შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ბედისწერა ხარ..(6)


30-01-2016, 11:02
ავტორი tsn
ნანახია 3 718

ელენე
თომა ჩემს საწოლში შემოძვრა..
- თომა რა არ გასვენებს? - ვკითხე მისი წრიალით შეწუხებულმა
- რავი, არ მეძინება, შენ?
- უკვე აღარ - ვუთხარი ''გაბუტულმა''- თომაა, შენზე მომიყევი რამე..
- მაინც რა?
- რავიცი, შენზე თითქმის არაფერი ვიცი, რა წესია?
- კარგი, მაგრამ მოდი შენ მკითხე და მე გიპასუხებ რა
- ქორწილში დედაშენი რატომ არ იყო - თომას მზერა დაუსევდიანდა, შევნიშნე თუ არა დავამატე - თუ არ გინდა ნუ ვისაუბრებთ - გავუღიმე გულწრფელად
- მე და დედას კარგი ურთიერთობა არ გვაქვს.. რვა წლის ვიყავი, დედა და მამა რომ დაშორდნენ.. მე პატარა ვიყავი და მიზეზებით არ დავინტერესდი.. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ მაკა ორსულად იყო, მაგრამ ბავშვი რომ გააჩინა სად წაიყვანა არ ვიცი.. როდესაც ვიკითხე მიყვირა და ისიც კი მითხრა რომ მასთან მხოლოდ იმ ალიმენტის გამო ვიყავი, რომელსაც მამაჩემი უხდიდა.. მასთან დიდ ხანს აღარ გავჩერდი.. მამასთან დავბრუნდი.. მერე გავიგე, რომ თურმე დედა მამას ღალატობდა და ის ბავშვი ჩემი ნახევარძმა იყო.. ამ ამბავმა გული საშინლად მატკინა და მას მერე აღარც ვნახულობ.. დედობა ეკატერინემ - დემეს დედამ უფრო გამიწია.. მე მისგან არასდროს მიგრძვნია, ის რომ მისი ბიოლოგიური შვილი არ ვარ.. ათის ვიყავი მამასთან რომ დავბრუნდი, მაგრამ მალევე ლონდონში წავედი და იქ ვცხოვრობდი, რამდენიმე წლის წინ კი ისევ აქ დავბრუნდი - ძლივ ძლივობით აბამდა სიტყვებს თომა ერთმანეთს. მე კი თავს საშინლად ვგრძნობდი. ახლა მეც ისე მტკიოდა გული, როგორც მას..
- მაპატიე, არ მინდ..
- შენი ბრალი არაა, უნდა გცოდნოდა.. რომ არ მდომოდა არ მოგიყვებოდი - სიტყვა გამაწყვეთტინა და მაგრად მომჭიდა ხელები .. - ახლა შენ მომიყევი რამე, მაგალითად რას საქმიანობ მაშინ, რიდესაც ხალხის ნერვების მოშლით არ ხარ დაკავებული?
- რას და იურიდიულ ფაკულტეტზე ვსწავლობ, თსუ-ში.. მეორე კურსზე ვარ.. პარალელურად მამას დანატოვარ ბიზნესს ვხელმძღვანელობ.. ბიზნესს პრაქტიკებში ვსწავლობ რა..
- ელე, ავარიის გამოძიება რატომ შეწყდა?
- საქმეს უბედური შემთხვევის სტატუსი მიანიჭეს და დაილუქა :-/ მაშინ 17 წლისაც არ ვიყავი და ჩემი ხმა ვერავის მივაწვდინე, ახლა კი მგონია, რომ დაგვიანებულია გამოძიება... ახლა ჩემი ჯერიაა, რას საქმიანობ თავისუფალ დროს?
- ვკითხულობ, შენ?
- მე ვხატავ..
- მაგარია, ბოლოს რა დახატე?
- გაგიკვირდება და იმ ადამიანის სილუეტი, რომელიც იარაღს გიმიზნებდა
- რატომ?
- არ ვიცი თომა, მეხსიერებაში ჩამრჩა, სულ შავები ეცვა, მაგრამ იმ ხელზე, რომლითაც გიმიზნებდა ტატუ ქონდა..
- ტატუ?
- კი, კარგად ვერ გავარჩიე.. უფრო დრაკონი იყო ნახატზე, შრამიც კი ჰქონდა
- საინტერესო ფაქტია - ჩაფიქრებულმა მითხრა და ისევ ფიქრებს მიეცა.. მის მკერდს მივეკარი და ისე ჩამეძინა ვერც მივხვდი.. დილით ადრე გამეღვიძა და თომას ''გაფერადება'' დავიწყე.. მერე სამახსოვო ფოტო გადავუღე სა საუზმის მოსამზადებლად გავედი.. მალე თომაც გამოჩნდა უკნიდან მომეკრა, ცხვირი ყელში გამიხახუნა, ჯანდაბა მაგიჟებს ეს ბიჭი
- რა ხდება თომა?
- ე.ი სახე მომიჯღაბნე არა? ხოდა ახლა დაისჯები -სწრაფი რეაქციის გამო მისი მკლავებიდან უცებ დავსხლტი და მაგიდის გარშემო სირბილი დავიწყთ.. თომა ხან დამიჭერდა და თმას ამიჩეჩდა, ხან მიღიტინებდა..
- აუ, ჯანდაბას, საჭმელიი.. თომა საჭმელი იწვის - დავუბრუნდით სამზარეულოს და კარგად დამწვარი საჭმელი მოვიშორეთ..
- აუ ჯერ ერთი დღეა მოგიყვანე და უკვე სახლი ლამის გადამიწვი, მაიმუნო შენ - მითხრა სიცილით თომამ და ცხვირზე თითი მომარტყა..
- შენი ბრალია რა.. რას აიჩემე დაისჯები, დაისჯები.. აიი შენი დასჯა - დავეღრიჯე თომას
- წამოდი - ხელი ჩამავლო თომამ და მანქანაში ჩამტენა
- სად მივდივართ?
- სადმე, სადაც რამეს შევჭამთ - თვალი ჩამიკრა და მანქანა გააქცუნა..

დღეები გადიოდა მე და თომა უფრო და უფრო ვახლოვდებოდით, ნელ-ნელა ერთ მთლიანობად ვიქეცით.. იქ სადაც იყო თომა, ვიყავი მეც და პირიქით, სადაც მე იქაც ის.. თორნიკესთან დაკავშირებით არაფერი ხდებოდა.. მაშინენდა მისი სიჩუმე და უმოქმედობა.. არ იფიქროთ, რომ თორნიკეს ჩემ მიმართ რაიმე გრძნობა აქვს, უფრო მგონია რომ ჩემი ბიზნესი აინტერესებს.. მიუხედავად იმისა, რომ ბაქიაა, მაინც მაშინებს.. მე, თომა და დემე ერთ ოჯახად ვიქეცით, ოჯახად, რომელიც დიდი ხანს აღარ მყავდა.. ამიტომ უფრო მეშინოდა.. თომას და დემეს, რომელიც ძმაზე მეტად შევისისხლხორცე ვერ დავკარგავდი.. ჩვენი თანაცხოვრებიდან ერთი თვე გავიდა.. მე, თომა და დემე ყველანაირად ვცდილობთ რაიმე ხელჩასაჭიდი ვიპოვოთ, რითაც თორნიკეს დაიჭერენ, მაგრამ უშედეგოდ.. თომას სამეგობრო ჩემიც გახდა, ჩემი სამეგობრო კი მისი.. აკოს მაინც არ ვენდობოდი. მართალია არ მქონდა უნდობლობის მიზეზი, თუმცა მაინც.. ერთ დღეს მეგობრების შესახვედრად წავედი.. ერთი კაფე გვაქვს ამოჩემებული და იქ შევხვდით.. ჯანდაბა, თორნიკე შევნიშნე. ყოველ წამს საათს უყურებს, ე.ი ვიღაცას ელოდება.. რაღაც მნიშვნელოვანია, ინტუიტიურად ვგრძნობ.. ისე თორნიკე პირისპირ ვის შეხვდებოდა.. ვცდილობდი არ შევემჩნიე.. უეცრად კი მასთან ის ადამიანი მივიდა, ვისაც ყველაზე ნაკლებ ვფიქრობდი.. ეს იყო ნუკრი წიქური.. ჩვენს ქორწილზე გამაცნო თომამ.. ავფეთქდი და მათთან მისვლა განვიზრახე, როდესაც ვიღაცამ პირზე ამაფარა და კუთხეში გამათრია.. აკო იყო
- გაგიჟდი? იცი ამ მომენტს რა ხანია ვუცდით. გინდა ყველაფერი წყალს გაატანო?
- რა? რა მომენტს? აქ რას აკეთებ
- რასაც ხედავ.. ეა ბიჭი იცი ვინაა? - მოღალატეა, თომას წინააღმდეგ აწვდის იმ ნაბ...ს ინფორმაციას.. და აქ საქმეზე ვარ.. მე პოლიციიდან ვარ.. ამ საქმეზე დიდი ხანია ვმუშაობ
- რა? თომამ იცის?
- არა და არ გაბედო რაიმეს თქმა.. დიდი ხანია ვიცნობ თომას და ის ფეთქებადია.. ეგრევე მოქმედებაზე გადავა, შეიძლება სიკვდილამდე სცემოს ის ბიჭი
- და მე რა გავაკეთო, ასე ვიჯდე და ველოდო, როდის გამოხტება თორნიკე თავისი საშინელი იდეებით? უმოქმედოდ როგორ ვიყო.. არ შემიძლია
- უნდა შეძლო, რადგან ასეა საჭირო.. იცოდე, არ ჩაერიო, როდესაც საჭირო იქნები თვითონ მოგძებნი
- და თომას რომ რამე დაუშაოს - ხმა გამებზარა, რომ წარმოვიდგინე რა შეეძლოთ მათ..
- დამშვიდიი, თომას ვერაფერს დაუშავებენ
- მათ მისი მოკვლა სცადეს
- არა, მათ მისი დაჭრა სცადეს, ტყვიის ტრაექტორია არ იყო ისეთი, რომ სერიოზული რამ გამოეწვია.. ის ცოცხალი სჭირდებათ, მე კი არ დავუშვებ რომ რამე შეემთხვეს
- რატომ? - მომეჩვენა, რომ ამას მხოლოდ საქმის გამო არ აკეთებს
- ეს შენ არ გეხება - მითხრა მკაცრად
- აკო, შემიძლია რაიმეთი დახმარება?
- უბრალოდ არაფერი იმოქმედო, მანამ არ გეტყვი - თავი დავუქნიე, ის წავიდა, მეც გავედი და მეგობრებს შევხვდი.. გული ვერაფერს დავუდე და სახლში წავედი.. ძალიან მიჭირდა თომასთვის ამ ამბის დამალვა, მაგრამ არც ის მინდოდა რომ ყველაფერი ამერია.. ძალიან მეშინოდა, თორნიკეს მუქარა მზაფრავდა..

თომა

თითქმის თვე-ნახევარი გავიდა ჩემი და ელეა ქორწინებიდან.. რა შემიძლია ვთქვა.. ელე პატარა გიჟია და ამხელა კაცს ჭკუიდან მშლის.. ხანდახან მავიწყდება კიდეც, რომ ჩვენს ქორწინებას გარკვეული ვადა აქვს.. ვადა? რა სისულელეა, მე გადავწყვიტე, რომ ეს ქორწინება არ დასრულდება და როგორც ელე იტყოდა ''გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება''.. მისი ჩემ გვერდზე ყოფნა ძალას მმატებს.. დიახ, ეს პატარა გოგო ჩემი ძალა, ჩემი ნაწილი.. ამას ვერასოდეს წარმომედგინა.. გეფიცებით ჩვევად მექცა მძინარე ელეს ყურება და მოფერება,.. ხან თავს ვერ ვიკავებ და ვკოცნი.. ჩვენი ურთიერთობა წინ მიდის.. მე ვგრძნობ ჩემი შეხებისას როგორ უჩქარდება გული, როგორ იბნევა, კანი უბუსუსდება.. არც მე მემართება ნაკლები.. ვცდილობ ბედნიერი იყოს, რადგან მისი ყოველი გაღიმება ჩემი ბედნიერებაა.. როგორ მინდა ყველაფერი ერთ დღეს მორჩეს და მხოლოდ ჩვენ დავრჩეთ.. ჯანდაბა, როგორ ავჭიკჭიკდი.. რომანტიკოსი გავხდი, ნამდვილი რომანტიკოსი.. მე ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ დროა გაიგოს რას ნიშნავს ჩემთვის და რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ ქორწინებას ჩემთვის.. რაც შეეხება თორნიკეს, ის ჯერ არ ჩანს ასპარეზზე და მაოცებს მისი სიმშვიდე.. ის ასეთი არაა, უბრალოდ ელოდება შეცდომას როდის დავუშვებ.. მე კი ამას არ ვაპირებ, შეცდომას არ დავუშვებ.. დილა ჩვეულებრივად დაიწყო, ელენე ოთახში შემომივარდა..
- ადექიიი
-მმმმ, კარგი რა
- ადე ადე შენ წოლა არ გიხდებააა.. - ეს გოგო მულტფილმებსაც უყურებს..- აუ მართლა ადექი რა..
- ოო, ელეეე
- კარგიი, შენ მაიძულე - გონებამ საგანგაშო სიგნალი გამოსცა, სწრაფად დავიჭირე ელენე და ჩემს მკლავებში მოვაქციე
- რას ამბობდი?
- რას დააა.. აუ ადექი რაა, მარტოს მომეწყინა.. - მითხრა და საყვარლად გამიღიმა
- ელეე
- რაა
- ჩემი ბედისწერა ხარ ელე - ვუთხარი და კიდევ ერთხელ ვაკოცე.. ამ ბოლო დროს ელე ისე მოძრაობს თითქოს რაღაცას მალავს.. ხან ისე წავა ფიქრებში რომ ჩემი ნათქვამი აღარ ესმის.. თუმცა იმისიც მჯერა, რომ თუ რამეს მალავს, ამის სერიოზული მიზეზიც ექნება.. უბრალოდ არ მინდა მისი პრობლემები შეუმჩნეველი დამრჩეს.. რადგანაც მის მერე, რაც ის ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ცალცალკე მისი და ჩემი აღარ არსებობს, არსებობს მხოლოდ ''ჩვენი''.... რა თქმა უნდა ავდექი.. დღეს ელეს მშვენიერ სიურპრიზს მოვუწყობ..
- ელე, მე და შენ საღამოს ერთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე უნდა წავიდეთ და მზად იყავი..
- მართლა? სად?
- ბიზნეს შეხვედრაა.. წამოდი ახლა მაღაზიები დავლაშქროთ და შესაფერისი ტანსაცმელი ავარჩიოთ - ყირაზე დავაყენეთ მე და ელემ მაღაზიები. ხან რა მოიზომა, ხან რა.. ბოლოს კი როგორც იქნა იპოვა მისთვის მოსაწონი კაბა.. იქიდან სალონში წავიდა მე კი ჩემს საქმეს დავუბრუნდი.. ერთი რესტორანი მთლიანად დავახურინე და დიზაინერების ''არმია'' დავიქირავე, რომ გაგვეფორმებინა იქაურობა.. ყველაფერი დაგეგმილია, ახლა საჭიროა გეგმის მზადყოფნაში მოყვანა..

ელენე
- თომამ მითხრა რომ რაღაც წვეულებაა და უნდა წავყვე.. აუჰ, ვერ ვიტან ასეთ ტიპის წვეულებებს.. კაბის საყიდლად თომა გამომყვა. ძლივს ვიპოვეთ კაბა, რომელიც ძალიან მომეწონა.. ლურჯი, მოკლე და მომდგარი კაბა, წინ დაცურული და ზურგზე გრძელ ვიწრო ზოლად ამოღებული.. იქიდან სალონში გავიარე, თმა და ფრჩხილები მოვიწესრიგე.. თომამ დამირეკა
-ელე, მე ვერ ვახერხებ მოსვლას, მძღოლს გამოგიგზავნი და პირდაპირ იქ მოგიყვანს.. რვა საათისთვის მზად იყავი.. - რვა საათამდე დრო გავიყვანე, მოვემზადე და გავედით.. გზა ცოტა შორი გამოდგა. მერე ერთ ჩაბნელებულ ადგილზე მივედით.. ცოტა შემეშინდა, იქნებ ეს მახე, რომელშიც ასე.მარტივად გავები.. მძღოლისკენ შევტრიალდი და ის უკვე მიდიოდა.. უეცრად მიწაზე მანათობელი ნიშანი გაჩნდა, რომელიც გზას მითითებდა.. მივყვებოდი ნიშანას, რომელმაც ერთ ოთახში შემიყვანა, მკრთალი შუქი მაგიდას ანათებდა. მაგიდაზე სისხლივოთ წითელი ვარდების თაიგული იყო, ბარათთან ერთად ''მე შენს თვალებში ჩემი ბედის ვარსკვლავებს ვხედავ'', გული ამიჩქარდა და გონებით სხვა სამყაროში გადავფრინდი.. მინიშნებას გავედევნე და კიდევ ერთ ოთახში მოვხვდი, ულამაზესი იყო, ჭერზე გალაქტიკის კომპიუტერული ჰოლოგრამა.. მაგიდაზე ჩემი საყვარელი შოკოლადი და ისევ ბარათი ''მე შენ მიყვარხარ... საკმარისი მიზეზია, რომ ვიყო ბედნიერი''.. ისევ აციმციმდა მიმართულების ნიშანი და კიდევ ერთ ოთახში შემიყვანა.. მსუბუქი განათება მყუდრო გარემოს ქმნიდა, გარშემო სანთლები სასიამოვნოდ ნთქავდნენ სიბნელეს და მბჟუტავი სინათლით ალამაზებდნენ ყველაფერს.. თომა ცენტრში იდგა, აღფრთოვანებული გავექანე და ყელზე ჩამოვეკიდე
- ელე - ისე სასიამოვნოდ ჟღერდა მის მიერ წარმოთქმული სახელი რომ ჟრუანტელმა დამიარა, მან ხელები მჭიდროდ შემომხვია და ისე მიმიხუტა, თითქოს გავრბოდი.. რაღაცის სათქმელად პირი გავაღე, მაგრამ თითი ტუჩებზე მომადო
- ჩშშ, - წელზე ხელები მიმხვია და ჩამჩურჩულა - ელ, ამბობენ, რომ სიყვარული თავისით მოდის და შენც მოხვედი, შენი ფეხით.. ჩემს არსებაშში შემოიჭერი და ისე ღრმად გაიგდი ფესვები, რომ თუნდა ამომგლიჯონ გული, შენს სიყვარულს ვერ წაშლიან.. შენ ისე საოცრად გამოჩნდი, სასწაულებრივად.. ბედისწერის ძალით.. იცი არ მჯეროდა ბედისწერის, მიმაჩნდა, რომ უსამართლობა სადღაც ვიღაცას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდეს რა უნდა მოხდეს.. მაგრამ ასეც რომ იყოს, მე იმ ''ვიღაცის'' მადლობელი ვარ, რომ შენ ჩემს ცხოვრებაში ''წერიხარ''.. არა, შენ ჩემი ბედისწერა ხარ, ჩემი ბედის წერა - ისე სასიამოდ გამაბრუა მისმა სიტყვებმა.. არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა, ფეხისწვერებზე ავიწიე და მის ტუჩებს ჩემი მივაკარი.. დიდ ხანს ვკოცნიდით ეთმანეთს.. ღრმად, მომთხოვნად, ვნებიანად და ამავდროულად ნაზად.. ყველაფერი იყო ეს კოცნა.. ყველა ემოცია და ყველა გრძნობა რომ ეტევა, აი ისეთი..
- “უბრალოდ გეტყვი, რომ გენდობი ყველაზე მეტად, მე ჯერ არასდროს სიტყვა “მიყვარხარ” არ მითქვამს, გჯერა? ” - ჩავჩურჩულე თომათ და უფრო მივეკარი
- მაშინ ახლა თქვი - გამიღიმა თომამ და ლოყაზე ხელი ჩამომისვა
- არა, იმიტომ რომ ჩემს გრძნობას ეს ერთი ''მიყვარხარ'' არ ეყოფა.. შენ ჩემში შემოიჭერი და ჩემი ნაწილი გახდი.. უბრალოდ კი არ მიყვარხარ, მესამყაროები..
- ელე, ჩემი ელე, ვიცეკვოთ, წამოდი.. - მე და თომა. დიდ ხანს ვცეკვავდით ნაზ მელოდიებზე.. ყველაზე სასიამოვნო იყო ეს საღამო, ოცნებების ახდენის საღამო.. როდესაც საყვარელი ადამიანისგან ისმენ იმას, რასაც ასე ელოდი..
სახლში გვიან დავბრუნდით.. ოდნავ მთვრალები და უსასრულოდ ბედნიერები.. ოთახში მხოლოდ მე და თომა ვიყავით, ჩვენს უზარმაზარ გრძნობებთან ერთად..
დილით ადრე გამეღვიძა.. წინა ღამე გამახსენდა და გამეღიმა.. თომას ვაკოცე და ავდექი, მოვწესრიგდი და საუზმის მოსამზადებლად გავედი.. ისე ვიყავი გართული ვერავის მოახლოება გავიგე.. მხოლოდ მაშინ მოვედი აზრზე, როდესაც უცხო სხეულმა დამიჭირა და ცხვირზე რაღაც ამაფარა.. ცოტა ხანში კი ყველაფერი გაშავდა..



************
იმედია მოგწონთ.. ველოდები თქვენს შეფასებებს..



№1  offline წევრი natia-natia

რათქმაუნდა მომწონს

 


№2  offline მოდერი tsn

natia-natia
რათქმაუნდა მომწონს

მადლობაა :-*

 


№3  offline წევრი blackboss

დაიძაბაა crying wassat
კარგი გოგო ხარ love

 


№4  offline მოდერი tsn

blackboss
დაიძაბაა crying wassat
კარგი გოგო ხარ love

მადლობაა :-*

 


№5  offline წევრი gvanciii kereselidze

Ra magariaa dzalian momewonaa... momwons sheni nawerebii ...
--------------------
G.ke

 


№6  offline მოდერი tsn

gvanciii kereselidze
Ra magariaa dzalian momewonaa... momwons sheni nawerebii ...

დიდი მადლობაა :-*:-*

 


№7 სტუმარი სტუმარი ნინი

Ვაუ მაგარია????????????????❤❤

Ძალიან კარგადაა აღწერილი ????????????მაგისტრალური ფილმს ვუყურე მაგრამ ცუდია რომ (adjara.net.come) არ დევს ????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent