შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Happy end? Sorry we aren't in Disney. (თავი I)


31-01-2016, 00:11
ავტორი marcy
ნანახია 1 902

ეს ისტორია ჩემზეა, ერთ-ერთ ემოზე რომელიც როგორც ყველა ემო მარტოსულია.სახლში პრობლემები მუდმივად მაქვს მოწევაზე, პირსინგზე, თმის ვარცხნილობაზე, ქცევაზე, შინ შუაღამე მისვლაზე, ცუდ „სასტავთან„ სიარულზე, მორგთან „ბირჟაობაზე„ ცუდ სწავლაზე და კიდე რა ჩამოვთვალო არ ვიცი. სკოლაშიც ცუდად მიმიღეს. ვზივარ ბოლო მერხზე ხმას არავინ მცემს, მასწავლებელსაც არ ვეხატები დიდად გულზე.
კარგით, თავი რომ არ მოგაბეზროთ ჯობია პირდაპირ ჩემ ისტორიაზე გადავიდე, ეს გვერდი სიყვარულზეა და არა მარტოსულ ადამიანებზე რომლებთაც სიცოცხლის არანაირი სურვილი არ გააჩნიათ.
ერთ ჩვეულებრივ დღეს საწოლიდან ავდექი და სკოლაში წასასვლელად მოვემზადე. როდესაც კლასში შევაბიჯე, ვიგრძენი ის აურა ის დამოკიდებულება ჩემს მიმართ რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდი. წყნარად მშვიდად შევედი მოსაბეზრებელ კლასში, მივუჯექი მერხს თავი დავდე და ფიქრი დავიწყე: თუ რა აზრი ქონდა ჩემ ცხოვრებას. ამ დროს დაირეკა ზარი და კლასში შემოვიდა გოგო რომელიც საკმაოდ ლამაზი და საყვარელი ჩანდა, მაგრამ მე მისი გაცნობა არ შემეძლო, რადგან განსხვავებული ვიყავი ამიტომაც გოგონამ თვითონ მოისურვა ჩემი გაცნობა. აგარაფერი მახსოვს ისეთი დაბნეული ვიყავი რომ თვალები და გონება დამებინდა. მხოლოდ რაც გავიხსენე ეს სახელი იყო ჰელენი.
მეორე დღეს ჩემ გვერდზე დაჯდა და კარგად გამიცნო, ამ დროს ისეთი გრძნობა დამეუფლა რომელიც არასდროს მქონია ეს სიყვარული მეგონა მაგრამ გულში გავიფიქრე. -მე ხომ არ ვიცი რა არის სიყვარული, მე ეს არც გამომიცდია და ჩემ თავს შევეწინაამღდეგე ეს სიყვარული არაა, ეს სიძულვილია რომელსაც ყოველი მათგანი გრძნობს ჩემ მიმართ!!
მომდევნო დღეს ჩვეულებრივად სკოლაში შევედი და ჩემ კუთნილ მერხზე დავჯექი. მეორე გაკვეთილზე ჰელენი გვერდზე მომიჯდა და ლაპარაკი დამიწყო გავიხსენე ჩემი ფიქრები და რეალობას თვალებში ჩავხედე. ავდექი, წყნარად და მშვიდად გაკვეთილიდან გავედი ისე რომ ერთი სიტყვა ან მიზეზიც არ მითქვამს ავდექი და კარები გავიხურე, ოთახიდან გასვლის დროს ისეთი გრძნობა დამეუფლა თითქოს და ცხოვრებას ზურგი ვაქციე.
ბნელი, ავდრიანი ღამე იყო. დასავლეთის მძაფრი ქარი დაბლა ჩამოწოლილ ღრუბლებს წინ ერეკებოდა და ტელეფონის მავთულებს წყვეტდა.გამდნარი წყალი ნაკადებად მოედინებოდა გზის პირას დახვავებული ჭუჭყიანი ნამქერიდან.უეცრად მჭახე ხმა მოისმა ეს ჩემი ტელეფონის ხმა იყო მირეკავს ჩემი ერთ-ერთი მეგობარი რომელიც თითქოსდა მეპატიჟება ჩვენ ადგილას სადაც ჩვენ ვიკრიბებით. მე დავთანხმდი. როდესაც ჩემ მეგობრებს მივუახლოვდი შევამჩნიე მათ გვერდზე მდგარი ჰელენი შევნიშნე გულის ცემა ამიჩქარდა ხელები მიკანკალებდა მეგონა აქ დამთავრდებოდა ჩემი ცხოვრება. როდესაც მივუახლოვდი ჰელენი ფეხის წვერებზე აიწია ჩემსკენ გადმოიხარა ფრთხილად გამიღიმა და ჩამეხუტა. ეს ისეთი გრძნობა იყო რომ არ ვიცი როგორ აგიღწეროთ მოკლედ რომ გითხრათ ეს ენით აუღწერელი გრძნობა იყო, ყველაფერი დამავიწყდა ოცნება,სიკვდილი,ჩხუბი, ფიქრები და ყველაფერი თითქოსდა მან ჩემი გატეხილი გული აღადგინა. შემდეგ ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა და ხელი გამიშვა. ცეცხლი დავანთეთ და გარშემო ყველამ ჩვენ-ჩვენი ადგილი დავიკავეთ. ვყვებოდით ისტორიებს, საშიშ ამბებს და სხვა მრავალ საინტერესო ამბებს...



№1  offline წევრი marcy

დიდი მადლობა, გამიხარდა რომ მოგეწონათ ^^

 


№2 სტუმარი sofi zangaladze

dzalian momwons emoebi miyvars da vicnob zogs ... momwons es istoria... mainteresebs emo xar?

 


№3  offline წევრი marcy

Ara, me emo ar var magram dzalian miyvars emoebi.ar vicnob bevr emos mitumetes saqartvelodan, magram mat shesaxeb yvelaferi vici.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent