შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აფერისტი პატარძალი [ნაწილი მეორე; დასასრული]


30-01-2016, 20:53
ავტორი მარრიამი
ნანახია 7 439

- გამარჯობა _ ღიმილით მიესალმა დაცვის წევრს და შენობაში შეაბიჯა. _ გამარჯობა, ხომ ვერ მეტყვით დირექტორის კაბინეტი რომელ სართულზეა?
- მეთორმეტეზე,
- მადლობა.
მეთორმეტე სართულზე ავიდნენ, პირდაპირ დირექტორის კაბინეტისკენ წავიდა.
- უკაცრავად, ქალბატონო დირექტორი არ არის _ გოგონამ ხმამ შეაჩერა.
- მოგესალმებით, დირექტორი აქ არის, ახლახანს მოვიდა _ გაუღიმა _ შეგიძლია თანამშრომლები შეკრიბო თათბირისთვის?
- უკაცრავად, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებ თუ ბატონი ბექა არ დამავალებს.
- სახელი?
- თეა.
- სასიამოვნოა, მე ქეთა ვარ, თეა ახლა ამ კომპანიის მფლობელი მე ვარ, ამიტომ გთხოვ შეკრიბო თანამშრომლები, თათბირზე გაცნობაც იქნება და ყველა იმ საბუთსაც წარვადგენ, რაც დაგარწმუნებთ რომ მართალი ვარ.
- კარგი _ ყოყმანით დაეთანხმა.
- არაჩვეულებრივი კაბინეტია _ მიმოიხედა და სავარძელში ჩაეშვა _ ბექას ნამდვილად კარგი გემოვნება აქვს.
- ქეთა, არ გეცოდება? მას ხომ უყვარხარ.
- ქრისტი, აქამდე მართლა მაწუხებდა სინდისი, თუმცა ახლა როცა ვხედავ, როგორ ცხოვრობენ და მუშაობენ ჩვენი ქონებით, აღარაფერს ვგრძნობ.
- არ ვიცი, არ ვიცი.
- მე ვიცი, მე ვიცი.
- ქეთა _ კარები შეგლიჯა ბექამ _ რა თამაშია? რა ხდება საერთოდ?
- დამშვიდდით ბატონო ბექა, ახლა არ მცალია თათბირზე უნდა შევიდე, რომ დავბრუნდები მერე დაგელაპარაკებით, შეგიძლიათ აქ დამელოდოთ _ გაუღიმა და გვერდი აუარა.

***
- კიდევ აქ ხართ?
- ქეთა გეყოფა ეს თქვენობით საუბარი და გაურკვევლობა!
- ნუ ყვირი, კარგი ვისაუბროთ, რა გაინტერესებს? ჰო, შეგიძლია დაბრძანდე.
- ჩემს სავარძელს შენ იკავებ.
- თქვენი იყო, ახლა ჩემია, საბუთები ადასტურებს ამას.
- ეს ყველაფერი სიყალბე იყო?
- ჰო.
- შენც ყალბი იყავი, ქეთაც არ არსებობს?
- მე მართლა ქეთა მქვია, ერთადერთი რაც შევცვალე მამის სახელი იყო, დანარჩენი ყველაფერი სიმართლეა ჩემ შესახებ.
- და სიყვარული?
- ჰო, ესეც ყალბი იყო, არ მიყვარხარ.
- გასაგებია, მაგრამ რატომ მითხარი რაც ჩემი იყო ის დავიბრუნეო? ეს კომპანია ხომ ჩემია?
- ერთ დროს ჩვენც გვქონდა ასეთივე კომპანია, უბრალოდ მამაშენის და ჩემი მამამთილის წყალობით გავკოტრდით, ჰოდა ჩემი ქონება უკან დავიბრუნე. ჰო, მე მასწავლებელი არ ვარ, კომპანიის მფლობელი ვარ, უფრო სწორად კომპანიების.
- როგორ დავბრმავდი, როგორ? რატომ ვერაფერი შევამჩნიე?
- დამშვიდდი ბექა, შენ არაფერ შუაში ხარ.
- ამ ორი თვის მანძილზე, ნუთუ მხოლოდ შურისძიება გამოძრავებდა? მთელი ეს სითბო და სიყვარული რასაც შენგან ვგრძნობდი..
- იცი რა? გულწრფელად რომ გითხრა, ძალიან კარგი ადამიანი ხარ, ალბათ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა იმის შვილი რომ არ იყო, ვისიც ხარ.
- კარგი, მაგრამ ინანებ, მე ყველაფერს გავარკვევ და იმასაც დაგიმტკიცებ, რომ ცდები.
- წარმატებები _ ოდნავ გაუღიმა და კარებისკენ ანიშნა.
- მაგრამ _ კარებთან მისული შემობრუნდა _ თანამშრომლებს რა მოელით?
- არაფერი, ისინი ზუსტად იმავე პირობებში იმუშავებენ, როგორშიც აქამდე მუშაობდნენ, თუ რომელიმე თავისი ნებით არ წავა რა თქმა უნდა.
- გასაგებია, მადლობა.
- ნახვამდის.

საღამოს სახლში ემოციებით გადაღლილი დაბრუნდა. თანამშრომლები სულაც არ იყვნენ კმაყოფილი უფროსის ცვლილებით. ყველაზე მეტად კოსტას საყვედურიანი მზერა ეტკინა, არაფერი უთქვამს, მაგრამ თვალებმა აგრძნობინეს ყველაფერი. ყველაზე მძიმე დედასთან ლაპარაკი იყო, მისი იმედგაცრუებული მზერა. არ გაუმართლებია დედას, პირიქით, დაადანაშაულა. გუშინ ამ დროს ქორწილი ჰქონდა, ბედნიერი ცეკვავდა ბექასთან ერთად, დღეს კი სახლში მარტო იყო, სულ მარტო, გამარჯვებული და გულდამძიმებული.

***

ბექა უბრალოდ გაანადგურა ამ გოგომ, დაუნგრია ის კოშკები რაც ააგო, გული ატკინა, მოატყუა, მისი სიყვარული არ დააფას. ან ასე როგორ დააბრმავა, როგორ ვერ მიხვდა ვერაფერს, ერთხელ მაინც როგორ არ შეეპარა ეჭვი. ვერ წარმოიდგენდა ვინმეს ან რამეს თუ შეეძლო ასე გულის ტკენა, ვერ წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ასეთი უბედური იქნებოდა, რომ სიტუაციიდან გამოსავალს ვერ იპოვნიდა და ერთადერთ ხსნად ალკოჰოლს მიიჩნევდა. ჭიქას ჭიქაზე ცლიდა, იმ წუთში არ აწუხებდა არყის სიმწარე, ჩამწვარი ყელი და ნელ-ნელა დაკარგული სიფხიზლე, იმ წუთში მხოლოდ ტკივილს გრძნობდა, გულის ტკივილს, ისეთს, ვერაფერი რომ ვერ მოაშუშებდა. ასე როგორ გაიმეტა, ამ ორი თვის მანძილზე ნუთუ სულ ოდნავ, სულ ოდნავ მაინც ვერ შეგრძნო რაიმე ეგრძნობინებინა, სულ ცოტა სითბო, სულ ცოტა სიყვარული. მოგვიანებით თენგოც შეუერთდა, კომპანიონობა გაუწია და ერთად სვამდნენ. სიგარეტს არ ეწეოდა ბექა, თუმცა ახლა ესეც არ აინტერესებდა, ღერს-ღერზე უკიდებდა და გრძნობებს გულში იკლავდა.

***
ერთი კვირა გავიდა, ერთი დაძაბული კვირა.. ბექა დამშვიდდა, შედარებით, სულ თავიდან დაიწყო ყველაფრის გარკვევა.. ქეთა კი ყოველ დღე უფრო დამძიმებული იღვიძებდა, თვითონაც კარგად ხვდებოდა, რომ ბექა ენატრებოდა, მაგრამ არ აღიარებდა, სხვებთან არა. გარეგნულად ისევ მიღწევებით კმაყოფილ გოგონად რჩებოდა. საღამოობით, სახლში დაბრუნებული განსაკუთრებით გრძნობდა ნოსტალგიას, განსაკუთრებით გრძნობდა გულში ტკივილს. როგორ არ უნდოდა, როგორ არ უნდოდა, რასაც ვერ წარმოდგენდა ის მოხდა, ისე უცებ შეეპარა სიყვარული, თვითონაც ვერ მიხვდა.

***
- ბატონო ბექა, რა პატივია, როგორ გიკითხოთ?
- კარგად მადლობა, თავად? _ ცივად უპასუხა ბექამ.
- მეც კარგად, რამ შეგაწუხათ? _ არაფრით იმჩნევდა, როგორ აფორიაქდა მისი დანახვისას.
- ხომ გითხარი დაგიმტკიცებ რომ ყველაფერი ისე არ არის როგორც გგონია-მეთქი? _ ჩაიცინა.
- დიახ, ნამდვილად მითხარით.
- ჰოდა ინებე საბუთები.
- რა საბუთებია? _ გაკვირვებულმა ახედა.
- გაეცანი და მერე ვილაპარაკოთ _ კმაყოფილი ღიმილით დატოვა კაბინეტი.

ქეთამ კი დაძაბულმა გადაფურცლა. განუწყვეტლივ იკითხა რამდენიმე საათი, რამდენჯერმე წაიკითხა, სახეალეწილმა მოაგროვა მიმოფანტული ფურცლები და თავისი კომპანიისკენ წავიდა.

- ეს ყველაფერი სიმართლეა? _ კაბინეტში შესვლისთანავე დაიწყო ლაპარაკი.
- რა ხდება ქეთა? _ მშვიდად დაეკითხა ბატონი გიორგი.
- აი, ნახეთ და მიპასუხეთ, რაც ამ საბუთებში წერია სიმართლეა?
- ახლა არ მცალია, ხვალ ვნახავ.
- არა ბიძია გიორგი, არა, ახლავე უნდა ნახოთ და პასუხიც ახლავე მითხრათ.
- რა საბუთებია ასეთი? კარგი დამიტოვე.
- დაგელოდებით. _ სწრაფად გადაფურცლა ბატონმა გიორგიმ, უბრალოდ თვალი შეავლო და სახე მოეღრუბლა, ბოლომდე არც უნახავს.
- ეს საიდან გაქვს?
- სიმართლეა? ... მიპასუხეთ, სიმართლეა?!
- ჰო..
- და? _ თვალები აუცრემლიანდა _ და აქამდე რატომ არ მითხარით? რატომ არ მითხარით რომ მისი ბრლი არ იყო? რატომ?!
- დამშვიდდი ქეთა.
- როგორ დავმშვიდდე? ხვდებით მაინც რა გავაკეთე ამის გამო? სრულიად უდანაშაულო ადამიანი გავანადგურე, მგონია რომ მართალი ვარ, ვიფერებ მფლობელობას და თურმე, თურმე ადამიანმა ის მიიღო, რაც ეკუთვნოდა. რატომ არ მითხარით თუ ვალი ჰქონდა? რატომ? ჯანდაბა! _ საკალმე კედლის მიმართულებით ისროლა. _ დღესვე მჭირდება საბუთები _ შედარებით მშვიდად ჩაილაპარაკა.
- რა საბუთები?
- კომპანია მფლობელს უნდა დავუბრუნო.
- მაგრამ ქეთა..
- არავითარი მაგრამ, გადაწყვეტილებას არ შევცვლი, ეს კომპანია სულ რომ გაცამტვერდეს, მაინც იმავეს გავაკეთებ.
- კარგი, ხვალ დილით მზად იქნება.
- კარგი, შემოვივლი.

***
განადგურებული დაბრუნდა სახლში, მთელი ხმით ტირილი უნდოდა და იტირა კიდეც, ბევრი იტირა, გამოიტირა ბექასთან ერთად გატარებული ორი თვე, ქორწილის, მთელი თავისი ტყუილი. კიდევ ერთხელ ეტკინა ბექას მზერა და ხმა.
მეორე დილით ყველაფერი მზად დახვდა, საბუთებს ხელი მოაწერა და ბექას სახლისკენ წავიდა. ღრმად ჩაისუნთქა, კარებზე ფრთხილად დააკაკუნა.

- ამას ვის ვხედავ _ ჩაიცინა ბიჭმა.
- შეიძლება?
- მობრძანდით, მობრძანდით _ შეატარა.
- ბექა, მე, მე ბოდიშის მოსახდელად მოვედი.
- ოო, ეს რა ხდება?
- ბექა გეყოფა ცინიკოსობა.
- შენ ხომ ცინიკოსობდი? თანაც მთელი ორი თვე.
- კარგი, როგორც გინდა ისე მოიქეცი, აი ეს საბუთები, კომპანია ისევ შენ გეკუთვნის და კიდევ, მაპატიე _ საბუთები მაგიდაზე დაუდო და გასასვლელისკენ დაიძრა.
- მოიცადე _ ოდნავ ჩაეღიმა ქეთას, თითქოს იმედი მიეცა.
- გისმენ _ მიბრუნდა.
- განქორწინება მინდა, ხვალ ადვოკატს გამოვგზავნი.
- რაა?
- ჰო, რამ გაგაკვირვა.
- კარგი _ ხმა აუკანკალდა _ ხელს მოვაწერ.
- ქონების გაყოფას ხომ არ მოითხოვ?
- გეყოფა ბექა! არაფერს არ ვითხოვ. _ სწრაფი ნაბიჯით დატოვა სახლი და კარები გაიჯახუნა.

აღარაფერი უნდოდა, ბარგი ჩაალაგა და ბათუმში წავიდა სამარშუტოთი, არც არავინ გაუფრთხილებია. სასტუმროში ძლივს იპოვა ერთი ოთახი, ბარგი შეიტანა, თვითონ კი ზღვაზე გავიდა. ეგონა ზღვა დაამშვიდებდა, თუმცა პირიქით, ააღელვა, მოგონებები გაუღვიძა. კიდევ ერთხელ გააცნობიერა რომ ენატრებოდა, მასთან ერთად გატარებული დღეები ენატრებოდა, ის ბედნიერება და მისი სითბოთი სავსე თვალები. ლოყებზე ჩამოგორებული ცრემლები მოიწმინდა და გაიღიმა. ყველაფერი გაივლისო, გაიფიქრა.
თუმცა მეორე დღეს ისევ შეახსენეს პრობლემებმა თავი.

- გისმენთ.
- სად ხარ? ხომ გაგაფრთხილე რომ დღეს ადვოკატი უნდა მოსულიყო?
- ვიცი, მაპატიე, ქალაქში არ ვარ, საბუთები კაბინეტში დამიტოვოს და როგორც კი დავბრუნდები ხელს მოვაწერ.
- რა აზრი აქვს გაჭიანურებას? მე გადაწყვეტილებას არ შევცვლი.
- მაგის იმედი არც მაქვს, უბრალოდ ახლა ქალაქში არ ვარ _ ტელეფონი გათიშა და მიაგდო. თუმცა ისევ მალე ამღერდა.
- გისმენ ქრისტი.
- სად ხარ? ნორმალური ხარ? სად გაქრი?
- ქრისტი გეყოფა, მარტო მინდოდა ყოფნა.
- რა მოხდა?
- რომ ჩამოვალ აგიხსნი.
- გინდა ჩამოვიდე?
- არ მინდა, ხვალ მე თვითონ დავბრუნდები.
- კარგი, გელოდებით.

ლოგინზე მიწვა და ბალიშს ჩაეხუტა. უხმოდ მოთქვამდა თავის სისულელეს, ხომ შეეძლო რომ ჯერ ყველაფერი გაერკვია, ხომ შეეძლო, მაგრამ არა! თვალდახუჭული ენდო მამას, გონებაში ჩაიბეჭდა, რომ ბერულავების გამო მოხდა ყველაფერი, მაშინვე ჩაიდო გულში შურისძიება და როგორც კი ამის საშუალება მიეცა, არც კი დაფიქრებულა. როგორ უნდოდა გაექრო ეს რამდენიმე დღე, საერთოდ ამოეშალა მეხსიერებიდან და ყველაფერი ქორწილიდან დაეწყო, როგორ უნდოდა ახლა ბედნიერი ყოფილიყო ბექასთან ერთად, ჩახუტებოდა, ეკოცნა, მისი სითბოთი სავსე ხმა მოესმინა, როგორ უნდოდა..
მეორე დღეს, იმავე განწყობით დაუბრუნდა მშობლიურ ქალაქს. ქრისტი და თამთა სახლში დახვდნენ.

- აბა, როგორ ხარ?
- ცუდად.
- რა ხდება?
- ტყუილი იყო, ყველაფერი, მას ჩვენი ქონება არ მიუთვისებია, საბუთები დავუბრუნე, ბოდიში მოვუხადე და მითხრა, რომ განქორწინება უნდა _ ასლუკუნდა.
- ჯანდაბა ქეთა, ის მოხდა რისიც მეშინოდა, შეგიყვარდა.
- არ მიყვარს, უბრალოდ, უბრალოდ მივეჩვიე.
- კარგი, კარგი _ გაეღიმა ქრისტის _ შენ თუ გინდა მიჩვევა დაარქვი.
- ახლა რას აპირებ? _ გადახედა თამთამ.
- განვქორწინდებით და მერე კომპანიას მივხედავ.
- და მორჩა?
- რა გავაკეთო თამთა, ადამიანი გამოვიყენე, თავი შევაყვარე, გული ვატკინე, ახლა მივიდე და ვუთხრა მოდი ყველაფერი თავიდან დავიწყოთ-მეთქი?
- არა, მაგრამ ხომ შეგიძლია სცადო მაინც, რამენაირად, იქნებ მოახერხო შერიგება.
- ვუთხარი რომ არ მიყვარს, რომ ეს ყველაფერი სიყალბე იყო, ახლა ცდის უფლებაც კი არ მაქვს, მეშინია რომ ხელს მკრავს.
- ხელს როდის მოაწერ?
- რაც შეიძლება მალე, მელოდება.
- კარგი _ ამოიოხრეს გოგონებმა.
- მენატრება _ ჩაილაპარაკა და ბალიშში ჩარგო თავი.
- ყველაფერი დალაგდება აი ნახავ _ აქეთ-იქიდან მიუწვნენ გვერდით გოგონები და ზურგზე ხელი გადაუსვეს.

***
ხელი მოაწერა, ყველაზე რთული აღმოჩნდა, ცრემლიანი თვალებით ჩასჩერებოდა ფურცელს. მთელი გულით უნდოდა დაეხია, დაეწვა, ნაკუწ-ნაკუწ დაეჭრა, მაგრამ არ შეეძლო, ამის უფლება არ ჰქონდა. საკუთარი უსუსურობა კლავდა. ყველაფერი დამთავრდა. თუმცა, უნდოდა ბოლოჯერ მაინც ენახა, ამიტომ განქორწინების საბუთების მიტანა საკუთარ თავზე აიღო. მთელი დღე ფსიქოლოგიურად ემზადებოდა რომ მის წინაშე არ ეტირა და სისუსტე არ გამოეჩინა, საღამოს კი ააკითხა.

- გამარჯობა _ ჩუმად ჩაილაპარაკა და წელსზევით შიშველ ბიჭს თვალი აარიდა.
- რა სასიამოვნო სტუმარი მობრძანებულა, რამე გინდა? _ უხეშად ჰკითხა.
- საბუთები მოგიტანე. _ გაუწოდა, ბექამაც სწრაფად გამოართვა.
- შეგეძლო ადვოკატისთვის გამოგეტანებინა, დამიჯერე მისი დანახვა ბევრად უფრო გამახარებდა.
- ალბათ _ ტუჩს კბილებით აწვალებდა, თვალებს არაფრის დიდებით არ ახამხამებდა, როგორმე დაგუბებული ცრემლი უნდა შეეკავებინა.
- თუ სხვა არაფერი გინდა, შეგიძლია წახვიდე.
- ჰო, ნახვამდის ბექა და.. ბედნიერებას გისურვებ _ ბიჭს უბრალოდ ჩაეცინა და კარები ცხვირწინ მიუხურა.

დედასთან დაბრუნდა სახლში, ყველაფერი ისევ ძველებურად იყო. შემართებით მუშაობდა, საღამოს მხოლოდ ძილიღა უნდოდა და მაინც ასწრებდა ბექაზე ფიქრს. ის კი არ ჩანდა, საერთოდ არაფერი ისმოდა მის შესახებ. აღიარა რომ უყვარდა, სხვებთანაც აღიარა, მაგრამ აზრი აღარ ჰქონდა. თვითონაც ვერ მიხვდა ისე შეუყვარდა, თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მხოლოდ საკუთარი მიზნების გამო ხვდებოდა და მთელი ეს ურთიერთობაც ამის გამო არსებობდა, მაგრამ ეს მხოლოდ საკუთარი თავის მოტყუება ყოფილა და მეტი არაფერი.

***
- ცუდად ვარ, აღარ შემიძლია, ყველგან ქეთა მელანდება _ ჭიქით ხელში ელაპარაკებოდა ბიჭებს.
- გიყვარს და იმიტომ.
- ჰოდა მაგას ვჩივი რომ მიყვარს, მომატყუა, ასეთი რამე გამიკეთა, ამის შემდეგ როგორ უნდა მიყვარდეს?
- უბრალოდ რომ დაივიწყო ყველაფერი? _ უღიმოდა კოსტა.
- მეც მინდა, მაგრამ არ შემიძლია, თავმოყვარეობა არ მაძლევს ამის უფლებას.
- იმის უფლებას გაძლევს რომ იტანჯებოდე?
- ჰოდა, აღარ უნდა ვიტანჯებოდე.
- გიყვარს.
- კოსტა შენ იმის მხარეს იცავ? _ ჩაეცინა.
- შენს მხარეს ბექა, მხოლოდ და მხოლოდ შენს მხარეს.
- ჰო, მიყვარს..

***
ორი თვე და არც ერთი სიახლე.
ერთმანეთზე ფიქრში გათენებული ღამეები და არც ერთი პირველი ნაბიჯი.
მონატრებული ხმა და არც ერთი ზარი...

***

- თენგო გამარჯობა, თამთა ვარ, ქეთას მეჯვარე.
- გამარჯობა თამთა.
- როგორ ხარ?
- კარგად, შენ?
- მეც, მოკლედ შენთან ლაპარაკი მინდა, როდის გეცლება?
- დღესვე შემიძლია.
- ძალიან კარგი, დრო მითხარი.
- ორი საათისთვის გამოგივლი.
- კარგი, მადლობა.

***
- აბა გისმენ.
- ბექა როგორაა?
- გადასარევად _ გაეცინა.
- თენგო სერიოზულად გეკითხები.
- არც ისე კარგად.
- ჰოდა, ზუსტად ამაზე უნდა გელაპარაკო, ქეთა ცუდადაა.
- რა სჭირს?
- სიყვარული _ ჩაიფრუტუნა. _ ბექას სიყვარული.
- თუ უყვარდა..
- ჰო, ჰო _ შეაწყვეტინა _ თუ უყვარდა ასე რატომ მოექცა? ეგონა რომ მართალი იყო, მაგრამ შენს მეგობარს საბუთებიც დაუბრუნა და ბოდიშიც მოუხადა. ახლა მათი საქციელის გასარჩევად არ მოვსულვარ, უბრალოდ ქეთა მართლა ძალიან ცუდადაა, ძალიან უყვარს ბექა და რადგან ბექასაც უყვარს, ხომ უყვარს?
- კი, უყვარს.
- ჰოდა, რადგან უყვარს, იქნებ რამე მოვახერხოთ, იქნებ როგორმე დავარწმუნოთ, რომ უნდა შერიგდნენ, რომ ასე ცალ-ცალკე ტანჯვას აზრი არ აქვს.
- შენ გგონია არ ველაპარაკებით? სულ ამას ვეუბნებით, მაგრამ ვერ გადავარწმუნეთ.
- ჰო, მაგრამ ახლა იცი რომ ქეთასაც უყვარს და იტანჯება, არ ვიცი თუ გინდა ისიც უთხარი რომ მე გელაპარაკე, რამე მოიფიქრეთ, ოღონდ დაარწმუნეთ, თუ ვერაფერს გააწყობთ შემეხმიანე და მერე მეც დაველაპარაკები.
- კარგი, ვეცდები.
- მადლობა, დროებით.

***
- გისმენ თენგო, რა საქმე გქონდა ასეთი საჩქარო?
- ქეთას დაქალი ვნახე, თამთა.
- თენგო, ხომ ვთქვი რომ ეგ გოგო უნდა დავივიწყო, მორჩა აღარ მაინტერესებს, საერთოდ არაფრის მოსმენა მინდა მაგ გოგოს შესახებ.
- მაგრამ ბექა..
- არავითარი მაგრამ, აღარ მიხსენო არც ეგ, არც მისი ოჯახი, არც მისი მეგობრები.
- რატომ ხარ ასეთი ჯიუტი, რატომ.
- მოვრჩეთ, თუ სხვა არაფერი გინდოდა წავალ, კომპანიაში ბევრი საქმე მაქვს.
- უნდა გელაპარაკო, უნდა.
- ნახვამდის _ ზურგი აქცია და წავიდა.

მეხუთე თვე გავიდა მათი ქორწინებიდან, მეხუთე თვე - ფიზიკურად ცალ-ცალკე და გონებით, გულით ერთად.

- თენგო, ჩემთან მოხვალ?
- კარები გააღე და მანდ ვარ _ გაიცინა.
- რა კარგია, ლოდინი აღარ მომიწევს.
- აბა რა გინდოდა.
- გახსოვს, რომ მითხარი თამთა ვნახეო.
- ჰო, მახსოვს.
- რა გითხრა?
- კაი დროს დაგაინტერესა _ ჩაიფრუტუნა.
- თენგო რა გითხრა?
- მითხრა რომ ქეთას უყვარხარ და ძალიან ცუდადაა უშენოდ, უფრო სწორად უყვარდი და ძალიან ცუდად იყო, ახლა რა ხდება არ ვიცი.
- უნდა გავიგო, როგორმე უნდა გავიგო _ აფორიაქებულმა ჩაილაპარაკა.
- ოჰ, როგორც იქნა მიხვდი რომ ვერ იქნები მის გარეშე?
- არ ვიცი ასეთი რა გამიკეთა, მაგრამ მის გარდა ვეღარაფერზე ვფიქრობ, სულ ქეთა ქეთა, მისი ხმა, მზერა, თვალები
- კარგი, ვეცდები გავიგო.

***

- თამთა გამარჯობა.
- თამთა არ ვარ, მისი მეგობარი ვარ, გასულია და მოგვიანებით დარეკეთ.
- ქეთა, შენ ხარ?
- თენგო? _ იცნო, თვალები გაუნათდა.
- ჰო, მე ვარ, როგორ ხარ?
- კარგად, შენ?
- მეც კარგად.
- ბექა? _ მძიმედ ამოთქვა.
- არაუშავს, თამთას გადაეცი რომ დავურეკე კარგი?
- კარგი, ვეტყვი.

ისე აფორიაქდა, იმდენი რამის კითხვა უნდოდა ბექას შესახებ, თუმცა ვეღარ გაბედა. ტელეფონი ადგილზე დააბრუნდა და მოგონებებში გადაეშვა. ყველა მოგონება ბექასთან ერთად იყო, ყველაფერი რაც სითბოს უკავშირდებოდა, ბექას ახსენებდა. ბევრჯერ უფიქროა, რა მოხდებოდა ბექასთან რომ მისულიყო, ყველაფრის თავიდან დაწყება შეეთავაზებინა, მაგრამ ვერ ბედავდა, ფიქრებშიც კი გაურბოდა ბიჭის შესაძლო პასუხებს.

***

- თამთა, მაინტერესებს ქეთა რას ფიქრობს?
- რასთან დაკავშირებით?
- ბექასთან ურთიერთობაზე რას ფიქრობს? ისევ უყვარს?
- ზედმეტად ბევრი იფიქრა შენმა მეგობარმა _ უკმაყოფილოდ მიუგო _ მაგრამ ქეთას ისევ უყვარს.
- კარგია, ეგ პასუხი მინდოდა, დანარჩენი მოგვარდება _ გაუღიმა და დაემშვიდობა.

***
და რა?
არც არაფერი...
იმავე კვირაში ბექა გაემგზავრა, საქმიან მოლაპარაკებებზე. ორი თვე იყო იქ, ორი თვე იყო ყველაზე საშინელი ქეთასთვის. აქამდე ის მაინც იცოდა, რომ ორივე ერთ ქალაქში იყვნენ, უფრო ახლოს, შეიძლებოდა სადმე შეხვედროდა კიდეც, ახლა კი? ახლა აღარაფერი იყო სიცარიელის გარდა.
მერე?
მერე ქეთაც გაემგზავრა დეიდასთან, გაემგზავრა, მაგრამ რამდენი ხნით არ იცოდა. მმართველობა ისევ ქრისტის გადააბარა და წავიდა.
ეძება, ჩამოსვლისთანავე მოძებნა, უნდოდა მასთან ლაპარაკი, ყველაფრის გარკვევა, მაგრამ დააგვიანდა, ვეღარ იპოვა.

ქეთამ კი ვერ გაძლო დიდხანს სხვაგან, დედის გარეშე, დის გარეშე, ნაცნობი ხალხის და გარემოს გარეშე. ოთხი თვე, სულ ოთხი თვე იცხოვრა იქ და მიხვდა, რომ კიდევ თუ დარჩებოდა, მთლიანად დაცარიელდებოდა, აღარ შერჩებოდა აღარც ერთი ემოცია, აღარც ერთი გრძნობა. ბარგი ჩაალაგა და წამოვიდა.

- დაიკო _ ბედნიერი ეხვეოდა ქრისტი _ რომ იცოდე როგორ მაკლდი.
- ამიტომ ჩამოვედი _ ხალისიანად უპასუხა.
- დარწმუნებული ვიყავი რომ დიდხანს ვერ გაძლებდი _ თბილად უღიმოდა დედა.

რამდენიმე კვირაში ყველაფერი ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა. ისევ მოირგო კლასიკური სტილი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები, ისევ შემართებით შეუდგა კომპანიაში მუშაობას.

***
- ბექასთან დაკავშირებით რა ხდება? _ ყოყმანით იკითხა ქრისტიმ.
- არაფერი _ გაუღიმა _ ყველაფერი გადავხარშე, ის აღარ დაბრუნდება და ამას ვეგუები, ჩემი ბრალია, ასე რომ, იმედი მაქვს შევძლებ საერთოდ დავივიწყო.
- ჩემი ძლიერი გოგო.
- ეს წასვლა მჭირდებოდა, დამეხმარა.
- მაგრამ რაც მთავარია მალე დაბრუნდი.
- აბა რა _ გაუცინა..

***
- გისმენ თამთა.
- ერთი საათია გელოდები უკვე _ მობეზრებული ტონით ჩაიფრუტუნა.
- ოო, ვიცი ჰო, მოვდივარ, ვაჰ.
- არაფერმა არ გიშველა, მკლავს შენი დაგვიანებები.
- თამთა საჭესთან ვარ.
- როგორც გინდა ისე გადმოფრინდი, არ მაინტერესებს _ ცოტაც და ტელეფონში გამოძვრებოდა.
- აუ, ფუ შენი, მერე დაგირეკავ _ ჩასძახა და გაუთიშა. კარები გააღო და სწრაფად გადავიდა.
- ვაიმე, ბოდიში, როგორ დამემართა _ ნაცნობი ხმა გაიგონა _ ხომ არაფერი დაგიშავდათ?
- მე.. მე არაფერი _ დაბნეულმა ჩაილაპარაკა.
- მაპატიეთ, ახლა მართლა მეჩქარება, ნომერს დაგიტოვებთ და ხვალ შემეხმიანეთ, ხარჯებს მე დავფარავ _ სავიზიტო ბარათი დაუტოვა და წავიდა.

დაბნეული იდგა მანქანასთან, სავიზიტო ბარათს დაჰყურებდა და გაღიმებული უყურებდა ბარათს.

***
- გამარჯობა ბექა, მე ქეთა ვარ, გუშინ რომ დამეჯახეთ, იქნებ დანაშაულის გამოსყიდვის მიზნით ვახშამზე დამპატიჟოთ?
- სიამოვნებით...

________
ასე.. უუღრმესი მადლობა შოკოლადებო. ძალიან გამახარეთ თქვენი კომენტარებით.. ვნახოთ რა გამოვიდა მთლიანობაში, იმედია მოგეწონებათ.. მიყვარხართ, მიყვარხართ, მიყვარხართ და სულ მენატრებით, როცა სიახლეებს ვერ ვტვირთავ..



№1 სტუმარი natia

Au dasasruli ver gavigee ra ertad darchnenn. Tu ara

 


№2  offline მოდერი tsn

ყველაფერი თავიდან დაიწყეს.. მეგონა ქეთA მეტს დაიტანჯებოდა, საშინლად მოექცა ბექას wassat

 


№3  offline წევრი Nate

კარგი იყო, უბრალოდ ასე მგგონია რომ ბოლოში ძალიან მიაფუჩეჩე, შეიძლებოდა უფრო გრძლად დაგეწერა. მეორე ნაწილსაც თუ შემოგვთავაზებ კარგი იქნება, ეს ასე არ უნდა დატოვო. წარმატებები კარგი ხარ love

 


№4 სტუმარი A

ერთად დარჩნენ ბოლოს.
ქეთას შემთხვევით სწორედ ბექა დაეჯახა. მაგარი იყოოოოოოოოოოოოოო

 


№5  offline წევრი სპენსერი

თავიდან ბექა ძაან შემეცოდა მარა ბოლოდ ძალიან მაგარი იყო love შეუდარებელი ხარრა love

 


№6  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ჩემო თბილოოო,ვიცოდი რომ ასე ლამაზად და თბილად დაასრულებდი.ჩემი ნიჭიერი ხარ.

 


№7  offline მოდერი მარრიამი

natia
Au dasasruli ver gavigee ra ertad darchnenn. Tu ara

A
ერთად დარჩნენ ბოლოს.
ქეთას შემთხვევით სწორედ ბექა დაეჯახა. მაგარი იყოოოოოოოოოოოოოო

tsn
ყველაფერი თავიდან დაიწყეს.. მეგონა ქეთA მეტს დაიტანჯებოდა, საშინლად მოექცა ბექას wassat

Nate
კარგი იყო, უბრალოდ ასე მგგონია რომ ბოლოში ძალიან მიაფუჩეჩე, შეიძლებოდა უფრო გრძლად დაგეწერა. მეორე ნაწილსაც თუ შემოგვთავაზებ კარგი იქნება, ეს ასე არ უნდა დატოვო. წარმატებები კარგი ხარ love

სპენსერი
თავიდან ბექა ძაან შემეცოდა მარა ბოლოდ ძალიან მაგარი იყო love შეუდარებელი ხარრა love

უუუუღრმესი მადლობა <3 ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მახარებთ <3
ლორელაი
ჩემო თბილოოო,ვიცოდი რომ ასე ლამაზად და თბილად დაასრულებდი.ჩემი ნიჭიერი ხარ.

^_^ გამიხარდა ჩემს ისტორიაში შენი დანახვა :დ <3 ძალიან დიდი მადლობა ტკბილო <3

 


№8  offline მოდერი Eleniko13

სვიით <3
კარგია, ძალიან ძალიან...
მერე რა, ეს გმირები თავისი შეცდომებით საუკეთესონი არიან.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№9 სტუმარი ana

au gaagrdzele ra pliizz. magra wer da upro ganavrce es istoria ese ar daasrulo ra

 


№10  offline მოდერი მარრიამი

Eleniko13
სვიით <3
კარგია, ძალიან ძალიან...
მერე რა, ეს გმირები თავისი შეცდომებით საუკეთესონი არიან.

ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგო <3
ana
au gaagrdzele ra pliizz. magra wer da upro ganavrce es istoria ese ar daasrulo ra

მადლობა ^_^ ამ ისტორიას ვერ გავაგრძელებ, ჩანაფიქრი ასეთი მქონდა, თუმცა სხვა ისტორიებს შემოგთავაზებთ..

 


№11  offline წევრი შამხათი

ვაიმე რა კარგი იყო...

 


№12  offline მოდერი მარრიამი

შამხათი
ვაიმე რა კარგი იყო...

მადლობა ^_^ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent