შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვიდრე ყვავიან შროშანები [2]


30-01-2016, 13:53
ავტორი Eleniko13
ნანახია 3 003

მოკლედ, მადლობა მინდა გითხრათ თითოეულს, ვინც კი დამიკომენტარა და გაგრძელების სტიმული მომცა. თქვენზეა დამოკიდებული, ახალი თავები. ძალიან, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ვერც წრმოიდგენთ, ღამე როგორი ბედნიერი ვიყავი.


მანქნით მგზავრობამ დიდი ხანი გასტანა. მე რომ მშიშარა ვყოფილიყავი, ვიფიქრებდი რომ სადღაც შორს მივყავდი ამ ხუთეულს და მოკვლას მიპირებდნენ. მაგრამ მშიშარა არ ვიყავი. თანაც, ჩემი მოკვლა რაში უნდა დასჭირვებოდათ. თუ რათქმაუნდა ორგანოებს არ გაყიდნენ... ზოგჯერ რა სულელი ვარ.
ამ დროის განმავლობაში თავი ახალგაცნობილად სართოდ არ მიგრძვნია. რედი ჩემს ფეხებთან იჯდა, და მე ვერანაირად ვერ ვხვდებოდი როგორ ჩაეკვეხა იქ. ყურსასმენები ჰქონდა გაკეთებული და რაღაც ჩემთვის გაურკვეველ მელოდიას ზედმეტად ხმამაღლა ღიღინებდა. ღიღინებდა ალბათ რბილი ნათქვამია, უფრო ყვიროდა. პარალელურად რადიო იყო ჩართული, საიდანაც მერილინ მანსონი გვიჩხაოდა თავისი გასაოცარი ხმით და ტკბილ ოცნებებს გვისურვებდა. ტექსტი ისეთი ამაზრზენი იყო, ლამის გული ავირიე. ნოე მე მომშტერებოდა მთელი გზა, მე კი უხერხულობისგან სად დავმალულიყავი, არ ვიცოდი. წინ კი ლუკა და ნიკა ისხდნენ. საჭეს არანორმაური სიჩქარით ატრიალებდა ნიკა და და გზადაგზა, ადრიფტავებდა.
_ელენსიო, შენ გაგიგია სამფეხა კუზე?_სიცილით გადმომხედა ლუკამ. მე მხრები ავიჩეჩე და სახე მოვღრჯე. ამაზე უფრო მეტად ახარხარდა ჩემს გვერდით მჯდომი ნოე და სავარძელს ხელი ჩამოადო.
_მოიცა, მართლა? არ გაგიგია?_გაოცებული მზერა ქონდა ნიკას. აშკარად მასზე იცინოდნენ. მეც გავუცინე.
_არაა
_გაუნათლებელო_თითქოს მიწყინაო, ისე ჩაიბურტყუნა. უკვე მუხელზე ხელებს იჭერდნენ ლუკა და ნოე, თავი კი გასწითლებოდათ.
_სამფეხა კუ? ეი, კუს ფეხი არ აქვს_სწრაფად ვიუარე და ვერ გავიაზრე, რას ვამბობდი. მეგონა, მართლა ასე იყო და იმიტომ იცინოდნენ. უეცრად დასერიოზულდნენ, მერე კი ყურისწამღებად გააგრძელეს სიცილი.
_ვაიმე, ხუმრობ არა?_ნოემ მხარზე ხელი მომკიდა და მიმაბრუნა. სიცილისგან ცრემლები სცდიოდა. მის შეხებაზე რატომღაც ცუდად გავხდი და უკან მივიწიე. შეამჩნია და არ ესიამოვნა, თუმცა ხელი არ ჩამოუღია ჩემი მხრიდან.
_რავი შენ?_გავუღიმე და კვლავ უკან მივიწიე. მაღიზიანებდა მისი ხელი.
_ჰეი, მგონი კულოლოგია უნდა ვასწავლოთ ამათ, აზრზე არ არიან_როგორც კი მოსულიერდა, კომფორტულად მიაწვა სავარძელს ლუკა და სარკიდან გადმოგხვედა.
_რა ლოგია?_დავიბენი მე. და აი ისევ, ახლიდან დაიწყეს სიცილი.
_მოვედით, წყნაური იყოს ეხლა_რედიმ ყურსასმენები გამოიძრო და წარბები მკაცრად აგვიწია.
_ჩვენ ვწყნაურობთ, თქვენ წყნაურობთ, ისინი წყნაურობენ. რა დროა?_თქვა ლუკამ. ნიკას და ნოეს სიცილი აუტყდათ, მე კი თავი უხერხულად ვიგრძენი.
_უზრდელებო_თვალები დავუბრიალე მათ.
_რა დროა? ღამე_ვერც კი შევნიშნე მოახლოებული სანდრო და ადგილზე შევხტი. უკვე მაშინებს.
_ისე არ წყნაურობთ?_გულუბრყვილოდ ვიკითხე, მაგრამ მე მხოლოდ სიწყნარე ვიგულისხმე.
_მგონი შენ ამბობდი, არ გავხდები გაფუჭებული ბავშვიო_ნიშნისმოგებით გადმომხედა სანდრომ და თვალი ჩამიკრა. გაღიზიანებულმა მზერა ავარიდე და ამოვიფრუტუნე.
_ვამბობდი!_ლამის დავიყვირე. ყველას გაეცინა.
_ძალიან გაინტერესებს, ჩემი წყნაურობის განრიგი?_თავისას არ იშლიდა სანდრო, მე კი სირცხვილით სახეზე წითელმა ფერმა დამკრა.
_შენ უზრდელი ხარ!_ცხვირი მაღლა ავწიე და შევტრიალდი, რითაც ვანიშნე, დასრულდა ამაზე საუბარი-თქო.
_მოკლედ, ეს კარლსონის კლუბია..._წამოიწყო ახსნა ლუკამ, რადგან კლუბის წინ ვიდექით და მე გაურკვეველ მზერას ვაპარებდი მისკენ.
_ეგ ვინ არის?_ტრადიცია არ დავარღვიე და დღეს უკვე მეოთხედ გავაწყვეტინე სიტყვა.
_არის ერთი ვიღაც_ვითომც არაფერიო, ისე ჩამიკრა თვალი ნიკამ. თუმცა მივხვდი, რომ ვიღაც არ იყო და აქ რაღაც ხდებოდა.
_ამ კლუბში ნებისმიერ გამვლელს არ უშვებენ, კერძოდ მისია და მხოლოდ ისეთი ხალხი ერთობა... აი, ხომ გესმის_რედის არ უნდოდა ეხსენებინა სიტყვა ნარკომანი.
_ხოდა, მაგრად გაერთობი, არ უნდა ზედმეტი ახსნა. შევედით_ნოემ ხელი მაღლა ასწია და თავით შესასვლელი კარისკენ გვანიშნა. რაღაც არ მაძლევდა ნებას იქ შევსულიყავი, შინაგანად ვთრთოდი. მითუმეტეს, რომ კლუბის პატრონი ინკოგნიტო იყო და ამ კლუბში ნორმალური ხალხი არ ერთობოდა. ვგულისხმობ რომ... არა, არ ვამბობ, რომ ნარკომანები ნორმალურები არ არიან. ამას მე არასდროს ვიტყვი. უბრალოდ, ჩვენ ყველას, თავში გვიქრის და მითუმეტეს ამათ. ღმერთმა იცის, რა მელოდა იქ და რამდენად დაცული ვიქნებოდი.
თუმცა ყველანაირი ყოყმანი გვერდით გადავდე, როცა გარეთ მხოლოდ მ. და სანდრო დავრჩით. გადმომხედა, მოიხალოვდა და სრულიდ მოულოდნელად ხელი ჩამჭიდა, თითები კი ჩემს თითებში ახლართა. მინდოდა მომეშორებინა, მაგრამ არაფრის თქმა არ დამაცადა.
_ასეა საჭირო და ჩემი გაბრაზება არც კი სცადო. შენთვისვე სჯობს_ხმადაბლა, თუმცა საკმაოდ მკაცრად გადმომილაპარაკა და ჩვენც შევაბიჯეთ კლუბში. კარებთან მდგრმა დაცვამ მეგობარივით დაარტყა მხარზე ხელი სანდროს და შეგვატარა. ალკოჰოლის სუნმა და ბოლო ხმაზე აწეულმა სიმღერამ უსიამოვნო გრძნობა გამიჩინა. არ ვიყავი ასეთ სიტუაციებს შეჩვეული. ვეწეოდი ჩემთვის, წყნარად. დიახ, ვიჩხერდი, ვყნოსავდი, ვეწეოდი, თუმცა მე მათნაირი არ ვიყავი... ვიმედოვნებდი, ეს არც არასდროს მოხდებოდა. მე მომწონდა საკუთარი თავი და მუხლთან გამოხეული შავი ჯინსი მაკმაოფილებდა. არათუ გულისამრევად მოკლე ამოღებული კაბები და ბილწი ლექსიკონი.
_ახლა, კარგად მისმინე. აქ შენთვის საგიჟეთია. სულ რამდენიმე წუთში თორმეტი შესრულდება, რაც ნიშნავს რომ გართობა იწყება. უბრალოდ მოდუნდი და ეცადე არავინ გააღიზიანო. აგვყევი. თუმცა შორს არ შეტოპო და იმის გარდა არაფერი დალიო, რასაც მოგაწვდი მე. ხელი კი არ გამიშვა_სანდრო ისე მესაუბრებოდა, თითქოს დედაჩემი ყოფილიყო. ეს ფაქტი ნერვებს მიშლიდა და მაღიზიანებდა.
_მორჩი ჩემს ძიძობას, სანდრო ბიძია_გავიწელე და ნაგლად გავუღიმე. რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ვიღაც გოგო მოგვიახლოვდა. მოკლედ შეეჭრა შავი თმა, რომლის ფერიც საშინელი იყო. თითქოს ვიღაცას საღებავით გაეთხაპნა მისი თავი. შორტები ეცვა, რომელიც ტრუსებს უფრო გავდა და ჭიპს ზემოთ შავი ზედა. ეს ყველაფერი გულს მირევდა.
_აი, აბები სანდრიიკ... და წამომყევი, თამაში უკვე დაიწყო. სასმელიც წამოაყოლე, თორემ იქიდან ვეღარ ადგები_ამაზრზენად გაუღიმა და ლოყაზე ხმაურიანად აკოცა. როგორც კი შებრუნდა და წავიდა, არ ვიცი რატომ, უბრალოდ მარჯვენა ხელი ავწიე და სადაც მას აკოცა, იმ ადგილას სამჯერ გავუსვი სანდროს ლოყას. გაუცნობიერებლად, ინსტიქტურად.
_ოუ_ტუჩები მოკუმა,თითქოს სიცილს იკავებდა სანდრო. ჩემი საქციელი მაშინვე ვინანე და მინდოდა ხელი მომეტეხა საკუთარი თავისთვის.
_შავი პომადა დაგემჩნა, მადლობა მითხარი რომ მოგაშორე_მაშინვე გამოვქექე მიზეზი და გავუღიმე. არაფერი შევიმნიე, მე ხომ საუკეთესოთა შორის საუკეთესო მსახიობი ვარ.
_მიდი, ეს დალიე_ჯერ რაღაც თეთრი აბი გამომიწოდა, მერე კი სასმლით სავსე ჭიქა. უნდობლად გამოვართვი და გამეცინა. ხელი მართლაც არ გაუშვია ჩემთვის.
_რა გაცინებს_შემომხედა და ცალი წარბი მაღლა ასწია. თავი გავაქნიე, აბები ყელში გადავუშვი და სასმელი ოდნავ მოვსი.
_კარგი, წავედით_თავად ლუდის ბოთლს დაწვდა და ასე, ხელჩაკიდებული წაიყვანა. წრეზე შეკრებილიყვენ, სულ თორმეტი იყვენენ. ფეხები მოეკეცათ და ზოგი ვის ეხვეოდა, ზოგი ვის.
_ჰეი, მოხვედით. უშენოდ არ დავიწყეთ, სანდრო. ეს ლამაზმანი ახალია?_ამოგხედა ერთმა ბიჭმა, თმები მხრამხე სწვდებოდა და ქვედა ტუჩზე პირსინგი ეკეთა. ყველას ყურადღება მივიპყარით, რამაც უხერხულობა მაგრძნობინა და მინდოდა სანდროსთვის ხელი გამომეგლიჯა და გავქცეულიყავი.
_ჰო, ეს ელენეა_სანდროს მაგივრად უპასუხა რედიმ, რომელიც ნიკას მხარს ეყრდნობოდა და ხელიც მის ფეხზე ედო. აი, თურმე რა.
_სასიამოვნოა, ახლა კი დაიწყეთ და თანდათან გაგვიცნობ_თავი დაგვიქნია წითურმა გოგომ. წრეში ჩვენც ჩავჯექით, ის ფაქტი კი, რომ სანდრო ხელს არ მიშვებდა, უჩვეულოდ მახარებდა.
_სიმართლე თუ მოქმედება, მეგ?_როგორც ჩანს, გააგრძელეს თამაში. იმას თამაშობდნენ, რაც ჩემთვის ყველაფერ ცუდთან ასოცირდებოდა, მაგრამ არ შევიმჩნიე, რაღათქმაუნდა. მეგი კი ის გოგო იყო, მაშინ რომ მოვიდა ჩვენთან. შავთიანი და კახ,პასავით გამოწყობილი.
_მოქმედება სემ_თვალი ჩაუკრა და ტუჩებით კოცნის ინსცენირება გააკეთა, შემდეგ კი ბაგეები ღია დატოვა. გამეცინა. ეს გოგო მართლა ბო,ზია.
_ადექი და ამ ახალს უთხარი ის, რასაც მასზე ფიქრობ_სრულიად მოულოდნელად თქვა სემმა. მას ქერა თმა ქონდა და სახეზე იარა. ჯანდაბა, რაო? დარწუნებული ვარ, ჩემზე კარგს არაფერს ფიქრობს. თანაც, აქ ხომ მართლა ახალი ვარ, ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა! ვიცი, ვერ მოვუთმენ და მეც მივახლი რამეს. მერე კი მართლაც მივქარავ.
ყველა დადუმდა, აშკარად მეგის მოქმედებას ელოდნენ. ის წამოდგა, წრეში შემოვიდა, ჩემს წინ ფეხმორთხმით დაჯდა და ტუჩები მოპრუწა. მოთმინებით დაველოდე, რას იტყოდა.
_მახინჯს ვერ ვუწოდებ, საკმაოდ ლამაზია. მაგრამ შინაგად დარწმუნებული ვარ, რომ ერთი საცოდავი კახ,პაა. ვიცი, უკვე იწვა სანდროსთან. ამას მათი ხელები მიგვანიშნებს, თანაც სანდრო აქამდე ჩემს გარდა არავისთან დამჯდარა თამაშის დროს. მაზიანს დავდებ, ნებისმიერს გაა*იმნინებს თავს ას დოლარზე, აქვე და ახლავე_დაასრულა და გაიცინა. ყველას სიცილი აუტყა, იმ ხუთეულის გარდა, რომელსაც ვიცნობდი. სანდრომ ხელზე ხელი მომიჭირა.
_ვიმედოვნებ ვიღაცას საკუთარ თავში ვეშლები_ღიმილით ვთქვი და სანდროს მივეყრდენი. მე შენ გაჩვენებ, ძუკნავ!
_ასე ფიქრობ? ნამდვილად?_ამყვა მეგიც, სახეზე კი გამაღიზიანებელი ღიმილი დასთამაშებდა.
_მაზიანს დავდებ, შენ დღეში სამჯერ ჟიმა*ბ ნებისმიერთან_თვალი ჩავუკარი. წარბები აწკიპა, მაგრამ გაბრაზება არ შეიმჩნია. რედი იცინოდა, დანარჩენნი კი გასუსულნი გვისმენდნემ.
_ხო, რამე პრობლემაა? თუმცა გშურს, ეს აშკარაა_თავისი ჭკუით, წამკბინა. გამეცინა.
_არა რას ამბობ, შენთვის მიჩუქნია, შენს საქმიანობას ხომ არ მოგაშლევინებ_მხრები ავიჩეჩე და სანდროს ხელი გავუშვი. შემომხედა, სახეზე არაფერი ეწერა. ხელი ისევ ძლიერად ჩამჭიდა და მის მუხლებზე დაიწყო.
მეგის გაბრაზებისგან სახეზე წითელი ფერი მოედო, ნესტოები დაებერა და რომ არა მის გვერდით მჯდომი ბიჭი, მომვარდებოდა და დამარტყამდა. ბიჭმა ხელზე ხელი მოქაჩა და ისევ მის გვერდით დააჯინა.
_მაშ ასე, სანდრიკ, სიმართლე თუ მოქმედება_თამაში ჩვეულებრივად გააგრძელა. სანდრომ წარბები მაღლა ასწია და სიმართლე აირჩია.
_მე უფრო მიმზიდველად გეჩვენები თუ ელენა?_თქვა მან. გამეცინა, რადგან ის აგრძელებდა. თამაში წამოიწყო, მე კი ავყვები. დიახ, ავყვები და ვაჩვენებ, რომ ის არ ვარ, ვინც ვგონივარ.
_ცუდი კითხვაა_ოდნავ გაეღიმა სანდროს.
_მაგრამ ჩვენ სიმართლე გვჭირდება_მეგიმ თვალი ჩაუკრა.
_იყოს სიმართლე. ელენე_უპასუხა და მერე ჩემსკენ გადმოიხარა.
_ეს არაფერს ნიშნავს. მაინც ისე გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობა, როგორც ადრე_ყურში ჩამჩურჩულა, მე კი ხმამაღლა გავიცინე. ვიცოდი, ამით უფრო გავაღიზიანებდი მეგის.
_რათქმაუნდა, ძვირფასო_დავიხარე და სულ ოდნავ შევეხე ლოყაზე ტუჩებით. გაეღიმა.
_გავაგრძელოთ, გთხოვთ_ოდნავ ხმამაღლა წამოიძახა ერთმა ლურჯთავა გოგონამ. ცხვირზე პირსინგით და ყელზე ტატუთი.
_ლიზა, სიმართლე თუ მოქმედება?_სწორედ მას შეეკითხა სანდრო. ანუ ლიზა... გოგონამ გაიცინა.
_მოქმედება_თქვა და გამომწვევად გადასწია თავი. მივხვდი, აქ ორივე, სიმართლეც და მოქმედებაც საშიში იყო.
_შენ და ლოლიტამ ძველი დრო გაიხსენეთ_დავინახე, როგორ წამოწითლდა და ერთ-ერთ გოგოს გადახედა. აშკარად ლოლიტას. ქერა გოგონა იყო, სანდომიანი სახით. მე ვერ მივხვდი, რას გულიასხმობდა სანდრო ძველ დროში. თუმცა მოქმედებამ მოლოდინს გადააჭარბა. სტვენა დაიწყეს. ლოლიტა და ლიზა ჩვენს წინ ზასა,ობდნენ.
_ვოუ_გვერდით გავიხედე და წარბები მაღლა ავწიე. რედიმ შემომხედა, ოდნავ დამიქნია თავი და გამიცინა. ბავშვობიდან ვერ ვიტანდი ლესბოსელებს და გეებს. მეზიზღებოდა ასეთი ხალხი. ასეთები არ იბადებოდნენ, ასეთები ხდებოდნენ. უბრალო განსხვავებულობის გამო და ვერც კი ხვდებოდნენ, როგორ საზიზღარ და გულისამრევ ადამიანებად ყალიბდებოდნენ.
ასე ხომ უფსკრულისკენ მივდიოდით, ღმერთო ჩემო. თუ ისინი გამრავლდებოდნენ, ჩვენ გაგრძელება აღარ გვეწერა. ბავშვები არ გაჩნდებოდნენ, რაც ნიშნავს რომ... ჯანდაბა, სრული იდიოტიზმია.
_ჰეი, ელენე_ხელები დამიქნია ლიზამ. გამოვფხიზლდი და ნაძალადევად გავუღიმე.
_აბა, სიმართლე თუ მოქმედება_თავადაც ღიმილით მიპასუხა. შევყოყმანდი და ქვედა ტუჩს კბილები მოვდე.
_მოქმედება_ბოლოს მაინც მოქმედება ვარჩიე, რადგან სიმართლე ვიცოდი საშინელენა იქნებოდა.
_მიდი, ბობის აკოცე ვნებიანად. მის კალთაში მოთავსებულმა.
გამაჟრიალა. პირი ოდნავ გავაღე გაოცების ნიშნად და ავდექი.
_არა, ის აღარ თამაშობს_ყელზე ძარღვები დაეჭიმა ლუკას. შევამჩნიე, როგორ გადახედა სანდრომ მადლიერი თვალებით.
_რომელია ბობი?_ცივად ვიკითხე მე. ყველა იცინოდა.
_ჰეი, აქ ვარ_მეგის გვერდით მჯდარმა ბიჭმა თვალი ჩამიკრა. ღმერთო, მივხვდი, ისინი რასაც ეკეთებდნენ. ერთი სული ქონდათ, მე და მეგი როდის წავიჩხუბებდით კიდევ ერთხელ.
მისკენ წავედი, ფრთხილად შევხედე და გულისცემა გამიორმაგდა. გარეგნულად ვცადე არაფერი შემემჩნია. როგორ უნდა ჩავუჯდე კალთაში? ეს უხერხულია... თუმცა ხელი მომკიდა, დამქაჩა და პრობლემაც გადაიჭრა. მის კალთაში მოთავსებულმა უსამოვნოდ შევიშმუშნე. მუცელი ნერვიულად შემეკუმშა.
_დროზე_ლიზამ შეგვახსენა. ტუჩები გავხსენი, მის ტუჩებს მივადე და დანარჩენი უკვე თავისით მოხდა. კოცნაში ამყვა და ენა პირში შემომისრიალა. გულისრევის შეგრძნებით მოვშორდი და თავი გავაქნიე. კმაყოფილი ჩანდა.
_შე ბო,ზო! სანდრო არ გეყოფოდა? მე შენ გაჩვენებ!_დამიღრიალა მეგიმ და მხოლოდ ახლა გავიხედე მისკენ. ის ის იყო, მისი ხელი მომხდებოდა მარჯვენა ლოყაზე, რომ სწრაფად გავუჩერე და მაგრად მოვუჭირე მაჯაზე ხელი.
_ხელის დაკარება არ გაბედო მეგი! სიტყვიერი შეურაცჰყოფა სხვაა, ფიზიკურად კი ვერ შემეხები! მეორედ ხელს აღმართავ, და იმას გავაკეთებ, რისი გაკეთებაც ძალიან არ მინდა! შენ კი არა, მამაჩემს არ დაურტყამს ჩემთვის, ძუკ,ნავ!_სახეში შევაფურთხე და ხელი შევუშვი. შემოვბრუნდი და ისევ ჩემს ადგილს დავუბრუნდი. არა, მე არ ვაპირებდი აქედან მხდალივით წასვლას.
მაგრამ არც გაჩუმებას ვაპირებდი.
_შენ მე ვერასდროს გამიტოლდები, ორ ლარიანო კახ,პავ_მომაძახა მან, თუმცა შევნიშნე, როგორ გაეთელა თავმოყვარეობა. კმაყოფილმა გავიღიმე.
_არც ვაპირებ. ჩემს გეგმებში ნამდვილად არ შედის ხვრელის გაფართოება, თანაც ყველა ბიჭთან_ვუპასუხე მე. ღმერთო, როდიდან გავხდი ასეთი? ეს ლექსოკონი უცხო იყო ჩემთვის. ყველა იცინოდა, მის გარდა. მეგი ადგა და წავიდა.
_არანორმალურად საშიში ხარ, ელენსიო_რედიმ მოწონების ნიშნად ცერა თითი ამიწია.
_შენ ცუდად მოიქეცი_გადმომხედა სანდრომ და ხმადაბლა მითხრა. ნუთუ მთხოვდა, მისთვის დამეთმო და უსუსური გოგო გამოვენილიყავი?
_არც ის იქცეოდა კარგად_ყბა დამეჭიმა, რადგან მეწყინა.
_შენ არ ხარ მისნაირი_თქვა და თავი შეაბრუნა.
_ჰეი, გავაგრძელოთ_დაიყვირა ნიკამ. მეც ამოვისუნთქე და ნოეს შევუბრუნდი.
_სიმართლე თუ მოქმედება, ნოე?_ვკითხე მას.
_სიმართლე.
_რატომ მიყურებ ხოლმე რაღაცნაირად?_პირდაპირ ვკითხე. სანდრომ კვლავ ჩამჭიდა ხელი. გამეცინა, ეს ბიჭი როგორი ჯინიანი და ამოუცნობია.
_იმიტომ რომ, მომწონხარ_უბრალოდ მიპასუხა. გამიკვირდა, მაგრამ არ შევიმჩნიე, უბრალოდ გავუღიმე და უღიმღამოდ შევხედე მათ.



№1  offline მოდერი bibo

Xox aq ambebi xdeba da aq xalxi gulaobs mtrisas da avisa :D :D kargi xar momwons.ver avarchie romeli bichi momwons ra kaco es romels davadga tvali ver vxdebii ux archevani didia aba vnaxot shemdeg tavebshi ra moxdeba luka sandro tu noe :D shen kargi xar sauketeso

 


№2  offline მოდერი Eleniko13

bibo
Xox aq ambebi xdeba da aq xalxi gulaobs mtrisas da avisa :D :D kargi xar momwons.ver avarchie romeli bichi momwons ra kaco es romels davadga tvali ver vxdebii ux archevani didia aba vnaxot shemdeg tavebshi ra moxdeba luka sandro tu noe :D shen kargi xar sauketeso


ძალიან დიდი მადლობაა <33 გამახარე... ვნახოთ, ვნახოთ
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


ვაუ დზაან მაგარია მომწონს დზაალიან
--------------------
romantikosi mwerali

 


№4  offline მოდერი Eleniko13

lann❤
ვაუ დზაან მაგარია მომწონს დზაალიან

დიდი მადლობა, ტკბილო <33
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№5 სტუმარი darina

Yvelaze metad narkomanebs ver vitan, sheidzleba mitxrat isinic adamianebi ariano, magram me ase ar vtvli wamlis gamo yvelaferze wamsvlelebi arian, samwuxarod chven qveyanashi amaze sashineli ragacebi xdeba, dzalian.momwons siujeturad realovbastan asocirdeba, momewona sheni weris stilic, vnaxot ra moxdeba, imedia elene ise grmad ar charfloba am.wumpeshi ukan dasaxevi gza rom agar qondes jerjerobit sandro da luka momewona adamianuroba shemorchenili aqvt mainc, warmatebebi.

 


№6 სტუმარი darina

[quote=Eleniko13][quote=darina]Yvelaze metad narkomanebs ver vitan, sheidzleba mitxrat isinic adamianebi ariano, magram me ase ar vtvli wamlis gamo yvelaferze wamsvlelebi arian, samwuxarod chven qveyanashi amaze sashineli ragacebi xdeba, dzalian.momwons siujeturad realovbastan asocirdeba, momewona sheni weris stilic, vnaxot ra moxdeba, imedia elene ise grmad ar charfloba am.wumpeshi ukan dasaxevi gza rom agar qondes jerjerobit sandro da luka momewona adamianuroba shemorchenili aqvt mainc, warmatebebi.[/quote]

სწორედ მიმიხვდი ყველაფერს.
მე ვწერ იმას, რაც ჩემს საუკეთესო მეგობარს გადახდა უცხოეთში.
ეს საზიზღარი რეალობაა...
ელენე რამდენად ჩაეფლობა წუმპეში, მაგას შემდეგ თავში ვიხილავთ.
ლუკა და სანდრო კი... მათ თავისი მიზეზები აქვთ, თორემ ყველაზე ჩაძირულები ისინი არიან.
ამ ისტორიით ნახავთ რომ ნარკომანია ყველაზე დიდი საშინელებაა, რაც კი შეიძლება ადამიანს დაემართოს მაგრამ იმასაც, რომ ყველა ნარკომანს აქვს რაღაც მიზეზი და მათი ტკივილით თუ სიხარულით იცხოვრებთ.
ამის დიდი იმედი მაქვს.
ჯერ კიდევ აზრზე არ ხართ, რა არის ამ ისტორიის მთავარი აზრი.
იმდენად დიდ ტკივილს გადაიტანს თითოეული პერსონაჟი, მეგის ჩათვლით, რომ...
მადლობა, რომ კითხულობ და თუ ბოლომდე მომყვები, ეს უბრალოდ შესანიშნავი იქნება.[/quo
ratqmaunda mogyvebi dzalian mainteresebs rogor ganvitardeba movlenebi, sandro da luka sheidzleba chafluli arian yvelaze metad magram me is vigulisxme, rom ar undodat elenec chafluliyo am wumpeshi, me aranairad ar vamartleb im adamianebs vinc tkivilis am shxamit rom iyucheben.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent