შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნაური სიყვარული 8


29-01-2016, 13:09
ავტორი Maiaabuladze
ნანახია 2 615

ვუყურებდი სანდროს რომელსაც მშვიდად ეძინა და ვფიქრობდი რომ ჩემი ბედნიერება დიდხანს არ გასტანდა მალე დაინგრეოდა ეს ოცნების კოშკი მე და სანდროს მომავალი არ გვქონდა ამიტომ უნდა დამესრულებინა ეს ფარსი და სანდრო უნდა გამენთავისუფლებინა რომ მომავალში დანაშაულის გრძნობას არ დაეტანჯა... ვუყურებდი მას და ვხვდებოდი თუ როგორ მეტკინებოდა უმისობა როგორ ძლიერ დავიტანჯებოდი მის გარეში მაგრამ როგორც ყველა ტკივილს მოვერიე ამ ტკივილსაც ასევე მოვერეოდი.... როდის ჩამეძინა არ მახოვს დილით როცა გავიღვიძე სანდრო საწოლში არ დამხვდა ერთი წამით გუშინ მომხდარი ყველაფერი სიზმარი მეგონა.მაგრამ უცებ სამზარეულოდან სანდროს ხმა შემომესმა.
-გამოდი ვისაუზმოთ.
-სანდრო საქმე მაქვს.
-გისმენ.
-სანდრო ეს თამაში უნდა დასრულდეს.
-რა თამაში?
-თავს ნუ ისულელებ.
-ჩვენ ხომ უკვე გავარკვიეთ ყველაფერი და გითხარი რომ არ მიგატოვებდი.
-არა სანდრო ეს ყველაფერი იმიტომ გითხარი რომ შემემოწმებინა რამდენად გიყვარდი ეხლა კი ვხვდები რომ გიყვარვარ ამიტომ არ მინდა ეს თამაში გავაგრძელო ჩემი შეყვარებული რამოდენიმე დღეში ჩამოვა შენთან ურთიერთობამ მიმახვედრა რომ ის მიყვარს.
-კარგია მაგრამ ვერ ვხვდები რისი მიღწევა გინდა.
-მეტი რა გავაკეთო ხომ მითხარი თვალებში შემომხედე და ისე მითხარი რომ სხვა გიყვარსო, სო და გიყურებ თვალებში და გეუბნები სხვა მიყვარს.
-ესეიგი წავიდე შენგან?
-ხო წადი.
სანდრომ კარი გაიხურა და გაიფიქრა 'თამაში გინდა არაა?? ხო და ვითამაშოთ.'
ჯერ კიდევ ვცდილობდი ცრემლები შემეკავებინა და არ მეტირა როცა ტელეფონმა დარეკა.
-ალო გისმენ მარი რა ხდება?
-შეგიძლია სამსახურში მოხვიდე?
-კი და რამე ხდება?
-ხო ახალწლამდე სამი დღე დარჩა და ბევრი ხალხი გვყავს ყველა აქ ვართ მაგრამ მაინც ვერ ვუმკლავდებით.
-კარგი გამოვიცვლი და მოვალ.
ოთახში შესვლამდე სანდროს მოცემული დისკი ჩავრთე იქ მუსიკები იყო ჩავრთე და გამოსაცვლელად ოთახში შევედი...სააბაზანოშიც მესმოდა მუსიკების ხმა ამ მუსიკებმა სანდრო გამახსენა ახლა კი ნამდვილად ვეღარ ვერეოდი ცრემლებს...სანდროს მუსიკები mp3-ში ჩავწერე ნაჩქარევად მოვემზადე ტაქსი გამოვიძახე და სამსახურში წავედი... სანდროც იქ დამხვდა მისი მზერა არ გამომპარვია ირონიული ღიმილით დამაჯილდოვა.. ხალხი მართლაც ბევრი იყო... კარში გოგონა შემოვიდა მოკლე კაბა ეცვა ლამის ყველაფერი უჩანდა თხელ კოლგოტზე გამეცინა და ნათიას გადავუჩურჩულე.
-გოგო ეს მემგონი სეზონის გიჟია ნახე ამ ზამთარში როგორ აცვია... მე და ნათია ამ გოგონაზე კიდევ დიდხანს ვიცინებდი სანდრო რომ არ მისულიყო მასთან ახლოს.
-რით შემიძლია დაგეხმაროთ? (სანდრო)
-არ ვიცოდი ამ წიგნების მათაზიაში ასეთი სიმპატიური თანამშრომლები თუ ყავდათ თორემ უფრო ხშირად შემოგივლიდით..(ლიკა)
თავი დავხარე რომ მის საუბარზე არ გამცინეოდა თან სიბრაზისგან მალე იმ გოგონას თმებში ვწვდებოდი თან ბატონი ალექსანდეც როგორ უჟუჟუნებდა თვალებს.
-მადლობთ თქვენი სახელი? (სანდრო)
-ლიკა და თქვენი?
-ეს ბატონი ალექსანდრეა ამ მაღაზიის მფლობელი მაგრამ როგორც ხედავთ ზოგზოგიერთებივით თავშიარაქვსავარდნილი და ჩვენთან ერთად მუშაობს.(რუსო)
-მართალია ძალიან კარგი უფროსი გყავთ ესეიგი.(ლიკა)
-ქალბატონო რუსუდან სხვა საქმე არ გაქვს?(სანდრო)
-არა ბატონო ალექსანდრე ყველა კლიენტს მოვემსახურე საქმე დავასრულე და ვიფიქრე იმ გოგონას მე მოვემსახურები რომ ბატონი ალექსანდრე არ დაიღალოს მეთქი.(რუსო)
-არ არის საჭირო შენ დაისვენე.(სანდრო)
-რა ჟანრის წიგნს ეძებთ ან ვისთვის?(სანდრო)
-ჩემთვის მინდა და რამეს ხომ ვერ მირჩევდით?
-მე მაგალითად შემიძლია აი ეს რომანი გირჩიოთ დღიური კარგი რომანია სხვათაშორის.( სანდრო)
-იქნებ ჯინ ვებსტერის "გრძელფეხაბა მამილო" შევთავაზოთ ჯერ მაინც.(რუსო)
-ქალბატონო რუსუდან გთხოვთ მთელი სერიოზულობით მოეკიდოთ თქვენს საქმეს და ნუ მასხარაობთ.. (სანდრო)
-არ ვმასხარაობ ბატონო ალექსანდრე მე უბრალოდ ვურჩიე. გრძელფეხება მამილო ჩემი ერთერთი საყვარელი წიგნია და ვფიქრობ ყველა ასაკში შეიძლება მისი წაკითხვა.(რუსო)
-თქვენი აზრები ცოტახნით გვერდზე გადადეთ და მაცადეთ კლიენტს მოვემსახურო.(სანდრო)
-მე ამ წიგნს ვიყიდი კიდე რა შეგიძლიათ მირჩიოთ.(ლიკა)
-აი ეს არასოდეს გამიშვა... კარგი წიგნია მოგეწონებათ... რატომ კანკალებთ გცივათ?? (სანდრო)
ვუყურებდი როგორ ეარშიყებოდა იმ გოგოს და მინდოდა ის ლამაზი მწვანე თვალები დამეთხარა მისთვის ვხედავდი როგორ მიყურებდა მარი მხოლოდ მას ესმოდა რომ ჩემი ასეთი ქცევის მიზეზი ეჭვიანობა იყო.
-ქალბატონო რუსუდან გათბობას აუწიეთ გთხოვთ.
-იცით ბატონო ალექსანდრე გათბობა ძველია რომ ავუწიო მერე აღარ დაეწევა და რა გავაკეთო??
-კარგით ქალბატონო რუსუდან.
სანდრო და ის გოგო კიდევ დიდხანს ლაპარაკობდნენ მაგრამ არ მესმოდა რას მალე ბოღმა დამახრჩობდა მინდოდა ის გოგონა იქვე მიმეხრჩო.
-რუსო ესეთი სახით ნუ უყურებ იმ გოგონას თორემ შეეშინდება.(მარი)
-რაა?
-ცოტა თავი მოთოკე სახეზე გაწერია რომ გინდა ის გოგონა დაახრჩო.
-კარგი რა მარი.
-შენსა და სანსროს შორის რა ხდება?
-არაფერი ის თავისუფალია და რასაც უნდა იმას გააკეთებს.
-და შენ გჯერა ამ სიტყვების??
-კი სრულებით.
-ნახვამდის ლიკა მანქანამდე მიგაცილებთ.(სანდრო)
-იქნებ სახშიც გაჰყოლოდა და გაეთბო ლიკა.(რუსო)
-აი რუსო აბა სანდრო თავისუფალიაო?(მარი)
მარის კითხვას ყურადღება არ მივაციე ჩემი ყურადღება სანდროსთან ერთად შემოსულმა გოგონამ მიიპყრო მართალია ნორმალურად ეცვა მაგრამ ჩემთვის ის იყო მთავარი რომ სანდრო ამ გოგონასაც ეფლირტავებოდა.
-მექალთანე, მაჩო.
-რამე მითხარი რუსო??(სანდრო)
-აი ის წიგნი ურჩიეთ ბატონო ალექსანდრე ჯინსების თაობა იქნებ ჯერ ქართველ ავტორებს გაეცნონ.(რუსო)
-მართალი ხარ რუსო მართლაც კარგი წიგნია.(სანდრო)
-იცით მე რამე სუყვარულზე მინდა.(გოგონა)
-როგორ ამბობდა აკაკი რუსუდან??
-რას ბატონო სანდრო?
-აკაკი ამბობდა: " რუსი ამბობს: 'ლიუბლიუ' მხოლოდ ტუჩებთან ენის წვერით ეხება კბილებს: სომეხი ამბობს - 'სირუმემ' ისიც ტუჩებს ამოძრავებს ენას არ აწუხებს; ფრანფი ამბობს- 'ჟევუზემ' ისიც ნაზად ამოძრავებს ტუჩებს. ქართველი სულ სხვანაირად გამოთქვამს-"მიყვარხარ" ის მთელ გულმკერდს ამოაყოლებს ამ სიტყვას გაუჩერდება ყელში და თითქოს მას ახრჩობს ეს გრძნობა სიყვარულისა."
-ვაუ მართლა კარგად საუბრობთ ორატორობის ნიჭით ხართ დაჯილდოებული.(გოგო)
-მადლობა მიხარია თუ მოგეწონათ.(სანდრო)
'უხარია ბიჭს' ჩავილაპარაკე ჩემთვის... ასე გრძელდებოდა მთელი დღე ერთი გოგოს მეორე ენაცვლებოდა მე კი ბოღმა მახრჩობდა მალე ვიფეთქებდი და იმ გოგონებს სათითაოდ დავახრჩობდი ყველას კი დახჩობის წინ ვეტყვოდი "ის ჩემია, მხოლოდ ჩემი" 'კარგი რა ვის ატყუებ? შენ თვითონ არ გაუშვი ამ დილით შენი ცხოვრებიდან? შენ არ ჩახედე თვალებში და არ მოატყუე რომ სხვა გიყვარს? ეხლა რაღა გინდა რატომ არ აცდი მშვიდად იცხოვროს და დაგივიწყოს?' ჩემი მეორე მე არ ნებდებოდა მკიცხვდა და მართალიც იყო ვერ შევედავებოდი მაგრამ ყელში გაჩხერილო ბურთისთვის რა მომეხერხებინა? რომელიც მალე ცრემლებათ იფეთქებდა ჩემი თვალებიდან?
-მარი მე რაღაც შეუძლოთ ვარ და წავალ რა სახლში?? ძლივს გასაგონად ამოვიხავლე
-კარგი წადი.
ისე ჩავუარე სანდროს გვერდით რომ არც კი შევუმჩნევივარ ამან უფრო მეტად მატკინა გული წვიმდა ცრემლების დამალვას ადვილად შევძლებდი ამიტომ ფეხით გავუყევი გზას რამდენხანს ვიხეტიალე არ მახსოვს სახლში რომ მივედი გვარიანად იყო უკვე შებინდებული ჩანთა მოვისროლე მუსიკები ჩავრთე გიტარა ავიღე რომელზედაც სანდრო უკრავდა რამოდენიმე საათის წინ ჩემთვის მაშინ ყველაფერი უფრო მარტივად მეჩვენებოდა ნუთუ ასე ადვილად დამთმობს? -აბა რას ელოდი რამდენხანს შეგეხვეწებოდა? მაინც არ ნებდებოდა ჩემი მეორე მე.
*******
ვუყურებდი როგორ ახრჩობდა მთელი დღე ბოღმა და ვხვდებოდი თუ კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა ასე რუსო იფეთქრბდა მალე მივაღწევდი მიზანს აღიარებდა რომ ვუყვარვარ... მისი კომენტარები მამხიარულებდა, ვეღარ გაუძლო და მარის თხოვა წავალო როცა გვერდით ჩამიარა არ შევიმჩნიე მაგრამ როგორც კი გარეთ გავიდა და გზა ფეხით გააგრძელა ავედევნე შორიდან ვუყურებდი და გული მიკვდებოდა როცა მის ცრემლებს ვხედავდი მინდოდა ჩავხუტებოდი და ყველა ტკივილი გამექარწ....ბინა მისთვის მაგრამ ეს არაფერს შეცვლიდა მას მინც შეეშინდებოდა მომავლის ახლა მთავარი იყო რუსოს ეს შიში გადაელახა და მერე ყველა ტკივილს გავუქარწ....ბდი მაგრად ჩავეხუტებოდი არ მივცემდი საშუალებას რომ ეტირა მას ხომ ესე უხდება ღიმილი. რუსო სახლში მივიდა ვიცოდი ეხლა იჯდა და ტიროდა კართან მისულს ჩემი ჩაწერილი მუსიკების ხმა მომესმა მინდოდა ზარი დამერეკა მაგრამ გაფდავიფიქრე კარებს მივადე თავი და გავიფიქრე ' გეგმა A წარმატებით დასრულდა ეხლა გეგმა B-ს ჯერია'.... ისე გავიდა ორი დღე არსად არ გამოვჩენილვარ დღეს ახალი წელია მე კი აეროპორტში ვიყავი, ტელეფონი ამოვიღე და ნუცას დავურეკე:
-ალო ნუცი ჩემო სიხარულო ხომ გახსოვს დილით რაც გთხოვე?
-კი მახსოვს სანდრო რათქმაუნდა.
-ხო და დროა...
*********
ესეც მერვე თავი... ველოდები შეფასებებს..



№1  offline მოდერი tsn

ეშმაკუნა სანდრინიოო :-)

 


№2  offline მოდერი Maiaabuladze

tsn
ეშმაკუნა სანდრინიოო :-)

❤❤ თაან ძაან ეშმაკუნა ❤

 


№3 სტუმარი darina

Xom unda moarjulos es gogo, momewona sandros gegma, kargi iyo, rogori sayvarelia es bichi.

 


№4  offline წევრი Firefly

შევიდა ბიჭი აზარტშიიი :დ
--------------------
M.T

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent