შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნაური სიყვარული 9 დასასრული


30-01-2016, 02:04
ავტორი Maiaabuladze
ნანახია 2 920

ხვალ ახალი წელია მაგრამ არ მიხარია იმიტომ რომ ამ ორი დღის მანძილზე სანდრო არ გამოჩენილა არც მოუწერია მეც სახლიდან არ გავსულვა ვიჯექი და ვუსმენდი სანდროს დატოვებულ მუსიკებს Facebook-ზეც არ შემოსულა სანდრო. ნათიამ მითხრა ორი დღეა არც აქ გამოჩენილაო უკვე ვნერვიულობდი თან ძალიან მეშინოდა სანდროს რამე არ მოსვლოდა... ტელეფონზე დავრეკე მაგრამ გათიშული ქონდა... ესე სანდროზე ნერვიულობაში გავიდა მთელი დღე საღამოს სალოს ველაპარაკე რომელსაც ძალიან ბედნიერი ხმა ქონდა ამიტომ მოვატყუე რომ მეც კარგად ვერთობოდი ვუთხარი ახალ წელს მარისთან ვხვდები მეთქი არ მინდოდა მისი განერვულება... სანდროზე ფიქრებში როდის ჩამეძინა ვერ გავიგე დილით სანდროს სმსი დამხვდა.
"ამბობენ ბედისწერა იწერება მაღლა ღმერთთან, ჩემთან არ წერიხარ არ მე ვწერივარ შენთან?"
დარეკვა ვცადე მაგრამ ამაოდ... სახლიდან უღიმღამოდ გავედი და ტკბილეული ვიყიდე არაფრის კეთების თავი არ მქონდა ამიტომ ყველაფერი მზა ვიყიდე... უკვე 9 საათი იქნებოდა როცა ტელეფონმა დარეკა უცხო ნომერი იყო ამიტომ სწრაფად ვუპასუხე იქნებ სანდრო იყოს მეთქი.
-ალო, რუსო ბრძანდებით?? ყურმილის მეორე მხარეს ქალის ხმა გაისმა.
-დიახ მე ვარ და თქვენ ვინ ხართ??
-მე ნუცა ვარ სანდროს და თქვენთან თხოვნა მაქვს.
-გისმენთ თუ რამით შემიძლია დაგეხმაროთ.
-სანდრო უნდა შეაჩეროთ.
-რა მოუვიდა სანდროს რას აკეთებს რომ მე შევაჩერო?
-სანდრო აეროპორტშია მისი თვითმფრინავი თორმეტის ნახევარზე აფრინდება გთხოვთ დამეხმარეთ მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ მის შეჩერება დამეხმარეთ რომ ჩემი ძმა არ წავიდეს ქვეყნიდან მამა ამას ვერ გაუძლებს.
-კარგი ნუცა დამშვიდდი მალე დაბრუნდება.
-არა რუსო ის თუ წავიდა აქ აღარ დაბრუნდება... გთხოვ დაარწმუნე სანდრო რომ არწავიდეს.
ნუცამ ტელეფონი გათიშა მე კი გაქვავებული ვიდექი ჩქარა მოვიცვი ქურთუკი და გარეთ გამოვედი ტაქსის გამოძახებას ვაპირებდი როცა გამახსენდა რომ რეზოს მანქანა არ წაუყვანია ბაკურიანში ამიტომ გასაღების ძებნა დავიწყე.... გზები გადატვირთული იყო ამიტომ აეროპორტში რომ მივედი უკვე თერთმეტი საათი იყო შორიდან შევნიშნე სანდრო რომელიც იქვე მოსაცდელში იჯდა და რაღაცას კითხულობდა გვერდით ჩამოვუჯექი არც შეუმჩნევია...
-"ადამიანები უერთმანეთოდ ვერა ვძლებთ, გვიყვარს ერთმანეთი და არ შეგვიძლია მარტოობის ატანა,ხშირად ამ სიყვარულს ერთად ყოფნისას ვერა ვგრძნობთ და მარტო დარჩენილს სული გველევა გვენატრება ერთმანეთი" (რუსო)
-გოდერძი ჩოხელი "ადამიანთა სევდა".... მხოლოდ ახლა შემომხედა სანდრომ.
-შენ აქ რა გინდა?? ააა ალბათ შენი შეყვარებული ჩამოდის და უნდა დახვდე ხომ?? კარგი ნახვამდის ჩასხდომა გამოცხადდა უნდა წავიდე ბედნიერებას გისურვებ.
-სანდრო გთხოვ არ წახვიდე.
-რატომ?
-გთხოვ არ წახვიდე მე...
-რა შენ?? მალე მითხარი სრულდება ჩასხდომა.
-მე უშენოდ ვერ გავძლებ სანდრო... მოვკვდები მიყვარხარ გთხოვ არ დამტოვო.
-ეს შენი მორიგი თამაშია რომ არ წავიდე?
-არა სანდრო მართლა ძალიან მიყვარხარ გთხოვ არ წახვიდე.
-მართლაა?
-რა გავაკეთო რომ დამიჯერო??
-არ ვიცი ეგ შენზეა დამოკიდებული მხოლოდ ათი წუთი გაქვს.
დავდექი და ვყვიროდი
-მიყვარხაარ სანდროოო... მიყვარხაარ.
-გოგო ხმას დაუწიე მთელი აეროპორტი შენ გიყურებს.
-მერე რა მინდა ყველამ გაიგოს რომ მიყვარხარ და არ მეშინია შენთან ერთად ცხოვრების... მუხლებზე დავდექი.
-გოგო რას აკეთებ ადექი სირცხვილია.
-არა ჯერ რაღაც უნდა გავაკეთო.
-რა?
-სანდრო მომიყვან ცოლად??
-არა.
-რაა??
-უფრო რომანტიულად მთხოვე.
-კარგი ჩემო ძვირფასო, ჩემო მწვანეთვალება სიხარულო მომიყვან ცოლად?
-რათქმაუნდა ეხლა ადექი ყველა შენ გიყურებს.
სანდრომ წალზე ხელები მომხვია და დამაფრიალა ჩუმად და ნაზად ჩამჩურჩულა ყურში.
-მიყვარხარ რუსუდან.
-მეც მიყვარხარ ალექსანდრე.
-ეხლა წავედით ახალწელს აქ ხომ არ შევხვდებით.
-ხო რათქმაუნდა.
სანდრო და მე სახლში მივედით... კარი ჩავკეტე და სანდროს წინ ავიტუზე..
-რა ხდება??
-არაფერი უკვე ახალი წელია ძველი წყენა უნდა დავივიწყოთ და ახალი ცხოვრება დავიწყოთ არ შეგიმჩნევია რომ გამოვიცვალე.... ჩემი კაბა არ მოგეწონა?
-კი ჩემო პრინცესა უბრალოდ მეტყველების უნარი დავკარგე..
-მე შენთან ერთად მინდა ახალი ცხოვრება დავიწყო... არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდება მომავალში ჩემთვის მთავარი შენთან ერთად ყოფნაა შენს გვერდით გატარებული ყოველი წამი ჩემთვის ბედნიერი მომავლის საწინდარია მიყვარხარ სანდრო..
-მეც მიყვარხარ ჩემო პრინცესა.
-კიდევ მითხარი რომ გიყვარვარ, თორემ თავი სიზმარში მგონია .
-მიყვარხარ კიდევ ათასჯერ შემიძლია გითხრა... ვიცეკვოთ?
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე ვიგრძენი როგორ შემოეხვია მისი სხეული ჩემსას.
ნელა ჩამიხსნაა ზურგზე კაბაში ჩატანებული ელვა მალე ვიგრძენი ცივი ტანის შეხება რომელმაც ნეტარებაში ისე ღრმად მომისროლა მივხვდი იქ ჩავრჩებოდი სამუდამოდ. ან რა აზრი ჰქონდა შეწინააღმდეგებას როცა გრძნობებს ჩემზე ძლიერი მოწინააღმდეგის მხარე ეჭირა .მერე რა რომ მკლავები აღტაცებით ეკვროდნენ სანდროს კანს ,რომელსაც უწინ მხოლოდ ძილში თუ ვეხებოდი,სრულიადაც არ ვჩქარობდი უფრო და უფრო ვცდილობდი ტანზე მარწუხებივით შემოჭერილი სხეულის სითბოს შესრუტვას .
-იცი რაა? ვგრძნობ როგორ მენატრები ასე სიახლოვის დროსაც კი ვგრძნობ რომ მენატრები... იმასაც მივხვდი როგორ დავცარიელდი უშენობით. ღამით წესიერად არ მძინებია მგონია რომ ისევ ჩემთან ერთად ხარ ოთახში ჩემს გვერდით გძინავს , მე კი უნდა შეგხედო და შენი კარგად ყოფნა შევამოწმო. მაგრამ თითოეულ შემთხვევაზე იმედგაცრუებული , თვალცრემლიანი ვძვრები საბანში. ჩემი გრძნობებიც შენი დანახვისას ზღვისებრ იშლის ფაფარს და მერე ისევ ზღვისებრ დამშვიდდება ძალმილეული როცა თვალს მიეფარები .. თუ ამას სიყვარული ქვია მაშინ მიყვარხარ ... მიყვარხარ ჩემო მწვანეთვალებავ... ყურში სალბუნივით ჩავუღვარე თბილი სიტყვები, და ბიბილოს ქვეშ ამბორი დავუტოვე ...
-ეს რა გამიკეთე?? როგორ მოახერხე გამაგებინე გეხვეწები ..ასე როგორ შემშალე და გადამრიე ოცდახუთი წლის კაცი.. ჯადოქრების თუ გჯერაო მანამდე რომ ეკითხათ გავიცინებდი. შენ კი რა დამმართე , მოხვედი და ერთიანად თავდაყირა დამიყენე ცხოვრება. სულ ამრდამირიე...სხვა ქალიც ბევრი მყავდა ცხოვრებაში. ისინი რაღაცნაირად გამომწვევები იყვნენ ვნებას აღძრავდნენ ჩემში.... შენ კი.. შენ თვალები გქონდა საოცარი მხოლოდ ფოტოზე ვნახე და ისე დამატყვევა ვეღარ დაგიძვერი. სიყვარული თავისთავად მოვაო, ამბობენ ჩვენში მართალი ყოფილა! ერთ მშვენიერ დღეს, შენ რომ არაფერ შუაში ხარ, ადგება და მოვა, ჩამოგისახლდება და დღედაღამ საშველს არ მოგცემს, ლოგინში ღადარს შემოგიყრის, ქვას აგასროლინებს და თავს შეგაშვერინებს. იმასაც ამბობენ: რავარც მოვა ისე წავაო… ისემც რა ვუთხარი მე მაგის მთქმელსა და დამჯერსაც. ჩემო პატარა აღარასოდეს არსად გაგიშვებ .. ჩამჩურჩულა გაუკონტროლებელი ხმის ტემბრით... თმის ღერიდან ფეხის თითებამდე დამიარა ჟრუანტელმა... სანდროს ჟინიან მზერაზე, სიყვარულით სავსე თვალებით რომ მიყურებდა. კაბა ტანზე შემომადნა ისტიქტურად მივედით საწოლამდე. მთლიანად შემოგვძარცვოდა სხეულზე მოხვეული ქსოვილები.ერთი ძლიერი შეტორტმანება და სანდრო ზემოდან მომექცა .მკლავებში ჩაბღუჯული ვყავდი ახლა საოცრად ნაზიც იყო ,რბილი, ვნებიანი , მხურვალე. ჩემთვის კი საშინლად მწველი. ნელა შევაცურე თხელი, მოალერსე თითები სანდროს მოკლედ შეჭრილ თმაში და შემდეგ მის მარწყვივით ტუჩებს დავეპატრონე... ჟინით ანთებული სანდრო მთელ ტანს რომ ეგრძნო ნეტარება სწრაფად დამწვდა საკოცნელად წამობურცულ მკერდზე ...მინელებული, სიყვარულით გაჟღენთილი თვალები დავხარე კიდევ ერთხელ დამიარა ჟრუანტელმა როცა სანდრო ყელს მიმიუბრუნდა.... ერთიანად დამაყარა კანზე ეკლებმა , სანდრომ ხელახლა დაიწყო ჩემი სხეულის დაპატრონება... სათქმელს ყურში ჩურჩულით ვეუბნებოდით ერთმანეთს და მხოლოდ ჩუმი ვნების ხმები არღვევდა სიმყუდროვეს.......
ვიწექი ვუყურებდი მძინარე სანდროს უშფოთველ სახეს... ვეფერებოდი და თან ვფიქრობდი: ' ყველაზე ძნელია სიცოცხლე, არ იცი როდის რას გიმზადებს. შენ კი უნებურად გიწევს ამქვეყნიური ტკივილების და სიხარულის ატანა.. ყველაზე რთულია ლოდინი, მაგრამ შეხვედრის წინ რა საოცრად გეიოლება გავლილი დრო.. ყველაზე ბოროტია ოცნება, უთქმელი ოცნება როცა გარშემო დაუნდობელი სამყარო ტრიალებს. ახლა კი ყველაზე ლამაზი იყო სიჩუმე, არაფრისმთქმელი სიჩუმე.... რომლის დროსაც მხოლოდ საყვარელი მამაკაცის სუნთქვა გესმის. '
**************
-ნინია დედიკო შემოდი სახლში დროზე სადილი მზადაა მამას და ნიკუშასაც დაუძახე მოვიდნენ.
-მოვდივართ..
ვიდექი აივანზე და ვუყურებდი სანდროს რომელიც ბავშვებს ეთამაშებოდა ეხლა ვხვდებოდი რა იყო ნამდვილი ბედნიერება მიუხედავად იმისა რომ არც ნინია და არც ნიკა ჩემს სხეულში არ გაზრდილან მე არ გამიჩენია მათი ხელში აყვანისას მაინც ისეთივე სითბო ვიგრძენი როგორიც დედას უნდა ეგრძნო... 4 წლის ნინია ხელში აყვანილი მოყავდა სანდროს გვერდით კი 7 წლის ნიკა მოყვებოდა... 8 წელია სანდროსთან ერთად ბედნიერად ვცხოვრობ არასროს მიგრძვნია რომ სანდროს ჩემს მიმართ გრძნობა გაუნელდა პირიქით ვხვდებოდი რომ დღითიდღე უფრო ვუყვარდებოდი... გვყავდა ორი ანგელოზივით შვილი რომლებიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა ნინიას მწვანე თვალები ქონდა და ღიმილისას ლოყებიც ეჩხვლიტებოდა აი ნიკას კი ლურჯი თვალები ქონდა ზღვასავით უძირო.
**********
რაა ლამაააზიიიი დღეააა რა ნათელიიიი მზეააა იმიტომ რომ დღეს ბებიკოკოს დაბადების დღეაა...
-გილოცავთ ბებიკოო..
-მადლობა ბებოს სიხარულებო.
-ჩვენც გილოცავთ დეე..
-მადლობა ჩემო ლამაზებო თქვენ რომ არ მყავდეთ რა მეშველებოდა... ცრემლები წამომივიდა
- ხომ ხედავთ ბაბუ რაღაც ბებიათქვენი ამბოლოდროს ძალიან გულჩვილი გახდა... მემგონი დამიბერდი ჩემო პატარავ..
-აბა არ დავბერდი სანდრო?? ისევ ოცი წლის ხომ არ ვარ უკვე 60 წლის გავხდი ხელებიც დამიჭკნა და აღარც ისეთი ლამაზი ვარ.
-არა ჩემო ლამაზო რუსუდან შენ ჩემთვის ყოველთვის ის ოცი წლის რუსო იქნები ფოტოზე ერთხელ ნახვით რომ ჩამივარდა გულში... ეხლაც ისეთი ცეცხლი გიზგიზებს შენს თვალებში როგორც ახალი წლის ღამით აეროპორტში მუხლებზე დაჩოქილი ცოლად მოყვანას რომ მთხოვდი... ჩემთვის ყოველთვის ლამაზი და ჯიუტი რუსო იქნები..
არც რძალი და არც შვილიშვილები არ მაძლევდნენ უფლებას რომ რამე გამეკეთებინა შვილიშვილებმა სანდროს გვერდით დამსვეს ბუხართან და მშვიდად უსმენდნენ სანდროს რომელიც მეათასედ მაინც უყვებოდა თუ როგორ აწვალებდა მათი ბებია და როგორ იძია შური იმასაც უყვებოდა როგორ ვყვიროდი აეროპორტში რომ მიყვარდა და არ მინდოდა მისი წასვლა.
-ბაბუ რა არის ბედნიერება??
-აი ეს ბაბუ.. ესაა ყველაზე დიდი ბედნიერება როცა გყავს მზრუნველი ოჯახი... უთხრა ბავშვებს და ჩემი დამჭკნარი ხელი მის დამჭკნარ ხელებს შორის მოიქცია.
***********
დავასრულე იმედია მოგეწონებათ



№1 სტუმარი A

Vau umagresi iyo usazgvrod momewona mteli istoria....

 


№2  offline მოდერი Maiaabuladze

A
Vau umagresi iyo usazgvrod momewona mteli istoria....

მადლობა რომ მამხნევებ მიხარია თუ მოგეწონა ❤

 


№3  offline წევრი Tako(Psycopath)

არის! აი ეს არის ის რასაც ბედნიერებას ეძახიან.როგორ მომეწონა შენ ხომ ვერ წარმოიდგენ...(მიუხედავად იმისა,რომ არ მჯერა ესეათი გრძნობის) მხოლოდ ამ ბოლო თავისთვის ღირდა იმდენი ლოდინი და კითხვა.შემიყვარდა ეს ისტორია და სესაბამისად შემიყვარდი შენც! ველოდები შენ ახალ ისტორიას და ბოლოს ისევ მინდა წარმატებები გისურვო love

 


№4  offline მოდერი Maiaabuladze

Tako(Psycopath)
არის! აი ეს არის ის რასაც ბედნიერებას ეძახიან.როგორ მომეწონა შენ ხომ ვერ წარმოიდგენ...(მიუხედავად იმისა,რომ არ მჯერა ესეათი გრძნობის) მხოლოდ ამ ბოლო თავისთვის ღირდა იმდენი ლოდინი და კითხვა.შემიყვარდა ეს ისტორია და სესაბამისად შემიყვარდი შენც! ველოდები შენ ახალ ისტორიას და ბოლოს ისევ მინდა წარმატებები გისურვო love

❤❤❤❤

 


№5 სტუმარი ეკა 5

უუხ! რა კარგი ხარ! მიყვარს, როცა ყველაფერი კარგად მთავრდება! სიკეთე და ბედნიერება მოგცეს უფალმა და ერთგული მკითხველი ❤️❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent