შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩანახატი (23 თავი)


29-01-2016, 00:18
ავტორი murachashvili
ნანახია 2 927

ოცდამესამე თავი

იმ დღეს როგორც იქნა მოწმეთა დაკითხვა დასრულდა, იწყებოდა ახალი ეტაპი, მოძიებული ფაქტებისა და მტკიცებულებების კვლევა, სასამართლოში წარმოადგინეს ექსპერტიზის შედეგები, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გარდაცვალება თავის ბლაგვ საგანზე დარტყმით იყო გამოწვეული.
სასამართლო სხდომაზე განაჩენის გამოტანის თარიღი გამოცხადდა და ეს კოშმარი დღეც დასრულდა.
კიდევ ერთი ტალღა კივილისა და შეურაწყოფის, კიდევ ერთხელ მკვლელად და სისხლის მსმელად მოხსენიება. თავდახრილი მიჰყვებოდა ბადრაგს გიორგი და ცდილობდა გვერდზე არ გაეხედა. ცდილობდა არ მოესმინა. ზურგს უკან ჩქარი ნაბიჯის ხმა ესმოდა, უნებურად ერთ ადგილზე გახევდა, როცა იგრძნო სუსტი ხელებით როგორ ჩამოეკიდა ვიღაც ზურგზე, სახეზე ჩამოკაწრეს, მაგრამ ვაჟს ტკივილი არ უგრძვნია, გამოფიტული, უემოციო სახით უმზერდა ორი თავით მასზე დაბალ შავოსან ქალს.
ბადრაგებმა კოლიდორში მოაქციეს და მისი უსაფრთხოდ გაყვანა სცადეს.
- ჩემი ცოდვით ვერ გაიხარებ... ღმერთს ვთხოვ შენი მშობლებიც ისეთივე გამწარებული მანახოს, როგორც მე ვარ დღეს... - უკნიდან უკიოდა ქალი.
ყურებში მხოლოდ მისი ხმა ესმოდა, აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს და მშობლებს ეძებდა, იქვე მოშორებით დალანდა მამას ჩახუტებული დედა, მხრების ცახცახით მიხვდა, რომ ტიროდა, სულ რამდენიმე წამით უმზერდა თამაზი თვალებში, მაგრამ ეს წამიც კი საკმარისი აღმოჩნდა გიორგისთვის, ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა მშობელს და თავდახრილი ბადრაგთან ერთად სასჯელ -აღსრულების ავტომობილში ჩაჯდა. ავტომობილის უკანა კარებში ჩაყოლებული წვრილი გისოსებიდან კიდევ ერთხელ დალანდა აკასთან ერთად სასამართლოს კიბეებზე ნელი ნაბიჯით მომავალი თეკლე. გულში ტკივილმა გაჰკრა და ცრემლიც ჩამოგორდა, აქ თამაში არ ჭირდებოდა, აქ მხოლოდ ის და მისი ურჩი მეორე მე იყო.

კარგად ახსოვდა თამაზს ვაჟის დაბადება, ნანატრი შვილი, მისი მემკვიდრე. თუმცა მკაცრი იყო, ალბათ სათანადოდ ვერც ამჟღავნებდა საკუთარ გრძობებს. შეძლებული ოჯახი არ ჰყავდა. დიდი ბრძოლა გადაიტანა საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად. ოცდათხუთმეტი წლის ასაკში მოიყვანა ცოლად თავისივე თანამშრომელი, უყვარდა მეუღლე? ძალიან, მაგრამ საკუთარი გრძნობების შესახებ ხმამაღლა არასოდეს უღქვამს.
თითქმის ათი წელი შვილი არ ჰყავდათ. განიცდიდა, ნერვიულობდა, ერთხელაც კი არ დასცდენია საყვედური, კითხვაც კი არ დაუსვავს, იქნებ ექიმთან წავიდეთო. ორივენი საკუთარი საქმით იყვნენ დაკავებულნი, თავად პროკუტარურაში გადავიდა რიგირთ გამომძიებლად, მეუღლე ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროში დარჩა. თითოეულ ნაბიჯს წინასწარ თვლიდა. ფრთხილად ნაბიჯ-ნაბიჯ აღწევდა წარმატებას. საკმაოდ გრძელი გზა გაიარა გამომძიებლობიდან პროკურორობამდე, შემდეგ კი გენერალური პროკურორის ტიტულიც მოიპოვა.
ცხოვრებამ თითქოს გაამკაცრა, სახე დაუკარგა, სახლშიც კი პროკურორის ტიტული ჰქონდა მორგებული. იქაც მბრალმდებლის სტატუსით სარგებლობდა.
მტრები ბევრი ჰყავდა, საკუთარ თავს ნაკლებად დარდობდა, მაგრამ ეშინოდა მასზე დაბოღმილებს მის ოჯახზე არ ეძიათ შური.
გიორგის ამ პრობლემამ კიდევ ერთხელ დაანახა მის მიმართ დაგროვილი ფარული, ჩაგუბებული ზიზღი. თითქოს დრო იხელთეს, პრესა აჭრელებული იყო მასზე სტატიებით, კიცხავდნენ, ლანძღავდნენ, ათას სიბინძურეს აბრალებდნენ. იქნებ ნაწილი სიმართლეც იყო, ალბათ ერთ დროს მართლაც ასეთი იყო, ალბათ ეწეოდა, დებოშსაც ტეხდა, ყოველთვის უკვირდა, როგორ ახერხებდნენ ჟურნალისტები ასეთი სათაურების შერჩევა: „განზრახ მკვლელობა უნივერსიტეტის ეზოში“, „გიორგი ასათიანის მორიგი ჩხუბი მკვლელობით დასრულდა“, „სასახელო მამის სასახელო შვილი“..., „რა უჯდება გენერალურ პროკურორს საკუთარი შვილის გამართლება?“....
ზუსტად იცოდა, რომ მისი შვილი გამიზნულად, განზრახ ადამიანს არ მოკლავდა, იქნებ ეჭვი შეპარვოდა, მაგრამ უმზერდა მის მეგობრებს და მათ თვალებში ხედავდა უტყუარ ჭეშმარიტებას. ადვოკატს ერთხელაც კი არ დაურიგებია ისინი ჩვენება რა ფორმით უნდა მიეცათ, კითხვაზე სწორი პასუხის შერჩევაც კი არ უცდიათ, სიმართლე მხოლოდ ერთი იყო და მას ვერავინ გადაახტებოდა.
სხვა დროს ალბათ დაუფიქრებლობისთვის გაკიცხავდა, უსაყვედურებდა, რომ არ იფიქრა მშობლებზე, მათ სახელზე, იმ მოსალოდნელ პრობლემებზე რასაც მისი ნასამართლობით შეუქმნიდა. მთელი ცხოვრება ხომ ამის ეშინოდა, რომ ერთხელაც შვილის გაუაზრებელი ნაბიჯის გამო თანამდებობის დატოვება მოუხდებოდა. ეხლა რა მოხდა?
თითქოს ნათლად დაინახა, რომ მისი შვილის უდანაშაულობა დიახაც რომ დამტკიცდა, უმზერდა ერთად-ერთ ვაჟს და უნდოდა როგორმე ეგრძნობინებინა, რომ მისით ამაყობდა, რომ ნებისმიერ დროს გვერდით დაუდგებოდა, ბოლომდე მასთან იქნებოდა.
უცებ შიშმა შეიპყრო, რა იქნებოდა თუ მოსამართლე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანდა? რაოდენ დარწმუნებულიც არ უნდა ყოფილიყო ბრალდებულის უდანაშაულობაში, საზოგადოების აზრს გაითვალისწინებდა და თუნდაც სხვა ჩინოვნიკების სამაგალითოდ, მის ვაჟს დამნაშავედ სცნობდა?
- რატომ? - საკუთარ თავს ჰკითხა მან და პასუხიც მაშინვე გასცა: - ერთად ერთი სწორი გადაწყვეტილება გიორგისთვის გამამართლებელი განაჩენის გამოტანაა, მაგრამ ამას ვერ გააკეთებს. მიზეზი მარტივი იყო, ბრალს დასდებდნენ, რომ გენერალურ პროკურორთან გარიგებაზე წავიდა. ალბათ საკუთარ ადგილს გაუფრთხილდებოდა ისიც, საკუთარ კარიერას საფრთხეს ხომ არ შეუქმნიდა?
თავი არავისთვის დაუხრია დღემდე, მაგრამ მზად იყო მუხლებზე დამდგარიყო და ისე ეხვეწნა შვილის უდანაშაულოდ აღიარება. ყველაფერს დასთმობდა, თანამდებობიდანაც კი გადადგებოდა თუ საჭირო იქნებოდა, ოღონდ...
უკვე სძულდა საქმეც, თანამდებოდაც, რომელიც მის შვილს თავისუფლებას უზღუდავდა, მაგრამ ზუსტად ხვდებოდა, რომ ეს ვერ უშველიდა, აზრი აღარ ჰქონდა, მის გადადგომას შვილის დამნაშავედ აღიარებად ჩაუთვლიდნენ. ხვდებოდა, რომ ამით უფრო მეტად ატკენდა, უზრო მეტად დააზიანებდა.
- რა ვქნა? როგორ დავეხმარო?! - სასოწარკვეთილი უკვე მერამდენედ ეკითხებოდა მეუღლეს, მაგრამ პასუხს ვერ იღებდა. ცოცხალ-მკვდრები დაბრუნდნენ სახლში. ორ კვირაში ყველაფერი დასრულდება, სასამართლო საბოლოო განაჩენს გამოაცხადებდა.

ბავშვები საღამოს დაბარებულებივით თამაზთან გამოცხადდნენ. გაოცებული უმზერდა მამაკაცი მისაღებ ოთახში მსხდომ ნაადრევად დაღვინებულსა და დამძიმებულ შვილის მეგობრებს. აშკარად ნერვიულობდნენ, ხელებს ისრესდნენ, ჩუმ-ჩუმად ერთმანეთს გადახედავდნენ ხოლმე, თითქოს ერთიმეორეს აგულიანებდნენ საუბრის დასაწყებად.
ბოლოს ისევ თეკლემ იმარჯვა: - ვიცით, რომ უდროო დროს მოვედით, ალბათ დასვენება გსურდათ, მაგრამ გულმა არ მოგვითმინა, აქ თქვენთან, როგორც პროკურორთან ისე გვსურდა საუბარი. თამაზ ბიძია, როგორ ფიქრობთ მისი გამართლების შანსი გვაქვს?
- ალბათ გაუჭირდებათ, - თავი დახარა მამაკაცმა, მეუღლეს დამნაშავე თვალებით გახედა. უმზერდა მათ და სიტყვებს თავს ვერ უყრიდა: - საზოგადოების აზრს ყურადღებას ყოველთვის აქცევენ, ხალხს შოუ უყვარს, წამებული გმირები, მაღალ ჩინოსნის ვაჟმა უდანაშაულო ვაჟი იმსხვერპლა. აი, ესაა მათი თვალით დანახული სიმართლე. ამ ეტაპზე სიტუაცია ჩემი ოჯახის სასარგებლოდ ნამდვილად არ არის...
- თუ საქმე მედიაშია, ჩვენც გამოვაქვეყნებთ სტატიებს, მონაწილეობას მივიღებთ შოუებში.... - გამოსავალს ეძებდა აკა.
- არა მგონია ამან შედეგი გამოიღოს... - საუბარში ჩაერთო გიორგის დედა, - გვინდა თუ არა ამის აღიარება, ალბათ გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანენ, შემდეგ იქნებ რამე შეიცვალოს და შეწყალება მოვახერხოთ...
- როგორ თუ გამამტყუნებელი? ის უდანაშაულოა და ამას სიცოცხლის ბოლო ამოსუნთქვამდე გავიმეორებ, მან ხომ ეს ჩვენს გამო გააკეთა, დავიჯერო ამას არ გაითვალისწინებენ? მაშინ ჩვენც დასაჭერები ვყოფილვართ, ყველანი ერთად ვიყავით... - გაცხარდა თეკლე.
გოგონას სასოწარკვეთილი სახის დანახვაზე ღიმილი ვერ შეიკავა თამაზმა:
- ბედნიერია ჩემი შვილი თქვენ რომ ჰყევხართ, თეკლე შვილო, მას არ ვამტყუნებ, ვერც ვერასოდეს გავამტყუნებ... მჯერა მისთვის თქვენც იგივეს გააკეთებდით... მტკიცებულებები და ფაქტები ჩემი შვილის სასარგებლოდ მოქმედებს, მაგრამ მოსამართლე რას იზავს არ ვიცი, ზოგადად სამართლიანი კაცის სახელი აქვს, მაგრამ ყველანი ადამიანები ვართ, ჩვენ-ჩვენი სისუსტეებით, მან კარგად იცის თუ გადაწყვეტილებას გიორგის სასარგებლოდ მიიღებს, არასამთავრობოები სავარაუდოდ არ მოისვენებენ და შეიძლება ეს ერთი საქმე ადგილის ფასადაც კი დაუჯდეს...

მთელი ორი კვირა ეკლებზე ისხდნენ, ითვლიდნენ დღეებს, ითვლიდნენ საათებს მეგობრები ციხის გარეთ, ხოლო გიორგი საკანში.
ისევ ბადრაგის მანქანით მიიყვანეს, ბორკილებ დადებული და თავდახრილი სასამართლოს სხდომის დარბაზში, ისევ მისთვის განკუთვნილ გალიაში გამოამწყვდიეს. გული გამალებით უცემდა და ელოდა მოსამართლის გამოჩენას. თვალი მოავლო დარბაზში მსხდომ მის მშობლებსა და მეგობრებს, მათ სახეებზე საიმედო ვერაფერი შენიშნა. თეკლეს ცრემლებით სავსე თვალების დანახვაზე, გული მოეწურა, ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა, მისი გამხნევება სცადა, თუმცა უნდა ეღიარებინა, რომ პირველად შეეშინდა და თავი სწრაფად დახარა. აღარ იყურებოდა მათი მიმართულებით. იცოდა ემოციებს ვეღარ შეიკავებდა.
მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლები აშკარად კმაყოფილნი, საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებული სახეებით უმზერდნენ.
სხდომის დარბაზში მდივანი გამოცხადდა და ჩვეულებისამებს ხმამაღლა გამოაცხადა:
- გთხოვთ, ფეხზე წამოდგეთ, სასამართლო მობრძანდება...
შავი მანტიით, ისევ ცივი სახით შემოვიდა მოსამართლე. თვალი მოავლო დამსწრე საზოგადოებას, რამდენიმე წუთით მზერა ბრალდებულზე შეაჩერა და უტყვი, უემოციო სახით სავარძელში ჩაჯდა. ალბათ, სწორედ ამაზე იყო ნათქვამი, ბუზის გაფრენასაც გაიგებო. სიჩუმე ჩამოვარდა, თითქოს სუნთქვასაც კი ვერ ბედავდა ვაჟი.
მოსამართლემ სქელი წიგნი გადაშალა, სადაც აკინძული საქმის მასალები ჰქონდა განთავსებული და დაძაბული ხმით დაიწყო კითხვა:
- მოგახსენებთ, რომ განიხილებოდა დაზარალებულ ზურაბ ჯოხაძის წინააღმდეგ ჩადენილი სისხლის სამართლის საქმე, 109 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულში, განზრახ მკვლელობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, რა დროსაც წინასწარ გამოძიების ეტაპზე, ბრალდებულად ცნობილი იქნა გიორგი ასათიანი. სასამართლო გაეცნო რა მბრალმდებელი მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ასევე მხედველობაში მიიღო რა დამცველი მხარიის არგუმენტები, გადაწყვიტა: მბრალმდებელი მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები ცნოს არადამაკმაყოფილებლად და დაუსაბუთებლად, ბრალდებული გიორგი ასათიანი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და განთავისუფლდეს დაუყოვნებლივ, სხდომის დარბაზიდანვე.
მოსამართლემ კითხვა დაასრულა და ამდენი ხნის განმავლობაში ალბათ პირველად კმაყოფილი ღიმილით მოავლო თვალი სხდომის დარბაზს.
ალბათ ძნელი წარმოსადგენი არაა, რა რეაქცია მოჰყვა მოსამართლის სიტყვებს. გაბმული კივილით გარბოდა ზუკას დედა მისი მიმართულებით, თუმცა მანდატურებმა სწრაფად შეაჩერეს.
დაზარალებული მხარის წარმომადგენლები იმუქრებოდნენ, რომ ამას ასე არ დატოვებდნენ, გაასაჩივრებდნენ და სამართალს იპოვიდნენ.
მეგობრები? ბავშვები გიორგის სახელს სკანდირებდნენ და მის დაბნეულსა და ემოციბისგან შოკში მყოფ მშობლებს ეხუტებოდნენ.
გიორგი? საკუთარ ყურებს არ უჯერებდა. თავი ხელებში ჩაერგო და ამდენი ხნის შემდეგ პატარა ბავშვივით პირველად ტიროდა.



№1  offline აქტიური მკითხველი lalita

ვაიმე პირდაპირ ემოციების მფრქვეველი ხარ მოვკვდი ნერვიულობით ნეტა რეალობაშიც არსებობდნენ ასეთი სამართლიანი მოსამართლეები უმაგრესი ხარ.

 


№2  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

სანმ წავიკითხავდი რომ გაამართლეს ჩემი დმემართა. ძალიან კარგად წერ. ძალიან ძალიან კარგდდდ <3 <3 <3

 


№3  offline წევრი irinka123

რა კარგი ხართ ავტორო გაიხარეთ.გიორგი რომ გაათავისუფლეს ძალიან გამიხარდა,მაგრამ მგონი თეკლე შეუყვარდა და ვაი მაგის ბრალი... wink

 


№4  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

გეფიცები ამეტირა მთელი გულით ამეტირა როდესაც გამამართლებელი განაჩენი გამოიტანეს.. ნამდვილად ცერ გადავიტანდი გიორგი დამნაშავედ რომ ეცნოთ მოსამართლის განაჩენს ისეთი შიშთ ველოდი მეგონა მე ვიყავი ბრალდებული... საოცარი ხარ ძალიან მაგრად წერ და მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს...

 


№5  offline ახალბედა მწერალი murachashvili

lalita
ვაიმე პირდაპირ ემოციების მფრქვეველი ხარ მოვკვდი ნერვიულობით ნეტა რეალობაშიც არსებობდნენ ასეთი სამართლიანი მოსამართლეები უმაგრესი ხარ.

ablabudaa
სანმ წავიკითხავდი რომ გაამართლეს ჩემი დმემართა. ძალიან კარგად წერ. ძალიან ძალიან კარგდდდ <3 <3 <3


ეს ალბათ ჩემი პროფესიის გავლენაცაა, როგორც იურისტს დიდი სურვილი მაქვს იარსებოს სამართლიანმა სასამართლომ.
სამწუხაროდ რეალურ ცხოვრებაში გიორგიმ გამამართლებელი განაჩენი მხოლოდ ათი წლის შემდეგ დაამტკიცდა. ჩემეული პროცესის ასეთი ფინალი კი წლების წინ მისი მეგობრებისთვის ყველაზე სასურველი დასასრული იყო.
იმედს ვიტოვებ, რომ დღევანდელ რეალობაში მოსამართლეები უფრო ობიექტურნი და სამართლიანები იქნებიან. ბოდიშს ვიხდი, თუ ცოტა პათეტიკური ჩანაწერი გამომივდა...

irinka123
რა კარგი ხართ ავტორო გაიხარეთ.გიორგი რომ გაათავისუფლეს ძალიან გამიხარდა,მაგრამ მგონი თეკლე შეუყვარდა და ვაი მაგის ბრალი... wink


მადლობ თბილი სიტყვებისთვის. რაც შეეხება
უცნობი ქ
გეფიცები ამეტირა მთელი გულით ამეტირა როდესაც გამამართლებელი განაჩენი გამოიტანეს.. ნამდვილად ცერ გადავიტანდი გიორგი დამნაშავედ რომ ეცნოთ მოსამართლის განაჩენს ისეთი შიშთ ველოდი მეგონა მე ვიყავი ბრალდებული... საოცარი ხარ ძალიან მაგრად წერ და მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს...

S o f i a
ჩემი გიორგი! ❤️ როგორ შემიყვარდა ეგ პერსონაჟი, რაღაც საოცრად და მეც არ ვიცი რატომ. ძალიან მომწონს ისტორია, საინტერესო და სიუჯეტურად და გრამატიკულად გამართულია. ძალიან მიყვარს ლიკასა და ნიკას წყილი, იმის მიუხედავად, რომ ერთმანეთზე უარესები არიან. ლიკას საქციელი, თავიდან ძალიან არ მომეწონა, ვერ ვიტან თავი თავში ჩამოუყალიბებელ ადამიანბს, მაგრამ სიმართლე რომ გაირკვა შემეცოდა, ეგეც და ნიკაც, გული ძალიან ეტკინა. ველოდები შემდეგ თავს, ნამდვილად საინტერესოა.


მადლობთ თბილი სიტყვებისთვის, როგორც ვხედავ ჩვენი გმირები თანდათან საკუთარ ადგილებს ისაკუთრებენ, ჯერჯერობით, მეტ-ნაკლებად მხოლოდ ორ წყვილს იცნობთ. არ მინდა ძალიან გაჯანჯლდეს და მომაბეზრებელი გახდეს ისტორია, თუმცა რატომღაც ვფიქრობ არც დანარჩენი პერსონაჟების ცხოვრება იქნებოდა უინტერესო. ვნახოთ... ბოლომდე კიდევ ვერ ჩამოვყალიბდი, იქნებ იდეები სხვა ისტორიისთვისაც შემოვინახო :) თქვენი იმედი მაქვს, ველოდები ჯანსაღ კრიტიკას...

 


№6 სტუმარი ananiko

auu dzaan vnerviulobdi :((((( aii es is momenti iyo 23ve tavi erti amosuntqvit ro cavikitxeee daaa Taan damimdzimda guli taan ragacnairi shegrdznebaaa maq shegrdzneba siaamovnebis bednierebis da kide ragaca amoucnobis ertad ase mgonia mec axla sasamarto darbazshi vzivar da giorgis saxela gavidzaxi :d ogond tan nikas vexutebi imito ro dzaaan shemecoda da me mominda chavxutebodi :d ! aqamde ver gaamchnevdi da didi bodishi turme rogori saocaari nichieri admianis shemoqmedebas vakldebodii !!!!

 


№7 სტუმარი sevdis peria

Ori dgea vzivar da am istorias vkitxulob ratongac tavidanve damebada azri rom sheni propesiidan gamomdinare ikneboda realuri paktebic da simartle gitxra martla mainteresebs sinamdvileshi ra moxda. Pirvelad gcer komentars dzalin lamazad cer da azri koveltvis dalagebulia.msiamovnebs cakitxva da kvela im moments gancicdi rac xdeba. Ase gaagrdzele da shens propesiashi met samartals gisirveb met naklebad chaxeduli var am sakmeshi da minda rom samartalma koveltvis izeimos

 


№8  offline წევრი TAKO23

[u][/u][s][/s] love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent