქციელი.თვალები მაგრად დავხუჭე,თუმცა მაინ არ მივეცი ცრემლებს უფლება დაგორებულიყვნენ ლოყებზე და გზა გაეკვლიათ.არ ვიცი რამდენ ხანში მივედით ნახალოვკაში,დროის შეგრძნებაც კი დავკარგე,ალბათ მთელი დღე რომ ევლო ტაქსს წინ და უკან ვერ მივხვდებოდი -მოვედით,კონკრეტულად სად გინდა? თუ აქ ჩამოხვალ?-მისმა ბოხმა ხმამ გამომარკვია -უკაცრავად,რამდენი უნდა მოგცეთ? -5 ლარი სწრაფად ამოვაძვრე ჯიბიდან ფული და მძღოლს გავუწოდე.კარები სწრაფად მივხურე,ჩემი სახლიდან ცოტა მოშორებით გაუჩერებია,თუმცა კონკრეტულად არც მითქვამს მისამართი.ნელი ნაბიჯებით გავუყევი გზას,ტელეფონი ისევ და ისევ რეკავდა,ბოლოს გამოვრთე.არავის ნახვა და არც არავისთან ლაპარაკი არ მინდოდა,ეს უფრო მეტად გამაღიზიანებდა,ვის რა უნდა ეთქვა? ყველა ხომ ისედაც მაფრთხილებდა.ხომ გეუბნებოდიოს მეტს მათგან ვერაფერს გავიგებდი.უხმოდ ავედი სახლში და ჩემს ოთახს მივაშურე,გამიმართლა რომ არავინ იყო ბებოს გარდა,დიდი ლაპარაკით თამილა არ გამოირჩეოდა,ბებო გენაცვალოსო მითხრა მგონი რომ დამინახა და ისევ ტელევიზორის ყურება განაგრძო. არ ვიცი დაახლოებით რამდენი საათი ვიჯექი ერთ პოზაში გაშტერებული,თუმა აზრზე ნათიას ხმამ მომიყვანა -ნია,ნიამეთქი-შემაჯანჯღარა -ჰო-დაბალ ხმაზე ვუპასუხე -გასკდა ტელეფონი! რამდენჯერ დარეკა სალომემ,უპასუხე რა-ტელეფონი მომაჩეჩა -გისმენ-ჩვეულებრივად ვუპასუხე -ვაიმე ნია! სად გაიქეცი გოგო ასე უთქმელად?! მოხდა რამე?ტელეფონი სად გაქვს?! გაგვისკდა გული,მოიცა აკოს დაელაპარაკე მართმევს ტელეფონს სანამ აკოს გადააწოდა ტელეფონი მანამდე გავთიშე და ნათიას გავუწოდე ტელეფონი -ნია,კარგად ხარ?-გაოებულმა შემომხედა -კი -ისევ რეკავს,რა ვქნა? მხრები ავიჩეჩე,ყურმილი მომაწოდა,თუმცა არ გამოვართვი,არც კი შემიხედავს მისთვის -ნია რა გავაკეთო-გაოცებული მიყურებდა ნათია ტელეფონი გამოვართვი და გავთიშე,შემდეგ გავუღიმე და ისევ ფანჯარაში განვაგრძე ყურება -ნია,რამე მოხდა?მითხარი რა გჭირს -გადი-გავუღიმე და ისევ კარებისკენ მივუთითე -არ გავალ სანამ არ მეტყვი რა მოხდა -თავი მტკივა,წამალს ვერ მომიტან?-უნიჭოდ ვიცრუე იმ იმედით რომ გავიდოდა თავი დამიქნია და სწრაფად გავარდა ოთახიდან,მეც ამით ვისარგებლე და კარები გადავკეტე,დიდხანს აბრახუნა,მაგრამ არ გავუღე. რაზე ვფიქრობდი უხმოდ?თვითონაც არ ვიცი,დანელიაზე?არა უფრო იმაზე რომ ცხოვრება იმდენად დამპალი რამაა რომ თუ დედა ვერ გიტირა ამის მცდელობით არასოდეს დაიღლება.თუ ამოგიჩემა სანამ თავისას არ მიიღებს არ მოგეშვება,მის მარიონეტად გაქცევს.სიყვარული? ამის გაფიქრებისას გამეცინა,მე სიყვარულზე არასოდეს შემცვლია აზრი,ის საოცრებაა,მერე რა თუ არ გაგიმართლა?რა მისი ბრალია?ის უამრავ შანსს გაძლევს,ბოლოს კი თვითონაც ეზრდება ამ გამოუყენებელი შანსების გაცემით.ნინო და ნათიამ ერთიანი ძალებით შემომიტიესსხვა გზა რომ აღარ დამიტოვეს კარები გავაღე,შემეცოდნენ რა შუაში იყვნენ ისინი?მათ ხომ მხოლოდ ჩემი ბედნიერაბ და კარგად ყოფნა უნდოდათ?ჩემი საქციელებით კი მათ ვტანჯავდი -ნია რა ჯანდაბა გჭირს?-თვალებგაფართოებული მეცა ნინო -თავი მტკივა,მგონი სიცხეც მაქვს-ჩავახველე -კარებს რატომ არ გვიღებდი?-არ მომეშვა დედა -მეძინა-მხრები ავიჩეჩე -კარგი,მიდი ჩაწექი თერმომეტრს და წამალს მოვიტან უხმოდ შევასრულე ნინოს ბრძანება,ავწექი და თვალები დავხუჭე,სიცხე გამიზომა ჩემდაგასახარად 38 მქონდა,თუმცა ამას სრულიად ვერ ვგრძნობდი,წამალი დამალევინა და მარტო დამტოვა.ემბრიონის ფორმაში ვიწექი.თვალები მებლანდებოდა,უკვე მართლა ვეღარაფერს ვარჩევდი,ალბათ წამალმა იმოქმედა,ნინოს ვთხოვე ძილის წამალიც მოეცა.ცოტახანში ისევ ნათია შემოვიდა ოთახში -ნია,გძინავს? პასუხი არ გავეცი თუმცა მერე გავიგონე ვირაცას რომ უთხრა ძინავს სიცხე აქვს და რომ გაიღვიზებს ვეტყვი გადმოგირეკოსო.მხოლოდ ესღა მახსოვს,მერე? მერე თვალები მაგრად დავხუჭე და ძილმაც აღარ დააყოვნა. ______________________________________ ძლივს დავწერე ეს თავი,ყველაფერი გამახსენდა და ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე,არ ვიცი ეს რომ ვინმე სხვას დამართვნოდა ალბათ არ დავიჯერებდი,თუმცა სამწუხაროდ ეს ყველაფერი რეალობაა და ვერსად გავექცევი.არ მინდა თქვენზე ცუდად იმოქმედოს ამ ყველაფერმა ამიტომაც თუ მეტყვით რომ აღარ გავაგრძელო გაგიგებთ.უბრალოდ რადგანაც დავიწყე წერა მინდ აბოლომდე დავასრულო.თუმპა თვენი აზრი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია,ველოდები თქვენს აზრებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.