შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მერამდენედ მეჯახები? (1 თავი)


30-01-2016, 13:47
ავტორი mimimimo
ნანახია 3 348

-ჰო ჭამე ეს მშრალი ნაყიდი საჭმელები და დაიავადე კუჭი- ისე ქოთქოთებდა.
-კაი ხო, შენი ხათრით- სულ ძალით ვჭამე რომ არ გამებრაზებინა დედა, ნინას დავურეკე და ამოსვლა ვთხოვე..-ნინ ამოხვალ?.. გავცივდი.. ვჭამე უკვე.. აუ, კაი რა რას დამცინი.. ამო დროზე.. გელი გელი მოგელი- გავიცინ და გავუთიშე .. 10 წუთში შემოანგრია ოთახის კარი..
-დედამიწაზე მცხოვრები.. უფრო კონკრეტულად საქართველოში, თბილისში და უფრო კონკრეტულად სახლში მცხოვრებ ჩემ გოგოს რა დაემართა? არა, რა.. შენი გამოსწორება არ იქნება.. გამოჩნდება შენზე ჯიუტი ბიჭი და დაგატეხს მაგ რქებს..-ჩაიცინა ეშმაკურად და თვალები ააფახულა
-ჰა მოყვები?
-რა და... მოკლედ, გუშინ რომ წავედი შენგან შემხვდა გიო.. დიდი დათვი ეჭირა.. აი, ამხელა- ხელით მანიშნა და თვალები განათდა..- მეორე ხელში ბევრი თეთრი ვარდები მე რომ მიყვარს ისეთები.. მერე.. ოო, მოკლედ და კონკრეტულად სიყვარული ამიხსნა.. - ჰაჰ, რაღაც გამომიტოვა..
-ის მოკლედ მოყევი ახლა- გამეცინა და შევხედე... ლოყები აუწითლდა- მიდი ჰა.. გელოდები.
-რა და გიტარაზე დაუკრა და მერე მაკოცა - უცებ მიაყარა და თავი დახარა..
-იგემე პირველი ამბორი? - გადავიხარხარე და შევხედე..
-ოო, დებილო.. შენ თავს მიხედე.. ხდები 25-ის დაბერდი ქალიშვილი..
-ნინა- შევუბღვირე
-მე მაპატიეთ - დანანების ნიშნად ხელები აზიდა ზემოთ.
საღამომდე ჩემთან დარჩა შემდეგ გიოსთან ერთად წავიდა.. რომ ვიხსენებ როგორ აუწითლდა ლოყები გიჟივით მეცინება..
მეორე დღეს დედა გასული დამხვდა ვიცოდი საღამომდე არ მოვიდოდა ამიტომ ჯერ სიცხე გავიზომე.. 38.1 მქონდა სუსტად ვიყავი, მაგრამ ახლა გარეთ რომ არ გავსულიყავი მოვკვდებოდი.. კიბეებით ჩავედი, ლიფტით მგზავრობის რატომღაც მეშინია..
უეცრად მკვრივ სხეულს შევეჯახე და წავბარბაცდი..
-ბოდიში - ვთქვი და გზა განვაგრძე, არც მამაკაცისკენ გამიხედია, უბრალოდ სადარბაზოდან გავედი და სეირნობა დავიწყე.. 20 წუთის შემდეგ სუსტად ვიგრძენი თავი, ტემპერატურის მომატებას ვგრძნობდი, მაგრამ სკამზე ჩამოვჯექი და ვუყურებდი პატარა ბავშვებს..
ღირს აგრძელება? ეს საცდელი თავია თუ მოგეწონათ გავზრდი თავებს
-გამალჯობა.. - ენის ჩლიფინით მომიჯდა პატარა გოგო.
-გამარჯობა - გამეღიმა
-ქო შეიძლება? - სკამზე მიმითითა მეც თავი დაუქნიე..
-რა გქვია? - ვკითხე პატარას
-პრინცესა - გამიცინა პატარა გოგომ - დედა ესე მეძახის - საყვარლად ააფახულა თვალები..
-სხვები რას გეძახიან? - ვკითხე ღიმილით..
-სხა კველა ადელაიდას მეძაქის.. სენ თუ გიდა ადელი დამიძაქე..
-კარგი ადელი.. რა საყვარელი ხარ.. რამდენი წლის ხარ?
-აი, ამდენის- 3 თითი მაჩვენა - და ამდენის ვქდები - 1 თითიც გამოაჩინა..
-რა ყოჩაღი გოგო ხხარ.. დედიკო სადაა?
-იქ ზის - ხელით დედასკენ მიუთითა, რომელიც ტელეფონში იყო ჩამძვრალი და არც კი ახსოვდა ალბათ შვილი რომ ყავდა..
-ადელი, ახლა მე უნდა წავიდე ცუდად ვარ ცოტა.. და იმედია გნახავ.. მიდი დედიკოსთან სხვაგან არ იარო.. - პატარა ლოყები დავუკოცნე და სახლში წავედი.. წამალი დავლიე და წამოვწექი..
-გოგო რას შვრები? როგორ ხარ?
-ახლა გაგახსენდა დაქალი?
-ო, გიოსთან ვიყავი..
-კაი, კაი.. აბა რა ქენით?
-რა და კინოში დამპატიჟა მერე კაფეში დავჯექით, ცოტა ვისეირნეთ და მომაცილა სახლამდე..
-აჰამ, კაია..
-შენ რას შვრები? რა მოხდა დღეს? თავს როგორ გრძნობ?
-რავი, სუსტად ისევ.. გარეთ გავედი და- მოკლედ ვუამბე ყველაფერი და ბოლოს დავემშვიდობეთ.. 9 საათი იყო დედა რომ შემოვიდა ჩემს ოთახში სუპი შემოიტანა..
-დედი, მიდი ეს ერთხელაც ჭამე..
-აუ, არ მინდა დე..
-გარეთ რომ გახვედი ხომ კარგი იყო?-თვალები გამიფართოვდა
-მითვალთვალებ?
-არა უბრალოდ დაგინახეროგორ იჯექი პატარა ბავშვთან ერთად.. დედა შეყვარებული არ გყავს? - თვალები აუცრემლიანდა
-აუ, დე კაი რა.. ხომ იცი რომ მყავდეს აუცილებლად გეტყვი.. უბრალოდ ჯერ ვერ გამოჩნდა ჩემი გულის დამპყრობელი - გავიცინე და ლოყები დავუკოცნე.. - შვილიშვილებიც გეყოლება ბევრი.. ბევრი.. - ჩავეხუტე და მასზე მიხუტებულს ჩამეძინა..
1 კვირა სიცხიანი ვიყავი.. ბოლოს გამოვკეთდი.. კაფეშიც დავიწყე ისევ სიარული..
-გამარჯობა გოგონებო.. - ღიმილით შევეგებე თანამშრომლებს და ფორმა ჩავიცვი.. შავი მუხლამდე კაბა და თეთრი მაისური..
საკმაოდ ბევრი ხალხი იყო დღეს.. ბევრი შეკვეთაც იყო.. საღამოს დამთავრდა სამუშაო საათები.. გამოვიცვალე და გოგონებს დავემშვიდობე.. ტელეფონში რაღაცას ვთამაშობდი ვიღაცას რომ შევასკდი და ტელეფონი ძირსამივარდა..


ეს ჩემი პირველი ისტორია.. შეაფასეთ.. კრიტიკაც არ დაიშუროთ.. love lol



№1  offline მოდერი tsn

საიტერესოა, გააგრძელე :-*

 


№2  offline წევრი natia-natia

ისადა მალე დადებბ??

 


№3  offline წევრი mimimimo

tsn
საიტერესოა, გააგრძელე :-*

მადლობა love
natia-natia
ისადა მალე დადებბ??

კი, ხვალ დავდებ feel

 


№4 სტუმარი A

Saintereso chans gaagrdzele

 


№5 სტუმარი Nino

Zaan kargi iyo momecona

 


№6  offline წევრი mimimimo

A
Saintereso chans gaagrdzele

Nino
Zaan kargi iyo momecona

მადლობა love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent